როგორ შევძლოთ მამაკაცის მართვა?!
ძლიერი სქესის მანიპულაცია არც თუ ისე ადვილია, თუმცა ჭკვიანი ქალი ყოველთვის მოახერხებს თავისი გაიტანოს, თუ ამ საკითხს სწორად მიუდგება და ემოციების მაგივრად ცივი გონებით იმოქმედებს. წესი პირველი - სწორად შეარჩიეთ სიტყვები! ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც ქალებს მოსდით არასწორი ტონი და ფრაზებია.თუ რამე გსურთ მამაკაცისგან არაა საჭირო ეს ირონიული ან ორაზროვანი ნათქვამით მიახვედროთ, მითუმეტეს, მას არ უნდა ჰქონდეს ბრძანების ხასიათი, რაც აუცილებლად საბოლოოდ ნეგატიურ შედეგს გამოიღებს.უბრალოდ სთხოვეთ მას ის, რაც გინდათ.მამაკაცები ყოველთვის ვერ ხვდებიან ჩვენს სურვილებს, საჭიროა მათთვის ამისი თქმა, მაგრამ ეს აუცილებლად ისეთი ფორმით უნდა გააკეთოთ, რომ მის თავმოყვარეობას არ შეეხოთ.მაგალითად, თუ სახლი დასალაგებელი გაქვთ და საქმეს ვერ ასწრებთ არ იქნება ეფექტური ფრაზა "მოიფიქრე, რომ ცოტა მომეხმარო!", ამის მაგივრად უბრალოდ სთხოვეთ "საყვარელო, საქმის დროულად დასრულებას ვერ ვასწრებ და ხომ არ დამეხმარებოდი?" ასეთ შემთხვევაში მამაკაცი აუცილებლად გამოგიწვდით დახმარების ხელს. წესი მეორე - არასდროს მოაჩვენოთ მას თავი ყველაფერში იდეალურად.ჯერ ერთი, უნაკლო არაავინაა და მაინც არაბუნებრივად გამოგივათ და მეორეც, კაცმა აუცილებლად უნდა იცოდეს თქვენი პატარ-პატარა სისუსტეების შესახებ.თუ მას ეგონება, რომ ყოველთვის ყველაფერს დროულად აკეთებთ, არასდროს არსად არ აგვიანებთ, არასდროს არაფერი გავიწყდებათ, მაშინ ის უბრალოდ მოადუნებს თქვენ მიმართ ყურადღებას და იფიქრებს, რომ ყველაფერს მარტოც მშვენივრად გაართმევთ თავს.ზოგჯერ მის გვერდით სუსტი არსება უნდა იყოთ, რომელსაც ზრუნვა, მოფერება და განებივრება სჭირდება. წესი მესამე - ხშირად უთხარით მას კომპლიმენტები, მერწმუნეთ, ეს მხოლოდ ქალებს არ სიამოვნებთ.თუ რაღაცაზე შეაქებთ და მის პლუსებს ხაზს გაუსვამთ, ის სხვა დროსაც ეცდება ასეთივე იყოს.მაგალითად, უთხარით, რომ ის ყოველთვის კარგად გამოიყურება და იგი თავის მოვლას კიდევ უფრო ინტენსიურად გააგრძელებს, ან თუ მამაკაცი რამეს შეაკეთებს სახლში აღნიშნეთ, რომ ის ნივთი ახლა იდეალურად მუშაობს და მან საქმეს თავი არაჩვეულებრივად გაართვა.ასე მას უბიძგებთ, რომ სხვა დროსაც იგივენაირად მოიქცეს. წესი მეოთხე - ყოველთვის იყავით ფორმაში.უდავოა, რომ მამაკაცების მანიპულირების საუკეთესო გზა ქალის სილამაზეა.თუ მას თქვენი გარეგნობა ხიბლავს, მაშინ ის სრულიად თქვენია და აღარაფერზე გეტყვით უარს. წესი მეხუთე - იყავით ცოტა მიუწვდომელი.თუ მამაკაცი დარწმუნებულია, რომ მის იქით გზა არ გაქვთ, მაშინ თქვენი სურვილები მისთვის არც ისე მნიშვნელოვანი იქნება.აგრძნობინეთ, რომ დამოუკიდებელი ქალი ხართ და თქვენს შესანარჩუნებლად გარკვეულ დათმობებზეც მოუწევს წასვლა. და ბოლოს... ხაზი გაუსვით მის დამოუკიდებლობასაც, თორემ თუ ამ ყველაფერს მიგიხვდათ, მაშინ თქვენი საქმე ცუდადაა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.