შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე მეოჯახე მამაკაცები


25-07-2016, 23:49
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 456

ქალები ერთობ ამოუცნობი არსებები არიან. თეორიულად ბევრი მათგანი ოცნებობს მეოჯახე, მშვიდ და გაწონასწორებულ კაცზე, რეალურად კი მათ გულს ძალზე ხშირად უხეში, უყურადღებო და დიქტატორი მამაკაცი, ე.წ. "ცუდი ბიჭი" იპყრობს.


კურო
– ერთი შეხედვით სიტყვაძუნწი, ფლეგმატური კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. კუროს არ უყვარს ქალის მოსახიბლად მალაყების კეთება. იგი ზედმეტად მიწიერი არსებაა საიმისოდ, რომ საყვარელი არსების გულის მოსაგებად ათასგვარი სახის ექსტრავაგანტური სისულელე ჩაიდინოს (ასეთები მშვილდოსნებსა და მერწყულებს შორის მოიკითხეთ). სამაგიეროდ, თუკი მისი ნდობა დაიმსახურეთ სამომავლოდ მისგან კომფორტული და მშვიდი ცხოვრების მყარ გარანტიას მიიღებთ. ეს კაცი ვარდისფერ კოშკებს არასოდეს ააშენებს თქვენი სიმპათიის მოსაპოვებლად. სამაგიეროდ, მის გვერდით ნებისმიერი ცხოვრებისეული უსიამოვნებისგან იქნებით დაცული მყარად – კურო იშვიათი მესაკუთრე ნიშანია. შესაბამისად, თავის საკუთრებას იგი თვალისჩინივით უვლის და უფრთხილდება.

კირჩხიბი – შესაძლოა თავდაპირველად მისმა ემოციურობამ და ოჯახთან მიჯაჭვულობამ ამ კაცთან ურთიერთობის გაბმის სურვილი დაგიკარგოთ. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ სანამ კირჩხიბ თაყვანისმცემელს საბოლოოდ გაუყენებთ "ყოფილების" გზას კარგი იქნებოდა დაფიქრება. იგი იდეალური კულინარი, მზუნველი ქმარი და დედის ფუნქციებით აღჭურვილი მამა იქნება თქვენი შვილისთვის. მას შეუძლია გაგანებივროთ ყველაფრით, რასაც ისურვებთ, ამასთან ერთად აქცენტს ყოველთვის ხარისხზე გააკეთებს და არა რაოდენობაზე. მის სიძუნწეზე მოარული მითები იმ პერიოდიდან დაკარგავს ძალას, როცა თქვენ ამ კაცის გულში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებთ. ამის შემდეგ მოწუწუნე, დეპრესიული კირჩხიბი თქვენ წინაშე სრულიად ტრანსფორმირდება და მისი სახით მზრუნველ, მოსიყვარულე და ერთგულ მეუღლეს შეიძენთ.
P.S. პერიოდულად თუ დედის რჩევებსაც იზიარებს ეს ცოდვა როგორმე
აპატიეთ.

თხის რქა – ალბათ ყველაზე ძნელად მოსახიბლი და შეუვალი კაცია ჩამოთვლილ სამეულში. თუმცა, გახსოვდეთ გოგონებო, მისი ეს "სფინქსისებური" გამომეტყველება და მუდამ საქმიანი იმიჯი, არაფერია სხვა თუ არა ე.წ. "თავდაცვითი მანერა". თხის რქა პესიმიზმისკენ მიდრეკილი ნიშანია. შესაბამისად, წაგებას ეს ხალხი ძნელად ეგუება. მამაკაცი თხის რქა ყოველთვის ცდილობს მაქსიმალური სიზუსტით გათვალოს სამომავლო შანსები როგორც პროფესიულ სარბიელზე, ისე ქალთან. ამიტომ თუკი მისი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები აგვიანებს და სხვა თაყვანისმცემლებივით ყირაზე არ დგას თქვენი გულის მოსაგებად, ნუ აჩქარდებით – დასკვნა ცოტა მოგვიანებით აჯობებს გამოიტანოთ, როცა თხის რქა ხანგრძლივი ფიქრისა და აწონ-დაწონვის შემდეგ ცოლობას შემოგთავზებთ. ამ კაცის გამო კი ერთი, ორი ან სულაც სამი თვე ლოდინი მერწმუნეთ ღირს – იგი არასოდეს დაბერდება არც სულით, არც ფიზიკურად. და რაც მთავარია, თავად თქვენც არ მოგცემთ ამის საშუალებას.



№1  offline წევრი mar9999

უფ ჩემი ბიჭი ვერ მოხვდა აქ მაგრამ მჯერა ესაა შეცდომა :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent