არჩილ შარვაშიძე - როდესაც ღმერთებს ეძინათ
წიგნის სახელი: როდესაც ღმერთებს ეძინათ წიგნის ავტორი: არჩილ შარვაშიძე გვერდების რაოდენობა: 36 წიგნის აღწერა: აღნიშნული მოთხრობა სხვა მოთხრობებთან ერთად შესულია კრებულში ,,სიბნელე სინათლისა", რომელიც განთავსებულია ამავე საიტზე. ,,როდესაც ღმერთებს ეძინათ" არის ვრცელი მოთხრობა, რომლის ღრმა შინაარსი, ადამიანის მიერ ღმერთის ძიების, იმედგაცრუების, შემოქმედთან პაექრობის, პარადოქსებით აღსავსე სასწაულების ზღვარზე გადის. მოთხრობას რამდენიმე გამოკვეთილი გმირი ჰყავს, რომელნიც ცალკ-ცალკე კაცობრიობის განსხვავებულ პროტოტიპებს განასახიერებენ: კალინიკე-სახე და სარკე ღმერთისაგან მიტოვებული, დამაშვრალი, მაგრამ მეამბოხე, შეურიგებელი და ბიბლიურ იაკობსავით მებრძოლი უთვისტომო ადამიანისა. მოხუცი-სულით ხორცამდე ღმერთს მინდობილი, ყველაფრით მადლიერი, ბიბლიურ იობსავით მოთმინებითა და რწმენით აღსავსე მათხოვარი. ქალი- დაუჯერებელ სასწაულს შემთხვეული სახე, მსგავსება კაცობრიობის ნელთბილი, მცირედმორწმუნე, მაგრამ უეცრად გამოღვიძებული ნაწილისა. მოთხრობას ასევე ჰყავს რამდენიმე ეპიზოდური, მაგრამ მკაფიოდ გამოკვეთილი სახე, მამა ნაზარისა და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ადამიანის სახით, რაც მთლიანობაში ღრმა შინაარსის, საინტერესო სიუჟეტის და წარმოუდგენლად მძაფრი დინამიკის ერთიანობას ქმნის. მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, შეუძლებელია ადამიანს არ გაახსენდეს გულში გადამალული, სადღაც სიღრმეში დაგუბებული, უპასუხოდ დატოვებული შეკითხვები! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.