კორსეტის საიდუმლო (თავი 1)
-ბერტა!ბერტა!სად ჯანდაბაში ხარ ღვთის გულისთვის!-გრძელი ჰოლიდან არმოცდაათ წლამდე ასაკის, საკმაოდ გაბრაზებული ქალის ხმა ისმოდა და აჩქარებული ნაბიჯებით უახლოვდებოდა ოთახს,სადაც მისი ძებნის ობექტი ეგულებოდა.-ახლავე გამიღეთ კარი! -ქალბატონო ჯერ ისევ იცვამს. -არ მაინტერესებს,ახლავე გააღე კარი, ბერტა! კარის გაღება და ქარბორბალას შემოვარდნა ოთახში ერთი იყო. -ზუსტად ორ საათში,ორ საათში გესმის?არ გვალოდინო იცოდე, თორემ მამაშენი ამჯერად მე დამახლის ტყვიას.გაქცევა არც იფიქრო,ქალბატონო!- გამოშვერილ ორ თითს სახის წინ უფრიალებდა ახალგაზრდა ქალიშვილს და ისიც, თავის მხრივ,თავს უქნევდა „ყველაფერი გასაგებია“-ს ნიშნად. ქარბორბალამ ახლა სხვა ოთახებისკენ გადაინაცვლა. დილიდან ერთიანად აეხმაურებინა მოსალოდნელ დღესასწაულს კარდინალ ბალონჩელის კარმიდამო. -ცოტა კიდევ ბერტა.კიდევ ცოტა...აი ასე.მძულს კორსეტები და სამეფო დღესასწაულები!არ შეიძლება უბრალოდ რამდენიმე საათით გავუჩინარდე?ეს ერთხელაც...-სუნთქვის შეკავებისგან ცოტათი გაწითლებულმა წითელთმიანმა როგორც იქნა ამოისუნთქა. -ქალბატონი ჯვარზე გამაკრავს ხომ იცი.თანაც, თავად მეფის დისწული მობრძანდება.ეს ამბავი თქვენი ოჯახის ისტორიაში ჩაიწერება ალბათ...-ბერტა ისევ განაგრძობდა ზონარის შეკვრას. -დამცხა ბერტა!ახლავე უნდა გავიხადო ეს საშინელება და ტბაზე წავიდე გასაგრილებლად.შეხსენი ზონარი გთხოვ! -ტბაზე გაგრილება ძვირად დაგიჯდებათ.თანაც ბატონი ბალონჩელი მგონი ხვდება რაღაცას.მის მოტყუებას ვეღარ გავაგრძელებ შვილო.-ბერტამ მუდარის თვალებით ახედა წითელთმიანს და მის თხელ სახეზე მზრუნველად ჩამოუსვა დაკოჟრილი ხელისგული. -უნდა წავიდე ბერტა,მაპატიე.მაგრამ გპირდები სტუმრების მოსვლამდე აქ ვიქნები.ამჯერად არ გაგიცრუვებთ იმედებს და ისე დავხვდები მისიე პიერს,როგორც ბატონ ბალონჩელის მოესურვება.-სათავსოდან გადმოიღო მამაკაცის ტანსაცმელი და საჩქაროდ შეუდგა მათ ჩაცმას.-დედა და მამა თუ გკითხავენ,უთხარი რომ მსახურებს ვეხმარები ცხენების მოვლაში,სადგომში მაინც არასდროს მოდიან ისინი. გულშეწუხებული,მაგრამ გაღიმებული ბერტა კართან იდგა და უყურებდა როგორ მიდიოდა ახალგაზრდა ქალიშვილი,მამაკაცურად, მტკიცე ნაბიჯებით. წითელთმიანი შლეგიანივით მიაგელვებდა საყვარელ არიელს.ცხენმაც,თითქოს იცის პატრონის ბედნიერების მიზეზიო და კიდევ უფრო უჩქარებდა. *** -ლეა!ლეაააა!-ტბის ნაპირას მდგომი ახალგაზრდა ვაჟი ამაოდ იქნევდა ხელებს.ახალმოსული როგორც იქნა მიხვდა ყვირილს არ ქონდა არანაირი აზრი და უზარმაზარი ჭადრის ჩრდილში მოიკალათა. -დიდი ხანია აქ გძინავთ ბატონო ლორენ?-თავზე წამოდგომოდა ტკბილად მძინარეს და თმიდან წამოსულ წყლის წვეთებს განგებ უმიზნებდა სახეზე. -ლეა!მეგონა აღარ გამოხვიდოდი წყლიდან.-დიდი ხნის მონატრებულმა სატრფოს შიშველ სხეულზე მოხვია ხელები და სათუთად დაუკოცნა ბაგეები-შენი ტანსაცმლით თუ ვიმსჯელებ,ისევ გამოიპარე.მოდი ჩაიცვი. -დედასთვის რომ მეთქვა ემილიოს ვნახავთქო,როგორ ფიქრობ,სიხარულით გამომიშვებდა? -ავუხსნათ რომ გვიყვარს ერთმანეთი და ასე სახლიდან გამოპარვები აღარ დაგჭირდება.იფიქრე ამაზე,ლეა. -ეჰ!ემილიო,ემილიო.დედას არ იცნობ შენ.სამყაროს თავზე დამამხობს,თავს მოიკლავს და შენთან ურთიერთობაზე არაფრით დამთანხმდება.გგონია არ ვცადე?არაფრის გაგონება არ უნდა.-წყნარად მიუყვებოდნენ ცხენებით ჭადრების ხეივანს.-დღეს პარიზელი სტუმრები გვეყოლება.თავად მეფის დისწული ჩამოდის პარიზიდან, წარმოგიდგენია? დავიღალე ამ ყველაფრით.ყოველ კვირას ვიღაც გვსტუმრობს იმ იმედით,იქნება მომეწონოს და გავთხოვდე როგორმე.ახლა კი, ეს ფრანგი პიერი. -საღვრებს გასდცა შენი მშვენიერება როგორც ჩანს. -ნუ დამცინი... -რა მოხდება, ის პიერი თუ მოგეწონება? -გაჩუმდი ემილიო!არასდროს არავინ მომეწონება,შენ გარდა,გესმის?-გაბრაზებულმა ცხენს ფეხი ჰკრა და მცირე გორაზე დაეშვა. -როგორც იტყვიან,არასდროს თქვა არასდროს.-სულ რამდენიმე წამში დააწია არიელს თავისი მარკო.-ლეა!ლეა!რა გჭირს,რატომ მიბრაზდები. -ჩემს სიყვარულში ეჭვი გეპარება?-აცრემლებულმა ახედა და გაფართოებული თვალებით დაელოდა პასუხს. -რა გულუბრყვილო ხარ.უბრალოდ ვიხუმრე.ვიცი, რომ მხოლოდ მე გიყვარვარ და სხვა რომც შეგიყვარდეს... -რას გააკეთებ? -თუ ნამდვილად მეცოდინება,რომ შენ ბედნიერი იქნები...უბრალოდ ჩამოგეცლები. -უბრალოდ ჩამომეცლები?უბრალოდ ჩამომეცლები და მშვიდად უყურებ, როგორ ეფერება შენს გოგოს სხვა? -აბა რა გინდა, მოვკლა?მითხარი, გინდა მოვკლა?თუ შენ ეს ბედნიერებას მოგანიჭებს მოვკლავ კიდეც.ლეა,რატომ არ გესმის,შენი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.-კიდევ ერთხელ მაგრად აკოცა საყვარელ ქალს და თვალთან შერჩენილი ობოლი ცრემლი ფრთხილად მოაშორა.-ახლა კი წადი,თორემ ქალბატონი სოფია ჩემს სიკვდილით დასჯას მოითხოვს აქ რომ დაგვინახოს. ლეა ჯერ აივნის მოაჯირზე ახოხდა ემილიოს დახმარებით და იქიდან ისკუპა პირდაპირ თავის ოთახში. -ო,ლეა!რახანია აქ გელოდი.ისინი უკვე მოდიან!სასწრაფოდ უნდა გაემზადო და ჭიშკართან ჩახვიდე.ქალბატონი და ბატონი უკვე იქ არიან. -ჩემი ემილიო ვნახე,ბერტა.ახლა შემიძლია უჟმური სტუმრების და ცხვირაბზეკილი ფრანგების მიღება. ისევ ტანჯული კორსეტი,ისევ შეწუხებული ლეა და რათქმაუნდა სოფიას გულისწამღები ყვირილი,რომელიც მთელ სივრცეს ფარავდა.მოახლიდან დაწყებული კარდინალამდე დამთავრებული ყველას ჭიშკართან მოეყარა თავი საპატიო სტუმრების შესაგებად.როგორც იქნა,დღესასწაულის მთავარმა მიზეზმაც ინება მობრძანება. -მოდიან!მოდიან! -ლეა გასწორდი! უზარმაზარ ეზოში სამი ეტლი შემოვიდა,საკმარისზე მეტად მორთულები. -დედა,პირდაპირ პარიზში მივყავარ?ეს რა აღკაზმულობაა... -ლეა გაჩუმდი! პირველი ეტლიდან ჯერ მესაყვირეები გადმოვიდნენ და თავის ამატკიებელი სტვენა დაიწყეს.მათ მებარაბნეებიც აყვნენ და მეორე ეტლის წინ წითელი ხალიჩა გაიფინა.ეს ყველაფერი ლესათვის,რომელსაც პატარა პროვინციის გარდა სხვა არაფერი ქონდა ნანახი 20წლის განმავლობაში,ძალიან ახარებდა და მასკარადად მიაჩნდა.ფრანგი სტუმარი ჯერ ეტლის ზედა საფეხურზე შეჩერდა,თითქოს მიდამოს ზვერავსო,მერე კი ძალიან ნელი და მტკიცე ნაბიჯებით მიუახლოვდა უფროს ბალონჩელის. -ჩემი დიდებული სალამი კარდინალს-ფრანგმა ჯერ ცერემონიულად ხელი აწია ზევით,მერე ერთიანად მოიკეცა წელში და ხელზე ემთხვია უფროს ბალონჩელის,რომელიც ფრანგულმა ცერემონიებმა და უზომო მოწიწებამ აღაფრთოვანა.ახლა, ქალბატონთან გადაინაცვლა და ისევ იგივე გაიმეორა.ლეა ამ ყველაფერს ჯერ გაოცებით უყურებდა,მაგრამ როცა მისალმების ჯერი მასზე მიდგა სიცილი წასკდა. ფრანგმა რათქმაუნდა ეს ყველაფერი არ შეიმჩნია. -შენ ისევ გვარცხვენ!-ლეამ დედის წყრომაც დაიმსახურა და ფრანგის ცოტათი გაკვირვებული მზერაც,მაგრამ არც ერთი არ ანაღვლებდა ქალიშვილს.ხვდებოდა,ამ კოხტაპრუწების შემყურე კარგად გაერთობოდა. ოჯახის უფროსი სათანადოდ მომზადებულიყო ღირსეული სტუმრების დასახვედრად.შესანიშნავი სუფრა,მუსიკა და მოლხენა გვიან ღამემდე. ღრეობის შემდეგ, ქალბატონმა სოფიამ შესთავაზა ლეას სტუმარი ოთახამდე მიეცილებინა.როგორც აღმოჩნდა,ის პირდაპირ ლეას ოთახის გვერდით მოეთავსებინათ,რაზეც წითელთმიანი საშინლად გაბრაზდა. -იმედი მაქვს,კარგად მოისვენებთ.ღამე მშვიდობისა.-საჩქაროდ დაემშვიდობა ფრანგს და თავის ოთახში შევარდა. ახალი დაწოლილი იყო ლეა,კარზე კაკუნმა რომ გამოაფხიზლა ემილიოზე ფიქრებისგან.იფიქრა, ბერტა იყო და საცვლების ამარა გააღო კარი.ფრანგი აღმოჩნდა,რომელიც ხარბად დასჩერებოდა გამჭვირვალე პერანგიდან მომზირალ მკერდს.არც დაკითხებია ისე შეაბოტა ოთახში და კარი გადარაზა. -რას აკეთებთ?-ცოტათი შეშინებულმა კითხა,როცა ფრანგის ამღვრეული მზერა დაიჭირა. -მე თქვენ ძალიან მიზიდავთ,ლეა!-ნელი სვლით მიუახლოვდა და ფრთხილად შეეხო გრძელ,ხვეულ თმას,რომელიც დაუდევრად აწეწვოდა წითურს. -გადით ჩემი ოთახიდან,თუ შეიძლება.-თავჩაღუნული ლეა ერთ წერტილს მისჩერებოდა.განძრევით კი ვერ ინძრეოდა. -მამათქვენმა მითხრა, ჩემი შვილი სრულიად თქვენს განკარგულებაში იქნებაო.ყოველმხრივ!მე მინდა,რომ თქვენი მამის პირობა შეასრულოთ.წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაპირებ მამულებს და ჩინებს ვერ მიიღებთ და ბატონი ბალონჩელი ძალიან გაბრაზდება.-ფრანგის დაბალი ბარიტონი თითქოს აჰიპნოზებდა გოგონას.-ამ ღამეს შენთან დავრჩები,ლეა! -მე....არა,არა!მე არ შემიძლია ამის გაკეთება!ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ.თანაც...მამაჩემი ამას ვერ გეტყოდათ.მე მისი ერთადერთი... -გასაგებია,რომ ნერვიულობთ ლეა,მაგრამ რა დაუჯერებელიც არ უნდა იყოს,დიახ!კარდინალმა გაგცვალათ,თქვენ,თავისი ერთადერთი ქალიშვილი ჩინ-მედლებსა და უზარმაზარ მამულებზე პარიზში. გაოგნებული ლეა წინ და უკან დადიოდა ნერვიულად. ხვდებოდა,ვერავინ იხსნიდა ამ სიტუაციისგან.შეთანხმება დადებული იყო,ამას ვერ გაექცეოდა.სასოწარკვეთილი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ქვითინი დაიწყო. -არა,არა!ოღონდ არ იტიროთ ლეა.ჩვენ,ფრანგებს, ყველაზე მეტად ქალის ტირილი არ გვიყვარს.ყველაზე საშინელ ომში წავალთ,მივიღებთ მილიონ მტკივნეულ ჭრილობას,მაგრამ საყვარელი ქალის ცრემლები ფრანგი მამაკაცების სუსტი წერტილია.-მის წინ ჩაიმუხლა და მზრუნველად ეხებოდა ნატიფ თითებს.-მომხედეთ!აი ასე.თქვენ ძალიან ლამაზი ხართ ლეა.თქვენ შეგიძლიათ გახდეთ საფრანგეთის მომავალი დედოფალი მას შემდეგ, რაც ჩემი მოხუცი ბიძა დაამთავრებს მმართველობას და ტახტს მე დამითმობს.მე არ მინდა იძულებით შეგირთოთ.... -მე ემილიო მიყვარს! -ჰო,მითხრა მამათქვენმა ემილიოს შესახებ,მაგრამ რა მომავალი გექნებათ გლეხთან,რომელსაც არაფერი გააჩნია?! -მე ის მიყვარს...არ გესმით? -შესანიშნავად მესმის,მერწმუნეთ.ხვდებით,რომ აქედან გამოსავალი არ არსებობს?შემეძლო არაფერი მეთქვა თვენთვის და ისე წამეყვანეთ პარიზში.ეს მოგეწონებოდათ?მინდა,რომ აქვე გავარკვიოთ ყველაფერი.მინდა,რომ აქვე გახდეთ ჩემი.მინდა,რომ თქვენც ისევე გიზიდავდეთ,როგორც მე. ფრანგი ურცხვად ეხებოდა ლეას ჩამოქნილ ფეხებს და უფრო და უფრო ზემოთ მიიწევდა.მას სწყუროდა ლეა.მოითხოვდა მას.ხარბად ისუნთქავდა მისი კანის სურნელს.პერანგის პრეტელები ნელა გადაწია და ფრთხილად შეეხო ჯერ კიდევ ნორჩ,აქამდე უფერებელ მკერდს.სიამოვნების ეკლები ერთიმეორის მოყოლებით ესახებოდა წითურის კანზე.ბოლო ცრემლი ღაწვიდან ჩამოგორდა და მკერდზე დაეცა.დვრილზე სველი შეხება იგრძნო,რამაც კიდევ უფრო აურია თავგზა და თავისდაუნებურად უკან გადაეშვა,საწოლზე.ლეას მინაბულმა თვალებმა და გახშირებულმა სუნთქვამ კიდევ უფრო გაახელა ფრანგი და სრულიად შიშველ ქალიშვილს მონდომებით უკოცნიდა ყელს. -მომშორდი!!!-ელდანაკრავივით წამოვარდა საწოლიდან-თქვენი თავი ვინ გგონიათ?!მე ემილიო მიყვარს, გასაგებია?სანამ ცოცხალი ვარ, მე მისი ერთგული ვიქნები.შეგიძლიათ მომკლათ,სხვაგვარად ვერ გავხდები თქვენი. -ლეა დამშვიდდით...-სახტად დარჩენილი ფრანგი გაფართოებული თვალებით უყურებდა მის წინ მგომ ამორძალს.-ყვირილი არაა საჭირო,ასე ყველას გააგებინებთ რაც ხდება და ნამდვილად გინდათ მამათქვენმაც იცოდეს ეს?! -თქვენ მაშანტაჟებთ?! -არც მიფიქრია... -ასე გამოვიდა. კარისკენ წასული ლეა ადგილზე გაახევა ფრანგის უხეშმა ქცევამ.ხელები გაუკავა და პირდაპირ თვალებში ჩააცქერდა. -დარწმუნებული ხართ,რომ თქვენი ემილიო ნამდვილად გიყვართ?სანამ პასუხს გამცემდეთ,კარგად დაფიქრდით. -ჰო,მიყვარს.თქვენ ამას ვერასდროს გაიგებთ.-ზიზღნარევად ახედა და დაამატა-თქვენ გყვარებიათ როდესმე?იცით რას ნიშნავს,როცა საყვარელი ადამიანი გეხებათ?როცა გკოცნით..?როცა სიამოვნების ეკლები გაყრის მთელ ტანზე მოფერებისას,როცა.. -გაჩუმდით,ლეა!-პიერის უეცარმა გაცეცხლებამ ლეა ადგილზე გაყინა.-თქვენ ისევ ბავშვი ხართ და არც იცით რაზე საუბრობთ.სიყვარული მხოლოდ კოცნა,შეხება და სექსი გგონიათ?სიამოვნების ეკლები ორი წუთის წინ გეყარათ,როდესაც მე გკოცნიდით.თქვენ გინდოდათ მთლიანად ჩემი გამხდარიყავით,სურვილი გკლავდათ კარგად მეხმარეთ,ცოტაც და გაგიჟდებოდით ისე გინდოდით.ამ ყველაფრის შემდეგ,თქვენ ისევ გიყვართ ემილიო?ეს თქვენ მესაუბრებით ნამდვილ სიყვარულზე?ამის შესახებ მხოლოდ თეორიული წარმოდგენა გქონიათ სამუხაროდ...ან საბედნიეროდ. სიმწრისგან შუბლზე ჩამოსული ოფლი უხეშად მოიწმინდა და კარისკენ აიღო გეზი.კარის გამოღებისას თითქოს რაღაც გაახსენდაო,ისევ მობრუნდა. -იცით რა, ლეა?მე არ მსურს თქვენს ხუშტურებს ვუყურო.მე კვირის ბოლოს დავბრუნდები პარიზში და პირობას გაძლევთ,თქვენ თვითონ შემეხვეწებით ცოლად შეგირთოთ.-ისევ ფრანგული გრაციოზულობა გაიმოიყენა და ცერემონიულად დაემშვიდობა.ხელი ჯერ ზემოთ აწია,მერე კი ერთიანად მოიკეცა წელში და ღრმად დაუკრა თავი.-მშვიდად იძინეთ მადმუაზელ... -ამას თავი პარიზში ჰგონია ისევ? ოთახში მარტო დარჩენილი წითური მომხდარზე ფიქრობდა და თავს უჯავრდებოდა,რომ ემოციებს აყვა და ფრანგს მისცა უფლება მიახლოვებოდა.რცხვენოდა ემილიოსი ამის გამო. კვირის ბოლომდე ლეა საკუთარ ოთახში იყო ჩაკეტილი და ბერტას გარდა არავის აძლევდა უფლებას მასთან შესულიყო.ბერტამ,მისმა გამზრდელმა და ერთგულმა მეგობარმა,რათქმაუნდა ყველაფერი იცოდა ემილიოზეც,პიერზეც და ყველაფერზე,რაც ლეას თავს ხდებოდა. პიერი მეტად აღარ შეხვედრია ლეას.ამის სურვილი არც ჰქონია.გამგზავრების დღეს,ეტლში ჩაჯდომისას იგრძნო მწველი მზერა ბაღის ბოლოდან სადაც ლეა ეგულებოდა. კარდინალი ნერვიულად გამოიყურებოდა.არც სოფია ჩანდა უკეთეს დღეში.ნაძალადევი ღიმილით გააცილეს ფრანგი და მისი ამალა.ეტლის გასვლა და სოფიას გამგმინავი კივილი ერთი გახდა,რომელიც ლეას უხმობდა.თუმცა მისი ძებნის ობიექტს დროულად მოესწრო სახლიდან გაპარვა. ___________ რავიცი,რავიცი ახალია და თუ გინდათ გავაგრძელებ დადებას.ან რაიმე შენიშვნები თუ გაქვთ შეძლებისდაგავარად გავითვალისწინებ.ველოდები შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.