10 უტყუარი მიზეზი, რომ მამაკაცი თქვენ მიტოვებას აპირებს
თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეგეცვალათ, თუ მას უცხო ადამიანად აღიქვამთ და ვერ გაგირკვევიათ, რა ხდება, დააკვირდით მინიშნებებს, იქნებ მას თქვენი მიტოვება აქვს განზრახული. 1. იშვიათად გწერთ და გირეკავთ თუ ადრე დღეში რამდენჯერმე გირეკავდათ, ახლა კი იშვიათად გიმესიჯებთ და თქვენს ზარებსაც აღარ პასუხობს, უნდა დაფიქრდეთ. ყველაფერი რაციონალური გახდა, თქვენ გინდათ, - თქვენ ურეკავთ, ის არ ლაპარაკობს, თქვენ კი თითქოს სიცარიელეს ესაუბრებით. 2. აღარ არის მოსიყვარულე ნაზი გამოხედვა, შეხება, სასიყვარულო სიტყვები სადღაც გაქრა და ამის მიზეზი არც ხალხმრავლობაა; იშვიათად სურს თქვენთან განმარტოება. 3. არაფერზე გაქვთ სალაპარაკო ნეიტრალურ თემებზე საუბრობთ, ხშირად თქვენ - ის დუმს. ზოგჯერ არც გისმენთ. მინიმუმამდე ამცირებს თქვენთან ყველანაირ კონტაქტს. 4. გულაცრუებულია ცდილობთ, აიყოლიოთ და ერთი თვის უნახავ მეგობართან შეიაროთ, ან სთხოვთ რაღაცის ყიდვას, მას კი ”ავიწყდება”. ცდილობს მიზეზი გამონახოს, სხვა დროისთვის გადადოს. 5. მასში აგრესიულობამ მოიმატა წვრილმანებზეც კი იწყებს შეკამათებას, გიწყობთ სცენებს. იქნებ არ ჰყოფნის ძალა, რომ თავად დაგშორდეთ და ასე გაიძულებთ, თქვენ აიძულოთ, გაწყვიტოთ მასთან ურთიერთობა?.. 6. სამსახურში გვიანობამდე რჩება თუ სახლში არაჰარმონიული სიტუაცია ხვდება, ყველა მიზეზს გამოძებნის, რომ სამსახურში გვიანობამდე შემორჩეს, ნაკლები დრო გაატაროს თქვენთან ერთად. 7. ნაკლებ დროს ატარებთ ერთად გაიხსენეთ, როდის იყავით ბოლოს ერთად თეატრში, კინოში, მეგობრებთან. თუ ერთად არ ცხოვრობთ, არ გეპატიჟებათ საკუთარ სახლში, არ გაცნობთ მშობლებს. 8. აღარ გაქვთ სექსი ან თუ ისე ხშირად აღარ გაქვთ, როგორც ადრე. თუ გრძნობთ, რომ თქვენ შორის ფიზიკური დისტანცია წარმოიქმნა. ერთ ოთახშიც არ სურს თქვენთან ერთად გაჩერება, დივანზეც კი არ ჯდება თქვენ გვერდით. 9. სხვასთან ფლირტს არ მალავს და საერთოდ არ განიცდის უხერხულობას, რომ ამის გამო შეიძლება გაბრაზდეთ, გეწყინოთ. ხოლო მისგან კი ისმენთ: ”ეჭვიანობა სისულელეა!” 10. თუ ერთად ცხოვრობთ, ცალკე გადასვლა სურს არგუმენტად შეიძლება მოიყვანოს ფრაზები: ”მჭირდება დრო საკუთარ თავში გასარკვევად”, ან ”ხანმოკლე დაშორება წყვილის ურთიერთობაზე უკეთეს გავლენას მოახდენს”. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.