სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგანვერძი შეყვარებული ვერძი სასიყვარულო წერილში მხოლოდ თავის თავზე წერს. მათი ეგოცენტრული „მე“ იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ეს გასაკვირი არც არის. ვერძებო, თუ სასიყვარულო წერილის დაწერას აპირებთ, ეცადეთ, არა საკუთარ თავზე, არამედ გრძნობებზე იყოთ ორიენტირებულნი. ფლირტის მოყვარული ვერძი ურთიერთობის დასაწყებად ინიციატივას თავად იღებს. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მოქმედებენ სწრაფად და თუ გსურთ, მათი ყურადღება და სიყვარულით სავსე წერილები არ მოგაკლდეთ, იყავით ენერგიული და საინტერესო. ეს ერთ-ერთი ვნებიანი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც გიჟდება რომანტიკულ თავგადასავლებზე. მათთვის მძაფრი, ქარიშხლისებრი სიყვარულია დამახასიათებელი. თუ ვერძმა შეგიყვარათ, ის ცხოვრების ბოლომდე თქვენი ერთგული დარჩება. კურო სენსუალური კუროს სასიყვარულო წერილი პარტნიორის ისეთ დეტალებს აღწერს, როგორიცაა: თმის სურნელება, ტუჩების გემო ან კანის სიგლუვე. კუროებო, თუ ამ დეტალებს გარითმავთ, შესაძლოა, ლექსიც კი გამოგივიდეთ. როცა საქმე სიყვარულს ეხება, კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები აუჩქარებლად მოქმედებენ. კუროს ყურადღების მისაქცევად სასურველია, მენტალურად და სოციალურად ერთ დონეზე იყოთ. ასევე, კუროებს ძალიან უყვართ სიურპრიზების მოწყობა. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მატერიალური კეთილდღეობის მიზნით არასდროს ქორწინდებიან. მათთვის სიყვარული ვიტალურად მნიშვნელოვანია. თუმცა ჭეშმარიტი სიყვარულის მოსაპოვებლად ისინი დიდხანს იცდიან და თუ იპოვეს, ზოგჯერ იმდენს ფიქრობენ, რომ ბოლოს ხელცარიელნი რჩებიან. ტყუპები თავგადასავლებისა და ფლირტის მოყვარული ტყუპების სასიყვარულო წერილი ღიმილს მოგგვრით. მათი მიზანი სწორედ ესაა – გაიღიმოთ და გამხიარულდეთ. მათ წერილში უხვად იპოვით სხვადასხვა ცნობილი პოეტების ლექსებსა თუ ციტატებს. ტყუპებს საპირისპირო სქესში განსაკუთრებით ინტელექტი იზიდავთ. ინტელექტუალური საუბრები მათი სუსტი წერტილია. ცნობისმოყვარე ტყუპებს სხვადასხვა პარტნიორი ჰყავთ. ისინი ძიებას განაგრძობენ მანამ, სანამ ერთადერთსა და განუმეორებელს არ იპოვიან. მთავარია, პარტნიორი მას კონგენიალურად ეწყობოდეს. კირჩხიბი ირჩხიბი ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე სენტიმენტალური ნიშანია, მის სასიყვარულო წერილს უფრო დღიურის ფორმა აქვს, ვიდრე წერილის. კირჩხიბი მრავალგვერდიან წერილში ლამის თითოეულ დღეს აღწერს, რომელიც მან პარტნიორთან ერთად გაატარა. პირველი პაემნიდან დაწყებული, წერილში ყველა ნიუანსი სიყვარულით არის მოხსენიებული. „მე ვგრძნობ“ სწორედ კირჩხიბის დევიზია. მათი სიყვარული ემოციური და ნაზია, ისინი სიყვარულისთვის თავდადებით იბრძვიან და ერთგულებით გამოირჩევიან. ასეთ ადამიანებს ამბიციური პარტნიორები ვერასდროს გაუგებენ ლომი ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უყვართ კომპლიმენტების თქმა, განსაკუთრებით ჰაბიტუსსა და სამოსზე. მათ სასიყვარულო წერილში აუცილებლად წაიკითხავთ პირველ პაემანზე თქვენი გარეგნობისა და სამოსის პოზიტიურ დახასიათებას. ლომები კარგად აღწერენ თქვენს სილამაზეს, რომელმაც მათი გული მოიგო. ისევე როგორც ვერძის, ლომის სიყვარულიც ვნებიანი და დაუშრეტელი ენერგიის მქონეა. ლომები განაცალკევებენ სექსსა და სიყვარულს. ლომი მხოლოდ ისეთ პარტნიორს ირჩევს, რომელიც თავდაჯერებულია, უკომპლექსო და რაც მთავარია, მას თავი დომინანტად უნდა აგრძნობინოს. ასევე, ტყუპების მსგავსად, ლომებსაც ინტელექტუალი პარტნიორები იზიდავთ. ქალწული ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უყვართ თავიანთი უნიკალურობის ხაზგასმა, რაც მოიცავს როგორც ფიზიკური, ისე სულიერ ასპექტების ქება-დიდებას. მათი სასიყვარულო წერილები ყოველთვის აღმატებით ხარისხშია დაწერილი. ქალწულებს მათი მოთხოვნისა და საჭიროების შეგრძნება მუდმივად უნდა ჰქონდეთ. მათი სიყვარული სწორედ ამ შეგრძნებაზეა დამყარებული. ეს ნიშანი მჭევრმეტყველებით არ გამოირჩევა. ქალწული სიყვარულს არა სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს. სასწორი სიყვარულის პლანეტით მართული სასწორიც, კუროს მსგავსად, დეტალებზეა ორიენტირებული. მათი სასიყვარულო წერილი პარტნიორის სილამაზეს დეტალურად აღწერს. პარტნიორის ხმა, თვალები, თმა, სურნელება, თითები მაღალფარდოვანი სიტყვებით არის დახასიათებული. სასწორების სიყვარული კრეატიული, ჰარმონიული და ბალანსირებულია. სასწორის მიზანია, მისი მეორე ნახევარი მისით კმაყოფილი და ბედნიერი იყოს. ამისთვის ის მაქსიმუმს აკეთებს და თუ თქვენ სწორედ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი გყავთ გვერდით, თქვენი სასიყვარულო ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. მორიელი მორიელი ყველაზე სექსუალური ასტროლოგიური ნიშანია. მისი სექსუალური ფანტაზიები დაუშრეტელია. მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანი, თავის მეორე ნახევარს გრძნობების გამოსამჟღავნებლად არა ლექსებსა და კომპლიმენტებს, არამედ ეროტიკულ წერილს მისწერს. ვნებიანი მორიელისთვის ინტიმურობა ურთიერთობაში მაგისტრალურია. მისი პარტნიორი გულწრფელი და ფანტაზიორი უნდა იყოს. მორიელმა უნდა იგრძნოს მისადმი ნდობა, პატივისცემა და ერთგულება, რადგან თავად სიყვარულში სიკვდილამდე ერთგულია. მშვილდოსანი შეყვარებული მშვილდოსანი თავის სასიყვარულო წერილს იმ მოგონებებით დატვირთავს, რომელიც თქვენთან აკავშირებს. მაგალითად, ერთად გადაღებული ფოტოები, თავისი სამახსოვრო მინაწერებით, წერილში უხვად იქნება. ფაქტობრივად, წერილის ნაცვლად სასიყვარულო ფოტოალბომს მიიღებთ. ცნობისმოყვარე და ენერგიული მშვილდოსანიც, ტყუპების მსგავსად, მთელი ცხოვრება თავგადასავლებისკენ მიისწრაფვის. ექსტრავერტი, ოპტიმისტი და ენთუზიაზმით სავსე მშვილდოსნის სიყვარული ხშირად იცვლება, რადგან მათი ცხოვრება ცვლილებების გარეშე მონოტონური და მოსაწყენი ხდება. თხის რქა შრომისმოყვარე თხის რქის სასიყვარულო წერილი სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან რადიკალურად განსხვავებულია. მათ სასიყვარულო წერილში ლექსებსა და პოემებს ვერ იპოვით. ვერც მაღალფარდოვან სიტყვებს თქვენი სილამაზის გამოსახატად. თხის რქა წერილშიც კი თავის კარიერულ მიღწევებსა და მიზნებზე დაიწყებს საუბარს. სწორედ ამ გზით ეცდება ის თქვენს მოხიბვლას. რაც შეეხება მათ სიყვარულს, თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების სიყვარული სერიოზული და მყარია. ქალწულის მსგავსად, თხის რქაც, სიტყვის ნაცვლად, სიყვარულს საქმით ამტკიცებს. უყვარს საჩუქრების გაკეთება, რომლის არჩევისას თანხას არ დაზოგავს. ეს ნიშანი გულწრფელობითა და გულუხვობით გამოირჩევა. მერწყული მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უყვართ თავიანთი სოციალური სტატუსისა და ნიჭის გამოხატვა. მერწყული ამ მახასიათებლებს, პარტნიორის გულის მოსაგებად წერილში უხვად მოიყვანს. სანაცვლოდ კი თქვენგან კომპლიმენტებსა და დაფასებას ელოდება. სასიყვარულო ურთიერთობაში ინტელექტუალური სტიმულაცია მერწყულის გრძნობებს ათმაგად ზრდის. კრეატიულობა, წარმოსახვის დიდი უნარი, კომუნიკაბელურობა და გულწრფელობა მერწყულის დამახასიათებელი თვისებებია, რომლის წყალობითაც მათ სასურველი პარტნიორის გულის მოგება არ უჭირთ. თევზები უაღრესად მგრძნობიარე თევზები სასიყვარულო წერილში დიდ დროს სულიერი სამყაროს დახასიათებას უთმობენ. მათი წერილი ოცნებებითა და ფრთიანი სიტყვებით არის გაჯერებული. რომანტიკოსი თევზები სიტყვებს დიდი რუდუნებით არჩევენ, რადგან მათთვის თითოეული სიტყვა ემოციის მატარებელია. ვნებიანი და სენსიტიური თევზები რომანტიკულ სიყვარულს ეძებენ. ისინი ურთიერთობაში ლოიალურები და დამთმობები არიან. ზედაპირულობასა და უყურადღებობაზე კი მძაფრად რეაგირებენ. მათთვის უმთავრესია მუდმივად სიყვარულისა და ყურადღების გამოვლენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაიკეტებიან და დეპრესიაში ჩავარდებიან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.