შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯადოსნური სიტყვები ზოდიაქოს ნიშნების გასაჩუმებლად


19-03-2016, 00:08
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 6 219

იმისთვის, რომ პარტნიორთან სტაბილურობა და სიყვარული შეინარჩუნოთ, კამათზე მეტად ეფექტური მოფერება და ტკბილი სიტყვებია. ასე რომ, იცოდეთ, როგორ უნდა მოულბოთ გული მამაკაცებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი - "შეუდარებელი ხარ!.. არასდროს შემხვედრია ადრე შენი მსგავსი".
ვერძებს ლიდერობა უყვართ და მსგავსი ფრაზებით იგი თავს ნეტარებაში გრძნობს.

კურო - "რა მიმზიდველი და მგრძნობიარე ხარ"

მიწიერ სილამაზეს და ყურადღებას, კუროს მსგავსად, ვერავინ აფასებს. ამიტომ ეს კომპლიმენტი ზედგამოჭრილია მისთვის.

ტყუპი - "სხვა დროს ხომ არ გვეცადა? რას ფიქრობ, როგორ აჯობებს?"
ტყუპი მუდმივად ახალი იდეების ძებნაშია. ამ მიდგომით მასში ახალ ინიციატივებს გაამძაფრებთ.

კირჩხიბი - "თუ გინდა, სახლში დავრჩეთ, გემრიელ სადილს მოგიმზადებ"
გარდა იმისა, რომ სახლი უყვარს, კიბოების გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის. ამიტომ რაც მეტად იზრუნებთ მის კომფორტზე, მით მეტ ყურადღებას დაიმსახურებთ.

ლომი - "შენით დღითიდღე აღფრთოვანებული ვარ"
არავინ აქცევს იმდენ ყურადღებას საკუთარ მიღწევებს, როგორც ლომი. ამიტომ ამის აფიშირება და ხაზგასმა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ქალწული - "მოთმინება არ მყოფნის, იქნებ დამეხმარო"
ქალწულის ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს სიმშვიდე ახასიათებთ და ყველაფრის გაანალიზება უყვართ. ამიტომ თავს ძალიან ბედნიერად
გრძნობენ, თუკი მას დახმარებას სთხოვთ.

სასწორი - "ჩემთვის მნიშვნელოვანია შენი აზრი"
მიეცით საშუალება სასწორს და ჩააყენეთ იგი თქვენი ცხოვრების ყოველდღიურობის საქმის კურსში. ის სიცოცხლის ბოლომდე იზრუნებს თქვენზე.

მორიელი - "ერთადერთი ხარ, ვისთვისაც ამის თქმა შემიძლია"

მორიელი აფასებს გულახდილობასა და პატივისცემას. როგორც კი მას საიდუმლოს გაუმხელთ, ჩათვალეთ, რომ მისი გული უკვე მოგებული გაქვთ.

მშვილდოსანი - "ხომ არ ჩავალაგოთ და სადმე წავიდეთ"?
ხეტიალის მოყვარულ მშვილდოსანს მოგზაურობაზე უკეთესს ვერაფერს შესთავაზებთ.

თხის რქა - "შენზე მეტის გაკეთებას ვერავინ შეძლებს"

თხის რქები ამბიციურები, მომთმენები და პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებულები არიან. ამიტომ ეს ფრაზა მათზე ძალიან მოქმედებს.

მერწყული - "იქნებ ღირდეს ყველაფრის სხვაგვარად გაკეთება?"

მერწყული ყოველთვის ეძებს გზას, რომ მასისგან გამორჩეული იყოს. დაუჭირეთ მას მხარი ახალ წამოწყებებში და ის მხოლოდ თქვენი იქნება.

თევზები - "შენ გვერდით თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ"

თანაგრძნობა თევზების საყვარელი საქმიანობაა. ამიტომ ამ ფრაზით ბევრის გაკეთებას შეძლებს.



№1  offline მოდერი Tako Tako_2

ეს მართალია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent