შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი მეორე ნაწილი (8 თავი)


1-12-2015, 00:00
ავტორი murachashvili
ნანახია 3 082

მერვე თავი
მოვლენები მინიმალური გადახვევებით, მკაცრად გრაფიკის მიხედვით ხორციელდებოდა. პროდიუსერები გავაფრთხილე, რომ გეგმიდან გადახვევა არ მინდოდა. კონცერტი შოუს ეფექტებითაა, დამსწრე საზოგადოება ჩემს სახელს სკანდირებდა. სცენაზე რამდენიმეჯერ გავედი. ღიმილით ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს. ულევ ბედნიერებას და წრფელ სიყვარულს ვუსურვებ ყველას და ალბათ საკუთარ თავსაც.
სენტიმენტები მაწუხებს და ცრემლები მომდის. საღამოს ისევ პრესის წარმომადგენლებს ვხვდებით, რასაც ისევ გამოსამშვიდობებელი სადილი მოჰყვა. თუმცა ამჯერად სიურპრიზიც მელის. თემო ალბათ თავს უფრო მშვიდად გრძნობს, როცა მთელი მისი ჯგუფი, მთელი ამალა, მეთაური, დიმკა, რაფო და ახალი წევრი, სოფიც მხარს უმაგრებენ. ამ უკანასკნელის დანახვაზე გული მერევა. სვავებივით ერთად სხედან. ვცდილობ მათთან შეხვედრას თავი ავარიდო, მაგრამ არ გამომსდის. მეთაური ღიმილით მოემართება ჩემთან შესახვედრად.
-დავიჯერო ჩემზე იმდენად ხარ ნაწყენი, რომ არც კი მომესალმები? - გულუბყვილო ბავშვივით მიღიმოდა ის.
- განა თქვენც იცნობთ ანასტასია კოვალიოვას? - მსუბუქი სარკაზმით ვპასუხობ კითხვაზე.
- თუ დიმკას და თემოს იცნობ, რა დაშავდება მეც თუ მიმაწერ ძველი მეგობრების სიას?! - იცინის ის და გულში თბილად მიკრავს.
- რა გითხრათ. უკვე ვეღარ ვიგებ ვინ ჩავთვალო მეგობრად და ვინ -მტრად!
მეთაური ყურადღებით მაკვირდება, ალბათ ჩემი სიტყვების აზრი სახეზე უნდა ამოიკითხოს. მათ მაგიდასთან მეპატიჟება, ვცდილობ უარი ვთვმა, მაგრამ ვამჩნევ ზედმეტ ყურადღებას ვიპყრობთ და ნელი ნაბიჯით მივყვები.
- ჩემს წინადადებაზე უარი გითქვამს! - საუბარს აგრძელებს ის.
- სულ რაღაც გუშინ დილით ალბათ სიხარულით დაგეთანხმებოდით. ეხლა კი...
- განა რა მოხდა ისეთი ამ ერთ დღეში, რომ ასე იმოქმედა შენზე?
- ზოგჯერ ერთი დღე კი არა ერთი წუთიც კი საკმარისია, ცხოვრებაზე აზრის შესაცვლელად. - ვცდილობ პასუხში ხუმრობის ტონი შევურიო, მაგრამ ვგრძნობ ტკივილი მაინც გამეპარა ხმაში.
- სალომე მე წლების წინ დაგპირდი, რომ დაგეხმარებოდი დაბრუნებაში. ეხლა სწორედ ეგ დროა. მაგრამ თუ უარს მეტყვი, შეიძლება მომავალში ასეთი შანსი აღარც გქონდეს.
- მესმის, მაგრამ ვის გამოც დაბრუნება მსურდა, მას აღარ ვჭირდები. - მაინც ვერ შევიკავე თავი, საკუთარი დარდი გავუმჟღავნე.
ჩემმა სიტყვებმა აშკარად ღიმილი მოჰგვარეს: - ნეტავ საკუთარი თავის დანახვა გვერდიდან შეგეძლოს. არ მეგონა შენი წასვლა თემოზე ასე თუ იმოქმედებდა.
- ძალიან გთხოვთ, მაგ ადამიანზე საუბარი არ მსურს. -ვცდილობ შევაწყვეტინო, მაგრამ თითქოს არ მისმენს.
- ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მისი მისწრაფება სამხედრო ცხოვრება იყო. ვფიქრობდი გმირობისთვის იბრძოდა, თურმე შევცდი, ის ერთი გოგოსთვის ცდილობდა თავის გამოჩენას, მისი სამშობლო ის გოგო ყოფილა. წავიდა ის გოგო და თემოც გაქრა. ვერ ვიტყვი, რომ საქმისთვის არ იბვის, ან დავალებებს არ ასრულებდა, მაგრამ გული დაკარგა, გრძნობა. რობოტივით ავტომატურად მოქმედებდა, ჩვენ კი ის მისი ცეცხლოვანი ხასიათის გამო შევარჩიეთ. ხალხს უყვარს ემოციური, მგრძნობიარე ადამიანები. ხვდები რისი თქმა მსურს.
- ხალხის რა გითხრათ, მაგრამ მე ნამდვილად მომწონდა მგრძნობიარე თემო. - მეცინება მე - მაგრამ ჩემი დაბრუნებისთვის უკვე ძალიან გვიანია. მის ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც გამოაცოცხლებს, გულსაც გაუთბობს.
- იქნებ მაინც დაფიქრდე ჩემს წინადადებაზე? - მუდარანარევი ხმით მეუბნება მეთაური. - ჩვენ გვჭირდები...
- მართალი ბრძანდებით, თქვენ გჭირდებით და არა - მე. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ დავიღალე. აღარ მინდა, ისევ გამომიყენონ და მომისროლონ. დავიღალე. თან ზურგს უკან შვილი მიდგას. მის მომავალს საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებ. წავიდა ის დრო იდეალების რომ მჯეროდა.
- სამწუხაროა! - იმედ გაცრულებულმა ჩაილაპარაკა მან.
როგორც იქნა მაგიდასაც მივუახლოვდით. - ქალბატონო ანასტასი, ბედნიერი ვარ ისევ რომ გხედავთ! - ხელზე მკოცნის რაფო.
- როგორც ვხედავ ჩვენს ბიჭებში პოპულარობით სარგებლობთ, თქვენი დანახვა განსაკუთრებით უხარიათ! - გამკენწლა სოფიმ.
- თავის დროზე კარგი მეგობრები მყავდა, მათი ნახვა ყოველთვის მსიამოვნებს.
თემო აშკარად თვალს მარიდებს. რაღაც ისე ყოჩარად ვერაა, როგოც წინა საღამოს. დიმკა დაძაბული მეჩვენება, თითქოს რაღაცის ეშინია.
- ოჯახში ხომ კარგად ხართ? - ვცდილობ დაძაბული სიტუაცია განვმუხტო, დიმკას მივმართავ კითხვით - ბავშვები ალბათ უკვე დიდები არიან! .
- კი, რა უჭირთ იზრდებიან. - მის პატარებზე სხვადასხვა ისტორიებს ყვებოდა. ვიცინოდით.
სოფის გაოცებისგან თვალები უდიდდებოდა, თემოც უფრო და უფრო იღუშებოდა და იბღვირებოდა. მისი უხასიათობა აშკარად შესამჩნევი იყო.
- რა სჭირს? ისევ ეჭვიანობის შეტევა აქვს? - ჩუმად გადაულაპარაკა რაფომ დიმკას.
- რას გაუგებ. ორი დღეა დანა პირს არ უხსნის. თავ-პირი ჩამოსტირის. მეგონე დეპრესიამ გაუარა, მაგრამ...
- ვერ გავიგე ვერაფერი. - მხრებს იჩეჩავს რაფო.
როგორც იქნა ნელ-ნელა საღამო დასასრულს უახლოვდება. ჩემი წამებაც დამთავრდება. ღიმილით ვემშვიდობები დამსწრე საზოგადოებას და ნომერში ავდივარ. გულში კიდევ ერთხელ ჩამწყდა. თითქოს ველოდი, რომ ბოდიშს მომიხდიდა. მაგრამ არა... დღეიდან ერთმანეთისთვის მართლაც უცხონი ვიყავით, საერთო აღარაფერი გვქონდა. ჩემს წარსულს დიდი წერტილი დაესვა.
ისევ ღამე, ისევ თბილისი, აეროპორტი და გაცილება. მივფრინავ, მივფრინავ და ისევ მტკივა. ოღონდ აღარ ვტირივარ. ყველაფერი დასრულდა. გული მწყდებოდა, რომ ამის გააზრებას ამდენი წელი შევალიე. ალბათ ასე იყო საჭირო. მუდმივი ლოდინისა და შფოთვის წლები სრულდებოდა. საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ბედნიერება სადღაც მელოდა. მაგრამ მაინც მტკიოდა, შიგნიდან მტკიოდა და ეს ორმაგად მაღიზიანებდა.

თემო
სალომეს თბილისში სტუმრობიდან რამდენიმე თვეა გასული. მოსკოვში ჩავედი. ვიცოდი სალომე გასტროლებზე უნდა წასულიყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ შევხვდებოდით, და ჩამოსვლა ამიტომაც გავბედე. მაგრამ ალბათ ესეც ბედის ირონიაა. მოსაცდელში ხალხია შეკრებილი.
- რა ხდება? - ვკითხულობ მე.
- ცნობილი მომღერალი ანასტასია კოვალიოვა ვაჟთან ერთად მიემგზავრება გასტროლებზე და თაყვანისმცემლები აცილებენ. - მპასუხობს ვიღაც.
და, აი ვდგევარ აეროპორტის მოსაცდელში და ქურდივით ვიმალები. ბრბო ანასტასიას სახელს სკანდირებს. სრულიად უცხო ადამიანები მასთან შეხვედრაზე ოცნებობენ. მე კი... ახლოს ვერ მივდვარ. შორიდან დანახვაც საკმარისია. მხოლოდ ერთხელ შევავლებ თვალს და ეგაა.
ავტომობილი ჩერდება, მძღოლი კარებს ხსნის და დაცვის თანამშრომლებით გარშემორტყმული ჩნდება ისიც. გული ისე მიცემს, მგონია მთელ აეროპორტს ესმის მისი ხმა. როგორც ყოველთვის იღიმება, ხელს უქნევს თაყვანისმცემლებს. გვერდით პატარა რუგზაკიანი, ალბათ ხუთწლამდე ბიჭუნა მოჰყვება. არ ვიცი მეჩვენება თუ არა, ხალხში თითქოს ვიღაცას ეძებს.
- იქნებ მე?! - ვფიქრობ და მაშინვე ვხვდები, რომ ეს ჩემი ილუზიაა. დიდი ხანია მისი გული აღარ მეკუთვნის. მისი ცხოვრებიდან ამომშალა, ის ახალი წლის ავბედითი საღამო არ მაპატია.
- არადა რა ჩავიდინე ასეთი?! დიდი რამე, თუ ეჭვიანობისგან დაბრმავებულმა საკუთარი ტკივილი გამოვხატე! არ გამოვრიცხავ, შეიძლება ცოტა ზედმეტი მომივიდა. მაგრამ მე ხომ მიყვარდა?! ესეც მისი ბრალი იყო, ასე ძლიერად რომ შემაყვარა თავი. - ვფიქრობდი მე. გამეცინა, უცნაურია ადამიანის ბუნება. საკუთარ ქმედებებს ყოველთვის ამართლებ.
თითქოს ეხლა ვეძახდი: - კახპა ხარ, შენს ნაბიჭვარს ჩემს შვილად ასაღებ?!
მისი სიმწრისა და სიგრაზისგან შეშლილი სახე არ მავიწყდება. მაშინ მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა. ისე მიმზერდა, თითქოს საზიზღარი არსება ვიყავი. გასაგები იყო, რომ საბოლოოდ მოვახერხე მისი დაკარგვა. შემეშინდა, უცებ სასოწარკვეთილებამ შეცვალა ჩემი მრისხანება.
თითქოს იმ წუთებში გავიაზრე, რაოდენ სულელურად მოვიქეცი, როცა ყვითელი პრესის ჭორებს ავყევი, როცა მის ერთგულებაში შევიტანე ეჭვი. სოფის სიტყვები მახსენდებოდა. სალომეს როგორ ცინიკურად მოიხსენიებდა. მისი ტკივილით სავსე მზერაც მომაგონდა და ის სიამოვნებაც გულის სიღრმეში მისი ტკივილი რომ მაყენებდა. იმის მაგივრად რომ უსამართლო ბრალდებებისგან დამეცვა, ხმას არ ვიღებდი. თითქოს მინდოდა მასაც ისევე სტკენოდა, როგორც მე. არ ვიცი მისი ტკივილი რატომ მსიამოვნებდა. ალბათ მაზოხისტი ვიყავი ან სადისტი. იფრო სადისტი. ვგრძნობდი, რომ ვაწამებდი და ეგოისტურად მსიამოვნებდა.
მინდოდა ჩემი ცხოვრებიდან საბოლოოდ გამქრალიყო. წასულიყო რუსეთში და აღარასოდეს დაბრუნებულიყო. მაშინ საკუთარი გადაწყვეტილების მყარად მჯეროდა. მაგრამ შევცდი. ბრაზმა და ეჭვიანობამ გონება დამიბინდა. ალბათ ესეც თავდაცვა იყო. გამუდმებით მასზე ფიქრსა და მონატრებას მერჩივნა მეფიქრა, რომ დამივიწყა, მიღალატა და მარიონეტივით მათამაშა. ჩემთვის ასე უფრო იოლი იყო, ასე ცხოვრება ბევრად მარტივად მეჩვენებოდა.
- დებილი ხარ. - მეუბნება დიმკა, როცა იმ ღამის ამბებს ვუყვებოდი - ასეთი ბრმა თუ იქნებოდი ვერ წარმოვიდგენდი. არა და საქართველოში დაბრუნება შევთავაზეთ. არ იცი რამდენხანს იბრძოდა მეთაური მისთვის კულტურის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ადგილი რომ „დაებრონა“. შენ კი ამ უაზრო გამოხტომით ყველაფერი გააფუჭე.
უცებ გული სიხარულით მიკრთის, თითქოს იმედი მომეცა.
- ის დაბრუნდება? - პატარა ბავშვივით მიხარია - ისე იგი შანსი კიდევ ყოფილა?-საკუთარ ფიქრებს ხმამაღლა ვერ ვამხელ, მეშინია.
დიმკა ყურადღებით მიზერს, მის სახეზე გამსხლტარი ირონიული ღიმილი კიდევ ერთხელ მარწმუნებს რომ შევცდი.
- დაბრუნდებოდა, რომ არა ერთი ნიჭიერი კაცის მიერ დადგმული სანაქებო შოუ. - ცინიზმს არ უშურებს ის.
- შეუძლებელია. ასე არ მომექცეოდა. არ გამიმეტებდა. - გვრძნობ რომ კიდევ ერთხელ მატკინა. ისევ დამტოვა.
- ამტყუნებ?! - აშკარად უკვირს დიმკას.
- არა. - ძლივს ამოვღერღე - ვერა!
ვინ იყო სოფი? რა ვიცი ერთი ჩვეულებრივი გოგო. გაპრანჭული, გაწელილი ბგერებით. მე ის არ მიძებნია. თავად მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. არც მე ვიყავი წინააღმდეგი. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იქნებოდა ის სოფი, თაკო თუ სხვა ნებისმიერი. კლუბში გავიცანი. მოვიდა ერთი ღამით და დარჩა, აღარ წავიდა. პრინციპში მარტოობასა და დარდს, მასთან ყოფნა სჯობდა. სახლში გამეფებულ დუმილს ვიღაც მაინც დაარღვევდა.
თუმცა როცა სევდა და დეპრესია განსაკუთრებით მაწუხებდა, სალომეს ბინაში მივდიოდი. იქ წარსულით ვცხოვრობდი. ყველგან ჩვენი ფოტოები იყო. მე, სალომე, გვანცა, მამუკა და ვახო, აი ეს იყო ჩემი ცხოვრება. აი ვინ იყვნენ ჩემები. გვერდით აღარავინ მყავდა. დავრჩი მხოლოდ მე, უფრო სწორედ კი არ დავრჩი დამტოვეს, მიმატოვეს. გული ისევ ბოღმითა და ბრაზით მევსებოდა.
მეტეხში მომხდარი მოვლენების შემდეგ ეჭვი არ მასვენებდა.
- იქნებ მართლა ჩემი შვილია?! - მეკითხებოდა ჩუმი ხმა.
- შეუძლებელია. - მეუბნებოდა ჩემი მეორე მე - მოგატყუა, საკუთარი აღვირახსნილობის დასამალად, კიდევ უფრო მეტად გასამწარებლად, თავი დამნაშავედ რომ გეგრძნო.
მაგრამ რაღაც მაინც არ მასვენებდა. ეჭვი, შეუმჩნევლად შემომიჩნდა და ტვინს მიღრღნიდა. მასზე ფიქრი ამეკვიატა თითქოს სხვა საფიქრალი მაკლდა.
- სიმართლე უნდა გავიგო! - ინტერნეტში უკვე მერამდენედ ვიქექებოდი. ბევრი ფოტოა. იმაზე მეტი ვიდრე ვისურვებდი. ანასტასია კოვალიოვა ვაჟთან ერთად. მისი ვაჟი ოთხი წლისაა. გრანდიოზულ დაბადების დღეს უხდიან. ვითვლი წლებს, თვეებს, დღეებს..
ძარღვებში სისხლი მეყინება. ღია წაბლისფერ თმიანი ბიჭუნა თვალებ მოწკუტული იყურება და ვგვერდულად იღიმება. ჩაჩაჩული შარვალი და მონაცრისფრო მაისური აცვია. მკლავებში ოდნავ გრძელი. ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი და ობიექტივს უმზერს.
ჩემი თავი მახსენდება, ნაცრისფერი ჯემპრითა და გრძელი, დაძაძღული მკლავებით. პატარა ფოტოდან მიყურებს ჩემი თვალებით. თითქოს მე ვარ. პატარა მე.
თავში სისხლი მაწვება. თითქოს ყურებში მიწუის მსგავსება იმდენად დიდია. ბრმა უნდა იყო ეს რომ ვერ შენიშნო. ალბათ, სასაცილოდ მოგეჩვენებათ ოცდამეერთე საუკუნეში, თანამედროვე ტექნელოგიების ფონზე რა ფიზიკურ მსგავსებაზე საუბრობო, მაგრამ...
დიმკას სიტყვები მახსენდება:- შვილი ისეთი რამაა, შეხედავ და მიხვდები რომ შენია, შენი სისხლია. შენი გენი...
სალომეს ზიზღით სავსე თვალები მინდა დავივიწყო. სადღაც მინდა გავქრე, დრო უკან დავაბრუნო, მაგრამ...
მეტი აღარ შემიძლია. თურმე ჯერ კიდევ მქონია სინდისი, რომელიც მასვენებს. ძილი დამეკარგა. მოსვენება.
- უნდა წახვიდე, აუცილებლად. ჯერ კიდევ შეგიძლია შეცდომების გამოსწორება. უფლება არ გაქვს, უნდა წახვიდე. - უკვე მერამდენედ მეუბნება დიმკა.
ვუჯერებ მეგონარს, მაგრამ მეშინია. მათთან შეხვედრის არა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის მეშინია.
და, აი ეხლა ვდგევარ სამარცხვინოდ დამალული, ასე კედელს ამოფარებული ვუმზერ შორიდან. მხდალი ვარ, მშიშარა. ბოღმა მაწვება. თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელის შეხებას ვგრძნობ, ეს დიმკაა. ჩემი ყვალაზე ერთგული მეგობარი. მოსკოვში ერთად ჩამოვედით. ამ წუთებში ჩემთან გადაწყვიტა ყოფნა. ამდენი წლის შემდეგ ჩემს ძმას, ვახოს ვხვდები. თავი უკანასკნელი ნაძირალა მგონია. ვიცი დავაშავე, ძმობაში ჩავიჭერი. ყველაზე მთავარში ამ ცხოვრებაში, ჩვენს წმინდა მეგობრობას ვუღალატე. მაგრამ მე ხომ ბუნებით მოღალატე არ ვიყავი? არც მათთვის ზიანის მიყენება მქონდა გულში. უბრალოდ ასე მოხდა. ჩემგან დამოუკიდებლად. ვიდრე ჩემს გრძნობებში გავერკვიე, ვიდრე ტკივილი გადავლახე. შეცდომა შეცდომაზე დავუშვი. ყველა მოვიმდურე, დავკარგე სალომე და მასთან ერთად ვახოც.



№1 სტუმარი მარო

ანა, თემოსთან ერთად მეც დავკარგე მოთმინება. ჩემი ყოველი დილა იწყება ,,ნაკვალევით". მაგარი გოგო ხარ. კიდევ კარგი ყოველდღე დებ ახალ თავს! love smile

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ვცდილობს სიახლეები დროულად დავდო. რამდენიმე დღეა საიტს უჭირს მუშაობა. იმედია რაიმე გაურკვევლობას არ ექნება ადგილი.

 


№3  offline წევრი irinka123

სალომემ თემოს არ უნდა აპატიოს იოლად, რა სუსტი გამოდგა ეს თემო bully

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

irinka123
სალომემ თემოს არ უნდა აპატიოს იოლად, რა სუსტი გამოდგა ეს თემო bully


როგორც ვხედავ თემომ საბოლოოდ დაკარგა თქვენი პატივისცემა wink

 


№5  offline წევრი teddy))

Agar shemidzlia amdeni nerviulobit da tirilit. Vici rom temo ise is dzvelia adamiania kargi! Saswauli istoriaa yochaag

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

მაინც რომ ერთად იქნბიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent