შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბალი გოგოების 10 უპირატესობა


11-11-2015, 21:01
ავტორი goga27
ნანახია 21 755

თუ თქვენი სიმაღლე 165 სმ-ზე ნაკლებია, ალბათ, ხშირად უჩივით ბედს, რომ მეტი სიმაღლე არ გარგუნათ. მაგრამ მოდი, დაფიქრდით კიდევ ერთხელ: ნუთუ ეს ასეთი ცუდია?
ჩვენ შეგვიძლია დაგიმტკიცოთ, რომ თქვენი ცხოვრება ახლა ნამდვილად ბევრად უკეთესია, ვიდრე იქნებოდა მაშინ, 20 სმ-ით მაღალი რომ ყოფილიყავით.

1.დაბალი გოგონები დიდი პოპულარობით სარგებლობენ მამაკაცებში.
ეს დამტკიცდა ერთი ბრიტანული კვლევის მიხედვით, რომელშიც 151 სმ-დან 158 სანტიმეტრამდე სიმაღლის 10 000 ქალი მონაწილეობდა. სტატისტიკის მიხედვით, ისინი უფრო ადვილად (ვიდრე მაღალი ქალბატონები) თხოვდებიან, ხდებიან 40 წლამდე დედები და საერთოდაც, კმაყოფილები არიან საკუთარი პირადი ცხოვრებით.

2.ჩვენ უფრო მარტივად შეგვიძლია დავიძინოთ მატარებელში ან თვითმფრინავში, ვიდრე მაღლებს.
ნამდვილად: ნაკლებია სიმაღლე – ნაკლებია პრობლემები. ამაში დაგვეთანხმება ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უფრენია 2 საათზე მეტხანს, ან უმგზავრია ღამის მატარებლით.

3.ჩვენ შეგვიძლია ბავშვების მაღაზიაშიც შევიძინოთ ტანსაცმელი.
ასე მშვენიერი ეკონომია გამოგვდის.

4.ჩვენ ძალიან ცოტა შანსი გვაქვს, შევიყვაროთ ბიჭი, რომელიც ჩვენზე დაბალია.
სუფთა სტატისტიკურია.

5.ჩვენთვის უფრო მარტივია სახლის დალაგება.
ჩვენთვის დახრა, კიბეზე ასვლა და ასე შემდეგ უფრო მარტივია, ვიდრე მაღალი ქალისთვის.

6.ჩვენ ხშირად გვეხუტებიან.
სერიოზულად. ეს კვლევებით არის დამტკიცებული. დაბალ ადამიანებს უფრო ხშირად ეხვევიან, ვიდრე მაღლებს. ალბათ იმიტომ, რომ ქვეცნობიერად სხვის თვალში "უფრო საყვარლები" ვართ. ან იმიტომ, რომ ჩვენი ჩახუტება ბანალურად უფრო მარტივია. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი თავად ფაქტია.

7.ჩვენ კიბოს გაჩენის ნაკლები შანსი გვაქვს.
"კიბოს ეპიდემიოლოგიის ამერიკულ ჟურნალში" გამოქვეყნდა კვლევების შედეგები, სადაც ნაჩვენები იყო, რომ დაბალ ადამიანებს იშვიათად ემართებათ სარძევე ჯირკვლების, მსხვილი ნაწლავის, საკვერცხეების, ფარისებრი ჯირკვლის ან კანის კიბო. ისედაც, სიმაღლის ყოველი 10 სმ 13%-ით ზრდის კიბოს განვითარების რისკს.

8.ჩვენ 2 ჭიქა ღვინოც გვყოფნის იმისათვის, რომ კარგ ხასიათზე დავდგეთ.
ეიფორიის მდგომარეობა ჩვენთან უფრო მალე დგება. ასე რომ, ბარებშიც ნაკლებს ვხარჯავთ. ნაბახუსევი კი, როგორც წესი, ბევრად მსუბუქი გვაქვს.

9.ჩვენ ნაკლებ კოსმეტიკას ვიყენებთ.
რაც ნაკლებია სხეული, მით ნაკლები კოსმეტიკური საშუალებებია საჭირო მის მოსავლელად. საპონი, შამპუნი, სხვადასხვა კრემი – დღეს არც ისე იაფი ღირს...

10.ჯგუფურ ფოტოებში ყოველთვის წინა რიგებში ვდგავართ.
ეს ყველას გვახსოვს სკოლის ასაკიდან. ჩვენ მართლაც ბევრად მეტი შესაძლებლობა გვაქვს, ჩავრჩეთ ადამიანებს მეხსიერებაში. ამასთან, არასოდეს გვიწევდა ვმდგარიყავით უკანა რიგში, ფიზიკის მასწავლებლის გვერდით!



№1  offline მოდერი ლილიანა

მაინც იყო ირონია რა:):):):)
მე პირადად 161 სანტიმეტრი ვარ და სყლაც არ ვემდური ბედს,საკმაოდ კმაყოფილი და ბედნიერი ვარ :):):)):
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2 სტუმარი სხვანაირი დედამიწელი

მაინც ჩემი 1.80 სმ მირჩევნია ^_^

 


№3  offline წევრი yvavi

სხვანაირი დედამიწელი
მაინც ჩემი 1.80 სმ მირჩევნია ^_^

შემშურდა ><
ჩემი 167სმ სიმაღლე და არც ეს ფაქტები არ მაკმაყოფილებს :დ მაინც მინდა მაღალი, რომ ვიყო:დდ

 


№4 სტუმარი სხვანაირი დედამიწელი

yvavi
სხვანაირი დედამიწელი
მაინც ჩემი 1.80 სმ მირჩევნია ^_^

შემშურდა ><
ჩემი 167სმ სიმაღლე და არც ეს ფაქტები არ მაკმაყოფილებს :დ მაინც მინდა მაღალი, რომ ვიყო:დდ

სტაფილოს ვჭამდი უზომოდ ბევრს ))

მაღალი გოგოების რამდენიმე უპირატესობა : :-)
წვდებიან ყველაზე მაღალ თაროსაც კი.
ადვილად იხდენენ ტანსაცმელს
უმეტესობას გრძელი და ლამაზი ფეხები აქვს,რაც თავისთავად კარგია
მაღალი გოგოები ხშირად ექცევიან ყურადღების ქვეშ თუნდაც სიმაღლის გამო
და არ სჭირდებათ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები იმისათვის,რომ მაღლები გამოჩნდნენ.
ჰო და კიდევ, ძალიან უხდებათ გრძელი თმა ))) პ.ს არ ჩამქოლოთ ეს ჩემი მოსაზრებაა))

 


№5  offline მოდერი nicol

1. ვითომ?!
2. უძილობა მჭირს.
3. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ხშირად ჩემი შვილის ტანსაცმელებში უფრო ძვირს ვიხდი, ვიდრე ჩემსაში (ფასდაკლებები დიდის ტანსაცმელებზე უფრო ხშირია ვიდრე ბავშვისაზე)
4. დიდი შანსი გვაქვს მოვეწონოთ მაღალ და მხარბეჭიან ბიჭებს
5.მაღლებს სულ არ გვჭირდება კიბე
6.თვითონ შემძლია ჩავეხუტო ვისაც მინდა
7........
8. მე ამისთვის ღვინის სუნიც მყოფნის. (ანუ სულ უფასოა)
9.გააჩნია ვის რამდენი კოსმეტიკა სჭირდება.
10.დე ვიდგე ფიზიკის მასწავლებლის გვერდით და მერქვას შხვართი.


სერიოზულად ნუ მიიღებთ, შევეცადე მაღალი გოგოების ჩემეული ათეული ჩამომეყალიბებინა, ბალანსის დასაცავად. wink wink love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№6 სტუმარი nino k.b.

12 წლის ვარ და ზუსტად 1.71. (ზოგი იფიქრებს 12 წლის და ამსიმაღლეო მაგრამ ოჯახში ყველა მაღალია ) სტაფილს დასანახავათ ვერ ვიტან. ჩემი სიმაღლე ძალიან მომწონს და არც მინდა ნაკლები ვიყო. ვეთანხმები რომ დაბალ გოგოსთან ჩახუტება ადვილია და საყვარლები არიან.

 


№7  offline მოდერი bibo

Tqven gaixaret davmshvidi exa gulze. Momeshva cota :D

 


№8 სტუმარი nwnw

:-) patara da koxta :-)

 


№9 სტუმარი nino k.b.

1.71 ვარ და12 წლის (ბევრი იფიქრებს თორმეტი წლის და ამსიმაღლეო მაგრამ ოჯახში ყველა მაღალია ) ჩემი სიმაღლე ძალიან მომწონს მაგრამ კიდევ 6-7 სმ არ მაწყენდა. მართალია დაბლები საყვარლები არიან მაგრამ მე ჩემი სიმაღლე მირჩევნია.

 


№10  offline წევრი marisa

კი, თაყვანისმცემლებს არ ვუჩივი. უფ, ვერ ვიტან ტრანსპორტში ძილს, მაგრამ მარტივია ჩვენთვის უფრო, ალბათ. ნამდვილად, მაგრამ ეკონომიის რა გითხრათ,ლ. ზოგ რაღაცებს, ისეთი ფასი ადევს. ეს კი ნამდვილად ამართლებს :)) მერე რა, მაინც თანაბრად ვალაგებთ ყველა! ვგიჟდები ჩახუტებაზე <3 მთლად უკეთესი..ისე მეშინია უკვე. ეგ ნამდვილად. ეგეც ნამდვილად, მაგრამ ჩემ კანს თუ გავითვალისწინებთ, 2 მეტრიანზე ნაკლები არ მჭირდება. ყველა სურათში გამოჭენებული ვარ, იეჰაა :)))
ვისაც არ მოგწონთ დაბლები და არა მარტო (მსუქნები, კახექსიურად გამხდრები, სტრიებით და ცელულიტებით) და პრეტენზია გაქვთ, თქვენთვის დაიტოვეთ ^_^

საქმე ხასიათშია და არა სიმაღლეში. დაქალი მყავს 1.48 სმ, მაგრამ ყველგან ბოსია. ზოგა თავისი 1.50 სიმაღლე ძალიან მოსწონს და ძალიან კომფორტულადაა თავის კანში. არ ვიტყვი, რომ მაღლების არ შემშურებია-მეთქი, რადგან ასე არაა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, არც მმატებს სიმაღლეს და არც მაკლებს. პ.ს. სტაფილო ძალიან მიყვარს, მაგრამ 1.60-ზე მაღალი მაინც არ ვარ ;))

ერთი ისტორია გამახსენდა :) უფრო სწორად, რა დამავიწყებს ამას და დავწერ ბარემ ახლა. ყოფილის დედიკუნამ დამიწუნა სიმაღლის გამო. სამაგიეროდ, მშვენიერი ფეხი მშვენიერი თითებითურთ რისთვის მაქვს :)) სხვის ტრაკებს აკვდება :)) ^_^ ვინც მაგაზე გულს გაგიწყალებთ, უნდა ამოცხოთ მაგრად!

ლოლ ამაზე მაგრად ვღადაობ. ადამიანი შენზე მაღალი რომაა და გეუბნება:რა საყვარელი ხარ. კარგი სიმაღლე გაქვს, მერე რა, მაგრამ მე 9-10 სანტიმენტრს კიდევ მოვიმატებდი. არ მომწონს ჩემი სიმაღლე.
ეს კომპლიმენტად ჩავთვალო, თუ რა ვუყო? :დდ

 


№11 სტუმარი natia

Vgijdebi magal quslian fexsacmelze. Imitom ki ar vicmev rom gavmaglde da kvelas zemodan vukuro. Magal quslian fexsacmelshi dzalian qalurad vgrdznob tavs siarulic sxvanairi maqvs da saertod mtavaria rogori tani gaqvs tore dzalian magali da dzalian dabalic vfiqrob arcise kargia. Orive diskomforts icvevs.

natia
Vgijdebi magal quslian fexsacmelze. Imitom ki ar vicmev rom gavmaglde da kvelas zemodan vukuro. Magal quslian fexsacmelshi dzalian qalurad vgrdznob tavs siarulic sxvanairi maqvs da saertod mtavaria rogori tani gaqvs tore dzalian magali da dzalian dabalic vfiqrob arcise kargia. Orive diskomforts icvevs.

 


№12  offline წევრი dreamer777

რაც არ უნდა იყოს ჩემი 1.80 სიმაღლე მირჩევნია 1.60-ს ;) :დდდ

 


№13  offline წევრი N7

1.69 რომ ვარ, საშუალოებში რომ ვარ, ცუდია ვითომ? ქალი არც ეიფელის კოშკივით არ უნდა იყოს და არც პლანქტონივით, ჩემი კეთილი აზრით :დ
არა, სიმაღლე რა შუაშია, გოგონები ყველანი საყვარლები ვართ winked
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№14 სტუმარი lika ..

აბა გოგოებო დავერიოთ ერთმანეთს სიმაღლის გამო, რომელი უფრო კარგი ვარიანტია, ჩვენ ხომ მეტი საქმე არ გვაქვს winked მთავარია ადამიანი თავის თავში იყოს კომფორტულად და არავის ერთი ადგილის საქმე არ არის ვინ რა ზომის არის.. fellow ჩემს 1.62-ს გაუმარჯოს თავისი გზით wink love

 


№15 სტუმარი lizi

mtavaria momxibvleloba simagles namdvilad ar akvs didi mnishvneloba.

 


№16  offline წევრი flightless bird

1.70 ს გადაცილებულები წავედით თავს ვიკლავთ :დდდ
--------------------
თ.ნ.

 


№17  offline წევრი nini31323

ზოგჯერ მიხარია 1.80 რომ ვარ ზოგჯერ კი როცა ჩემს ამხანაგებს მივყვები მრცხვენია. რავქნა? კლასში რუკა ან რაიმე მაღალზე თუა დასაკიდი ეგრევე ჩემი გამოძახებაა. მაგრამ ისეთ პაწაწუკებს ვხედავ ჩემი გოლიათობა, რომ მირჩევნია, მაგრამ საქმე ამაში არაა ბედმა ვისაც რა გვარგუნა იმას დავჯერდეთ, ყველას თავისებური ეშხი და სილამაზე აქვს. ისე 1.75 რონ ვიყო 15 წლის გოგო უარს არვიტყოდი, რადგან ხშირად მხვდებიან ქუჩაში შემდეგი შეძახილებით: სანამდე მიდიხარ, შენი შესაფერისი ვინ იქნება ნეტა? მაღალს როგორ ჩაიცმევ და ა.შ. აი ამის გამო დავკომპლექსდი, ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ, სიმაღლის გამო არავის დასცინოთ. ამით შენ მას აკომპლექსებ, ნურავინ იდარდებს ყ ელას ჰყავს თავისი ,,პარა,, დიდსაც და პატარასაც.

 


№18 სტუმარი ana

1.56 ვარ და საერთოდ wink მაქ იმის შეგრძნება რო მე დაბალი ვარ ძლიანაც მომწონს ჩემი სიმაღლე, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა სიმაღლის ხარ მთვარია როგორი ადამიანი ხარ სულიერად და არა ფიზიკურად winked

 


№19 სტუმარი Guest ბარბარე

მე პირადად 183 ვარ და სულ არ მაქვს პრობლემა ჩემს სიმაღლესთან პირიქით
1.ვერ ვიტან ქუსლიან ფეხსაცმელს საშინელებაა მაგით სიარული ასე რომ მეტად კომფორტში ვარ როცა ეს არ მჭირდება
2.დაბალი ბიჭი არასდროს მომწონებია მე მაღალი ტანადი შეყვარებული მყავს და მის გვერდით არ ვკომპლექსდები
ვფიქრობ მშვენიერი წყვილი ვართ
3.მშვენივრად მიფრენია და მიმგზავრია დიდი ხნით უპრობლემოდ
4.ყოველთვის ყურადღებას ვიქცევ რომც არ მინდოდეს მაინც
5.მამა პოლონელი მყავს და განსხვავებული გარეგნობის გამოც ხშირად მიმიღია კომპლიმენტი
6.ყველას მოსწონს ჩემი სიმაღლე და მომწონს როცა ნატრობენ და მეუბნებიან ცოტა მოგვეციო :))) ნუ თუ ბოღმიან გოგოებს არ ჩავთვლი გაბოროტებულები რომ ცდილობენ დაგაკომპლექსონ და ამბობენ აუ რამსიმაღლეა
ცხენის სიმღლე აქვს სა ბლაბლაბლა არასდროს არავისთვისმე პირადად შეურაცყოფა არ მიმიყენებია გარეგობის გამო
7.პროფესიაშიც ამართლებს სიმღლე და ის რომ ჩანხარ
როცა სცენაზე ავდივარ ყოველთვის თვალში მოსახვედრი ვარ
8.მომწონს ჩემი აღნაგობა და გრძელი ფეხები რატომაც არა ეს ძალიან კომფორტულია
9.ყველა ქალშია თავისი ხიბლი მაღალი შეუხედავიც მინახავს და დაბალიც
10.მეტი პოზიტივი ერო ჩვენ მაღლებიც და თქვენც დაბლებიც ყველანი ქალები ვართ და წარმატებებს გისურვებთ

 


№20  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

უ ეს ისეთი სტატუსია მაღლებს რომ მოანდომებს ნეტა დაბალი ვიყოო
1.65ზე
მეტივარ მაგრამ მაღლად არ ვთვლი თავს ((
მაგრამ წარმოიდგინე ესე 1.74 გოგო რომ ჩაგივლის წინ
კაიტანით იიიიიფ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent