შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

10 მიზეზი, რატომ არ ღირს ქალწულის დაკარგვა

19-01-2017, 20:03
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 17 774

ქალწულებს ხშირად სდებენ ბრალს მეწვრილმანეობასა და პედანტობაში. ამბობენ, რომ მწარე ენა აქვთ და ზედმეტად კრიტიკულები არიან, თუმცა მთავარი სულ სხვა რამეა:

1. ყოველთვის მზად არიან დახმარების ხელი გამოგიწოდონ

ქალწული ერთ-ერთი ყველაზე მზრუნველი ნიშანია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. შეიძლება გაგაკრიტიკოთ ჩაფლავების გამო, მეტიც – ქოქოლა დაგაყაროთ, მაგრამ ერთადერთი იქნება ვინც თქვენ დასვრილს მოწმენდს, ოღონდ ეს უნდა დააფასოთ.

2. სიყვარულს საქმით გამოხატავენ

რომანტიკული ლექსების და სტატუსების წერა მისი სტილი არ არის, რადგან ეს არაფერში გამოგადგებათ. მისი სიყვარული ქმედითია. ვის რაში ჭირდება ფუჭი სიტყვები? საქმე ლაპარაკის ნაცვლად.

3. არ აქვთ ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ თავზე

მეტიც, იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე თვითონ ფიქრობენ. გახსოვთ ის გამოთქმა – ,,ფუჭი თავთავი თავს მაღლა იწევს, მსუყე თავთავი თავდახრილია” ? ქალწულები თავმდაბლები არიან და თავსაც არასოდეს გამადლიან.

4. უფრო მეტს გაძლევენ, ვიდრე იღებენ

ისინი გაცემაზე არიან ორიენტირებულნი. როცა უყვართ, გამორჩენაზე კი ფიქრობენ, ცდილობენ რამე გააკეთონ თქვენთვის, რაღაცაში გამოგადგნენ

5. ძალიან ორგანიზებული და მოწესრიგებული ხალხია

ყველაზე მეტად ორგანიზებული და მოწესრიგებული. მოვლილი, სუფთა და ზუსტი. არასოდეს დააგვიანებენ შეხვედრაზე, არ დაავიწყდებათ თქვენი დაბადების დღე და არც იმის შეხსენება რომ ხვალ ექიმთან ხართ ჩაწერილი.

6. გონება უჭრით

ძალიან გონებამახვილები არიან. ანალიტიკური ჭკუა აქვთ. ყოველთვის არგუმენტებით ლაპარაკობენ და მათთან საუბარი ძალიან საინტერესოა.

7. არაფერი ეპარებათ

არც ერთი დეტალი, რომელიც თქვენი ყურადღების მიღმა რჩება. თქვენზე ადრე მიხვდებიან რა პრობლემა გაქვთ, რა გიჭირთ და ეცდებიან ყველანაირად დაგიდგნენ გვერდში.

8. კარგი რჩევების მოცემა შეუძლიათ

ნებისმიერ საკითხში – ურთიერთობები იქნება ეს, სექსი თუ საოჯახო საქმეები. ექსპერტები არიან, ყველაფერზე ნაფიქრი აქვთ და ყველაფერი გაანალიზებული.

9. საკუთარ შეცდომებს თქვენზე ადრე ხვდებიან

არ სჭირდებათ მითითება. თქვენზე უკეთ იციან, რომ რაღაც არასწორად გააკეთეს და ამიტომ ბრაზობენ, როცა შენიშვნას აძლევთ. იციან და გამოასწორებენ უთქმელადაც. თავიანთ დასვრილს თვითონვე წმენდენ თქვენგან განსხვავებით…

10. ცდილობენ უკეთესები გახდნენ

ქალწულები ჭეშმარიტად პერფექციონისტები ბრძანდებიან. ცდილობენ ხვალ იმაზე უკეთესები იყვნენ, ვიდრე დღეს არიან და ეს ეხება ნებისმიერ სფეროს: სექსს, ოჯახს, სამსახურს, თუ მეგობრობას. დღითიდღე იხვეწებიან როგორც გარეგნულად ისე პიროვნული თვალსაზრისით. ასეთი ადამიანების დაკარგვა ნამდვილად არ ღირს.

№1 სტუმარი Mtvareula

Arasdros varqcev xolme aset ragaceebs yuradgebas, magram amjerad zustia. Cota ar iyos mikvirs.
Bolos rac sheexeba perfeqcionisti var, magram amave dros arasrulyofili da bunebrivi ragaceebic mizidavs.
Miyvars buneba, bunebashi ki, yvelaferi arasrulyofilad srulyofilia. <3.

№2  offline წევრი ნინუცი

შორს შორს შოოორს ჩემგან ქალწულები... ათი კი არა ათიათასი მიზეზი არ კმარა. დაე დაგკარგოთ

და არც ერთი მიზეზი არ არის აქედან სწორი... ტყუილად ნუ გაიმხნევებთ თავს... ორგანიზებული და მოწესრიგებული? არა ყველაზე არაპუნქტუალურები არიან. საკუთარ შეცდომებზე კი არა ვერავის შეცდომებზე ვერ სწავლობენ. საკუთარ თავზე იმაზე დიდი წარმოდგენა აქვთ ვიდრე საერთოდ არიან. საკუთარი თავის შეციდება ათიანზე გამოსდით. ყოველთვის მართლები არიან.პორიქით ყველასგან აქეთ ითხოვენ ყველაფერს. მათი დამტკიცებული მე ჯერ არაფერი მინახავს. არ დაუჯეროთ ტყუილია ეს

№3  offline წევრი lucifer :)

ნინუცი

ყველას ერთ ქვაბშიი ნუ მოგვხარშავ ადამიანები ინდივიდები არიან :)

№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნინუცი
შორს შორს შოოორს ჩემგან ქალწულები... ათი კი არა ათიათასი მიზეზი არ კმარა. დაე დაგკარგოთ

და არც ერთი მიზეზი არ არის აქედან სწორი... ტყუილად ნუ გაიმხნევებთ თავს... ორგანიზებული და მოწესრიგებული? არა ყველაზე არაპუნქტუალურები არიან. საკუთარ შეცდომებზე კი არა ვერავის შეცდომებზე ვერ სწავლობენ. საკუთარ თავზე იმაზე დიდი წარმოდგენა აქვთ ვიდრე საერთოდ არიან. საკუთარი თავის შეციდება ათიანზე გამოსდით. ყოველთვის მართლები არიან.პორიქით ყველასგან აქეთ ითხოვენ ყველაფერს. მათი დამტკიცებული მე ჯერ არაფერი მინახავს. არ დაუჯეროთ ტყუილია ეს

შენი დახასიათებიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ამ ზოდიაქოს ნიშანს საერთოდ არ იცნობ, ან უბრალოდ თვითმარქვია ქალწული შეგხვდა, დარწმუნებული ხარ, რომ დაბადების თარიღი გადაკეთებული არ აქვს? smile

№5  offline წევრი Nataly

ალბათ გაბრაზე და მაგიტომ გექცევა ცუდათ :)

№6 სტუმარი მიია

ნინუცი
შორს შორს შოოორს ჩემგან ქალწულები... ათი კი არა ათიათასი მიზეზი არ კმარა. დაე დაგკარგოთ

და არც ერთი მიზეზი არ არის აქედან სწორი... ტყუილად ნუ გაიმხნევებთ თავს... ორგანიზებული და მოწესრიგებული? არა ყველაზე არაპუნქტუალურები არიან. საკუთარ შეცდომებზე კი არა ვერავის შეცდომებზე ვერ სწავლობენ. საკუთარ თავზე იმაზე დიდი წარმოდგენა აქვთ ვიდრე საერთოდ არიან. საკუთარი თავის შეციდება ათიანზე გამოსდით. ყოველთვის მართლები არიან.პორიქით ყველასგან აქეთ ითხოვენ ყველაფერს. მათი დამტკიცებული მე ჯერ არაფერი მინახავს. არ დაუჯეროთ ტყუილია ეს

შეენ თუ ვიღაც ერთ კონკრეტულ ადამიანზე ლაპარაკობ სხვა საკითხია მაგრამ აქ სიმართლე წერია ზოგადად ქალწულებზე

№7 სტუმარი სტუმარი tired

მოკლედ კაცია და ხასიათი...ყველა ზოდიაქო ერთნაირი ვერ იქნება რათქმაუნდა....ვეთანხმები რაც წერია თუმცა არ მჯერა ასეთი რაღაცეების....????ზოგი დაემთხვევა ზოგი არა მასე მეც ავდგები და ჩამოვწერ :)) ????ყოველთვის ვაგვიანებ შეხვედრებზე....???????? დანარჩენი კი ისეა როგორც ვარ...:) ასე რომ ???? რავიცი...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent