შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ


11-02-2016, 17:24
ნანახია 2 955

მოდი ბედისწერას აზრი შევუცვალოთ არ მივცეთ უფლება ერთმანეთს დაგვაშოროს, დანაშაული ჩავიდინოთ... რევოლუცია მოვახდინოთ რომლის გადატრიალების შემდეგ ჩვენს მიერ ჩადენილ დანაშაულს სიყვარული განაჩენს გამოუტანს. მჯერა სიყვარული შეგვიწყალებს , შეგვიცოდებს და ერთად ყოფნის უფლებას მოგვცემს. დანაშაულს დანაშაული დავუმატოთ ჩუმად ერთმანეთი მოვიპაროთ ისე, რომ კვალი არ დავტოვოთ და სიყვარულის სამყოფელში გავუჩინარდეთ. მე ცხოვრებამ შენს მიერ მოწოდებული სიხარულით სავსე ფიალა გამასინჯა მაგრამ არ მაძლევს საშვალებას ბოლომდე სევსვა ის, შევსვა და გავირინდო შენს სიყვარულში. შენ შეარხიე ჩემი გულის სიმები და მე შეგიყვარე შენ, შეგიყვარე მანამ სანამ ჩვენს გულის ცემას არ შეწყვეტს სიკვდილი. მე გადავჭერი ჩვენს შორის სიშორე და მზის სამყოფელში თუ ვარსკვლავთიქითა წყვდიადში გავგზავნე... მე ვაღიარე მონოგამია, უნარი- რომელიც მთელი ცხოვრება ერთი ადამიანის სიყვარულს გიწინასწარმეტყველებს. შენ ჩემი სამყარო გიწოდე, სამყარო საიდანაც არ მინდა წასვლა... ვიცი წავალ თუ არა სამუდამო ძილს მივეცემი, ძილს რომელიც სავსე იქნება უშენობით გამოწვეული ტკივილით. არ გავყვეთ ცხოვრების დინებას, პირიქით შევეწინააღმდეგოთ და ომი გამოვუცხადოთ... ერთმანეთის გამო ყოველგვარი სისულელე ჩავიდინოთ, თუმდაც სამყარო თავდაყირა დავაყენოთ, ვისწავლოთ ხელებზე სიარული. მორჩა ოცნება უკვე მოქმედებაა საჭირო, დღევანდელობით ვიცხოვროთ, არ გვინდა მომავალზე ფიქრი სადაც უშენობა სუფევს, დავტკბეთ იმ დღეებით სადაც ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. იცი? ხშირად ჩამესმის ყურში შენი გულის ცემა, ჩამესმის და ყურს ჩუმად ელამუნება, ვგრძნობ შენს სუნთქვას რომელიც ყოველ ამოსუნთქვაზე მშვიდად დაესვენება ჩემს მხარზე, ყოველ ჩახუტებაზე მთელი არსებით ვიძირები შენში რაც დრო გადის უფრო და უფრო ღრმავდება... შენ შეცდი ჩვენი ისტორია გრძელდება, ყოველდღიურად ვაგრძელებთ ჩვენდაუნებურად მის წერას. <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent