TOP სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე ხშირად უბრუნდება უკან ყოფილ შეყვარებულს
ძალზე ხშირად შემხვედრია წყვილი, რომელთა ურთიერთობაშიც სანამ ისინი საბოლოოდ დააკანონებენ ურთიერთობას, ყოფილა გარკვეული პერიოდით განშორების პრეცენდენტები. როგორ გგონიათ, ცოტახნიანი მონატრება ასუსტებს თუ პირიქით ამძაფრებს სიყვარულს? ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც გამოკვეთილად ახასიათებთ პრინციპულობა და ყოფილებთან არასოდეს ბრუნდებიან. თუმცა, ისეთი ხალხიც არსებობს, რომელიც "მეორე შანსის" პრინციპს ემხრობა და მიაჩნია, რომ შერიგების შემდეგ გრძნობები უფრო მყარი და საიმედო ხდება. დღეს სამ ასეთ ზოდიაქოს ნიშანს წარმოგიდგენთ. ვერძი - მუდმივი შეჯიბრის სურვილი და ურთიერთობებში "მაღალი ტემპერატურის" მოთხოვნილება, ხშირად აიძულებს ვერძს, რომ პარტნიორთან არაერთგზის გამართოს ხელჩართული კამათი და ბრძოლა. თუმცა, ვერძები არ არიან გამყოლი გულის ადამიანები, შესაბამისად, ყველაზე დიდი კონფლიქტის შემდეგაც კი, თუკი კარგ ხასიათზე მყოფი ისევ შეხვდნენ ყოფილს ყველაფრის თავიდან დაწყების სურვილი უჩნდებათ. კირჩხიბი - წარსულსა და იქ მყოფ ადამიანებზე მიჯაჭვულობის ჩვევა არის ის, რის გამოც კირჩხიბების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს ყოფილ პარტნიორზე მარტივად უარის თქმას. კირჩხიბს ემოციური ბუნება გააჩნია, ამიტომ ადამიანი, რომელიც ერთ დროს მისი ცხოვრების და გულის ნაწილი იყო, ასე მარტივად ვერასოდეს წავა "მეხსიერების სანაგვეზე". მშვილდოსანი - თავგადასავლების წყურვილი და იდეალისტური ბუნება, ხშირად აიძულებს მშვილდოსანს, რომ პარტნიორიდან პარტნიორზე დაუფიქრებლად გადაინაცვლოს. თუმცა ძიების პროცესმა თუ არ გაამართლა და "ყოფილის" იდეალურობაში ასე თუ ისე დარწმუნდა, მშვილოდსანი აუცილებლად დაბრუნდება "ძველ ორბიტაზე". ისე, თითქოს არც კი ყოფილა მასსა და ყოფილ პარტნიორს შორის განშორება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.