მარტივი სიყვარული (გენიალური)
– ძალიან ვწუხვარ თქვენი მეგობრის გამო. – რა მოხდა? – ვკითხე. – ბოდიში, ნუთუ არაფერი გსმენიათ? – არაფერი. – თავი მოიკლა. გუშინ დაასაფლავეს. – დაასაფლავეს? – გავიმეორე. – როგორ გეკადრება, ის სადაცაა მოვა. – დებმა დაკრძალეს. – თავი მოიკლა? როგორ? აღარ იტყვი? – ყელი გამოიჭრა. – გასაგებია. ერთიც დამისხი. ვიჯექი და ვსვამდი, სანამ ბარს დაკეტავდნენ. ხუთი დიდან კასი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში. როგორღაც მივაღწიე სახლამდე. ფიქრები ჭიანჭველებივით მესეოდნენ. მისი “არა” უსიტყვოდ არ უნდა მიმეღო, ყველა ღონე უნდა მეხმარა, რომ ჩემთან დამეტოვებინა. ეტყობოდა, მისთვის სულერთი არ იყო. ჩემი ბრალია, მეტისმეტად ცივად, უცერემონიოდ და უგერგილოდ შევთავაზე. ვიმსახურებდი სიკვდილს, რომელიც ორივესთვის საერთო იქნებოდა. ძაღლი ვიყავი. თუმცა რას ვერჩი ძაღლს! ავდექი, მოვძებნე ღვინის ბოთლი, გავხსენი და პირდაპირ ყელში ჩავიცალე. დაიღუპა კასი – ყველაზე ლამაზი გოგო ქალაქში. ოცი წლის კასი. ქუჩიდან მოისმოდა მანქანის სიგნალი – გამკივანი და ჯიუტი. ბოთლი დავდგი და დავიღრიალე: – ჯანდაბა შენ თავს, შე ახვარო, ხმა ჩაიწყვიტე! ღამე თავის უფლებებში შედიოდა, არაფრის თავი აღარ მქონდა. პ.ს დიალოგის გაგრძელებას ვიდეოში იხილილავთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.