შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხართ თუ არა საუკეთესო მშობელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


25-02-2017, 10:20
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 150

ნებისმიერი კარგი ასტროლოგი, პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე, დაგიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ მათი კერძო დამკვეთების დიდ ნაწილს ფსიქოლოგიური პრობლემები, სირთულეები საპირისპირო სქესთან და დაულაგებელი პირადი ცხოვრება ზუსტადაც რომ წარსულში, შორეულ ბავშვობაში დედისა და მამის ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობების ან თავად რომელიმე მშობლის ბავშვისადმი ზედმეტად მკაცრი ან პირიქით, ინდეფერენტული დამოკიდებულების ნაყოფია. დღეს გვინდა იმის შესახებ ვისაუბროთ, თუ როგორები არიან ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანები, როგორც მშობლები და რა თვისებების გამომუშავება მოეთხოვებათ მათ საკუთარ შვილებთან ჰარმონიული კავშირის დასამყარებლად.

მშობლის ტვირთის საკუთარ თავზე აღება ყველაზე მეტად უჭირთ - მერწყულებს, ტყუპსა და სასწორებს. თუმცა, მათ შორისაც არის დიფერენცირება. მაგალითად, ტყუპის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები მშობლის მოვალეობას, უბრალოდ, ზედაპირულად ეკიდებიან და შვილებს ფაქტობრივად, "თამაშ-თამაშით" ზრდიან. სასწორი კარგი მშობელია, თუკი დიდი ყოყმანის და სჯა-ბაასის მერე საერთოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ხოლო მერწყულებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდებიან ე.წ. გუგულის სინდრომის მქონე დედები და მამები, რომელთაც ბავშვების ყოლას და გაზრდას სხვა საქმიანობით (პროფესიული განვითარება, კარიერა, სწავლა-განათლება) დაკავება ურჩევნიათ.

არცთუ თანმიმდევრული, მაგრამ ავტორიტეტის მქონე მშობლები არიან ცეცხლის ნიშნები - ლომებს, ვერძებსა და მშვილდოსნებს იმ მშობელთა კატეგორიას აკუთვნებენ ასტროლოგები, ვინც პატარებს მთელი სიცოცხლე მისაბაძად მიაჩნიათ საკუთარი აქტიური ცხოვრების წესის, სოციალურობისა და სიმამაცის გამო. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ცეცხლის ნიშნები ერთობ ფიცხები არიან და დიქტატურისკენ მიდრეკილებასაც ხშირად ამჟღავნებენ საკუთარი ნაშიერების მიმართ, რაც მაგალითად, წყლის სტიქიის ნიშნით დაბადებული ბავშვის შემთხვევაში არათუ გაუმართლებელი, დამღუპველიც კია.

რაც შეეხებათ მიწის სტიქიის ნიშნებს - კუროებს, ქალწულებსა და თხის რქებს. მათ შორის დისციპლინირებულ, თანმიმდევრულ, უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე და ზომიერად მზრუნველ მშობლებს ვხვდებით. ასეთ ადამიანებს ერთადერთ ნაკლად შვილებთან მიმართებაში შეიძლება მომთხოვნელობა და სიმკაცრე ჩავუთვალოთ საკუთარი შვილების მიმართ, რომელსაც ისინი ისევ და ისევ მათივე სასიკეთოდ ჩადენილად ამართლებენ.

დაბოლოს, ყველაზე მოსიყვარულე, მზრუნველი და შვილებზე თავგადამკვდარი მშობლები ასტროლოგთა აზრით, წყლის სტიქიის ნიშნებს შორის გვხვდებიან. წყლის სტიქიის ტრიადას შორის (კირჩხიბი, თევზები, მორიელი) ჩემპიონობას არავის უთმობენ კირჩხიბები. ამ ადამიანებს შორის ფაქტობრივად არ მოიძებნება ცუდი მშობელი. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ბავშვების პიროვნულ განვითარებას საგრძნობლად ზღუდავს და აფერხებს საკუთარი გადამეტებული მზრუნველობის გამო. რაც შეეხება მორიელს, იგი მზრუნველი, მაგრამ ზომიერი და საკმაოდ მკაცრი მშობელია, რომელიც მზადაა ნებისმიერი სირთულის წინაშეც კი არ დაიხიოს უკან, თუკი ეს მის ნაშიერს ეხება. ხოლო თევზების სახით ბავშვებს საუკეთესო სულიერი მეგობარი და მრჩეველი ჰყავთ მშობელთან ერთად, რაც მათ სულიერ და მენტალურ განვითარებაზე შესანიშნავად მოქმედებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent