განვლილი წლები
„მამაკაცსა და ქალს შორის მეგობრობა შეუძლებელია, მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, თაყვანისცემა, სიყვარული მაგრამ არამც და არამც მეგობრობა“ ოსკარ უაილდი თავი პირველი მინდა რომ მოგიყვეთ ჩემი სიყვარულის ისტორია რომელიც შესაძლოა არც იყოს გამორჩეული სხვა მათგანებისგან ამის განსჯა თქვენთის მომინდია, სწორედ ამავე მიზეზით არ ვაპირებ დავიწყო ჩემი ამბის შექება, უბრალოდ მსურს რომ გაგიზიაროთ განცდები, რომელთაც ამდენხანს გულში ვინახავდი, ის სიყვარული და დიდი ტკივილი რომელიც მას მოყვა…. ასევთქვათ ყველაფერი ჯერ კიდევ მეექვსე კლასში დაიწყო, როცა მან განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ჩემს მიმართ, უბრალო დღე ნამდვილად არ ყოფილა ჩემთვის რადგან დილიდან მქონდა გრძნობა რომ რაღაც კარგი მოხდებოდა, ბედნიერების ღმილით დავაბიჟებდი კლასელებთან ერთად სკოლაში, სულელივით ვიღიმოდი, აი ასე უბრალოდ უმიზეზოდ. იმედს ვინარჩუნებდი მთლი დღს განმავლობაში და საბოლოოდ ისიც გამართლდა, თავიდან დიდი არაფერი, გაკვეთილზე უბრალოდ მასწავლებელმა გამიძახა და თემის წაკითხვა მომთხოვა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის შესახებ „სული ობოლი“, მეც სხვა რა გზა მქონდა რვეული გადავშალე და კითხვა დავიწყე იმის და მიუხედავად რომ ყველაზე საშინელ ნამუშევრად მიმაჩნდ, მახსოვს ამ სიტყვებისას როგორ ჩაიცინა ორმა „მეგობარმა“ „... სულით ობლობა იგივეა რაც ჩაიკეტო ყუთში, გასაღები კი ისროლო სადღაც შორს, სადაც ვერავინ მიაგნებს, მარტო იქნები თუმცა იმედი მაინც გექნება რომ ვინმე გასაღებს იპოვის და აქედან გაგიყვანს, სწორედ ეს იქნება სულიერი მეგობარი... მაგრამ არანაირი გარანტია არსებობს რომ იქ კვლავ მის გამო არ დაბრუნდები“ სწორედ ამის მეშინოდა ყველაზე ძალიან, ამ სიცილის, რომელიც ჩემმა ჩანამატმა გამოიწვია ჩემსავე თემაში, თავი დავხარე და ცრემლების შეკავება ვცადე... ჯერჯერობით წარმატებით გამომდის, თანაც მანამ ვერ დავჯდები სანამ მასწავლებელი ან თავის აზრს არ გამოხატავს ანდაც დაჯდომისკენ მომიწოდებს. -მე პირადად ძალიან მომეწონა შენი თემა იუნონა, ეტყობა რომ მხოლოდ შენი ნამუშევარია მაგრამ კარგი იქნება შენი კლასელების აზრიც გავიგოთ. -სულ არ მეხალისებოდა ახლა რომელიმეს მოსმენა, ზუსტად ვიცოდი პირფერობას დაიწყებდნენ რომ მასწავლებელზე თავი მოეწონებინათ, ან სიმართლეს იტყოდენ. თამუნა მასწავლებელმა თავით მიანიშნა ელენეს (აქვე ავღნიშნავ ეს გოგო პირველი დღიდან ვერ მიტანს) ჩემსკენ. ისიც, მოურიდებლად წამოდგა, ოჰ ნეტავ განახათ რა სასაცილო იყო თავის მოკლე კაბაშ რომელშიც საცვალი მოუჩანდა, მისგან რა კრიტიკა უნდა მივიღო? -უცნაური თემა იყო, ვერც თავს გაუგებდი ვერც ბოლოს და ვერც შუა ნაწილს... თანაც თითქმის სულ ერთსადაიმავეს იმეორებდა....- ალბათ კიდევ აპირებდა რამის თქმას თუმცა წინადადება ვეღარ დაასრულა რადგან მეორე კლასელი ჩაეჭრა -მე პირადად ასე არ ვთვლი, ნონა არაჩვეულებრივი მწერალი დადგება ჩემი გადმოსახედიდან, თემებში ერთ-ერთი საუკეთესოა კლასში! ჩემთვის საუკეთესოც კი, ხშირად არ კითხულობს მაგრამ როცა კითხულობს მართლაც არაჩვეულებრივად უწერია, და ბევრისგან განსხვავებით აზრიც ჩამოყალიბებული აქვს, და ამას დამატებული მხოლოდ მისი ნააზრევია! გრძნობებსაც არაჩვეულებრივად გადმოცემს-კლასში ბიჭის ხმა გაისმა, აი მაშინ დაიწყო ყველაფერი, გაბოს გამოხმაურებიდან ჩემს შესახებ, არ მეგონა ასე თუ ფიქრობდა... ხშირად გვისაუბრია ერთმანეთთან მაგრამ ისიც მხოლოდ რამოდენიმე წამით. -გმადლობთ თქვენი აზრისთვის ბავშვებო. -გაიღმა მასწავლებელმა და დაჯდომისკენ მოგვიწოდა გოგოგებს, გაბრიელი კი არც ამდგარა რომ ადგილი დაეკავებინა. *** მთლი კლასი გაბრიელზე ჭორაობდა, რაც გამაღიზიანებელი გახლდათ, ეს ჩემს გამო ხდებოდა ბოლოსდაბოლოს, მთელი დასვენებები ჩემთვის ვიჯექი და მუსიკებს ვუსმენდი, ხან ვხატავდი კიდეც, თუ მომეპრიანებოდა რათქმაუნდა, რას ვხატავდი მეც არ ვიცოდი, უბრალოდ პასტას ფურცელზე ვდებდი და დანრჩენს ხელებს ვანდობდი, ერთი ის ვიცოდი რაც არ უნდა ყოფილიყო ჩემი სულის მდგომარეობას გამოხატავდა, რადგან ფურცელზე რომ დაგეხედათ ისე იყო გამუქებული ლურჯი მელანის ნაკვლავევით რომ ერთი პასტის გადასობაზეც გაიხეოდა, ხატვის პერიოდში ისე გამომაძრეს ყურსაცვამები ძლივს გავიგე... -ნონა, რას უსმენ? -გაბრიელ! იუნონა მქვია და არა ნონა! და კიდვ ერთი! აღარ გაბედო ყურსაცვამებს შეეხო. - კარგი რა! მე ხომ დაგიცავი. -გთხოვე? -არა მაგრამ გეტყობოდა რომ გჭირდებოდა -ტუჩის კუთხე ჩატეხა და გვერდით მომიჯდა, ტელეფონი აიღო რომელზეც ბლოკი მედო თუმცა მისთვის ბლოკის მოხსნა სირთულეს არ წარმოადგენდა რადგან ორი წუთის წინ შეხედა როგორ განვბლოკე ის... -სკაილეტის მონსტრი? -ხო? -მიყვარს ეს მუსიკა! -დაიცა... დაიცა... შენ რა მათ უსმენ? -რათქმაუნდა, არ მეგონა სხვაც თუ უსმენდა... ნუ კი მეგონა მაგრამ... -მეტი აღარაფერი გვითქვამს, უბრალოდ ცალი სასმენი გაიკეთა შემდეგ კი კლასელს ადგილი გაუცვალა, ამის შემდეგ ყოველწლურად გვერდს მიმშვენებდა, და იქცა ჩემს საუკეთესო მეგობრად... მეგობრად რომელსაც ყველაფერს ვუმხელდი, ვენდობოდი, ვენდობოდი ჩემ თავზე მეტად, დღე არ გასულა ერთად არ გაგვეტარებიოს რამოდენიმე საათი მაინც, ბიბლიოთეკაშიც დამყვება, როცა მსრუდა სასეირნოდაც, საყიდლებზეც, მოკლედ რომ ვთქვათ მარტო არსად მიშვებს... თავიდან კლასი ჭორაობდა ამაზე, რამაც ნერვები გამინადგურა, ისევ და ისევ გაბრიკო მაწყნარებდა, ნუ იშლი ნერვებს იმ სულელებზეო, ხომ იცი საჭორაო გამოელითო, მოკლედ ბოლოს დარწმუნდნენ რომ მეგობრები ვიყავით და მეცხრე კლასის დასაწყისში სხვა საჭორაო მოძებნეს. იცით? რთულია ბიჭთან მეგობრობა, მითუმეტეს ისე როგორც ჩვენ ვიყავით, მსრდა სულ ერთად ვყოფილყავით, ერთი წამის გატარებაც აღარ მინდოდა მის გარეშე... ვიცოდი რომ სიგიჟემდე მიყვარდა... მეტი არაფერი მჭირდებოდა მხოლოდ ჩემი გრძნობა და მხოლოდ ის, როცა მეხუტებოდა ვერ ვუშვებდი, რადგან მის მკლავებში თავს დაცულად ვგრძნობდი... გვიან მივხვდი რომ შემიყვარდა, მაგრამ არაუშავდა რადგან ეს გრძნობა უძლიერესი იყო, ისეტებს კი არ გავდა რომ გეგონებოდა გიყვარდა და ორ თვეში გადაგივლიდა? არა, ბატონო! ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ის იყო, როგორც ავღნიშნე წამსაც ვერ ვძლებდი რომ მასთან კონტაქტი არ მქონოდა, ვიცოდი რომ ის დაზე მეტად არასდროს შემომხედავდა მაგრამ მაინც სიგიჟემდე მიყვარდა. მიყვარდა მისი ხასიათის გამო, მისი სიცოცხლის ხალისიანობის რომელიც იმდენად ძლიერი იყო, ალბათ ას ადამინზე რომ გაენაწილებინა კიდევ დარჩებოდა, სულ იცინოდა თუმცა მხოლოდ მე მეუბნებოდა რა იმალებოდა ამ სიცილის მიღმა, ზოგჯერ კი არც მე მიმხელდა, თვლიდა რომ პრობლემების სხვაზე შემოხვევა არ იყო საჭირო... საბოლოოდ ახალი წელიც დადგა და არდადეგებმაც კარზე მოგვიკაკუნეს. ამ დღეს გადავწყვიტეთ, ოჯახის წევრებისთვის გვეთხოვა ერთად გატარება დღესასწაულის, მაგრამ სამწუხაროდ ჩემიანებმა ვერ მოახერხეს... დაპატიჟებულნი იყვნენ უკვე სხვაგან, ამაზე გაბო გადაირია მაშონ მე მოვალ შენთანო დილის შვიდზე მანდ ვიქნებიო, უბრალოდ დაგტოვონ ცადეო, ალბათ გიკვირთ მეცხრე კლასელებს ვინ დატოვებს სახლში მარტოო, თან გოგოს და ბიჭსო, ჩვენი ოჯახები უკვე კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, და სრულიად გვენდობოდნენ იცოდნენ რომ ცუდს არასდროს არაფერს გავაკეთბდით, ასევთქვათ სრული ნდობა გააჩნდათ ჩვენი. მეც კი მიკვირდა ეს ნდობა რით დავიმსახურეთ... სამწუხაროდ სწორედ იმ ახალ წელსვე დასრულდა ყველაფერი, რადგან პირობა არ ან ვერ შეასრულა, არ მოვიდა ჩემთან, ამის გამო სახლშიც ვურეკე, სოციალურ ქსელშიც ვწერდი, ყველაფერი ავუფეთქე და საბოლოოდ მაინც დავნებდი და იმედები გამიცრუვდა, მთელი კვირა ვამოწმებდი წერილებს, მაგრამ არაფერი... პასუხი არ იყო, უბრალოდ არ იყო... ორი კვირაც გავიდა, ყველა სოცლიაური ქსელი გააუქმა. ერთადერთ მესიჯი დამხვდა მისგან. „მამაკაცსა და ქალს შორის მეგობრობა შეუძლებელია, მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, თაყვანისცემა, სიყვარული მაგრამ არამც და არამც მეგობრობა“ ოსკარ უაილდი“ იმ დღის შემდეგ არ შემხმიანებია, სკოლაში დაბრუნებსას კი აღმოვაჩინე რომ დიდ ბრიტანეთში გადასულა საცხოვრებლად მამიდამისთან. მაშინ დასრულდა ყველაფერი, და ჩემი გული ნაწილებად დაიფლითა, ჩემი სიყვარული კი ამ ნაწილებთან ერთად მიმოიფანტა... ცხოვრება შევეცადე ჩვეულებრივად გამეგრძელებინა ვგონებ გამომდიოდა კიდეც. თქვენ დაიჯერეთ შეყვარებულიც კი შევიძინე, ჩემზე 3 წლით უფროსი იყო, თუმცა მისდამი უცნაური გრძნობა მქონდა, რათ გინდა მეთერთმეტეში რომ გადავედი ისიც დავკარგე, თქვეს თავი მოიკლაო... მეგონა მას მაინც ვიცნობდი, მოკლედ ჩემი ისტორია დიდი ტრაგედიაა ასე რომ გავყვეთ, მგონი ეს ჩემი ბედიცაა, ბავშვობიდან ასე იყო, სულ რაღაც ცუდი მე მემართბეოდა... ხო არ მითქვამს რომ ნახევარ-და მყავს? ლიზი ქვია, 16 წლის გახდა, იმ ამბის დროს როცა ყველაფერი განახლდა, ერთმანეთს ვუვლით მაგრამ ის ჩემი სტილის ადამიანი მაინც არ არის, უბრალოდ მოდას არის აყოლილი და 100 ლარი რომ მიცე მხოლოდ ერთ ფეხსაცმელს იყიდის, ასევთქვათ შოპაჰოლიკია, მაგრამ მაინც მიყვარს, ჩემი დაა ბოლოსდაბოლოს. დედა მამინაცვალს დაშორდა როცა ლიზი 14 წლის გახდა, მგონი ეს მე გამოვიწვია, მათეს სიკვდილის გამო ცუდ დღეში ვიყავი და ოჯახს ვაწუხებდი ჩემი ჩაკეტილობით. მოკლედ განვლილ წლებს დავუბრუნდეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.