შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამაკაცის sms-ების გაშიფვრის სახელმძღვანელო, ანუ როგორ გავიგოთ მის მიერ მოწერილი ტექსტი თუ სმაილი?


13-11-2015, 23:01
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 409

მამაკაცის sms-ების გაშიფვრის სახელმძღვანელო, ანუ როგორ გავიგოთ მის მიერ მოწერილი ტექსტი თუ სმაილი?
მამაკაცის sms-ების საიდუმლო ენის შესწავლისთვის დახარჯული არაერთი წლის შემდეგ ფსიქოლოგებმა შეადგინეს მოკლე სახელმძღვანელო მათ მიერ ქალისთვის მიწერილი ტექსტების გასაშიფრავად.

მაშ ასე, შედით შემომავალ მესიჯებში და გადაიკითხეთ ხელახლა.

ის გწერთ: "ვერაფრით ვივიწყებ გასულ ღამეს. შენ?"

როგორ წავიკითხოთ: "სანამ ამას არ გავიმეორებთ, სექს-მიმოწერით გაგართობ".

ის გწერთ: "მალე მიხვდები, რა დაკარგე!!!! ეს შენი ახალი შეყვარებული კი – ნამდვილი არამზადაა!"

როგორ წავიკითხოთ:
"ჩვენი დაშორების შემდეგ სასმელში ვიკლავ ტკივილს. ასე რომ, ალბათ მართალი ხარ, რომ დამშორდი. რაში გჭირდება აურზაური და ჩემნაირი უხეში?"

ის გწერთ: "გძინავს, ლამაზო? Wink"

როგორ წავიკითხოთ: "მე შენ მინდიხარ".

ის გწერთ: "მოდი, გადავიტანოთ დღევანდელი შეხვედრა. მოგვიანებით შეგეხმიანები".

როგორ წავიკითხოთ:
"მაპატიე, მაგრამ ჩემთვის დამატებითი ვარიანტი იყავი. სხვაგვარად, დაგირეკავდი, სმს-ით კი არ გამოვიძვრენდი თავს".

ის გწერთ: "Smile"

როგორ წავიკითხოთ:
"არ ვიცი, რა გიპასუხო. და საერთოდაც, ეს მიმოწერა მომბეზრდა, დროა, საქმეზე გადავიდეთ".

ის გწერთ: "ასი წელია არ მინახავხარ!!! როგორ ხარ?"

როგორ წავიკითხოთ: "შენს სახელს გადავაწყდი ტელეფონში და გამახსენდი, რომ ძალიან ლამაზი ხარ. გადავწყვიტე, ფონი მომესინჯა".

ის გწერთ: "მაპატიე, გვიან რომ გპასუხობ. ახლა ვნახე შენი sms-ი".

როგორ წავიკითხოთ: "დიდი ხანი ვერ ვწყვეტდი, რა მეპასუხა".

ის გწერთ: "პატარავ, შენი თვალები – ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ჰგავს, ტუჩები – ვარდის ფურცლებს, ხოლო შენი ხმა – ნაკადულის ჩუხჩუხს".

როგორ წავიკითხოთ:
"დაახლოებით მეთხუთმეტე ქალი ხარ, ვისაც ამ ტექსტს ვწერ. მიპასუხე, სექსი თუ გინდა. მაგრამ თუკი შენ სერიოზული ურთიერთობები გსურს, აჯობებს, არ მიპასუხო, ან საერთოდაც წაშალო ჩემი ნომერი".

ის გწერთ: "მე შენ მიყვარხარ".

როგორ წავიკითხოთ: "მე შენ მიყვარხარ. ამის დაწერა ბევრად ადვილია, ვიდრე პირადად თქმა. ამიტომაც ნუ გამიბრაზდები, რომ ეს sms-ია და არა სიტყვები".



№1  offline წევრი თამუნა

საჭირო სიახლეა ნამდვილად fellow
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

თამუნა
საჭირო სიახლეა ნამდვილად fellow

wink

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

მე რატომ არ შევდივარ ამ სმსების დაწერილის შიფრში? :დ თუ როგორც არის :დდ საერთოდ რა არსება ვარ? :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4 სტუმარი Jiorgi

ამას თქვენვე იგონებთ თუ თარგმნით სადღაციდან, როგორც არ უნდა იყოს რაღაც ვერ არის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent