დაუსრულებელი ტკივილი...
ვიცი ამას ვერავინ გაიგებს რადგანაც ეს თქვენ არ გტკივათ , ეს ჩემი გულია .დამახინჯებული გული ... დიახ, დამახინჯებული გული რომელიც ცხოვრებამ დაანაწევრა. ნაფლეთებად აქცია . მიყვარდა . პირველად შემიყვარდა და მეგონა ჩემზე ბედნიერი ამ ქვეყნად არავინ იყო. გული გავხსენი და მას პატარა ნაწილი მივუჩინე ჩემს გულში რომელსაც სიყვარული დავარქვი. იმდენად ძლიერი იყო ჩემი სიყვარული... იყო არა არის და იქნება. ეს სიყვარული მუდამ იარსებებს. დიდხანს და დაუღალავად ვიბრძოლებ იმისთვის რომ მისმა სულმა იქ, ცაში სასუფეველი დაიმკვიდროს. ღმერთმა წამართვა ,მაგრამ ის ჩემთანაა . როცა ვტირი თმებზე მეფერება , როცა ვიცინი - ლოყაზე. როცა მძინავს საბანს მაფარებს . როცა მტკივა წამალს მაწვდის. ის ჩემია! არა ის ჩემშია...ჩემი სხეულის ნაწილია. ჩემია და ჩემი იქნება მუდამ . წამართვეს. მისი სხეული წამართვეს, მომპარეს, გამანადგურეს!!! წაიღო ჩემი ყველანაირი გრძნობა. ეს იყო სიყვარული თუ სიძულვილი. ბედნიერება თუ ტკივილი. ცრემლები გამიშრა. ის გაქრა და მას ჩემი გრძნობებიც გაყვა. სიზმარშიც ვტირი როცა მას ვხედავ. ვგრძნობ , რომ ბედნიერი ვერასდროს ვიქნები იმიტომ , რომ სიტყვა სიყვარული ჩემს პატარა გულში აღარ არსებობს. სიყვარული ტანჯვაა... დაუსრულებელი ტანჯვა რომელიც მუდამ გულს გვტკენს. წამიერად თუ ბედნიერება ვიგრძენით წლობით გვტკივა... სიყვარული სიძულვილზე უფრო ძლიერი და საშინელი გრძნობაა... ბევრი არ დამეთანხმებით , ხო არ დამეთანხმებით მაგრამ ჩემს ცხოვრებაში , ჩემს გონებას ასე დაამახსოვრდა გრძნობა სიყვარული...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.