შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომელი კერძით მოინადირებთ საყვარელი მამაკაცის გულს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


21-11-2015, 20:10
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 756

როგორც ამბობენ, "მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა, კუჭზე გადის" და ეს მრავალნაცადი, უდავო ჭეშმარიტებაა. თუმცა მამაკაციც არის და მამაკაციც. ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი, თორმეტ ფსიქოტიპად იყოფა; შესაბამისად, ჩვენი საყვარელი მამრების სასურველი მენიუც სხვადასხვაგვარია. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი სტატისტიკას, რომელის მიხედვითაც ასტროლოგები მამაკაცის გასტრონომიულ მიდრეკილებებსა და ზოდიაქოს ნიშანს შორის ავლებენ პარალელს...


ვერძი
როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები, განსაკუთრებული პრეტენზიულობით არ გამოირჩევიან საკვებთან მიმართებაში. მათ უმრავლესობას ცხოვრების ძალზე აქტიური რეჟიმი აქვს, ამიტომ ვერძების საყვარელი საკვები ფასთ-ფუდებში მზადდება. თუმცა, სახლშიც რომ მოუმზადოთ გემრიელი ჰამბურგერი ან ტოსტი, სიამოვნებით მიირთმევს.

კურო
თუკი ქალების იმ კატეგორიას განეკუთვნებით, ვინც სამზარეულოს გზა ვარაუდით იცის და თქვენი ცოდნა კულინარიაში, მხოლოდ ყავის მოდუღებით შემოიფარგლება, გირჩევთ კურო მამაკაცთან კავშირს ნურასოდეს დაიჭერთ. იგი ის კაცი არ არის, რომელიც ნებას მოგცემთ ნახევარფაბრიკატებით ან კონსერვებით კვებოთ. კურო ჭეშმარიტი, მიწიერი მამრია. ამიტომ საკვებიც ტრადიციული უყვარს. ხორიციანი, ცხარე კერძები. გემრიელი წვნიანი და, რა თქმა უნდა, დესერტად – ტკბილეული.

ტყუპი
ტყუპი მამაკაცების უმრავლესობა, იშვიათად გამოირჩევა საკვებთან დაკავშირებული ჭირვეულობით. თუმცა პრობლემა ის არის, რომ გემოვნება ხშირად ეცვლება. ამიტომ დღეს თუ თქვენ მიერ მომზადებული არაჟნიანი ბორშჩის ქებით გამოგიჭედავთ ყურებს, ხვალ შეიძლება იგივე ბორშჩი ამრეზით გადადოს განზე და სულაც ტაილანდური ნუდელსის გაკეთება დაგიკვეთოთ სახლის პირობებში. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, მთელი დღის მანძილზე ჩიპსებსა და ლუდზე გადაიაროს საინტერესო ფილმს ან ფეხბურთის მატჩზე მიშტერებულმა.

კირჩხიბი
როცა კირჩხიბ მამაკაცს უკავშირებთ ცხოვრებას, უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ სამზარეულოს გაყოფა დედამთილთან ერთად (თუ გყავთ საერთოდ ასეთი) მეუღლესთანაც მოგიწევთ. დიახ, დიახ არ მოგესმათ, კირჩხიბი მამრები ჩინებული მზარეულები არიან და მათ უმრავლესობას სიამოვნებას ანიჭებს საკვების მზადების პროცესი. კიბო კუჭით იმართება, შესაბამისად, ნებისმიერ კირჩხიბში დევს კულინარიული ხელოვნების სიყვარული. მთავარია, მასში ეს დაფარული ნიჭი გააღვიძოთ და შემდგომში, თავისუფლად შეგეძლებათ სამზარუელოს არსებობა მხოლოდ და მხოლოდ სადილ-ვახშმის პერიოდში გაიხსენოთ.

ლომი
ლომი მამაკაცი მეფური მანერებითა და დიქტატორული თვისებებით დააჯილდოვა ბუნებამ, შესაბამისად, იმის ილუზია, რომ იგი თქვენთვის დილით საწოლში ყავის მორთმევით შეიწუხებს თავს, ნურასოდეს გექნებათ, თუნდაც თქვენზე ყურებამდე იყოს შეყვარებული. ამიტომ ხელები უნდა დაიკაპიწოთ და მომხიბვლელი დიასახლისის როლი თავად მოირგოთ, სანამ თქვენს იმპერატორ მეუღლეს შიმშლის გრძობა ზედმეტად შეაწუხებს. რაც შეეხება საკვებს, მენიუში სასურველია ხორცეული და იშვიათი დელიკატესები ჭარბობდეს.

ქალწული
ქალწული მამაკაცი ის უნიკალური "მოვლენაა", რომელსაც შეუძლია ჯანსაღად კვების საკითხში დისერტაცია დაიცვას. თუ მაინცდამაინც მსგავსი ტიპის ქალწულს ვერ გადაეყარეთ, დამიჯერეთ იგი მაინც არასოდეს მოიწამლავს თავს უვარგისი საკვებით და ყოველთვის გადაამოწმებს ნებისმიერი კერძის დამზადება-წარმომავლობის გზებს. ქალწულების დიდი ნაწილი ძირითადად ვეგეტარიანულ საკვებს ეტანება. ამიტომ მენიუში ბევრი მწვანილი, სალათის ფურცლები და ბოსტნეული ჩართეთ. ეს თქვენს ქალწულს უდავოდ მოეწონება.

სასწორი
მამაკაცი სასწორი, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით უზომოდ გალანტური და თავაზიანია, კვების საკითხში შეიძლება ნებისმიერი ქალისთვის აუტანელ პარტნიორად იქცეს. საქმე იმაში კი არ გახლავთ, რომ მას რომელიმე კერძი ურჩევნია მეორეს, არა, არა და არა! იგი უბრალოდ არჩევანს ვერ აკეთებს მწვადს, ჩახოხბილსა და კუპატს შორის. ამიტომ თუ მაგიდაზე ერთდროულად დადებთ მისთვის საყვარელ ერთზე მეტ კერძს, იგი შესაძლოა მშიერი დარჩეს გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო. ისე კი მენიუში სასურველია ხორცთან ერთად ტკბილეულიც მაქსიმალურად ჩართოთ, მისი გულის მოსაგებად. ვენერით მართულ მამაკაცებს, როგორც წესი, სხვადასხვა სახის სასუსნავი ქალებზე მეტად უყვართ.

მორიელი

მძაფრი შეგრძნებებისა და ექსტრიმის სიყვარული მორიელ მამრებს კვების საკითხშიც ახასიათებთ. ამიტომ მისი გულის მოსაგებად, სასურველია ცხარე, მჟავე და პიკანტური გემოს მქონე კერძების მზადებაში დახელოვნდეთ. მსგავსად ლომისა, მორიელიც დიქტატორული და დომინანტობის მოყვარული მამრების სიას განეკუთვნება, ამიტომ გირჩევთ მისგან სამზარეულოში ტრიალს ხუმრობითაც ნუ მოითხოვთ.

მშვილდოსანი
მამაკაცი მშვილდოსანი ბუნებით დიდი გურმანია. ამიტომ, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამრებს, ხშირად უყვართ და, რაც მთავარია, შესანიშნავად ეხერხებათ სამზარეულოში ტრიალი და გემრიელი საჭმელების კეთება. თუმცა თუკი თავადაც გაახარებთ პერიოდულად მადისაღმძვრელი სიურპრიზებით, უარს ნამდვილად არ იქნება. მთავარია, კერძის მომზადებამდე მოახერხოთ მისი სახლში გაჩერება.

თხის რქა
მამაკაცი თხის რქა ტრადიციების მოყვარული ადამიანია, აქედან გამომდინარე, თავადაც შეგიძლიათ გამოიცნოთ, მისი შეხედულებები იმის შესახებ თუ სად არის ქალის ჭეშმარიტი ადგილი – რა თქმა უნდა, სამზარეულოში. ამასთან ერთად, თხის რქა მამრები ვერ იტანენ ვერანაირი სახის ექსპერიმენტებს კვების საკითხში და ტრადიციული საჭმელები ურჩევნიათ, ორიგინალურ ტრიუფელების წვნიანს ან ქაშაყის მუსს.

მერწყული

იგი ალბათ ყველაზე უპრეტენზიო მამრია საკვებთან დაკავშირებულ საკითხში, სხვა დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს შორის. მამაკაცი მერწყული იშვიათად აიგივებს ქალის ფუნქცია-დანიშნულებას "საოჯახო კომბაინის" ფუნქციებთან, ამიტომ მისი სახით ყველაზე ლოიალური ქმარი შეგიძლიათ შეიძინოთ. იგი გაგებით მოეკიდება იმ ფაქტს რომ თქვენთვის სამზარეულოში ტრიალზე ადვილი ნახევარფაბრიკატებით კვებაა და სიამოვნებით აგიბამთ მხარს სუპერმარკეტში საყიდელი კერძების მენიუს შედგენაში.

თევზები
მამაკაცი თევზების ძირითადი ნაწილი, როგორც წესი, რბილი, დამთმობი და ლოიალური ხასიათით გამოირჩევა. ამიტომ მათთან კვების საკითხზე მოგვარება იოლზე იოლი საქმეა. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრები იშვიათად მოითხოვენ მეუღლისგან ტრადიციული "პირველი-მეორე-მესამეს" თანმიმდევრობის დაცვას, მათ უმრავლესობას ძალიან უყვარს ყავა და ჩაი. ამიტომ მთავარია, ოჯახში ამ სასმელის მოსამზადებელი ინგრედიენტები არ გამოგელიოთ, სხვა დანარჩენს კი როგორმე აიტანს კაცი.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

საინტერესო სიახლე იყო wink
--------------------
მწვანე ლიმონი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent