შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოდიაქოს 14წყვილი,რომლებიც ერთმანეთისთვის დაიბადნენ.


3-04-2017, 14:08
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 19 747

მორიელი-ლომო

მათ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ, იზიდავთ სექსუალურად. თუმცა, ლომს ძალიან უჭირს მორიელის ეჭვიანობასთან და მესაკუთრე ხასიათთან შეგუება. ლომისთვის მორიელი კაპრიზული და თავშეუკავებელია, ხოლო ლომი ამ უკანასკნელისთვის ზედმეტად ტრაბახა, მას არ ესმის ლომის მოთხოვნების თუ რაში სჭირდება მუდმივად აღფრთოვანებული აუდიტორიის წინაშე ყოფნა. მორიელისთვის უმჯობესია თავად განაგებდეს, ვიდრე აღფრთოვანდეს, რაც ცხოველთა მეფეს არანაირად არ აწყობს. ეს წყვილი ძალიან მალე გაარკვევს, რომ სექსი ყველაფერი არ არის. საკმარისზე მეტი შეუთავსებლობის გამო ეს კავშირი არათუ საეჭვო, არამედ უპერსპექტივოა.
ზოდიაქოს 14წყვილი,რომლებიც ერთმანეთისთვის დაიბადნენ.


ლომი-ტყუპები

ეს წყვილი ვნებიანი საყვარლები არიან, ერთმანეთს ჭშმარიტ სიამოვნებას ანიჭებენ. თუმცა ტყუპების დამცინავმა ტონმა შესაძლოა ლომი წყობიდან გამოიყვანოს, რის გამოც ლომი მეტ პატივისცემას მოითხოვს. საზოგადოებაში ერთმანეთის დაჩრდილვას ცდილობენ, თუმცა ასეთი წვრილმანი კინკლაობის ფონზე სიამოვნებას უფრო მეტს იღებენ და მოსწონთ კიდეც ზოგჯერ ერთმანეთის გაღიზიანება. ორივეს უყვარს მხიარულება და სექსის დროსაც იდეალურად გრძნობენ თავს.
ზოდიაქოს 14წყვილი,რომლებიც ერთმანეთისთვის დაიბადნენ.



მერწყული-ტყუპები

მრავალმხრივი ტყუპები და ნოვატორი მერწყული მშვენივრად ალაგებენ ურთიერთობებს. მათ უყვართ სიახლე, მოგზაურობა, უცნობებთან შეხვედრები. რამდენადაც ორივე არაპროგნოზირებადია, ურთიერთობა ყოველთვის დალაგებული არ იქნება. თუმცა მათ შორის სიყვარული ნელ-ნელა გაძლიერდება, რადგან მერწყული იხიბლება ტყუპების გონებამახვილობით და საკმაოდ გაგებით ეკიდება პარტნიორის არასტაბილურ ხასიათს. ქორწინებაში ეს წყვილი ნაზი, მოსიყვარულე, ერთგული მეგობრები უფრო არიან, ვიდრე ვნებიანი საყვარლები.
ზოდიაქოს 14წყვილი,რომლებიც ერთმანეთისთვის დაიბადნენ.



ქალწული-თხირს რქა

ძალიან ჰარმონიული წყვილია. თხის რქის პატივმოყვარეობა და წარმატების მიღწევის ჟინი იზიდავს ქალწულს. ორივე მცდელია, დისციპლინირებული და მიზანდასახული. ერთმანეთი ძალიან მოსწონთ და ამაყობენ იმით, რომ შეუძლიათ ერთმანეთის გახარება. ორივეს სჭირდება პატივისცემა და არ აკლებენ ამ სიამოვნებას ერთმანეთს. სექსუალური თანხვედრა მათ ურთიერთობაში საერთო მიღწევა ხება, თუმცა სექსში მთავარი როლი თხის რქას აქვს.
ზოდიაქოს 14წყვილი,რომლებიც ერთმანეთისთვის დაიბადნენ.



ლომი-მშვილდოსანი

ლომი ბოლომდე იხიბლება ოპტიმისტი და ექსტრავერტი მშვილდოსნით, ხოლო სიამოვნების მოყვარული მშვილდოსანი აღფრთოვანებაში მოდის სიცოცხლისმოყვარული და მიწიერი სიამოვნებებისთვის გახსნილი ლომით. ორივეს ახასიათებს თავისუფლების სიყვარული, მოსწონთ თავგადასავლები, ვნებიანები არიან სექსუალურ ურთიერთობაში, ლომი ერთადერთია, ვისაც შეუძლია ბოლომდე მოიპოვოს მშვილდოსნის ერთგულება. ლომის თანდაყოლილი ლიდერობის თვისება ხიბლავს მშვილოდსანს და ხელს უწყობს მას ამის გამოვლენაში. ტემპერამენტის და ხასიათის თანხვედრა წარმოადგენს ამ ნიშნების წარმატებული კავშირის საწინდარს.
ზოდიაქოს 14წყვილი,რომლებიც ერთმანეთისთვის დაიბადნენ.



მშვილდოსანი-ვერძი

ორივე ნიშანი ცეცხლის სტიქიას ეკუთვნიან და სიყვარული მათ შორის პირველივე ნახვით ჩნდება. ვერძის ოპტიმიზმი და მშვილდოსანის კარგი იუმორის გრძნობა სიყვარულში თამაშის ნიშნებს შეიტანს. მათი კავშირი მუდმივად დადგება ფიზიკური დაკმაყოფილების პრობლემის წინაშე. მშვილდოსანი მუდმივად მიმართულია ჭეშმარიტების ძიებისკენ და ამ შემთხვევაში მისი საუკეთესო დამხმარე იქნება ვერძი, მათ შორის კამათს, მსჯელობას და დისპუტსაც კი ამ გზისკენ მიჰყავს ისინი. ხშირად შესაძლებელია მოვლენების შემდეგნაირად განვითარება: თუ ქორწინებას დიდი ხნით გადადებენ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ «მატარებელმა ჩაიარა» წყვილი დაშორდება და დაელოდება ახალი მატარებლის მოსვლას. ნებისმიერი დაყოვნება და ორჭოფობა მშვილდოსნის სულში იწვევს რღვევას და კავშირი შეიძლება გასკდეს, როგორც საპნის ბუშტი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქორწინების ინიციატივა ყოველთვის ვერძისგან მოდის. ქალი-ვერძები, როგორც წესი, ადვილად და სწრაფად უმკლავდებიან თავიანთ მშვილდოსნებს. მათი გადამწყვეტი ხასიათი ყოველთვის ჯაბნის ყოყმანის მოყვარულ მშვილდოსანს. მანამ, სანამ მშვილდოსანი ვერძს დაეკითხება აზრს, გაითვალისწინებს მის რჩევებს და შენიშვნებს, მის შეხედულებებს და მოსაზრებებს გაუწევს ანგარიშს, მათ ოჯახურ თანაცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება. ამ ნიშნებს შორის საქორწინო კავშირი ჰარმონიული და წარმატებულია.
ზოდიაქოს 14წყვილი,რომლებიც ერთმანეთისთვის დაიბადნენ.



თხის რქა-კურო

თხის რქა და კურო შესაფერისი წყვილია, რადგან ორივეს გრძნობებს აქვს მუდმივი და ხანგრძლივი ხასიათი. მათი ურთიერთობა ძალიან რომანტიული არა, მაგრამ სექსით სავსე იქნება. როგორც ქორწინებაში, ისე სიყვარულში, ეს წყვილი ერთგულია ერთმანეთის მიმართ, რაც სტაბილური ურთიერთობის გარანტიაა. მათ შორის ერთი ნახვით შეყვარება არ ხდება, სამაგიეროდ წლების გასვლასთან ერთად ღრმავდება ურთიერთგაგება და მყარდება ერთმანეთზე დამოკიდებულება. მათ საერთო მიზნები აქვთ, ერთი და იგივე ადამიანები მოსწონთ, ორივე აფასებს დაცულობას და ფულს. ამ საქორწინო კავშირში მთავარია შეუპოვრობა და გამძლეობა, ამტანობა და სიჯიუტე, გააზრება და დაგეგმვა, ანუ ადამიანის ყველა ის თვისებები, რომლებიც ხელს უწყობენ მიზნების მიღწევას. ქორწინებისთანავე მათ უჩნდებათ საერთო ცხოვრებისეული მიზნები და გეგმები, რაც მათ წინსვლაში ეხმარება. თხის რქა უფრო ჩაკეტილია, რაც დიდად არ მოსწონს კუროს, თუმცა მისი ერთგულება კუროსთვის სიმშვიდის გარანტიაა. უთანხმოება ამ წყვილს შორის იმდენად უმნიშვნელოა, რომ საერთო ჯამში ზიანის მომტანი ვერ იქნება მათი კავშირისთვის.
ზოდიაქოს 14წყვილი,რომლებიც ერთმანეთისთვის დაიბადნენ.



კირჩხები-თევზები

ეს მოსიყვარულე, მოალერსე წყვილი ერთმანეთს დაამშვიდებს. ორივეს კარგი წარმოსახვა აქვს, თუმცა თევზები უფრო მეოცნებეები არიან, კირჩხიბები კი მშრომელები. ერთად მათ შეუძლიათ ოცნება რეალობად აქციონ. თევზებს კირჩხიბის ცხოვრებაში რომანტიკა შეაქვს, კირჩხიბები მზრუნველი და მოსიყვარულე პარტნიორები არიან, რაც თევზებს ძალიან სჭირდებათ. ორივე ემოციური წყვილია, ერთმანეთის ერთგულები და ურთიერთდამოკიდებულებისას განწყობას აკრგად გრძნობენ. საძინებელში მათ დღესასწაული ელით, რადგან ორივე საკმაოდ რეაქტიუალია სექსუალური კუთხით. კირჩხიბმა უნდა აიღოს ინიციატივა, რასაც თევზები მზაობით შეხვდებიან და დაემორჩილებიან. ჰარმონიული წყვილია.
ზოდიაქოს 14წყვილი,რომლებიც ერთმანეთისთვის დაიბადნენ.



ვერძი-თევზები

ვერძის სითამამეს და თავდაჯერებულობას დამატებული თევზის ინტუიცია და წარმოსახვა - მოვლენებით სავსე კავშირის გარანტიაა. განსხვავებული ხასიათი და ტემპერამენტი ერთმანეთს ავსებს. ვერძი თავდაჯერებულია და ცხოვრებისეული ძალებით სავსე, თევზები მორცხვები და თავშეკავებულები. ვერძს მბრძანებლობა უყვარს, თევზებს დასაყრდენი სჭირდებათ. ბედნიერი კავშირისთვის ვერძისგან სულ ცოტაოდენი ტაქტის გამოჩენა იქნება საჭირო.
ზოდიაქოს 14წყვილი,რომლებიც ერთმანეთისთვის დაიბადნენ.



ვერძი-კირჩხები

ამ წყვილის ქორწინება ძალიან პრობლემატურია. მიუხედავად ძლიერი ფიზიკური ლტოლვის არსებობისა, მათ ძალიან განსხვავებული შეხედულებები აქვთ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროში. ვერძები მუდმივად იზიდავენ შედარებით სუსტ არსებებს, მათ შორის კირჩხიბებსაც, რომლებსაც უნდათ ვერძის ცეცხლოვანი ტემპერამენტის გამოცდა. ვერძის მკლავებში კირჩხიბი ივსება ემოციებით, სულიერი ღელვით და გრძნობების მორევში ეშვება. პრობლემა იმაშია, რომ გრძნობები თუ გაცვდა, ვერძი ვეღარ იღებს საკმარის სიამოვნებას და წვყილს შორის იწყება კინკლაობა წვრილმანებზეც კი. შეუსაბამო ტემპერამენტი მათი გაერთიანების საშუალებას არ იძლევა. ამ კავშირში წამყვანი როლი ექნება ვერძს და მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული ამ წყვილის მომავალი. ასეთი წყვილის კავშირი დადებითად ვერ ჩაითვლება.
ზოდიაქოს 14წყვილი,რომლებიც ერთმანეთისთვის დაიბადნენ.



ვერძი-მერწყული

ასეთი საქორწინო კავშირი შეიძლება იყოს ბედნიერი და წარმატებული იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი ვერძი არ დაჯაბნის მერწყულის ნათელ ინდივიდუალიზმს, ხოლო ეს უკანასკნელი არ აეჭვიანებს ვერძს. სტატისტიკის მიხედვით ასეთი ქორწინებისას იბადებიან ყველაზე ნიჭიერი ბავშვები. ამ წყვილის ფიზიკური კავშირი იქნება ვნებიანი და ბევრ სიახლეს მოუტანს ორივე მათგანს. რომელი უფრო მეტად აღაგზნებს და იზიდავს — ამის თქმა რთულია. ამ საქორწინო კავშირში თუ ჩნდება რაიმე უსიამოვნება, მაშინვე არ ვლინდება, ამას წლები სჭირდება. ვერძის მიდგომა «გადაღუნო და გადატეხო» - უბრალოდ არ მუშაობს, რადგან საკმაოდ მოქნილი მერწყულის ამ მდგომარეობაში ჩაყენება ადვილი არ არის. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო სიტყვა მაინც ვერძს ეკუთვნის.
ზოდიაქოს 14წყვილი,რომლებიც ერთმანეთისთვის დაიბადნენ.



ტყუპები-სასწორი

ეს წყვილი ჰარმონიულია არამარტო ინტელექტუალურ ასპექტში, ასევე ყველა სხვა დანარჩენში. ისინი ერთმანეთს სტიმულს აძლევენ და სიამოვნებას იღებენ მსუბუქი, სასიამოვნო რომანისგან. არცერთი მათგანი არ არის მიდრეკილი კონკურენციისკენ და შესაბამისად თანხმობა და ურთიერთგაგება ექნებათ. ნაზები არიან, უყვართ გართობა, მოგზაურობა და წვეულებები. სექსში თავისუფლები არიან, არ ეჭვიანობენ, ერთმანეთს ზედმეტ მოთხოვნებს არ უყენებენ. მათი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ორვე საკმაოდ მფლანგველია. ყველა დანარჩენ ასპექტში კავშირი არის იდეალური.
ზოდიაქოს 14წყვილი,რომლებიც ერთმანეთისთვის დაიბადნენ.



სასწორი-ლომი

ლომის შემოქმედებითი მხარე კარგად ეწყობა სასწორის მხატვრულ და ესთეტიურ მოთხოვნებს. სუფთა ფიზიკური ასპექტი სიყვარულში უფრო მეტად ლომს აინტერესებს, ვიდრე მის პარტნიორს, მაგრამ სისხარტე და ვნებიანობა საშუალებას მისცემს ლომს დაიპყროს სასწორის გული. ორივე ყოყმანობს გადაწყვეტილების მიღებაზე და ლომი მათ შორის იქნება უფრო გავლენიანი. ფინანსურად გაუჭირდებათ, რადგან ორივე მფლანგველია და საკუთარი თავის წარმოჩენა უყვართ ამ მხრივ ყველგან. ყოველი მათგანი ეცდება აჯობოს მეორეს იმისათვის, რომ ყურადღება მიიქციოს. საძინებელში ლომი იქნება მბრძანებელი, მას ეს ზოგადად ძალიან მოსწონს.
ზოდიაქოს 14წყვილი,რომლებიც ერთმანეთისთვის დაიბადნენ.



№1  offline წევრი NniNna

ჰაჰა..გამეცინა და გამეხარდა ჩემი და ჩემი შეყვარებულის ზოდიაქოები რომ ვნახე,რაცხა უნდა გამოგვივიდეს ანუ :დდდდ

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

NniNna
ჰაჰა..გამეცინა და გამეხარდა ჩემი და ჩემი შეყვარებულის ზოდიაქოები რომ ვნახე,რაცხა უნდა გამოგვივიდეს ანუ :დდდდ

smile smile kissing_heart

 


№3  offline წევრი მეამბოხე ^^

MoonLady
ლომი და მორიელი ერთმანეთს ვერ ეწყობა, მათ შორის იქმნება უარყოფითი ასპექტი კვადრატურა, პლიუს სტიქიები ეწყინააღმდეგებიან ერთმანეთს, ასევეა კირჩხიბისა და ვერძის შემთხვევაში. ჰო და კიდევ კირჩხ-ი-ბი და არა კირჩხ-ე-ბი. ჩემი ზოდიაქოს ნიშანია^^ საკმაოდ გარკვეული ვარ, ამიტომ ეს ორი წყვილი სასაცილოდაც არ მეყო.

ასტროლოგებმა დაწერესმე არ ვიბრალებ :დ wink

 


№4  offline წევრი mani156

კირჩხიბი ვარ და თევზებს ვერ ვეწყობი :დდ კირჩხიბი და ტყუპები ნეტა როგორ ეწყობიან? :/

 


№5 სტუმარი კატერინ

mani156
კირჩხიბი ვარ და თევზებს ვერ ვეწყობი :დდ კირჩხიბი და ტყუპები ნეტა როგორ ეწყობიან? :/

მეც მაინტერესებს ეეგ

 


№6 სტუმარი mariami

ვაიიიიჰჰჰ ლომი-ვერძი გამოგრჩა <3 <3 <3

 


№7 სტუმარი Zegzi

Kinaxam gamekua tqvens nawerebze scream

 


№8 სტუმარი სტუმარი imeda

აპრაწუწუნ თქვენს საქმესა

 


№9 სტუმარი sofia

софиа :неутрал_фаце: :сщеат_смиле:

 


№10 სტუმარი maria

რა ზოდიაქო ხართთთთტტ

 


№11 სტუმარი maria

აბა გამოცანი რა ვარ heart_eyes

 


№12 სტუმარი maria

Zegzi
Kinaxam gamekua tqvens nawerebze scream

ვერ ვითმენ უპსიკ fearful ტუალეტსი მინდააააააააააააა უპსსსსსს

 


№13 სტუმარი lizi

რა არისსსსსსს open_mouth

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent