შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწილების ორგანიზატორი 7


25-04-2015, 15:30
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 2 362

თავი ბალიშზე დავდე თუ არა დამეძინა, ზოგადად უცხო გარემოსი მალე არ მეძინებოდა ალბათ ძალიან დარლილი ვიყავი და ჩამეძინა.
დილით კარზე კაკუნმა გამაღვიძა, თავი წამოვყე და შემოდი თქო გავძახე, ჩემდა გასაოცად ნიკა დავინახე თეფშით ხელში
-წუხელ ვერა და დღეს მოგიტანე.- ბალით სავსე თეფში გამომიწოდა და მეც გამოვართვი
-აუ მადლობა, მაგრამ რომლეზე ადექი?
-რავი 7ზე.ზენარიმ გამაღვიძა ადრე ვაზის დაბმაში მოეხმარე პაპაშენსო, მეც იძულებული ვიყავი
-ეხლა რომელი საათია?
-10ია, ანასტასიაც გაიღვიძებს და ცოტხანში წავიდეთ
-აუ ჰო რა, აუ დიდი მადლობა.- ისეთი გემრიელი იყო თან ისე გავერთე ჭამაში ნიკას ზედაც არ ვუყურებდი
-მიდი მიდი ჭამე და ჩამოდი ზენარიმ ამდენ ხანს მშიერს ხო არ ეძინებაო.- სიცილით მითხრა და კარი გაიხურა, თავი გავაქნიე და დავიწყე იმაზე ფიქრი როგორ ზრუნავდა ეს ბიჭი ჩემზე, მერე პირველი დღე გამახსენდა მაშინ მართლა როგორ მომიშალა ნერვები, მერე კი ნია და დათო გამახსენდა და დავურეკე
-ნიაკო როგორ ხართ?
- აი მაგრად, თქვენ?
-რავი კარგად, მომენატრე
-მეც მეც მომენატრე, 4 დღეში ჩამოვალთ აქედან და მერე მანდ მოვალთ
-აუ მაგარიაა ძაან, ისე მოგწონთ დუბაი?
-აუ მაგარიაა ძაან, ნუ მე ადრეც ვარ ნამყოფი მაგარ ახლა სულ სხვა ხიბლი აქვს
-ჰო ეგ კი
-გოგო მაშინ ვერ გკითხე რატო წახვედი ასე მალე ქორწილიდან?.- ოპაა აბა ეხლა იმუშავე ტვინოო, დროზე დროზე დროზე და ბოლოს ამენთო ნათურა
-გოგო ხო გაგიგია ეს ქალური პრობლემები და რაღაცეები, თან გადაღლილიც ვიყავი დასვენება მინდოდა იმედია არ გწყინა
-არა წყენით არ მწყენია, უბრალოდ მერე ნიკაც გაქქრა და მთავარი გართობა მაშინ დაიწყო, მაგარი ის იყო თაიგული სალომ დაიჭირა და ნიკას ეძებდა უნდა მივცეო მერე ავუხსენი რო შანსი არ ჰქონდა ორივე მეჯვარე იყო და გული დაწყდა
-აუ რა სულელი გოგოა, ხელს ხო არ გიშლი ეხლაა?
-არა დათო გასულია და მე მაინც არაფერს ვაკეთებდი
-აუ როგორ მომენატრეთ მალე ჩამოდით რა
-ჰო ჰო, ისე მამაჩემმა გნახა? ან გადმოგირიცხა ფული.- უფ ახლა ეს რო არ ეხსნებინა რა მოხდებოდა
-კი გადმორიცხა, ამდენი არ გვქონდა მოლაპარაკებული და მადლობა ასე შეწუხება არ ღირდა
-პირიქით მე შეგაწუხე, კაი წავედი ეხლა ჩემი სიცოცხლის მთავარი გმირი მოვიდა
-კაი კაი მიდი, მომიკითხე დავითი.- გამეცინა და გავუთიშე ტუტუცი გოგოა რა.- ტელეფონი დადებული არ მქონდა ვიღაცამ წყალი რო შემასხა სახეზე, გავიხედე და დიტო და საბა
-ბავშვებო გული გამისკდა
-ძიამ დაგვავალა.- თავჩახრილმა თქვა საბამ, დიტო კი იცინოდა უკან დიდი ჯორიც მოყვა და იმანაც გადამავლო
-მთელი ლოგინო დასველდა.- ვწიოდი თან და თან ლოგინიდან წამომხტარი ნიკას ვუბღვერდი
-არაუშავს
-აუ გავიყინე, ნიკა მას არ შეგარჩენ ისეთ დროს გაგიკეთებ უარეს რამეს როცა არ მოელი.- ადგილზე შევფხუკუნდი და ხელის კვრით გავაგდე გარეთ უნდა გამომეცვალა.
დაბღვერილი ჩავედი ეზოში და მთლად გალუმპილი ანასტასია დავინახე
-რა მოხდა ბებია ხომ ყველაფერი რიგზეა
-თქვენი ნიკოლოზი სულ გაბავშვებულა, მთელი ლოგინი დამისველა.- თან გავხედე და ენა გამოვუყე
-ჩემი რა ბრალი, შენ თუ ბუნებრივ მოთხოვნილობებს ვერ იმორჩილებ
-ნიკა, ქალს რეებს ეუბნევი.- ზენარიმ შეუბღვირა და თავში წამოარტყა
-ბებია ამის გამო?
-კი ისწავლე ქალის პატივისცემა.- თითი დაუქნია და მე მითხრა გამომყევიო, მე ამაყად ავწიე თავი და გავყვეი უკან.

***

ასე 2 საათი იქნებოდა ალაზანზე რო წავედით, მე ქვებზე დავჯექი და გავცქეროდი ბავშვები ეგრევე შიგ შევარდნენ ანასტასიაც იძულებული იყო გაყოლოდა, მარტო ჯდომა რო მომწყინდა ნიკას დავადექი თავზე ისეთი სასაცილო იყო ჩალის ქუდში ვერ ვიკავებდი თავს რა რაც შეიძლებოდა მეტ ფოტოს ვუღებდი საშანტაჟოდ, ბოლოს მობეზრდა და ფეხებში მწვდა ხალში ამიტაცა და წყალსი შემათრია
-ეხლა გადამიღე.- თავი წყალსი ჩამაყოფინა და შიგადაშიგ ზემოდ მაწევინებდა, მე კი უსუსური ვირთხასავით ვინქევდი ხელებს ის ამ შემთხვევასი კუდს იქნევს ხოლმე, ბოლოს ხველება ამიტყდა და მიხვდა რო უნდა გაჩერებულიყო
-ვერ გინტან.- მუშტები დავუშინე და ხელი ვკარი წყალში რო ჩავარდნილიყო მაგრამ როგორც ჩანს "ბაყბაყდევივით" ძლიერი იყო და ადგილიდან არ იძვროდა, ბოლოს მომბეზრდა და საზიზღრი იდეების მოფიქრება დავიწყე...
-გიორგი რატო არ წამოვიდა?.- გამახსენდა გუშინდელი დაპირება და გავხედე
-რავი მე
-აუ ისე კარგად გამართობდა გული დამწყდა.- გასაბრაზებლად ვუთხარი თუმცა რაზე გაბრაზდებოდა ამაზე ვერც მე ვერ მივხვდი
-საღამოს ჩამოვა და გაგართობს
- ძალიან კარგი, იმედია მან მაინც იცის ქალის პატივისცემა ზოგიერთი დევისგან განსხვავებით
-და რა გინდა მაგით მითხრა
-ის რო არ იცი ქალს როგორ მოეპყრო
-ქალს?
-ჰო ქალს
-ქალი კი არა ქალთევზა ხარ დღეიდან ისე ცურავდი.- ვითომ იხუმრა
-შენ იხუმრე თუ გინდა მაგარმ გეტყვი რო საერთოდ არ გამოგდის
-მადლობა შენიშვნისთვის, ქალთევზა თან რომელს მაგონებ იცი არიელში რო ბოროტია, თან რაღაც მოსუქდი ამ ბოლო დროს
-აუ გაჩუმდი ეხლა.- მე კი არ მოვუშალე ნერვები პირიქით
-რაო ვის მოეშალაო ნერვებიო?
-იცოდე ბავშვებს აგიბუნტებ
-მიდი, მარა ვერ შეძლებ ჩემიანები არიან.- ენა გამომიყო და ისევ ანკესს მიუბრუნდა ახლა მივხვდი 2 საათია აქ ვიყავით და ერთი ლიფსიტას გარდა ვერაფერი დაიჭირა, გავხედე და ეშმაკები ამითამაშდა თვალებსი
-რაო რა მოიფიქრე?
-შენ შენი ქალთევზა დაიჭირე ხო.- თვალით ვანიშნე და გავუღიმე
-დღეს არაა თევზი ჯადოქარი მოვიდაო და არ გამოდიან.- კიდე მაჯობა
-წასვლა მინდა
-სად?
-სახლში.- ახლა ცოტა დავასეროზულე
-აუ კაი რა ცოტახანი ვიყოთ
-არა მე წასვლა მინდა, ჯადოქარს წასვლა უნდა და აღარც წამოვა აქ არასდროს.- ნაწყენი ხმით ვუთხარი, არა კი არ ვუთხარი მართლა ნაწყენი ვიყავი
-აუ კაი რა ვხუმრობ.- ანკესს ხელი გაუშვა და ჩეემკენ მოიწია
-ვიცი რო ხუმრობ, მაგრამ წასვალ მინდა
-კაი ბოდიში, ნუ იბუტები, საბა და დიტო აღარ იბუტებიან მაგაზე
- ყველანაირად ცდილობ რო ნერვები მომიშალო, მე კიდე მწყინს.- ახლაღა ვაღიარ და თავი მუხლებზე ჩამოვდე
-კაი ბოდიში, აღარ გაგაბრაზებ.- აჰაჰა ნიკოლოზ წამოეგე შენ საყვარელო ლიფსიტა ანკესზე
-მაინც წამიყვანე
-რატო?
-ცუდად ვარ მზეზე ცუდად ვხდები ხოლმე, გული წამივა ახლა მალე ვგრძნობ.- შენ თუ ჩემს ნებაზე არ გატარო მე არ ვიყო მონიკა გიგაური
-სერიოზულად რატო არ მითხარი აქამდე.- პასუხი აღარ გამიცია ისე მივნაბე თვალები, თან ვცდილობდი არ გამცინებოდა, სასწრაფოდ ამიყვანა ხელში და თან ბავშვებზს ეძახდა მანქანაში სასწრაფოდო, მანქანაში ჩამაწვინა და ანკესიკენ გაბრუნდა ანასტასიას თვალი ჩავუკარი და გავუცინე
-ცუღლუტი ხარო.- ერთი მითხრა და მანქანაც მოსწყდა ადგილს, 10 წუთში ლოგინში ვიწექი და ყველა თავზე მადგა, სპირტით და ბამბებით ნიკას ჩემი ხელი ეჭირა და მიზელდა, ცოტაღა და სიცილით გავსკდებოდი, მაგრამ მთავარი დადგმა ახლა იწყებოდა, ნიკოლოზ ეს რო არ შეგრჩება უნდა გცოდნოდა აქამდე...

-იმედია სახალისო და კარგი თავი გამოვიდა



№1  offline წევრი SaLoOme

Ahahaha chrmnairi gogooa raa ❤❤❤❤ imedia male dadeeb da mozrdil tavs taaan ❤❤❤

 


№2  offline წევრი ninonino7500

აი დზ მაგარია :D :D ერტი სული მაქვს სჰემდეგ ტავს როდის წავიკიტხავ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent