მომაქციე ყურადღება იდიოტო ვკვდები!
-ადამიანი ყოველ წუთას რომ გენატრება მაგას რა ქვია? -სიყვარული ალბათ. -მაშინ რატო მტკივა?გული ლამისაა ტკივილისგან გაჩერდეს.გული რომ მტკივა,სუნთქვაც მიჭირს და ასე მგონია გავიგუდები.სიყვარული ხომ სასიამოვნო გრძნობაა მე რატომ მტკივა. -ცალმხრივია და ეგაა უბედურება. -რატომ არ შეიძლება ყველაფერი ადვილი იყოს? -ყველაფერი ხელმისაწვდომი და ადვილი რომ იყოს ცხოვრება აზრს დაკარგავდა.ეს სიყვარული გაგრძნობინებს რომ ცოცხალი ხარ.ახალ განცდებს და გრძნობებს განიცდი. -დავიღალე...აღარ შემიძლია.ეს გრძნობა მკლავს.ღამით არ მძინავს და დილით ვოცნებობ მთელი დღე ან ... -ახლა ატირდები? -როგორც ყოველთვის. -თავი დაიფასე.არაა ღირსი. -ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის ყველაფრის ღირსია.ნებისმიერ რამეზე წახვალ მისთვის და უბრალო ცრემლი რაა. -უბრალო არაა შენი ცრემლი.უღირსისთვის ცრემლიც არ უნდა გაიმეტო. -ის უღირსი არაა! უბრალოდ სხვა მოსწონს. -რითი გჯობია ის სხვა? -არ ვიცი -იქნებ შენზე ლამაზი ტანი აქვს. -შეიძლება. -იქნებ თვალები -არ ვიცი -იქნებ ოქროსფერი კულულები აქვს? -არ მინახავს. -მაშინ რა იცი რომ ის სხვა არსებობს. -მან მითხრა. -იქნებ მოგატყუა. -იქნებ,იქნებ,იქნებ… ეს ამდენი ვარაუდი რა უბედურებაა.დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. -ხოდა მაშინ რას ბღავი თუ ისიც არ იცი “სხვა” რეალურია თუ არა. -რაში სჭირდება ჩემი მოტყუება თუ ის არ არსებობს. -გაეჭვიანოს. -მე ხომ ის ისედაც მიყვარს...ჩემი საქმე წასულია.თან სიგიჟის ნიშნებიც მაქვს. -მაგალითად? -მაგალითად ის რომ საკუთარ თავთან მაქვს დიალოგი სარკეში. -არაუშავს ვის არ მოსვლია -კაია საკუთარი ანარეკლი მაინც რომ გაიმედებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.