შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რობერტ სტერნბერგის სიყვარულის თეორია


3-08-2017, 23:23
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 4 438

სტერნბერგი მიიჩნევდა, რომ სიყვარულს აქვს 3 შემადგენელი ნაწილი: ინტიმურობა, ვნება, გადაწყვეტილება/ვალდებულება. ავტორის აზრით სიყვარული შეიძლება ემყარებოდეს პირველ რიგში რომელიმე ერთ ამ კომპონენტს, ან ორი კომპონენტის კომბინაციას, ან სამივეს. ავტორის აზრით ეს განსხვავებული შესაძლებლობები
საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ სიყვარუ­ლის შვიდი შესაძლებელი ტიპი. მეშვიდე ტიპი, რომელიც შეიცავს სამივე ბაზისურ კომპონენტს თანა­ბარი პროპორციით, არის იდეალური, სრულყოფილი სიყვარული.
ეს სამი ბაზისური კომპონენტი შემდეგ მახასიათებლებს გულისხმობს:

ინტიმურობა - სიახლოვე, რომელსაც გრძნობენ პარტნიორე­ბი. ადამიანებს აქვთ საერთო ინტერესები, უზიარებენ ერთმანეთს აზრებს და ემოციებს, მხარში უდგანან ერთმანეთს, სიამოვნებთ ერთმანეთთან ურთიერთობა.

ვნება - ეს არის ფიზიკური ლტოლვა, რომელსაც მივყავართ სექსუალურ ურთიერ­თობასთან. თუმცა სქესობრივი მოთხოვნილების გარდა, ვნებას შეიძლება იწვევდე სხვა ტიპის მოთხოვნილებებიც. მაგალითად, თვითპატივისვემის მოთხოვნილება, ვინმესადმი კუთვნილების მოთხოვნილება, რთულ სიტუაციაში მხარდაჭერის მოთხოვნილება.
ზოგჯერ სიახლოვე იწვევს ვნებას, ზოგჯერ კი ვნებას მოსდევს სიახლოვე. არის შემთხვევები როცა ვნებას არ ახლავს სიახლოვე, სიახლოვეს კი ვნება (მაგალითად, სიბლინგების უღთიერთობა).

გადაწყვეტილება/ვალდებულება - ეს კომპინენტი შეიცავს ხანმოკლე და ხანგრძლივ ასპექტს. ხანმოკლე ასპექტი აისახება გადაწყვეტილებაში, რომ ერთ ადამიანს უყვარს მეორე; ხოლო ხანგრძლი კი - ვალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა.
ამ სამი ბაზისური კომპონენტების კომბინაციით სტერნბერგი გამოყოფს შვიდი სახის სიყვარულს:

1. მოწონება - რომელიც შეიცავს მხოლოდ ინტიმურობას (მეგობრობა ვნების ან ვალდებულების გარეშე).

2. რომანტიკული სიყვარული - შეიცავს ინტიმურობას და ვნებას (ინდივიდები ფიზიკურად და ემოციონალურად იზიდ­ავენ ერთმანეთს, მაგრამ ვალდებულებების გარეშე).

3. მეგობრობა-სიყვარული - შეიცავს ინტიმურობას და ვალდე­ბულე­ბებს (ხანგრძლივი ვალდებულება - მეგობრობა, როგორიცაა ქორწინება, რომელშიც ვნება გაფერმკრთალე­ბულია).

4. ძლიერი გატაცება - შეიცავს მხოლოდ ვნებას (ვნებიანი, მოზღვავებული სიყვარული ინტიმურობის ან ვალდებულებების გარეშე).

5. მოგონილი სიყვარული - შეიცავს ვნებას და ვალდებულებას. ვალდებულება ემყარება ვნებას, მაგრამ ხანგრძლივი ასპექტის და სიახლოვის გარეშე.

6. ჩამქრალი (Empty) სიყვარული - შეიცავს მხოლოდ გადა­წყვეტი­ლება ვალდებულებას ინტი­მურობისა და ვნების გარეშე. ვალდებულება გრძელდება
ინერციით.

7. სრულყოფილი სიყვარული - შეიცავს სამივე კომპონენტს - ინტიმურობას, ვნებას და გადაწყვეტილება/ვალდებულებას.



№1 სტუმარი სტუმარი ნიკა

ბოდვა! ბოდვა!

 


№2 სტუმარი Jana

Nikush ra aris aq bodva

 


№3 სტუმარი კ. ბ.

მართლა ბოდვაა, როგორც კი სიღვარულს შემადგენელ ნაწილებად დაშლი, გაქრება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent