შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს ვერძის დაკარგვა


17-01-2017, 20:05
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 25 424

უნაკლო არავინაა, თუმცა ხშირად ადამიანს იმდენი ძალიან მაგარი თვისება აქვს, ყველა ნაკლს ფარავს. ამჯერად ვერძებია თემა. იგი შესაძლოა ცოტა იმულსური იყოს, ხანდახან უხეშიც, თავხედიც, დაუფიქრებელიც, მაგრამ არაფრით არ ღირს მისი დაკარგვა, რადგან

1.ყველაზე გულწრფელი ნიშანია ნიშნებს შორის

ყოველთვის პირში გეუბნებათ, რასაც ფიქრობს და შეგიძლიათ სულ მშვიდად იყოთ, ზურგს უკან არაფერს ილაპარაკებს და არაფერს ,,გაგიჩალიჩებთ”. თუ მტრობას აპირებს, ღია კონფრონტაციაზე წამოვა.

2. არ თამაშობს

ყოველთვის ის არის, რაც არის. სიყალბის ნატამალი არ დევს მათში. ალალი, მართალი და პატიოსანია. ზედმეტად პატიოსანი ხანდახან.

3. ბოღმას არ იდებს გულში

თუ რამე ეწყინა, ყველაფერს ამოაფრქვევს, პირში მოგახლით და მეორე დღეს აღარ ემახსოვრება

4. ძალიან კეთილია

უფრო ზუსტი იქნებოდა ერთი ჟარგონის გამოყენება – ვერძი ,,ჯიგარია”. არც ფული დაენანება, არც დრო, თუ ჩათვალა რომ მართლა გჭირდებათ. კაცურად დაგიდგებათ მხარში, თუნდაც ქალი იყოს. თუ თვითონ არ შეუძლია დახმარება, სხვების დახმარებით დაგეხმარებათ, არც სხვების შეწუხებას მოერიდება.

5. ყოველთვის თქვენკენ იქნება

თქვენი გამბრაზებელი მისი გამბრაზებელია. ვინც უყვარს იმ ადამიანების შეურაცხყოფას, პირად შეურაცხყოფად იღებს და გააფთრებით იბრძოლებს თქვენ დასაცავად.

6. არ მოგცემთ დანებების საშუალებას

მისი ოპტიმიზმი გადამდებია. ყველაზე რთულ მომენტებშიც კი სჯერა, რომ ყველაფერი გამოვა და ამ განწყობას აფრქვევს ირგვლივ. გიბიძგებთ ის ნაბიჯები გადადგათ, რომლის არ გადადგმასაც აუცილებლად ინანებდით. მათ გვერდით ფარხმალს ვერ დაყრით, ვერ ჩავარდებით დეპრესიაში, რადგან ისე აღმოჩნდებით ბრძოლის ველზე, ვერც გაიგებთ… იქ კი დიდი გამარჯვება გელით… მხარში ხომ ასეთი გამოცდილი მეომარი გიდგათ.

7. არ შეგიზღუდავთ პირად სივრცეს

მზრუნველია, მაგრამ მისი მზრუნველობა მოსაბეზრებელი არ არის. ის თქვენს საქმეში მხოლოდ მაშინ ჩაერევა, როცა თქვენ გჭირდებათ. მაგალითად, ტაქსის გაგიჩერებთ, პიცას შეუკვეთავს თქვენ ნაცვლად და მერე იჩხუბებს თუ დააგვიანეს, თქვენს უფროსს დაელაპარაკება თქვენი დაწინაურების თაობაზე, ვინც გაწყენინათ იმას საქმეს გაურჩევს, ან ცხვირპირს დაუნაყავს… უბრალოდ პრობლემების მოგვარებაში ხელს წაგიკრავთ ხოლმე, თუ აუცილებელია. სხვა მხრივ კი თქვენს არჩევანსა და გადაწყვეტილებებში არ ჩაერევა, არ გაგაკონტროლებთ და პატივს გცემთ.

8. მასთან არ მოიწყენთ

რადგან თავადაც ადვილად სწყინდება და მუდამ სიახლეების ძიებაშია. იგი ნოვატორია, პიონერია და სულ საქმეში, სულ სულ ახალ-ახალი იდეებითა და თავგადასავლებით გეცხადებთ. სულ რაღაცას არკვევს, აგვარებს. მუდმივი ექშენი და მუდმივი წინსვლა. მხიარულება და თანაც საოცარი ენთუზიაზმი. და შეუძლებელია არ გაყვეთ.

9. ის გენდობათ

თქვენი სჯერა. ბავშვური გულწრფელობით სჯერა. არ ეჭვიანობს, არ ელანდება რომ მის უკან რამეს ხლართავთ და თუ თქვენზე ავ ენებს მიუტანენ, პირდაპირ თქვენთან მოვა გასარკვევად. თანაც ყველაფერს დაგიჯერებთ, თუკი აუხსნით. არასოდეს დაგჭირდებათ იმაზე თავის მტვრევა რაზეა ნაწყენი, სანამ შეამჩნევდეთ რომ ნაწყენია, მანამდე გეტყვით ყველაფერს.

10. სულით ხორცამდე ერთგულია

თუ უყვარხართ, არასოდეს გიღალატებთ. ამას არასოდეს იკადრებს, იმიტომ რომ საკუთარ თავს სცემს პატივს. თუ თქვენთანაა, თქვენთანაა, ორმაგი თამაშები და ინტრიგები უცხოა მისთვის. მას შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ და ამაზე ძვირფასი თქვენ რამე გეგულებათ?



მერწყული მაინტერესებს ძალიან :D მე ვარ მერწყული და მაგ პონტში :D <3 დადებ ? :*

 


№2  offline წევრი ჭირვეული

ბოლოს რჩევა უნდა იყოს ვერძებისთვის- კარგია ასეთი შესანიშნავები რომ ხართ, მაგრამ დაიკიდეთ ყველა და ყველაფერი, დამფასებელი მაინც არავინ გეყოლებათ )))

 


№3 სტუმარი Guest lika

shemiyvarda chemi tavi

 


№4 სტუმარი Ani

Tevzebic dadet raaa

 


№5 სტუმარი ccc

martalia vetanxmebii magram am ertgulebas ar gvifaseben

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

ვაიმეე, რა გაბადრული ვკითხულობდი. ასე მეგონა ჩემში ვიღაც იჯდა და ჩემზე წერდა თუ მე ვწერდი ჩემზე.
იმის გამო, რომ არიქა ვინმემ დამაფასოს ან შემამჩნიოსო ვერძმა კი არა, არც ერთმა გონიერმა არსებამ არაფერი არ უნდა ქნას( ამიტომ, ჩემთვის ერთობ უადგილო რჩევა იყო). ვერძის მთელი ფილოსოფია ისაა, რომ ყველა და ყველაფერი ჰკიდია და მაინც ყველაფერს აკეთებს ამ ყველასა და ყველაფრისთვის და ეს ყველაფერი სტატიის ავტორს აქაც მშვენივრად უწერია! იიიფ, რა მეამაა.
დღის ტოპ სიახლეა smile !

 


№7  offline წევრი Timea25

შევიფერე ))))))

 


№8 სტუმარი lile

ნამდვილად მასეა...იმასაც დავამატებდი რომ ადილად შეუძლიათ ადამისნების დარწმუნება და ასევე ადვილადაც უჯერებს მათ...კაი ტიპები ვართ რა

 


№9 სტუმარი Guest Mariamo

RaVarTEsVerdzebiNuu :DDDD ♥

 


№10 სტუმარი თუნთული

მართლა ემთხვევა ჩემს ხასიათს!
რომ ვკითხულობდი მივხვდი ჩემზე
წერდნენ..

 


№11 სტუმარი მაია მესხი

აბსოლიტურად ასეა, თუ არ დაგვიფასებენ, რაც ასეა, არაუშავს, ვერძი მაინც ისე აკეთებს, როგორაც სწორად მიაჩნია,,,,,

 


№12 სტუმარი tiko

Chirveuli
ბოლოს რჩევა უნდა იყოს ვერძებისთვის- კარგია ასეთი შესანიშნავები რომ ხართ, მაგრამ დაიკიდეთ ყველა და ყველაფერი, დამფასებელი მაინც არავინ გეყოლებათ )))

არც ეგრეა საქმე, კურო ვარ და მყავს ვერძი მეგობარი. ძალიან ვაფასებ მის ოპტიმიზმს, ენერგიას, გულწრფელობას, გახსნილობას, ერთგულებას და პირდაპირობას.

tiko
Chirveuli
ბოლოს რჩევა უნდა იყოს ვერძებისთვის- კარგია ასეთი შესანიშნავები რომ ხართ, მაგრამ დაიკიდეთ ყველა და ყველაფერი, დამფასებელი მაინც არავინ გეყოლებათ )))

არც ეგრეა საქმე, კურო ვარ და მყავს ვერძი მეგობარი. ძალიან ვაფასებ მის ოპტიმიზმს, ენერგიას, გულწრფელობას, გახსნილობას, ერთგულებას და პირდაპირობას.

 


№13 სტუმარი Guest Maia

Ar damipason mere ra es mati umaduri bunebis gamoxatulebaa, me mainc asasjer igives gavaketebdi, es hemshia da ver amovshli.

 


№14 სტუმარი გულუბრყვილო

ვერძებს ყველა რომ გვატყუებს ეგ არის ცუდი..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent