შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

TOP სამი ყველაზე კაცთმოყვარე ზოდიაქოს ნიშანი


12-11-2015, 22:19
ავტორი goga27
ნანახია 8 294

ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან. შესაბამისად, ზოგის ხასიათში სისასტიკის ელემენტები ჭარბობს, ვიღაცას ანგარიშიანობა ახასიათებს, ზოგი კი უბრალოდ და უკიდეგანოდ კაცთმოყვარეა. თუმცა, საიმისოდ, რომ მსგავს კონდიციას მიაღწიოს ადამიანმა, ხშირად საკუთარ თავზე მუშაობაა აუცილებელი. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვისაც დაბადებიდანვე გააჩნია თანდაყოლილად ადამიანების და ზოგადად, კაცთა მოდგმის მიმართ სიყვარული. ასტროლოგები თვლიან, რომ ამ მხრივ სამი ზოდიაქოს ნიშანი გამოირჩევა.

მშვილდოსანი - იუპიტერი, პლანეტა, რომელსაც ასტროლოგები "დიდი ბედნიერების" პლანეტასაც უწოდებენ, მშვილდოსნის ზოდიაქოს მართავს და ამ ადამიანებში უზრუნველყოფს ხასიათის ისეთ თვისებებს როგორიცაა: სულგრძელობა, გულუხვობა, კაცთმოყვარეობა და სიკეთე. მშვილდოსნები უნაკლოები არ არიან, თუმცა, ყოველთვის ახერხებენ ნაკლოვანებების დაკომპენსირებას გულითადი დამოკიდებულებით საქმისა და ადამიანების მიმართ. ისინი მთელი გულით ეხმარებიან მეგობრებს და უბრალოდ ნაცნობებსაც კი, თუკი თვლიან, რომ მათი დახმარება ვინმეს ესაჭიროება. მშვილდოსანი ბუნებით ოპტიმისტია, შესაბამისად, მისი დახმარება სხვების მიმართ ხშირად სტიმულის მიცემაშიც გამოიხატება. ამ ქარიზმატულ და მუდამ მოღიმარ ადამიანებს იშვიათად ნახავთ ცუდ განწყობაზე მყოფთ. შესაბამისად, მათი ამგვარი უდარდელობა გადამდებია გარშემო მყოფთათვის.

მერწყული - გლობალურად მოაზროვნე და უზომოდ ჰუმანური ნიშანია. მერწყულს არ უყვარს სიყვარულის ენის მოჩლექით ან ფერებით გამოხატვა. სამაგიეროდ, იგი ყოველთვის მზადაა დახმარება და თანადგომა აღმოუჩინოს ნებისმიერ სულიერს მსოფლიოს მასშტაბით. მერწყულები ხშირად გვხვდებიან სხვადასხვა უმცირესობათა უფლებადამცველის პოზიციაში. ასევე თავგამოდებით იცავენ ისინი ფიზიკური ან გონებრივი ნაკლით დაბადებული ადამიანების მოთხოვნებს. მერწყულს მოსწონს ყველაფერი ორდინალური, შესაბამისად, სიმპათიითა განწყობილი თუნდაც გაუწონასწორებელი ფსიქიკის მქონე ინდივიდების მიმართ და ხშირად მათზე დამამშვიდებლადაც კი მოქმედებს. ეს ფართო მასშტაბის ჰუმანისტი და კაცთმოყვარე ადამიანია. რომელიც მუდამ მზადაა იბრძოლოს ჩაგრულთა უფლებების დასაცავად.

თევზები - უზომოდ ინტუიციური, გულჩვილი და საოცრად თავგანწირული ზოდიაქოს ნიშანია. თევზების ზოდიაქო ყველაზე მეტი ოდენობით წარმოშობს სხვადასხვა სოციალურ სამსახურებში დასაქმებულ ინდივიდებს. სხვებისთვის სიკეთის კეთება და დახმარება ნებისმიერი თევზის მოვალეობაა. ისინი ყოველთვის თანაგრძნობით ეკიდებიან სხვის ტკივილსა და სულიერ პრობლემებს. მათთვის ბუნებრივია მოირგონ ფსიქოლოგის და ე.წ. "ემოციური გამტარის" როლი, როცა გარშემო მყოფთაგან ვინმეს უჭირს და დახმარებისთვის მიმართავს. თევზები კარგად გრძნობენ სხვის ტკივილებს იქნება ეს ფიზიკური თუ ემოციური, შესაბამისად, მათი თანაგრძნობა არასოდესაა ყალბი და ფორმალური არავის მიმართ.



№1  offline მოდერი nicol

„მერწყულს არ უყვარს სიყვარულის ენის მოჩლექით ან ფერებით გამოხატვა.“ ყველაზე დიდი ჭეშმარიტებაა, მე მგონი ყველაზე ნაკლებად „მიყვარხარს“ ვამბობ. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია ქცევით დავამტკიცო ეს love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2 სტუმარი black

Mshvildosani sruli weshmaritebaa<3

 


№3  offline წევრი Firefly

მშვილდოსანიიი არის ჭეშმარიტებააა :დ
--------------------
M.T

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

სადააა ტყუპი :დდდდდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მანდამაინც არ მჯეროდა ასეთების მაგრამ დავრტმუნდიი რო ბევრ რამეში ემთხვევა ჩემი ჩვევებიი "მერწყული" ნამდვილად არ მიყვარს ენის მოჩლიქვები და ა.შ. :))

 


№6  offline წევრი maridb

სასწორი აკლია აქ wink wink winked
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№7  offline მოდერი ანკა

ეეე მორიელი არა ხო wink

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

რატომღაც ვერ მოვხვდი.
ნამდვილად შეცდა ამის დამწერი wink

 


№9  offline წევრი maridb

უნდა ვწერო
რატომღაც ვერ მოვხვდი.
ნამდვილად შეცდა ამის დამწერი wink

მეც ასე ვფიქრობ:დ wink
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent