შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკათან ჯობს მეგობრობა და რომელთან რომანის გაბმა


31-08-2016, 22:21
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 737

ქალების დიდი ნაწილი, მიიჩნევს, რომ მამაკაცთან მეგობრობა აბსურდული თემაა. თუმცა, არც მთლად ასეა საქმე. ასტროლოგიურად არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომლის გავლენის ქვეშ დაბადებული მამაკაციც მეგობრად გაცილებით უფრო კომფორტულია, ვიდრე მეუღლედ და მეორე ნახევრად. ამიტომ დღეს ზუსტად იმაზე ვისაუბრებთ, ვისთან ჯობია მეგობრობა და ვისთან რომანის გაბმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

მაშ ასე, მეგობრობით დავიწყოთ. საიმისოდ, რომ დრო მხიარულად გაატაროთ, გვერდით ინტელექტუალური თანამოსაუბრე გყავდეთ და ხშირად იცინოთ სასურველია, მამაკაცი ტყუპი, სასწორი, მშვილდოსანი, მერწყული ან თევზები შეარჩიოთ. ტყუპი და მერწყული გასაოცარი ერუდიციით გამოირჩეა, სასწორს დახვეწილი გემოვნება აქვს და შეგიძლიათ შოფინგზეც გაიყოლოთ პერიოდულად, მშვილდოსანთან ერთად არაჩვეულებრივად იმოგზაურებთ, ხოლო თევზების ნიშნით დაბადებული მამაკაცი თქვენი საუკეთესო გულის მესაიდუმლე, მრჩეველი და პირადი ფსიქოლოგი იქნება.

მხურვალე რომანის გასაჩაღებლად კი ლომი, მორიელი ან ვერძი ეძებეთ.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს აქვთ უნარი დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გაჩუქონ, როგორც რომანტიკული, ისე სექსუალური თვალსაზრისით. ლომი გასაოცრად რაინდულია, მორიელს სექსში ვერავინ გაეჯიბრება, ხოლო ვერძთან თავგადასავლები გელით ისეთი, რომ მოსაწყენად ვერასოდეს მოიცლით.

მაგრამ აი, თუკი ოჯახის შექმნა გსურთ, არჩევანი კუროს, თხის რქის, კირჩხიბის ან ქალწულის ნიშნით დაბადებულ მამაკაცზე აჯობებს
რომ შეაჩეროთ. კურო ერთგული ქმარი იქნება, თხის რქა სტაბილურობის შეგრძნებას მოგცემთ და საზოგადოებრივ სტატუსს, კირჩხიბი მზრუნველობას დაგანახვებთ, ხოლო ქალწული მატერიალურად უზრუნველგყოფთ კარგად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent