შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?


9-10-2015, 09:28
ავტორი chica sol
ნანახია 6 543

-განგა-
მაღვიძარას გამაყრუებელმა ხმამ გამაღვიძა. ცალი თვალი გავახილე და ისრებს გავხედე. 6 საათს უჩვენებდა.
-რა?-ამოვიფრუტუნე,ვინმე მეხუმრებოდა? დილიდ 6საათზე მაღვიძარა ვინ დამიყენა?-ლენა მოგკლავ.-მუქარა გავუგზავნე ჩემს პატარა დას და ისევ დასაძინებლად გვერდი ვიცვალე.
-განგა, ადექი ახლავე, შენთვის დავაყენე მაღვიძარა.-ოთახში დედა შემოვიდა, და თავზე წაფარებული საბანი გადამაძრო.-საღამური კიდევ არ გაცვია?-დამიკივლა ქალბატონდა ქეთიმ და ჩემს ამოჩემებულ, უკვე საკმაოდ გაცრეცილ მაიკაზე მიმითითა.
-ამას რას ერჩი დე?-თვალებ გაუხელელმა ამოვილაპარაკე.
-ადექი გოგო, რა ძილქუში დაგაწვა, ქორწილი გაქვს დღეს.-ხმა ცოტა შეარბილა.
-მერე დილის 6-ზე მაქვს ქორწილი? დამაძინე რა, თვალები დამისივდება და უშნო ვიქნები.-მიზეზი მოვძებნე ჩემი ჭკუით.
-განგა ადექი მალე.- მოთმინება დაკარგა ქეთიმ. მას შემდეგ რაც მამა დავკარგეთ მე და ლანამ, ქეთიმ კი ქმარი, ნერვები არ ჰქონდა კარგ მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ 10 წელი გავიდა. გამიჭირდა ძალიან მამის გარეშე, მაგრამ გავიდა წლები და ნელ-ნელა დავუბრუნდით ძველ ცხოვრებას.
-ოოო... აღარ მინდა რა ეს ქორწილი.-საწოლიდან ბურდღუნით წამოვიწიე.-გააუქმეთ...-ხელი ისე ავიქნიე თითქოს სცენაზე ვიდექი და რამე როლს ვასრულებდი.
-განგა, ადექი, მე ჩაის გაგიკეთებ. ხუთ წუთში სამზარეულოში იყავი იცოდე.-აშკარად გაღიზიანდა დედა. ფეხის ხმა მომესმა და კარიც გაიხურა.
არა რა, რა დროს ჩაია ამ დილა ადრიან? ახლა ხომ უნდა მეძინოს? როგორც იქნა, წამოვჯექი საწოლზე.
მე განგა დოლიძე ვარ, 20 წლის. სტუდენტი ვარ, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ, თანაც ძალიან კარგად. უკვე მეორე კურსზე ვარ.დღეს ჩემი ქორწილია.არ გეგონოთ რომ არ მიხარია, უბრალოდ დილით ადრე ადგომას ვერ ვიტან და ასეთი ტრაგიკული სახე მაქვს ყოველთვის, როცა მაღვიძებენ.
ჩემს ხასიათებზე რა გითხრათ? წუწუნა ვარ ძალიან. მაგრამ ძალიან მხიარული და კაცთმოყვარე. ყველა მიყვარს მგონი დედამიზის წურგზე, შაჰ აბასის გარდა... ჰაჰაჰააა ეს ხუმრობით, თუმცა შაჰ აბასს მართლა ვერ ვიტან...

ჩემი საქმრო, ლადო იოსელიანი 27 წლისაა და პოლიციის ერთ-ერთი წამყვანი დეტექტივია. პროფესია ძალიან სერიოზული აქვს და თვითონაც სერიოზულია.სულ გვეუბნებიან რომ ერთმანეთს ვავსებთ, მე მხიარული ვარ, ის კი სერიოზული.მოკლედ ჩვენი წყვილი ყველას მოსწონს. ლადო, ჩემი კურსელისა და დაქალის თათიას ბიძაშვილია, და პირველად მაშინ ვნახე. როცა თათიას მოაკითხა უნიში. პოლიციელები, რატომღაც სულ მელოტ და ღიპიან ტიპებად წარმომედგინა, მაგრამ ლადო რომ დავინახე... როგორ გითხრათ?.. პირდაპირ „მომცელა“ პირველივე დანახვით. ჩემზე ორი თავით მაღალია, სხვათაშორის არც მე მეთქმის დაბალი. საშუალო სიმაღლის ვარ. საოცრად სიმპატიურია, განიერი მხარ-ბეჭი და „გამოყვანილი“ კუნთები... ეს ხომ ისაა რაზეც ყველა გოგო ოცნებობს? ხოდა მეც... უბრალოდ შემიყვარდა...
მერე გვქონდა შეყვარებულობის 1წლიანი პერიოდი. რა ვთქვა? ძალიან თბილია, ყურადღებიანი, ზედმეტადაც კი... ცოტა ეჭვიანია, აი, სულ სულ ცოტათი. უხდება კიდეც... ყოველთვის მანებივრებდა საჩუქრებით, რომელიც უხერხულობის შეგრძნებას მიტოვებდა. არ ვიცი რატომ, ალბათ ასეთი ძვირად ღირებული რომ იყო, იმიტომ...
მოკლედ, აღარ გავწელავ და ყველაფერი დანარჩენის შემდეგ, დღეს ჩემთვის უბედნიერესი დღეა. მე ვიპოვე ადამიანი, რომელიც მიყვარს და ვუყვარვარ. და დღეს მე მისი ცოლი ვხდები.


ერთ საათში სახლი უკვე ბაზარს გავდა. ვისაც არ ეზარებოდა ყველა აქ იყო და თავს მევლებოდა. ნათესავები, მეზობლები, მეგობრები...
12 საათზე ლადოც მოვიდა, ისეთი თვალებით მიყურებდა თეთრ ულამაზეს კაბაში გამოწყობილს, სუნთქვა შემეკრა. წავედით, ხელი მოვაწერეთ, ჯვარი არ დაგვიწერია. ლადოს ოცნებად აქვს რომ ჯვარი გელათში დავიწეროთ, და რადგან დღეს ვერაფრით მოვასწრებდით ქუთაისში ჩასვლა-ჩამოსვლას, ჯვრისწერა სხვა დღისთვის გადავდეთ. მერე სურათების გადასაღებად გავიარეთ სხვადასხვა ადგილებში და ბოლოს დარბაზში მივედით.
ყველა აღფრთოვანებული გვიკრავდა ტაშს.მე და ლადო წინ მივდიოდით, ხელის მომკიდეები კი უკან მოგვყვებოდნენ. ჩემი მეჯვარე ნანკაა, ჩემი ბავშვობის მეგობარი. ბაღიდან სასწავლებლამდე რომ ერთად მივიკვლევდით გზას, აი, ისეთი მეგობარი იყო, და და მესაიდუმლე. ლადოს მეჯვარეს კი ვატო ჰქვია. მე კი დიდად არ მომწონს ეგ ადამიანი, მაგრამ ისიც ლადოს ბავშვობის მეგობარია და ახლაც ერთად მუშაობენ...
ყველაფერი გადასარევად მიდიოდა...მე და ლადომ დაისი შევასრულეთ, მერე კი დადგმული ვენური ვალსი...ნეტავ იცოდეთ, რამდენი ვეხვეწე ლადოს და ძლივს დავითანხმე, რომ ეს ცეკვები ქორეოგრაფთან გვესწავლა.აი შედეგიც...ფანტასტიურად გამოვიდა ყველაფერი.
მერე ვატომ საცეკვაოდ გამიყვანა. ვალსი ვიცეკვეთ.ვატო უკვე კარგად იყო შემთვრალი და ისე მიხუტებდა თითქოს ბიჭის ხელის მომკიდე კი არა, ნეფე ყოფილიყოს.ნერვები მომეშალა, მაგრამ რა მექნა? 200 კაცის წინ ხელს ხომ არ ვკრავდი და ჩხუბს ხომ არ ავუტახავდი? როგორც იქნა ჩამთავრდა მუსიკაც და ლადოს გვერდით მივუჯექი.
-მოგეწონა ვატოსთან ცეკვა?- გადმომჩურჩულა ლადომ. აშკარად გაბრაზებული ჩანდა.
-არ მითხრა ვეჭვიანობო... ეს ესაა მე და ვატო თითქმის დავნათესავდით. ეს ბოლო დღეა საყვარელო,როცა ჩემზე იეჭვიანებ...-გავუცინე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე.
მხიარულება გრძელდებოდა. ხალხი უკვე კარგად შემთვრალიყო. ლადოც სვამდა, რამაც გამაკვირვა.ამ ერთი წლის მანძილზე, არასდროს მინახავს ნასვამიც კი.ვერ ვიტან მთვრალ ხალხსო, მეუბნებოდა. თუმცა ეს ჩემი და მისი დღე იყო და ის უნდა გაეკეთებინა რაც უნდოდა.
უკვე გვიანი იყო. ძალიან დავიღალე და თავი ლადოს მხარს ჩამოდადე.
-დაიღალე პატარავ?- ჩამჩურჩულა ლადომ და თავზე მაკოცა.
-მმმ...-თავის ქნევით ამოვიკრუსუნე.
-ადექი წავიდეთ.
-ლადო სირცხვილია, ხალხი ისევ აქაა...- თავი წამოვწიე და თვალებში შევხედე.ჩაწითლებული ჰქონდა. ალბათ სასმლის გამო.
-არ მაინტერესებს ხალხი.-მითხრა და ტუჩებზე მომწვდა. ალკოჰოლის საშინელმა სუნმა, გული ლამის შემიწუხა. ისედაც ძლივს ვიდექი ფეხზე. სწრაფად მოვშორდი და თავი დავუქნიე.-ისეთი ლამაზი ხარ თავს ვერ ვიკავებ, ერთი სული მაქვს ეს კაბა მოგაშორო...-ჩამჩურჩულა და ყელზე მაკოცა.გამაჯრჯოლა.
რაო? კაბა მოგაშოროო? ღმერთო... ქორწილის მზადებით ისე ვიყავი დაკავებული, რომ აი ამაზე უკვე აღარ მიფიქრია.
გოგო არ მეგულება, ვისაც არ ჰქონდეს ქორწილის შემდგომ ღამეზე ნაფიქრი, მაგრამ ამ დაძაბულმა რეჟიმმა, სულ გამომიბერტყა ეს საკითხი თავიდან.
ავნერვიულდი? და მერე როგორ? ხელები მიკანკალებდა...
ლადო წამოდგა, ხელი ჩამკიდა და მეც ამაყენა. ყურადღება მოითხოვა სტუმრებისგან, ყველას დაემშვიდობა ორივეს სახელით და დარბაზიდან გამიყვანა.
მანქანაში მოვთავსდით თუ არა, საბურავების ჭრიალით მოსწყდა ადგილს და მისი სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. ხმას არც ერთი არ ვიღებდით. 15 წუთში უკვე სახლთან ვიყავით. ეს ორსართულიანი, საკუთარი სახლი, რამდენიმეთვის წინ იყიდა ჩვენთვის ლადომ. რემონტი და ავეჯი ორივეს გემოვნებით იყო გადაწყვეტილი. ეს სახლი უკვე ჩემად მიმაჩნდა.
ლადომ კარი გამიღო და ხელი ჩამკიდა. გადმოსვლაში დამეხმარა და სახლის ზღურბლზე მისული, ხელში ამიტაცა, მას შემდეგ რაც კარი გასაღებით გააღო.
ამაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა. კი ვიცინოდი, მაგრამ ვაი ამ სიცილს. ნერვიულობისგან ისე ვიყავი გაქვავებული, კლდეც ვერ შემედრებოდა.
ასე, ხელში აყვანილი ამიყვანა მეორე სართულზე და ახლა უკვე „ჩვენი“ საძინებლის კარი შეაღო. გული უკვე ყელში მიცემდა.მისი ბაგაბუგი არემარეს აყრუებდა.
უკვე საწოლთან მისულმა, დამაყენა ფეხზე და მაშინვე ტუჩებზე დამაცხრა.
უხეშად მკოცნიდა, ყოველგვარი თავშეკავების გარეშე.გამაჟრჟოლა, ბუსუსებმა დამაყარა. ერთიანად დამრია ვნებამ ხელი... ლადომ ხელები ჩემს უკან წაიღო და კაბის თასმებს დაეჯაჯგურა. ჰაერი აღარ მყოფნიდა, მის ტუჩენს მოვშორდი. ალკოჰოლის სუნი ყელს მიწვავდა. კოცნა არ შეუწყვეტია, ტუჩები ახლა ყელზე ჩააცოცა... ლადოს თითები კაბის თასმებში აებლანდა, ზურგით შემაბრუნა და თასმები ძლიერად გაქაჩა. უცებ კაბა ისე შევიწროვდა და მომეჭირა სხეულზე, რომ სუნთქვა გამიჭირდა.
-ფრთხილად!-წამოვიძახე მოულოდნელობუსგან შეშინებულმა.- ასე ვერ ვსუნთქავ...-ამოვიკნავლე.
როგორც ჩანს, არც კი მისმენდა, რადგან კიდევ მთელი ძალით გამოქაჩა თასმები და გამოგლიჯა. აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი, რომ მთელი კაბა ტანზე შემომაგლიჯე და ხელის კვრით, ნახევრად შიშველი საწოლზე დამაგდო.
-ლადო, ფრთხილ...-ნორმალურად ვერც კი წარმოვთქვი სიტყვა, რომ ზევიდან მომექცა და ტუჩებზე მომვარდა. ეს უკვე ნორმალური აღარ იყო. ეს არ იყო სიამოვნება, ეს უკვე ტკივილს მგვრიდა. მისი მოშორება ვცადე.ხელები მხრებზე მივაჭირე, მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი.
-გეყოფა ლადო, მომშორდი.- წამოვიძახე, როდესაც ჩემს ტუჩებს მოსწყდა. რა ემართება? ასეთი უხეში არასდროს ყოფილა.ეს ხომ ის ღამეა, როცა ქალს სათუთად უნდა მოექცე? სიყვარული აგრძნობინო? ყოველ შემთხვევაში ასეა წიგნებსა და ფილმებში...მაშ რა ხდება?
ლადიმ წინააღმდეგობა რომ იგრძმო, თავი წამოსწია და სახეში გამარტყა.
-რა თქვი? შენ უკვე ჩემი ცოლი ხარ დაგავიწყდა? მთელი ერთი წელი გელოდე...- დაამთავრა თუ არა გამოსვლა სწრაფად შემომაგლიჯა ტანზე საცვლები.
ვტიროდი, ვკიოდი, ვთხოვდი, ვევედრებოდი... არაფერმა არ გაჭრა. მხოლოდ მაშინ მომშორდა, როცა თავისი ცხოველური ჟინი დაიკმაყოფილა.
მთელი სხეული მტკიოდა.ვეღარ ვინძრეოდი. ტირილის თავიც კი აღარ მქონდა. ლადო კმაყოფილი ღიმილით გადაგორდა გვერდძე და რამდენიმე წუთში ხვრინვა ამოუშვა.
უხმოდ მომდიოდა ცრემლები. ეს რა იყო? რა მოხდა? მინდოდა მეფიქრა იქნებ ეს რეალური არაა, იქნებ მძინავს და სიზმარია, ან მელანდება თქო, მაგრამ ნუთუ შეიძლება არარეალურ სამყაროში, ასე გტკიოდეს სული ან სხეული? არა მგონია. ადამიანი, რომელიც მიყვარდა და რომლის ცოლიც გავხდი საკუთარი ნებით, ასე რატომ მომექცა? მე ხომ ისედაც მისი ვიყავი, ეს რატომ გააკეთა?
ადგომა მინდოდა, მაგრამ ჩემი ყოველი მოძრაობა ისეთ ტკივილს მგვრიდა, თავი ჯოჯოხეთში მეგონა. პირში სისხლის გემოს ვგრძნობდი. მან რამდენჯერმე გამარტყა და ალბათ ტუჩი გამისკდა. თავი მისკენ მივაბრუნე, სახეზე ისეთი კმაყოფილება ეხათა, ლამის კივილი ავტეხე. მის გვერდით ვერ გავჩერდები, მის საწოლში ვერ ვიწვები...
წამოვიწიე. მთელი სხეული მტკიოდა, თითქოს ახლახან კიბიდან დავგორებულიყავი. ძლივს გადავძვერი საწოლიდან. შიშველ სხეულხე პლედი მოვიფარე. გავლასლასდი კარისკენ მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოვახერხე და ჩავიკეცე. მწვავე ტკივილი მოძრაობის უნარს მიკარგავდა. იატაკზე მოვიკუნტე და გავითიშე.

დილის 7 საათს უჩვენებდა ისრები, თვალები რომ გავახილე. ისევ იატაკზე ვეგდე პლედში გახვეული. ჩუმი ქვითინი ამივარდა. ადამიანმა რომელიც მიყვარდა ჩემზე ძალა იხმარა.. მცემა და გამაუპატიურა... რეალობა ისეთი მწარე იყო, მინდოდა გონება დამეკარგა, გავთიშვიდო ამ სამყაროს, მაგრამ არა... სულიერმა თუ ფიზიკურმა ტკივილმა ერთიანად დამრია ხელი, კლანჭები ჩამავლო და თავის სამფლობელოში გამათრია...
ერთი საათის შემდეგ ისევ გავახილე თვალები. ოთახში უკვე შემოსულიყო ფანჯრებიდან სინათლე. წვალებით წამოვჯექი, კედელთან მივხოხდი და ზურგით მივეყუდე.
პლედი გადავწიე და საკუთარ სუსთ სხეულს შევხედე. სხეულზე წუხარდელი ძალადობის კვალი გარკვევით მემჩნეოდა. ხელებზე, მკლავებზე, ნეკნებზე, ფეხებზე ყველგან წითლად და ღია ლურჟად მემჩნეოდა თითებისა თუ კბილების კვალი... ფეხებზე, მუხლს ზემოთ, სისხლი აქა-იქ ლაქებად მიმხმობოდა, დასტური ჩემი ქალიშვილობისა...
ისევ პლედი გადავიფარე და ოთახს თვალი მოვავლე. ჩემი თეთრი კაბა, რომელიც გუშინ მეცვა და ჩემს უბედნიერეს დღეს ავღნიშნავდი, გადაგლეჯილი ეგდო ფუმფულა ხალიჩაზე. სადაც წითელი ვარდის ფურცლებიც მიმოფანტული ეყარა...
ისევ ავტირდი უხმოდ. ბერნიერების მოლოდინში, თავს ჯოჯოხეთი დამატყდა. საწოლში ლადო აწრიალდა. აშკარად იღვიზებს... ახლა რა უნდა ვქნა? სად გავიქცე ან როგორ? რა ვქნა, ვის ვთხოვო შველა?
პანიკა დამეწყო...

***
ბავშვებოო...
ისევ დავბრუნდიი... (თითქოს ვიყავი სადმე წასული):დდ
ახალი ისტორია მოგიტანეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ. ველოდები შეფასებებს, ღირს გავაგრძელო?
მიყვარხართ ყველაა.
თქვენი მარიამი.



№1  offline წევრი vikipiki.

ოი მარიამ რა რთულად დაიწყეეე :( ვიმედოვნებ როგორც დანარჩენი ისტორიებიი ესეც შესანიშნავი იქნება :* :*: *: ♥ გკოცნი ბევრსს

 


№2  offline მოდერი chica sol

vikipiki.
ოი მარიამ რა რთულად დაიწყეეე :( ვიმედოვნებ როგორც დანარჩენი ისტორიებიი ესეც შესანიშნავი იქნება :* :*: *: ♥ გკოცნი ბევრსს

Chemi vikunia... ra kargi myavxar❤
Da rogor miyvarxar.
Xo ase gamovida...

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

ვაიმე აი ეს ყველა შენი ისტორიისგან განსხვავებულია ჩემო გოგო <3 ძალიან მომწონს,იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დამთავრდება <3

 


№4  offline მოდერი chica sol

MariamG
ვაიმე აი ეს ყველა შენი ისტორიისგან განსხვავებულია ჩემო გოგო <3 ძალიან მომწონს,იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დამთავრდება <3

ჩენი საყვარელი გოგო ხარ შენ... love
მეც ამის იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება...
ამასთან შენ მიყვარხარ ძალიან love

 


№5  offline წევრი gabun1a

ვა როგორი მონსტრი პერსონაჟია ლადო, საინტერესოა როგორი თანაცხოვრება ექნებათ :)) თემა აქტუალურია ძალადობა ქალებზე, წარმატებულ განვითარებას ვუსურვებ სიუჟეტს .))

 


№6  offline მოდერი chica sol

gabun1a
ვა როგორი მონსტრი პერსონაჟია ლადო, საინტერესოა როგორი თანაცხოვრება ექნებათ :)) თემა აქტუალურია ძალადობა ქალებზე, წარმატებულ განვითარებას ვუსურვებ სიუჟეტს .))

დიდი მადლობა... მიხარია რომ კითხულობ...

 


№7  offline წევრი marisa

რა თქმა უნდა, უნდა გააგრძელო. ძალიან მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობით დაიწყე, მინდა გითხრა, რომ შენი ნაწერებიდან ეს ყველაზე მეტად მომეწონა ჯერჯერობით, იმიტომ რომ რეალობა ჩანს ნათლად. უმრავლესობა ქორწილის პირველ ღამეს მთვრალია, იმ დონემდე რომ რას აკეთებენ, ვეღარ ან არ აღიქვამენ და ქალებს საშინლად ექცევიან. ზოგი მის მერეც :) რომ გადაბრუნდება და ხვრინვას ამოუშვებს ^^ რამდენიმე ასეთი მაგალითი ვიცი ქალების. ვერ ვიტან ამ ქალიშვილობის თემას :/ ფუუუ, მეზიზღება.როდესმე არ უნდა მოიძირკოს?! იმედია, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ეს გოგო და ამ ნაბიჭვართან არ დარჩება :))) მომწონხარ მე შენ ♡ და მომიტევე, თუ კომენტარს არ ვწერ ხოლმე

 


№8  offline მოდერი chica sol

marisa
რა თქმა უნდა, უნდა გააგრძელო. ძალიან მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობით დაიწყე, მინდა გითხრა, რომ შენი ნაწერებიდან ეს ყველაზე მეტად მომეწონა ჯერჯერობით, იმიტომ რომ რეალობა ჩანს ნათლად. უმრავლესობა ქორწილის პირველ ღამეს მთვრალია, იმ დონემდე რომ რას აკეთებენ, ვეღარ ან არ აღიქვამენ და ქალებს საშინლად ექცევიან. ზოგი მის მერეც :) რომ გადაბრუნდება და ხვრინვას ამოუშვებს ^^ რამდენიმე ასეთი მაგალითი ვიცი ქალების. ვერ ვიტან ამ ქალიშვილობის თემას :/ ფუუუ, მეზიზღება.როდესმე არ უნდა მოიძირკოს?! იმედია, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ეს გოგო და ამ ნაბიჭვართან არ დარჩება :))) მომწონხარ მე შენ ♡ და მომიტევე, თუ კომენტარს არ ვწერ ხოლმე

ვაიმეე როგორ გამახარე მე შენ...
მახსოვს წინა ისტორიაზე შენი კომენტარი... არ წერ ხშორად,მაგრამ ერთს დაწერ და ყოვლის მთქმელს. ისტორია ცოტა მძიმე იქნება და სიმართლე გითხრა, ფინალი არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილი.
დიდი მადლობა რომ კითხულობ. love

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან მძიმეა. დაპირებისამებრ დავიწყე კითხვა, ველოდი ბედნიერებისგან უნდა ავცრემლებულიყავი, თუმცა პირიქით მოხდა და უბედურების ზარმა ჩამორეკა თითქოს.
ძალიან უსიამოვნო იყო. ასეთ ბედს არავის ვუსურვებ.
მაგიჟებს ის ფაქტი მაინც, რომ ყველა გოგო თავის ქალიშვილობაზე ფიქრობს, ან იმაზე, თუ ერთხელ გათხოვდა მისთვის ვსო, უკვე დასრულებულია ცხოვრება, არადა ასე არ არის. როგორ მინდა მთელმა საზოგადოებამ შეიგნოს ეს და მეც სულ ამას გავურევ ხოლმე ჩემ ისტორიებში ან მოთხრობებში.
დამძაბა.
საშინლად ამწვა სულის ნაწილი.
თითქოს ყველაფერი საშინელება ახლა მოხდა და მეტი რა უნდა მოხდეს არ ვიცი.
უკვე ვერ ვიტან ლადოს და ძალიან მეცოდება ეს გოგო... ძალიან!
თემა ნამდვილად აქტუალურია... რამდენი პირუტყვია ამქვეყნად, ადამიანად ყოფნას რომ არ იმსახურებს და შინაურ ცხოველად რომ უნდა გაიხადო, დაბმული და მიჯაჭვული, ხანდახან რომ ოთხფეხზე ასეირნო!
ამ კატეგორიას მიეკუთვნება ეს ჩვენი ლადოც! ფუუჰ!
წერის სტილმა კი განმაცვიფრა. რომ არ მომწონებოდა ამდენს არ დავწერდი love
უბრალოდ მაღიზიანებს ასეთი ტიპები და მეც რომ ვქმნი მეც გული მერევა მათზე, თუმცა მაინც ვქმნი, იმიტომ კი არა, რომ მომწონს, რომ არ მომწონს სწორედ ამიტომ ვქმნ, რომ ხალხს ვანახო როგორები არიან!
ნიჭიერი ხარ... <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent