კორსეტის საიდუმლო (თავი 2)
-უკვე მეასედ გეუბნები ლეა, ეს საშინელი აზრია.არაფერი გამოვა,გესმის?დაგვიჭერენ.შენ ალბათ,მამაშენის სახელი გადაგარჩენს, მე კი ნამდვილად მომიღებენ ბოლოს. -მაშინ თავს მოვიკლავ. -ისევ სისულელეს ამბობ.გააკეთე ის,რაც მამაშენმა გითხრა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. -არაფერი აღარ იქნება თავის ადგილზე ემილიო.პარიზში რომ ჩავიდე იქიდან მე უკვე თავისუფალი ვეღარ დავბრუნდები.მე და შენ ერთად ვეღარ ვიქნებით,არ გესმის?თანაც,ეს თამოყვარეობას მილახავს.ფრანგს არ ვთხოვ ცოლად მომიყვანოს მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემი ოჯახი გაკოტრებისგან გადარჩეს.არ მაინტერესებს მამაჩემის და ფრანგის დადებული შეთანხმება-უაზროდ ყვიროდა ლეა და გიჟივით იქნევდა ხელებს-არ მაინტერესებს,არ მაინტერესებს,ააარ მაინტერესებს... -არანორმალურივით იქცევი... -ჩემმა საყვარელმა ოჯახმა მაქცია ასეთად,შენ მაქციე ასეთად,რომ არ გინდა გავიქცეთ და ვიცხოვროთ ჩვენთვის,წყნარად... -ისევ ნუ დაიწყე ძალიან გთხოვ.ყველაფერი ისე იქნება,როგორც მამაშენმა თქვა,შენც ხომ იცი.ჩვენ არ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ.ყველგან მოგვწვდებიან. -ზეგ,საღამოს,მე უკვე აქ აღარ ვიქნები.არ ვიცი კიდევ ჩამოვალ თუ არა.ყველაფერი პიერის ნებაზეა დამოკიდებული.-ტირილისგან ამღვრეული და დასიებული თვალებით ახედა საყვარელ კაცს და ნაზად აკოცა ყურთან- მინდა,რომ ჩემი მედალიონი შენ გქონდეს.ზოგჯერ მაინც გამიხსენებ ხოლმე. -მე ჩამოვალ პარიზში გპირდები და გნახავ.არ ვიცი რამდენი ხანი დამჭირდება,მაგრამ ვეცდები ჩემი გახდე... თუ შენც გექნება სურვილი ისევ. -მიყვარხარ ემილ,არ მინდა შენგან წასვლა.... ცრემლებად იღვრებოდა ლეა,მაგრამ თვითონაც ხვდებოდა მისი საშველი არ იყო.ხვდებოდა,რომ მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვლებოდა.არავინ იცოდა უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ,მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო,ემილიო მის ახალ ცხოვრებაში აღარ იქნებოდა. * -ბერტა,ეს წერილი გადაეცი კარგი?არ დაგავიწყდეს ძალიან გთხოვ,ეს მნიშვნელოვანია. -არ დამავიწყდება ჩემო ლამაზო.-სახეზე ჩამოსულ ცრემლებს ფრთხილად აშორებდა ლეას და თვითონ სდიოდა ორჯერ მეტი.-როგორც კი შენს წერილს მივიღებ მაშინვე წამოვალ,ფრანგებთან დიდხანს არ დაგტოვებ მარტოს,ხომ იცი. -ნახვამდის დედა და მამა.-მშობლებს უგულოდ გამოემშვიდობა და ფრანგული გრაციოზულობით,მათ დასანახად,ავიდა ეტლში,რომელსაც პარიზისკენ ჰქონდა გეზი აღებული. ორი დღე მიდიოდა იტალიელის ეტლი საფრანგეთის მიმართულებით და შიგნით მჯდომს წარმოდგენაც არ ქონდა რა მოხდებოდა პარიზში.დანიშნულების ადგილს მხოლოდ მესამე დღეს,საღამოს მიაღწია. მისდა გასაკვირად პარიზელი დიდებული სასახლეში არ დახვდა,მაგრამ საპატიო დახვედრა მოუწყვეს სტუმარს.როგორც მოგვიანებით ერთ-ერთი მსახურისგან გაარკვია,პიერი მეზობელ სოფელში წასულიყო რომელიღაც გლეხის ქორწილში საპატიო სტუმრად და მომდევნო დილით დაბრუნდებოდა.ლეა გააკვირვა პიერის უბრალოებამ.როგორც წესი,სამეფო ოჯახი გლეხის ქორწილში არ დადის ხოლმე.თუმცა იმდენად იყო დაღლილი არაფერზე ფიქრის თავი არ ქონდა.მსახურმა საკუთარ ოთახამდე მიაცილა.მას ახლა მხოლოდ ძილი და დასვენება ჭირდებოდა. * -ბევრი წაუსვი ფრანს. -შენ ხელები გაულამაზე,თორემ გაიღვიძებს. -რა მოუწესრიგებელია... -ძია პიერი ისე აღწერდა,მეგონა დედოფალი იქნებოდა.გლეხს გავს.-აშკარად უკმაყოფილო ჩანდა ფრანსი. -შეიძლება,იტალიაში ასეთი დედოფლები არიან. -გაჩუმდი მარგარეტ! -მგონი იღვიძებს,წამოდი ფრანს. -სწრაფად გაიქეცი!!! -ჯანდაბა,რა ხმაურია.-თმააწეწილი ლეა ძლივს გამოერკვა სად იყო და წვალებით აწეული თავი ისევ ბალიშზე დააბრუნა.-სახლში მინდაა. ორიოდე წუთიც არ იქნებოდა გასული მსახური ეწვია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და „სთხოვა“ ამდგარიყო,რადგან მისიე პიერს სურდა მისი ნახვა და რახანია უკვე ელოდებოდა. -რა სირცხვილია,ის მელოდება მე კი უცხო საწოლში ვნებივრობ. -დამშვიდდით ქალბატონო.მისიე პირმა უკვე გაგვაფრთხილა,რომ იტალიაში ისე არ არის ყველაფერი,როგორც საფრანგეთში.ჩვენ მანამდე ვდგებით,სანამ მზე მოეფინება არემარეს.თქვენც მიეჩვევით.-ლეას არ მოწონდა მსახურის დამოკიდებულება მისდამი.ისე იქცეოდა,თითქოს ლეა ყოფილიყოს მსახური და არა პირიქით.-ვხედავ,პატარებმა უკვე დამასწრეს თქვენი წესრიგში მოყვანა. -რას გულისხმობთ?! -ჯობს სარკეში თავად ნახოთ. მთელი სახე ზედმეტი პუდრისგან გადაწითლებული ქონდა,თვალები კი ლურჯად შეღებილი.პომადა ცხვირამდე ქონდა წასმული და ქვედა მხარეს, ნიკაპამდე ჩამოთხაპნილი.არც ხელები ქონდა უკეთეს დღეში.ლაქის ნაცვლად ფრჩხილებზე კედლის საღებავი ქონდა წასმული.ცხადი იყო,საკმაოდ ფართო ფუნჯი გამოეყენებინათ,რადგან მთლიანი ხელის მტევანი შეფერადებული იყო.გამწარებული ლეა ვერაფერს ამბობდა.აშკარა იყო ფრანგებს სტუმრის დახვედრა სათანადოდ შეეძლოთ. ვრცელი ჰოლი გაიარეს ფეხების ბაკუნით და საბოლოოდ,უზარმაზარ მისაღებში აღმოჩნდნენ.აქ ყველაფერი მოოქროვილი იყო, ავეჯი, სარკეები, კარებები და ძაღლის მოსასვენებელიც კი.თავი მუზეუმში ეგონა,მაგრამ ცდილობდა თავისი აღფრთოვანება დაემალა ყველაფერს იმაზე,რასაც ხედავდა. -აქ დაელოდეთ.სანამ ბატონი მობრძანდება ჩაის მოგართმევთ.-ისევ გამგმინავი სახით გახედა წითურს და ჩვეული ტემპით წავიდა. ფანჯარა ყვავილებით სავსე ბაღს გადაყურებდა,სადაც აქა-იქ ხალხიც ირეოდა.მათი ჩაცმულობა სულაც არ გავდა ლეასას.გაკვირვებულმა დაიხედა თავის კაბაზე და მხრები აიჩეჩა.მას არ ესმოდა პარიზული მოდის.შორს გოლფის მოედანს მოჰკრა თვალი და სასახლისკენ მომავალი ცხენიც გამოჩნდა.მხედარი ამოიცნო,იგრძნო,როგორ წაეკიდა სახეზე ცეცხლი და საკუთარ თავზე გაბრაზებული დივანზე დაჯდა. -მიხარია თქვენი ისევ ხილვა,მაგრამ ის უფრო მახარებს ეს ფაქტი პარიზში რომ ხდება.როგორ იმგზავრეთ ლეა?-სახეგაბრწყინებული მოემართებოდა მისკენ და ბოლო სიტყვა განსაკუთრებით მკაფიოდ წარმოთქვა. -არც ისე კომფორტულად.-ფრანგის ცინიზმი არაფრად ჩააგდო და მისკენ გამოწვდილი ხელიც არ შეიმჩნია.პიერმა ესეც მის უტიფრობას მიაწერა. ახალშემოტანილი ჩაი შესთავაზა. -იმედი მაქვს დიდი ხნით დარჩებით... -მეეჭვება, თუ ყოველ დილით „გამალამაზებენ“. -ჰო,ჩემს დის შვილებს უყვართ ცოტა თამაში.-ლეას სახეზე აღბეჭდილ გაბრაზებას ღიმილით შეხვდა. -თამაში მარტივი ნათქვამია,მაგრამ ამაზე მოვრჩეთ.მოგეხსენებათ,აქ არც მათზე სასაუბროდ ვარ ჩამოსული და არც პარიზული ჩაის დასალევად.მინდა არსებულ პრობლემებზე მოგელაპარაკოთ.-ფინჯანი ფრთხილად დააბრუნა საწყის მდგომარეობაში და თითები საქმიანად გადაიჯვარედინა. -კეთილი.ბიბლიოთეკაში შევიდეთ.-მასპინძელი წინ მიუძღოდა,აშკარად კარგ ხასიათზე ბრძანდებოდა-მობრძანდით და სურვილისამებრ მოიკალათეთ. -რამდენი წიგნია.-აღფრთოვანება ვერ დამალა წითელთმიანმა და პატარა ბავშვივით მივარდა თაროებს.-აქ ათასობით წიგნი იქნება,ღმერთო ჩემო. -ამჟამად,ზუსტად 2 690 წიგნია პირად ბიბლიოთეკაში.მათი უმეტესობა მხოლოდ ერთ ეგზემპარს წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით. კოლექციონერობით ვარ დაკავებული.ვისკის დალევთ? -არა,მე არ ვსვავ.-ყურადღება არ მიუქცევია,რომ პიერს უკვე ჩამოესხა მისთვისაც. -საქმიანი მოლაპარაკებები ვისკის გარეშე წარმოუდგენელია. -კარგით.ვხედავ ფრანგები სულ სხვა პლანეტიდან ხართ,რადგან იტალიაში აკლოჰოლური სასმელი მხოლოდ დღესასწაულებზეა მიღებული,სიცილიურ ღვინოს თუ არ ჩავთვლით. -თქვენს პრობლემაზე ვისაუბროთ. -მინდა ერთი წინადადება შემოგთავაზოთ,რომელზეც იმედი მაქვს,უარს არ მეტყვით.ვფიქრობ, ორივე მხარისთვის მომგებიანი იქბება,მაგრამ სანამ საბოლოო პასუხს მეტყოდეთ,კარგად დაფიქრდით. -მთელი გულით გისმენთ ლეა. ლეა გაცხარებული საუბრობდა და დროდადრო ნერვიულადაც იქნევდა ხელებს.მთელი მისი მონოლოგის დროს პიერს ხმა არ ამოუღია.აშკარა იყო ლეას „სერიოზული“ შეთავაზება მისთვის სულაც არ იყო მომგებიანი,რაც დაძაბულ სახეზე ნათლად აღბეჭდვოდა.წინ გამოწეულ ყბებს ნერვიულად დაეწყო მოძრაობა.სავარძლის სახელურებს ხელები ქონდა მაგრად ჩაჭიდებული და ისეთ პოზაში იყო,თითქოს სადაცაა აფრინდებაო. -თქვენ რა სულ გაგიჟდით?!წარმოდგენა თუ გაქვთ საერთოდ,რაზე მელაპარაკებით.-გაწითლებული პიერი წამოხტა სავარძლიდან და პირდაპირ ლეას მიაჩერდა გაფართოებული თვალებით.წითური მხოლოდ ახლა გაჩუმდა და მის წინ მდგარს მხოლოდ ახლა დააკვირდა,რამდენად შეშლილი სახე ქონდა.-ამაზე საუბარი აღარც კი გაბედოთ,გასაგებია?ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ.-თითი თითქოს მუქარის ნიშნად დაუქნია და კეფის მოსრესვით გავარდა მისაღები დარბაზიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.