შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსპერიმენტი საკუთარ თავზე


9-10-2015, 23:23
ავტორი ლორელაი
ნანახია 6 190

კარი როგორც კი მივხურე და დედაჩემის ფეხის ხმაც მიწყდა კიბეებზე,ადგილს მოვწყდი,მისაღებში შევარდი და დივანზე გულაღმა გავიშხლართე,რა ბედნიერეება ღმერთო მარტო ვიცხოვრებ,დიახ!ამიერიდან მექნება ჩემი პირადი მიკრო სამყარო,როგორსაც შევქმნი მხოლოდ მე და არავინ სხვა!
ახლაც რომ მახსენდება რა სახეები ჰქონდათ ჩემებს,სადილზე როდესაც ეს სურვილი ხმამაღლა გამოვხატე,ისევ გულიანად მეცინება.ქალბატონი ელენე-დედაჩემი და ბატონი გურამი-მამაჩემი გაოცებულები შემომცქეროდნენ.
ღმერთო რა სახალისო იყო!
-ემილიანა გესმის რას ამბობ?-მითხრა დედაჩემმა და ტუჩები ნაზად მოიწმინდა ხელსახოცით,ასე მხოლოდ მაშინ მეძახის როდესაც ჩემზე გაბრაზებულია,ან როცა ჩემთვის ჭკუის დარიგება უნდა.დედაჩემი ძალიან დახვეწილი ქალია,მე ვერც კი შევედრები,მაღალი,შავგვრემანი,გრძელი შავი თმით,ყავისფერი თვალებით და არისტოკრატიული ნაკვთებით(წინაპრებისგან ერგო მემკვიდრეობით).ექიმია,ქვეყანაში წარმატებული და არა მარტო,საზღვარგარეთაც ხშირად დადის მიწვევით.
-მესმის დედა,სრულიად გააზრებული მაქვს ყველაფერი და ვფიქრობ ასე ჯობია,როგორც ჩემთვის,ჩემი მომავალი ცხოვრებისთვის ასევე თქვენთვისაც,ნუ თქვენთვის რა ანასა და ლაშიკოსთის-მივუბრუნდი ჩემს ძმას და რძალს,ამ უკანასკნელს აშკარად მოეწონა ჩემი იდეა,რატომაც არა,აბა ვის უნდა სახლში გასათხოვარი მული,რომელსაც არც თუ ისე კარგი ხასიათი აქვს და რომელიც 24 საათი სულ სახლშია,მეგობრბთანაც კი არ მიდის...
-რა უნდა აკეთო მარტო სახლში?ან სად უნდა იცხოვრო?რით ირჩენ თავს?რამდენადაც ვიცი სამსახური ჯერ ვერ იპოვე-ეს უკვე მამაჩემია.მამა კარგი ტიპია,ხო ზუსტად ასე კარგი ტიპია.სულ ვფიქრობდი,როცა გავთხოვდები მამაჩემისნაირ ბიჭს გავყვებითქო ცოლად,მამა ყოფილი კალათბურთელია,ამჟამად ბიზნესითაა დაკავებული,მხიარულია,სიმპათიური,ენაწყლიანი,მოკლედ იდეალური მამაკაცია.
-ვფიქრობ,თავიდან თქვენ მოგიწევთ ჩემი რჩენა,როგორც აქამდე,მერე კი აუცილებლად გაგათავისუფლებთ ჩემი მარწუხებისგან-გავიცინე და ლაშიკოც ამყვა სიცილში.
-დედა ვფიქრობ ემილი მართალია,პატარა აღარაა,შეძლებს საკუთარი თავის მიხედვას-ეს ლაშაა,ეტყობა ანამ უკვე ანიშნა,რომ ჩემი მხარე დაეჭირა,თუმცა რატომ,ლაშა ყოველთვის ჩემს მხარეზზე იყო,ახლა რატომ არ დამიჭერდა მხარს?!საუკეთესო ძმა მყავს!
-აი, ხომ ხედავთ ლაშიკოს სჯერა ჩემი-ხელები გავშალე-ისღა დაგვრჩენია პლეხანოვის ბინა დავალაგოთ და ჩემი ნივთები გადავიტანოთ.
ნუ აღარ გავაგრძელებ,რა ამბები გამოვიარეთ დღემდე,მაგრამ მე ჩემი გავიტანე,მარტო გადავედი საცხოვრებლად,სწორედ ისეთ ბინაში როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი,პატარა,მყუდრო,დიდი ფანჯრებით,ხედით პროსპექტზე,ულამაზესი აივნით,ლამაზი ფასადის სახლში...ბევრი ყვავილებით ბინაში და აივანზე პატარა მაგიდით,საღამოობით გოგოებთან ერთად ჩაის დალევა რომ შევძლო.
კედლები ჩემი ხელით შევღებე,მე თვითონ დავალაგე,ფარდებიც მე შევარჩიე,ავეჯიც,ცოტა ძველებური,სახლს რომ მოუხდება ისეთი და ძალიან კომფორტული,ჩემ ხასიათს რომ მოუხდება...
მოკლედ, დაიწყო ექსპერიმენტი საკუთარ თავზე...



№1  offline წევრი EmyLee

მმმ კაიაა <3
--------------------
Rain Of Native Girl

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent