მეუღლეთა ურთიერთშეთავსება ასაკის მიხედვით
ერთ წელს დაბადებულები- ქორწინება, საქმიანი პარტნიორობა არ არის სასურველი. თუ მათ სოციალური ამბიციები არ აქვთ და სურთ მთელი ცხოვრება ერთმანეთის გვერდი-გვერდ მონოტონურად ისხდნენ ტელევიზორთან, მაშინ ერთ წელს დაბადებულ ადამიანთა კავშირი მისაღებია, მაგრამ თუ მათ ლიდერული ხასიათი აქვთ –კონფლიქტებისა და დაპირისპირების ალბათობა ძალიან მაღალია. განსხვავება 1 წელი - ხელს უწყობს სიმდიდრის დაგროვებას. ასეთი პარტნიორები ეხმარებიან ერთმანთს ფულის მოპოვებაში. როგორც სასიყვარულო, ასევე საქმიან კავშირებში ადვილდება ვალების გასტუმრება. განსხვავება 2 წელი – სიმდიდრის დაგროვების პერსპქტივები ფაქტობრივად არ არსებობს, სამაგიეროდ თქვენ გარანტირებული გექნებათ გრძნობების სიუხვე, სულიერი განვითარება, სექსუალური ერთიანობა. ზოგჯერ ასეთ კავშირები ხანმოკლეა. განსხვავება 3 – 9 – 12 – 15 წელი - ასეთი განსხვავება წლებში კრიტიკულია. ასეთი ადამიანები ერთმანეთს მოუტანენ განცდებს, ბრძოლას კონკურენციას, დაპირისპირებას, მაგრამ ვისაც მძაფრი შთაბეჭდილებები, ბრძოლა სურს, – მათთვის ასეთი ერთიერთობა შეიძლება საინტრესო და პროდუქტიულიც კი აღმოჩნდეს, თუმცა 9 წლიანი განსხვავების შემთხვევაში, მაინც რთულია ჯანმრთელი კონკურენციის მიღება, უფრო ინტრიგების ქსელში გაბმული შეიძლება აღმოჩნდეთ. განსხვავება 4 წელი- ჰარმონიული ურთიერთობების ალბათობაა. ბევრი საერთო ინტერესია. შესაძლებელია საერთო ბიზნესი, მოგზაურობა. განსხვავება 5 – 10 – 15 – კარმული კავშირია, ადამიანები აბრუნებენ და თავისუფლდებიან კარმული ვალებისაგან, რომელიც მათ ან მათთმა წინაპრებმა დააგროვეს. ასეთ საქორწინო თუ საქმიან ურთიერთობებში მეტად პრივილიგირებულია უმცროსი პარტნიორი - მისი შესასრულებელი ამოცანები უფრო მსუბუქია. ასეთ კავშირებს ჰარმონიულს ვერ დავარქმევთ, თუმცა ისინი ხელს უწყობენ ცხოვრებისეული გზის სწორ არჩევანს, სულიერ განვითარებას, ფსიქოკომპლექსებისგან განთავისუფლებას. განსხვავება 6 წელი- სახიფათო შეხამებაა, არსებობს დისჰარმონიული ტენდენციები. არ არის სასურველი. განსხვავება 7, 14 წელი – საგრძნობლად ართულებს ცხოვრებას. იწვევს ნეგატიური ტენდენციების, ენერგიების მოზიდვას. მაღალია ღალატის ალბათობა. სამაგიეროდ, საიდუმლო კავშირებისთვის (თუ არ გსურთ ურთიერთობის აფიშირება) - ასეთი ურთიერთობები იდეალურია. განსხვავება 8 წელი - ჰარმონიული ურთიერთობები, შემოქმედებითი ურთიერთობის გამოვლენა. განსხვავება 16 წელი – პარტნიორები იდეალურად ავსებენ ერთმანეთს. აქ არის თვითშემეცნების პროცესი, მაგრამ ცხოვრებისეულ გზაზე შეჩერება, გაყინვა, წინსვლაზე უარის თქმა, - ანგრევს ამ კავშირს.. განსხვავება 11 წელი – მოულოდნელობებით აღსავსე კავშირია, აზარტი, ერთიანობა და წინააღმდეგობა ერთროულად. შესაძლებელია ასეთ პარტნიორთან ურთიერთობისას დაწეროთ ბესტსელერი, არაამქვეყნიურმა განცდამ, გრძნობამ, მოგაპოვებინოთ მილიონი, თუმცა იგივე ალბათობით დაკარგოთ ყველაფერი. განსხვავება 13 წელი – არ გვპირდება მსუბუქ ურთიერთობებს, მაგრამ თუ თქვენ არ გეშინიათ საბედისწერო სიტუაციების და მიილტვით სულიერი ტრანფორმაციისაკენ, მაშინ ასეთი კავშირები თქვენთვის საინტერესო იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.