შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომენტის დაფასება


30-11-2020, 02:18
ავტორი cncowner
ნანახია 1 131

საქმეც ისარის, რომ იმ მომენტში, იმ წამს ვაფასებდი, მიხაროდა, მინდოდა სამუდამოდ გაგრძელებულიყო ის წამები ან თუნდაც წუთები, როცა მომენტი გულს მიბედნიერებდა, ან დრო გაჩერებულიყო და სულ თავიდან და თავიდან ეტრიალებინა ეს კადრები... და რა მოხდა.. მაინც გამიცრუვდა იმედი.. რამნიშვნელობააქვს იმწუთას ვაფასებდი თუ არა იმას რაც ხდებოდა, იყო, შევიგრძნობდი.. მე იმ დროს ყველაფრის ფასად გავააჩერებდი დროს და ამის ფიქრში ვიყავი... მაგრამ, ისევე ვგრძნობ ახლა თავს როგორც იმ შემთხვევაში ვიგრძნობდი, რომ არ დამეფასებინა მომენტი.. უსამართლობაა ერთიდაიგივე შეგრძნება გქონდეს დროის მერე ორივე შემთხვევაში... არ შეიძლება, მე ასე არ მინდა.. საერთოდ არაფერი არ მინდიდა ასე გამოსულიყო.. ცხოვრება- ეს რაღაც დიდი ირონიაა, ყველაზე დიდი ხუმრობა რაც შეიძლება არსებობდეს სამყაროში.. საიშნელებაა.
ადამიანებიც საშინლები და უგულოები არიან.. უგულოები- ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობით.. არ ანაღვლებთ ქვეყნად არაფერი.. ხან ეს სენი მეც მჭირს ხოლმე, ხან?..უმეტესწილად.. ვგრძნობ როგორ ქვავდება გული, სხვების მსგავსად, ხან სიცარიელეს ვგრძნობ, ვიტყოდი ეს მანადგურებსო მაგრამ, უბედურებაც ის არის რომ ამას ვერ ვგრძნობ, თავი ფიტული მგონია, რომელსაც, რაღაც პერიოდის შემდეგ ერთად აწვება ყველა გრძნობა, ემოცია, შეგრძნება და აღარიცის თავს რითი უშველოს, გული კი არა ყველა ორგანო და სული ერთად ეკუმშება და ვეღარ სუნთქავს იმ ჰაერს, რომელიც ახლახანს ჩაუშვა ფილტვებში პირველად..გარშემო ვეღარაფერს ხედავს და ცრემლებად ღვრის ყველა დაგროვებულ ტკივილს, იმედგაცრუებას, განცდილ ბედნიერებას,
რომელიც ორმაგ სევდად არის გადაქცეული, რადგან უკან ვეღარ დააბრუნებს, ღვრის და ისიც კი არახსოვს ზოგიერთი ცრემლი, საერთოდ რისია.. რათქმაუნდა ის აქამდე ხომ ფიტული იყო.. ღვრის და როდესაც უკვე დაიცლება, ისევ სიცარიელეს გრძნობს, და ეს, როგორ ვთქვა არ ანადგურებსო- ნაწილ ნაწილ შლის მის სულს მაგრამ მან ხომ იმ მომენტში არ იცის, ის ისევ იმ ფიტულად გადაიქცა მანამდე რაც იყო და თავიდან დაიწყო სევდის შეგროვება.....

   ნ.ა



№1  offline წევრი lilia beridze

ძალიან კარგია♥️

 


№2  offline წევრი cncowner

lilia beridze
ძალიან კარგია♥️

ვაიჰ, მადლობა დიდი♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent