შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღირს თუ არა მასზე გათხოვება? - 18 საქციელი, რომელიც შიფრავს ”მას”


7-12-2015, 15:53
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 742

ხშირად ხდება, ქალი ხვდება მამაკაცს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რას მოუტანს ეს ურთიერთობა. არ იცის, შეყვარებულია მასზე თუ ეს ჭაობია, საიდანაც დროულად უნდა დააღწიოს თავი.

ხანდახან ძნელია გაიგო, ვისთან გვაქვს საქმე. განვიხილოთ 18 სხვაობა, რომელიც საკმაოდ ზუსტად გამოავლენს თქვენს რჩეულს.

1. თქვენი მომავალი მეუღლე მხოლოდ ღირსებებს ამჩნევს, "თქვენთვის არასასურველი ვარიანტი" კი ნაკლოვანებებს ეძებს.

2. თქვენი მომავალი მეუღლე პასუხისმგებლობას აფასებს, "თქვენთვის არასასურველი ვარიანტი" - უბრალოდ, ერთობა.

3. თქვენი მომავალი მეუღლე თქვენს წარმატებას აღიქვამს, როგორც საკუთარს, "თქვენთვის არასასურველ ვარიანტს" - თქვენზე ერთი საფეხურით მაღლა სურს ყოფნა.

4. თქვენი მომავალი მეუღლე მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ულამაზესი ქალი ხართ, "თქვენთვის არასასურველ ვარიანტს" სხვებისკენ გაურბის თვალი.

5. თქვენი მომავალი მეუღლე თავს დაცულად გაგრძნობინებთ, "თქვენთვის არასასურველი ვარიანტის" ტელეფონის ქექვის სურვილი კი მუდმივად გიჩნდებათ.

6. თქვენი მომავალი მეუღლის პრიორიტეტს თქვენი ბედნიერება წარმოადგენს, "თქვენთვის არასასურველი ვარიანტისა" - საკუთარი.

7. თქვენი მომავალი მეუღლე თქვენთან საუბრით ტკბება, "თქვენთვის არასასურველი ვარიანტი" მუდმივად გაჩუმებთ.

8. თქვენი მომავალი მეუღლე წინასწარ გეგმავს თქვენთან ერთად მომავალ ცხოვრებას, "თქვენთვის არასასურველი ვარიანტი" კი მხოლოდ მაშინ ამოტივტივდება არსაიდან, როცა მას აწყობს.

9. თქვენი მომავალი მეუღლე ქმნის ურთიერთობის გაღრმავების შეგრძნებას, "თქვენთვის არასასურველ ვარიანტს" კი სურს, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის.

10. თქვენი მომავალი მეუღლე გიჩვენებთ, რომ უყვარხართ, "თქვენთვის არასასურველი ვარიანტის" გრძნობები კი გამოცანად რჩება.

11. თქვენი მომავალი მეუღლე გაფრთიანებთ, "თქვენთვის არასასურველი ვარიანტი" - თქვენს ჩახშობას ცდილობს.

12. თქვენი მომავალი მეუღლე მუდმივად მოგმართავთ, "არასასურველი ვარიანტი" სიჩუმეს ამჯობინებს.

13. თქვენი მომავალი მეუღლე რომანტიკულ მესიჯებს გიგზავნით, ისე, უბრალოდ; "არასასურველი ვარიანტი" - მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენგან რაიმე სურს.

14. თქვენს მომავალ მეუღლეს ყველაფერი აინტერესებს თქვენი ცხოვრების შესახებ, "არასასურველ ვარიანტს" - ეს დიდად არ ადარდებს.

15. თქვენი მომავალი მეუღლე შესანიშნავია რეალურ ცხოვრებაში, "არასასურველი ვარიანტი" - კარგია მხოლოდ სიტყვების რახარუხში.

16. თქვენი მომავალი მეუღლე გიჩვენებთ, რომ მისთვის უმთავრესი ხართ, "არასასურველი ვარიანტი" თავს "რეზერვად" გაგრძნობინებთ.

17. თქვენი მომავალი მეუღლე წვრილმან სიურპრიზებს გიმზადებთ გამუდმებით, "არასასურველი ვარიანტისგან" ამას ვერასოდეს დაელოდებით.

18. თქვენი მომავალი გაცნობთ მეგობრებსა და ნათესავებს, "არასასურველი ვარიანტი" კი ყველასგან გმალავთ.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

საინტერესოა... :D მე ვერ შევაფასებ მაინც, გოგოებისთვის არის, მაგრამ მაინც მომეწონა ეს სიახლე და სიმართლეა...
მე არ მიყვარს ზერელე ურთიერთობები.. თუ მიყვარს ყველანაირად იგრძნობს ჩემი რჩეული ამას და ნამდვილად არ იგრძნობს, თავს "რეზერვად" :D
რავიცი ასეა ალბათ.
ერთგულება და ნდობა ჩემი პრიორიტეტია. ერთგულების გარეშე არაფერი გამოვა, არც ნდობის...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ErckeMydass25
საინტერესოა... :D მე ვერ შევაფასებ მაინც, გოგოებისთვის არის, მაგრამ მაინც მომეწონა ეს სიახლე და სიმართლეა...
მე არ მიყვარს ზერელე ურთიერთობები.. თუ მიყვარს ყველანაირად იგრძნობს ჩემი რჩეული ამას და ნამდვილად არ იგრძნობს, თავს "რეზერვად" :D
რავიცი ასეა ალბათ.
ერთგულება და ნდობა ჩემი პრიორიტეტია. ერთგულების გარეშე არაფერი გამოვა, არც ნდობის...

რა თქმა უნდა..გეთანხმებია,ლომია.

 


№3 სტუმარი adad

ვინ უბედურმა დაწერა ფსიქოლოგმა ?

.... აზრებია, იდეალური სისტემატიურ ფონზე არავინაა, ნუ ურევთ ისედაც ტვინარეულ ქალებს ამ იდიოტური აზრებით ტვინს!!!!!!!!!!!!!!!!!! =)))))))))))))

 


№4  offline წევრი GT - Ucnobi

adad
ვინ უბედურმა დაწერა ფსიქოლოგმა ?

.... აზრებია, იდეალური სისტემატიურ ფონზე არავინაა, ნუ ურევთ ისედაც ტვინარეულ ქალებს ამ იდიოტური აზრებით ტვინს!!!!!!!!!!!!!!!!!! =)))))))))))))

ბიჭი ხარ თუ გოგო? მე მიმაჩნია რომ სენ რომელი სქესის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ცდები ქ რაც წერია ყველაფერი სიმართლეა და ამის დამწერი არ არის უბედური უკაცრავად მაგრამ შენგან განსხვავებით.. ქალი რომ იყო მიხვდებოდი რომ ეს ჩვენი კარგად ყოფნისთვის და იმისთვის არის დაწერილიდ ა გამოქვეყნებული რომ შეცდომა არ დავუშვათ.. მე მგონია რომ შენ არ ხარ სუსტი სქესის წარმომადგენელი და ამ ყველაფერმა შენი გეგმების განხორციელებაში შეგისალა ხელი.. ეს ლოგიკურია.. და კიდევ უზრდელური სიტყვების დაწერას აზრი არააქვს მარტალია სიტყვის თავისუფლებაა მაგრამ ეს იმის უფლებას არ გაძლევს რომ სერიოზულ რაღაცეებზე ისეთი უწმაწური სიტყვა დაწერო როგორიცა ყ** და მე ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვის დაწერისთვის, შენ მეგობარო გეშინია რომ შენმა მეგობარმა გოგონამ არ გაიგოს ამ ყველაფრის სესახებ და პრიკაზები არ წამოგიყენოს.. სწორედ ესაა სიმართლე.. და ეხლა თავის მართლება არ დაიწყო ყველაფერს სჯობს

დეიომი და ელენა wink რა საკალლები არიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent