შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნამდვილი სიყვარული კი არ უნდა იპოვო, უნდა ააშენო


22-01-2016, 14:18
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 310

სიყვარული იშვიათობას არ წარმოადგენს, სამყაროში ყოველდღიურად უყვარდება ვიღაცას ვიღაც, მაგრამ ნამდვილი სიყვარული ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა.
ნამდვილი სიყვარული დრომ უნდა გამოსცადოს, სხვადასხვა ცხოვრებისეულ გამოცდას უნდა გაუძლოს. ეს არის მუდმივად მზარდი, ცვალებადი და ადაპტირებული გრძნობა. რეალურ ცხოვრებაში იგი იშვიათად გვხვდება, რადგან მისი განვითარება უამრავ დროსა და ძალისხმევას საჭიროებს, ყველა ვერ უძლებს. ადამიანის გვერდით მრავალი წელი უნდა გაატაროთ, რათა მიხვდეთ, თქვენ შორის ნამდვილი სიყვარულია.

საბოლოო ჯამში, ნამდვილ სიყვარულს ვერ იპოვით, ის თავში არ დაგეცემათ, მას ვერ იყიდით. ნამდვილი სიყვარული უნდა ააშენოთ, - საფუძვლიანად, აუჩქარებლად, დიდი სიფრთხილით.

თქვენ ალბათ გიყვართ ლამაზი ნივთები და უნდა იცოდეთ, რომ დედამიწაზე არაფერია ნამდვილ სიყვარულზე ლამაზი. იგი გულწრფელი, უანგარო და ნამდვილი უნდა იყოს.

სიყვარულის საწყისი ეტაპი ყველაზე ინტენსიური და ყოვლისმომცველია. ამასთანავე, ყველაზე სათუთი.

როცა ადამიანს პირველად უყვარდება, ჰგონია, რომ სამყარო მის გარშემო უფრო ლამაზია, მზე უფრო თბილად ანათებს. ყველაფერი რომანტიკულია.
საოცარი შეგრძნებაა: შეგიყვარდეს და გააცნობიერო, როგორ იცვლება სამყარო საყვარელი ადამიანის გამოჩენისთანავე.

როცა წყვილს შორის სიყვარული ისახება, შეყვარებულები მას სამყაროს უფრო ნათელ ფერებში აღიქვამენ. თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მუდამ იყოთ საყვარელი ადამიანის გვერდით. ეს გრძნობა შიმშილს ჰგავს. გსურთ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან ერთად, უკეთ გაიცნოთ იგი. გაუზიაროთ საიდუმლოებები. მოუყვეთ ყველაფერი, რაც გადაგხდენიათ, მაგრამ გადის დრო და ხვდებით, რომ შეხვედრისას ისე ძალიან აღარ ღელავთ, მასთან ყოფნა არც ისე საინტერესოა. ეს მომენტი ყველა შეყვარებული ადამიანის ცხოვრებაში დგება. არსებობს ერთი ნაბიჯი - სიყვარული ან კვდება, ან დიდ გრძნობაში გადაიზრდება.

ნამდვილი სიყვარული ერთგულებაზე, ურთიერთპატივისცემაზე უნდა აიგოს. ორივე უნდა ხვდებოდეს, რომ ნამდვილი სიყვარულის აგებას დრო სჭირდება.

როგორც წესი, რაც უფრი მეტი გამოცდილება აქვს ქალს სიყვარულში, მით ნაკლებად ენდობა ახალგაცნობილ, პოტენციურ პარტნიორს. ეს იმიტომ,
რომ ქალმა რამდენჯერმე განიცადა ფიასკო სიყვარულში. ეს გარდაუვალია. ამიტომ მას არ სურს, კიდევ და კიდევ იყოს გულგატეხილი.

ყოველი მომდევნო სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ ქალი უფრო თავშეკავებული, ნაკლებად გახსნილი ხდება. უფრო მეტი დრო სჭირდება, რათა მეორე ადამიანი მიიღოს, გულის კარი გაუღოს.

ნამდვილი სიყვარული პარტნიორების ერთგულებას მოითხოვს. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ, სირთულეების მიუხედავად, საყვარელი ადამიანი თქვენ გვერდით იქნება; არ მიგატოვებთ. თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მისი დანახვა ყოველ დილით გესიამოვნებათ.

ერთმანეთის ნდობისა და პატივისცემის მოპოვებას კი წლები სჭირდება, სწორედ ისაა ნამდვილი სიყვარულის ფუნდამენტი.
ნამდვილი სიყვარული გრძნობა კია არა, ყოველდღიური მდგომარეობაა.

შეცდომას ყველა უშვებს, ყველა იცვლება. პირადი ეგო კი მუდამ ითხოვს, რომ თქვენ გვერდით იდეალური საყვარელი ადამიანი იყოს. ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ემოციები არაა, ეს ცხოვრების წესია.

ნამდვილ სიყვარულს მხოლოდ მაშინ კი არ უნდა განიცდიდეთ, როცა საყვარელი ადამიანის გვერდით ხართ, არამედ მის გარეშე ცხოვრება ვერ უნდა წარმოგედგინოთ. მასზე უნდა გეფიქრებოდეთ გაღვიძებისთანავე და ძილის წინ.

ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც მიგახვედრებთ, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვეთ, წარსულის გადახედვაა. დაფიქრდით, მის გამოჩენამდე ასევე კარგად გრძნობდით თავს? ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანაში. მოითმინეთ რამდენიმე წელი. შეიძლება ათწლულებიც კი.

გვეთანხმებით მოსაზრებებში? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.



№1  offline მოდერი ანკა

ძალიან საინტერესო იყო <3 love

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ანკა
ძალიან საინტერესო იყო <3 love

love

 


№3  offline წევრი თამუნა

გეთანხმები სრულიად, თან ბედნიერი ვარ. უზომოდ შეყვარებული love love
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№4  offline მოდერი Nude

ჰეჰეე love რა კარგი რამეა love
--------------------
bailey

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

მე გეთანხმებით ნამდვილად მე რომ წავიკითხე ესე მეგონა რომ მე დავწერეო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent