სტენდალი - იტალიური ქრონიკები
წიგნის სახელი: იტალიური ქრონიკები წიგნის ავტორი: სტენდალი წიგნის ღირებულება: გვერდების რაოდენობა: 282 წიგნის აღწერა: მოთხრობების ციკლი საერთო სათაურით - „იტალიური ქრონიკები“ სტენდალმა რომში ყოფნის დროს ნაპოვნი ძველი, XVI-XVII საუკუნეების ხელნაწერების მიხედვით დაწერა. მოთხრობებში არც ისტორიული კოლორიტი ირღვევა და არც თანამედროვეობის სულისკვეთება იკარგება. ქვესათაურებში, მოკლე ანოტაციების სახით, მითითებულია ისტორიული წყაროები, ხოლო ტექსტის შინაგანი აზრი და მორალი თანამედროვეობას ეხმაურება. ამისთვის სტენდალი ლიტერატურული ფალსიფიკაციის ძველებურ ხერხს მიმართავს და თავსატეხს გვიჩენს: გვინდა გავიგოთ, ამ მოთხრობებში სად ისტორიული ამბებია და სად თანამედროვე ცხოვრების ამსახველი ფაქტები. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მოთხრობა „ვანინა ვანინი“, რომელშიც კარბონარო მილის სახით, რევოლუციისადმი ბოლომდე ერთგული, გაუტეხელი ნებისყოფის მებრძოლის ტიპია გამოყვანილი. მილისათვის სამშობლოს თავისუფლების გარდა სხვა არავითარი ბედნიერება არ არსებობს. ვანინა ვანინისაც სურს ასეთი იყოს, მაგრამ ვერ თმობს პირად ბედნიერებას, რის გამოც მათი ურთიერთობა ტრაგიკულ ფინალში გადაიზრდება. ასევე, საინტერესოა მოთხრობა თავზეხელაღებული ყმაწვილის, ვინმე ალესანდრო ფარნეზეს საოცარი თავგადასავლის შესახებ. ის ფარნეზე (1468-1549) რაღაც მანქანებით ციხიდან გაიქცა და ისე წარმართა თავისი ცხოვრება, რომ 1534 წელს რომის პაპად იქნა არჩეული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.