შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი!!!! - არ შემიძლია!!!


8-10-2018, 22:56
ავტორი ერკე
ნანახია 4 416

არ შემიძლია ვიცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობენ,
ნორმალურობა სისხლში უჯდებათ, სიგიჟეს გმობენ
სიყვარულს სიტყვით ხოტბას ასხამენ, ქმედებით კლავენ
არ შემიძლია ვიცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობენ.

არ შემიძლია, დედა წავბილწო, მერე ჩავიკრა გულთ
არ შემიძლია, დრო გამოვფიტო, მისი გაფლანგვა მძულს,
წარსულის ნაპრალს არც ედებიან, დროს მიაპობენ რთულს
ოცნებებს ფუჭად ასამარებენ, ოცნებებს არნახულს.

გიჟად ნაბადებს, გიჟად დამმარხავთ, ვერც კი აღგიქვამთ,
ნორმალურობა უფრთოდ განვაგდე, არ გგავართ - გითქვამთ,
მსგავსი ცხოვრება, თუ შეგიძლიათ მეტყვით, რა ღირდა?
როცა ბოლო გზას მიაყენებთ თავს, სულ ბოლო გზიდან.

არ შემიძლია, არ შემიძლია უგულოდ ფრენა
არ შემიძლია ამ უსნეულო ქვეყანად რჩენა,
სიგიჟე თან მდევს, როგორც ძაღლს ცოფი, ვერაფერს ვიზამ
სიცოცხლის უნარს გადავურჩები, სიგიჟეს ვფიცავ.

არ შემიძლია ღვინით თრობა და შარში გახვევა,
არ შემიძლია ყურება „ჩემი“ სხვას რომ მიყვება,
არ შემიძლია, ხელი დავარტყა კაცს უსამართლოდ
ქალს მითუმეტეს, არ შემიძლია თავს ვუღალატო.

არ შემიძლია გავთელო ვინმე, თუკი მას უჭირს
თუ ვერაფრით ვშველი, მივალ და ვეტყვი - გამაგრდი - სულ ჭრის
არ შემიძლია ტრაბახი იმით, რაც გამაჩნია
თავისი კვალი ამ უტყვმა დრომ მეც დამამჩნია.

არ შემიძლია რამეზე ვთქვა, რომ არ შემიძლია
საქმეს მივიყვან ბოლომდე მაინც, ვერ დამიშლიან
მე ვერ ვიცხოვრებ მშვიდ გარემოში, როგორც ცხოვრობთ თქვენ
ნორმალურობა უსასრულოდ ვერ შეიცვლის ფორმებს.
ე.მ.



№1  offline წევრი nino ninidze

რატომ არწეთ კომენტარებს ხალხო

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

nino ninidze
რატომ არწეთ კომენტარებს ხალხო

მნახველთა რაოდენობა ახლა შევნიშე. smile ეტყობა არ მოეწონათ stuck_out_tongue_closed_eyes და მხოლოდ ინტერესმა წააკითხა, ბოლოს კი იმედი გავუცრუე :(
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent