შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა
2015 წლის ჰოროსკოპი [ლურჯი თხის წელიწადი]

ვერძისთვისწლის პირველი ნახევარი საუკეთესო პერიოდი იქნება, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ვერ შეძლებენ „ერთ ადგილზე გაჩერებას", მათ ბევრი მოგზაურობა ელით როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ვერძები ერთდროულად მოინდომებენ სამუშაოს, პირადი ცხოვრებისა და ცხოვრების სტილის შეცვლას, წლის პირველი ნახევარი კი მათი იდეების რეალიზებისთვის საუკეთესო პერიოდია. მათ არ უნდა შეეშინდეთ პასუხისმგებლობის თავზე აღება, ზარმაც ვერძებსაც კი თხის წელიწადი წარმატებებს უმზადებს. წლის მეორე ნახევარში ენერგიადაცლილ ვერძებს შედარებით მშვიდი ცხოვრება ელით.

კუროებითხის წელიწადში ცხოვრების აზრის ძიებას და თავისი ადგილის მოძებნას დაიწყებენ. არ არის გამორიცხული, ამან ხელი შეუწყოს ცხოვრებაში მათ ადგილის დამკვიდრებასა და კარიერულ ცვლილებებს, მათ ხომ ფილოსოფიურ აზროვნებას საკმაო დრო დაუთმეს. წლის პირველ ნახევარში თავის დარწმუნებას შეეცდებიან, რომ ყველაფერი სტაბილურად და მშვიდად მიდის. წლის მეორე ნახევარში ფულადი შემოსავალი ელით. თუ კურო გონივრულად შეძლებს სახსრების სწორად განაწილებას, დიდი ხნის ნანატრ სურვილებს აისრულებს. ზაფხულში ის პერიოდი დგება, როდესაც წარსული პრობლემები იჩენს თავს. ეს ის დროა, როდესაც პრობლემური ურთიერთობები უნდა მოაგვაროს. თუ ვინმე ამაში ხელის შეშლას დააპირებს, მაშინ ჯობია, დროზე დაემშვიდობონ მას.

ტყუპებისთვის2015 წელი ორაზროვანი იქნება. პირველ ნახევარში ისინი მეამბოხეები და აქტიურები იქნებიან. ტყუპებისთვის რთული იქნება ერთ ადგილზე გაჩერება და სურვილების განსაზღვრა. ვარსკვლავები ტყუპებს წლის მეორე ნახევრიდან, ზაფხულში აქტიურ პირად ცხოვრებას უწინასწარმეტყველებენ. ისინი ახალი მეგობრების ძიებას დაიწყებენ, გააფართოებენ სამსახურებრივ კონტაქტებს, არ არის გამორიცხული, ოჯახში მატებაც ჰქონდეთ. მეორე ნახევარშივე ტყუპებს მშვიდობისა და კომფორტის სურვილი მოეძალება, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების აღდგენას ჩამოცილებულ მეგობრებსა თუ შორეულ ნათესავებთან. გაზაფხულიდან საუკეთესო პერიოდია მოგზაურობის დაგეგმვისათვის. მათთვის აუცილებელია თუნდაც მცირე დასვენება, რათა მიხედონ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას, რადგან ენერგეტიკული რესურსი მარადიული არ არის.

კირჩხიბი2015 წელს საყვარელ ადამიანთან სიყვარულსა და ჰარმონიაში გაატარებს. წლის დასაწყისში დასმული კითხვა, არის თუ არა ის ადამიანი მის გვერდით, ვინც უნდა იყოს? - დადებითი პასუხის შემთხვევაში, მის ბედნიერ და მშვიდ ცხოვრებასგანაპირობებს. ამ წელს მათ ნამდვილად კარგი შანსი ეძლებათ, შეხვდნენ ღირსეულ პარტნიორს. მათი პირადი ცხოვრება ისე სწრაფად იცვლება, რომ ზოგიერთ კირჩხიბს მკვეთრი ცვლილებების შიში შეიპყრობს. თუმცა ვარსკვლავები მათ თხის წელიწადში ნამდვილად წყალობენ. სიყვარული მთავარი მიმართულება იქნება ამ ნიშნის წარმომადგენლებსთვის, თუმცა მხოლოდ ამით არ უნდა შემოიფარგლონ და ცხოვრებაში სხვა სფეროებზეც გაამახვილონ ყურადღება. მათთვის რთული იქნება კარიერული წინსვლა, თუ მთელ ენერგიას მისკენ არ მიმართავენ.

ლომებიამ წელს ნამდვილად არ მოიწყენენ, მათ წარმატება და ფინანსური კეთილდღეობა ელით. წლის პირველ ნახევარში უფრო კეთილისმსურველნი და დიდსულოვანი გახდებიან. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს აღიარება ელით. საზოგადოება კი მათგან მეტ პასუხისმგებლობას, მათ ქმედებებსა და გამონათქვამებში კი სიფრთხილეს მოითხოვს. 2015 წელს ლომებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება იდეალებსა და პრაქტიკულ სარგებელს შორის, განსაკუთრებით ეს სამსახურის სფეროს შეეხება. ზოგიერთი ლომი სამსახურის შეცვლის ძიებას დაიწყებს, რათა არ მოუწიოთ კომპრომისზე წასვლა საკუთარ სინდისთან. ასეთი ცვლილებებისთვის კი საუკეთესო დრო გვიანი გაზაფხული და ზაფხულია. გარდა ამისა, წლის მეორე ნახევარში ლომებმა თავისუფალი დრო ჯანმრთელობას, ახლობლებთან ურთიერთობას და დასვენებას უნდა დაუთმონ. მათ სურვილი გაუჩნდებათ უფრო მშვიდი ცხოვრებისა და გაემიჯნებიან აქტიურ ცხოვრებას. შემოდგომაზე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დიდი ხნის ოცნებების განხორციელების შესაძლებლონა მიეცემათ.

ქალწულისთვის2015 წელი იქნება ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მომზადების პერიოდი. ეს ის დროა, როდესაც მათ სულიერად ხელახალ დაბადებასა და ცხოვრებაში საკუთარი ადგილის შესახებ დასკვნები გააკეთონ. წლის პირველი ნახევარი დასვენების პერიოდი იქნება, რათა ძალების აღდგენა მოახერხონ, ხოლო მეორე ნახევარში გადამწყვეტი მოქმედებების დრო დგება. ქალწულები უმეტეს დროს მარტოობასა და საკუთარ აზრებთან გაატარებენ, თუმცა ვარსკვლავები შესაძლებლობებისა და საკუთარი თავის სრულად გამოვლენას ურჩევენ. ნუ გაუკვირდებათ ქალწულებს, თუ მათ სხვები გადამწყვეტი მოქმედებებისკენ უბიძგებენ. არ არის გამორიცხული, ქალქულებმა მოინდომონ, 2015 წელს ყველაფერი ნულიდან დაიწყონ, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურებრივ სფეროში. ამისთვის იდეალური დრო წლის მეორე ნახევარია, ვარსკვლავებისგან მათ სრული მხარდაჭერა ელით. იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ისინი საკუთარი ხასიათის „ბნელი მხარის" პირისპირ აღმოჩნდებიან. წლის დასაწყისში ახალ ნაცნობებთან სიფრთხილე მართებთ.

სასწორებისთვის მთელი წელი გამოცდა იქნება. გაუმართლებთ იმ სასწორებს, რომლებიც გაუბედაობას დაძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ბუნებრივი გაორება ახასიათებთ, სულიერად ძლიერები არიან და სწორედ ძლიერი ნების მქონე ადამიანებს პირველ ნახევარში ვარსკვლავებისგან მფარველობა ელით. პირველ ნახევარში მათ ბევრი ახალი მეგობრები გაუჩნდებათ და თვითონვე შეამჩნევენ, რომ უფრო კომუნიკაბელურები, მეგობრულები და გულახდილები გახდნენ. ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას გაზაფხულზე უმზადებენ. სასწორებს წლის მეორე ნახევარში ახლობლები სხვა კუთხით შეხედავენ. არ არის გამორიცხული სიურპრიზები პირად ცხოვრებაში. ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმეტესობა ოჯახთან დამოკიდებულებას გადახედავენ და უარს იტყვიან მოძველებულ დოგმებზე, ასევე მშობლებთან დამოკიდებულებაზე.

მორიელებისთვის2015 წელი წარმატების მომტანია. ვარსკვლავები ახალ ნაცნობობას, მოგზაურობებსა და კარიერულ პერსპექტივებს უწინასწარმეტყველებენ. მთავარია, ამ წარმატებებმა ისინი არ შეცვალონ და დარჩნენ ისეთები, როგორებიც არიან - კომუნიკაბელურები და გულახდილები. მორიელების ამბიცია პიკს 2015 წლის პირველ ნახევარში მიაღწევს. იანვრიდან აპრილამდე სჯობს, მოიფიქრონ და დაგეგმონ ბიზნეს-პროექტები, დაასრულონ დაწყებული საქმეები. აქტიურობას კი ვარსკვლავები გვიან გაზაფხულსა და ზაფხულში ურჩევენ. მეორე ნახევარში უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე და საკუთარი უფლებების დაცვაზე იზრუნონ, რაც ხელს შეუწყობს გავლენიანი ადამიანების პატივისცემის მოპოვებას. ასევე, ეს დრო საუკეთესოა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების და კონტრაქტების ხელმოსაწერად და სარფიანი გარიგებების დასადებად. ზაფხულის პერიოდში მორიელებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, მათ უამრავი ფლირტი და რომანტიკული ნაცნობობა ელით. მორიელები ბრწყინავენ და გარშემომყოფთაგან უამრავი სიყვარული ელით, თუმცა ვარსკვლავები ურთიერთობებში ამ წელს სერიოზული ნაბიჯის გადადგმას არ ურჩევენ.

მშვილდოსნებს წელს უამრავი სიურპრიზი ელით, მათ შორის სასიამოვნოც და არცთუ ისე კარგი. იანვარში ის ემოციური სტრესი, რომელსაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განიცდიდნენ, თანდათან ჩაცხრება, დეპრესია მთავრდება და ახალი გამარჯვებების დრო დგება. კარიერაში წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ კოლეგებზე დამოკიდებულები აღარ იქნებიან და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებენ. ახლა მათთვის ის დროა, როდესაც დამოუკიდებლები უნდა გახდნენ და არა თვითშემოქმედები. მათთვის ერთობ სასარგებლო იქნება ხელმძღვანელობის რჩევების გათვალისწინება. თუ ისინი სიამაყეს დაძლევენ და საკუთარ თავზე ძლიერები აღმოჩნდებიან, უამრავი ახალი შესაძლებლობები ელით. ზოგიერთ მშვილდოსანს შორეულ ქვეყნებში არა მხოლოდ ხანგრძლივი მოგზაურობა, არამედ საცხოვრებლად გადასვლა ც მოუწევს. ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისგან ცხოვრებისადმი უფრო პასუხისმგებლურ მიდგომას მოითხოვენ . წლის ბოლოს არ არის გამორიცხული, ფულთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. მიუხედავად პარტნიორთან სტაბილური და თბილი ურთიერთობებისა, მთელი წლის განმავლობაში მშვილდოსანს ღალატის ცდუნება არ მოასვენებს.

თხის რქა2015 წლის დასაწყისში მთლიანად ორიენტირებული იქნება სამსახურსა და კარიერაზე. თუმცა, გარკვეულ პერიოდში, ამ ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ ემოციურ და ფიზიკურ გამოფიტვას. ვარსკვლავები მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში აჩქარებას არ ურჩევენ. არ ღირს იმ დანაკარგებზე სინანული, რომელიც ბოლო დროს განიცადეს, ეს მათ ცხოვრების განახლებაში წაადგებათ. თხის რქამ უნდა გაითვალისწინონ საკუთარი შესაძლებლობები კარიერულ წინსვლაში და არ დაავიწყდეთ, რომ არსებობს ზღვარი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ალტრუისტული გრძნობები, ქველმოქმედების, დაუცველი ადამიანებისა და ცხოველების ზრუნვის სურვილი გაუჩნდებათ . 2015 წელი მათთვის იმდენად დატვირთული იქნება, რომ საკუთარი თავიც კი დაავიწყდებათ. მეორე ნახევარში მატერიალურ სფეროში ემოციური სიმშვიდე ელით, მათ ეს დრო პირადი ცხოვრებას და ახლობლებს უნდა დაუთმონ. ოჯახური ცხოვრების მხრივ ტრანსფორმაცია ელით. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი სიჯიუტისა და კატეგორიულობისა, გარკვეულ ურთიერთობებს მომავალი არ ექნება, თუმცა ისინი 2015 წელს პარტნიორის გარეშე არ დარჩებიან.

მერწყულისთვისსაუკეთესო დროა პარტნიორული ურთიერთობების დალაგებისა და ძველი კონტაქტების აღსადგენად. ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის წინ წავიდნენ მათი ცხოვრებიდან, კვლავ შეახსენებენ თავს. გაიზრდება მერწყულის სოციალური აქტივობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ კარიერაში ექნება წინსვლა, არამედ პირად ცხოვრებაშიც. მერწყულის აქტიურობა მხოლოდ ზაფხულში დაეცემა. ამ წელს ელით მოულოდნელი ნაცნობობა, რომელიც ძალიან სწრაფად გადაიზრდება რომანტიულ ურთიერთობებში. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს ადამიანი აღმოჩნდეს მათი იდეების დამფინანსებელი. ზოგიერთი მერწყულის მეგობრული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა და უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს. მატერიალურად ეს წელი მათთვის არაერთგვაროვანი იქნება. სექტემბრიდან მერწყულის შემოსავალი იზრდება, თუმცა მათ თანხის გაკონტროლება უნდა ისწავლონ.

თევზებში2015 წელს გაიღვიძებს კარიერისტი და გაუჩნდება უფრო მეტი დატვირთვისა და პასუხისმგებლობის სურვილი. აქამდე ჩახშული ინიციატივების გამოვლენის დრო დადგა და ეცდება საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს. თევზები ამ წელს პირისპირ აღმოჩნდებიან დამახასიათებელ თვისებებთან, როგორიცაა მეოცნებე და პასიურობა, მათი დამარცხების შემთხვევაში, მათ ვარსკვლავები მიზნების ასრულებას პირდებიან. რაც უფრო მეტ დროს და ძალისხმევას გაიღებენ ამისთვის, მით უფრო შთამბეჭდავი იქნება შედეგი.მეორე ნახევარი საუკეთესო დროა პირადი ცხოვრებისთვის. თევზებისთვის ასევე საუკეთესო წელია სერიოზული ურთიერთობების ასაწყობად, ხოლო მათ, ვისაც პარტნიორი უკვე ჰყავს - განმტკიცებისთვის. ამ წელს მათი რომანტიკოსობა და შრომისმოყვარეობა სათანადოდ იქნება დაფასებული. 2015 წელს თევზებისთვის თვითშეფასება აქტუალური გახდება. ამ ნიშნის წარმომადგენლები მიხვდებიან, რომ დაწესებულ დოგმებში როლის თამაშმა დაღალა და ცხოვრების წესის შეცვლა მოუწევთ. ივლისიდან სექტემბრამდე ის პერიოდია, როდესაც მათ ახალი იმიჯი უნდა მოიფიქრონ და შეცვალონ საკუთარი გარეგნობა.
скачать софт