შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხის სკამი (3) მეორე დასაწყისი


10-02-2017, 18:34
ავტორი japara
ნანახია 1 918

ვიცი ბანალურია. საერთოდ მეც ბანალური ვარ. მიყვარს ბანალურობა. ამაზე ჩემი აზრი მაქვს. მაგრამ არა ფიქრებით. არა. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ჩემი ფიქრები და ნააზრევი ბანალურია. გამარჯობათ, მე ელენე მქვია და მოგიყვებით ამბავს, რომელმაც ყველაფერი შეცვალა და ჩემი ცხოვრება ერთდროულად საოცრად დაამძიმა და შეამსუბუქა კიდეც.
თბილისობა იყო. ჩემს დაქალთან ერთად რიყის პარკში ვიყავი იქ ჩვენი მეგობრები ვნახეთ. ბევრი ვისეირნეთ, ვილაპარაკეთ, სურათები გადავიღეთ, ვირბინეთ (ვისაც არ გვეზარებოდა)... დღის ბოლოს ყველა ერთად შარდენს ავუყევით სეირნობით და თავისუფლების მოედანზე გაჩერებაზე დავდექით. მათი ტრანსპორტი მალე მოვიდა. მაგრამ ერთი მაინც დარჩა. სახლში წასვლა არ მინდოდა, თანაც იქაც მარტო უნდა ვყოფილიყავი. ჩემს თანაკლასელს დავემშვიდობე, ვუთხარი, რომ ნათლიაჩემთან მივდიოდი, რომელიც შარდენზე ცხოვრობდა (სინამდვილეში ასეთი აქ არავინ ცხოვრობს). გზაზე გადავედი და შარდენის ქუჩისკენ ნელი ნაბიჯით მივდიოდი. ყურსასმენები გავიკეთე და გზას გავუყევი. მიყვარს ეს ქუჩა, თავისი ვიზრო ქუჩების გამო. ერთერთში ჩავუხვიე, ოღონდ იმაში, რომელიც არ იყო შეპირკეთებული.. უკვე საღამო იყო და ისე ბნელოდა შუა ღამე გეგონებოდა, არადა მხოლოდ შვიდი საათი იყო. დედა დეიდასთან იყო და არ ნერვიულობდა, ჩემი და კი სახლში იყო ალბათ.
მე ასეთი თბილისი მიყვარს. ვიწრო ქუჩები მანქანების გარეშე. შეუპირკეთებელი, ფასადებისა და პოლიტიკური რეკლამების გარეშე. სადაც მხოლოდ მე დავდივარ. მით უმეტეს ახლა, ხალხი ზემოთაა, მთავარ ქუჩაზე, თბილისობაა. კედლებიდან საღებავი აფხეკილია. ძველებური ფორმის, ლამაზი, შემზარავი სახლები მკაცრად დგანან ქალაქის ამ კუთხეში და ყველა სტუმარს გულღიად იღებს. ასე მიმიღო მეც, ჩემს ფიქრებთან ერთად. ადამიანებსა და მათი განადგურების ხერხებზე ვფიქრობდი, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ ჩემივე „მეგობარმა“ სცადა ჩემი განადგურება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა ფეხზე ვდგავარ და როგორც მიყვარს დავსეირნობ უცხო ქუჩებში.
ვამბობთ ადამიანი ყველაზე ძლიერი არსებააო, მაგრამ მისი განადგურებაც შეიძლება და ბედის ირონიაა ალბათ, რომ ჩვენ თავს ვინადგურებთ. დიახ, ბედის ირონიაა ერთმანეთის დამცირება, გულის ტკენა, მოტყუება... მერე მივბრუნდებით და ვწუწუნებთ თუ ვინმე იგივეს გაგვიკეთებს. სასაცილო და ამავე დროს სატირალი არსებები ვართ ადამიანები.
ჩვენ ვქმნით, ვანგრევთ, გვიყვარს, გვძულს, გვჯერა, ვიტყუებით, ვლაპარაკობთ, ვზრუნავთ, ისევ ვანადგურებთ და ... ამ ყველაფრის პასუხი ალბათ სიყვარული უნდა იყოს, რომ ყველაფერი ცუდი განადგურდეს... ასე ვიტყოდი ყურებამდე შეყვარებული, რომ ვიყო ან ამის ცოტათი მაინც მჯეროდეს მაგრამ არ არის ასე. სიყვარული ყველაფერს კარგისკენ ვერ მოაქცევს. ადამიანია ამის პასუხი. როგორც გინდათ გაიგეთ... გინდა კარგად, გინდაც ცუდად. არ მჯერა იმის, რომ სიყვარული ყოველთვის კარგია, არ მჯერა იმის, რომ სიყვარული ყველაფერს კარგისკენ ცვლის, არ მჯერა იმის, რომ სიყვარულს ყველანაირი სიბნელის განათება ძალუძს. არა, არა და არა!
გზას მივუყვებოდი და გაბრაზებული ვიხსენებდი, როგორ იხსენიებდნენ ჩემი კლასელები მას. ყველაფრის მხსნელად და გადამრჩენლად. მათ თავის თავზე მეტად სიყვარულის იმედი აქვთ. ეს არის მათი პრობლემა. მე ვიცი, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად ჩემი თავის იმედი უნდა მქონდეს. არავისგან არაფერს არ უნდა ველოდო. რადგან ერთადერთი, ვინც ჩემი ყველა გასაჭირისა და ბედნიერების შესახებ იცის, ისევ და ისევ მე ვარ. ნაწვიმარი იყო. ქვაფენილზე გუბეები იდგა. მე ბათინკები მეცვა, და გუბეებში ფეხს ძლიერად ვდგამდი, რომ წყლის შხეფები შემსხმოდა.
ახლა გზას და შენობებს თვალი მოვწყვიტე და გზას ვუყურებდი. ძირს ვიყურებოდი. ვაკვირდებოდი, როგორ ირეკლავდა სველი ქვაფენილი სინათლეებს. უცებ სიცილის და ყვირილის ხმა მომესმა და ცოტა არ იყოს შემეშინდა. უკვე ბევრჯერ გადავუხვიე, სხვა პატარა ქუჩებზე და ახლა უცხო ადგილზე ვიყავი. ერთი ყურიდან ყურსასმენი გამოვიძრე. შესახვევიდან ბიჭი გამოვარდა სიცილით.
- კაი ბიჭო არ დაიღალე?! - თან იცინოდა და უკან იყურებოდა. მალევე მეორე ბიჭიც გამოვარდა.
- კაი. სანდრო გაჩერდი. - პირველი ბიჭი გაჩერდა. მე მეორე ყურსასმენიც მოვიშორე და ახლა ქუჩების ხმებს ვუსმენდი. ბიჭები რაღაცას ლაპარაკობდნენ, მალე იმ ქუჩაში ჩავუხვიე, საიდანაც ბიჭები ამოვიდნენ. ბიჭების ხმა გაქრა. ახლა ისევ მარტო ვიყავი. ზუსტად ჩემს უკნიდან დაბალი, უხეში ხმით ვიღაც გამომელაპარაკა.
- გამარჯობა. - მერე მისი ნაბიჯების ხმა გავიგე და უკვე გვერდით მედგა. სახეზე ავხედე, პირველი ბიჭი იყო.
- გაგიმარჯოს. - მშვიდად ვუთხარი და სვლა გავნაგრძე, თან ქვაფენილს დავყურებდი. ცოტა არ იყოს შემეშინდა.
- გიჟი არ გეგონო.
- რა?
- გიჟი არ გეგონო-მეთქი. რა ცივი ხარ?! - მე გამეღიმა და ახლაღა მივხვდი, რომ ქვაფენილს კიარა ამ ბიჭს ვუყურებდი. თვალი უცებ მოვწყვიტე და ისევ ძირს დავიხედე. ისევ ვიღიმოდი. - ასე ჯობია.
- გიჟი რატომ უნდა მეგონო?
- რა ვიცი. ვიღაც უცხო გოგოს ავეკიდე და თავს არ ვანებებ. - გამეცინე. - დიდი ხნის განმავლობაში ალბათ არც შევეშვები. - წარბები გამომწვევად ავწიე.
- მოგბეზრდება და შეეშვები. არა უშავს.
- თან ვიქრო ქუჩებში ბიჭი მომსდევდა და ვიცინოდით. ვითომ შეყვარებულები ვიყავით. - ისევ გამეცინა. - ხო... და ხაზს ვუსვამ, რომ გეი არ ვარ.
- ცუდია.
- ველოდი იტყოდი კაიაო.
- შენთან ურთიერთობა უფრო საინტერესო იქნებოდა. - ბიჭი უცებ ადგილზე გაქვავდა. მე სამი ნაბიჯის შემდეგ გავჩერდი და მოვბრუნდი. - რა მოხდა?
- შენ მე გული ისრით განმიგმირე. - ხელოვნური დრამატულობით ამბობდა. - ახლახანს მითხარი, რომ ჩემთან ურთიერთობა უინტერესოა. - გავრისკო? არა. ბიჭი მიბრუნდა და წავიდა. - კარგი. მე წავედი! აღარ მინდა... - მიდის და მე არ ვეძახი. მოვბრუნდი და მეც გზა გავაგრძელე. ხასიათზე არ ვარ, თორემ ავყვებოდი. მგონია, რომ უკვე წავიდა. მე გავჩერდი, რადგან აქედან ღრუბლები სხვანაირად ჩანდა და იმათ ვუყურებდი. - ეს ის მომენტია, შენ, რომ უნდა მითხრა არ წახვიდეო! - უკნიდან მეძახდა. მერე სწრაფი სირბილის ხმა და ისევ ჩემს გვერდით იდგა. მზერა მასზე გადავიტანე.
- მე ხომ ჯერ არ ვიცი შენთან ურთიერთობა როგორია. - გავრისკე.
- ჯერ..? - ვიცოდი, რომ ამას იტყოდა. - მომწონს. კარგი დასაწყისია. - მე ისევ გავიცინე და სიარული გავნაგრძე. ამ დროს ტელეფონზე დამირეკეს. - ვსეირნობ. ფრთხილად ვიქნები. კარგი. მალე მოვალ.
- არა.
- რა არა?
- მალე არ მიხვალ.
- არავინ. კარგი რა... - გამეცინა. ჩემი და დამცინოდა გათამამდიო. ტელეფონი გავთიშე და ჯიბეში ჩავიდე.
- მამა?
- არა. ჩემი და.
- როგორ უშვებს მამა ასეთ ლამაზ გოგოს მარტო. ასეთ უცხო ადგილებში ხეტიალისთვის?
- მამაჩემმა სულ არ იცის აქ რომ ვარ.
- რატომ? - გაუკვირდა და წარბები ბავშვურად შეჭმუხნა. ამაზე თითქმის გამეღიმა, თავი მალე შევაჩერე.
- ჩემი ოჯახის ისტორია დაწვრილებით გაინტერესებს? - ცოტა არ იყოს მოვიღუშე და გავბრაზდი. მაგრამ არ ვიმჩნევდი.
- სხვა საქმე გვაქვს? - საყვარელი იყო. წინ თავისი თაფლისფერი თვალებით იყურებოდა და შიგადაშიგ ტალღოვან, ცოტა გრძელ, უცნაური ფერის თმას უკან იწევდა. თმაში თითებს იცურებდა და მერე სლიკინით უკან მიაცურავებდა. ამაზე უარი ვერ ვუთხარი.
- მამამ დაგვტოვა, როდესაც თხუთმეტი წლის ვიყავი.
- სად წავიდა?
- გარდაიცვალა. მყავს და, რომელიც ჩემზე ორი წლით დიდია. დედა კი ჩვენ გვპატრონობს, უბრალოდ ის, ნახევრად ჩვენთან ცხოვრობს და ნახევრად ჩემს დასთან. ჩემი და მეორე კურსზეა. - სახეზე დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, მაგრამ შეძლებისდაგვარად არ ვიმჩნებდი.
- შენ?
- მე აბიტურიენტი ვარ.
- დიდი გეგმები გაქვს?
- კი. - ამ დროს უცებ ხელი დამავლო და სადღაც ჩაუხვია. ამ ყველა ქუჩაზე ვყოფილვარ, თუმცა აქ არასდროს.
- განაგრძე.
- მე მოვრჩი.
- ცუდია. - თავი დახარა და ახლა ის აკვირდებოდა ქვაფენილს, მე კი მას.
- ახლა შენ მოყევი ყველაფერი.
-მე მყავს პატარა და. თხუთმეტი წლის არის... და ორივე მშობელი. - ბოროტულად გაიღიმა.
- აუჩ! - გამეცინა. - ხომ ღირსი ხარ ტირილი დავიწყო და გავბრუნდე?! - უცებ ხელი ჩამკიდა.
- ეგ არ ქნა. არ იტირო. - ხელი რომ ჩამკიდა, არ მოგატყუებთ, გული გამიჩერდა.
- განაგრძე.
- დედაჩემს და მამაჩემს არ ვახსოვარ. ორი თვე იქნება რაც მათთან ერთდ აღარ ვცხოვრობ. ჩემს მეგობრებთან ერთად სხვაგან გადავეგი. მე, ჩემი კლასელი და მისი ბიძაშვილი ვართ.
- რამდენი წლის ხარ?
- ცხრამეტის.
- მეორე კურსზე ხარ?
- ხო. - უცებ მარჯვნივ მოუხვია და პატარა კაფეს მივადექით. ძალიან ლამაზი იყო. პატარა, ძველებური. ხის ავეჯზე ფერადი საღებავი ცუდად ესვა და ზოგგან ძვრებოდა კიდეც. კაფეში ბევრი მაგიდა იდგა, მაგრამ მხოლოს სამი იყო დაკავებული. კუთხეში, რბილ სავარძელზე მოკალათდა. - ხო... მომავალში შემთხვევით თუ შეგხვდები... როგორ მოგმართო?
- ლუსი.
- ელენე?
- ელენეს არავინ მეძახის.
- ამას გამოვასწორებთ. - ხელი გამომიწოდა. უნდა ჩამომერთვა. - სანდრო. - ხელი ჩამოვართვი.

- პირველად რომ დამინახე რა იფიქრე? - მკითხა და ცნობისმოყვარე თვალები მომაპყრო.
- არაფერი... უბრალოდ, ცოტა შემეშინდა.
- ვიცი. იმიტომაც გითხარი გიჟი არ გეგონო-მეთქი... კარგი მნიშვნელი არ აქვს.
- ვიცი.
- ძალიან ცივი ხარ.
- მართალი ხარ. - გაიღიმა. არ ვიცი რატომ. როცა გაიღიმა ჩემში გითხრა რაღაც ჩალღვა. აღარც სიცივეს ვგრძნობდი. მეც შემთხვევით გამეღიმა, ისე, რომ ამას ვერც ვგრძნობდი.
- უფრო ხშირად უნდა გაიღიმო... მაშინ რაზე ფიქრობდი?
- როდის?
- როცა პირველად დაგინახე, რაღაცაზე იყავი ჩაფიქრებული.
- არ გაინტერესებს.
- ნერვებს მიშლი. - ცოტა გაბრაზებით მითხრა, რამაც გამაკვირვა. ერთი საათიც არ არის რაც გავიცანი და უკვე ჩემზე ბრაზდება? ეს მესიამოვნასავით.
- ნერვებს გიშლი?
- ხო! რომ არ მაინტერესებდეს რატომ გკითხავდი?
- იქნებ თავს იკატუნებ?
- კარგი. წინასწარ გეტყვი... თავის მოკატუნება არის ის, რასაც მე არასოდე გავაკეთებ. - უხეში ტონით მელაპარაკებოდა თავისი ხრიწიანი ხმით.
- მე რა ვიცოდი ასე თუ ვერ იტანდი ეგეთებს? საერთოდ არ გიცნობ! - მეც გავბრაზდი.
- თუ არ ამყვები ვერც გამიცნობ!
- ახლა გული უნდა დამწყდეს? - არა! ეს არ უნდა მეთქვა! უბრალოდ ზოგჯერ თავს ვერ ვაკონტროლებ და ვამბობ იმას, რისი თქმაც არ მინდა და რასაც არ ვგულისხმობ. სახე შეეცვალა. თითქოს ეწყინა. სახეზე გაკვირვება დაეხატა და თან წყენაც. ადგა.
- წავედით.
- სად?
- არ ვიცი. შენ თუ გინდა იყავი. აზრი არ ჰქონია. - გვერდით ჩამიარა და ზუსტად ამ დროს ხელი წავავლე და გავაჩერე. ისევ გავრისკე. ფეხზე ავდექი და ახლა ზუსტად მის წინ ვიდექი.
- მაპატიე.
- რა გაპატიო? ასეთი ცივი რომ ხარ? უგრძნობი? ეგ შენი ბრალი არ არის, ეგეთი ხარ. - ხელით მისი ხელი მეჭირა. ვიცოდი, თუ გავუშვებდი წავიდოდა. სხვა დროს ალბათ გავუშვებდი კიდეც, მაგრამ არა ახლა. ახლა რაღაც მეუბნებოდა, რომ თუ გავუშვებდი, ვინანებდი.
- არ ვარ.
- აბა ეს რა...
- უბრალოდ... ზოგჯერ იმას ვამბობ, რასაც ოდნავაც არ ვგულისხმობ. - თვალები გაუნათდა. - უბრალოდ თავს ვერ ვიკავებ ხოლმე.
- ანუ რაც თქვი...
- არა. არ ვგულისხმობდი. დაჯექი. - ხელს ისევ არ ვუშვებდი. გაეღიმა და მეც გამეღიმა. როცა ის იღიმოდა თავს ვერ ვიკავებდი.
- თუ ხელს არ გამიშვებ ვერ დავჯდები... - დამპალი! უხერხული მდგომარეობაში ჩამაყენა! როგორია, კაფეში დგახარ, უცხო ბიჭს ხელს ჩაკიდებ და გეუბნება გამიშვი უნდა დავჯდეო, მაშინ, როცა დაჯდომაც შენ თხოვე. ხელი გავუშვი და დავჯექი. იმან კიდე რაღაცაზე გადაიხარხარა.
- რა გაცინებს?
- ძალიან ცუდი მატყუარა ხარ! - არადა ძალიან კარგი მატყუარა ვარ და ეს არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის. ამ სიტყვებმა გამაკვირვეს.
- მე?
- ხო. ხო შენ!
- სულაც არა! ძალიან კარგი მატყუარა ვარ, ისეთი, რომ ვერც წარმოიდგენ.
- ტყუი.
- რაზე შემატყე, რომ ცუდი მატყუარა ვარ.
- შეიძლება მე ვერ მატყუებ. - ამაზე გამეღიმა.
- რას გულისხმობ?
- შენ ოჯახზე, რომ გკითხე გაბრაზდი, თუმცა ეცადე არ შეგმჩნეოდა, მე მაინც შეგამჩნიე. ხელი რომ ჩაგკიდე და გითხარი არ იტირო-მეთქი გაფითრდი და ახლა, როდესაც გითხხარი ხელი გამიშვი-მეთქი აწითლდი.
- ტყუილია!
- ასეა! მე კი ისე ვმოქმედებ ვერც კი მიხვდები რას ვაკეთებ, ან რას ვფიქრობ.
- ხო?
- ხო!
- ესეც ტყუილია.
- კი. აბა რა. შენ ყოველთვის მართალი ხარ საყვარელო.
- ვერაფერს აკეთებ ისე, რომ მე არ შევამჩნიო.
- აბა თქვი...
- როცა მოვდიოდით და ლაპარაკობდი, შენს დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, როცა გამოგხედე და თვალი თვალში გაგიყარე შენც გაწითლდი. მერე სანამ ხელს ჩამკიდებდი, ბევრჯერ წამოიღე ხელი, თუმცა ვერ ბედავდი, ხელს მუჭად კრავდი და ისე უჭერდი, ყველა კუნთი და ძარღვი ზედაპირზე ამოდიოდა. კიდე ...
- კარგი! - ახლაც აწითლდა. - სამაგიეროს მიხდი ხო? იმისთვის, რომ გითხარი ხელი გამიშვი-მეთქი.
- მოვა დრო და შემეხვეწები ხელი მომკიდეო. - ამაზე ორივეს გაგვეცინა.
- საკმაოდ ამბიციური ხარ. -ამ დროს მიმტანი მოვიდა.
- რას შეუკვეთავთ?
- კარამელიანი კრუასანი და ორმაგი ლატე. - გამბედავად უპასუხა.
- მე...
- შოკოლადიანი ეკლერი და... - სიტყვაში ჩამეჭრა ბიჭი.
- კაპუჩინო. -დავამთავრე მე. მიმტანმა გაგვიღიმა და წავიდა.
- კაპუჩინო გვიყვარს? ლატე მილიონჯერ...
- არც დაამთავრო! შენ კარამელი გიყვარს და ამით დაცინვის ყველანაირი პრივილეგია გერთმევა, რომლებიც ისედაც არ გქონია. - გაეღიმა. - რა იყო?
- ისე ჩამოაყალიბე, შეწინააღმდეგების უფლებას ვეღარ ვაძლევ თავს.
- საპირფარეშოში გავალ. - ავდექი და გავედი.
სახეზე წყალი შევისხი. ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი არასდროს ყოფილა და არც უცნაური და გამორჩეული ადამიანები აკლია, თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია. და თან ასე მგონია, მე და ის ბიჭი ახლა რომ იქ მელოდება, ერთმანეთს აღარასდროს შევხვდებით. სახე გავიმშრალე და გავედი.
იქ დავჯექით ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. რი საათი ისე გავიდა ვერც კი გავიგე.
- ღმერთის გწამს? - კითხვა დამისვა და ხელს ჩაოეყრდნო, ისე, რომ თვალს არ მაშორებდა, მე კი ვცდილობდი, ყველაფრისთვის შემეხედა ოღონდ მისთვის არა. ზურგით კედელს მივეყრდენი და ოთახის თვალიერება დავიწყე.
- კი. ოღონდ ისე არა, პატარაობაში , რომ მოინათლებიან და ავტომატურად, რომ სწამთ, მე მართლა მჯერა. - გაეღიმა. არ ვიცი ამას როგორ ვხედავდი! მას არ ვუყურებდი! (გატყუებთ და თავს ვიტყუებ). ორივე გავჩუმდით. მე მომშტერებოდა, მე კი არ ვნებდებოდი და ოთახს უცნაური ინტერესით ვაშტერდებოდი.
საათს შევხედე და უკვე დაახლოებით ოცი წუთი გავიდა, რაც ჩუმად ვართ.
- მომწონს.
- რა მოგწონს?
- მომწონს, რომ სიჩუმე ჩვენში უხერხულობას არ იწვევს და მოსაწყენი არ არის. შენ?
- კარგია, როდესაც სიტყვები არ არის საჭირო. იმისთვის რომ... როგორ ვთქვა..?
- ერთმანეთს გავუგოთ. - გამიღიმა. ეს სხვანაირი ღიმილი იყო, ვგრძნობდი, რომ ახლა ის გათბა და მხოლოდ მე არ ვდნებოდი.
- ზუსტად! - ბიჭი წამოხტა და ბართან მივიდა. ფული გადაიხადა დაჩემთან მოვიდა. მე ისევ ვიჯექი. ხელი გამომიწოდა.
- ქალბატონო... - ჩანთა არ მქონდა, ხელი ჩვკიდე და ავდექი. სავარძლიდან ჩემი ჟაკეტი აიღო და გაშლა. ჩამაცვა, მერე თითონ მოიცვა თავისი სპორტული ჟაკეტი და გავედით.
- სად მივდივართ? - ხელები გაშვებული გვქონდა.
- მენდობი? - ღრმად ჩავისუნთქე... რა უნდა მეპასუხა? ისევ ვიხუმრო, თუ სერიოზულად?
- კი. - სერიოზობა ვარჩიე. წინ წავიდა. შრდენის ქუჩაზე გავედით. პირდაპირ მიდიოდა. გოგირდის აბანოებთან მივიდა, მერე ზემოთ აუხვია და ძველი თბილისის ქუჩებს აუყვა. აქ ფარნები თავიანთ თავს ძლივს ანათებდნენ, და იყო დამატებითი, დეკორაციული განათებაც.
მალე აღმართი უფრო გაიზარდა და ასვლა გაჭირდა. სველ ქვაზე ფეხი დამიცურდა და კინაღამ დავეცი. ხელი იიდაყვზე მომკიდა მეორე კი მეორე მხარზე, ჩემთან შედარებით დიდი იყო და ისე იდგა, თითქოს ადამიანი კი არა, პატარა ლეკვი ეჭირა.
- რა რომანტიკულია. - დამცინავად ვთქვი.
- ჩემი დამსახურებაა.
- არა. ჩემი. ძნელია არ იყო რომანტიკული, როდესაც ჩემნაირი გოგონას გვერდით ხარ. - ნაზად გავუღიმე. და ჩემივე კომპლიმენტი შევიფერე. ისეთი სახე მივიღე, თითქოს ამას სერიოზულად ვამბობდი და ამპარტავანი ვიყავი. ის ხომ ჯერ არ მიცნობს და ვერც მიხვდება ვატყუებ თუ არა.
- ეგრე ძალიანაც ნუ შეიფერებ. თანაც, როგორც უკვე გითხარი მე ვერ მატყუებ. - ახლა რაღაცაზე შედგა ფეხი. მაღალი კიბესავით იყო. დაახლოებით ერთი მეტრის მაინც იქნებოდა. ავიდა და ხელი გამომიწოდა. მოვკიდე და ზემოთ ამიყვანა.
- სად ვართ?
- ვიღაცის სახურავზე. ახლა თვალები დახუჭე. - გავუღიმე. - მიდი მიდი. და ნუ იღიმები, თორემ მავიწყდება რას ვამბობდი. - ამაზე გამეცინა და თვალები დავხუჭე. მხრებზე ხელები მომკიდა და შემაბრუნა. მომშორდა. ვგრძნობდი, რომ უკან მედგა. - გაახილე. - თვალები გავახილე. საოცარი ხედი იყო! სიონი, მტკვარი, რიყის პარკი და სინათლეები, რომლებიც მტკვარზე ნება-ნება დასრიალებდნენ. - იცი მე... - გამეღიმა. თავი ვერ შევიკავე. აქაურობა საოცრად ლამაზი იყო. ის გაჩუმდა და აღარაფერს ამბობდა.
- რას ამბობდი?
- რას ვამბობდი? - დაფიქრდა. - დამავიწყდა. გითხარი ნუ იღიმი-თქო!
- ზურგსუკან მიდგახარ, რა იცი ვიღიმი თუ არა.
- ვიცი. - ისევ უკან მედგა. გამეღიმა. - ნუ იღიმი!
- შენ თვითონ არ მითხარი, უფრო ხშირად უნდა გაიღიმოო?
- ახლა არა!
- რატომ არა ახლა..?
- გულწრფელად გითხრა?
- ხო.
- კარგი. გენდობი და გავრისკავ. ახლახან, ბევრი ფიქრისა და დიდი გამოცდილების შედეგად მივხვდი, რომ... როცა ვინმე მომეწონება არასდროს მთავრდება კარგად... და მე... უბრალოდ არ მინდა, რომ რამე ცუდი მოხდეს. თანაც გადავწყვიტე, დიდი ხანი არავინ მომეწონოს.
- და ჩემი ღიმილი რა შუაშია? - ვიცოდი რასაც გულისხმობდა, მაგრამ თავს ვისულელებდი. მინდოდა ეს ამ უცხო ბიჭისგან გამეგო.
- ვერ ხვდები? - ისევ გამეღიმა. - ხვდები. მაგრამ კარგი... მაინც გეტყვი. როცა იღიმი თავს ვიკავებ და ნელ-ნელა ჩემს გადაწყვეტილებას ვცვლი. - ისევ გამეღიმა.- ელენე!
- ლუსი!
- ელენე!
- კარგი...
- ნუ იღიმი! - გამეღიმა და უკვე ვიცინოდი. ვხარხარებდი. იმანაც უაზროდ სიცილი დაიწყო.
- სასაცილო ხარ! - ვიცინოდი. სახეზე ხელები ავიფარე და შეუჩერებლად ვხარხარებდი. რატომ? ბევრჯერ შევამჩნიე. რამდენჯერაც გავიღიმებოდი იბნეოდა და წითლდებოდა, ამაში ისეთი სასაცილო არაფერია. თუმცა მაშინ ასე აღვიქვი. უცებ ვიგრძენი, რომ რაღაც შემომეხვია. სანდრო მეხუტებოდა. ამ შეხების ამო, ის ვიღაც უცხო ბიჭი აღარ იყო. სახიდან ხელები მოვიშორე და მის მკლავებში ჩამოვაცურე. მე უბრალოდ ვიდექი. როცა მოშორება დაიწყო, (ალბათ იმიტომ, რომ მე, დებილი, ხესავით ვიდექი) მკლავეები შემოვხვიე და ისიც უკან დაბრუნდა. რაღაცნაირად მომეშვა. ყველაფერი დამავიწყდა. დამავიწყდე ყველა ლოდი, რომელიც გულს ასე განწირულად მიჭ....ტდნენ და მეგონა რაღაც შეიცვალა. მერე მომშორდა ოღონთ ჩემგან შორს არ დამდგარა. ჩვენს სახეებს მხოლოდ ოცი სანტიმეტრი აშორებდათ. ლოყაზე ხელი დამადო და ცერა თითი თვალის ქვეშ მომისვა.
- ლამაზი თვალები გაქვს. - მითხრა და გაბრუნდა. უნამუსობაა, როდესაც ასეთი თვალების პატრონი ვინმეს ეუბნება ლამაზი თვალები გაქვსო. საოცარი თვალები ჰქონდა, აქვს. შიგნით ყავისფერი, გარშემო ცოტა მოყვითალო და სულ გარედან კი ჭაობისფერი. ნამდვილი თავლისფერი თვალები ჰქონდა. უცნაური, გაწელილი ფორმის. ჩაფიქრებული ვიყავი და ქალაქს მივშტერებოდი, როდესაც ვიღაცის ყვირილის გავიგე.
- ელენე! - უცებ გამოვფხიზლდი.
- რა იყო?
- სად ცხოვრობ?
- წერეთელზე. რა იყო?
- უკვე გვიანია. - გამიღიმა. მეც ავტომატურად გამეღიმა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მემშვიდებოდა. - სამწუხაროდ დღეს მანქანა არ მყავს. წესით უნდა დამელია.
- რატომ არ დალიე? ახლა გამოთრობაზე უარს არ ვიტყოდი.
- ჩემ ძმაკაცთან ერთად მივდიოდი სხვებთან და გზაში საოცარი გოგონა შემხვდა. ასეთი უაზრობა არასდროს მიქნია. ლუკას მოვშორდი და გოგოს გავეკიდე. სისულელეა.
- სისულელეა? - ცოტა არ იყოს მეწყინა. ცოტა კი არა, ძალიან მეწყინა სისულელეაო, რომ თქვა. ამ სიტყვამ უცებ ყველაფერი შეცვალა. აქამდე მისადმი უცნაური, მართლაც უაზრო სითბოთი ვიყავი განსჭვალული, მაგრამ ახლა აღარ.
- ჩემი საქციელი სისულელე იყო. შეგაშინე... მერე გეუხეშე. ისე უხეშად გეხუმრე, სიტყვა ტირილი მოგივიდა თავში. - თავი ძირს დახარა და დამნაშავე ბავშვივით იდგა. თვალს ვერ მისწორებდა. - და ახლა სიტყვით „სისულელე“ გაწყენინე.
- და ამის გამო ყველაფერი სისულელეა რაც ბოლო სამი საათის განმავლობაში მოხდა?
- ჩემი გაცნობა ღირდა კი ამათ? ღირდა შენ წყენად? - ამას სერიოზულად ამბობდა. მე გამეცინა.- შენი თმა... ელენე! ხედავ? სიცილი დაიწყე თუ არა თემა შევცვალე! - ახლა უფრო გამეცინა. შემობრუნდა და გამიღიმა. - დაივიწყე რაც გითხარი. - ხელი მომკიდა და წავედით. ქვაფენილს ჩავუყევით. მერე შარდენის ქუჩზე ნელა მივაბიჯებდით.
- ჩემ თმაზე რას ამბობდი?
- უცნაური ფერისაა-მეთქი.
- როგორი?
- სინათლე, რომ ეცემა ჟღალია, რომ შეხედავ კი ხან ყავისფერი ჩანს ხან მუქი ქერა.
- გეტყობა დიდი ხანი აკვირდებოდი. - გამეცინა. თვითონ არ ეცინებოდა, თუმცა მაინც გაეცინა.
- სასაცილოდაც იცინი. - ცოტაც და თავისუფლების მოედანზე ვიყავით, გაჩერებაზე. მალე ჩემი ავტობუსი გამოჩნდა. - ტაქსით...
- ავტობუსით მირჩევნია. - დასამშვდობებლად მივუბრუნდი.
- რას აკეთებ?
- გემშვიდობები.
- შენი აზრით ღამის თერთმეტ საათზე მარტო... წახვალ?
- სხვა სიტყვის თქმას აპირებდი.
- გაგიშვებ-თქო უნდა მეთქვა, მაგრამ... აბა მე ვინ მეკითხება? შენთვის არავინ არ ვარ.
- ეს დასკვნა შენით გამოიტანე.
- ხო. ეგერე გეტყობა.
- მოდი შევთანხმდეთ. ეს შენი საქმე არაა... დასკვნების გამოტანას შეეშვი. გავუღიმე. ავტობუსში ავედით და დავჯექით. თითქმის ცარიელი იყო. მის გვერდით მოვიკალათე.
- იქ რა გინდოდა? თანაც მარტოს?
- მეგობრებთან ერთად ვიყავი, რომ დავიშალეთ მე იქ დავბრუნდი. ცოტა ხანი მარტო ყოფნა და დაფიქრება მინდოდა.
- და მე არ დაგაცადე.
- და მადლობას გიხდი ამისთვის. - ისევ გავუღიმე და მერე დავამთქნარე. - მეძინება.
- რომელ გაჩერებაზე უნდა ჩახვიდე?
- გამოფენის წინ. პოლიციასთან.
- კარგი დაიძინე და მე გაგაღვიძებ.
- აქ ცივა. - ჟაკეტის გახდა დაიწყო. - არა. ჟაკეტი არ მინდა. ცოტა გრილა. მართლა! სანდრო არ მინდა!
- კარგი. - ხელები ჯიბეებში ჩაიყო და ცალი იდაყვი გამოწია. მივხვდი რასაც მანიშნებდა. დავფიქრდი მაგრამ დიდი ხნით არა. ცოტა ხანიც და მის ხელზე შემოხვეული ვიყავი, მხარზე თავი მედო და ტკბილად მეძინა.
მეძინა, მაგრამ ღრმად არა. ასე ვთქვათ, ნახევრად მეღვიძა. შუა გზაში ერთხელ თვალები გავახილე და ვიგრძენი, როგორ მიყურებდა, არ შევიმჩნიე, რომ გამეღვიძა.
შუბლზე მის სუნთქვას ვგრძნობდი, რომელიც მალე გახშირდა და სანდრომ ჩუმად წარმოთქვა.
- გაიღვიძე. - არ გავიღვიძე. მსიამოვნებდა მისი დაბალი, უხეში ხმის გაგონება, რადგან ვიცოდი, მას ვეღარასდროს შევხვდებოდი და ეს ერთი ლამაზი ღამის ისტორია იქნებოდა. - ელენე. უნდა ჩვიდეთ. - თვალები ნელა გავახილე და თავი ავწიე. პირველი მის თვალებში ჩავიხედე! ღმერთო ნეტავ იცოდეთ რა ლამაზი თვალები აქვს. წამოდგა და ისევ ხელი გამომიწოდა. მეც ჩვკიდე. ჩემს მარჯვენა ხელის მტევანს მთლიანად ფარავდნენ მისი თითები. - ახლა საით?
- არ არის საჭირო. ჩემით წავალ. - მან წარბები აზიდა. დანებებას არ აპირებდა. პასუხს ელოდა. - გამოფენის უკან. - ხელი ჩაკიდული გვქონდა. შუქნიშანთან შეცერდა. გამოფენის გვერდზე ნელა მივსეირნობდით. ჩემს შესახვევში შევუხვიეთ და უკვე კორპურსთან ვიყავით. სადარბაზოს შესასვლელთან ჩემს წინ დადგა და თვალებში ჩამხედა. ასე იდგა და არაფერს ამბობდა.
- ყველასგან განსხვავდები.
- ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან.
- შენ გამორჩეული ხარ. - მერე ჩამეხუტა, ლოყაზე მაკოცა და წავიდა. მე მას ვუყურებდი. სამი ნაბიჯის შემდეგ მობრუნდა. - შეხვედრამდე ელენე!
- ნახვამდის სანდრო! - სადარბაზოში შევედი და ლიფტი გამოვიძახე. მალე მოვიდა, მე კი დაბნეული ვიყავი და როდესაც კარი გაიღო კიბისკენ წავედი და ნელა ავედი. მასზე ვფიქრობდი. უცნაურ ბიჭზე უცნაური ისტორიით. ნელა მივსეირნობდი და ვიხსენებდი ყველაფერს დაკვირვებით. არ მინდოდა რამე დამვიწყებოდა. მაგრამ არასდროს დამავიწყდება, როგორ იწევდა თმას უკან. არც მისი თვალების ფორმა დამავიწყდება და არც... - ვერც კი გავაცნობიერე ისე დავაკაკუნე სახლის კარზე. კარი ჩემმა დამ გააღო.
- ამდენი ხანი სად იყავი? ბავშვები ლოდინით მოკვდნენ.
- ბავშვები? - ახლაღა გამახსენდა. დღეს ჩემთან ჩემი დაქალები მოდიოდნენ. ქეთა უნდა დარჩენილიყო კიდეც. ჩემს მოპირდაპირე კორპუსში ცხოვრობს და რა მნიშვნელობა აქვს აქ დაიძინებს თუ იქ. სახლში შევედი თუ არა ყველამ იყვირა.
- ალილუია. - აივნიდან ანა შემოვიდა. მკაცრი სახე ჰქონდა.
- ის ბიჭი ვინ არის?
- არავინ.
- კიდევ აქ დგას.
- აქ არის? - უცნაურად გამიხარდა და გარეთ გავვარდი. აივნიდან გადავიხედე. სანდრო სადარბაზოსგან ცოტა მოშორებით იდგა და ზემოთ იყურებოდა. დარწმუნებული ვარ, იცოდა, რომ გადავხედავდი. ზემოთ ამომხედა. მეექვსე სართულიდანაც კი კარგათ ვხედავდი, როგორ გაუნათდა სახე ჩემს დანახვაზე. ხელი დამიქნია. მეც დავუქნიე.
- წავედი! - ამომძახა. ისევ იქ დგა და არ მიდიოდა. მეც ველოდი როდის წავიდოდა. არ შევიდოდი, სანამ არ წავიდოდა. მას ვუყურებდი. მალე დავინახე, როგორ გაეცინა. შებრუნდა და წავიდა. ის წავიდა.
მე ოთახში შევბრუნდი. ოთახში ყველა ჩამწკრივებული იჯდა ყავებით ხელში. ყავა ჩემთვისაც იდო. მე მელოდნენ. ჩემი და, ანა, ქეთა და მარიამი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent