კვამლი ცეცხლამდე (
ძვირფასო მკითხველო, დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ ამდენი ლოდინისა და წვალების შემდეგ, ძალიან გთხოვთ შეფასებები ნუ დაგეზარებათ -------------------- ბაღში ვიყავი ერთი ლამაზი გოგო რომ მოვიდა და კანფეტი შემომთავაზა, ულამაზესი იყო, თავისი ყავისფერი თმითა და ცისფერი თვალებით -კაფუ გინდა? -ალ მინდა მადლობა, მე ჩოკოლადი მაქვს -აუ მე მინდა ჩო.. ჩოოლადი -მოდი გაგიკოფ -ჩენ ლა გქვია? -მე ტაცო ვალ, ჩენ? -მე მალი, ცემი ძმა დადიოდა ამ ბაგცი და დედიკომ მეც აქ ცემომიკვანა ყველაფრის დაწყების მიზეზი კი ამ ორის მეგობრობა გახლდათ. .................... სკოლის პირველი დღე მქონდა და იდეალურად ლამაზი ვიყავი იმ დღეს, თეთრი პერანგი და შავი ქვედაკაბა მეცვა, ლამაზი თეთრი ბალეტკები და ჩემი ღია ყავისფერი თმაც იდეალურად იყო დაბწვნილი -დედიკო მარი ჰო მოდის? -კი დე ლალის მოჰყავს, ჰო გახსოვს ლუკაც შენს სკოლაშია -კი როგორ არ მახსოვს, მარის ვუთხარი ამ სკოლაში შევყავარ დედიკოს-თქო და რა მაგარია ჩემი ძმაც მანდ დადისო, აწი ერთად გნახავთ ხოლმეო -ჰო დე, ძალიან მიხარია ასე კარგად რომ შეეწყვეთ ერთმანეთს, შენი მეგობრის გამო მაგის დედა გავიცანი -ლალი დეიდა? -ჰო დე, რა კარგი ქალია იცი? ძალიან შემაყვარა თავი -კიი, მარიც ამბობდა დედიკოს მარინა დეიდა უყვარსო, ყავაზე რომ მოდის სულ უხარიაო. სკოლაში მივედით და მალევე ვნახე მარი -მარიიი, მომენატრეეე -მეცც-ხალხს ეგონებოდა კვირეები არ ჰყავდათ პატარა მეგობრებს ერთმანეთი ნანახიო, არადა წინა დილას ერთად თამაშობდნენ თოჯინებით -გეყოფათ რაა, აქ ჩემი მეგობრებიც არიან და ნუ მარცხვენთ -ლუკა დედა რა ლაპარაკია-გაუწყრა ლალი თავის ვაჟს, მაგრამ ეცინებოდა, რადგან იცოდა ახლა რა ასაკიც ჰქონდა ................. -დედამ მე რომ მიყვარს ის ნამცხვარი გააკეთა და მოდით-ტელეფონში ჩავძახე დაქალს -ლუკაც? -დედა ლუკაც მოვიდესო მარიმ?-დედას გავძახე -ჰო შვილო ლუკაც და ლალიცო უთხარი-ღიმილით მითხრა ქალმა -კიო, ლუკაც და ლალიც მოვიდესო -კარგი მოვალთ, თოჯინას წამოვიღებ -არა არა, ნამცხვარს რო შევჭამთ კონკიას ვუყუროთ -კაიიიი ნამცხვარი მალე ვჭამეთ, დედები სამზარეულოში დარჩნენ და ჭორაობდნენ, ჩვენ კი კონკია ჩავრთეთ და ლუკაც ვაიძულეთ, ჩვენთნ ერთად ეყურებინა საყვარელ მულთფილმზე. -ტასო ვერ ვსუნთქავ-ტირილით ძლივს ამოთქვა მარიმ -რაა, რატოო, რა გჭირს-ახლა ლუკას გავხედე, ბიჭსაც ყელზე მიეჭირა ხელი-ლუკააა, შენ რაღა გჭირსს- სამზარეულოში გავიქეცი-დედა, ლალი დეიდა მარი და ლუკა ვერ სუნთქავენ, არ ვიცი რა ჭირთ-ტირილით ვუთხარი იქ მდგომებს, ლალი მაშინვე ბავშვებთან გაიქცა, დედამ კი სასწრაფოში დარეკა, კიდევ კარგი მალევე მოვიდნენ და ნემსი გაუკეთეს ორივეს -ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, ყველაფერმა საშიშმა ჩაიარა არ ინერვიულოთ-ექთნები წავიდნენ, მე კი ორივეს ხელი მეჭირა და ტირილს ვერ ვწყვეტდი -ვაიმე ლალი, ღმერთო ბოდიში, არ ვიცოდი ალერგია რომ ჰქონდათ, თორემ თაფლიან ნამცხვარს როგორ ვაჭმევდი ბავშვებს, ჩემსას ძალიან უყვარს და....-ტიროდა ქალი -კარგი მარინა, ჩაიარა ყველაფერმა, რამდენჯერ მოსვლიათ ჩემს ხელშიც ეს-ერთმანეთს ამშვიდებდნენ და ბავშვების ოთახს მარტო მაინც არ ტოვებდნენ, მე კი მაინც ვერ ვმშვიდდებოდი და ვტიროდი -ნუ ტირიხარ ამდენს, კარგად ვართ-ლუკამ მითხრა და თავზე ხელი გადამისვა -არ მოკვდებით? -მე რა მომკლავს გოგო, უკვე მესამე კლასში ვარ, დიდი ვარ უკვე-მალევე წამოიწია მარიც და ლუკას ჩემზე ხელი გააშვებინა-ეს ჩემი დაქალია, წადი შენ შენი იპოვე -ვერ ხარ შენ, მიდი კონკია ჩართე გავაგრძელოთ. ......................... -მარი დღეს შენმა ძმამ სკოლაში იჩხუბა-როგორც კი მასთან დამტოვა დედამ, მაშინვე ჩავუშვი ლუკა თავის დასთან -აუ ამან ჰო ენა ვერ გააჩერა, ჩუმად იყავი გოგო -მე რას მაჩუმებ, ამხელა ვირი მეექვსე კლასელ ბიჭს როგორ ეჩხუბე -მეექვსე კლასელს ეჩხუბე?- ახლა მარიც ჩაერთო, არადა ბიჭი მეშვიდეში იყო -ჰო, ჩემს კლასელს ეჩხუბა, არ მომწონს როგორც იქცევი გოგოებთანო -და როგორ იქცეოდა? -მე რა ვიცი-ხელი ავუქნიე დაქალს -მაგრები ხართ თქვენ, რა იყოთ ორი დღე არ ვარ სკოლაში და რა ლაწან-ლუწუნი მომინდომე აქ შენ-ძმას გახედა -ფრთხილად თორემ მეხუთე კლასლებსაც დავერევი იცოდე-თითი დაუქნია ბიჭმა დას და თავის ოთახში ავიდა ....................... -თენგიზ ჩვენი ბავშვების თამადობით ყველა პატარა დაილოცოს, ბედნიერად და ჯანმრთელად გვიმყოფოს უფალმა-კახამ წამოსწია ჭიქა და თენგიზმაც მიუჭახუნა -ამ პატარების წყალობითაა ამდენი წელი ერთმანეთი რომ გავიცანით და დავახლოვდით-ახლა თენგიზმა განაგრძო-ჩვენს პატარებს გაუმარჯოთ და იმ ქალებს ვინც ეს ანგელოზები გვაჩუქა-ლალის შუბლზე აკოცა და სასმისი გამოცალეს მამაკაცებმა -კახა მეტი არ დალიო რა-მარინა ცდილობდა გაეჩერებინა მეუღლე -ნურც შენ დალევ მეტს-აჰყვა მეგობარს ლალიც -აი ეს წუწუნი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა თენგიზ -ამინ კახა, ამინ ........................ -ლუკა არ მომწონს ეგ გოგო -რატო? -მახინჯია-ხელები გადავიჯვარედინე და თვალებში ჩავაჩერდი გასიამპატიურებულ ბიჭს -არადა ჩემს თვალში ყველას სჯობს- ნეტა გენახათ როგორი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, თვალები უციმციმებდა და ცდილობდა ტელევიზორისთვის შეეხედა, რადგან მე ვიყავი გადაფარებული -ლუკაა -გისმენ ტასუნა-ღმერთო რა სითბო ჰქონდა ხმაში, რა ნაზად წარმოთქმული ჩემი სახელი, თითქოლს გულს ედებაო ბიჭის პირიდან წარმოთქმული ეს ერთი სახელი -კარგი რაა, მოგწონდეს მაინც, რას მატყუებ-გაგულისებული გვერდით მივუჯექი და ტელევიზორი გამოვურთე. მძიმედ ამოისუნთქა და ჩემსკენ მთელი ტანით მოტრიალდა -რა გინდა ტასო? -არ მომწონს ეგ გოგო -და? -....... -იცი მაინც რას მოითხოვ ჩემგან?-ისევ ის თვალები, საოცარი სანახავია. მის თვალებში ვარსკვლავები ცეკვავენ -მე მინდა რომ ის არ იყოს შენთან -რატომ? უბრალოს რომ არ მოგწონს მაგიტო? მე რამდენი ვინმე არ მომწონს მაგრამ რომელიმეზე გეუბნები მასთან არ იყო-თქო? -ვინ არ მოგწონს, არავინაა ჩემთან ისეთი, როგორიც ის არის შენთან -ის ის არის ტასო, სხვა ვერ იქნება -კი ბატონო, ასე თუ გიყვართ იყავით ერთად- რა მჭირდა? ვინ იცის, აწყლიანებული თვალებით ავირბინე მარის ოთახამდე, რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში იყო. შემომყვა, იქვე ჩამომიჯდა და თმაზე ნაზად დამისვა ხელი -ტას -...... -კარგი რა ტას, რას ერჩი მითხარი -არ მომწონს -მიზეზი? ასე უბრალოდ არ მოგწონს?-მის ხმას იდეალური ღიმილის ნოტები დაჰკვროდა, მე კი სირცხვილისა და სიამოვნებისგან სახეს ბალიშიდან ვერ ვწევდი. -ჰო -ტასო მიზეზი ან მართლა არ იცი, ან მიმალავ -შემეშვი -მართლა რომ შეგეშვა მერე გამებუტები, ჰო გიცნობ -არ გაგებუტები -აჰამ -ანუ? -ანუ მოგიწევს მისი ჩემს გვერდით ატანა, რადგან მეც მიწევს რაღაცეების ატანა -რისი ატანა გიწევს?-თავი ბალიშიდან წამოვწიე და მაშინვე ვინანე, როცა ლუკამ თმაზე მოფერება შეწვიტა, თუმცა მის თვალებს ვხედავდი, ვარსკვლავებიან თვალებს -შენი ბიჭის ჩემზე ეჭვიანობის -რა სისულელეა -რომელია ტას სისულელე, შენი ბიჭი თუ მისი ეჭვიანობა?-მიღიმოდა ეს უკანასკნელი და ემოციებს იწვევდა რომელიც ბოლომდე ჩახშობილი მქონდა, რომელსაც ახლაც ვახშობ და რომელსაც მომავალშიც ჩავახშობ. -შემეშვი-ხელი ავუქნიე და ისევ ჩავრგე სახე მარის ბალიშში -უნდა გაუგო იმ ბიჭსაც, მეც ვიეჭვიანებდი ჩემს გოგოზე ტას, რომ ვიცოდე რომ სხვა ბიჭთან ამდენ დროს ატარებს, მის მშობლებსაც უყვარს, სულ ერთად არია, ერთმანეთის გარეშე მომენტი არ არის, შენც ჰომ ხვდები არა? უერთმანეთოდ დასასვენებლადაც არ დავდივართ -შენ შენ ხარ, შენზე როგორ უნდა იეჭვიანოს, სიმპატიურიც კი არ ხარ -ნუთუ, არა შეხედე რაა. ჩემზე სიმპატიურია გოგო ის ახლა? -ჯერ ერთი შენს გოგოზე დავიწყე ლაპარაკი და მასზე ნუ გადმოდიხარ -მე შენთვის კარგი მინდა ტას, ის ვერც გაგიქაჩავს და არც შეგეფერება -ოჰჰ, შენ ჰო ის ანი შეგეფერება რა -არ შემეფერება? -არანაირად, ლამაზიც კი არაა, მერე რა მეტიჩარაა, სკოლაში რამდენი ბიჭი იცნობს იცი მაინც? -ვიცი-ისევ ღიმილი, საოცარი ჰანგებითა და დარწმუნებული ვარ საოცარი ნაკვთებით -მაშინ რაღატო ხარ მასთან -ნუუუ როგორ გითხრა..... ძალიან კარგია საწოლში-თავი წამოვყავი და მისი თვალის ჩაკვრაც დავიმსახურე -ფუუუუ გარყვნილო -დეტალებსაც გეტყვი თუ გინდა -არ მინდა, პატარა ვარ მაგისთვის-ყურებზე ხელს ვიფარებ და მის გადახარხარებულ სახეს ვუყურებ. საერთოდ არ მსიამოვნებს-შენც პატარა ხარ მაგისთვის -ანუ რო გითხრა პირველი როდის მქონდა და სად ან ვისთან ალბათ გულიც გაგისკდება -არ მეხუმრება ლუკა.....როგორი გრძნობაა? -ჩშშშ-ღიმილით მიმზერს და თითს ტუჩებზე იდებს დუმილის ნიშნად -ანუ დაშორდები ჰო? -არ დავშორდები -მაინც დაშორდები ........................ -ლუკა მიშველე-უცებ შევუვარდი ბიჭს ბიჭების ტუალეტში, მარტო იყო ვიღაც გოგოსთან ერთად -აქ რა გინდა გოგო-აშკარად შოკში იყო და გაბრაზებაც ერთვოდა თან, გოგო ოთახიდან გაუშვა და უცებ გადაკეტა საპირფარეშოს კარი და ისევ მომიბრუნდა -ოჰჰ, ბოდიში ხელი შეგიშალე-ცრემლები მომდის უკვე -ახლა გადავირევი, რა მოხდა, რა გატირებს? - რაღაცა მივქარე -რა გატირებს ტასო -მეთორმეტე კლასელი როა ნიკა ჰო იცი -მერეე? -გადამეკიდა -რას ქვია გადაგეკიდა, რა გააკეთე ტასო-უკვე ბრაზობდა უფროსი ამირეზაშვილი -ჩემი ბრალი არაა მართლა -რა ტასო, რა არ არის შენი ბრალი -ნუ მეჩხუბებიი-უფრო ავტირდი -ტასო თუ არ მეტყვი რა გააკეთე ვერ დაგეხმარები, თან ეგ ჩემზე უფროსია ჰო გახსოვს -ჭორი გავავრცელე რო გეია -რა ქენი? -თავის შეყვარებულს უღალატა და ღირსი იყო -გოგო შენ რას ერევი სხვის საქმეში რა გინდა რაა -დამეხმარე გთხოვვ -იცოდე მეც მომხვდება და მერე ლალის შენ აუხსენი რატო მექნება სახე დასიებული -არა რა, ისე ქენი რო არ მოგხვდეს კაი? იმას მოახვედრე თუ გინდა, დირექტორთან მე დაგიცავ -დამიცავს თურმე -ანუ დამეხმარები? -სხვა გზა მაქვს? -საუკეთესო ხარრ-გახარებული მოვეხვიე, უცებ ცრემლები მოვიწმინდე და ისევ შევხედე-ახლა მე რა ვქნა? -პირველ რიგში აქედან უნდა გავიდეთ, მერე კი მომიწევს ლაპარაკი-დანანებით გადააქნია თავი-არადა მართალი არ ხარ -მე კი არა ის არაა მართალი, რა ლამაზ გოგოს უღალატა პროსტა და ვისთან -ეს არ იყო შენი საქმე და გაჩერდი ახლა, შენ თუ გაქვს ქალური სოლიდარობა, მე კაცური მაქვს -მაგრამ მაინც დამეხმარები -მხოლოდ იმიტომ რომ შენი ატანა მთელი ცხოვრება მომიწევს, იმისი კი კიდევ ერთი წელი. ეგ საქმეც მომიგვარა და თან ყველანაირი ორთაბრძოლის გარეშე -ვსო?-გაკვეთილების მერე მის საკლასო ოთახთან ველოდი, როგორც კი გამოვიდა ეგრევე ვაჯახე კითხვა -ნუ ხარ ჩასაფრებული, წამოდი მარიც გამოვიყოლოთ თან -მარის კიდევ ერთი გაკვეთილი აქვს, შენი დის ცხრილი არ იცი?- თვალები აატრიალა ბიჭმა -ჰო მორჩა, მაგრამ მეტჯერ მსგავსი არ გავიგო იცოდე -აუ მადლობააა ..................... -ალო? -მარის სიცხე აქვს და მოდი რა-ლუკამ ჩამძახა ტელეფონში -სიცხე? რამდენი?-ავნერვიულდი -არ ვიცი მგონი ოცდათვრამეტი, ლალიც კი ნერვიულობს-ბიჭის ხმაში ნერვიულობა იგრძნობოდა -მოვდივარ-სასწრაფოდ ჩავიცვი და მამიკოს წავაყვანინე ამირეზაშვილებთან თავი, როგორ შევვარდი და მარის ოთახში ავირბინე არ მახსოვს, მაგრამ მარის გვერდით დაწოლილ ლუკას ვხედავდი და ლალის, რომელიც იქვე იდა და შუბლის საფენებს უცვლიდა გოგონას, აშკარად დაღლილი იყო ქალი -ლალი დეიდა დაწექით თქვენ, მე გამოვუცვლი ყოველ ოც წუთში საფენებს, ძმრიან წინდებსაც ჩავაცმევ, პულსსაც გავუზომავ და ყოველ ერთ საათში წნევასაც, წამლებსაც მივაღებინებ და სიცხესაც გავუზომავ-ქალმა სევდიანად გამიღიმა, მაგრამ იცოდა ყველაფრის გამკეთებელი ვიყავი დაქალის გამო, ამიტომ უსიტყვოდ დაგვტოვა. სულ ვუმოწმებდი სიცხეს, წნევაც მაღალი ჰქონდა. მთელი ღამე თეთრად გავათენეთ მე და ლუკამ, ხან ის უცვლიდა საფენებს ხანაც მე. დილით უკვე სიცხე აღარ ჰქონდა და შვებით ამოვისუნთქე -ღმერთო მადლობა-მაღლა ავიხედე და თვალზე მომდგარი ცრემლი გადავაგორე -მადლობა რომ მოხვედი-ლუკამ მითხრა და ჩამეხუტა, რაღაცნაირი გრძნობა მქონდა, მაგრამ მალევე მოვიშორე და დავაიგნორე -შენც იცი როგორ მიყვარს და რამდენს გავაკეთებ მისთვის, წადი ლალის უთხარი, რომ სიცხე აღარააქვს ................... -ტასო -ჰო მარი -ხვალ საღამოს სვანეთში ავდივართ ათი დღით, უთხარი შენებს გამოგიშვან რააა, ლალის დავარეკინებ მარინასთვის-მეგობრის ბედნიერი ხმა მესმოდა მობილურის მეორე მხრიდან -ვინები მიდიხართ? -მე , შენც, ჩემს ძმასაც მომაყოლებენ და მაგას ნიკა და თორნიკე მოჰყავს, თორნიკეს ხვალ გაგაცნობ, ახალი ჩამოსულია -კარგი ვეტყვი ჩემებს, არამგონია ლალის დარეკვა დასჭირდეს-დაქალს მხიარულად ვეუბნები -ლუკა იმხელას მეწუწუნებოდა შენს გამო მეც მიწევს იმ მთაში წამოსვლაო, მერე ძმაკაცები დაიყოლია და ახლა მგონი ჩვენ გვიწევს მათთვის გაყოლა-მესმოდა დაქალის სიცილი და ორივე ერთად ვიცინოდით -ვგიჟდები ლუკაზე, ღადავია ძაან -კაი წავე ჩალაგებას დავიწყებ, ხვალ ლუკამ ნიკა მოგვაკითხავსო და ჩვენთან ერთად ჰო წამოხვალ? -რასაა რომ მეკითხები, სულ რო საბარგულში მომიწიოს ჩაჯდომა მაინც შენთან ერთად წამოვალ გოგო-იმხელა ხმაზე ვიცინოდით ალბათ სამეზობლოსაც გავაგებინებდით მალე-მიდი გაკოცე, წავალ მარინას დაველაპარაკები -მიდი ბეიბბბ, მიყვარხარ-გამეცინა ბავშვობის დაქალზე და გაღიმებული ჩავედი პირველ სართულზე დედასთან. დედ-მამა ორივე მისაღებში საუზმობდნენ და ერთმანეთს ამდენი წლის შემდეგაც ისევ ისეთი სიყვარულით უყურებდნენ, ვამაყობდი, რომ მათი სიყვარულის ნაყოფი ვიყავი. -მოხვედი დე? მოდი დაჯე, ჩაის აგიდუღებ საყვარელო, შენ რომ გიყვარს ჟოჟობას ჩაი ის იყიდა მამაშენმა ამ დილით-მეც ღიმილით მივუჯექი მამას და ლოყაზე ვაკოცე -რაო მა-ლოყაზე მომისვა ხელი და მანაც საპასუხოდ შუბლზე მაკოცა -მშობლებო რაღაც მინდა, რომ გთხოვოთ -რა იყო დედა?- ხმა შეეცვალა ქალს, კახა კი მის გამომეტყველებას დასცინოდა- რა იყო კახა სასაცილოა? მემგონი რაღაც დაემართა, ნახე როგორი სახე აქვს, თან გახდა, რაღაცა სჭირს ჰომ გეუბნებოდი არა? -დედა დამშვიდდი, არაფერი მჭირს-ვუღიმი ანერვიულებულ დედაჩემს -აბა რა არის დედა? -მარი სვანეთში ადის, ლუკა და მისი ძმაკაცებიც მიყვებიან და მეც მითხრეს წამოდიო, გამიშვი რა-თვალები დავისაწ.... და დედას ვედრებით შევხედე -ამას ამხელა შესავალი რად უნდოდა დედიკო, გამისკდა გული შე ქალო-ქალმა ამოისუნთქა და გულზე ხელი მიიდო-მასწავლებლები? -იანვრის ბოლომდე მასვენებენ დე, მერე ალბათ ყოველ დღე დამიბარებენ -წადი, წადი -მამუცი შენ რას მეტყვი?-ახლა კეკლუცურად მამას გადავხედე -მე რა მაქვს სათქმელი, მთავარმა მიიღო გადაწყვეტილება- სიცილით ამოთქვა- წადი შვილო, მე და დედაშენი დაგვტოვე ცოტა ხანს მარტო, იქნებ და რა საქმე გვაქვს- ბატონმა კახამ შვილს თვალი ჩაუკრა და ცოლს ბაგეებზე ნაზად ეამბორა -როგორ იქცევი კახა? ბავშვია აქ- ვუყურებდი მშობლებს და გული მითბებოდა მათ სიყვარულზე. საუზმე მშვიდად და გემრიელად მივირთვით, შემდეგ კი სკოლის გზას დავადექი. კლასში შევედი, აბიტურიენტები თითქმის არც დადიოდნენ, მაგრამ მე რატომ გავაცდენდი? თანაც ახლა ვისვენებდი, არაფერი მქონდა საქმე და ტყუილად სახლში ჯდომას, რამეს მაინც მოვისმენდი. ჯერ კიდევ არ დაწყებულიყო გაკვეთილი კარი რომ გაიღო -აუ ტასუნა კალამი ჰო არ გექნება, საკონტროლო დაწერეთო ქართულმა-მობეზრებით მეკითხებოდა გოგონა პარალელური კლასიდან, მეც ღიმილით თავი დავუქნიე და კალამი გავუწოდე -ერთი მეც მინდა ლანააა, მეც მიშოვე-უკნიდან მაღალი ბიჭი შემოდის, შავი თმა აქვს, შავი კუპრივით თვალები, მას არ ვიცნობდი, არადა პარალელებს ვიცნობდი -უი ტასუნა, ეს ამ წელს გადმოვიდა ჩვენთან -თორნიკე გვათუა- ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად -ვინ იცვლის ბოლო წელს სკოლას-მართლა გაოცებული ვიყავი, ბოლო ზარი, გამოსაშვები, ყველაფერი უცხო კლასთან? -მე შევიცვალე-გამიღიმა ბიჭმა-კალამი ჰო არ გექნება კიდევ ერთი-ავტომატურად ჩემი კალამი გავუწოდე-გაეღიმა ბიჭს და გამომართვა. ორივენი გავიდნენ და შემოვიდა გია მხეიძე, მათემატიკის მკაცრი მასწავლებელი -გამარჯობა ბავშვებო -გაგიმარჯოთ მას, როგორ გაატარეთ ახალი წელი?- უკნიდან კლასის მთავარი ლამაზმანის ხმა მესმოდა, ბიჭები სულ რომ დატრიალებდნენ თავზე -არამიშავს ნინა, ახალი წელიც მშვენიერი იყო. მოკლედ ბავშვებო, ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს, დისკრიმინანტი გავიხსენოთ, დღეს ყველა აბიტურიენტს საკონტროლო დღე აქვს, ჰოდა თქვენც დაწერთ-როგორ დამეწერა, კალამი ჰომ აღარ მქონდა. კალამი წამართვა -მას, კალამმა წერა მიმიტოვა და შეიძლება მათხოვოთ?-შერცხვენილი მასწავლებელს კალამს ვთხოვდი, ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო დღეს? სათანადო მოსწავლე ვიყავი და ახლა ჩვეულებრივს ვემსგავსებოდი მასწავლებლის თვალში. -კი ტასო აიღე ეს- არაფერი უთქვამს ისე გამომიწოდა კალამი. საკონტროლო რომ დავწერეთ ქართულიც მალევე შემოვიდა და ისიც მალევე დასრულდა. გაკვეთილების ბოლოს კალამი ლანამ დამიბრუნა -ტასო თორნიკე საკონტროლოს მერე გაქრა და შენი კალამიც თან გაჰყვა- შეწუხებული იყო აშკარად გოგო, არადა ჩემი საყვარელი კალამი იყო, სპეციალურად ვიწერდი მასეთებს, აქ არ იშოვებოდა. წამართვა და მერე მომპარა, ეს ბიჭი უკვე მეორედ იწვევდა ჩემში გაბრაზებას -არაუშავს ლანა, წავალ ახლა, საქმეები მაქვს -კარგი მიდი, გაყვანა ჰომ არ გინდა? -არა მადლობა- გოგონას გავუღიმე და სკოლის კედლებიდან გავედი. ღრუბლიანი ამინდი იყო, ციოდა, მაგრამ სასიამოვნო იყო, ავტობუსით მგზავრობა არ მინდოდა, ახლა ისეთი ამინდი იყო სასეირნოდ რომ არის იდეალური. საკმაო მანძილი იყო სკოლიდან ჩემს სახლამდე თუმცა არც ვჩიოდი. ბავშვობაში რამდენჯერ ყოფილა მომენტი აქ ფეხი გადამბრუნებია და კახასთვის დამირეკავს, მამა წამიყვანე-თქო, იმ დროის გახსენებაზე გამეღიმა. ამ გზაზე იყო ბაღის ბავშვმა უკვე მესამე კლასელ გოგოს სიყვარული ამიხსნა და უარი რომ ვუთხარი ტიროდა, მაგ ამბის გამო იყო მარინამ რომ დამტუქსა, რა არის შვილო არ გრცხვენიაო? მეღიმებოდა ამ ამბების გახსენებაზე. რამდენჯერ შატალოზე წასულან ჩემი კლასელები და მეც გავყოლილვარ, აბა წითელი კვერცხივით იქ ჰომ არ დავრჩებოდი? სასიამოვნო დრო იყო. ფიქრებიდან წვიმის წვეთებმა რომ გამომარკვია. იქვე ახლოს ავტობუსის გაჩერებას შევაფარე თავი, ავტობუსს ოცდაექვსი წუთი ეწერა, ამას რომ დაველოდო გავიყინები, კახა ახლა მუშაობს და არ მინდა ხელი შევუშალო, რა ვქნა? ირგვლივ ვიხედებოდი იქნებ ლანა დამენახა მანქანით, მაგრამ უკვე სახლში იქნებოდა გოგო, ისედაც ახლოს ცხოვრობდა, ხელი ჩავიქნიე და ავტობუსის მოლოდინში დავრჩი. მართლა ვიყინებოდი, სამი წუთის მეტი არ გასულა, მე კი ვკვდებოდი ისე მციოდა, ბოლოს ისევ ფეხით ასვლა ვამჯობინე აქ ლოდინს. გაკვირვებული ხალხის მზერა დავაიგნორე და წვიმიან აღმართს გავუყევი სიარულით, არც ვჩქარობდი, უბრალოდ დავდიოდი, ყველა წერტილი დამისველდა. დიდი ხანია მივდივარ და რაღაც ვერ მივედი სახლამდე. უკან მივიხედე და ავტობუსმა ჩამიარა გვერდით, რა გამოდის ოცი წუთია მივდივარ და სახლში ვერ მივედი? ნისლი იყო ირგვლივ, ისედაც არ ჩანდა არაფერი. საოცარ ნერვიულობას ვგრძნობდი, კალმის შემთხვევაც კი გადაფარა იმდენად ამიჩქარდა გული. ტელეფონი ამოვიღე, უკვე რვა დაწყებულიყო, არადა შვიდისკენ გამოვედი სკოლიდან, რა უბედურებაა, ყველაფერი მე როგორ უნდა შემემთხვეს? ტელეფონზე მარის სახელი რომ განათდა მაშინვე დარეკვა ვცადე, ეკრანი სულ სველი იყო, ბოლოს ქურთუკი გავიხადე და ზედ გადავაფარე ტელეფონს რომ ემუშავა, ეს უკანასკნელი კი სიცივის ფონზე სულ დამჯდარიყო, ორი პროცენტიღა იყო დარჩენილი -ჰო ტას -უნდა მიშველო-დაქალის ხმის გაგონებაზე ხმა ამიკანკალდა -რა..... რა მოხდა- ჩამყვირა ტელეფონში -სასწაულად წვიმს, დავიკარგე, არ ვიცი სად ვარ, არც ის ვიცი სად მივდივარ, მცივა მარ, სულ სველი ვარ-ამოვიტირე -ლოკაცია ჩამიგდე -ტელეფონი უკვე ერთ პროცენტზე მაქვს, სადღაც სკოლის აღმართს გამოვუყევი მარი, სულ წინ დავდიოდი, მერე სადღაც გადავუხვიე, მანქანები არ დადიან აქ და გთხოვ ჩემებს არ უთხრაა -მოვდი......- გაითიშა ტელეფონიც, კანკალმა ამიტანა, ვერ ავღწერ ეს რამდენად საშიში იყო ჩემთვის. ბავშვობაში ასე რომ დავიკარგე მგელს გადავეჩეხე, მაშინ ლუკამ მიპოვა სრულიად შემთხვევით , მარიც თან ახლდა და გამწარებულმა მგელი რომ ნახა ქვების სროლა დაუწყო მგელს, ჩემს დაქალს ამდენს როგორ უბედავო. ლუკა ჩემზე ერთი წლით იყო უფროსი, და-ძმას შორის კი ორი წელი იყო სხვაობა. ბავშვობის მეგობარი ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ისეთი როგორიც მარია. ჩემი გიჟი. მის გახსენებაზე მეღიმება და აი ისიც, ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი. ლუკას მანქანა იყო, აბა ქალბატონს არ ჰქონდა მართვის მოწმობა და გამოუშვა ალბათ ლუკა, მეც ატირებულმა გამოვხსენი უკანა კარი მაშინვე და დაქალის დანახვამ კიდევ უფრო ამატირა -რას ჰგავხარ ტასოო, ვაიმე სულ გაყინულხარ- წინ მჯდომს არ იმჩნევდნენ დაქალები- კარგი გოგო ნუ ტირი ამეტირება ახლა მეც- დაქალის ტირილით აშკარად გული სტკიოდა მარიამს- მოდი ჩემი ქურთუკი ჩაიცვი -ჯერ უკალმოდ დავრჩი, მერე კალამი მომპარა, მერე დავიკარგე, გავიყინე და ახლა შენც უნდა იტირო?-გაბრაზებულზე კიდევ უფრო მეტი ცრემლი წამომივიდა, წინიდან სიცილი რომ მომესმა. ეს ლუკა არ იყო, ვინ იყო ვერ ვარჩევდი, ბნელოდა გარეთაც და მანქანაშიც- ვინ არის მარი ეს, ლუკა სადაა? -ლუკა სვანეთის ამბებს არკვევდა რომ დამირეკე, ეს თორნიკეა რომ გითხარი ჩამოვიდა-თქო -სასიამოვნოა, მე ტასო- დამშვიდებული ხმით ვუთხარი ბიჭს და მარის კიდევ უფრო მივეხუტე- ჩემს პარალელშიც გადმოსულა ვინმე თორნიკე -ჰოო?- ეჭვნარევად გადახედა თორნიკეს მარიამმა -ჰო, ლანას მოჰყვა, ალბათ მოეწონა, მე კი წამღლიტა კალამი ხელიდან, არადა ჰო იცი რო ვიწერ მაგათ -ჯერ ერთი ეგ კალამი შენ მომეცი, მე არაფერი წამირთმევია-შოკი მქონდა ბიჭის ხმის გაგონისას და მარის გავხედე, ეღიმებოდა -მერე დაგებრუნებინა, რომ მიითვისე-გაეცინა და პასუხი არ გაუცია -ვერ მითხარი?- ვუჩურჩულე და მკლავზე ვუჩქმიტე -მადროვე? - მანაც ჩურჩულით მიპასუხა და გავიკონე კიდევ ერთი ჩაცინება წინიდან -ხვალ რომელზე მივდივართ?-დავაიფნორე მისი ღიმილი და თემა გადავიტანე, ხმაც ჩვეულ ტონს დავუბრუნე -აი მოვა ლუკა და გვეტყვის-ისევ მაკანკალებდა, მარიმაც შეამჩნია, მაგრამ ისიც შეამჩნია ბიჭმა გათბობა მაქსიმუმზე რომ დააყენა -შენთან გადავივლებ და გამოვიცვლი, თორე ასე ჩემებს რომ დავენახო მარინა საფლავში ჩაწვება, მერე მამაჩემი მაგისთვის შემიძულებს და მომკლავს-გამეცინა მშობლების გახსენებაზე -ვგიჟდები კახაზე, ყველაზე ძერსკი გოგოს მამაა, მაგარი ჯიგარია -ნუ იკითხავ, დღეს ვეკითხები გამიშვებთქო და იცი რა მიპასუხა? - რას გეტყოდა ცოლთან დამტოვე მერტოო -ზუსტად ეგ მითხრა- მანქანაში სამივენი იცინოდნენ- შენ რა გაცინებს კალმის ქურდო, მამაჩემსაც დასცინის -მე შენ დაგცინი თორე მაგ კაცმა მე რა დამიშავა? -და მე რა დაგიშავე?-გავვოცდი, მე რა უნდა დამეშავებინა დღეს გაცნობილი ბიჭისთვის -შენ რომ მომეცი ის კალამი არ წერდა და მოვისროლე ნაგავში, სხვამ მათხოვა -ეგ რომ ლანას არ უთქვამს?-ეჭვისთვალით გავხედე ახლადგაცნობილს -ლანასთვის არ მითქვამს წვიმის ქალბატონოვ- ნიშნისმოგებით გადმომხედა და მანქანაც გააჩერა. ჩემი სველი ქურთუკი მარიმ დაიჭირა, თავისი მჭიდროდ შემომხვია და მანიშნა წავიდეთო -შენ გოგო გიჟი ჰო არ ხარ, მე ისედაც სველი ვარ, შენი დასველება მინდა ახლა?-სასწრაფოდ გავიძრე მისი ქურთუკი -გეცვას მეთქი ტასო ნერვები არ მომიშალო -გამორიცხულია, ისედაც ერთი ბეწო გინდა და ეგრევე ცივდები -დავსველდი ხალხო არ გადმოდიხართ? ერთი ქურთუკი რა გახდა აჰაა ჩემი- თავისი გაიხადა თორნიკემ და უცებ მოხვია მარის, მარიმაც შეიკრა თავისი მე მომცა და ჭინკებ ათამაშებული თვალებით შემომხედა -აღიარე ჰო კაი ბიჭია- მეჩურჩულებოდა -ჩემთვის თუ შენთვის გიჟო -და გიჟს მე მეძახის -შენ ჩემი მეჯვარე უნდა იყო იცოდე და არ დამასწრო გათხოვება- სიცილით გავკარი მხარი და უცებ შევირბინეთ სახლში -ტელეფონი შემიერთე მარი და ტანსაცმელი შემომიტანე, შენი ოთახის აბაზანაში ვიქნებიიი- უცებ შევაჩეჩე მარის ტელეფონი და მეორე სართულზე, მის ოთახში შევვარდი. ცხელი წყალი საოცრად მესიამოვნა გაყინულ ტანზე, მწვავდა წყალი და მაინც მსიამოვნებდა. ოდნავ სითბო რომ ვიგრძენი, ახალი შამპუნები და გელები შევამჩნიე, ამათ ჰომ არ იყენებდა ჩემი დაქალი, ალბათ მობეზრდა ის ძველები, მხრები ავიჩეჩე და იქმდე გავაგრძელე ბანაობა სანამ სხეული სრულიად არ გამითბა. იქვე ჩამოკიდებული პირსახოცი შემოვიხვიე ტანზე, რომელიც ასევე მეუცხოვა და ოთახში გავედი -ვაიმე- თვალებზე ხელი ავიფარე, წინ წელს ზევით შიშველი ლუკა მედგა -შენ უნდა იფარებდე თუ მე თვალებზე ხელს საკითხავია-ბიჭის მოგუდული ხმა მისწვდა ჩემს ყურებს. რა ბატი ვარ ღმერთო ჩემო, უცებ იქვე კარადის კარს ამოვეფარე- თუ შეიძლება დატოვე მარის ოთახი და მადროვე გამოცვლა, შენ ჰომ გაქვს შენი.უცნაურად მიყურა რამდენიმე წამს, მის თვალებში რაღაც აკიაფებულიყო. უსიტყვოდ წავიდა და დამიტოვა უცნაური გრძნობა. უცებ ჩავიცვი მარის ტანსაცმელი, რომელიც ლოგინზე დაეწყო და სამზარეულოში გავედი -მარი სად ხარ? -შენ ჰო ვერ მოგიშორე ვერსად, ცოტაც და სიზმარშიც მომაკითხავ-ლუკა მისაღებიდან შემოდის და სველ თმებს მიჩეჩავს-ყველგან შენ როგორ ხარ გოგო -სად არის შენი და, უნდა მოვკლა- დამცინოდა, ხელები გადაეჯვარედინებინა და კედელს მიყრდნობილი მიყურებდა დაქალის ძმა, ვინ იცის ჩემი მეორე მე მერამდენედ ამბობდა, რომ ის დაქალის ძმა იყო, თუმცა რა? შედეგი არის თუ არა ვერ გავიგე -რამდენი ხანია არ გინახივარ და არც მომიკითხავ? გავიგე ამ ყინვაში დაკარგულხარ- თბილი ხმა ჰქონდა ბიჭს -კი შენმა ველურმა დამ და ძმაკაცმა მიპოვა-არაფერი უთქვამს, ოდნავ ნაძალავადევად გამიღიმა მხოლოდ. რა არსასიამოვნო შესახედი იყო მისი ეს ღიმილი, რა ამზრზენი შესახედი-ჩაი გინდა? -მე არ მინდა -მე მინდა. ათისკენ მამას დავურეკავ რომ მომაკითხოს და წავალ -წაგიყვან მე-სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა -არ მინდა, ხვალისთვის შეინახეთ ენერგიები -ვიცოდი რო მანდაც ვერ მოგიშორებდი რა- ვითო დანანებით გააქნია ბიჭმა თავი -რა გეგონა აბა დაქალის ათი დღით მოტაცებას დავუშვებდი? შენც კარგად იცი რომ მაინც წამომიყვანდა-ბავშვივით ენა გამოვუყავი და ჩაი დავიხსი. ტუჩის კუთხე ჩატეხა. სხეულში რაღაც ამოუცნობმა ნაცნობმა დამიარა, არ ვიცი კარგი იყო თუ ცუდი, არ ვიცი რა იყო და არ ვიცი რატომ იყო. -თაფლი მაღლა უჯრაში დევს-იცოდა და სულ ეცოდინებოდა -აღარ გაქვთ თაფლი, მარიმ თვის ბოლოს ჩამოდის ის ქალი ვისგანაც ლალი ყიდულობს თაფლსო -გადამრევთ, ჩემზე მეტი იცი ამ სახლში, მაგრამ ის არ იცოდი რომ მე და ჩემმა დამ ოთახები გავცვალეთ?-ეჭვნარევად გადმომხედა ბიჭმა და ეს ცხელი ჩაიც გადამცდა -რა ქენით?-წამოვწითლდი-როდის გაცვალეთ -რამდენიმე დღის წინ-ვითომც არაფერიო ისე მიყურებდა, არადა ვგრძნობდი გაღიმება უნდოდა -არა მოვკლავ ჰო ვამბობ-ჩავიჩურჩულე და ისევ ბიჭს შევხედე-ჰო იცი რომ მცოდნოდა შენი აბაზანა იყო არ შევიდოდი -მე რა ვიცი, იქნებ ჩემი ცდუნება გინდოდა-სერიოზულობას ცდილობდა ლუკა მაგრამ აშკარად გაურბოდნენ ხმის ბგერებში ღიმილის ნოტები -სულელი-ჩავიფრუტუნე ჩემთვის -რაო რა თქვი?-ყურზე მიიდო ხელი ბიჭმა, არადა კარგადაც გაიგო და კარგადაც ხალისობდა, ბავშვობიდან უყვარდა ამ გოგოს წვალება და იქნებ თვითონ გოგოც? ვინ იცის. -სად არიან ლალი და თენგიზი?-თემა გადავიტანე -ბებოსთან წავიდნენ, წნევები აქვსო და სანამ სვანეთში იქნებით ჩვენ ბებოსთან დავრჩებითო -შენი და და ძმაკაცი სად არიან -ჩემი და ჩემზე უკეთ შენ არ უნდა იცოდე?- ნიშნისმოგებით გადმომხედა -ნერვებს მიშლი -ნუთუ -სად წაიღო ჩემი ტელეფონი ჰო არ იცი-სასხვათაშორისოდ ვკითხე და სამზარეულოს თვალი მოვავლე. ჩაის სმასაც მოვრჩი და ჭიქა უცებ ამოვრეცე -მე რა ვიცი ახალი მოსული ვიყავი შენ რომ ოთახში ყოფნა არ მაცადე და გამომაქცუნე -ახლა სულ უნდა გაიხსენო?-წარბაწევით შევხედე -არადა სულ პატარა მახსოვხარ, ფორმები თუ გქონდა სულ არ შემიმჩნევია-ამათვალიერა. დავიძაბე. სირცხვილი და სიბრაზე ერთმანეთს ანაცვლებდა და ისე წამოვწითლდი, ბიჭს ბოლო ხმაზე გაეცინა -შემეშვი რა-ხელი ავუქნიე და მისაღებში გავედი, მანდვე მაგიდაზე იდო ჩემი სატენშეერთებული ტელეფონი, მაშინვე ვწვდი და ჩავრთე, ათის ნახევარი გამხდარიყო. მარის ნომერი ავკრიფე და გამწარებულმა დავურეკე -გეფიცები თქმა დამავიწყდა, მანდვე ლოგინზე დავატოვებინე ლუკას ტანსაცმელი, მაღაზიაში ვართ მე და თორნიკე, ხვალ წასაღებ პროდუქტებს ვყიდულობთ, დედა და მამა ბებოსთა არიან, ლუკას უთხარი და გაგიყვანს სახლში, სვანეთზეც გეტყვის, გაკოცე და არ გამიბრაზდე ბეიბბბ- უცებ მომაყარა და მაშინვე გამითიშა -ახლა ეს თუ გიჟი არაა-ჩემთვის ჩამეცინა და ახლა მამაჩემის ნომერი ავკრიფე -ჰო მა-კაცის დამთბარი ბარიტონი ისმოდა მეორე მხრიდან და გული მითბებოდა -მამიკო მომაკითხავ? -სად ხარ მამა ამ შუა ღამე?- ოდნავი სიმკაცრე შეპარვოდა მამას ხმაში თუმცა არფერ ზედმეტს არ ამბობდა, ასეთი იყო ის. -ამირეზაშვილებთან ვარ მა, სკოლის მერე მარიმ გამომიარეო -კი მა, მოვალ ასე ნახევარ საათში-ისევ დათბობოდა ხმა, უყვარდათ ჩემს მშობლებს ეს ოჯახი და ამ ოჯახის თითოეულ წევრსაც უყვარდა ჩემი ოჯახი. ცოტა ხანს ინტაგრამს ვათვალიერებდი და მერე სიის ჩამოწერა დავიწყე რა უნდა წამეღო ხვალ, ხმაურიანად რომ დაესვენა ბიჭი დივანზე და ჩემი ყურადღებაც მიიქცია -რამეს ვუყუროთ არ გინდა? -კახა მომაკითხავს მალე -აუ კახა მაგრად მიყვარს იმენა-ღიმილით მითხრა და მის გვერდით დივანზე დაატყაპუნა ხელი მომიჯექიო, მეც მოსმენილით ნასიამოვნები მივუჯექი -ხვალ რომელზე ვიყო მზად? -საღამოს ვგეგმავდით წასვლას, მაგრამ დიდი დრო უნდა და ძაან დაგვიღამდება, ამიტომ გამთენიისას გავალთ, ასე ექვსისკენ-თავი საზურგეს ჰქონდა მიყრდნობილი და აშკარად ეძინებოდა -რამ დაგღალა ასე ადამიანო, თავს ვერ იმაგრებ -პირველი კურსის სტუდენტს, რომელიც მუშაობს იმაზე მეტი საქმე აქვს, ვიდრე შენ გგონია პატარა ქალბატონო-ეღიმებოდა და თვალებს ისევ არ ახელდა, თითქოს ჰაერს ნელა სუნთქავდა, ეშინოდა რამე არ გამოპარვოდაო. -ვაუ, ანუ შვებულება გაქვს? მერე უნივერსიტეტი? -ეს თვე ვისვენებ თებერვალში მაქვს ფინალურები.... შვებულებასაც მაშინ ვაპირებდი ჩემმა გიჟმა დამ რომ მესტია გადაწყვიტა და მეც შემტენეს მაგას-გაეცინა თავისივე ნათქვამზე -შეგტენეს რას ქვია, ჩემი აზრით იქით შეეტენე ჩემს სილამაზეს. ვინ მოგცა ჩემს დაქალზე მასე საუბრის უფლება შენ?-გაგულისებული ვუყურებდი ლუკას, ყველგან დავიცავდი დაქალს. გამომხედა, იცოდა რომ მარის მხარეს დავიჭერდი და შეფარული ღიმილით დაასაჩუქრა ჩემი გული -მიდი გაემზადე თორე მოვიდა კახა. აუ ისე რაო რა გითხრა რო უთხარი სვანეთში გამიშვიო?- გამომცდელად მიყურებდა ბიჭი -შენ რაღა გინდა ახლა..... სულელი-ჩავილაპარაკე და მზადება დავიწყე. -მაგ სულელის უფლებები ჰომ იცი? -რომელი უფლებები?-დაბნეულმა შევხედე ჩემსკენ გადმოწეულ ბიჭს -რომელიც გაცნობის წამიდან მოგანიჭე -კონკრეტულად?-მობილური აზუზუნდა. ვუპასუხე, თუმცა კითხვა რომელიც დავსვი პასუხგაუცემელი დამრჩა. იქნებ არც მინდოდა პასუხის გაგება? ან პირიქით იმდენად მინდოდა, რომ მოსმენა არ მინდოდა. რას გაუგებ გულს, რომლისაც არ გესმის. არადა ჩემია ეს გული, მაგრამ მაინც სხვისად გრძნობს თავს. -მოხვედი მა? -მოვედი, გამო უცებ, ძაან წვიმს -ოქეე- ტელეფონი გავუთიშე და უცებ მოვიცვი ჩემი სველი ქურთუკი, ცელოფანსაც ხელი დავავლე ჩემი სველი ტანსაცმელები რომ იდო შიდ. -წამოდი მიგაცილებ- ქოლგა აიღო ბიჭმა და გამომყვა, არაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა, სულ ასეთი იყო. მანქანაში ჩავჯექი. მამამ თავისი ფანჯარა ჩამოსწია ლუკას რომ მისალმებოდა -ლუკა სულ გადაგვეკარგე, არ გრცხვენია? -არადა თენგიზი მაგას შენზე ამბობს ხოლმე-ღიმილითა და დადებითი განწყობით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს -იცოდე სვანეთში გოგოს მიმიხედე-უღიმოდა მამაკაცი ბიჭს მაგრამ მომთხოვნი, მკაცრი ბარიტონი იგრძნობოდა -არ გრცხვენია? მაგის თქმა რად მინდა- გაეღიმა მასაც -კარგი მიდი შედი სახლში- ისიც თავის დაკვრით შევიდა და ჩვენც სახლში წავედით. სახლში შესვლა და მარინას ქოთქოთი ერთი იყო -დედა არ გრცხვენია? რამდენი ვინერვიულე ვინ იცის, არ უნდა დაგერეკა? მერე მარიმ დამირეკა ჩემთან არისო, სკოლის მერე გამომიარაო- ვგიჟდებოდი დაქალზე, ზუსტად იცოდა რას ვიტყოდი და რა უნდა ეთქვა -დედუცი ტელეფონი დამიჯდა და მარის ვთხოვე რო დაერეკა-ლოყაზე ვაკოცე დედას და ჩემი ოთახისკენ დავიძარი -სულ შენი გატუტუცებულია ეს კახა რა- ახლა საყვარელ ქმარს მიუბრუნდა და ჩუმად გაპარებული თვალით ვხედავდი, როგორ ჰქონდა მამაკაცს მის წელზე ხელები და როგორ უღიმოდა მთელი გულით. ქალიც დანებდა, იყო ამბორი, წრფელი, სიყვარულით სავსე. უცებ ღიმილით ავირბინე ოთახში და ღიმილითვე ვალაგებდი ჩემოდანს. საკმაოდ დამიგროვდა ბარგი, არადა რამდენი რამ ვერ ჩავდე და რამდენინმრჩებოდა ვინ იცის უცებ დედა რომ ამოვიდა და ორი სავსე ჩანთა მომაწოდა -რა არის დედა ეს?-გაკვირვებულმა შევხედე -დედა ეს საჭმელებია, აბა იქ ამდენი დამშეული ბავშვი იქნებით, იქნებ გზაშიც მოგშივდეთ, ორი დღე მაინც გეყოფათ -გამაგიჟებ რა- გამეცინა და საყვარელ დედას ლოყაზე ვაკოცე -ხვალ რომელზე გადიხართ? -ექვსზე დე -გაგაცილებთ მე და მამაშენი -რად მინდა დე გაცილება, მომაკითხავენ -კარგი ჰო, იცოდე რომ დაგირეკავ მიპასუხე დე და არ მაფიქრებინო რო სადმე მოკვდი იმ სიცივეში -კარგი მაგრამ არ მოვკვდები დედუციიიი -შენთვისვე აჯობებს-გაგვეცინა და მალევე გავიდა ოთახიდან. ამდენ ჩანთას ვერ ჩავატევდით ერთ მანქანაში, გამორიცხული იყო, აზუზუნებულ ტელეფონს დავხედე, რომლის ეკრანზეც საყვარელი გოგოს სახელი ეწერა, რომლის შეცვლაც ცხოვრებაში შეუძლებლად მიმაჩნდა -მითხარი რომ შენც ჩემი პრობლემა გაქვს -ზუსტადაც რომ მაქვს-ღიმილით ვუთხარი ბავშვობის მეგობარს- რამდენი ჩანთა გაქვს? -ორი ჩემოდანი და სამი ჩანთა, აქედან ორი ჩანთა ლალიმ მომიტანა დღეს საჭმელები წაიღეო-ამოიოხრა -შენ ჩემზე უარესად ყოფილხარ-მეცინებოდა დაქალზე -შენ რამდენი გაქვს? -მე ერთი ჩემოდანი, სამი ჩანთა, ერთიც ხელჩანთა და მეც ორი ჩანთა მომცა მარინამ საჭმელების, იქნებ ორი დღე მაინც გეყოთო -აუ ხვალ ლუკა მაგრად გაგვატყავებს, ჯერ არ იცის რო ამდენი მაქვს და ჩემს მერე შენსას რომ ნახავს გააფრენს- კისკისებდა გოგონა და მეც მის ხმაზე მეცინებოდა, მიყვარდა დაქალის კისკისი, სასიამოვნო გრძნობას იწვევდა ჩემში -ნიკას მანქანას მაინც დიდი საბარგული აქვს -კიდევ კარგი, ის ჯუჯღუნს მაინც არ დაიწყებს. დღეს ლუკას შევაპარე იქნებ ორი მანქანით წავიდეთ-თქო და იცოდე ბევრი ტანსაცმელი თუ მოგაქვს და მაგიტო ამბობ შენს ტანსაცმელს წავიყვან და შენ დაგტოვებო და მეთქი არა რას იძახიიიი- სასწაულად გულიანად ვიცინოდით -იმედია ჩავეტევით -იმედია, რა ვიცი დიდი მანქანა ყავს ნიკას, ხუთი კაცი როგორ ვერ ჩავეტევით, წინ ორი ბიჭი, უკან რომელიმე და ჩვენ ორი გოგო კი მივეწებებით ერთმანეთს-ტიტინებდა და არ ჩერდებოდა, ლაპარაკში დროს რომ დავხედე ხუთი ყოფილიყო -ვაიმე მარიი ხუთი საათია -რა ხუთი გოგო-ისიც გაოცდა- დღეს ჩემი ძმის ხელით მოვკვდები გეუბნები -არ ინერვიულო იქით მოვკლავთ, მიდი უცებ მოემზადე და გამოდით-უცებ გავუთიშე ტელეფონი და მოვემზადე, თხელი შავი როლინგი ჩავიცვი, კლასიკური თხელი ყავისფერი შარვალი და ბატინკები ამოვიცვი, მაინც მანქანაში უნდა ვმჯდარიყავი და არ შემცივდებოდა. თმა დავიბწვენი და ტუჩსაცხი გადავისვი და ბარგი პირველ სართულზე ჩავიტანე. დედასაც გაეღვიძა და საუზმეს მიმზადებდა -დე არ მშია რა-მუდარის თვალებით შევხედე -შეჭამე ახლა, ისე რვა საათიანი მგზავრობისთვის როგორ გაგიშვა -კარგი ოღონდ უცებ- უცებ დავლიე ჩაი და საყვარელ კარაქიან და თაფლიან პურს წავეტანე, ტელეფონმა რომ დარეკა და არც დამიხედავს ისე ვუპასუხე, დარწმუნებული ვიყავი მარი იქნებოდა, არც შევმცდარვარ -უეჭ მარინა გაჭმევს ჰო-სიცილით გადმომძახა ტელეფონის მეორე მხრიდან -არადა მაგარია, კარაქიანი და თაფლიანი პური მაგრად მიყვარს -შენ ყველაფერი მაგრად გიყვარს რასაც თაფლი აქვს ტასო, მიდი ბეიბ გამოცუნცულდი მალე, გარეთ ვართ -ოქეიი ბეიბ-ბოლო ლუკმაც მალე გადავყლაპე, დედას გულიანად ვაკოცე და სახლიდან ჩანთების გატანაში დავიხმარე. ნიკამ რომ გვნახა ხარხარი აუტყდა -ვიცოდი გეფიცები, კიდევ კარგი ბევრი არაფერი წამოვიღე-ძმაკაცებს გადახედა და შემდეგ მარინას მიეხმარა ჩანთების საბარგულში ჩადებაში -ნიკაა, როგორ ხარ ბიჭოო-ღიმილით გადავკოცნე და ლუკას დაჟინებული მზერა დავაიგნორე. სამაგიეროდ დაქალის მზერა არ გამომპარვია თვალები თორნიკესკენ რომ ჰქონდა მიპყრობილი -ბავშვებო ჭკვიანად იყავით რა -ჭკვიანად იქნებიან მარინა, ჭკვიანად, მოდი შენ ჩემთან- უკნიდან კახას ხმა რომ გაიგეს ბიჭებმა, გაეღიმათ და ღიმილიანი სახით მიესალმნენ -კახა ძია როგორ ხართ?- თორნიკემ მოწიწებით ჩამოართვა ხელი, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, მამაჩემს საიდან იცნობდა -ოჰჰ თორნიკე, როგორ არიან შენები? მამაშენს ველაპარაკე ცოტა ხნის წინ, ბავშვი გამოვუშვი საქართველოშიო და მეც მალე დაგადგები სტუმრადო -ჰო ძია მასე მოხდა -კაი ერთი რა დროს ძიაა, ნახე რა ახალგაზრდა ვარ-გაუღიმა კაცმა და ახლა ნიკას ჩამოართვა ხელი- მიდით ბიჭებო ჩავსხედით მანქანაში და დავიძარით მესტიისკენ. -იცით ჰო რომ ათი დღით მიდიხართ სვანეთში- წინ მჯდარმა ლუკამ გადმოგვხედა -ვიცით-უკმეხად მივუგე პასუხი -ამდენი რამ რად გინდოდათ ამ დაქალებს -შენ ის არ იცი რამდენი ვერ წამოვიღეთ-არ ჩამორჩა მარიც და კმაყოფილმა რომ გავხედე დაქალს, ლუკამ ირონიით გაჯერებული თვალებით დაგვხედა და კვლავ გაბრუნდა წინ -რა გინდა ბიჭო ამათთან, შეეშვი რა -აუ შენც მაგარი ხარ რა, მოეშლება ნერვები აბა რა იქნება, ლამის ვეღარ ჩავეტიეთ-აჰყვა თორნიკეც -ახლა მიდი და უსმინე ამათ ბუზღუნს, მერე იტყვიან ბუზღუნა კაცები არ ვართო- გადავჩურჩულე დაქალს და იმანაც გულიანად გაიცინა. -აჰაა, დაგცინიან ჰო ხედავთ რა გაწუწუნებთ ბიჭო- ნიკა მაინც არ ეშვებოდა ძმაკაცებს და მათი წვალებით ერთობოდა, იცოდა ორივეს დამოკიდებულება, იცნობდა ორივეს და იცოდა მათი სუსტი წერტილები. -თუ ძმა ხარ წინ იყურე და ჩუმად იყავი, იქნებ დაიძინონ, ჩემი დის ოთახიდან მთელი ღამე ამათი ხმა და სიცილი გამოდიოდა, თვალს რომ დავხუჭავდი აჰაა დამეძინა ძლივს გაჩუმდნენ-თქო და ორივე ერთად სინქრონში იწყებდნენ სიცილს -გეთქვა მერე და გაგაგდებდი სახლიდან-არ ჩამორჩა ძმას და -ენა გოგო- თვალების ბრიალით გადმოხედა ლუკამ და ესეც გაჩუმდა, თავი მხარზე დამადო და დაძინება სცადა. მართლაც მიგვეძინა ერთმანეთზე, მანქანაში სასიამოვნო სითბო და სიმშვიდე იყო, სასიამოვნო სურნელი ხვდებოდა ჩემს ნესტოებს, ძალიან ნაცნობი და ძლიერი, მშვიდაქდ ძილში რომ დაგეხმარებოდა ისეთი. -ტასო გაიღვიძე -მღვიძავს ჰო-თვალის გაუხელად ვეუბნები მოსაუბრეს და ხელს ვკრავ რომ მომშორდეს -არ გღვიძავს ტასო, გძინავს -მჰჰმმ -ახლა გაიღვიძე თორე გავაფრენ -გაფრინდი და ძილი მაცადე რა-თვალები გავახილე, მანქანაში მხოლოდ მე და ლუკა ვიყავით-სად არიან დანარჩენები? -საჭმელად გავჩერდით და ახლა დარეკა მარიმ ტასო გააღვიძე და მოდითო -შენ რატო ხარ აქ?-ბუზღუნით დავიწყე ფეხსაცმლის ჩაცმა -მარტო დამეტოვებინე? -წასულიყავი, მე რას მდარაჯობ აქ -ჰმმ, რომ არ გდარაჯობ ისე შარში ხარ, სჯობს ვუდარაჯო შენს უსაფრთხოებასა და მშვიდ ძილს -ოჰჰ, ჩემი სიმშვიდე სულ შენზეა დამოკიდებული -კარგად იცი რომ ჩემზეა-მტკიცე იყო მისი ხმა. შემაბრუნა და რესტორანში შემატარა. აი როგორი რესტორანი იყო იცით? ხინკალი და მამაპაპური საჭმელები რომ აქვთ მაგრამ ლოთები და „ოჯახის მთავარი კაცები“ რომ არ ჰყავთ. ინტერიერიც ქართულ ფონზე ჰქონდათ გაფორმებული და გინდოდა თუ არა გააღვიძებდა შენში ქართულ სულს. იქვე კუთხეში საქართველოს დროშის ქვეშ იჯდნენ ჩვენები და გახარებული მარი გვიქნევდა ხელს -ტასო ვერ წარმოიდგენ აქ რა აქვთ -რა აქვთ?-ინტერესით შევხედე დაქალს და ნიკას გვერდით ჩამოვჯექი - თაფლის ხინკალიო ტასსსს -რაო? მართლა? -კი მართლა, შენთვის შევუკვეთე რამდენიმე-ისეთი გახარებული იყო მეგობარი ჩემი საყვარელი ინგრედიენტის ხინკალს რომ მაჭმევდა, ლამის ეჭვი შევიტანე თვითონ ჭამს თუ მეთქო, მაგრამ და-ძმას თაფლზე ალერგია აქვთ და იმით გახარებული, რომ თაფლის ხინკალს გავსინჯავდი, მოლოდინის რეჟიმი ჩავრთე -გასუქდები შენ- ნიკამ გადმომხედა გვერდიდან -შენ ჩუ, დიეტა თაფლმა გადამატანინა -არ თქვა, იმხელა იყავი მანქანაშიც ვეღარ გისვამდი-დამცინოდა ბიჭი -ამას შია და სანამ საჭმელი მოვა მე უნდა შემიჭამოს ნერვები?-გადავხედე დაქალს, რომელიც საერთოდ არ მისმენდა იმ მომენტში და გაცხარებულ კამათში იყო თორნიკესთან -მოდი ნიზლი ათს ჩვეულებრივად შევჭამ და ზედ ხაჭაპურსაც დავაყოლებ -ვერ შეჭამ-ღიმილით აქნევდა თორნიკე თავს უარის ნიშნად -თუ მოვიგე რას მომცემ? -სურვილს -ნოუ პრობლემ, მოდი სურვილზე დავნიძლავდეთ -ბაზარი არაა-ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, ვხალისობდი მათ შემხედვარე. საჭმელიც მოიტანეს, ორი ხაჭაპური და ორმოცი ხინკალი იყო და თან ცალკე ათი თაფლის ხინკალი -რა ამბავია ეს-თვალებგაფართოვებული ვუყურებ საჭმელს -მეტიც გიჭამია ქალბატონო- ირონიით გადმომხედა ლუკამ, მეწყინა, სხვას რომ ეთქვა არ მეწინებოდა, თუმცა მან იცოდა რა გადავიტანე და რა მჭირდა თუ ერთ კილოს მაინც მოვიმატებდი, ეს გადავლახე და მაინც? ჭამის სურვილიც გადამივიდა. -შენ რომ ოცდაექვსი ხინკალი ჭამე და ზედ პიცა დააყოლე მაგას ნუ დაივიწყებ კომბაინო, ცხოველივით ჭამ სულ-გაგულისებული დაქალი თავის ძმას მიუბრუნდა, მის ლანძღვაზე გამეცინა, ყველასთან შეეძლო დავეცავი, ვინც არ უნდა ყოფილიყო და სადაც არ უნდა ყოფილიყო -ბევრს ნუ ლაპარაკობ მარი და ნერვებს ნუ მიშლი -მინდა და მოგიშლი, ტყუილად გქვია ძმა? -აუ ეს ვინ გამიჩინეს მშობლებმა? თან სულ ამის მხარესაა-ბიჭებს ელაპარაკებოდა და თითს ჩემსკენ იშვერდა -კაი ძმა ჯერ სად ხარ, ჰო იცი როგორები არიან-ჭამა დაეწყოთ ბიჭებს, მარი კი მანიშნებდა ჭამეო, თან გაბრაზებას ვკითხულობდი მის თვალებში, გამეცინა და მეც დავწვდი თაფლის ხინკალს, სხვა არფერი მინდოდა, მხოლოდ მისი გემო მინდოდა. როგორი რაღაცაა იცით? აი საყვარელი ადამიანი რომ გყავს და სხვისკენ უბრალოდ ვერ იხედები. -ღმერთო რა გემრიელია-სიამოვნებისგან თვალები მიმენაბა -აჰაა ვსო, ეს რა გასინჯა-ნიკამ ღიმილით გადმომხედა-ერთი მეც მაჭამე -არა-ეს სიამოვნება როგორ დამეთმო სხვისთვის, ზედმეტად შემიყვარდა მაგისთვის -აჰაა ნახე, არ ემეტება, არადა საჭმელს სულ გვაჭმევს -მაგრამ არა თაფლს, ყოველთვის ენანებოდა სხვისთვის ის რაც უყვარდა. ბავშვობაში მეგობარი რო გავიჩინე თმაში წვდა ვინ მიგდიხარო, უფრო სასაცილო ის იყო მესამე კლასში რომ იყო ამის კლასელს ლუკა მოეწონა და ტასომ გამწარებულზე იმ საცოდავს ჩუმად კაბა დაუსველა, იმან კიდე ვერ შეამჩნია და ლუკასთან ისე მივიდა, ამ დროს რა გააკეთა ტასომ? მაგ დროს გამოჩნდა და ლკუკას დასცინა ამ ჩაფსმულთან რა გინდაო-დაქალს გადავხედე და თვალები დავუბრიალე, ეს ამბავი ლუკამ არ იცოდა, არც მინდოდა სცოდნოდა-უპსსს, ძამიკო გვაპატიე არ გვინდოდა-იცინოდა გოგონა და ჭამას განაგრძობდა. მას შევხედე, ჩუმ ღიმილს მოეცვა მისი სახე, მის თვალებში კმაყოფილება კიაფებდა, დამეფიცება ასხივებდა იმ წამს ლუკა ამირეზაშვილი -შენ გატენილი პირით რომ არ უნდა ისაუბრო არ იცი?-ამბით გამხიარებული მიუბრუნდა თორნიკე -თორნიკე შემეშვი და მაცადე ჭამა-ხელი აუქნია ქალბატონმა ბატონს და შემდეგ ხინკალს დააცხრა. -აუ ის გახსოვს ესენი რო გაიპარნენ?-ნიკამ სიცილით ლუკას შეხედა -რასაა რომ ახსენებ ნიკა, დღემდე მაყვედრის მაგას -შენ რომ გიჟი ხარ მარი ამის რა ბრალია, კიდევ კარგადაა ეს ბიჭი თვენს ხელში, რომ გაიპარეთ რა გეგონათ გაგიღიმებდათ და თავზე ხელს გადაგისვამდათ?-ხალისობდა ბიჭი მათი წვალებით და საერთოდ არ აპირებდა შეწყვეტას -გაიპარნენ?-მეორე მხრიდან თორნიკეს გაფართოვებული თვალები და ნიკას ახარხარება ერთი იყო -ჰო, ლუკა მირეკავს ღამის ორი იქნებოდა ალბათ, ჩემი და სახლში არ არის, ტასოსაც ვურეკავო და არ იღებსო, უეჭველი რაღაცა მიქარეს და უნდა დამეხმაროო-ბიჭი სიცილს ვერ წყვეტდა -როდის ეს? -შარშან -სად მიიპარებოდით -აუ თორნიკე-ხელი აუქნია მარიმ, თორნიკემ რომ გააჩერა -არა მართლა, სად მიდიოდით -საშიშ ფილმს ვუყურეთ ონლაინ ერთად რა-დანებდა მარი-ჰოდა მანდ ტყის სასაფლაოში მანათობელი ირმის სულები დადიოდნენ სულების გადასარჩენად, მერე ტასოს ვეუბნები წამო წავიდეთ იქნებ მართლა არიან-თქო, ამან გაგიჟდიო, გული გამიჩერდება შუა ღამეს მანდ რა მინდაო -მერე? -გუგლში მოვძებნე ტყის სასაფლაო და მეთქი აჰაა თბილისთან ახლოს არის ეს-თქო და წავიდეთ-თქო, მეჯიუტა მაგრამ მაინც წავედით,სულ მთანხმდება რაც არ უნდა იჯიუტოს-გაეღიმა დაქალს- საათნახევარი გზაში ვიყავით, იმ ტაქსის მძღოლმა ნამდვილად აქ გინდათო და კი-თქო -აუ წარმომიდგენიაა, არ მბეზრდება ამის მოსმენა -მაცადე ნიკა, მე ახლა ვისმენ-გააჩერა ძმაკაცი და ისევ მარის მიუბრუნდა-მერე რა ქენით ნახეთ მანათობელი ირმები?-აშკარა სიხალისე შეპარვოდა ხმაში გვათუას -მანათობელი ირემი არა მაგრამ შუა ღამეს კაცი ვნახეთ დიდი წვერები ჰქონდა და ტასომ იმხელა კივილი ატეხა ვაიმე სატანისტიო, იმ კაცმა აქეთ გამოიხედა, ლამის ხელებში ჩამაკვდა დაქალი, კატების გასატყავებლად არის მოსული და ეშმაკს სული უნდა მიყიდოსო -ვაიმე ცუდადდ ვარრრრ, გთხოვ გააგრძელე-არა რა უნდოდათ? რატომ მარცხვენდა დაქალი -კაი არ გინდა ჰო მოუყევი-ვაჩერებდი დაქალს მაგრამ ვინ მისმენდა, აშკარად თორნიკეს ღიმილით მოხიბლული ფქვავდა ყველაფერს -მაცადე გოგო, იმ დღეს შენ შემარცხვინე, ახლა ჩემი დროა. მერე ის კაცი ჩვენსკენ წამოვიდა, ხელში სეკატორი ეჭირა, საცოდავი ალბათ ვარდებს უვლიდა თავისი ახლობლის საფლავზე და ამან ვაიმე ახლა ჩვენ უნდა მოგვკლასო და ჩამავლო ხელი, სად მირბოდა თვითონ არ იცის უცებ ამოთხრილ ორმოში რომ ავღმოვჩნდით. უნდა გენახა მამაო ჩვენოს როგორ კითხულობდა და ღმერთს სთხოვდა ჯერ მე გადავერჩინე და მერე ის. -ვაიმე აღარ შემიძლია, როგორ გიპოვეს ამათმა?-სიცილით უკვე ცუდად იყო ბატონი გვათუა -იმ ბაბუამ გვიპოვა და ამოყვანას ცდილობდა ტასომ რომ დაიწყო ისევ, იცოდეთ ჩემს დაქალს თუ შეეხებით მაგ სეკატორით გულს ამოგჭრითო და ძაღლებს ვაჭმევო, თან მე მეფარებოდა იმ ორმოში, არა რისი ეშინოდა ერთი, გაგიჟდა ის კაცი, ვერ არიან ესენიო და წავიდა -გულს ამოგჭრითო, თან თავაზიანობა რომ არ ავიწყდებოდა, აუ ტასო რა გჭირს ტო, ასე მშიშარა როგორ ხარ -მაცადე მთავარი ვთქვა -ამაზე უარესია? -შენ უნდა გენახა მე როგორ შემრცხვა -რა ქენით გთხოოვთთ -რადა, ორმოდან აძვრა ეს ჩემი დაქალი მთასვლელივით, მაისურები გავიხადოთ და ერთმანეთს გადავაბსკვნათო, ეგრეც მოვიქეცით და ამიყვანა მეც, უცებ საიდანღაც ბიჭები რომ გამოჩნდნენ და წელს ზევით შიშვლები რომ გვნახეს არ ვიცი რა იფიქრეს, კარგი არაფერი ალბათ, თან სასაფლაოზე, მოვიდნენ და გოგოებო თქვენი გაცნობა შეიძლებაო? ტასომაც გაგეცნობი და მერე შენს სულს ეშმაკს შევწირავო, უნდა გენახათ იმ ბიჭების სახე, ნახევრადშიშველი გოგოები მიწიანი სხეულებით, სასაფლკაოზე იდგნენ და ეს მსხვეროლშეწირვით ემუქრებოდა იმათ. ისინიც კაი დებილები აღმოჩდნენ და დატყდნენ. მერტო რო დავრჩით ტირილი დაიწყო ღმერთო გვაპატიეო, ცუდები არ ვართ უბრალოდ შტერები ვართო, მერე სულელი მინდა ახლა აქო და რაღაცეებს ბოდავდა. -მერე რა მოხდა გააგრძელე გთხოვ-საკმაოდ ხალისობდა ბიჭი ამ ამბით, არადა მერამდენედ აყოლებდა ვინ იცის -ნუუ მერე აღმოჩნდა რომ ტასომ მობილური დაკარგა მე დამჯდარი მქონდა. ბოლოს გზაზე გავედით ჭუჭყიანი პერანგებით და ვიღაც გავაჩერეთ რომ ლუკასთვის დაგვერეკა, თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი ძმის ნომერი არ მახსოვდა და ტასოს მეხსიერებამ გადაგვარჩინა -საღო ძმა, ამათ ამდენი წელი როგორ უძლებ-ბოლოს მოსმენილით მხოლოდ ბატონი ნიკოლოზი რომ იცინოდა რთული შესამჩნევი ნამდვილად არ იყო -ნუ მკითხავ გთხოვ, ხუთ წლამდე ერთი მყავდა, მერე ეს ბაღში შეიყვანეს სამი წლის რო იყო და დამემატა მეორეც-ღიმილნარევი ირონიით ამოთქვა ბატონმა და ბოლო ნაჭერი ხაჭაპურიც ჩაკბიჩა -არაფერი არ დაგმატებივარ, ჩემთვის ვარ ხოლმე -ტასო გთხოვვ, რაც თავი მახსოვს ორივე შარში ხართ და მე მიწევს თქვენი გადარჩენა, ცლცალკე რომ ხართ საფრთხეში გეფიცები უფრო მშვიდად ვარ, ერთდად რომ ჩავარდებით ხოლმე ხიფათში იმაზე ვფიქრობ ოღონდაც ცოცხალები დამხვდეთ -რას მოდიხარ მერე გადასარჩენად, გთხოვ? -რა ვიცი ზემოთ აღნიშნულ დღეს კი დამირეკე, ნომერიც ზეპირად გცოდნია ჩემი -ეგ...... მარის გამო -ჰო მარის გამო-ღიმილით გადააქნია თავი და ანგარიშის გადასახდელად წავიდა -ერთი კონტეინერი გამოართვი რა, ამათ წამოვიღებ-დარჩენილ სამი თაფლის ხინკალზე ვანიშნე და მანაც ღიმილით დამიქნია თავი. დაახლოებით სამი საათის გზა იყო დარჩენილი, ისევ მანქანაში მოვთავსდით, უბრალოდ ახლა ლუკა იჯდა საჭესთან, ნიკა უკან გადმოჯდა და თორნიკე წინ. -თორნიკე როგორია გოგოსთან სურვილი რომ გაქვს?-კმაყოფილმა გადახედა მარიმ - არადა არ გეტყობა რომ ამდენს ჭამ -მიდი AUX კაბელი მომაწოდეთ სიმღერებს ჩავრთავ, მაგ სურვილს კიდევ როცა მომინდება გამოვიყენებ -აიღე აჰაა-თორნიკემ კაბელი მიაწოდა მარის -იცოდე რამე სისულელე არ ჩართო-ლუკამ და გააფრთხილა -არა ჩვენი ნინო ჩხეიძე იყოს-მხიარულად თქვა და მართლაც რომ გაამხიარულა მანქანა. კარგი აურა ტრიალებდა, დადებითი მუხტი იყო უცებ რომ წამოვიყვირე -აუ ლუკა გიტარა წამოიღე? -წამოვიღე კი-ღიმილით დააქნია თავი -ჰოდა დამიკრავ ძილის წინ-რომ არ წაუსისინოს მარიმ საკუთარ ძმას ჰომ არ შეუძლია, ესაა მისი სიყვარულის გამოხატულება მისი ძმისადმი -ოღონდ არ შემომაკვდებოდეთ ამ ათ დღეში და არ მინდა არაფერი-სახეზე ხელი ჩამოისვა და განაგრძო საჭის მართვა. განვლიეთ ორი საათი და მხოლოდ ერთი საათის გზა რჩებოდა ნიკამ რომ გადმომხედა -მიდი დაჯექი საჭესთან -მართლა? -ჰო რა იყო, ჰო გაქვს მოწმობა, შენი გატანილი არავინ მინახავს-ღიმილით მეუბნებოდა -გამორიცხულია, იჯდეს სადაც ზის-კატეგორიული იყო წინიდან ლუკა -ნუ გაატ**კე ძმა, დაიღალე შენც, მიდი დასვი -არ დავღლილვარ და რომ დავიღალო აქ თორნიკეცაა -ნუ უსმენ ამას, დაგსვამ ჰო იცი-თვალი ჩამიკრა და თმები ამიჩეჩა- გააჩერე ბიჭო მანქანა -არა-თქო ნიკა, არ მინდა სიკვდილი -ჩემს დაქალში თუ ეჭვი გეპარება, თოკს მოგაბამთ და ფეხით გამოგვყევი-გამეცინა მარის ხუმრობაზე -ამას ჰო ვერ ვასწავლე რომ მე ვარ მაგის ძმა და სულ დაქალის მხარეს არ უნდა იყოს-მობეზრება ეტყობოდა ბიჭს. მანქანა გადააყენა, მეც ბედნიერი გადავედი და საჭესთან დავჯექი, თორნიკე უკან გადაჯდა, ლუკა კი გვერდითა სავარძელზე მომიჯდა-იმედია იცი გაზის და მუხრუჭის გარჩევა -უი არააა, ეგ ცალცალკეა?-შევიცხადე და მის გაბუსხულ ტუჩებზე გამეცინა-ჩილ ლუკა, არაერთხელ მჯდარხარ ჩემს გვერდით მანქანაში -ეს რთული გზაა ტასო-აღიარა ბიჭმა სადარდებელი -თუ ვერ გავუმკლავდები გეტყვი არ იდარდო-თვალი ჩავუკარი და უკან მოცინარ ჯგუფთან ერთდ მეც გამეცინა არ ცდებოდა ბიჭი, მართლა არ იყო მარტივი სავალი გზა, ვიწრო აღმართი იყო, ასევე დაკლაკნილი და საკმაოდ ბევრი ორმო იყო, მაგრამ კახას შვილი ვარ, დაახლოებით რვა წლიდან საჭესთან მსვავდა, ჩვიდმეტის როგორც კი გავხდი მართვის მოწმობა ამაღებინა და ახლა ლუკა ამირეზაშვილს ვათქმევინებდი ტარება არ იცისო? ვამჩნევდი ორმოს გამოჩენისას რომ ეძაბებოდა კისრის არტერია და მინდებოდა შევხებოდი. „გინდა“ „არ გინდა“ ჩემი ორი მხარე ერთმანეთს ებრძოდა, თვითონ ვერ გაეგოთ რა უნდოდა და მეროგორ გამეგო? -ლავ ახლა მარჯვნივ შეუხვიე, მერე მარცხნივ და ორმოცდა მეთოთხმეტე სახლია ჩვენი-უკნიდან მარი მეუბნება -ოქეე ბეიბიიი -ისე ეს ყველა დაქალს რატო გაქვთ, ბეიბი, ლავ, ცოლუკ, საყვარელო, მოდი გიჟო-ინტერესით კითხულობდა დაქალის გვერდით მჯდარი თორნიკე -ქალების საიდუმლო რა ნამუსით გავთქვა-გახალისებულმა მარიმაც გასცა პასუხი -ბევრი საიდუმლო გაქვთ რაღაც ამ ქალებს -შენ წარმოდგენა არ გაქვს რამდენია- ერთმანეთს გადავხედეთ და გაგვეცინა -ესაა ჰო?-ლუკას გავხედე -ჰო ესაა-მანქანაც გავაჩერე და გადავედით, სახლის მეპატრონე კაცი იყო და ბიჭებს უხსნიდა რაღაცეებს, ჩვენ კი ვათვალიერებდით საძინებლებს და ვარჩევდით იმას, თუ რომელში ვიქნებოდით, სახლს ოთხი საძინებელი ჰქონდა და მისაღებში დიდი გასაშლელი დივანი. ყველაზე ლამაზი და დიდი გარდერობის მქონე საძინებელი დავიკავეთ და დაველოდეთ როდის მოიტანდნენ ბიჭები ჩვენს ბარგს -მოდი საწოლი გამოვცადოთ გიჟო-ბედნიერმა მარიმ მითხრა, უცებ გაიხადა ფეხზე და საწოლზე ფეხებით დადგა -გიჟი ხარ გიჟიიი-მეც შევუერთდი და საწოლზე ხტუნვა დავიწყეთ, კარში გაშტერებული სახლის მეპატრონე და ბიჭები რომ შემოვიდნენ. სიცილით გადავხედეთ ერთმანეთს და ჩამოვედით ლოგინიდან -ბოდიშს გიხდით, გპირდებით მსგავსი არ განმეორდება-ნიკამ წამოიწყო საუბარი მეპატრონესთან -არა შვილო რა ბოდიში, მეც ორი გოგო მყავს, ისინიც ასე გიჟები არიან, ცოტა გული დამიმშვიდდა მარტო ჩემები რომ არ არიან ასე-თბილად თქვა კაცმა და მალევე დაგვტოვა. არაფერი უთქვამთ ბიჭებს, არც არაფერს იტყოდნენ. ყველა ბარგს ალაგებდა. -მარ ჯერ საჭმელებით დავიწყოთ რა, ისედაც რვა საათი სითბოში იდო და შევალაგოთ მაცივარში -მიდი რა ამოალაგე, მე ტანსაცმელებს მივხედავ, შენც ამოგილაგებ ლავვ -ოქეე მიდი, იცოდე ჩემები არ შეტენო და მხოლოდ ორ თაროს თუ გამომიყოფ შენებს გადმოვყრი და ჩემებს დავალაგებ -ოოო, კარგი ჰო-სიცილით გავიდა მარი ოთახიდან საძინებელში და მეც მშვიდად დავიწყე საჭმელებისთვის თავისი ადგილის მიჩენა -მაჭამე რამე მშია-ჩემს სტიქიაში ვიყავი უცებ ლუკა რომ მოვიდა და შიშისგან შევხტი-რა იყო მოსაკლავად კი არ მოვედი-იღიმოდა ამირეზაშვილების უფროსი ვაჟი -ახლა არ ჭამე? რა დროს ჭამაა -ტასო ეგ ახლა იყო ოთხი საათის წინ და მარტო მე კი არა ყველას გვშია -კაი მოდი მომეხმარე, ეს აწეწილი და ჭადი გაიტანე, მე მანამდე ყველს დავჭრი და ტაფაზე შევათბობ ლალის ხაჭაპურს -მე დედაშენის უფრო მიყვარს -რომ გეუბნები გააკეთე- უსიტყვოდ მეხმარებოდა სუფრის გაშლაში და ვხალისობდი მის ასეთ დამორჩილებაზე, რომ ეტყვი და ეგრევე აკეთებს-მოდი ლუკა თეფშები და ჩანგლები გაიტანე რა- გავძახე სამზარეულოდან და ტაფაზე ხაჭაპური დავდე -მოვდივარ ჰო მოვდივარ -ღვინო გვაქვს?-თვალების ფახურით შევხედე ბიჭს -ათ ლიტრიანი წამოითო ნიკამ -მიდი დოქში ჩამოასხი რა -ყველაფერს მე მაკეთებინებს, შენ რა ცოლი იქნებიიიი, ყველაფერს ქმარს შეაწერ, ღვინო საღამოს ან ხვალ დავლიოთ პატარა ქალბატონო -რატო, ნახე რა კარგი ვარ-მის წინ ღიმილით დავტრიალდი და შევამჩნიე ჩემი თმა სახეზე რომ მიედო -არ თქვა -რააა, ლამაზი არ ვარ? -ჰმმმ, იმ ღამეს თუ გავიხსენებ პირსახოცშემოხვეული რომ გნახეე-ხელი ნიკაპზე მოიკიდა და მაღლა აიხედა-კი საკმაოდ ლამაზი ხარ, მაგრამ ცოტა რომ მოიმატო არ გინდა? ის სიფუმფულეები რომ მახსენდებაა, შევსებული იყავი უფრო აშკარად -ძლივს დავიკელი ადამიანო, შემეშვი და ის დღე თუ შეიძლება ამ თავიდან ამოვშალოთ-მის შუბლს თითი მივადე -ამოშლაზე რა გითხრა და უფრო უკეთესად თუ დამენახები გადავფარავთ-უცნაური ხმა ჰქონდა, რაღაცას აღვიძებდა ჩემში. გავშეშდი. მომშორდა და ტაფაზე დადებული ხაჭაპური თვითონ ამოაბრუნა -სულელი -მართლა ძაან დიდი ინტერესი მაქვს აქ რა შარში გაეხვევით -ჩვენ აქ გავერთობით -იცოდე თუ ისევ თოვლში საგუნდაოდ გაიპარებით და მერე სიცხეს მოგცემთ მე არ მოგივლით -წამოვიღე წამლები არ იდარდო -ანუ აპირებთ?-წარბაწეულმა შემომხედა -რა თქმა უნდა ვაპირებთ და არ მოგვძებნოთ რა, როგორც თქვი შენი ნომერი ვიცი და თუ რამე დაგირეკავ, ახლა წაიღე ეს თეფშები და თუ შეიძლება მიმიშვი სწორად დავჭრა ხაჭაპური, მეშინია არ დაჩეხო... -აი მაგ სულელზე იქნება ერთ დღეს რომ გამოგეკიდები და მოგკლავ-ცეცხლ ანთებული თვალებით შემომხედა, იყო კი ეს ცეცხლი? უფრო ნისლს ჰგავდა, მგონი ნისლი იყო, თუმცა საოცრად კარგი იყო. თეფშები აიღო და დაალაგა, ხაჭაპურიც გავატანინე, მე კი ჭიქები გავიტანე. -სად არიან, აბა შიათო? მარიიიიი ჩამოდიიიიიი-ავძხე მეგობარს -ნუ ყვირი რა გამისკდა ყურის ბარაბნები -მოვდივარრრრრრრრრრრ-იმანაც ყვირილით ჩამომძახა -აი ამ ერთნაირებმა როგორ იპოვეთ ერთმანეთი -ღმერთმა მაპოვნინა-ღიმილით ავიხედე ცაში-შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორ მიყვარს შენი და, ალბათ წინა ცხოვრებაში ჩემი ცოლი იყო, ან პირიქით -იმანაც ზუსტად ეგ მითხრა, წინა ცხოვრებაში ცოლ-ქმარი ვიყავით უეჭველიო, ერთნაირადაც რო აზროვნებთ, ღმერთო მიშველე ამათ ხელში-გამეცინა და დაქალს შევხედე რომელსაც თორნიკეც მოჰყვა -ნიკა სადაა?-თორნიკეს ჰკითხა ლუკამ -ახლა გაიღვიძა, მოვა მალე, აუ მაგრად მშია, ყოჩაღ ტასო, რა ლამაზად გაგიწყვი მაგიდა, ხელოვანი ბუდობს შენში -მე არა ლუკამ გააწყო- ღიმილით ვუთხარი ბიჭს -იმ დღეს კოლა გამოიტანე-თქო ვთხოვე, დედას ვეხმარებოდი და ამან რა იყო მონა მნახეთო? შეგძლებია ადამიანოოოოოო- ირონიით გადახედა ძმას -მოვკლავ ახლა ამას, ჰო გავიტანე გოგო ის კოლა მერე -იმდენი მაწუწუნე და ორი დღე მაყვედრიდი, ტას მერე მასწავლე როგორ უნდა დაიყოლიო ჩემი ძმა -ჰა? არ უწუწუნია ვაფშე -ვჭამოთ-ლუკამ უცებ გადაიტანა თემა და ყველა მივუჯექით მაგიდას. მართლა ძალიან გემრიელად ვჭამეთ, სახლში ჯერ კიდევ ციოდა, გათბობას ჯერ კარგად ვერ გაეთბო სახლი. ჭამის შემდეგ მე და მარიმ ავალაგეთ მაგიდა და ჭურჭლის რეცხვა დავიწყე, ვიცოდი რომ გამეპარებოდა დაქალი და გაპარვას, ჩემი ნებით გავუშვი დასასვენებლად ოთახში. ყველა ოთახში იყო და ისვენებდა. სამზარეულოც რომ მივალაგე მისაღებში გავედი,არავინ იყო და ერთ-ერთ საძინებელში შევედი, იმის ინტერესით თუ ვინ დაიკავა ეს საძინებელი. ლუკას ეძინა მუცელზე, ხელი ბალიშზე მოეხვია და საბანი ძირს გადმოეგდო, ციოდა აშკარად, იქვე დაგდებული საბანი გადავაფარე, უცებ ხელი რომ ასწია და მის გვერდით იმ ბალიშის ადგილას ავღმოვჩნდი. -გაყინულხარ-დაბოხებული ხმით მეუბნება, თვალგაუხელლად -შენ კი ცხელი ხარ, არადა მეგონა გციოდა -ჩშშ, დაიძინე რა-ხრინწიანი ხმა ჰქონდა, სასიამოვნო სითბო მოდიოდა მისგან, დავმორჩილდი, მოვდუნდი და ჩამეძინა. სასიამოვნო იყო, არ ვიცი რა იყო, მაგრამ კარგი იყო. სიმშვიდე მოჰქონდა მასთან ყოფნას ჩემს გულსა და სულში რომ გავიღვიძე ლუკას ისევ ეძინა, ისევ მუცელზე იწვა, თავი ჩემს მუცელზე ედო სახით და ხელს წელზე მხვევდა. ჟრუანტელმა დამიარა მის სიახლოვეზე, არადა არც პირველი იყო და არც უკანასკნელი. გარეთ სრული სიბნელე იყო. ვცადე მომეშორებინა ეს უკანასკნელი, ჩემს სხეულში რომ არაამქვეყნიურ ემოციებს იწვევდა მაგრამ უფრო მიმიკრა, სასიამოვნო იყო მაგრამ არ უნდა ყოფილიყო. უფრო დავეჯაჯგურე მის ხელს თუმცა ვერაფერს გავხდი. უღონოდ დავუშვი ეს ჩემი მკლავები და მომძინარე ბიჭს შევხედე. თმა აბურდვოდა. ინსტიქტურად შევუცურე თმაში ხელი, ეს საოცარი გრძნობა იყო, თითქოს აბრეშუმს ვეხებოდი და ხელები მიკანკალებდა, ვაი არ გატყდეს-თქო. რა უცნაურია არა? მაგრამ ღმერთო... ეს საოცარია. სხეულმა ისევ უცნაური მუხტის მიღება დაიწტო, გულმაც თითქოს სწრაფად ფეთქვა მოინდომაო. ჩემი გული, სული და ნერვული სისტემა ერთდროულად, ჰარმონიაში ცეკვავდა. -რა არ გასვენებს??-თავი წამოსწია ბიჭმა, მეც ელდანაცემივით მოვაშორე ხელი -ადგომა მინდა - მე ძაან მაგრად მეძინა, რომელი საათია? -არ ვიცი, ტელეფონი მგონი სამზარეულოში დამრჩა-გვერდით მდგარ ტუმბოზე თავის ტელეფონს დახედა -ღამის სამია -ახლა სულ შენი სუნი ამდის ნახე-ინსტიქტურად, ამ ხუმრობა ხუმრობაში ყელი გავუშვირე. ვიგრძენი, რომ ისიც ინსტიქტს აყვა და ცხვირი ყელში ჩამიყო, თითქოს არაფერიო თუმცა იმ მომენტში ის ადგილი მიხურდა, მეწვოდა, ცეცხლი ასდიოდა. რაც გინდათ ის დაარქვით, არადა მისი ცხვირი არც კი შემხებია. -მე პირიქით ვფიქრობ, რომ მე ამდის შენი სუნი- ბოხი ჰქონდა ხმა, თითქოს მისი სხეულიც გრძნობდა ამ მუხტსო -მე მომწონს-უსიტყვოდ წამოვდექი, ციოდა ლოგინის გარეთ, ან იქნებ მის გარეშე -იცოდე გარეთ არ გახვიდეთ-ერთი შემომხედა და ისევ გადაბრუნდა -კარგი დედა-დავცინე-სადაა ის ლუკა ბავშვობაში თოვლი რომ მოვიდოდა მარისთან ერთად ეზოში რომ გავყავდით ჩუმად შუა ღამეს, დამიბრუნე ღმერთო ის და წაიყვანე ეს რა იქნება -გადი თუ გადიხარ, მაცადე ძილი-ბალიში მესროლა და მეც სიცილით გამოვედი. კარგად გამოძინებული ვიყავი, ოთახში ავედი, როგორ გვანან ეს და-ძმა ერთმანეთს, ლოგინის სიგანეზე იყო გაწოლილი ჩემი ცხოვრების მესაიდუმლე, მუცლით იწვა და ბალიშს საგულდაგულოდ ხვევდა ხელს -მარიიიი- დაქალის შეფხიზლება ვცადე -ჰმმმ -მიდი გაიღვიძე საგუნდაოდ გავიპაროთ-ჩუმი სიცილით ვეუბნებოდი დაქალს უცებ რომ წამოყო თავი -სად იყავი?- ალმაცერად გადმომხედა, იცოდა. ყოველთვის ხვდებოდა და არასოდეს ამბობდა -შენს ძმასთან, ჩაგვეძინა -იმ დღეს მომასწრო რო დავჯდებით და ვილაპარკებთ -კაი რა მარ -ოო, კაი, მიდი ჩავიცვათ-ვგიჟდებოდი ამ გოგოზე, ყოველ დღე უფრო და უფრო მიყვარდებოდა. -მარი მაგ კომბინიზონის შიგნით ეს ჩაიცვი-ჩემი თხელი როლინგი ვესროლე -არ მინდა -ჩაიცვი, იცოდე გაცივდები და აქ გასართობად ვართ ჰო გახსოვს -შენ რომ კაცს დაუჩემებ რაა-უცებ გადაიცვა და თეთრი თბილი კომბინიზონიც ზედ მიაყოლა. მეც მალევე ჩავიცვი ღია ბაცი ვარდისფერი კომბინიზონი. ზედ ქურთუკი, შარფი, ქუდი და ხელთათმანები. გახარებულები ჩუმად მივიპარებოდით გასასვლელი კარისკენ, კარზე ატუზული ჩაცმული ლუკა რომ დაგვხვდა -ვიცოდი რო მაინც გახვიდოდით-გაშტერებულები ვუყურებდით ერთმანეთს მე და მარი-ჰე არ გავიდეთ? -სად მიდიხართ უჩვენოდ?-თვალების სრესით გამოვიდა თორნიკე ნიკას ოთახიდან და რომ გვნახა სიცილი დაიწყო-მართლა საგუნდაოდ აპირებთ წასვლას? -ჰო გითხარი, მე დრო დავზოგე და ახლა მალე თუ არ ჩაიცვამ არ დაგელოდებით-უკნიდან ჩაცმული ნიკა გამოვიდა და თორნიკეს ნიშნის მოგებით გადახედა. გაოცებას ვერ ვმალავდით. -რას გვიყურებთ გოგოებო, დავსპეცდით თქვენს ხელში-არავის ამოუღია ხმა, ყველა ღი ილით ველოდით თორნიკეს. -მზად ვარ ვსო, თოვლს გაჭმევთ -იქით გაყლაპებ მთელი სვანეთის თოვლს-მარი რის მარია ვინმეს სიტყვა შეარჩინოს -მიდით მეგობრებო დაცხეთ ერთმანეთს, ერთი სურვილი ისედაც აქვს ამას შენთან, ახლა ამ ბრძოლაშიც დაამარცხე -უყურე და ნახავ ნიკა, მე სულ გავიმარჯვებ-გავედით სახლიდან. ჯერ კარგ ადგილს ვეძებდით საგუნდაოდ, თან ვათვალიერებდით მიდამოს, იმდენად ვიყავი გართული ფიქრებში რომ მოვიხედე უკან არავინ მედგა. სად გაქრნენ ნეტა, ჯიბეში ხელი ჩავიყავი დავურეკავ რომელიმეს-თქო და გამახსენდა, ტელეფონი ისევ სამზარეულოში რომ მქონდა. ჰოო, შიში ვიგრძენი, მაგრამ არ დავნებდი, თითქოს უკან სწორი გზით ვბრუნდებოდი, მაგრამ ძალიან ბევრი ჩიხი იყო, სად ვუხვევდი ან სად მივდიდოდი წარმოდგენა აღარ მქონდა, უცებ წინ მომავალი ბიჭი და გოგო რომ ვნახე -ღმერთო მადლობა დახმარებისთვის-უცებ მივედი მათთან -გამარჯობა-მორიდებულად დავიწყე -გამარჯობა-თბილი ხმა ჰქონდა გოგოსაც, ბიჭი კი იდგა და ხმას არ იღებდა -იცით... დავიკარგე და დასარეკი ჰომ არ გექნებათ რომ დავრეკო? -ტატო შენ ჰო გაქვს, მიდი დაარეკინე-ბიჭმაც უსიტყვოდ გამომიწოდა ტელეფონი. ოდნავ დამშვიდებულმა ავკრიფე მარის მომერი, ავტომო პასუხი რომ ჩაირთო „მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან“-ო, ახლა მხოლოდ ლუკა მრჩებოდა და ღმერთო გთხოვ მიპასუხოს, გთხოვვ. ერთი ზარი დასრულებული არ იყო რომ მიპასუხა -ლუკა -ვიცოდი გეფიცები, ორი წუთით მოვადუნე ყურადღება და ჰაერივით აორთქლდი, სად ხარ-უცნაური ხმა ჰქონდა, სხვა არ ვიცი რას იგრძნობდა მაგრამ მე მესიამოვნა იქ სადღაც შიგნით. -არ ვიცი... უკაცრავად სად ვართ?- გოგონას შევხედე თუმცა პასუხი ბიჭმა გამცა -თამარაშვილის ქუჩაზე ვართ -თამ... -გავიგე, არ წახვიდე არსად, მოვალ ათ წუთში-უცებ გამითიშა ტელეფონი, მე კი ბიჭს დავუბრუნე -მადლობა -რა მადლობა, ჩვენც ხშირად ვიკარგებოდით აქ ბავშვები რომ ვიყავით, მე ნინი ვარ, ეს ჩემი ძმა ტატოა -სასიამოვნოა, მე ტასო ვარ-თბილად გავუწოდე ორივე მათგანს ხელი ჩამოსართმევად-სვანები ხართ? -რაღაც გაგებით, ბაბუა ცხოვრობს აქ და ხშირად ჩამოვდივართ, შენ კი აქაურის არაფერი გეტყობა-მიღიმოდა და ღმერთო რა სასწაულად ლამაზი გოგო იყო -არა ჰო, მეორედ ჩამოვედით მე და ჩემი მეგობრები აქ დასასვენებლად -უი სად ისვენებთ? -არ ვიცი მარტო სახლის ნომერი მახსოვს, ცოტა ზევითაა-უფრო და უფრო მეღიმებოდა მასთან საუბრისას -უკან მგონი შენი მეგობრები მოდიან ნახე? -კი კი, ესენი არიან -ვაიმე ჩემო ლამაზო, ლამის ცხოვრება დამენგრა, სად გაქრი გოგო ასე უცებ-უკნიდან მომახტა მარი- გამარჯობა თქვენ გადამირჩინეთ დაქალი, მე მარი ვარ-ორივეს ჩამოართვა ხელი, ბიჭს კი ღიმილი გაეპარა გოგოს პირდაპირობაზე -წამოხვალ დაკარგულო თუ დეპეშა გინდა?- გაღიზიანებული ხმა ჰქონდა ლუკას, ნიკამ რომ გაჰკრა ხელი გეყოფაო -ეს ლამაზი ქალბატონი აქ საიდან გაჩნდა? მე ნიკა ვარ-ხელზე ეამბორა გოგონას-ის უჟმური ლუკაა მარის ძმა და ის განდეგილივით რომ დგას თორნიკეა -მეც მყავს ერთი უჟმური, ეს ჩემი ძმაა ტატო, მე კი ნინი ვარ-ტატოს აშკარად არ ჰქონდა ნასიამოვნები სახე, თუმცა არფერს ამბობდა -ჩვენ ზევით ვისვენებთ და შემოგვიარეთ როცა გენებოთ -ნინი წასვლის დროა- დას გადმოხედა და ანიშნა წავედითო -სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა-ხელისქნევით დაგვემშვიდობა ნინი და ძმასთან ერთად უკან გაუყვა გზას. -წამოდი ტას რა კარგი ტრიალი მინდორი ვიპოვეთ იცი? სულ თოვლით არის დაფარული და ისეთი მაგარი სივრცეა ისეთი მაგარიი-მარი ბედნიერი მიყვებოდა მერე უცებ ჩურჩული რომ დაიწყო- რომ იცოდე ლუკა როგორ ნერვიულობდა, რომ გირეკავდა და არ იღებდი მთელი სვანეთი მოიკითხა ლამაზი სიტყვებით -ალბათ ვერ გაგიმეტა უდაქალოდ ყოფნისთვის-მეც ჩურჩულით ვპასუხობდი -მერე რომ დაურეკე გაბრაზდა, რამ გააბრაზა არ ვიცი-ჩემი კომენტარი დააიგნორა და განაგრძო ძმის ჩაშვება ჩემთან-რაც თავი მახსოვს სულ ასეა, მე ვეტყვი არ გააკეთებს, შენ ეტყვი გააკეთებს, მე დავიკარგები ბრაზდება, შენ დაიკარგები ნერვიულობს -ნუ ამეტებ მარი -ნერვს ნუ მიშლი ახლა-არ მივაქციე ყურადღება, ეგ სულ მასე იყო და მიჩვეული ვიყავი, მარი კი მის გაღმა ცდილობდა დაენახა ის რაც არ იყო ან მე ვერ ვხედავდი. მივედით მინდორამდეც -მართლა რა ლამაზია-აღბრთოვანებას ვერ ვმალავდი უცებ თავში თორნიკესგან რომ მომხვდა გუნდა -უიიი, ჰო არ გეტკინაა?-ვითო შეწუხებული სახე მიიღო და მეც საპასუხოდ ორი მაგხელა დავუბრუნე. ყველა ერთმანეთს ვესროდით გუნდებს, მარიმ კი თორნიკეს სახე დაიჭირა და თოვლში ახოხიალა -ჰომ გითხარი სულ გადაგაყლაპებ სვანეთის თოვლს-თქო -ეს რა გიჟია ჩემი, მიშველეთ ძმებო, გადამარჩინეთ-გარბოდა და უკან გუნდებით მარი მისდევდა. იყო მათ შორის რაღაც, რაღაც ამოუხსნელი და ლამაზი. ნიკამ უცებ ამიყვანა ხელში და იქვე დიდ თოვლში ჩამაგდო, მერე კი გაიქცა. ლუკა გვიყურებდა და ხალისობდა უცებ ზურგზე რომ შევახტი და იმ თოვლში ერთად ჩავეშვით, სადაც ცოტა ხნის წინ მარტო ვიყავი. ბოლო ხმაზე ვიცინოდი და ლუკას ღიმილიან მზერას ვაიგნორებდი. ადგა და ხელი გამომიწოდა წამოსადგომად, თქვენი აზრით რა ვქენი? ნამდვილად, ხელი ჩავჭიდე და ისევ თოვლში ჩავაბრუნე, შემდეგ კი უცებ ავდექი -არა სად მირბიხარ-უცებ წელზე მომკიდა ხელი და უკან დამაბრუნა, ვიცინოდით, მთელი გულით ვიცინოდით -შენ გაგირბივარ მაცადე-ვცადე სიცილით გადამეწია მაგრამ აშკარად აზრი არ ჰქონდა-ასე ძლიერი როგორ ხარ, არადა ბავშვობაში გერეოდი -ბავშვობაში იმიტომ მერეოდი რომ მე გაძლევდი მაგის უფლებას პატარა ქალბატონო, ახლა სხვა დროა და არ დაგითმობ იცოდე-ღიმილით მესაუბრებოდა და თმას ყურსუკან მიწევდა. ვერ წარმოიდგენთ რა მჭირდა. რა დონის ენერგია იგრძნო გულმა არ ვიცი მაგრამ ნორმალური ადამიანის პულსს უკვე ძალზედ მქონდა გადაჭარბებული ვხვდებოდი, ალბათ ისიც. -მცივა და გავცივდებით -უცებ თავის არიდება და მისი მკლავებიდან დახსნა ვცადე -ჰომ გითხარი ვერ გამექცევი-თქო არა? -ლუკა გამიშვი-ამოვიკნავლე -სად გაგიშვა-არ ნებდებოდა, ერთობოდა გოგოს წვალებით ბიჭი, ან იქნებ უბრალოდ სიამოვნებდა ამ გოგოს მის მკლავებში ყოფნა -ლუკაა -მიდი ჰო, მაგრამ იმიტომ მიდიხარ რომ მე გაძლევ საშუალებას -სულელი ხარ-უცებ მივახალე და თოვლის ბაბუის აწყობაში ვეხმარებოდი ნიკას. ვინ იცის რამდენი ფოტო და ვიდეო გადავიღე, ყველა კადრს ვაფიქსირებდი როგორც მე ისე დანარჩენებიც. ძალიან დაღლილები გამთენიისას მივედით სახლში, გვშიოდა და ჭამის თავიც არ გვქონდა, პირდაპირ აბაზანა მივიღე და ჩავწექი ლოგინში, მალევე გვერდით მარიც რომ მომიწვა და მორფეოსის სამყაროში გადავინაცვლეთ. რომ გავიღვიძე გვერდით აღარ მეწვა მარი, ცოტა ხანს ტელეფონი ავიღე და ტიკტოკი ვსქროლე, თუმცა მალევე მომბეზრდა, მეძინებოდა, მაგრამ ახლა ძილის შებრუნება არ მინდოდა. ავდექი, შუადღე იყო უკვე, თბილად ჩავიცვი და მისაღებში ჩავედი, ყველა ტელევიზორის გარშემო იჯდა და ფილმს უყურებდნენ -გაიღვიძე ტას? -ჰო მარ, რას უყურებთ?- მხოლოდ ლუკას გვერდით იყო ადგილი დარჩენილი, თითქოს საგულდაგულოდ ინახავდა ამ ადგილს ჩემთვისო -შავ ტელეფონს -უი მეორე ნაწილი გამოვიდა? -გაჩუმდით რა, ვუყურებთ ხალხი- თორნიკემ წამოყო თავი -ვის აჩუმებ ბიჭო, იჯექი მანდ და უყურე თუ უყურებ-მარი მიუბრუნდა და ოდნავ უბრწკინა კიდეც -მაცდი რო? -რაც გაცადე მადლობა თქვი. უი ტას ლალიმ და მარინამ დარეკეს, მერე გადაურეკე შენც -აჰამ-თავი დავაქნიე და ტელევიზორს მივუბრუნდი, მართლა მეძინებოდა. მშვიდად ვუყურებდით ფილმს უცებ რომ დაბნელდა, ალბათ იფიქრებთ შუქი ჩაქრაო, არა ჩამეძინა. ძილბურანიდან ლუკას ზურგზე მოთარაშე ხელებს გამოვყავარ, რაღაც საოცარი გრძნობაა, სულ არ მინდა, რომ გავიღვიძო, ნეტავ სულ ასე ნეძინოს, სულ მასთან და სულ მისით. ალტერ ეგო არ მაცდის, შევიშმუშნე -ვიცი რო გღვიძავს-ყურში ჩამჩურჩულა -სად წავიდნენ სხვები?- გაფართოვებული თვალები მოვავლე ოთახს -გუშინ რომ გაიცანით ნინი და ტატო, ისინი ამოვიდნენ დაგათვალიერებინებთ ამ ადგილსო და ესენიც გაყვნენ -რატო არ გამაღვიძეთთ -ვაპირებდით, თორნიკემ წყალიც კი მოიტანა შევასხათო მაგრამ მარიმ აცადეთ ძილიო -არ იტყოდა მარი მაგას, უეჭველი გამაღვიძებდა-ბუზღუნით ავდექი -მშია ტასო -დიდი ხანია წავიდნენ? -დაახლოებით ერთი საათია-რატო არ გამაღვიძაა, მეც მინდოდა დათვალიერება, ტელეფონი ავიღე დაქალისთვის რომ დამერეკა -ჰო ჩემო ძილის გუდავ -როდის მოხვალთ? -არვი, საღამოს ალბათ, რა მაგარია იცი? -რატო არ გამაღვიძე მარი, კაი რააა -გაღვიძებდი და ლუკამ დაღლილია ეძინოსო -რაო? -აუ აქ არ იჭერს ტას კარგად, მერე რომ მოვალ ამბები მაქ მოსაყოლიიი, საღამოს ტატო და ნინი ჩვენთან ივახშმებენ და გააწყობინე მაგიდა იმას-ირონიულად ჩამძახა და გამითიშა დაქალმა. -არა ახლა ეს თუ გიჟი არ იყოს, ჩემი გიჟი-ჩემთვის ვლაპარაკობდი და საჭმელს ვალაგებდი -მერე იმას დაუძახებს გიჟს დგას და ელაპარაკება თავის თავს -ასე არსაიდან როგორ ჩნდები ხოლმე -არსაიდან როგორ, მეორე ოთახიდან შემოვედი -შენთვის შენ გაიმზადე საჭმელი, მე არაფრის გამკეთებელი არ ვარ-არაფერი უთქვამს, ერთად ვისხედით სამზარეულოს პატარა მაგიდასთან და ვჭამდით -რომ დაიკარგე ვინერვიულე-ვითომც არაფერიო შუა ჭამის დროს მითხრა, თუმცა ხმა კი ჰქონდა ზედმეტად თბილი -რას იძახი-ირონიულად გადავხედე და უკვე დანაყრებული მაგიდიდან ავდექი -რასაც ვიძახი-არც ის ჩამომრჩა და განაგრძო ჭამა -მაინც რამდენს იტევს შენი კუჭი, მალე მეც შემჭამ -შეგვიძლია ვცადოთ-თვალი ჩამიკრა და ბოლო ლუკმაც გემრიელად გადაყლაპა -არა რა უნდა გელაპარაკო? სულელი ხარ სულელი -ისე რაზე აბარებ?-გაკვირვებულმა შევხედე -არასოდეს გიკითხავს -უცებ დავინტერესდი-მხრები აიჩეჩა და ინტერესიანი თვალებით შემომხედა, ვფიქრობდი მეთქვა თუ არა და ბოლოს დანებების ნიშნად სკამზე ჩამოვუჯექი ისევ, მის წინ ვიჯექი და თვალებში ვუყურებდი -მარიმ ჯერ არ უნდა გაიგოს-დანანებით ვეუბნები -ასეთი რა გაქვს გეგმაში? -საფრანგეთის გამოცდებს ვაბარებ, მოდის დიზაინზე-ბიჭის თვალებში საოცარი გაკვირვება და რაღაც ამოუცნობი ემოცია იკითხებოდა -ანუ მიდიხარ -იმედია -უთხარი მარის-სევდიანი ხმა ჰქონდა -ჯერ არა, ჩავუმწარებ ყველაფერს -ეწყინება, მაგრამ შენს გამო გაუხარდება, რამდენი ხნით მიდიხარ? -თუ წავედი და ჩავაბარე გამოცდები, გავიარე გასაუბრება, დამამტკიცეს, მოწვევა გამომიგზავნეს და შევძელი ეს ყოველივე მაშინ სამი წლით სასწავლებლად, მაგრამ არ ვიცი რამდენი ხნით დავრჩები -გამოგივა ყველაფერი, მარის უთხარი მანამ სანამ რამეს გააკეთებ, მერე ძალიან ეწყინება, მას კი არა მეც კი მწყინს- ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი -არ ინერვიულო საჩუქრებს ჩამოგიტან-ღიმილით ვუთხარი -იქ რო შეგემთხვას რამე ვის დაურეკავ, ვინ დაგეხმარება -გავიცნობ ხალხს ლუკა, შენ არ იდარდო -ათი დღით ვერ დატოვე მარი და სამი წლით ტოვებ? -რა ვქნა ლუკა, კარიერაზე უარი ვთქვა? ისედაც მიჭირს და რატომ მიმატებ?-ამიწყლიანდა თვალები. ისევ სიჩუმე მივიღე, ოთახიდან გავიდა. ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა. ტელეფონზე დედამ რომ დამირეკა -ჰო დე-უცებ ვიკრავ სახეზე ღიმილის და ვპასუხობ მის ვიდეოზარს -დედიკო რა სახე გაქვს, არ მომწონს, ჰო არ გაცივდი შენ -არა დე, აქ ძაან კარგია, იცი რა ლამაზია? -კი ჰო დე -აუ ძაან, შენ რო საჭმელები გამოგვატანე ლილისაც ტონა გამოუტანებია და ჯერ კიდე ბევრი გვაქვს, არ იდარდო მშივრები არ ვართ, ცალკე წამოუღიათ კიდე პროდუქტები ბიჭებს -ცოტა დავმშვიდდი დე, ვნერვიულობდი, დღეს ეკამ დამირეკა -უი რაო? -რაღაც ახალი წიგნი მინდა დავიწყოო ტასოსთანო და მე ვერ ვუკავშირდებიო, იმაზე ძლიერია რაც გავიარეთო -აუ რა კაია, თორე სამჯერ გამატარა ეგ წიგნი აღარ შემეძლო-სიცილით ჩავძახე დედას -დე რამე ჰო არ ისმის იმაზე-შეფარვით მკითხა ქალმა, იცოდა რომ არსად ვამბობდი -არა დე, ეკა მეხმარება ჰო იცი, თუ რამე გაგაგებინებ -კარგი დედიკოს ლამაზო -მამა რას შვრება? -რავი დე, არ მასვენებს-ჩუმად ჩაიბურტყუნა და ოდნავი სიწითლეც კი შეეპარა ქალს -დე...... -ჰო დედა გენაცვალოს, რაღაც მოხდა ჰო?- დაუსევდიანდა ქალს სახე -დე არ ვიცი რა ვქნა -რაზე დედას გულო? -ლუკას ვუთხარი საფრანგეთზე, გაბრაზდა თუ ეწყინა ვერ გავიგე მაგრამ მარის უთხარიო-ცრემლმორეული დავყურებ ეკრანს, რომლიდანაც საყვარელი დედის სახე მიყურებს -ჩემი აზრითაც უნდა უთხრა დე, მე ადრეც გითხარი, მერე ნაწყენი კი არა გაბრაზებული იქნება -როდის ვუთხრა დე, ჩავუმწარებ ყველაფერს -შენც იცი რომ ძალიან უყვარხარ და შენი კარგი მას თავისივით უხარია, დამალვით ვერ მიიღებ დე ვერაფერს, ლუკასთვის თქმა რამ გადაგაწყვეტინა? -არ ვიცი დე, უბრალოდ ვუთხარი -მან შენგან გაიგო, მიეცი მარისაც იმის საშუალება შენგან გაიგოს ეს ამბავი და გვერდით დაგიდგეს ასეთ პერიოდში -კარგი წავე დე ახლა მაგიდას გავაწყობ, აქ ხშირი სტუმრები გავიცანით და ვახშამზე დაგვეწვევიან -მიდი დედა გენაცვალოს, მერე მომიყევი რას იზამ და როგორ, მე სულ შენს გვედით ვარ-საყვარელ ქალს გავუთიშე და მაგიდის გაწყობა დავიწყე, ლუკა ტელევიზორის წინ იჯდა და ისე იქცეოდა ვითომც იქ არ ვიყავი, შეიძლება ასე უკეთესიც ყოფილიყო, ვიცი რომ მასაც სწყინს, რაც არ უნდა იყოს ამდენი წელი გავატარეთ ერთმანეთის გვერდიგვერდ. -დედაშენი აბსოლიტურია ტასო -გესმოდა -კი მესმოდა, რა მიიღე რომ დამალე მაგით? -და რა მივიღე რომ გაიგე მაგით? -შენი კარგი მე ყოველთვის გამიხარდება ტას -მაგრამ ეს არ გიხარია ტელეფონმა დარეკა -გისმენთ ეკა მას -ტასო არ ვიცი მარინამ თუ დაგირეკა -კი მას დამირეკა, მითხრა ახალ დონეზე გადაყავხარო -კი ტასო, B2+ დონეს დავიწყებთ როგორც კი მოხვალ -აუ მას რა კარგია -ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა, აბა იმ წიგნის ატანა აღარ გქონდა -მას სამჯერ გამავლევინეთ, აღარ შემიძლია -ნუ წუწუნებ თორე მეოთხედაც მოგიწევს -კარგით, კარგით, ჩუმად ვარ-სიცილით ჩავძახე ტელეფონს -აბა შენ იცი, Avant la réunion(შეხვედრამდე) -Avant la réunion-ტელეფონი დავკიდე და ფრთხილად შევხედე ლუკას, რომელიც ისევ არ მიმჩნევდა -ლუკა -გისმენ-ისევ არ მიყურებდა. მიბრაზდება -შენ ნუღა მიმატებ რა, ჩემი მომავლისთვის მინდა -არაფერი მითქვამს -ის უარესია რასაც აკეთებ-ამოვთქვი საიდუმლო რომელიც გულს მიკლავდა -და რას ვაკეთებ? -ისე იქცევი თითქოს არ ვიყო -ისედაც არ უნდა იყო მინიმუმ სამი წელი და ვინ იცის, იქნებ მთელი ცხოვრებაც, ვეჩვევი -შენ რა რეაქცია გაქვს და მარის რა ექნება წარმოდგენაც არ მინდა -ჰო აი არ უნდა გეთქვა ეს რა ქენი-ტონზე აეწია ბიჭს -აი რატო მეჩხუბები გთხოვვ -შენი წარმატება თუ ჩვენს მიტოვებას ნიშნავს, მაშინ ეგოისტურად არ მინდა, რომ წარმატებული იყო. ამდენი წელი გავატარეთ ერთად, ყოველ დღე თუ არა კვირაში ხუთი დღე მაინც გხედავდი და ახლა უცებ ცხოვრებიდან ქრები ტასო -რატომ ვქრები, დაგირეკავთ ხოლმე -დარეკვით რომ ხდებოდეს და გვარდებოდეს ყველაფერი უკვე მოგვარებული იქნებოდა ბევრი რამ, მაგრამ ასე მარტივი არაა -ნუ მეჩხუბები -არ გეჩხუბები ტასო -უსამართლოდ მექცევი-გულდაწვეტილმა ამოვთქვი და კარზე კაკუნი რომ გავიგე წამოვდექი -რომ არ მეკითხა თქმას არც აპირებდი-ეს ბოლო იყო რაც მითხრა, მერე კარი გაიღო და შემოვიდა ყველა -უი ეს სახლი იქირავეთ? ძალიან მიყვარს აქაურობა, ბავშვობაში აქ ამოვდიოდით სულ, ამ სახლის მეპატრონე ნუგზარს ორი გოგო ჰყავს და იმათთან ვდაქალობდი სანამ არ წავიდნენ და დამივიწყეს-სევდიანი ღიმილით ამოთქვა ნინიმ და ქურთუკი გაიხადა, თითქოს ცოტა ხნის წინ გვისმენდა და ის ამოთქვა რაც ლუკას აწუხებდაო, ბიჭს სახეზე რეაქცია არ ჰქონდა. -ოჰჰ, ესეც ჩემმა ძმამ გააწყო? აშკარად ეს უკეთესია, სწავლობს ნელ-ნელა -არა მარ მე გავაწყვე-გოგონას ლოყაზე ვაკოცე და ტატოს ხელი ჩამოვართვი ღიმილით -რაღაც ძალიან სითბოა თუ მე მეჩვენება-თორნიკემ გადახედა მარის-უი არა აქ მზე ყოფილა და გვათბობს-ახარხარდა და მაგიდას მიუჯდა -შენ თოვლი რომ ჭამე არ გეყო აშკარად, კიდე გშია? -ეგ აპეტაიზერი იყო -შეგრცხვეს მაინც ამ ხალხთან -რა უნდა შემრცხვეს, მოდი ტატო რა საჭმელები გაჭამო-ბიჭიც გვერდით მიისვა -მშვენიერო აქ დაბრძანდით-სკამი გამოუწია ნიკამ ნინის -ნინი აქ დაჯექი-ტატომ თავის დას მისივე გვერდით ანიშნა -ნუ ხარ უჟმური და აცადე ადამიანურად ჭამოს, სულ უფროსი ძმის როლში კი არ უნდა იყო-ნიკამ ტატოს თვალი ჩაუკრა და გოგონა თავის გამოწეულ სკამზე დასვა, აღარაფერი უთქვამს ტატოს, მარიც თორნიკეს მეორე გვერდით მიუჯდა და დავრჩით ჩვენ, მე და ლუკა, გვერდიგვერდ გვიწევდა ჯდომა. ბიჭს არაფერი შეუმჩნევია ისე დაჯდა და მეც იძულებული დავრჩი მის გვერდით ისე დავმჯდარიყავი, ვითომც არაფერი მომხდარიყო. დაძაბული ვიყავი -აბა რას შვრებოდით უჩემოდ?-ხვდებოდა დაძაბულობას, გვიცნობდა ორივეს და იცოდა ჩვენი ხასიათები. -არაფერს მარ, მე კი არა თქვენ რა ქენით, რა ნახეთ? -აუ რა ლამაზი ადგილები დაგვათვალიერებინეს წარმოდგენა არ გაქვს-ახლა თორნიკემ გამცა პასუხი, აღბრთოვანებას ვერ მალავდა ბიჭი. საუბრობდნენ, სვამდნენ და ჭამდნენ,ნინის და ტასოს გაცნობას აღნიშნავდნენ, ერთბოდონენ, მათ შორის იყო ლუკაც, რომელიც არც მიმჩნევდა, არაფრის სურვილი არ მქონდა, ტირილი და ძილი მინდოდა, მინდა რომ გავიღვიძებ ეს ყველაფერი უბრალო სიზმარი იყოს და ლუკას უხაროდეს ჩემი წასვლა. არ ავმდგარვარ სანამ ტატო და ნინი არ ადგნენ წავალთო, განაგრძეთ თქვენო, მე გავაცილე და ცოტა ხანს ეზიში დავრჩი, სასიამოვნო იყო გრილი ჰაერი ფილტვებსა და სხეულის ნაწილებში, თითქოს დარდი მიჰქონდა და ისევ ლაღი ვრჩებოდი, არადა ჯერ მხოლოდ ჩვიდმეტის ვიყავი -აქ რატო დგახარ სიყვარულო?-მთვრალი დაქალი მომეხვია ზურგზე -ჩემი ლამაზი გოგო ხარ შენ, სუ სუ ყველაზე ტკბილი-მისკენ შევბრუნდი და ლოყები ბევრჯერ დავუკოცნე, აკისკისდა და ისევ მომეხვია -გცივა ტას, შემოდი შიგნით -როგორ მცივა როცა შენი სიყვარული ყველა მხრიდან მათბობს?-ისევ კისკისს აგრძელებდა -ყველაზე დიდი გამართლება ხარ ცხოვრებაში-ტიკტოკის ტრენდს მეუბნება და სიცილით მიბიძგებს სახლში შესასვლელად, მეც მასთან ერთად შევდივარ. ბიჭები წამოშლილან და ვინ ვის საძინებელში იყო არავინ იცოდა, ყველა მათგანი გალეშილი მთვრალი იყო. ჩემი ასევე მთვრალი დაქალი ოთახში ავიყვანე, საწოლზე თორნიკე რომ დამხვდა, მარის ბალიშში ჰქონდა ცხვირი ჩაფლული, მეც ეშმაკურად დაქალი დავუწვინე გვერდით და გამოვედი. ყველგან ღვინის სუნი იდგა. დაძინებას ვერ შევძლებდი, მოსვენებითაც ვერ დავისვენებდი ამიტომ ავდექი და დალაგება დავიწყე. ვინ იცის რამდენ ხანს ვალაგე მაგრამ ბოლოს მაინც დავალაგე და დივანზე მივესვენე, იქვე ლამაზად დაკეცილი სქელი პლედი მოვიფარე და მორფეოსის სამყაროსკენ გავეშურე. დანარჩენ დღეებში არაფერი მომხდარა განსხვავებული, ჩვეულებრივ დავდიოდით, ვგუნდაობდით, ნინი და ტატოც ხშირად მოდიოდნენ, ლუკა ისევ არ მიმჩნევდა და ამასობაში მოვიდა უკან დაბრუნების დღეც. ავბარგდით, ნიკა საჭესთან იჯდა, ლუკა მის გვერდით, მე და მარი გვერდი გვერდ და თორნიკე მარის გვერდით. გზაშიც არ ამომიღია ხმა, თბილისთან ვიყავით თითქმის მარიმ რომ ამოთქვა -რა აწყენინე ტასოს ამოთქვი ან ახლავე მოგკლავ-თავისი ძმისკენ წინ გადაიხარა და მის თვალებს შეხედა, არ ვიცი იქ რა ამოიკითხა, მაგრამ ეჭვნარევად მერე მე გადმომხედა-თუ პირიქით? -არაფერი მომხდარა მარი-დაქალს ღიმილით ვუთხარი. არაფერი უთქვამს მაგრამ ვიცი არ დაიჯერა ნიკამ ჯერ თორნიკე დასვა, მერე მე და ბოლოს ამირეზაშვილები. -მა მოხვედი?-თბილად გადამეხვია მონატრებული მამა -ჰო მა, აუ რა დაღლილი ვარ რომ იცოდეე, დედა სადაა? -ლალისთანაა გადასული ყავას მოვწრუპავო დამიბარა-გაგვეცინა -აუ მა დავიძინებ რა, დედას უთხარი კარგადაა ჯანმრთელად და ნუ გააღვიძებო კაი? -მიდი მა მიდი ვერ დავიძინე, მაგრამ ძალიან მეძინებოდა, ლუკას ეს საქციელი გულს მტკენდა და თითქოს ვერ ვამტყუვნებდი, მაგრამ მაინც დისტანცია არ მინდა მასთან. მკითხველო როგორ ვგრძნობ თავს იცი? გული დამისერეს თითქოს, ნუთუ დისტანციამ უნდა მოახდინოს გავლენა და ამდენ წლიანი ურთიერთობა დაინგრეს? არასოდეს მჯეროდა დისტანციით დანგრეული ურთიერთობების, მეგონა წყვილს, მეგობრებს არ უყვარდათ ერთმანეთი საკმარისად რომ ერთმანეთი შეენარჩუნებინათ, მაგრამ ჩვენს გულებში ჰომ გიზგიზებს ანთებული ცეცხლი? სიყვარული ჰომ ჩანს ჩვენს თვალებში?ჩვენი გულები ერთმანეთისთვის არ ცემს განა? საოცრად მტკივნეულია ლუკას ის ქცევა რაც მივიღე, საოცრად გულის გამხლეჩავია. ძალიან სპონტანურად გამთენიისას ხუთი იქნებოდა ალბათ ავდექი და ამირეზაშვილების სახლისკენ გავეშურე. მათი სახლის წინ ვიდექი და გამბედაობა მაკლდა მხოლოდ, მხოლოდ პატარა ნაბიჯი მინდოდა და ყველაფერი მოგვარდებოდა. მაგრამ მიღირდა დაქალის გამწარება? მინდოდა მათი ტკენა? „ის უფრო ეტკინება რომ დაუმალო და სხვისგან გაიგოს“ გამოჩნდა ალტერ ეგო. მას დავუჯერე. მარის ფანჯარის ქვევით დავდექი და მასზე აძრომა ვცადე, აბა ამ დილაუთენია ლალი რომ გამეღვიძებინა გაუსკდებოდა გული. თითქმის ასული ვიყავი უცებ რომ ჩამოვვარდი, საკუთარ თავზე გამეცინა და კვლავ ვცადე მასთან აძრომა, შევძელი, ფანჯარა ფრთხილად გავაღე და მის ოთახში შევედი. იქაურობას თვალი რომ მოვავლე მერე გამახსენდა, ლუკამ და მარიმ ოთახები ჰომ გაცვალეს? საწოლზე მშვიდად მძინარე ლუკას ვუყურებდი, არ ვიცი რამდენი ხანი იყო გასული თუმცა უკვე ოთახში ციოდა, ღია ფანჯარას გარე სიო შემოეტანა და ბატონიც შეიშმუშნა. მალევე დავკეტე ფანჯარა, ჩუმად მივუახლოვდი ბიჭის საწოლს და იქვე საწოლის კუთხეში ჩამოვჯექი -ლუკა-მშვიდი ხმით ვცადე მისი გამოფხიზლება. რატომ ვაღვიძებდი? ვინ იცის, მე ნამდვილად არა-ლუკკ -ჰმმ-ოდნავ შეირხა -ლუკა გაიღვიძე, ვთხოვდები -რას შვრები?-თვალები ჭყიტა ეგრევე -გიორგიმ ხელი მთხოვა და ვიპარებით რო ხელი მოვაწეროთ -ვინაა გოგო გიორგი, ჰო არ გააფრინე....სიზმარში ვარ! -არა მართლა ვამბობ -ტასო არ გადამრიო ახლა, მესიზმრები ჰო? -ხშირად გესიზმრები ხოლმე? -სულ, ყველგან შენ ხარ ტას-აშკარად სიზმარი ეგონა ბიჭს, სწორედ ამიტომ გოგონასთან გულახდილ საუბარს განაგრძობდა -ჰო? -მე მინდა რომ წარმატებული იყო, მინდა ყველაფერი გააკეთო და უბრალოდ ჩვენს გამო არ დარჩე აქ, მინდა შენი ოცნებები აისრულო -აბა ეგოისტურად არ მინდაო? -შენს მიმართ არ შემიძლია იმდენად ეგოისტი ვიყო, რომ შენი ოცნებები დაგინგრიო. ჩემო ლამაზო მირჩევნია შორდიან გიყურო ბედნიერს, ვიდრე ახლოდან უბედურს -მე რო გიორგისთან ერთად ვიპარები? -რომელი გიორგი? არ გაიპარო უარი უთხარი -აკი შორიდან ბედნიერს მინდა გიყუროო? -ჩემზე მეტად ვერცერთი გაგაბედნიერებს ტას-გავშეშდი-არცერთ კაცს არ ეცოდინება ის რაც მე ვიცი, ვერავინ ისე ვერ შემოგხედავს როგორც მე გიყურებ, ვერ შეძლებენ ტას, ვერცერთი შეძლებს ისე შეგიყვაროს, რომ სამყარო ფეხქვეშ დაგიგოს -შენ შეძლებ? -არ ვიცი, იმდენად საუკეთესო ხარ, იმდენად იდეალური, უბრალოდ არ ვიცი როგორ გაჩუქო მთელი მსოფლიო -მსოფლიოს არ დავჯერდები იცოდე, ირმის ნახტომი მაჩუქე-აჩქარებული გული დავაიგნორე და გახუმრება ვცადე -სიზმარშიც კი რა საყვარელი ხარ, მაკოცებ? -გაკოცებ?-ამას შოკიც კი არ ერქვა, ჩემი პულსი უკვე ჰაერში იყო, არც კი ვიცი რანაირად ვარ ცოცხალი -ნეტა რეალობაში რომ გაკოცო რას იზამ -ვცადოთ გინდა?-ხმა ძლივს ამოვიღე, მეც არ ვიცი ეს საოცარი გამბედაობა საიდან. გვერდით მივუწექი და მის სახესთან სახე მივიტანე. ბიჭს ბევრი არც უფიქრია პირდაპირ ტუჩებზე დამაცხრა. ღმერთო ეს რა არის? რა გრძნობაა? მუცელში პეპლები რა მოსატანია, მთელი ზოოპარკი დარბის შიდ, აღელვება რა მოსატანი, იმდენად დიდ ინტენსივობას ვგრძნობ, ქალურმა ჰორმონებმაც გაიღვიძა და ვიგრძენი ჩანჩქერიც ქვევით, მაგრამ მაინც, ეს იყო საოცრად მტკივნეული სიამოვნება. კოცნის დროს ჩაეძინა. ძლივს ავდექი ფეხზე და ოთახიდან გავაღწიე. მთელი სხეული მიკანკალებდა, გული უკვე საგულეშიც აღარ იყო და პულსს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ცოტა აზრზე რომ მოვედი მარის ოთახში შევედი და მაშინვე გავაღვიძე -მარი -ჰმმმმ-როგორ გვანან ეს ა-ძმა ერთმანეთს -მარი გაიღვიძე -ჰმმ? -შენმა ძმამ მაკოცა -რაო რა ქნაო?-თვითონაც შოკირებულმა წამოყო თავი -შენს აწ უკვე ყოფილ ოთახში ავძვერი მნიშვნელოვანი საკითხი უნდ ამეთქვა და ის დამხვდა, გიპრგისთაქნ ერთქად ვიპარებითქო, გავთხოვდითქო და სიზმარი ვეგონე მარ და მელაპარაკა, ისეთები მითხრა, ყველგან შენ ხარო, სულ მესიზმრებიო, სხვა ვერ შეგიყვარებსო, წარმოდგენა გაქვს რა შოკი მაქვს? -დედა მომიკვდეს ვიცოდი რო უყვარდი პროსტა ვერ გამოვტეხე და ვერაფრით ვამტკიცებდი, რაღა სხვაგან გაგიშვა გახდი ბარემ ჩემი ძმის ცოლი -შოკში ვარ -ჰაა რა იგრძენი? -დავსველდი?-სიცილით ვუთხარი დაქალს და მასაც გაეცინა -ნუუ.... ჩემი ძმა ქალების გულთამპყრობელია ჰო იცი, გამოცდილი კაცია, იცის როგორ ასიამოვნოს ქალს-იცინოდა ქალბატონი -ნუ დამცინი, ახლაც ცუდად ვარ, მისი ოთახიდან რო გამოვედი გულს საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი -მოდი გავაგიჟოთ -ბაზარი არაა-რაც არ უნდა ყოფილიყო ავყვებოდი, მას ჰომ არასოდეს სდომებია ჩემთვის ცუდი-მაგრამ ჯერ ძალიან სერიოზული საქმე მაქვს შენთან-და აი ისევ გულის აჩქარება არა სიამოვნებით, არამედ ტკივილითა და სირთულით -დავიჯერო ამაზე საჩქაროა? -უნდა იცოდე მარ-ღიმილი მიეყინა -რაღაც სერიოზულია ამ დროს რომ მოხვედი, გისმენ- სახე იმდენად დაუსერიოზულდა გოგოს, გეგონება ვინმეს სიკვდილის გასაგებად ემზადებოდაო -დავიწყებ და არ შემაწყვეტინო გთხოვ სანამ არ დავარულებ-თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია-არ მინდოდა ყველაფერი ჩამეშხამებინა და იმიტომ გიმალავდი, ვიცი ჩემი ყვეკლაფერი გიხარია, ვიცი ცუდი არასოდეს გინდოდა თუმცა მართლა მგონია, რომ ამ სიმართლით ყველაფერს ჩაგაშხამებ. ჰო იცი ჩემი საოცნებო პროფესია მარ, ჰო იცი რამდენს დავთმობდი ოღონს მოდის დიზაინერი ვყოფილიყავი-თანდათან მისი სახის ცვლილებებს ვაკვირდებოდი, ხან უხაროდა, ხან სევდა ჩანდა, მაგრამ ამ ბოლომ წყენა გამოიწვიაო-მარ მოდის დიზაინს სად ვისწავლი იმაზე უკეთ ვიდრე მისი ქვეყანაა? ამ ზაფხულს ეროვნულებზე არ გავდივარ მარ, საფრანგეთის გამოცდებს ვაბარებ-მის თვალებში ცრემლები ჩანს, ცრემლებს ვხედავ, მაგრამ ეს ის ცრემლები არ არის რომელსაც ველოდი, დამეფიცება უხარია -ვაიმე რა მაგარიააააააააააა-ახტა და ხტუნვა დაიწყო, ოთახში დარბოდა და ტიროდა-წავედი დედა და მამა უნდა გავაღვიძოოოო, ვაიმეეეეეე-მთელი სახლი მოირბინა, მშობლებიც გააღვიძა, თუმცა ლუკას არ შეხებია -წარმატებები შვილო, სულ გამიხარდება შენი წარმატება-ლალიმ მომილოცა მთელი გულით და ისე ეძინებოდა სულ არ გასჩენია კითხვა იმაზე, თუ რატომ ვიყავი ასეთ დროს მათთან -მადლობა ლალი დეიდა, დაიძინეთ, ჩვენ ოთახში ვიქნებით -მიდით გოგოებო ოთახში რო შემოვედით მარიმ დაიწყო -მაგრად მიკვირდა ამ აბიტურიენტობის დროს ეკასთან რა გინდოდა, და ქართულზე რატო არ დადიოდი, მაგრამ ამას მართლა არ ველოდი, ძაან გამიხარდა გოგო, როგორ იფიქრე რო ეს მაწყენინებდა? -მართლა არ მეგონა ასე თუ გაგიხარდებოდა უჩემოდ ცხოვრება რა -ნუ სულელობბ, რამდენი ხნით აპირებ წასვლას? -არვი მარ, ალბათ სამი წელი. ნუ ყოველ შემთხვევაში სწავლება სამ წლიანია, მაგრამ შეიძლება დავრჩე -რა მაგარია, ჩამოგაკითხავ ხოლმე, პარიზში გავიგულავებთ, საფრანგეთს მოვივლით, გვერდითა ქვეყნებსაც მოვინახულებთ, აუ რა მაგარია -მარი ჯერ არც წავსულვარ-სიცილით ვესროლე ბალიში და შვებით ამოისუნთქე-ძალიან გაფასებ იცი? ჩემს ცხოვრებაში შენ ყველაზე მაგარი ადგილი გიკავია -შენ არ იცი რამდენს ნიშნავ ჩემთვის, არ იცი როგორ მახარებ. შენ რო წარმატებული და გაჩითული იქნები მერე კაი ბიჭი გამაცანი -მგონი გყავს ნაპოვნი და ტყუილად საუბრობ ახლა ასე -ნუ ცანცარებ-ბალიში მესროლა თავისი უმშვენიერესი ღიმილით-მოდი ჩემი ძმის გაგიჟების გეგმა დავსახოთ-ეშმაკობები აუთამაშდა თვალებში -მიდი გამოუშვი -.....-დავსხეთ გეგმა და დაქალის ეშმაკობით გაოცებული თვალებსაც ვერ ვახამხამებდი -კარგი გავაკეთოთ ყოველივე, მაგრამ თუ ჭკუიდან გადავა შენზეა, მე არ უნ და მომხვდეს -ბაზარი არაა -აუ შენს ძმას ვაგიჟებთ? -ამდენი წელია ვერაფერი გააკეთა და მოდი ჩვენ გავაკეთებინოთ-დაქალს ვაკოცე და ლოგინში ჩავუწექი. მეორე დილით გვიანობამდე გვეძინა, თუმცა როგორც კი გავიღვიძეთ მისაღებში გავედით, იწყებოდა ჩვენი თამაში და ინთებოდა ცეცხლი. -უი ტას გიორგიმ მომწერა გინდა თუ არა ის ლამაზი გოგო გამაცანი ვიდეო ზარის დროს რომ ვნახეო -აუ კაი რა მარ, ჰო იცი არ მევასება ასეთები-თვალი ჩავუკარი დაქალს და სამზარეულოსკენ წავედით, სადაც ლუკა ჭამდა და ისე იქცეოდა თითქოს მანდ არ ვყოფილიყავით, თუმცა სახის მიმიკები ყიდდნენ -აუ კაი რა, იცი რა მაგარი ბიჭია? იცოდე ახლა თუ არ დამთანხმდები მოგვარდება და მოგიტაცებს-გადაიკისკისა-გეტრფის რამდენი ხანია ჰო იცი -ვინ ეტრფის ქალბატონს?-ირონიით გამოხატა ინტერესი ლუკამ -ერთი ბიჭია, ტასო მოსწონს ძალიან, აი იცი როგორი კარგი ბიჭია? ზუსტად ტასოს ტიპაჟია და ეს გასაცნობად არ მომყვება, არად რო გაიცნოს შეაბერდებიან, უთხარი წამომყვეს -შენც მაგარი ხარ, რაღა დროს გარიგებებია-თვალები უსიამოვნებისგან აატრიალა და საჭმელს დახედა, რომლის ჭამის სურვილიც აშკარად დაჰკარგვოდა -მიდი დამათანხმებინე და მერე ქორწილში ვიგულაოთ -ასე მარტივად მიმეტებ გოგო ვიღაც ბიჭისთვის? -ვიღაც ბიჭი არ არის, მართლა ძაან შენი სტილია, გამომყევი დღეს და გაგაცნობ რა გახდაა -ჯანდაბას იქნებ მართლა ეგაა ჩემი ბედი -იესს, რამე ლამაზი ჩაიცვი და სადა მაკიაჟი გაიკეთე, გოგოს ვათხოვებ გოგოს -ასე თუ გეჩქარებოდა გათხოვება გეთქვა, ვინმეს მოგიძებნიდი- ოჰჰ როგორ კარგად ვიცოდი მისი ირონიის ქვეშ რაც იმალებოდა, მაგრამ იყოს -შენ ბავშვობის მეგობარი ხარ, მაგაზე როგორ შეგაწუხებდი-ლოყაზე ვაკოცე და მარის გავხედე რომელიც კმაყოფილების ნიშნად მიკრავდა თავს, მერე კი უცებ თვალები გაუნათდა -უი იცი? გიორგი სასწავლებლად საფრანგეთში აპირებს წასვლას, შენსავით -ანუ უთხარი -ვუთხარი -როდის? -დილით ადრე მოვედი -დილით ადრე მოხვედი?- ეჭვის თვალით დაგვხედა ორივეს და მისაღებისკენ წავიდა-საფრანგეთში ერთად რომ ისწავლით მერე არ დაგავიწყდეთ, ქორწილის მოწვევა მეც მინდა -მიხვდა-დარწმუნებით ჩავჩურჩულე დაქალს -არაფერსაც არ მიმხვდარა, დებილია ეგ, გავაგრძელოთ იცოდე -კარგი, მაგრამ მაინც მგონია რომ მიხვდა -რომ მიმხვდარიყო თავიდან გაკოცებდა გავემზადეთ, სადა მაკიაჟიც გავიკეთე და მარისთან ერთად მისაღებში ჩავედით, ლუკა ამჯერად ტელევიზორთან იჯდა, ჩვენ რომ შეგვამჩნია ტუჩის კუთხე უსიამოვნოდ ჩატეხა და ტელევიზორის ყურება განაგრძო -ძამიკო როგორ გამოვიყურებით?-მარი რის მარია, ლუკას წინ აეტუზა და დატრიალდა -შემეშვი მარი, თორე საერთოდ არ წახვალ-არ ტყუოდა, გამკეთებელი იყო -უჟმურო, ტასოს ქორწილში მე მეჯვარე ვიქნები მაგრამ შენს თავს არ დავაპატიჟინებ -უკვე ქორწილი აქვს? -დიახ და გიორგისთან დავუგეგმე რომ სამი შვილი უნდა ყავდეს -ჰმმ, ბარემ შენ გაუჩინე -ნეტა შემეძლოს, მთელი ცხოვრებაა ამ ანგელოზს ვუყურებ და მასთან სხვანაირად ყოფნის შესაძლებლობა არ მაქვს, არადა როგორ მიყვარს, ნახე რა ანგელოზია, დამაკვდებოდა ცოლად, არაუშავს ქმარს ისეთს ავურჩევ მე რო მომეწონება -შემეშვი მარი -წამო ჩემო ლამაზო გიორგისთან წავიდეთ -ჰო მართლა, გიოს ფოტო ჩააგდეთ მერე, ის მაინც ვიცოდე ვის მიყვება ჩემი ბავშვობა- უცნაურად გავხედე და ღიმილით თავი დავუკარი, სახლიდან რომ გავედით მართლა კაფეში წავედით -მარი ახლა რა ვქნა? ვინაა გიორგი და ფოტო საიდან მოვიტანო? -უი შენთვის არ მითქვამს , ვინაიდან ჩემს ძმას ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცოდი მსგავსს რაღაცას რომ იტყოდა, ამიტომ მართლა გიორგის დავურეკე, ჩემი ძმის პარალელი რომ იყო ჰო გახსოვს, იმას -გაგნიძეს? -ჰო -ვერ იტანს ლუკა მაგ ბიჭს -ვიცი -სკოლაში სულ მაგის გამო იბარებდნენ დირექტორთან -ვიცი-კმაყოფილმა ღიმილით დამიკრა თავი -შარში გავყოფთ თავს იცოდე -უკვე შარში ვართ-ღიმილით დაუქნია ხელი კაფეში შემოსულ მამაკაცის სილუეტს და ჩვენსკენ მოიხმო. გასიმპატიურებული ნამდვილად გახლდათ ეს უკანასკნელი. მარიმ დეტალებში აუხსნა ყველაფერი -ანუ შენი ძმის ნერვები უნდა დავგლიჯო და თან ამ ულამაზესთანაც გავატარებ დროს? -დიახ, დიახ -მაგაზე უარს როგორ გეტყვი ტოო, მიდი გადაიღე ფოტო და ჩაუგდე შენს ძმას- ფოტოსთვის საპირისპირო მხარეს დავჯექით, ორივეს ყავის ფინჯნები გვედო და ისე მიყურებდა ლამის მეც შევიტანე ეჭვი, რომ ვუყვარვარ -ვსო დაფიქსირებული და გაგზავნილია-ორი წუთი არ იყო გასული ლუკას ესემესი რომ მივიღე „თუ ეს იყო შენი მომავალი, ამდენი წელი რას მაჩხუბებდი, გავიცნობდი და ჩავუბრატდებოდი“ -მარ მომწერა, მოგანდო თუ მივწერო? -მომეცი აქ, მე მაგას ვანახებ-ტელეფონი გამომგლიჯა და რაღაცის წერა დაიწყო -ისე მაგარი მეცოდე თქვენ რომ გიყურებთ -ჩვენი ბრალი არ არის, თვითონაა შტერი-თავი ამოყო მარიმ, შემდეგ კი ისევ წერა განაგრძო -სულ თქვენს გამო ჩხუბობდა, ყოველთვის თქვენ გიცავდათ -შენ რატო გეჩხუბებოდა? -ისე როგორც მთელს სკოლას მეც მომწონდი ტასო, ულამაზესი გოგო ხარ, მაღალი ქულებითა და ზრდილობით, მეც მინდოდა შენთან ახლოს ყოფნა, თუმცა საშუალება არ მეძლეოდა-ღიმილით მითხრა ბიჭმა -არ ვიცოდი..... მე..... -არ არის საჭირო, ახლა უფრო გალამაზებული ხარ, მაგრამ ძემს გულზე რა ვთქვა, ის აღარ გეტრფის-იღიმოდა, იღიმოდა და თვალებში სიმართლე უკიაფდებოდა -მიხარია თუ ასეა, იმედია იპოვი შენს ნახევარს -გამომართვი და მიწერე, ამის ნერვები მე არ მაქვს- მარიმ ხელში მომაჩეჩა ტელეფონი, სანამ რაიმეს მივწერდი, წინა ესემესებს გადავავლე თვალი „რომ მცოდნოდა ეს იყო ჩემი ნახევარი, თითსაც არ დაგაკარებინებდი“ „უიჰ, ბოდიში ჩემი ალეწილ-დალეწილი შეგრჩა ხელთ“ „არ იდარდო, მე მოვურჩენ ჭრილობებს“ „როგორ, კოცნით?“ „არ ვიცი, შეიძლება“ „როგორც ჩემთან, ბავშვობაში“ „ჩემი კოცნა მუდამ წამალი იყო შენთვის, რატომ არ იქნება მისთვის?“ „შენი კოცნა რომ ყველასთვის იყოს წამალი აფთიაქში გაიყიდებოდა ტას“ „ანუ მარტო შენთვის?“ „შენ იქ ბიჭი არ დაგრჩეს უყურადღებოდ“ „საკმარისად ვაქცევ“ „მართლა მოგწონს?“ ვაიმე მოვკლავ, რაა რომ მიუწერია, რა ვუპასუხო ახლა „შენ არ გგავს“ „შენ ჩემში გიყვარს, ოცნება შენი“ ცოტა ხანს გაშტერებულად დავყურებდი ტელეფონს, რა სულელია. აღარაფერი მიმიწერია, მოსაუბრე მარისა და გიორგის გავხედე -წავიდეთ რა სახლში -მე წაგიყვანთ გოგოებო-უარი არცერთს განგვიცხადებია, ჯერ მე დამტოვა სახლთან, შემდეგ კი ჩემი დაქალი დააბინავა. -დედა არ გრცხვენია? არ უნდა გენახე ჩამოსულს? -დედიკოო, როგორ მომენატრე შენ ჰო არ იცი-საყვარელ ქალს ლოყები დავუკოცნე და მისი სიყვარულით ავივსე -მომიყევი როგორი დრო გაატარე?-შვილით მონატრებული დედა უცებვე მოლბა და სამზარეულოსკენ გაიკვლია გზა -კარგი იყო დეე, დღეს მარის საფრანგეთზე ვუთხარი, იცი როგორ გაუხარდა? -ჰო გითხარი დე, მაგ გოგოს ისე უყვარხარ, ალბათ მასე დაც ვერ შეგიყვარებდა -გეფიცებიი, აუ დე რა გვაქვს? რაღაც გემრიელი სუნია -ბულიონი გაგიკეთე, კახამაც მითხრა გუშინ წვნიანი მენატრებაო -ოჰჰ, მე კი არა მამიკოსთვის გაგიკეთებია ეგ შენ-ღიმილით შევხედე დამორცხვებულ ქალს -ნუ ხარ ცანცარა, სულ მამაშენს დაემსგავსე რა -არადა ზუსტად შენი ასლი რომ ვარ მაგიტომაც ვუყვარვარ ასე ძალიან -მამაშენის ხასიათი გაქვს ერთი-ერთში -მამამ მითხრა დედას სილამაზე მზემდეც ვერ მიდისო და მიხარია მას რომ დაემსგავსეო -ნახე ბავშვს რეებსაა რომ ასწავლის, დედა დაანებე მამაშენის მოსმენას თავი და ბულიონი ჭამე- გაწითლებული ლოყებით დაუდგა წინ წვნიანი -ღმერთო, როგორ მიყვარს შენი ხელები, ყველაზე გემრიელი საჭმელის გაკეთება რომ შეუძლია, სვანეთშიც აღნიშნა ეგ ლუკამ, ლალიზე მეტად მარინას ხაჭაპურები მიყვარსო, მაგრამ ეს ლალის არ უთხრა-სიცილით ვუყვებოდი დედას ამბებს და მასაც გულიანად ვაცინებდი- უი დე რა გავსინჯე წარმოდგენა არ გაქვს -ვიცი კი, თაფლის ხინკალი -საიდან იცი? -მარიმ მითხრა, მირეკავდა ხოლმე და ვსაუბრობდით -ოჰჰ, ლალი არ გყოფნის უკვე? -ნუ ხარ ცანცარა მეთქი ჰომ გითხარი -კარგი ხოო, მამა სადაა? -პროდუქტებზე გავუშვი, მალე მოვა -დე რას ვაპირებთ მამას დაბადების დღეზე? -ისეთი სიურპრიზი მაქვს მომზადებული ვერც წარმოიდგენს -მეტყვი? -ნახავ საყვარელო -აუ კაი რა, მითხარი -დედა რა ცანცარაა ეს ბავშვი, ვის გავხარ შვილო ასეთი? -ვფიქრობ პასუხი შენც იცი დედიკოოო-მთელს სახლში ჩვენი სიცილი ისმოდა, იდეალური ჰარმონია იყო და ამ ჰარმონიას მამაც შემოუერთდა -რა აკისკისებს ჩემს ორ ანგელოზს?-ცოლს ნაზად ეამბორა ტუჩებზე და მეც შუბლზე მაკოცა -კახა რამე საჭმელი ჰო არ გენატრება? -აუ ბულიონი გამიკეთე ჰო? ეს რა ღვთაება მარგუნა ღმერთმა-ახლა ლოყაზე აკოცა და მაგიდას მიუჯდა- ტასო მიალაგე რა ეს პროდუქტები სანამ ჩემი ცოლი წვნიანს მომართმევს თავისი ოქროს ხელებით -არის სერ-თავზე ხელი მივიდე და სიცილით ვაგრძელებდი პროდუქტების თავის ადგილზე დალაგებას. მშვენივრად განვლია დღემ, საღამოსაც საოცარი სიმშვიდით მეძინა. ასეთ იდილიაში გადიოდა დღეები, ლუკას კვლავ ვატყუებდით გიორგიზე, დედა უკვე მამას დაბადების დღისთვის ემზადებოდა, მამა კი როგორც კი ცოლს დაიმარტოხელებდა მისით ტკბებოდა. მე მასწავლებლები დამეწყო, ლუკას გამოცდები, ისევ ჩვენს ჩვენს კალაპოტებში ჩავდექით. მასწავლებელთან ვარ წასასვლელი უცებ წინ ნიკა რომ მიჩერებს მანქანს -წამოდი გაგიყვან -მადლობა -რომელთან მივდივართ?-ღიმილით მეკითხებოდა, თუმცა აშკარად არ ეღიმებოდა -მათემატიკა, რა მოხდა? -ნინისთან ვიჩხუბე-აღიარა ბიჭმა სადარდებელი -რატო? -ამბობს რომ ყველაფერს ვაჩქარებ -რას აკეთებ ასეთს -მინდა რომ ჩვენს ურთიერთობას სახელი დავარქვათ -მაგრამ ჯერ ორი თვეც არაა რაც იცნობ -ანუ შენც ფიქრობ რომ ვაჩქარებ? -მე ნუ ჩამრევ -ეჰჰ, დავიწვი სუყვარულის ფერფლში-ღიმილით ამოიოხრა-აჯობებს ეგ საფრანგეთის გამოცდები კარგად ჩააბარო-თვალი ჩამიკრა და წავიდა მამას დაბადების დღისთვის ვემზადებით, სუფრას ვაწყობთ, სახლს ვრთავთ. დედა ისე ფუქსფუსებს კაცი იფიქრებდა ახალი შემოდულია ოჯახში და ცდილობს ხალხს თავი მოაწონოსო, არადა ყველამ ჰომ კარგად ვიცით, რომ სიყვარული არ განელებია ქალს საყვარელი კაცის მიმართ. -მარინა მოდი ნახე ვინ მოვიდა-შემოსასვლელიდან გამოსძახის მამა, საკმაოდ ბენიერი -ვინ არის კახა?-ინტერესით გავიდა შემოსასვლელში და ქალმა სილუეტის დანახვისას იმხელა შეჰკივლა სიხარულისგან ლამის გული გამისკდა.-მამუკააა? -მოგენატრე მარიკუნა?-ღიმილით დახედა მამაკაცმა ქალს და ლოყაზე ნაზად აკოცა -ჩემი ცოლისთვის ნაცემი მყავხარ ჰო გახსოვს-მხიარულად გადახვია ხელი ჩემთვის ნაცნობ სილუეტს კაცმა და ჩემსკენ დაიძრნენ -შენი ცოლისთვის მეც ბევრი მყავს ნაცემი-არც მამაკაცი ჩამორჩა -თქვენ თორნიკეს მამა არ ხართ?-ინტერესით შევხედე კაცს -შენ კი კახას შვილი უნდა იყო- ღიმილი არ შორდებოდა ამ კაცს. ნამდვილად სიმპათიური იყო- რამხელა გაზრდილა კახა შენი გოგო, ძალიან ლამაზია, მარინას რომ შეშვენის ზუსტად ისეთი -დიახ, ყველაზე ლამაზია-დარწმუნებით უთხრა კაცს -იცი თქვენ რომ გაჩნდით, შენ და თორნიკე, მინდოდა დამეოჯახებინეთ. კახას შვილზე უკეთესი ვინ იქნებოდა ჩემი შვილისთვის, მაგრამ კახასგან მაგ ფიქრისთვისაც მომხვდა-ღიმილით დაუტყაპუნა მხარზე ხელი მეგობარს და გაეცინათ -გეყოფათ ახლა ეს სისულელეეები, რატომ არ მითხარი, რომ მოდიოდი მამუკა -მერე სიურპრიზი ჰომ არ გამომივიდოდა? -შემო, შემო, ძალიან კარგად გამოგივიდა, სად არიან მა ბავშვები? -მოვლენ მა. თორნიკემ იცის რომ ჩამოხვედით? -არა შვილო, ჯერ მონატრებულ მეგობარს გავაგებინე- მისაღებში გაწყობილი მაგიდისკენ წავიდნენ და სრულიად მიმივიწყეს. აშკარად დიდი ხნის მეგობრები გახლდათ და თან ერთმანეთიც მონატრებული ჰყავდათ. მალევე შემოლაგდნენ სახლში ამირეზაშვილები და თორნიკე, რომლებსაც ასევე ნიკა, ნინი და ტატო მოჰყვნენ -კახა ძია დამიბერდით, გილოცავთ, მრავაკლს დაესწარით თქვენს საყვარელ ცოლთან ერთად -მეც გილოცავ კახა, ცოტა კი მიმივიწყე მაგრამ რას ვიზავთ-ვითომ დიდი წყენით წარმოთქვა მარის მამამ -ოჰჰ თენგიზ? იკადრე აქ მოსვლა? მეგონა იქით მივიწყებდით-იცინოდა მამაკაცი და ლალისაც თბილად აღიმებდა-მოდი ვინ განახოთ -თქვენც მობრძანდით ბატონო ჩემებო და მშვენიერო ქალბატონებო, მანდ რატომ დგახართ?-ვგიჟდებოდი მამაჩემზე და მის ახალგაზრდებთან ურთიერთობაზე. დამორცხვებულმა ნინიმ ქურთუკი გაიხადა -რა თანამედროვე მამა გყავს ტასო, სულ ასე მხვდება ხოლმე-ყურში მეჩურჩულებოდა. -უჰჰ, ნუ იკითხავ, სიცილით უპასუხა მარიმ და მისაღებში ლამაზად გაწყობილი მაგიდისკენ ინტერესით დაიძრა -მოვიდნენ ჩვენი ბიჭები? ნინი საყვარელო რა ლამაზი ხარ, მოდი აქ.-ჯერ გოგონას გადაეხვია მარინა, შემდეგ კი მამაკაცებს-ნიკა უნდა შეწყვიტო ზრდა, თორემ გადასაკოცნადაც ვეღარ გწვდები ხომ ხედავ -რა ვქნა მარინა დეიდა, მამაჩემისგან დამყვა სიმაღლე-სიცილით გასცა პასუხი-სად დავჯდე მარინა დეიდა? -სადაც გინდა შვილო -კარგი მაშინ აქ დავჯდები მე და აქ დაჯდება ნინი-სკამებზე ანიშნა ღიმილით და ნინიც გვერდით მიიჯინა, გოგოს სირცხვილისგან სახე ისე ასწითლდებოდა პომიდორს მიამსგავსებდით -რაკი რაღაცეებს დავთანხმდი ზედმეტი ნუ მოგივა ნიკა-ტატო ნიკას მიუჯდა გვერდით და უფროსმა მამაკაცებმაც ერთმანეთს სიცილით გადახედეს და მანამ იცინოდნენ, სანამ ფრონტზე თორნიკე არ გამოჩნდა -მამა? -გილოცავ მამის ჩამოსვლას შვილო-სიცილით წამოდგა მამაკაცი და თბილად გადსეხვია შვილს -როდის ჩამოხვედი? ან რატომ არ მითხარი? -დღეს ჩამოვედი -მერე არ უნდა გენახე? -სიურპრიზი ჰო არ გამოვიდოდა მერე-საოცარი ღიმილი ჰქონდა მამაკაცს. თორნიკეც მამამისს ჰგავდა, ეტყობოდა რომ მამამისის ასლი იყო -ხედავ მარი? გამოჩნდა მამამთილი, აბა შენ იცი-სიცილით გადავუჩურჩულე და მხარი გავკარი -ლამაზად ვარ?-მის სერიოზულ სახეზე კიდევ უფრო გამეცინა-რას დამცინი გოგო, მართლა ვამბობ -ყველაზე ლამაზი ხარ დედამიწის ქალებს შორის -ჰოდა მასე-კმაყოფილმა მაკოცა ლოყაზე და თორნიკეს გვერდით დაჯდა -ლალი იმედია თენგიზს ნერვებს უშლი და აწამებ ხოლმე- მამუკა მთელი ხალისით ესაუბრებოდა იქ მყოფებს -აქეთ მაწამებს მამუკა-გაბუსხულიყო ამირეზაშვილების ულამაზესი დედა თუმცა მისი მოლბობაც მალევე მოხერხდა მაშინ, როცა საყვარელი მამაკაცი მიიწია ახლოს და ნაზად ლოყაზე აკოცა -აუ მარინა დეიდა, როგორ მშია იცით? -ჭამე ნიკა შვილო, იმიტომ გავაკეთე ყველაფერი, რომ ჭამოთ ყველა სუფრასთან ვისხედით და ვმხიარულობდით -ტატო შენ არ გყავს არავინ? -არა მამუკა ძია, ვფიქრობ ქალის გარეშე ნაკლები პრობლემა მექნება ცხოვრებაში -უყურე შენ? ასე ვინ აგიცრუა გული სიყვარულზე გენაცვალე-გამხიარულდა მამაკაცი და უფრო და უფრო ეძიებოდა ბიჭის სასიყვარულო ცხოვრებაში -არავინ ძია, უბრალოდ არ მიღირს რა -რა შეჭამე ეს ბიჭი, შენ თვითონ რა დღეში იყავი თავის დროზე არ გახსოვს? უი თორნიკე არ იცი ჰო? -რა არ ვიცი კახა ძია? -ძიას ნუ მიძახი შენი ჭირიმე, მამაშენის ტოლი ჰო არ გგონივარ, ეს ბებერია, მე კახა დამიძახე-იცინოდა კაცი-რადა ახალგაზრდობაში ჩემი მარინა უყვარდა, რამდენჯერ აწყვეტილი ძაღლებივით დავრეულვართ ერთმანეთს, არადა სტუდენტობიდან ერთად ვიყავით ჩვენ, კარგი ძმაკაცობა გვქონდა სულ, მაგრამ ქალი.....ეჰჰჰ ქალები რა არიანნ. საწყალი თენგიზი, სულ ჩვენს გაშველებაში იყო და ბოლოს ყველაზე მეტი სწორედ მას ხვდებოდა- იცინოდნენ ბავშვობის ძმაკაცები და ჩვენ გაკვირვებული სახეებით ერთმანეთს შევჰყურებდით- მერე მარინამ მე კახა მიყვარსო და ეს მთელი ახალგაზრდობა იმას მაბობდა ქალს არ გავეკარები, ცხოვრებას დამიმახინჯებსო, მერე კი უცებ თორნიკეს დედა ეკა გამოჩნდა. საოცარი ქალი იყო, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ისე უხაროდა ხოლმე ჩვენი მისვლა, არადა იცოდა ჩვენი ამბებიც და იმის ნაცვლად გაბრაზებულიყო ხალისობდა ბევრს. მარინა რომ ტასოზე იყო ფეხმძიმედ, მაშინ დაფეხმძიმდა ეკაც, ამ შტერმა კი უნდა დავაქორწინოთო-ხარხარებდნენ ხანში შესული კაცები, ლუკას კი რომელსაც მთელი საღამო ხმა არ ამოეღო, თავისთვის იჯდა და გვისმენდა, ახლა უსიამოვნო სახის გამომეტყველება აჰკვროდა -მაცადე? როგორც კი კახას ვუთხარი ჩვენი ბავშვები დავაქორწინოთ-თქო, მე ჩემს გოგოს უბრალო ხელისმოსმით კაცს როგორ გავაყოლებო და მითაქა, ნუ ახლა ბიჭის მამა ვიყავი და მივიღე ვაჟკაცურად-მთელი სუფრა იცინოდა, ყველა ერთობოდა და ხალისობდა გარდა ლუკასა -რა გამოდის, რომ ძმაკაცებმა დანათესავების მხრივ გააჩინეთ ბავშვები?-არანაკლებ ხალისობდა ნიკაც-ამას რო სხვა მოსწონს იცით მამუკა ძია?-თორნიკესკენ ანიშნა ხელით და გულში გამკრა, ვიცოდი და ვხალისობდი. ჩუმად მარის რეაქციებსაც ვაკვირდებოდი და ამ შტერს ნაწყენი სახე ჰქონდა -ვიცი, როგორ არ ვიცი, ისიც ვიცი, შენ ამ ანგელოზივით გოგოს რომ ვერ ანებებ თავს და არც ესაა წინააღმდეგი -მამუკა ძია, ნუ დამიფრთხობთ გოგოს-ხელზე ნაზად ეამბორა სასურველ გოგონას ნიკა და ტატოს თავში წამორტყვაც მიიღო-ეე ბიჭო, მაცადე ცხოვრება -ჩემი დაა -ჩემი მომავალია -ეგ მომავალში მითხარი და ამდენს ნუ ბედავ. ის საღამო სასიამოვნოდ დასრულდა. სტუმრები რომ გავაცილეთ, მამამ ბევრი დავლიე და დავწვებიო, მე კი დედას მივეხმარე სახლის დასუფთავებაში. საათს რომ დავხედე უკვე ოთხი დაწყებულიყო -დე მიდი დაწექი, ამათ უცებ ამოვრეცხავ და მეც დავწვები -არა დე, მე ვიზამ, შენ დაწექი დედას სიხარულო -მიდი დე თორე, მამა მეჩხუბება ხვალ, ცოლი რატო წამართვიო-ლოყაზე ვაკოცე გაწითლებულ ქალს და ჭურჭელიც უცებ ამოვრეცხე. ოთახში შევედი, გადავივლე და თხელი პიჟამო ჩავიცვი. უკვე გაზაფხული მოდიოდა და თბებოდა. მალევე მოვრჩი მილაგებას და ოთახში ავედი, მობილურს რომ დავხედე მარის ვოისები და გამოტოვებული ზარები დამხვდა, მაშინვე გადავურეკე -მარ? რა ნამტირალევი სახე გაქვს? -სხვა მოსწონს და ამაზე მამამისმაც იცის, წარმოგიდგენია? -გოგო რა სისულელეს ამბობ, ბევრი დალიე? -გთხოვ მოდი რა, მე მოვიდოდი მაგრამ ახლა ვერ შევძლებ -არ იტირო, გამოვდივარ, მელაპარაკე თან -გთხოვ, უკვე აღარ შემიძლია. ნიკამ რომ თქვა უკვე მოწონსო რა დამემართა იცი? -რა დაგემართა სიყვარულო?-რა ბატია, ჩემი სიყვარული. თბილი ღიმილით ვუყურებ და მის აღიარებას ვუსმენ, რომელიც მის პატარა და სათუთ გულშია -გული მომიკვდა ტას, ეგ ბიჭი გაცნობიდან მ იზიდავს, სულ იმას ვამოწმებ ვინმე ჰო არ ყავს, სულ მის სურნელს ვგრძნობ, ჩუმად ჰუდი რომ მოვპარე იმ დღეს და ვუთხარი ალბათ დკარგე-თქო, ჩუმად რო მენატრება მაგას ვიხუტებ. სულ არ მინდა არაფერი, მოვისვრი ამასაც და იმ თორნიკესაც-ნელ-ნელა ჩხუბში გადადიოდა წყენა და ვხალისობდი -მარ ლუკა არ გისმენდეს -მისმენდეს თორე ახლა იმასაც რალობა ეგონოს, იტყვის კიდე სიზმარში ვარო და გააგრძელებს ძილს. ისე კიდე კაი ამ ბოლო დროს გიორგიზე არ მეკითხება, თორე რა აიტანდა კიდე ტყუილების მოფიქრებას, რომელიც უნდა ჩაიწერო, რომ რამე არ აგერიოს -ჩუმად გოგო-ხითხითით ვეუბნები-ისე თუ ვერ მიხვდი საყვარელო მე როგორც შენი დაქალი მიგახვედრებ, ნიკამ თორნიკეს მოწონების ობიექტად შენ მოგიხსენია და მამამისმა იცის რომ შენც მოგწონს -გამორიცხულია -ასევე მგონია, რომ ლუკამაც იცის უბრალოდ არაფერს არ გეუბნება იმიტომ, რომ თორნიკე წესიერი ბიჭია და ცუდს არაფერს იკადრებს -არ მჯერაა -მარ.... -არ დაიწყო რა, ვიცოდი რო მაინც მკითხავდი -მერე? -მერე ის, რომ კახაზე მეკეტება, ყველაზე ჯიგარი კაცია -ანუ არაფერს არ ნიშნავს? -არა ტას, მე მიხარია, რომ ასეთი კარგი ურთიერთობა აქვს ჩვენებს ერთმანეთთან და ჩვენს მიმართაც, მაშინ მე არ გავჩნდი თორე მერე მამუკა იტყოდა ტასო კი არა ნახეთ მარი მოარჯულებს ამ ვირსო, ტასო უფრო ლუკას მიხედავსო-ვხარხარებდით. მალევე მივაღწიე მის სახლამდეც, ჩუმად გამიღო კარი და მის ოთახში შევიკეტეთ -მარი იცოდე ხვალ ეკას სკოლაში უნდა წავიდე, რაღაც ბოლო ზარის ამბებს აგვარებენ ჩემები, გინდა თუ არა მიიღე მონაწილეობაო -ოჰჰ, დიდი ამბავი ახლა, ისედაც ყველა მასწავლებელი შენ გაღმერთებს, ისტორია შენი ხათრით რო მიწერს ქულას იცი? შენ კი ბოლო ზარიც არ გინდოდა, რომელ ბანკეტზეა ლაპარაკი -ოოო, მითხარი ახლა რა ვქნათ თორნიკესთან -გეგმა არ მაქვს-მხრები აიჩეჩა და საწოლზე გადაწვა. ცოტა ხანს ჩუმად ვუყურე ფიქრებში წასულ დაქალს და წამოვიძახე -მე მაქვს ძაან მაგარი -აბა? -წამო ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი შენს სოფელში დავაწვეთ, ბებიაშენსაც ჩააკითხავ, მოინახულებ და თან ჩვენებსაც ვუთხრათ, იქ კი თორნიკე გავაგიჟოთ, ვაიძულოთ შორიდან გიყუროს და ახლოს არ მოგეკაროს -ჰმმ, პირიქით რო იყოს? -პირიქით ყოფნისთვის ცოტა პატარა ხარ მარუშკები-სიცილით მოვუღუტუნე და მისი ახარხარებაც მოჰყვა ჩემს ამ ქმედებას. -ოოო, მე პატარა ვარ, მაგრამ შენ დიდი ხარ? -ჩშშ-ტუჩებზე თითი მივიდე -წამო გავაღვიძოთ -აუ არ მინდა -მიდი წამო-უცებ წამოხტა და ლუკას ოთახისკენ წავიდა. მეც რა გზა მქონდა დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ გულში ოდნავი სიხარული გამკრთობოდა, მარის მაინც უკმაყოფილოდ მივყვებოდი. წყლით სავსე თასი აიღო და ჩუმად შევიდა ძმის ოთახში. თითებით მაჩვენა, სამი-ორი და ერთიო, უცებ გადაასხა და ოთახიდან გავარდა, მე კი გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე ავღმოვჩნდი ლუკას მკლავებში -გააფრინეთ? -გაბრაზდი-დასკვნა გამოვიტანე და ამაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რადგან ღრმად სუნთქავდა და ყბებს ერთმანეთს აჭერდა -გავბრაზდი ტასო, გეუბნებით, ერთად როცა ხართ გაფრენილი გაქვთ-ხელები შემიშვა, აივანზე გავიდა და სიგარეტის კოლოფი ამოიღო. -ნუ ეწევი -ჩუმად იჯექი -მაშინ გავალ -გადი ბატონო-ხელები ასწია და უკვე მეორე ღერს გაუკიდა, გაბრაზებული შევბრუნდი, უნდა გავსულიყავი, რომ კარი არ გაიღო. მოვკლავ -ბატია რა-ჩავიბუტბუტე -მას არ ჩაუკეტიხარ-გასაღები შეათამაშა ხელში -რა გინდა ჩემგან? -და შენ რა გინდა ჩემგან?-დარჩენილი ბიჩოკი აივნიდან მოისროლა, თვითონ კი ჩემსკენ დამშვიდებული დაიძრა -მე? -ჰო ტას, ბავშვობაში სხვანაირად იყო, ახლა სხვა ვართ -სხვა ვართ? -მე და შენ -შენ და მე? -ჩვენ ტას-საოცრად ახლოს მოვიდა, ცხვირით ცხვირზე მეხებოდა, თვალები დამეხუჭა მოსალოდნელი სიამოვნებისგან, მისი ერთი ხელი წელზე ვიგრძენი, მეორე კი კეფაში-ტას გიორგი? -ვინ?-თვალები არ გამიხელია, მხოლოდ იმ მოსალოდნელზე ვფიქრობდი თუმცა სიცივე ვიგრძენი, მომშორდა, სახეზე კი ირონიული ღიმილი დასთამაშებდა -მე ჩემი გავიგე, შეგიძლია გახვიდე -როდის გახდი ასეთი? -როცა შენ გახდი მასეთი -გახსოვს ფიტნესზე რომ დავდიოდით? -მახსოვს -ის შავგვრემანი გახსოვს ძალიან რომ მოსწონდი? -მახსოვს-საოცრად მომხიბვლელად იღიმოდა -იცი ჰომ? -არ ვიცი-კიდევ უფრო ეღიმებოდა ბიჭს -გითხრა? -მითხარი -ვუთხარი, რომ შენთან ვიწექი დავვორსულდი და შემდეგ მიმატოვე -რატომ? -ზუსტად იმიტომ, რატომაც შენ ჩემი ტრეინერი გააგდე -მაგრამ მე გავარჯიშებდი -მე კი უკეთეს ყურადღებას გაქცევდი ლუკა -ეს არ შეიძლება ტას-გგონიათ ღიმილი ჩამოერეცხა? ოჰჰ ღმერთო, უფრო და უფრო იღიმოდა -ის გახსოვს მთვრალს რომ შემოგისწარი ჩემივე ოთახში? -მახსოვს -ის გახსოვს რა მითხარი? -გითხარი, რომ იმ ოთახში შენი სუნი იყო და სასუნთქს მაძლევდა-მშორდებოდა და მისი ღიმილი არსად ქრებოდა -გახსოვს რამდენიმე წლის წინ სტადიონზე ბანდმიქტონის სათამაშოდ რომ ჩავედი? იქ ბიჭები ფეხბურთს თამაშობდით, თუმცა ადგილი მე და მარის გამოგვიყავი, ვთამაშობდით ჩვენ და თამაშობდით თქვენ, გახსოვს შენგან ბურთი რომ მომხვდა და წარბი გამისკდა რა მოხდა? სამი დღე არ მენახებოდი და ჩუმად მარის ჩემთან შოკოლადებს ატანდი, თითქოს ამას არ მეტყოდა -მე ყველაფერი მახსოვს ტასო -ნუთუ უბრალოდ მეგობარი ვარ? -მე არასოდეს მითქვამს რომ მეგობარი ხარ -რა ვარ? -შემ ჩემი კვამლი ხარ -კვამლი ჰომ უცეცხოლდ არ ჩნდება ლუკა -ცეცხლამდე კვამლით ყველაზე კარგი ცეცხლი ინთება, ისეთი მარად რომ ანთია ტას -გინდა რომ დავინთო? -ჯერ ადრეა, ჯერ ძალიან ადრეა -შემდეგ გვიანი იქნება -სჯობს გვიან ვიდრე არასდროს -აღარ მოგცემ ნებას -არ ვითხოვ ტას -მე ზღვარს არ გადავკვეთ -უკვე იმდენი გადავკვეთეთ ვეღარ ვხვდები ჩვენს შორის ნამდვილად იყო ის უხილავი თუ ძალით ვავლებდით -წავიდე? -მხოლოდ ახლა -მე არ დავბრუნდები ლუკა -მე დაგაბრუნებ ტას-შუბლზე ნაზად მაკოცა და ოთახის კარი გამიღო, იქ კი ყურმოდებული მარი რომ ნახა გაიცინა და დას თმები აუჩეჩა-მოეშვი ჩემს წვალებას თორემ ისეთს გაგაწვალებ სანანებელს გაგიხდი -მე შენ გიჩვენებ როგორია ჩემი დაქალის გამწარება -არ ჩაერიო მარი, თორემ მოხვდება ერთი-ორს -ისე ჩავერევი, შენ რომ ვეღარ ჩაერიო-თითი დაუქნია ძმას და ხელი დამავლო. მისი ოთახის აივანზე ვიჯექით, მზის ამოსვლას ვუყურებდით -არაფერი შეიცვლება, ისევ ისე მოიქცევა, თითქოს ეს საუბარი არ ყოფილა-თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს -არაუშავს, შენთვის უკეთესი, საფრანგეთში წასვლა არ გაგირთულდება -იქნებ მართლა გადამავიწყდეს-მხრები ავიჩეჩე-რაც შეეხება თორნიკეს, სანამ სწავლას არ დავამთავრებ იქამდე არ გაყვე ცოლად იცოდე -უშენოდ? გამორიცხულია, შენ უნდა დაუგეგმო იმ შტერს ჩემი ხელის თხოვნა-ორივე ვიცინით. გეფიცებით სულ სხვაა დაქალი და მამაკაცი. ეს ის ქალია ვინც ყველანაირ მდგომარეობაში შენთან იქნება, ის? ის უკანასკნელი კი არ იცი რას მოიმოქმედებს, რა უდევს თავში და რას გადაატრიალებს -ჩემთვის ყველაფერი ხარ მარ -ვიცი-დარწმუნებულმა ჩამიკრა თვალი-ისე ცნობისთვისუკვე შვიდი საათია -წავალ ჰო, წავალ-სიცილით გამოვედი მისი ოთახიდან და სახლიდანაც გავედი, ლუკას აივანს ავხედე, სიგარეტს ეწეოდა და მიყურებდა. ხელი დამიქნია გამოსამშვიდობებლად, მე კი სიგარეტზე ვანიშნე, შემდეგ კი ცერა თითი კისერზე გავისევი, გაეცინა და ჩააქრო, შემდეგ მანიშნა გაგიყვანო და ჰოპ, უცებ მის მანქანაში ვიჯექი. სკოლასთან მისვლამდე უხმოდ ვიჯექით მანქანაში, შემდეგ კი მხოლოდ ერთი რამ მითხრა -როგორც შენ გიყვარს ჩემში ოცნება შენი, ისე მე მიყვარს შენში ოცნება ჩემი...... გადადი ტას-შუბლზე მაკოცა და გადამიშვა მანქანიდან. გამიკვირდა, მაგრამ ამ ბოლო დროს მუდამ მეტაფორულად და ქარაგმებით მესაუბრება. უბრალოდ უკან მოვიტოვე და საკლასო ოთახში შევედი სადაც მთელი კლასი იყო თავმოყრილი. …………. ჩემი ძმის ნათქვამზე ვფიქრობ. ვიცი რომ უყვარს მაგრამ რა ხდება? რატომ იკავებს თავს როცა ასე მირთმეული აქვს ყველაფერი? ან ამ თორნიკეს რა უნდა, ნეტა მართლა ჩემზე თქვეს გუშინ? ამ ფიქრებში ვარ გართული უცებ ტელეფონი რომ ზუზუნებს -გამოდი მარი შენს სახლთან ვარ -რა გინდა აქ? -გამო საქმე მაქვს -იმასთან წადი გუშინ რო ლაპარაკობდით -მარი ან გამოდი ან გამოგიყვან -გაბრაზებულმა გავუთიშე და არსადაც არ გავედი, რას იზამდა? აივნიდან გადავიხედე, მშვიდად გადმოვიდა მანქანიდან, ამოიხედა, გამიღიმა და სახლისკენ დაიძრა. დაველოდოთ, რას იზამს? ლალი სახლშია, ლუკაც მოსულია, ვერაფერსაც ვერ იზამს. -მარი დედა გამოდი, თორნიკე მოვიდა -მე რას მეძახი დედა მერე ლუკას მოაკითხავდა -ჩავძახე დედას, რომელიც დარწმუნებული ვარ მიხვდა ყველაფერს და თქვენი საქმის თქვენ იცითო მოგვაძახა. კიბეებზე ხმა გავიგე, ამოდის, მართლა მოდის. კარგი მარი თავი ხელში აიყვანე, მე მაგას ვაჩვენებ -ლუკა როგორ ხარ? -აქ რამ მოგიყვანა თავადო -რა ახარებს ამ ჩემს გაბღენძილ ძმას მაცოდინა, ჩემი ნება რომ იყოს ორივეს სახეს დავკაწრავდი მაგრამ ვაი ჩემს გულს რა ვუთხარი, ტასო მეცოდება მერე ლუკას მოვლისთვის და თორნიკეს მოვლა ისევ მე მომიწევს, ანდაც რატომ უნდა მოვუაროთ ჩვენ? ჰო ჰყავთ ერთმანეთი, არცერთს არ ვჭირდებით. შტერები არიან -შენი დის სანახავად მოვედი -ძალიან მკაფიოდ გავიგონე როგორი ნელი ტემპითაც უთხრა, თითქოს ეშინია რამე ზედმეტი არ მოხდეს ან მიქაროსო -თორნიკე ძმა ხარ ჰო იცი, მაგრამ ის… ჩემი დაა -ვიცი -მაშინ შენთვის მომინდია, მაგრამ…. -ვიცი-მხარზე ხელი დაჰკრა მეგობარს და ჩემი კარისკენ გამოემართა, მაშინვე საწოლზე დავჯექი, ის კი შემოვიდა, შემოვიდა და შემოიტანა ჩემი საყვარელი სურნელი -აქ რა გინდა -შენ -მე არ მინდიხარ -ხელები გადავიჯვარედინე და თავი გვერდით გავაბრუნე -ბავშვი ხარ რა -ჰოდა წადი დიდთან -ეს ბავშვი უფრო მინდა, ისეთი ტკბილია თანნ-ენით ტუჩები გაილოკა და მაშინვე ტვინში განგაშის სიგნალი ჩამერთო -შენ სულ გაგიფრენია -იმ დღიდან ვაფრენ ლუკამ შენი თავი რომ დამანახა ვიდეოზარით -რაო? -არაფერი… წამო ძაან მაგარ ადგილას წაგიყვან -ის წაიყვანე -ვინ?-ეღიმებოდა მაგრამ არ იმჩნევდაქ -აი ის ვისზეც გუშინ საუბრობდი -მასთან მოვედი და არარსებულთან მიშვებს, რაღაცეებს მიგონებს მისი ლამაზი ტვინით. მიდი ახტი და ჩაიცვი რამე -აჰაა, ანუ ასე არ მოგწონვარ?-წარბი ავუწიე -მე სულ შიშველიც მომეწონები-თვალი ჩამიკრა და მხარზე შემომიგდო -შე გარყვნილო ვირო, დამსვი შე გორილა, უჯიეო არსებავ, მაგრამ შენს ჯიშს რას ვერჩი, არაჩვეულებრივი კაცია მამაშენი, შენ ვის დაემსგავსე ასეთი -მადლობა, მამაჩემის ახალგაზრდობის ზუსტი ასლი ვარ-ღიმილით ჩამსვა მანქანის წინა სავარძელში, ღვედით თვითონ გამიკეთა და თვითონ საჭეს მიუჯდა -სად მივდივართ ის მაინც ამოთქვი -უნდა დაგატკბო -მწარე ვარ? -სულ ოდნავ -უფრო აგამწარებ და იმ წიწაკის მწნილს დავემსგავსები შაურმებში რომ დებენ -აუ როგორ მიყვარს ეგ მწნილი, სულ შეგჭამ არაა პრობლემა -გარყვნილი გორილა ხარ, დატყვევებული ჰყავდი აქამდე შენებს და ახლა აგიშვეს თუ რა ხდება შე ქალის უნახავო -სულ ოდნავ რომ გაჩერდე არ გინდა?-გვერდიდან გამომხედა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია -ნუ მეხები უზრდელო -მატყვევებ და როგორ არ შეგეხო? -ვისაც ვატყვევებ ყველა რომ შემეხოს პატიოსანი სახელი ნამდვილად არ შემრჩებოდა -მარი ახლა უკვე ნერვებს მიშლი- აღარ შემოუხედავს, გავაბრაზე. რა სულელი ხარ მარი რა, ენას კბილი ჰომ ვერ დააჭირე, თუმცა არა, ძალიან კარგი, გაბრაზდეს და იეჭვიანოს. -მოვედით?-მანქანა ლამაზი კაფის წინ გაჩერდა -ჰო, გადმოდი-არც შემოუხედავს ისე ცივად მითხრა, ახლა ამას ჰგონია გადავალ? იყოს შევიდეს ან იდგეს და მელოდოს, არსადაც არ გავყვები. ერთხანს იდგა, მელოდა და რომ მიხვდა არაფრის დიდებით გადამსვლელი არ ვიყავი, ჩემი კარები გამოხსნა, ღვედიც მომხსნა და ისევ მხარზე გადამიგდო -მართლა გორილა ხარ, ამდენ ხალხში არ გრცხვენია მაინც? -წესიერი სიტყვა არ გესმის და მიწევს პირუტყვს დავემსგავსო -ღმერთო მისი პირითაც რომ აღიარებსს, პირუტყვები უფრო ნაზები და კარგები არიან -აქ დავჯდეთ?-კაფეში შესულს უცებ მიწაზე ავღმოვჩნდი ისევ და ერთ ერთი ადგილისკენ იშვერდა ხელს, ულამაზესი იყო იქაურობა, საოცარი იყო უბრალოდ, მყუდრო და დახვეწილი. უხმოდ მის მითითებულ ადგილას დავჯექით და მიმტანს დაველოდეთ -გამარჯობა თოკო, რას შეუკვეთავ? -საკმაოდ დახვეწილი გოგო იყო, თორნიკეს თოკო არ გამომპარვია და არც ის თუ როგორ ამათვალიერა ამ გოგონამ -მე უშაქრო ყავა მინდა ლინ, ჩემს მეგობარს კი ცხელი შოკოლადი და საფირმო ბლინი მოუტანე -მიღებულია-არაფერი მითქვამს, ამ გოგოს დახვეწილ მოძრაობრბს ვადევნებდი თვალს. ალბათ ესაა ის გოგო, მაგრამ თორნიკესთვის მეიდეალურა კიდეც ასეთი მშვენიერება -ჩემი აზრით ის შენზე მეტს იმსახურებს-არც ვაციე, არც ვაცხელე სათქმელი პირდაპირ ვუთხარი და მისი სიცილიც დავიმსახურე -მარი ეს გოგო არის ჩემი დეიდაშვილი, რომელსაც ჰყავს ორი ლამაზი ანგელოზი და შესანიშნავი ქმარი -ვაუ, ამას კი არ ველოდი, საერთოდ არ ეტყობა ორი შვილის დედა რომაა- მიმტანმა მალევე მოიტანა შეკვეთა, საოცარი გემოები იყო, საოცარი დაბალანსებით. -მოგეწონა? -საოცრად-ამოვთქვი კნავილით და კვლავ ჭამა განვაგრძე -აწი სულ აქ მოგიყვან, ნახე როგორ გადუმებს თან უფრო საყვარელი ხარ და სანამ რამეს მეტყვი, შენ ერთადერთი ხარ ვინც აქ მოვიყვანე. -რატომ მე? - შენ ჩემთვის განსაკუთრებული ხარ-ჯერ ჯერობით ეს პასუხი სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩემს დესერტს გემრიელად და მშვიდად შევქცეოდი. ………. -ტატო შემეშვი -ნინი არ მომწონს ასე ახლოს რომ ხარ მაგ ბიჭთან-მკაცრი იყო უფროსი ძმა უმცროსი დის მიმართ, სვანური სისხლი მაინც თავისას შვრებოდა -ტატო -რა ტატო? -ჰომ იცი რომ მომწონს? -რამდენიმე თვეა რაც ერთმანეთს იცნობთ ნუ გადამრევ -ტატო რამდენი ვინმე მომეწონება ასე აპირებ სულ ყოფნას?-ტირილი წამსკდა, მოალბო ჩემმა ცრემლებმა -უბრალოდ შენთვის საუკეთესო მინდა ჰომ იცი -კარგი რა ტატო, შენ რომ გყავდა შეყვარებული მე გეუბნებოდი არ იყო მაგასთან, ცუდი გოგოა, ისეთია ასეთია-თქო? არა იმიტომ რომ პატივი ვეცი შენს გადაწყვეტილებას, შენ არ შეგიძლია პატივი სცე ჩემს გადაწყვეტილებას? გვერდით რომ დამიდგე არ შეიძლება?-მთელი გულით ვტიროდი, რადგან ძმისგან ასეთი დამოკიდებულება გულს მტკენდა -გეფიცები რამე რომ შეეშალოს მაგრად ვაზღვევინებ-დანებდა და დას შუბლზე აკოცა -მაგ შემთხვევაში აზღვევინე-ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე -ვერ ვიტან შენს ცრემლებს -ვიცი, მეც მიყვარხარ ........ რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ რაც ლუკა ვნახე. არ ვიცი არ ეცალა თუ არ იცლიდა ჩემს სანახავად. ეს ხომ ორი უკიდურესი თემაა? გამოცდები და ბანკეტიც ახლოვდება, მე კი მხოლოდ იმ ერთადერთზე მეფიქრება, რომელიც ჩემს გონებაში შემოძვრა და სხვა საფიქრალი წამართვა. -ტასო...ტასოო გესმის?? -მესმის მარი, რა იყო? -რავი ამდენი ხანია ნინიზე და ნიკაზე გელაპარაკები და შენ გაუნძრევლად ზიხარ, მე რას გამომაპარებ -აუ კაი რა, გააგრძელე მაგ ცომის გაპრტყელება სანამ მარინა შემოვიდა და მიგალანძღა-დავცინოდი და ზუსტად მაშინ შემოვიდა მარინაც -არა ორი გოგო ხართ სამზარეულოში, შეიძლება ასე იყოს ოთახი არეული? რას შვრებით ერთი ან რაზე ფიქრობთ მაცოდინა. ან შენ ამდენიხანი ცომი როგორ ვერ გააბრტყელე გოგო, ან ტასო რომ ხედავ ვერ აბრტყელებს შენ ვერ გააბრტყელებ?-ბუზღუნებდა, თუმცა ორივემ ვიცოდით უყვარდა ეს მომენტი -შენ კიდევ გეგონა მარტო მე მიმალანძღავდა-გასაბრტყელებელი აიღო და ჩემსკენ სიცილით გამოიშვირა -მარი დაიყარა ფქვილი, გიჟები ხართ თქვენ, გადით ახლა აქედან, მზად რომ იქნება მე დაგიძახებთ -კაი დედუცი, ვიცი გიყვარვართ -უი დღეს ლუკა მოვა, სხვათაშორის გოგო უნდა მოვიყვანოო დღეს და გაგცნოთო-შევცბი, როგორი გრძნობა იყო იცით? აი ვენებში სისხლის მიმოქცევას რომ გრძნობ და უცებ ეგ ვენები სისხლიანად იყინება, ცივი ოფლი გასხამს და იმის ნაცვლად გულმა ძგერა შეწყვიტოს სამმაგად რომ გიძგერს. -ვინ მოყავს?-მარიც იმდენად შოკშია სიტყვებს ძლივს აბრუნებს, მე კი, მე ვუყურებ დედა-შვილს და ვერ ვხვდები რატომ. რატომ მე, რატომ ის ან რატომ სხვა? -არ ვიცი დედი, მაგრამ რაკი მოყავს სერიოზულად იქნება საქმე, ტასო შვილო კარგად ხარ?-ხმა ვერ გავეცი, უბრალოდ თავი დავუქნიე, შემდეგ კი მარიმ მიბიძგა გავიდეთ ეზოშიო. გავედით და უხმოდ ვიჯექით ჰამაკში, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში ლუკამ ჩამოგვიკიდა ჩვენ ორს -საეჭვიანოდ აკეთებს -შეც ჰომ ხვდები, რომ სისულელეს ამბობ -ახსნას ვერ ვუძებნი -აქამდე არავინ მოუყვანია -დარჩი და ვნახოთ-მხარზე თავი ჩამომადო და ზურგზე ხელების ფათური დამიწყო -მარუს ჰო იცი არ შემიძლია, ვერ ვნახავ -დარჩი და ისე მოიქეცი ვითო მაგრად გიხარია, დამიჯერე, გააკეთე ეს და ცოტა ხანში დავინახავთ ყველაფერს -იქითა თვეს გამოცდები მეწყება -ისე ტას ცოტა ეგოისტური არაა სიყვარულო ჩემი ძმის ტანჯვა მაშინ, როცა შენ იქით იქნები?-ცალი თვალით ამომხედა და შემდეგ ისევ მიწას დაასო მზერა -მე არაფერს ვითხოვდი მარ, ახლა ჰო საერთოდ, მე უბრალოდ მინდოდა გაგვერკვია ყველაფერი და ისე ვყოფილიყავით. ახლა მისი შეყვარებული უნდა გავიცნო? ღმერთო რას წარმოვიდგენდი, ალბათ რომ ჩამოვალ შვილიც ეყოლებათ-ისტერიული სიცილი ამიტყდა -დარჩი დღეს -დავრჩები მარ, ვნახავ ვინაა, იმედია შესაფერისი მაინც აირჩია -მის სიყვარულს ვჩივი განა, ის გაურკვევლობა მკლავს რაც მას აქვს, ეული გრძნობა რაღაა, სათქმელი შენი კაცსა კლავს. -თუ წავედი საფრანგეთში აუცილებლად დავწერ წიგნს ჩვენზე, ჩვენ სამის ბავშვობაზე და იმ აუხსნელზე რაც კვლავ აუხსნელი რჩება. -წახვალ და მეც წამოგყვები -რა?-გაფართოვებული თვალებით შევხედე დაზე უფრო მეტს -ტასო უერთმანეთოს ერთი თვე რომ გავჩერდით გახსოვს რა მოხდა? -მახსოვს-ღიმილით ვუყურებდით ერთმანეთს- ზუსტად ერთი და იგივე დღეს მოგვცა სიცხე, ერთი და იგივე ტემპერატურა, მაგრამ ერთმანეთი როგორც კი ვნახეთ ყველაფერმა გაიარა -მე მაგას მონატრების დაავადება დავარქვი -ვიცი ჩემო ანგელოზო-შუბლზე ვაკოცე და კვლავ კითხვა დავუსვი-ანუ? -თუ წახვედი მეც მანდ ჩავაბარებ -მერე თორნიკე? -მიერთგულოს-გაეცინა -მერე არ გეცოდება-სიცილით გავაჯავრე -რა დამპალი ხარ-მკლავი გამკრა და გასწორდა -ყველაზე მაგარი დაქალი ხარ დაქალებს შორის -აზზე ხარ რა ჭკვიანი დაქალები გავიჩითებით?-სიცილს ნამდვილად ვერ წყვეტდა და მეც მიყოლიებდა. მალევე კი ეზოს ჭიშკარი გაიღო და ლუკასთან ერთად ძალიან ლამაზი გოგო შემოვიდა. მარის ხელი ჩავკიდე, შემდეგ დამშვიდებულმა გავუშვი და წამოვდექით -ლუკა? ეს ანგელოზი ვინ არის? იცის შენმა სამი შვილის დედამ ვიღაც გოგო რო მოგყავს სტუმრად?-ჯერ ლუკას გადახედა შემდეგ კი უხერხულობაში მყოფ გოგონას. მეც მათთან მივედი -გამარჯობა, ყურადღება არ მიაქციოთ, ეს ლუკას დაა მარი, მე ამ ორის ბავშვობის მეგობარი ტასო, თქვენ?-ღიმილით ვუყურებდი ან ვცდილობდი მაინც -მე ლიზი... -ჩემი მომავალი ცოლი-და აი უცებ. დასჭექა ხმამ, საზარლად მტკივნეულმა სიტყვებმა -გამორიცხულია, ასე ვერ მოიყვან ვიღაც ქალს ქუჩიდან და ვერ იტყვი რომ შენი ცოლი გახდება -მარიამ სიტყვები -გესმის მაინც რას ამბობ? -აბსოლიტურად გააზრებული მაქვს ის რასაც ვაკეთებ -რა უქენი ჰა? მოწამლე, დაორსულდი თუ ჯადო გაუკეთე?-მკლავში წვდა ლიზის -მარი მეთქი -მე ამ გოგოს არ ვაღიარებ რძლად -არავინ გთხოვს -აჰამ, მიდი მის გამო დამკარგე, ახლა დედა და მამასაც უთხარი და მერე მართლა გააკეთეთ ბავშვი -იცი?.... -არ არის საჭირო ლიზი, რომ აინტერესებდეს იკითხავდა -მაშინ მე ვიკითხავ ჰომ შეიძლება? რატომ?-თვალებში ვუყურებდი და ვერ ვკითხულობდი, გეფიცებით ეწერა, მაგრამ წაკითხვას ვერ ვახერხებდი -მე ფეხმძიმედ ვარ-მძიმედ ამოთქვა გოგონამ-გამეღიმა, არც კი ვიცი რატომ -პატარა ლუკას ელოდები? -ჯერ სქესი არ ვიცით-უხერხულად იყო, სასწაულად კარგი გოგო იყო, საოცრად ლამაზი და ზრდილობიანი -იმედია ჯანმრთელი პატარა გაგიჩნდებათ და ორივე მშობლის სიყვარულს მიიღებს-არ ვიცი რას ვგრძნობდი, ტკივილიანი სიხარული იყო-მე და მარი კი საოცარი მამიდები ვიქნებით, ისე გვეყვარება რომ წარმოდგენაც არ გვინდა-ცრემლებმა იწყეს დენა-ბოდიში, სიხარულის ცრემლებია, წამოდი შევიდეთ, ლალის და თენგიზს უთხარით ეს ამბავი, ძალიან გაუხარდებათ. -მართლა გაგიხარდა-მიჩურჩულა მარიმ -შენს სიცოცხლეს ვფიცავარ, პატარა ლუკა გაჩნდება, მაგრამ მაინც მტკივა მარ, აწი სულ დავკარგე -აწი გაურკვეველი კვლავ გაურკვევლად დარჩება ჰო? -და თან ბევრიც დაემატება -ჩემებს მართლა გაუხარდებათ, წინათ ამბობდა მამაჩემი შვილიშვილი მინდაო -კარგი გოგოა, არ გაამწარო -ვნახოთ-ლოყაზე მაკოცა და წინ წავიდა. -მოხვედი ლუკა? მოდი დე, ეს ლამაზი გოგო ვინ არის? გამაცანი, დედა რა ლამაზი ხარ შვილო, ჯვარი გწერია -დე ეს ლიზია, დავჯდეთ ისეთი ამბავი მაქვს რომ იცოდე -რა ხდება დე? მოდით აქეთ სუფრა გავაწყვე-სუფრას მივუჯექით, და პირველი რაც გადავიღე აწეწილი იყო, გამეცინა, თითქოს მეტი სადადებელი არ მქონდეს, მხოლოდ ის, ვაი და აწეწილი არ დამთავრდეს-თქო -დედა, მამა....ლიზი ჩემს ბავშვს ელოდება -შეგეპარებინა ბიჭო რა იყო, რა ველური ცხოველი ხარ, გილოცავთ მშობლებო ბებია-ბაბუა ხდებით -რას ამბობ დედა-ნამდვილად არ ჰქონდა ქალს კმაყოფილი სახე, აი თენგიზი კი სიხარულისგან ბრწყინავდა -რა კარგია -რა არის კარგი თენგიზ? ვინ არის, საიდან არის, ვინ არიან მისი მშობლები, რამდენი ხანია იცნობს შემს შვილს, არაფერი არ ვიცი და უცებ ორსულადაა? -კარგი რა ლალი -მოგიყვებით ყველაფერს რაც გაინტერესებთ-ისინი საუბრობდნენ, ლალიმ ყველა დეტალის გამოკითხვა დაუწყო, მე კი მშვიდად შევექცეოდი ლალის ნახელავს, აწეწილით რომ დავიწყე, ხაჭაპურით გავაგრძელე, შემდეგ ჭადი და ყველი მივირთვი, შემდეგ მარის გაბრტყელებული ცომით გამზადებულ პიცასაც დავწყვდი და ბოლოს პერსონალურად ჩემთვის გამომცხვარი თაფლის ნამცხვარი მოვიჭერი, აი აქ კი ლიზის ხმა გავიგე -ეს თაფლის ნამცხვარია? -კი, იდეალურს აცხობს ლალი დეიდა-ამ ნამცხვრის გემო რომ გამახსენდა ნერწყვიც კი მომადგა -შეიძლება? -ეს?-ჩემს ნაჭერზე მივუთითე, მან კი თავი დამიკრა, ღმერთო როგორ გამეცინა, მართლა მთელი გულით, შემდეგ კი თავი უარის ნიშნად გავუქნიე-მე უკვე ერთი დავთმე, ეს ჩემია-თვალი ჩავუკარი და ნამცხვრის დაგემოვნება გემრიელად დავიწყე. ლალიმ სევდიანად გამომხედა, ხვდებოდა, ან რა გამოაპარებდა, მეორე დედასავით იყო, იცოდა და ხვდებოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა და იმჩნევდა. ........ ისე გავიდა დრო ამირეზაშვილებთან აღარ მივსულვარ, მარი მოდიოდა სულ აქეთ და მიყვებოდა ამბებს, ლუკაზე, ლიზიზე და მის პრინც თორნიკეზე. ვხალისობდით და ვერთობოდით, ახლა? ახლა კი პირველი გამოცდის დღე მაქვს, ეს გამოცდა ერთ-ერთი ფრანგის დაკვირვების ქვეშ უნდა ჩავაბარო და თან ვიდეო უნდა ჩაწერონ რომ შემდეგ გვერდზე ავტვირთო. -დედიკოს სიხარულო წარმატებები -უეჭველი დავწერ, ყველაზე მარტივი გამოცდაა ეს, ფრანგულის დონის გამოცდაა ჰო იცი? -ვიცით მა, მიდი შედი და დაწერე, ჩვენ აქ დაგელოდებით- ღიმილიანად მითხრა კაცმა და ცოლთან ერთად შესასვლელში დადგა. -დააყუმბარებ ჰო იცი, ეკა მოგკლავს თუ ადრე გამოხვალ იცოდე-სიცილით მითხრა მარიმ და შსვლაზე მიბიძგა. მეც შევედი. კომპიუტერები მოშორებით იდგა და ერთ აუდიტორიაში მხოლოდ ხუთ კაცს უშვებდნენ, ფრანგი და ქართველი დამკვირვებლები იყვნენ, თითოეულ მერხთან იდგა კამერა. კი ვთქვი არ ვნერვიულობ-თქო, მაგრამ ნერვიულობამ ამიტანა. მერხთან მოვთავსდი და წერა დავიწყე. ბოლო კითხვაზე ვიყავი, ამ კითხვის პასუხი და იმის პასუხი გავდივარ თუ არა შემდეგ გამოცდზე. ღმერთო დამეხმარე გთხოვ. და აი ისიც, დავაჭირე ხელი და ეკრანზე მწვანე წარწერა გამოჩნდა, PASS 93/100. რა ბედნიერებააა, სიხარულისგან ცრემელბიც კი მომადგა. -შემდეგი გამოცდის თარიღი მეილზე მოგივათ, წარმატებებს გისურვებთ-ღიმილით მითხრა ქართველმა დამკვირვებელმა და მეც გავედი შენობიდან. -დე რა ქენი?- აშკარად ნერვიულობდა ქალი -ოთხმოცდა ცამეტი ქულა ავიღე ასიდან -ჩემი ყოჩაღი- მშობლები გადამეხვივნენ -აუ პროსტა რა გენიოსი დაქალი მყავსს- მეხვეოდა და მკოცნიდა, მშობლები კი ბედნიერად გვიყურებდნენ. მარის უკან თითქოს ნაცნობი სილუეტი იდგაო, თუმცა უცებვე გაქრა. -მა ასეთი ჭკვიანი მე დამესგავსე ალბათ ჰო?-სიცილით მეუბნებოდა -უყურე შენ? მე გავაჩინე და მე ვუკითხავდი სულ წიგნებს, მუცლიდანვე ვაჩვევდი-ქალი კაცს შეუტრიალდა და ჯიქურ შეხედა, მამაკაცმა კი ცხვირზე აკოცა- რა არის კახა რა, ამხელა კაცი ხარ -ამხელა ვარ და ამდენი წელია შენთან ვარ, მაგრამ მაინც არ მყოფნი, ჰო ტას-ხელი გადაგვხვია სამივეს, მართალია ძლივს მაგრამ მაინც და სულ სიცილით მანქანისკენ დავიძარით. დილით ტელეფონი ამღერდა, მაშინვე წამოვხტი და ტელეფონს დავავლე ხელი, თორნიკე იყო, არადა სადღაც გულის ღრმა კუნჭულში იმედი მქონდა ლუკა იქნებოდა -რა ქენი გუშინ? -რას ვიზამდი, ჩავაბარე -ვაუ ვაუუ, აღსაღნიშნია, დავასველოთ არ გინდა? -ჯერ რა დროს დასველებაა, წინ სამი გამოცდა და ორი გასაუბრება მაქვს. -შემდეგი როდის გიწევს - ხუთ დღეში -მიდი ტას წარმატებები, წავე ახლა, შემდეგ გამოცდას რო დაწერ შემეხმიანე ........ ყველა გამოცდა დავწერე, გადამსვლელი ყველგან 75 იყო. ფრანგული 93/100 მათემატიკა 91/100 დიზაინის ისტორია 97/100 ბოლოღა იყო დარჩენილი, ეს კი ყველაზე რთული იყო. აუდიტორიაში შევედი, ოთხი ბავშვი შედიოდა აქ და ყოველი მათგანი ოთახის კუთხეში იჯდა, უბრალო ფანქარი და თაბახები დაგვირიგეს, შემდეგ კი კომპიუტერში გამოჩნდა დავალება თემა: „თავისუფლება და მარტოობა“ მასალა: აბრეშუმი, გამჭირვალე ქსოვილი დავალება: შექმენით ქალის საღამოს კაბა, რომელიც ასახავს ადამიანის შინაგან ბრძოლას თავისუფლებასა და მარტოობას შორის. ფიგურა უნდა იყოს განთავსებული ფურცლის ცენტრში. ტექნიკა: ფანქარი დრო: 3 საათი საკმაოდ რთული იყო დავალება, ცოტა ხანს ვიფიქრე, თუმცა სულ ტყუილად, ხელმა თავისით დაიწყო ხატვა. არ ვიცოდი რას ვხატავდი, მხოლოდ ხელი მოძრაობდა. -დაგრჩათ ერთი საათი-სანერვიულო არაფერი მქონდა, თუმცა ვნერვიულობდი. ნახატს რომ დავხედე გრძელი მოყვანილი კაბა იყო, უკან შლეიფი ჰქონდა და ზურგი მთლიანად ამოღებული ჰქონდა, ეს ნაწილი თავდაჯერებულ თავისუფლებას გამოხატავდა, რის გამოც ის ზუსტად რომ მარტო იყო, ალაგ-ალაგ შლეიფს მაქმანები ჰქონდა. უკან, საკმაოდ ლამაზი იყო, წინ კი სრულიად სადა იყო, წინიდან რომ შეგეხედა თითქოს არაფერი განსაკუთრებულიო, ლამაზი სადა კაბააო იფიქრებდით, მაგრამ უკან იმალებოდა მთელი არსი და მიზანი. -დრო ამოგეწურათ, გთხოვთ დადოთ ფანქრები- ქალმა ქაღალდები აიღო და ლამაზად დაახვია-ეს ნახატები ხვალვე გაიგზავნება და ერთ კვირაში პასუხი მეილზე მოგივათ კარებთან მშობლებთან ერთად მარი, ნიკა და ნინი დამხვდნენ, ერთად იცინოდნენ და მე რომ გამოვედი მთელი ყურადღებაც მივიქციე -გავიგე დრო უქმად არ დაგიკარგავს-სიცილით მითხრა ნიკამ -ზუსტადაც, ნინი როგორ ხარ ლამაზო? აქეთ როდის ჩამოხვედი-ლამაზ გოგონას მივუბრუნდი, რომელიც მე თუ მკითხავთ ღვთაება უფრო იყო, ვიდრე ადამიანი -ორი თვეა აქეთ ვარ, უნივერსიტეტის გამოცდებს ვაბარებდი, შენ რა ქენი? -არ ვიცი, ერთ კვირაში გეცოდინებათ პასუხიო, მგონი ცუდად დავხატე -რას ამბობ დედა, მკერავს რომ შენი დახატული კაბა მიუტანე, ეს ისეთი შესაკერია ჩემს თავზე ვერ ავიღებო გახსოვს? იქ ცუდს რატო დახატავდი, ტყუილად ნერვიულობ -არ ვიცი დე, ვნახოთ-დედ-მამას ვაკოცე, მერე მარის მოვეხვიე, ეს ისეთი გიჟია თმები ამიჩეჩა -შენ ასე თავმდაბალი ნუ ხარ, კარგით რა მარინა დეიდა, ასე როგორ დაიმსგავსეთ-ვიცინოდით და მარის მხარი გავკარი, რადგან შევამჩნიე იმ ორს შორის მუხტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ძალიან მკრთალი იყო, ახლა კი თითკოს კაშკაშებსო, მანაც თვალი ჩამიკრა და ვითო შემთხვევით ნინის დაეჯახა, რომელიც უცებვე ნიკას მკლავებში აღმოჩნდა. -მოკლედ აქ რატო მოვედით გარდა იმისა, რომ შენი გულშემატკივრობის სურვილი გვქონდა-წამოიწყო ნიკამ -რაო აბა-ინტერესით შევხედე ორივე მათგანს -არ გახსოვს, ვიცოდი რაა, ამდენი წლის ძმაკაცობა ჩამიგდე გოგო? -რა არ მახსოვს ნიკა ამოღერღე -რა და ერთ კვირაში დაბადების დღე მაქვს -უიიი -იძახე ახლა უი, აი ნინიმ იცის და შენ არც გახსოვს-სიცილით მითხრა და გოგონას მხარზე თმა ნაზად გადაუწია -რას აპირებ -ჰაუს ფართი და რამე -და რა გინდა? -აუ რა ვიცი ტასო რა მინდა, სულ ეს კითხვა არ გბეზრდება? წამოდი გაგიყვანთ თორემ შენი მშობლები გაიპარნენ-სიცილით გვანიშნა მანქანაზე, რომელიც დაიქოქა და წავიდა-აი მიყვარს მამაშენი და რა გავაკეთო, შენც კი არ აბრკოლებ რომ ცოლი მოიტაცოს -გეყოფა ხარხარი-ნინიმ აუქნია ხელი -ნუ ღელავ მეც მასე ვიქნები მშვენიერო-ხელზე ეამბორა და მანქანისკენ გაგვიძღვა. -მეც მინდა კახასნაირი ქმარიიი, ტასო იცი რომ ბავშვობაში კახა მიყვარდა? -შენ სულ დაუწყობელი გიჟი როგორ იყავი გოგო-სიცილით ვუყურებ დაქალს -ჩემი პირველი სიყვარული მამაშენი იყო-იცინის იცინიდა კვლავ იცინის-ვაიმე ცუდადდ ვარრ, მართლა მამაშენი იყო -ვაიმეე, მომაშორეთ ეს გიჟი-სიცილით ნინის ვანიშნებ მოწებებული დაქალი მომაშოროს, ისიც ღიმილით მეხმარება -ტასო მორჩი გამოცდებს? -კი ნინი, მაგრამ ახლა გასაუბრებები მრჩება -რა გასაუბრებები? ერთი არ ჰყოფნით -არა, პირველზე თავის წარდგენის პრეზენტაცია იქნებაო და მეორეზე დისკუსია იმ ბავშვებს შორის, რომლებმაც ჩააბარესო. -ოჰოოო, კონკურენცია გქონია ტასიკოო -ჩუმად იყავი ნიკოლოზ ბებერო და მოიფიქრე რა გაჩუქოთ დაბადების დღეზე-ნინის ლოყაზე ვკოცნი და გადავდივარ მანქანიდან მარისთან ერთად ............................ გასაუბრების დღე მქონდა, სამი სხვადასხვა პრეზენტაცია კი მზად მქონდა, ერთი ჩემს გაცნობაზე იყო, მეორე ჰობებზე და მესამე იმაზე, თუ რატომ გადავწყვიტე საფრანგეთში მოდის დიზაინზე სწავლა. გასაუბრება ფრანგულად არის, სწავლება დიახ არის ინგლისურადაც, მაგრამ ვიცი, რომ ფრანგულენოვანს ცოტა აირჩევს და მათაც მეტად მოეწონებათ ის ფაქტი, რომ მე ამ მიზნისთვის ვისწავლე მათღალი დონის ფრანგული. გასაუბრება ონლაინ იყო. დედა და მამა ოთახიდან სულ ძალით გავყარე და დავჯექი კომპიუტერთან. დარეკეს, გულმაც სწრაფად დაიწყო თავისი ნერვიულობის გამომჟღავნება. მარტო ვიყავი, როგორც სჩანს ცალცალკე ესაუბრებოდნენ ყველას. -მოგესალმებით -გამარჯობა -ხუთი წუთი გაქვთ, წარმოადგინეთ, თქვენი თავი-ხმა მიკანკალებდა იმდენად ვნერვიულობდი, თუმცა არ იმჩნევდნენ და ეს მამშვიდებდა. წარვადგინე სამივე პრეზენტაცია. -მე მაქვს ერთი კითხვა, ტასო, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ფრანგული ასე მაღალ დონეზე გესწავლათ, მაშინ, როცა აქ ინგლისურადაც რომ საუბრობდეთ, ყველანაირად შეგიწყობენ ხელს -დიახ ქალბატონო ვირჯინია, მაგრამ მე ამ სფეროს სრული სერიოზულობით ვუყურებ, ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა, რომელიც მიზნად მექცა, მირჩევნია ვიცოდე ფრანგული და ყველაფერი ისე ვისწავლო, რომ შემდეგ არაფერი ვინანო, ვიდრე მხოლოდ ინგლისურით ჩამოვიდე და იმის შიში მქონდეს, ვაი ეს ვერ გავიგე-თქო -სასიამოვნოა ამის მოსმენა, მიჰაილ დაამატებ რამეს?-ქალბატონმა კაცს მიმართა, რომელიც მასთან ერთად უძღვებოდა გასაუბრებას -არა ვირჯინია, ამომწურავია ჩემთვის, ერთი იმას გეტყვი ტასო, რომ შემდეგ გასაუბრებას ორ დღეში ჩაგიტარებენ, ჩვენ არ ვიქნებით და თითო გასაუბრების დეპატებზე ოთხი ბავშვი იქნებით და გექნებათ მხოლოდ ორმოცი წუთი. -გასაგებია, დიდი მადლობა -მაშინ ახლა დაგემშვიდობებით ტასო-გამიღიმა ქალმა და ეკრანიც გაითიშა. -დედა რაო?-კართან ჩუმად ატუზული დედაჩემი, რომელიცკახასთან ერთად იდგა შემოვარდა -რავი დე, ორ დღეში კიდევ ერთი გასაუბრება გექნება დეპატების სახითო-ღიმილით ვუთხარი ქალს -დედას ყოჩაღი, გესმის კახა? აღფრთოვანდნენ ჩვენი შვილით -დედა რას ამეტებ ახლა რა იყო-სიცილით გავყევი დედას, რომელიც საყვარელ კაცთან მიდიოდა ........... ძალიან ცხელოდა, აგვისტო დაწყებულიყო. სიცხემ იმდენად შემაწუხა აივანზე გავედი, იქ კი სასიამოვნო სიოსთან ერთად ქუჩაში მოსეირნე ნაცნობი სილუეტი დამხვდა სიგარეტით ხელში. ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ვუყურებდი. უბრალოდ მონატრებას მზერით ვიკლავდი, უხდებოდა სიგარეტი, სასწაულად მამაკაცურს ხდიდა. შემოიხედა, არც მე შემიცვლია მზერის მიმართულება. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით სანამ არ გაიხედა და გზა არ გააგრძელა. ღმერთო გული როგორ მიცემდა, ეს რა იყო, საოცარ მონატრებას ვგრძნობდი უფროსი ამირეზაშვილის მიმართ, ერთი შეხედვა და გული საგულედან ამომვარდებოდა მალე, მას კი სახეზე ემოციაც კი არ ჰქონდა. ნეტა მარი რას იზამდა? სწორედ ამიტომ ზარი დაქალთან. -მარი -ჰმმ -გაიღვიძე -შენ რატომ გღვიძავს -ნუ ბუზღუნებ, შენი ძმა ვნახე -მერე? -არ ვიცი ეწეოდა, ცოტა ხანს მიყურა და მერე წავიდა, რა დაღლილი სახე აქვს, რა იყო, რას უშვრებით -ალბათ ისევ ლიზის მოუნდა რამე და მაგაზე იყო გასული -ბედნიერია? -შენთან უფრო ბედნიერი იყო ხოლმე -ის ჩემთან არასდროს ყოფილა -მაგრამ ახლა ძალიან შორსაა, როდის უნდა მოხვიდე ტას აქეთ, თენგიზმაც კი ის თქვა რა იყო გვემდურისო? ლაი არ ამბობს არაფერს, ერთს მკითხავს როგორ არისო და მორჩა -მისი ნახვა არ მინდა მარ -არაა ცუდი გოგო, მაგრამ ის შენ არაა, ესაა პრობლემა მასში -მოვიდე -მოდი -ხვალ დილით ბოლო დეპატები მაქვს და საღამოსკენ გამოვალ. -გელი საყვარელო, გაგიჟდება ლალი, თაფლის ნამცხვარი შენს მერე არ გაუკეთებია, ლიზიმაც კი სთხოვა მაგრამ არ გააკეთა, აზზე ხარ?-იცინოდა -ეგეც გიჟია -მაგრად უყვარხარ, იმენა ჩემგან ვერ განსხვავებს -უი მე ლალისთვის მაგარი ვერცხლის სამაჯური მაქვს, აი საოცარი, იმ დღეს ბაზარში დავდიოდი ნიკას დაბადების დღის კაბისთვის და ეს რომ ვნახე პირდაპირ ლალი გამახსენდა -უჩემოდ იყავი საყიდლებზე? -არ ისმის კარგადდ, წავედი დავიძინო -წარმატებები მოღალატევ-სიცილით გამიცინა. მეორე დილით ადრე მქონდა დეპატები და ადრევე გავიღვიძე, ისევ ონლაინ იყო და ამჯერად ინგლისურად იყო დეპატები. არც მიჭამია, უცებ მოვწესრიგდი, კლასიკურად ჩავიცვი და ზემში შევედი. მაშინვე ჩამოაგდეს თემა და ჩვენც დავიწყეთ, მათ მართლა არ ვეთანხმებოდი - მოდა ჩემთვის ხელოვნებაა, არა უბრალოდ ტანსაცმელი. დიზაინერმა უნდა თქვას რაღაც მნიშვნელოვანი.-ჩემს არგუმენტებს ვუმტკიცებდი ერთ-ერთ მოსწავლეს, სახელად გიორგის -მაგრამ თუ ვერ იცვამენ, რა აზრი აქვს? ფუნქცია პირველია, იდეა — მერე. - მე არ გეთანხმები. სწორედ იდეა ქმნის მოთხოვნას. ხალხი სწავლობს ახალ ფორმებს. -და მაინც, ბაზარი წყვეტს ყველაფერს. კრეატიულობა კარგია, მაგრამ გაყიდვების გარეშე კვდება -მაშინ დიზაინერი აღარ არის ავტორი, მხოლოდ მწარმოებელია. -ან შეიძლება იყოს ორივე — არტისტიც და რეალისტიც. - იქნებ მოდის ძალაც აქაა — ბალანსში. -ჰო, როცა იდეა ცხოვრობს და ცხოვრებაც ირთავს იდეას.- ღიმილით შევხედე იქ ჩუმად მყოფ საზოგადოებას და ვამაყოფდი იმით რომ ეს ბიჭი დავიყვანე ჩემს აზრამდე კიდევ რამდენიმე საკითხზე ვიკამათეთ ოთხივემ და საბოლოოდ ეს შეხვედრაც დასრულდა. დახლოებით ერთი კვირა იყო გასული მეილი რომ მომივიდა -დედააა, მამააა, პასუხი მომივიდააააააა -რა რა წერია დე, გამისკდა გულიი -რაო აბა მა -ამიყვანეს და თან 70%-იანი დაფინანსებაც მომანიჭეს, სასწაფოდ ქვევით ჩავირბინე -ვაიმე დედა რას ამბობბბბ, ვაიმეეე გესმის კახა? ჩვენი საამაყო შვილი-დედაჩემი მოვიდა და ჩამეხუტა, მამიკოც მეხუტებოდა და ასე რამდენიმე წუთი ოჯახური ჩახუტება გვქონდა -ვამაყობ მამა, შენ ნამდვილად ღირსეული შვილი ხარ -მშობლებო, ეს თქვენი დამსახურებაა, დიდი მადლობა, ახლა ეკა მასწავლებელსაც დავურეკავ და ამირეზაშვილებთან წავალ -მიდი დე, მიდი, ჩემი საამაყო შვილი, ეს რა შვილი გავზარდეთ კახა ჰო? -სულ შენ გგავს- ცოლს ნაზად ეამბორა და ბედნიერები ჩუმად მიიმალნენ თავიანთ ოთახში, მე კი ჯერ მასწავლებელს დავურეკე, შემდეგ კი მოვემზადე და ამირეზაშვილებისკენ გავემართე. -ბიჭო ეს როგორ მოგივიდა? -აუ რა ვიცი ნიკა, მოხდა -იქნებ შენი არ არის? -გოგო ქალიშვილი იყო მე რომ დამიწვა თორნიკე, დამისხით თუ ძმები ხართ -ჰო მაგრამ ჰო შეიძლება შენს მერე სხვასთანაც ყოფილიყო, აღარაა ეს სასმელი კიდე -შიგ ჰო არ გაქ ბიჭო, ბავშვობიდან სხვას ვხედავ შენს გვერდით და უცებ ვიღაცას ჩითავ? -რა ვქნა ნიკა, რა ჩემი ფეხები მოვიმოქმედო, ბავშვი უმამოდ დავტოვო?-უკვე ალკოჰოლს მთელს სხეულში ვგრძნობდი, ჩემი უძლურება მკლავდა -რას ღრიალებ ბიჭო, გამოგეყენებინა დაცვა ან დაგეყენებინა -წარმოდგენაც არ გაქ როგორ არ ვცადე, შენს ძმობას ვფიცავარ, ყველანაირად ვცადე, სასწაულად ბევრი მქონდა მაგ დღეს დანალევი და უცებ ეს გოგო გამეჩითა, მომეწება ძმა, არც მახსოვს ღამე წესიერად, მხოლოდ დილა, როცა გავიღვიძე და დანარჩენი -აბა რა იცი ქალიშვილი რომ იყო? -სისხლიანი იყო ზეწარი -არ ვიცი ძმა, ეს ცოლად მოყვანა რა არის, ძმობას ვფიცავარ მაგრად მეცოდებით. ბავშვობიდან ღმერთმა ერთმანეთთან დაგაკავშირათ და უცებ ქრება ყველაფერი -ტასო ჰო მაინც უნდა წასულიყო არა? ეს აქ დარჩებოდა და ეს არ გეცოდება ტო? -თორნიკე ბავშვივით ნუ იქცევი, წავიდოდა და გაყვებოდა იასნია -გავყვებოდი აბა რას ვიზამდი, იმ შტერს მარტო ჰო არ გავუშვებდი აბა, უკვე საბუთებსაც ვაგვარებდი უნივერსიტეტში-ცარიელი ჭიქა დავდე და სავარძლიდან ავდექი, სასმლის თაროდან ახალი სითხე ავიღე და თავი მოვხადე, კვლავ სავარძელს დავუბრუნდი და კვლავ ჭიქა მოვიმარჯვე, ამჯერად სითხით გავსებული -გიხარია მაინც? -მიხარია თორნიკე -მაგრამ უფრო გაუხარდებოდა, ეს რამდენიმე წლის შემდეგ ტასოსთან რომ მომხდარიყო -დავკარგავ? -შარნსი არაა ტო, ჰო იცი მასაც უყვარხარ -ჩემი აზრით უკვე დაკარგა -თორნიკე დააყენე ერთი ადგილი -ნუ იღრინები, გოგო თავისუფალია, ლამაზია, საფრანგეთში აქვს ხსნილი გზა, შვილიან კაცს დაელოდება აბა როდის გაშორდება მის ცოლს? კარგი რა, იქნებ იპოვოს იქ ვინმე უშვილო შესაფერისი კაციც-თორნიკეს ეს ნათქვამი პირდაპირ ტვინში ავიდა -შენ ჰო არ გამო*ლევდი ბიჭო -მე კი არა შენ ხარ გამო*ლევებული, სრულიად უცნობ გოგოს ენდობი რომ შენს შვილს ელოდება? სად დაკარგე ტვინი? ან რა გიხარია ცხრამეტი წლის ხარ, ეგ გოგო რამდენისაა? ცხრამეტის? თვრამეტის? -თორნიკე შენ არ გესმის -რა ლუკა, რა არ მესმის? გესმის ნიკა? შტერია ეს, გოგო მირთმეული ყავდა და ნახე რას შვრება -ნუ შემე*ით -ისევ შენთვის ლუკა, აწიე ტრა*კი და გაანძრიე ტვინი, რამ გამოგაშტერა ამხელა კაცი, რამდენიმე წელი რომ გავა და ტასო იქნება სხვისგან ორსულად რას იზამ? გაარკვიე ჯერ და მერე გადაწყვიტე -რამდენი ხანია არ მინახავს -მოგენატრა -ჰაერივით -მერე აქ რას მიზიხარ -მასთან არ მიმესვლება -მე მაინც მგონია რო ერთად იქნებით -იქნებიან, როცა ეს ტვინს გაანძრევს -იცი რომ ჩვენს შორის ყველაზე პატარა ხარ ჰო? -ჩემგან ნაწყენი შენი და მე არ მინახავს -რომ ვნახო არ გაპატიებ ძმობას გეფიცები -შენგან განსხვავებით როცა ერთი მიყვარს სხვისკენ არც ვიხედები -თორნიკე ვერ გაიგე რა მოვყევი?-უკვე გაბრაზებამ ყელში მომიჭირა, მასთან მივვარდი და საყელოთი ჩემსკენ დავქაჩე -კარგი გაუშვი რა გჭირს-ნიკამ ისევ ჩვენს ჩვენს ადგილებზე დაგვაბრუნა და თორნიკეს ანიშნა წადიო, თავი საზურგეს დავადე და წამიერად ის ტკივილი წარმოვიდგინე რაც თორნიკემ აღწერა -არ ესმის -შენ გესმის?-გამეღიმა -მე შენი სულ მესმის -ამ ბავშვის გამო ბევრს ვკარგავ, ტასო ჰომ დავკარგე, ჩემი დაც მას მიჰყვა და დედაჩემს ლიზი საერთოდ არ მოსწონს -ისინი შენ გიგებენ და არაფერს გეუბნებიან, შენც უნდა გაუგო -მაგრად მტკივა ნიკა, გული მეხლიჩება უმისო ჰაერით, იმისოდ ჰომ ცუდად ვიყავი და ახლა საერთოდ გაძნელდა -მესმის ძმაო, მესმის -შენთან რა ხდება -ჩემთან რავი, ნინისთან კი იცი ყველაფერი კარგად მიდის, ტატოსთან სულ ჩხუბი მაქვს და ახალი ამბავი, ტატოც საფრანგეთში მიდის -ნიკა კარგის ტრა*ი მომეტ*ვნება რომ გავიგო ვინმე ჰყავს, არც ეგ ტატო მეხატება გულზე, სვანეთში როგორ უყურებდა დაამუღამე? -გეჩვენება ძმა რაღაცეები-ჩემი ტელეფონი ამღერდა -ჰო ლიზი -როდის მოხვალ? -რამე გინდა? -მომენატრე -არ მოვალ დღეს -..... -სხვა რამე ჰო არ გინდა? -ძაან დიდი ხანია შოკოლადი მინდა, მომიტანე რა -კაი-ჭიქა დავდე -რას არ მივცემდი ოღონდ ახლა ეს ტასო ყოფილიყო -მიდი ძმა წადი, თორნიკეს მე დაველაპარაკები ................... ახალი ამბავი მიმქონდა და თან გული ისე მიცემდა თითქოს მათ სახლში პირველად მივდიოდი, თითქოს ერთად არ გვქონოდა უამრავი მოგონება იმ ლამაზ სახლში. რამდენ წელს ითვლის ეს სახლი, რამდენ მოგონებას იტევს, რამდენ საიდუმლოს, ბედნიერებას და ტკივილს ინახავს ვინ იცის. სულ წამიერად ბავშვობაში რომ დამაბრუნა, ოჰ ღმერთო როგორ მინდა, მინდა რადგან იქ არ მქონდა დარდი, ახლა? ახლა იმდენი დამიგროვდა, იმდენი უთქმელი სიტყვა, დარდი თუ გრძნობა. იქნებ იმ სახლის კედლებმა ჩემზე უკეთ იციან როგორ უნდა მოვიქცეთ? მან ხომ გამოგვზარდა, გვისმინა და გვიყურა, ნეტავ ლიზის როგორ გუობს. ახლა მივდივარ მათთან, ამდენ ხნიანი პაუზის შემდეგ მე იმ სახლს ვსტუმრობ რომლის დანახვაზე ბავშვობაში სიხარულის ცრემლები მადგებოდა, ახლა კი მხოლოდ გულის გლეჯვას ვგრძნობ. რამდენჯერ ამ ლამაზი სახლიდან სამივე გავპარულვართ, რამდენჯერ მარი გამიპარებია და მის ნაცვლად დავწოლილვარ საწოლში და ვინ იცის რამდენჯერ გამოვუჭერივარ ლუკას. რამდენს ინახავს ეს სახლი? ღმერთო რა რთულია, როგორი მტკივნეული, საკუთარზე მეტად შეგაყვარებენ და მერე უცებ ზუსტად ის გაცლის ვინც შეგაყვარა. ამბობენ ვინც მოგკლას იმან მოგარჩინოსო, ნუთუ პირიქითაც ხდება? წარმოდგენაც არ მინდა იმის, თუ რამდენად მტკივნეული იქნება პატარა ლუკას დანახვა და რამდენად გამაბედნიერებს ასევე ეს ტკივილი. მე მისი ბედნიერება მინდა, მე პატარა ლუკას ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა მინდა, არ ვიტყუები გეფიცებით, შეიძლება რაღაცეები დაანგრია მაგრამ ამ პატარა არსების რა ბრალია? მე ის აუცილებლად მეყვარება, მთელი მას მოყოლებული ტკივილით მეყვარება. მათ ჭიშკართან ვდგავარ და ვუყურებ აყვავებულ, გაზრდილ და გალამაზებულ ხეს, რომელიც ლუკასთან ერთად დავრგე როცა მარი ცუდად იყო, მაშინ მარის ვუთხარით, სანამ ეს ხე იარსებებდა ორივე გვერდით ვეყოლებოდით ბედნიერები და არ დაგვკარგავდა. გავაღო ჭიშკრის ახლად შეღებილი კარი, რომელსაც ჯერ კიდევ ასდის საღებავის სუნი, თუ უბრალოდ გავბრუნდე უკან? ვიცოდი რომ რთული იქნებოდა, მაგრამ ასეც არ ველოდი. გავაღე და შევდგი მარჯვენა ფეხი, მთელს ტანში ის ჟრუანტელი ვიგრძენი მონატრება რომ ჰქვია და გეფიცებით ვიგრძენი ეს ლამაზი ხის ტოტები შემს მხარეს როგორ აშრიალდა, მაგაც მოვნატრებივარ, თვალები საოცარი სითხით ამევსო და ეს არც ვიცი რითი იყო გამოწვეული, ალბათ ყველაფრით ერთად. ფრთხილად გავიარე ჭიშკრიდან სახლის კარებამდე მანძილი, მეშინოდა რომელიმე ბალახი არ დამეზიანებინა, მიწასაც კი ვუფრთხილდები აქაურს. იმდენად წმინდა ადგილი უჭირავს აქაურობას ჩემს გულში, ღმერთმა ყველას შეუქმნა სახლი და თუ რომელიმეში არ მიესვლება, შექმნა თავისი, რომ იქ მივიდეს, ჩემთვის კი ეს არის, ეს ის სახლია, სულ რომ არცერთს ვუნდოდე ამ სახლში მყოფებიდან, აქ კედლებს მოვენატრები, აქ იმ ხეს მოვენატრები, თითოეულ კუთხეს, რადგან არცერთი ნაწილი მაქვს დატოვებული სადაც მოგონებები არ გვაქვს. გამბედაობა მოვიკრიბე და კარზე ზარი დავრეკე, გული საოცრად აჩაქდა, ეს ზედმეტი იყო უკვე, მაგრამ მე როგორ გამეკონტროლებინა? საკეტის ხმა გაისმა და კარიც გაიღო, ზრურბლზე კი წელს ზევით შიშველი ლუკა დამხვდა, რამდენიმე წამი გაშეშებულმა მიყურა, შემდეგ კი უსიტყვოდ გაიწია მეორე მხარეს, რომ შევეტარებინე, ღმერთო რა რთულია, კარის ზღურბლს დავხედე, შეუმჩნევლად ღრმად ჩავიცუნთქე და კვლავ მარჯვენა ფეხით შევედი. მაშინვე ღიმილი მომეფინა სახეზე, ვინ იცის სევდის იყო, მონატრების თუ სიხარულის, თუმცა მაღიმებდა, ლუკას კვლავ შევხედე ღიმილით -გამარჯობა ლუკა-სულ ორი წამით ემოცია ვნახე მის თვალებში, შემდეგ კი ისიც გაქრა -გამარჯობა.... -სად არიან შენები? -ლალი სამზარეულოშია, თენგიზი მისაღებში და მარი სადღაც გავიდა დაიბარა მალე მოვალო -ლიზი? -ლიზი? -ჰო ლუკა, ლიზი -ლიზი-დამეფიცება მის თვალებს მუდამ ვკითხულობდი, ახლა კი თითქოს დამწერლობა შეიცვალაო. -შენი მომავალი შვილის დედა -......... -ლუკა კარგად ხარ? ფერი არ გადევს-ინსტიქტურად მისი შუბლისკენ გავწიე ხელი, თუმცა გააზრებისთანავე ჩამოვწიე -არ ვიცი -მიდი გაიზომე სიცხე -აქამდე ხვდებოდი ხოლმე -ბევრი შეიცვალა -შევცვალე -აწი ძმადნაფიცი ხარ?-გახუმრება ვცადე, თუმცა არამგონია ეს სიტყვები ჩემზე მეტად ვინმეს სტკენოდა -არ მგონია -მე ლალისთან გავალ, შენ სიცხე გაიზომე და თუ რამე..... -თუ რამე რა? -ლიზი მოგხედავს-გავუღიმე და მისაღებისკენ დავიძარი -თენგიზი ბიძია, როგორ მომენატრეთთ-თითქმის მეორე მამად წოდებულს მონატრებული გადავეხვიე -ასე შეიძლება შვილო? როგორ მომანატრე თავი, ბოლოს ვფიქრობდი ჰო არ გვენდურის მეთქი -რას ამბობ თენგიზ კაი რაა, ნახე რა ძერსკი კონიაკი მოგიტანე-კაცს მოვშორდი და ჩანთიდან მისთვის ნაყიდი კონიაკი ამოვუტანე -ოჰჰ, რატო შეწუხდი შვილო, ლალი დილიდან რაღაცეებს აკეთებს, მონატრებული შვილი მომდისო ამბობდა -თენგიზ საფრანგეთმა დამამტკიცა და გრანტიც მომანიჭა -რას ამბობ შვილო, როგორ გამიხარდა, საკუთარი შვილის წარმატება რომ გამიხარდებოდა ისე მიხაარია ახლა ეს ამბავი -მადლობა, მადლობა შევალ ლალი დეიდას ვნახავ, ცოტას მივეხმარები -მიდი შვილო მიდი-კაცს ლოყაზე ვაკოცე და ლალისკენ გავეშურე, სამზარეულოში კი ლალი დამხვდა, რომელიც თაფლის ნამცხვარს კრემავდა, ცოტა ხანს ვუყურე, სანამ თვითონ არ შემამჩნია. მაშინვე დადო ყველაფერი ძირს და მონატრებული მომეხვია -ჩემი ლამაზი გოგო მოსულა, ჩემი დახატული, ანგელოზების გამოგზავნილი, ჩემი პატარა ანგელოზი, როგორ მომეტარე იცი საყვარელო?- ამ მშვენიელი ქალის სახე ცრემლებით სველდებოდა და თბილად მხვევდა ხელებს -მეც მომენატრეთ ლალი დეიდა -ასე შეიძლება ჩემო ლამაზო? ჰო იცი იმ ორისგან არაფრით ხარ ჩემთვის განსხვავებული, ასე როგორ უნდა გაქრე, ამდენ ხანს, შენთან რომ მოვდიოდი არ მხვდებოდი, აქ არ მოდიოდი, ასე აღარ ქნა კარგი? -კარგით, აღარ ვიზავ-ჩემი თვალზე მომდგარი სითხეც უკან გადავუშვი და ქალს მოვშორდი-ნახეთ რა მოგიტანეთ-იმ ლამაზ სამაჯურს ვაჩვენებ, ასე ძალიან რომ მინდოდა ლალისთვის -ჩემი ანგელოსი, რა ლამაზია ეს საყვარელო, რად გინდოდა, დაიხარჯე -არა ლალი დეიდა, ზუსტადაც რომ მინდოდა -მადლობა ჩემო ლამაზო, ნახე თაფლის ნამცხვარი გაგიკეთე, შენ რომ გიყვარს -ერთი სული მაქვს ვჭამო -კი ახლავე, მოვრჩები დაკრემვას და დაგიჭრი ჩემო კარგო, მაგაზე როგორ გაწყენინებ -ლალუ საფრანგეთში მივდივარ დამამტკიცეს -რას ამბობ-ქალმა გაიოცა, დადო ყველაფერი და მომიტრიალდა -ჰო, 70%-იანი გრანტიც კი მომცეს -შენ გენაცვალე, როგორ გამახარე -ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა -წადი შვილო წადი, აიხდინე შენი ბავშვობის ოცნება, ჯერ კიდევ მახსოვს პატარაობაში მარის და ლუკას რომ უკერავდი რაღაცეებს და აცმევდი, მომავალი დიზაინერის ტანსაცმელი გაცვიათო -ჰო რა დრო იყო- გაგვეცინა-ლალუსი ლიზი სადაა? მისთვისაც მაქვს რაღაც -ლუკას ოთახშია-სევდიანად შემომხედა -არ ინერვიულო ლალუს, ჰო იცი რა ძლიერი და ყოჩაღი ვარ -ვიცი ვიცი -ავალ მე მაშინ -მიდი-სევდანარევი ღიმილით გამიღიმა და მეც გამოვედი. ჯოჯოხეთს თვითონ ვიქმნიდი და მგონი მიხარია კიდეც, ლუკას ოთახისკენ ავიღე გეზი და მის კარებთან შევჩერდი, დღეს ბევრი კარი გავაღე, დროა ესეც გაიღოს და თავის არიდებას მოვეშვა. უნდა დამეკაკუნებინა, ლიზის ხმა რომ გავიგე, ლუკას სახელს ყვიროდა, მაშინვე შევხსენი კარი, ლუკა ლოგინზე იწვა, იფრო ეგდო ვიდრე იწვა, ლუზი კი მის მოსულიერებას სცდილობდა -რა მოუვიდა-ისე ავნერვიულდი, მაშინვე ყველაფერი ძირს მივაგდე და ლუკასთან მივედი -არ ვიცი ტასო, ამ ბოლო დროს ასე ითიშება -რას ნიშავს ამ ბოლო დროს?-თვი წამოვუწიე და შუბლზე ხელი მივადე -დაახლოებით ორი სამი დღეა ასეა -სიცხე აქვს ლიზი, მომიტანე წამლების ყუთი-აბაზანაში შევარდა უცებ, მე კი ლუკას გასწორება დავიწყე, ძლივს მოვახერხე, ლიზის მოტანილი წამლების ყუთით კი სიცხე გავუზომე -რამდენი აქვს? -39,9 შენთვის საშიშია, სჯობს ცოტა ხანს მოსცილდე -რამდენჯერ ვუთხარი გაიზომე სიცხე-თო, მაგრამ ჰა -არაუშავს, მივხედავ, არ ინერვიულო და ლალის არ უთხრა რა, ინერვიულებს -კარგი-თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა, ლუკას საოცრად შეწუხებული სახე ჰქონდა, ალბათ სტკივა რამე. საჭირო წამლები მოვძებნე და მისი გამოფხიზლება ვცადე -ლიზი შემეშვი -ლიზი არ ვარ სულელო -სულელო? -წამალი უნდა დალიო -ტასო ხარ? -ტასო ვარ ლუკა, ტასო, ახლა დალიე რა-თავი წამოვაწევინე, თვალებს ვერ ახელდა თუმცა წამლები დავალევინე და შუბლზე სველი ტილო დავადე -მომივლი? -სანამ მარი მოვა -მომიარე -ჩშშ, დაიძინე, მე მოვალ ცოტა ხანში, წყალი ტუმბოზე გიდევს გვერდით, გამაყუჩებელიც და დამწევიც, თუ რამე დამირეკე ამოვალ -მიდიხარ? -არა -არ წახვიდე -არ მივდივარ -მოგენატრე? -...... -მე მთელი არსებით მომენატრე-ღმერთო გული, ნეტა მართლა ამბობს? „მაგრამ არა ტასო, ახლა შენ გახვალ და დაივიწყებ რაც გითხრა“ „ვერაფერსაც შენ ვერ დაივიწყებ“, ჩემი ორი მე ერთმანეთს ეჯიბრებოდა და არ ვიცი რომელი იმარჯვებდა -დაიძინე -სიზმარში მოხვალ? -როგორც ყოველთვის -ანუ იქ დამხვდები -დაიძინე ლუკა -სანამ დავიძინებ იყავი რა -ვიქნები -იცი? შენ რომ იყენებ ის სუნამო ვიყიდე და ზოგჯერ შენს ზედებს ვასხამ, რომელიც კარადაში მაქვს- საოცარ გაოცებას ვგრძნობ, საოცარ სიამოვნებას და საოცარ ტკივილს -შვილი გეყოლება -მაგრამ არა შენგან -ჩემგან გინდოდა? -ყველაფერზე მეტად -სქესი გაიგე? -ბიჭია -გილოცავ -მე ის მეყვარება -ვიცი -გოგო მინდოდა პირველი -ეგეც ვიცი -კახასნაირი მამა მინდოდა ვყოფილიყავი, საყვარელი ქალის გერდით და ამავე ქალის ასლი მინდოდა -დაიძინე რა ლუკა-უკვე ყელში ბურთი მიჩნდებოდა და ვცდილობდი ის ცრემლების ზღვა შემეკავებინა რომელიც მოდიოდა -არ იტირო გთხოვ -ამხელა კაცი ხარ, იმას ამბობდი მარტო როგორ იქნები სხვა ქვეყანაშიო, შენ შენს ქვეყანაში ხარ, საყვარელი ადამიანების გვერდით და ამ დონემდე თავი როგორ მიიყვანე, როგორ - ჩემი ცუდად ყოფნა გახსოვს ტას ოდესმე? -მხოლოდ ორჯერ -ისიც იმიტომ რომ ნაჩხუბრები ვიყავით, პირველად ფეხბურთის თამაშისას ვიჩხუბეთ, შენ მოკლე კაბით რომ თამაშობდი ბიჭებში მაგაზე და ორი კვირა არ მელაპარაკებოდი, სანამ ცუდად არ გავხდი მანამდე ხმა არ გამეცი, მეორედ ცოტა რო წამოვიზარდეთ და შენი შეყვერებული რომ ვცემე მაგაზე, არადა თვითონ მომმვარდა, მაბრალებდა რომ შენს ახევას ვცდილობდი, მაგაზეც ორი კვირა არ მელაპარაკებოდი, სანამ ისევ ცუდად არ გავხდი. ახლა ორ კვირაზე მეტი გავიდა და ისე, თან ახლა არა მხოლოდ ლაპარაკით, ჩვენებითაც არ მენახებოდი ტას -ჩემი ბრალია შენი ცუდად ყოფნა? -შენი ბრალია ჩემი კარგად ყოფნა, ხოლო უშენობა ცუდს იწვევს -მე ჩემს ზღვარს არ გადავაბიჯებ -ვიცი, ყველაზე თავმოყვარე ქალები ხართ ვისაც ვიცნობ, შენ და ჩემი და -მაშინ ისიც გეცოდინება, რომ ერთ დღეს ჩემს ქორწილში, ჩემი ბავშვის ნათლობაზე და მრავალ მსგავს ადგილას მოგიწევს ყოფნა -მირჩევნია არ ვიფიქრო -ლიზი შეიყვარე ლუკა -მიყვარს ტას, მაგრამ არა ისე, როგორც შენ -ღმერთს გეფიცები, მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, ბავშვის ნახვის უფლებასაც არ მოგც........ რა თქვი?-თითქოს ახლა გაიაზრა გონებამ, ახლა ჩააღწია შიგნით მისმა სიტყვებმა --ნუთუ აქამდე არ იცოდი -შენს ბიჭს გინდა მაგალითი მისცე? -ყველაფერზე მეტად -მაშინ აჩვენე ის თუ როგორია სიყვარული და არ აჩუქო ყველაზე მძიმე ტრამვა, რასაც დედ-მამის ჩხუბის მოსმენა, ყვირილი და უსიყვარულობა ჰქვია ოჯახში -იმ ღამეს მასთან რომ არ წავსულიყავი....... -ლუკა სანამ რამე გინანია დაიძინე -ტას მირჩევნია ვინანო ის, რომ გითხარი, ვიდრე ის რომ არ გითხარი -არ მინდა რომ მითხრა -უნდა გითხრა -მაინც არ შევიცვლებით -არ მინდა შენი დაკარგვა -არ მკარგავ -უკვე დაგკარგე. ტას ჩვენი ბავშვობა გახსოვს?-თავი დავუქნიე-შენც იცი შენსა და მარის გამო მთებს სულ გადავდგამდი, მაგრამ როდის მივხვდი იცი მარისგან რომ განსხვავდებოდი ჩემთვის? ჩემი ფეხბურთის ბიჭებიდან ერთ ერთმა რომ თქვა შენზე რა ლამაზი გოგოა გამაცანიო, მანდ გავჭედე. არ შემიძლია ტას, შენი დაკარგვის შიში მუდამ ისეთი დიდი იყო და ეს შიში კიდევ და კიდევ ძლიერდება -ჰო ტას -ჩვენს შორის აბსოლიტურად არაფერი არ შეიცვლება -ჰომ გითხარი, ვიცი- წამომჯდარიყო, მეც მის გვერდით ვიჯექი, ყელზე ნაზად და ვნებიანად მკოცნიდა და თან ჩემს სურნელს ისუნთქავდა -მაშინ მომეშვი -ვერ გეშვები -სულელი ხარ -ვიყო ტას, მთავარია შენი ვიყო -ჩემი არასდროს ყოფილხარ -შენ კი მუდამ ჩემი იყავი, დამოკიდებული ვარ შენზე-გზადაგზა შესვენებებს აკეთებდა და კვლავ ვნებიანად მილაშქრავდა კისერს -ყველა მელოდება ქვევით -შენ რომ წახვიდე აქვე მოვკვდები -მე მალე ისედაც წავალ -რაკი არაფერი იცვლება, ჰომ დამირეკავ ხოლმე? -არა -მაშინ მე რომ დაგირეკავ მიპასუხე -ვნახოთ-ცოტაც და კვნესას დავიწყებდი, იმდენად ვნებიანად მკოცნიდა კისერში და ლავიწებზეც გადადიოდა გზადაგზა -ასე არ შეიძლება -გეთანხმები -ნუ მაწვალებ -კიდევ მე გაწვალებ? -და აბა ამას რა ჰქვია თუ არა გაწვალება? -რა ჰქვია ძმაო და სიყვარულიი-ოთახში მარი შემოვარდა და რომ გვნახა თვალებზე ხელი აიფარა-თუ შეიძლება ჩემს დაქალს ნუ მიცდენ ეს ცოლიანი კაცი, შენ სიცხე აღარ გაქვს? ლიზიმ მითხრა ისე ცუდად არის გონება დაკარგაო, რომ ვუთხრა ტასო ნახა და უცებ წამლად მოედოთქო ჰო გაუსკდა გოგოს გული -მარი -ვიცი ვიცი, ჩემს დაქალთან საუბარი, ფლირტი და ის უზდელობები გინდა, ჩემს ფეხებს მიიღეებ, ჰო გყავს ცოლი შვილიანი მუცლით, ჰოდა მიხედე მაგათ, რომ ჩამოხმი აქ -მარი მოშორდი აქედან -წავალთ ძმაო ჩვენ და დარჩები ჩვენს გარეშე, წამო ტას, ლალი გელოდება, უშენოდ არ ჭრის თაფლის ნამცხვარს-დაქალს თავი დავუქნიე და ოთახიდან გასვლამდე ლუკას შევძახე -წამლები არ დაგავიწყდეს, ტუმბოზე გიდევს-ღიმილით გადააქნია თავი და კვლავ ლოგინზე მიესევენა, ჩვენ კი მისაღებისკენ დავიძარით -შენც კაი შტერი ხარ რა -მარი შემეშვი, შოკი მაქვს -რაო რა გითხრა -ბავშვობიდან მიყვარხარო -გაკოცა? -არა -თქვენი ერთად ყოფნა გამიხარდებოდა ტას, მაგრამ ის გოგო ღალატს არ იმსახურებს, ცუდად არ მინდა გამიგო, მაგრამ არ ჩაერიო რა, მათ ურთიერთობაში არ ჩაერიო და ჯერ არ დაბადებული ოჯახის დანგრევის მიზეზი არ გახდე რა -ისე ლაპარაკობ, თითქოს მისი შვილიც და ლუკას სიყვარულიც ჩემი ბრალი იყოს -მართალი ხარ, მაგრამ მაინც -არ იდარდო, ისევ მეგობრები ვიქნებით, როგორც ადრე -შენც იცი რომ, ისე არაფერი იქნება, როგორც ადრე იყო -იმდენს გავაკეთებ რომ იყოს -მიყვარხარ ჰო იცი -მეც გიჟო, მეც, ახლა მაცადე ამბავი გითხრა -რა ამბავი? -საფრანგეთმააა..... -ჰააა რაოო?? -მოხარული ვართ მოგახსენოთ რომ მიგიღწთო და თან თქვენ მოიპოვეთ 70%-იანი გრანტიო -აააააააააააა-კიოდა სიხარულისგან -ჩჩშშ გოგო-ვიცინი -რა მაგარია, არა რა ვის ეპარებოდა ჩემს ანგელოზ დაქალში ეჭვი -ჰო არა?-გავუცინე- კაი წამო ახლა ლალიმ ნამცხვარი გამიკეთა და უნდა ვჭამო, მერე შენთან ავიდეთ და თორნიკეზე მომიყევი -კარგი-დაქალის წამოწითლებას გამომაპარებს ვინმე? ოდნავ ჩამეღიმა და მისაღებში სუფრა გაშლილ მაგიდას მივუჯექი -ლალი დეიდა ეს რამდენი რამ გაგიკეთებიათ -რას ამბობ შვილო, მოდი, მოდი ჭამე რაც მოგინდეს და რაც გაგიხარდეს -უჰჰ, როგორ მომენატრა შენი ხელებით გაკეთებული საჭმელი ჰო არ იცი -დედაა, რაა რომ მესმის, მოგიკვდი შვილო -კარგი რა ლალიკო შენ რომ მოკვდე მერე მარინაც გადმოგყვება და ესეც ჩემს გამო რომ მოხდეს მერე კახა მეც მომკლავს-გამეცინა-უი ლიზი ნახე, შენთვის რაღაც მაქვს, ამ სამაჯურზე ამბობენ, ორსულობისას თუ გაიკეთებ, ორსულობა ძალიან კარგად წავაო, ბავშვიც ჯანმრთელი გაჩნდება და დედაც ბედნიერი იქნებაო -მადლობა ტასო-გოგონას სახე გაებადრო და ოდნავ წამოზრდილ მუცელზე ხელი გადაისვა -გამიხარდა ბიჭი რომ გეყოლებათ -ჰო, პატარა, საყვარელი ბიჭუნა იქნება -ჩემს ძმისშვილს გაუმარჯოს, რომელიც მეყვარება უკიდეგანოდ, აი დედაზე რა გითხრათ-სიცილით აღმართა მარიმ ჭიქა და ლიზისკენ გაიშვირა, მანაც სიცილით მიუჭახუნა თავისი წვენით სავსე ჭიქა -ეს რა გიჟი მყავს, ლალი შენ გგავს ეს გოგო, აბა ლუკა ნახე რა წყნარია, ჩემი ასლია რა -ნუ ბჟუტურებ თენგიზ რა -ახლაგაზრდობაში რამდენი გოგო მეძლეობა გოგოებო რომ იცოდეთთ, მერე გამოჩნდა ეს და რაღაცა მაჭამა-სამივეს ისეთი სიცილი აგვიტყდა, ცოტა ხანს სახლში ჰარმონიაც კი ვიგრძენი. ვჭამდით, ვსაუბრობდით და მაინც მტკიოდა. ალბათ იცოდა ამ კედლებმა და გრძნობდა ყველაფერს. სადილობის შემდეგ კი ლალის მაგიდა ავალაგებინეთ და მარის ოთახში ავედით. -აბა რა ხდება თორნიკესთან? -ეგ მერე, ლიზი არ მომწონს, ბოლო დროს ძაან უცნაურად იქცევა, სულ ვიღაც ურეკავს, სულ რაღაცას მალავს -მარუს, ჩემო ანგელოზო მოდი აბა აქ, ვის ელანდებაო ძმის საცოლის უცნაური ქცევებიო ვისო-სიცილით ვუღიტინებდი და ისიც გულიანად ხარხარებდა -აუ თორნიკე ზაან საყვარელია -რაო რა გვინდაო? -წინათ ვიყავით კიდევ გასული და აი ეს ყელსაბამი მაჩუქა, ნახე-უჯრიდან ლამაზი შეფუთვა ამოიტანა და ხელში დამაჭირა, გავხსენი და მართლა ულამაზესი ვერცხლის ყელსაბამი იდო -როგორი დახვეწილია მარ -ვიცი ჰო, გემოვნებიანია ნამდვილად რა -აწვალებ ჰო? -აბა რას ვშვრები-ვიცინოდით კარი ლიზიმ რომ შემოაღო და მარის ღიმილის ჩამორეცხვაც გამოიწვია -გისმენ ლიზი -ისა...... შეიძლება თქვენთან ერთად ვიყო? სასიამოვნო სიცილის ხმები გამოდის -არა -კი-ერთმანეთს გადავხედეთ, მარიმ თვალები რომ აატრიალა მივხვდი დამნებდა, ხელიდან ყელსაბამი გამომართვა, ისევ უჯრაში დააბრუნა და ლიზის საწოლზე დაჯექიო ანიშნა -ბოდიში გოგოებო, უბრალოდ არ ვიცი რა ვქნა -რაზე? -ლუკაზე -ჰმმ, ლიზი ვისგან ელი რჩევას, ჩემგან თუ ამ გოგოსგან? -სინამდვილეში ორივესგან -ბოდიში, მე არ ვიცი, რჩევას ვერ მოგცემ, აი ეს გოგო კიდე არ მოგცემს -რატო? -სერიოზულად ვერ ხვდები, თუ თვალებს ხუჭავ?-გაღიზიანებულიყო მარი -მარი გეყო -მხოლოდ იმიტომ გცემ პატივს რომ ჩემი ძმის შვილი უნდა გააჩინო, რომელიც სამყაროს უნდა ვარჩიო -მე რამე დავაშავე? -გაფიცებ, ჩემს ძმას რომ ჩაუგორდი.... -მარი გეყოფა-თქო- გაჩუმდა თუმცა აშკარად ეწყინა -შენ და ლუკას განსაკუთრებული მეგობრობა გაქვთ, არ არუს რთული მისახვედრი, რომ სხვანაირად აღგიქვამს, მინდა შენ მოგწონდე, რადგან შენს აზრს ძალიან აფასებს ჩემი საქმრო-ეღიმებოდა, მე კი არ ვიცი რა უფრო მტკიოდა, ცოტა ირონიაც კი ჟღერდა მის ხმაში, ნუთუ ჰგონია, რომ საქმროს წართმევას ვუპირებ? -შენი საქმრო ახლა ლოგინში წევს ლიზ და მხოლოდ ის უნდა, რომ მე მოვუარო, რადგან მე შემიძლია მისი გადარჩენა ყველანაირი დაავადებისგან-თვალი ჩავუკარი და მუცელზე მივეთამაშე, თვითონ კი უკმაყოფილო სახე მიიღო და გაიწია -ანუ ვერასოდეს მოგეწონები ჰომ? -მაგრამ ბავშვის გამო ყველა აგიტანთ- სიცილით უთხრა მარიმ, უკმაყოფილოდ შემოგვხედა და ოთახიდან გავიდა-არა უყურე რა, რომ ჰკითხოს კაცმა ანგელოზია, მერამდენედ უნდა მოსვა დღეს ეგ გოგო ადგილზე? -კაი რა, რა დაგიშავა შენ მაინც -მე რა დამიშავა გოგო? დაქალი გამიუბედურა, ძმა გამიუბედურა, ძმის შვილს მიჩენს, რომელიც არ არის ჩემი ძმის საყვარელი ქალისგან და პლიუს მისი სიფათის ყურება მიწევს სულ, მე დამიშავა თუ დამიშავა -უიმეეე, წავე რა -გამორიცხულია, ლუკა ცუდად რომ გახდეს, შენი აზრით ეს გაეკარება? ან ის გაიკარებს? -შენ ჰომ ხარ -მაგრამ მაინც დარჩები, რადგან როგორც თქვი, მხოლოდ შენ შეგიძლია მისი ხსნა ტკივილისგან -ხვდები ჰო, რომ ცოლიან კაცს მაინც მე მირიგებ? -ეგ კაცი ძმაა ჩემი -გიჟი ხარ რა -მიდი კუსიკ, ამოიცვი ეს ჩემი პიჟამოები, მარინასთან მოგვარებულია -უიმეეე, ეს რა კუსიკი დაამუღამე -აბა ბუსიკ? -არა კუკსიკ-სიცილით ვეუბნები და როგორც ნამდვილ დაქალობას შეეფერება, მისივე თვალწინ ვიცვლი და მისივე პიჟამოებს ვიცვამ -ოჰოოო, ჩემს ოთახს მოენატრა ამ ლამაზი ფორმების მზერა -მომშორდი შე გადახრილო -არა გოგო რომ ასე დაგიდგება წინ კიდევ მე ვარ გადახრილი? მიწვევ რა- იცინის და ლოგინზე გაშხლართოლი, ჩემსკენააქვს მომზირალი მზერა- მოდი ნიძლი ჩემი ძმა შემოვა -ვერ შემოვა, ცუდადაა ეგ -როცა შენ აქ ხარ? ნაჰჰ, გამორიცხულია კუკსიკ -მიდი რა -მე კი არა, სახეს რომ დაიბან, გთხოვ ლუკას შეხედე რა -რად მინდა შენი თქმა -რომ ჰკითხო არ დარჩება და ცოლიანია ეს ჩემი ანგელოზივით ძმა -ისე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ლუკას ბავშვს ცხრამეტი წლის ასაკში თუ ჩასახავდა -ვერც მე -მიდი ლავ დაიძინე, მე ლუკასთან შევალ და მერე დავიბან სახეს -ვგიჟდები, რომ იცი როდის უნდა დავიძინო-შუბლზე გემრიელად ვაკოცე და ლუკას ოთახის კარზე დავაკაკუნე, ლიზის ხმა გავიგე -შემოდით -როგორაა?-კარი შევაღე და ეგრევე ლუკას შევხედე -აუ რავი, სიცხემ აუწია და ბოდავს რაღაცეებს -რას ამბობს? -რაღაცა თაფლი თქვა, მერე არ წახვიდეო, კიდევ ვჭედავ მაგაზეო და რაღაც სისულელეებს -მოიტანე სიცხის დამწევი -აღარ გვაქვს -სამივე ყუთში ნახე? -სამია? -ჰო ლიზი, სამია, ერთი ლუკას აბაზანაში, ერთიც საერთოში და ერთი სამზარეულოში -არვიცი, მე აქ ვნახე მარტო -კარგი მიხედე მე ვნახავ -კაი მიდი-სასწრაფოდ გავვარდი და დარჩენილი ორი პირველადი დახმარების ყუთი შევამოწმე, აღარ იყო არსად, მაშინვე ლუკას ოთახში ავედი -არც იქ არაა-ლიზიზე არც შემიხედავს ისე მოვიცვი ლუკას თხელი მოსაცმელი და მისი მანქანის გასაღები ავიღე, რომელიც მის უჯრაში იდო -არ გაქვს უფლება ასე დაუკითხავად აიღო ყველაფერი -მე იმაზე დიდი უფლება მაქვს ვიდრე შენ გექნება ოდესმე დამიჯერე- ლუკას შუბლზე ტუჩები დავადე და სახლიდან სწრაფად გავედი. მის მანქანაში ჩავჯექი და უახლოსი აფთიაქისკენ გავეშურე, მარიმ რომ დამირეკა --სად წახვედი გოგო ამ შუა ღამე -სიცხემ აუწია შენს ზმას, დამწევის საყიდლად გამოვედი -აუ ეგ უნდა მეთქვა ახლა, ძაან ცუდადაა სასწაული ხველების ხმა გამოდის მეთქი -მარი ძაან ვნერვიულობ, ასე ცუდად არასოდეს არ ყოფილა ჰო იცი -მეც მასე ვარ -გთხოვ შედი რა მასთან, ლიზი არაფერს არ უკეთებდა, ზედ ედგა და უყურებდა -აუ ეგ გოგო მაგრად მაღიზიანებს, როგორ ვთქვა საკუთარ ძმის შვილზე ნეტა არ გაჩნდესთქო -გაჩერდი გოგო ღმერთი არ გაგიწყრეს-მთელი სისწრაფით მივდივარ ოცდაოთხ საათიანი აფთიაქისკენ, რომელიც იმაზე შორსაა ვიდრე მახსოვდა -ტასო სწრაფად ნუ დადიხარ-უცებ...... -მარი დარხევა მაქვს -რა... რა ხდება ტასო -მუხრუჭი -რა მუხრუჭი არ გადამრიო -მუხრუჭი არ მუშაობს მარ -ხელის? -გაჭედილია, ვეჯაჯგურები და არ ამოდის -რამდენით მიდიხარ -ოთხმოცი -აღმართი არაა ირგვლივ -მარი თუ რამე მომივიდა, ლუკას უთხარი რომ ზევიდან სულ მაგასთან ვიქნები და არ გაბედოს ცუდად ყოფნა და მაგის ბრალი არაა, ჩემებს უთხარი რომ იდეალური მშობლები იყვნენ და ცხოვრება გამიფერადეს, შენებს უთხარი, რომ მეორე დედ-მამა იყვნენ ჩემთვის და შენ გახსოვდეს რომ სისხლსა და ხორცზე მეტი ხარ ჩემთვის -შენ გოგო გიჟი ჰო არ ხარ-ტელეფონი გავთიშე და დამეფიცება, სრულიად თავისუფალ გზაზე, სამი მანქანა ერთდროულად გამოჩნდა .................... გულისტკივილმა გამაღვიძა, ასე ძლიერ არასოდეს მტკიებია, თითქოს რაღაც პარკუჭი ამომაცალეს და მის გარეშე დავრჩიო, ისეთი გრძნობა მქონდა. საოცარ ტკივილს და სევდას იწვევდა ეს განცდა ჩემში, ლიზი სარკის წინ იჯდა, წამომჯდარი რომ მნახა ჩემსკენ გამოიწია თუმცა ხელით ვანიშნე არ გინდა-თქო, მე კი სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი, რომელიც იმაზე მეტად ამრეოდა, ვიდრე ცუდად ყოფნისას მჩვეოდა. -ლუკა- მარი შემოვიდა ტირილით -სად არის?-მაშინვე შიშმა დამკრა -........ -გთხოვ მითხარი რომ კარგად არის-ხმა წამერთვა -არ ვიცი, შენი მანქანით წავიდა, მთელი სიჩქარით მივდივარო, მუხრუჭები არ უმუშავებსო -ამის დედასშ*ვეცი-უცებ წამოვვარდი, ტასოსთან ვრეკავ და არ გადის. ღმერთო გთხოვ მიპასუხოს, მითხრას კარგად ვარო და სულ შევეშვები, ღმერთო გთხოვ „მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან“, შევე*ი ამ ავტომოპასუხს, ბოლოს ნიკასთან დავრეკე -ჰმმმ -ჩემს მანქანას მუხრუჭები რომ არ უვარგოდა გახსოვს? ხელოსანთან რომ მყავდა და ჯერ არ მცალია სხვა დროს მომიყვანეო რომ მითრა -ძმა მძინავს მაცადე -ტასო დაჯდა ბიჭო მაგ დედამო*ყნულ მანქანაზე -შ*გ ჰო არ გაქ, შენ სად იყავი, ახლა როგორაა -არ ვიცი, არ გადის ზარი ნიკა, გავაფრენ, ჩემი წამლის გამო წავიდა, რამე რომ მოუვიდეს.... -კარგად იქნება, მოვდივარ ახლა -მიდი ძმურში-გავუთიშე და ლიზის შევხედე- ჩემი მანქანა სხვას როგორ მიეცი? -მე მივეცი? ისიც კი არ ვიცოდი სად ინახავდი გასაღებს, მაგრამ მან იცოდა -მის სიცოცხლეს გეფიცები, რამე რომ მოუვიდეს.... -რა, რას იზამ -განანებ- მარის დავავლე ხელი და ოთახიდან გავდიოდით მისი სიტყვები რომ გავიგე -თითქოს ჩემი ბრალი იყოს მისი სიკვდილი- შემოვბრუნდი მაგრამ მარი მანამ შებრუნდა ოთახში სანამ სიტყვის ამოღებას მოვასწრებდი და სანახაობამ ოდნავი შოკიც კი მომგვარა, სილა გააწნა -გეფიცები ჩემს დად ნაფიცზე ეგ სიტყვა რომ გამოიყენო კიდევ ერთხელ -ჰომ არ გავიწყდება რომ ორსულად ვარ? -ჰომ არ გავიწყდება, რომ ის ცოცხალია? -და მაინც ჩემს ორ სულს, მისი ერთი სჯობს? -სადმე მსგავსი ითქვა შე უგულო არსებავ? -მარი წესიერად მელაპარაკე -შენ კი წესიერად ილაპარაკე ჩემს გოგოზე თორემ შენივე უგულო გულს შენივე პირითვე გაჭმევ -და შენ ამას ასე გაუტარებ? -ტასო, ტასოსთან უნდა წავიდე, ვჭირდები, ამის დედაც ვჭირდები, არ მაქვს ამის დრო-უცებ ჩავირბინე, მოსულ მანქანაში ჩავხტი და თან 112-ში ვრეკავდი, ვუთხარი მომხდარი და ძებნა გამოაცხადეს -თოკოც ეძებს დამშვიდდი-აშკარად ატყობდა ძმადნაფიცის დარდსა და მწუხარებას თუმცა არ იმჩნევდა, განა ძმებს ზედმეტი სიტყვები სჭირდებოდათ? მათ ხომ იცოდნენ, ნიკამ ზუსტად იცოდა ტასოს რომ რაიმე მოსვლოდა ლუკა დაუფიქრებლად გაჰყვებოდა უკან, ისე რომ ცოცხლებისკენ არც მოიხედავდა და ეს იცით როდის გაიაზრა? ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბავშვები იყვნენ. მაშინ ზღვაზე იყვნენ, ჯერ კიდევ პატარები იქნებოდნენ, ალბათ ასე თორმეტი-თოთხმეტი წლისები, ტასოს თავისი მეგობარი ასწავლიდა ცურვას, ეს კი ამჩნევდა მისი ძმაკაცის დაძაბულობას, წამების თვლასა და თვალების ფათურს ზღვის ზედაპირზე, ერთ-ერთ ჩაყვინთვაზე კი დააგვიანდა ამოყვინთვა, გგონიათ თვითონ იცოდა ცურვა ან ადარდება მისი უცოდინარობა? შევარდა პირდაპირ, იქამდე იბრძოლა სანამ მიწა არ გამოეცალა ფეხქვეშ სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით. ბოლოს კი აღმოჩნდა რომ ტასო წყლის ქვეშ ცურავდა ეს კი იხრჩობოდა და სწორედ ცურვა ახლადნასწავლმა ტასომ გადაარჩინა მისი ძმადნაფიცი. იმ დღის შემდეგ მანაც დაიწყო ცურვის სწავლა და ისე ისწავლა სანამ შეჯიბრში არ მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი არ დაიკავა. -ეს რა არის, გააჩერე ნიკა ავარიაა გზაზეე-მანქანა გაჩერებული არ ჰქონდა მაშინვე გადავხტი მანქანიდა, ვერ ავღწერ იმ შიშს რასაც ვგრძნობდი, ღმერთმა არავის გამოაცდევინოს ის, რასაც ახლა მე განვიცდი. წინ ორი გოგოს გვამია, სასწრაფოს კი ერთი ბიჭი მიჰყავს, ერთ-ერთ გოგონას კი ზუსტად ისეთი მოსაცმელი აცვია, როგორიც მას აქვს, გთხოვ ღმერთო, გემუდარები, გეხვეწები, გთხოვ არ გამწირო, ის არ იყოს. საოცრად ნელი ნაბიჯებით მივიწევ მისკენ, მეშინია, არ მინდა მაგრამ მიწევს, დაპროგრამებულივით მივდივარ წინ მწოლიარე გვამისკენ, ხელზე სიცივეს რომ ვგრძნობ, ნუთუ სამყარო მაკავებს? შემდეგ ეს სიცივე თბება და უკვე ვგრძნობ რაღაცას, პულსია, პულსაციას ვგრძნობ და მას ჩემიც თან ერთვის, შევტრიალდი და სრულიად დასვრილი, ალაგ-ალაგ სისხლიანი და ოდნავი ჭრილობებით საყვარელი გოგონა მიდგას. ვერ ავღწერ რა შვება ვიგრძენი, ვერ გადმოვცემ რა სიყვარული და ბედნიერება შევიგრძენი. ............................ -მე ვარ ლუკა -ცოცხალი ხარ -და კარგად ვარ, ნუ ცოტა ტვინის შერყევა კი მაქვს მაგრამ მალე გაგივლისო ექიმმა -ცოცხალი ხარ- ჩემი სახე ხელებში მოექცია და სახეს მიკოცნიდა- შენ აქ ხარ, წინ მიდგახარ -ლუკა მე ვარ -ჩემი მოსაცმელი გაცვია -იცი რომ ამან გადამარჩინა? -გადაგარჩინა? -ამ მოსაცმელში ჩემი შარფი იდო, რომელიც ხელის მუხრუჭს მოვაბი, შენი მოსაცმელიც მოედო და ბოლოს ძლივს ამოიწია -ცოცხალი ხარ -მე კი, შენ?-ვუღიმოდი და მისი ეს სახე მიზაროდა, რომელიც არ ვიცი რას გამოხატავდა -შენი გული სანამ ძგერს, ჩემიც მანამ იძგერს შენის რითმად -შეგეშინდა? -დედა მომეტ*ნა იმდენად თან-ხელებს იმდენად ძლიერად მხვევდა, სუნთქვის საშუალება მეკარგებოდა. -ცოცხალი ხარ ტო? რა ტყუილად მინერვიულე ბიჭი, ნწ ნწ ნწ-ნიკა ლუკას უკან დგას და აშკარად სიტუაციის განმუხტვას ცდილობს, ლუკაც მომშორდა -რაო რა გაქო ექიმმა? -მსუბუქი ტვინის შერყევაო -მერე ამდენი ხანი დგომა როგორ შეიძლება შენთვის ლამაზმანო? -ოხ ნიკა, რო არ გეზარება რა -რა დამაზარებს გოგო, ცოცხალი ყოფილხარ -ლუკა?- ქვევიდან ცოტა სირცხვილით ავხედე ჩუმად მდგომს -რა.. რამე გტკივა? -არა, ისა... -რა ტასო, რა ხდება -შენი მანქანა დავლეწე -მაგ მანქანის დედასაც არ შევე*ი? შენ მყავდე კარგად -ოუ ძმა, მესმის შოკში ხარ, მაგრამ როდის იყო გოგოებთან ასე საუბრობდი, გონზე მოდი -ნიკა გაიარე რა-გაეღიმა, მისი ღიმილი შვება მოგვრილ სახეზე, ამაზე უკეთესი რამდენი დღეა არაფერი მინახავს-დაურეკე მარის? -უი არა, სად გაქ ტასო ტელეფონი ტო? მოკვდნენ ესენი ნერვიულობით -აუ ეგეც დავლეწე- შემდეგ ისევ ლუკას მდგომარეობა გამახსენდა და მას მივუბრუნდი-შენ სიცხე როგორ გაქვს? -რა სიცხე გოგო, მგონი აღარ მაქვს რა ვიცი, შენ იყავი კარგად -მე სახლში დამტოვეთ და შენ თავს მოუარე რა -ჰო, შენთან წაგვიყვანს ნიკა -წაგვიყვანს? -მეც ცუდად ვარ, შენც ცუდად ხარ, მარინა დეიდა მოგვხედავს ორივეს, კახა გამომლანძღავს და მერე ინერვიულებს -მზად ხარ მერე? -ყველაფრისთვის მზად ვარ რაც კი შენ გეხება -სად უნდა დაწვე? -შენ გგონია შინს ოთახში რომ გასაშლელი დივანი დგას მანდ არ დავწვები? -სარგებლობ ჩემების ნდობით და ჩემი ავადმყოფობით -ვსო ნიკუშ დაგვტოვე ტასოსთან -მე კი მაგრამ მარი? -დავურეკავ ახლა და ავუხსნი ყველაფერს-მანქანაში ჩავჯექი თუ არა ლუკას ტელეფონი ავიღე -მარ -ჩემი ანგელოზი, ჩემი ვარსკვლავი, ჩემი ოქრო -შენი ოქრო შენთან -სად ხართ, როგორ ხართ -მსუბუქი ტვინის შერყევა მაქვს მე, შენი ძმა და ნიკა კარგად არიან, რა უნდა მოსვლოდათ -რა მოხდა? -გოგო რომ მივდიოდი არსაიდან სამი მანქანა გამოჩნდა, ორი რბოლობდა თუ რას აკეთებდა არ ვიცი, მესამე ამათ მოყვებოდა მთელი სისწრაფით, ეს ორი ავიცილე მეგონა, უცებ მესამე რომ მოდიოდა მთელი სიწრაფით ჩემკენ და გადავუხვიე პირდაპირ დენის ბოძს შევასკდი, რომელიც წაიქცა და იმ ორ მანქანას დაეცა, ის მესამე მე რომ უნდა დამჯახებოდა, მანაც ჩემსკენ გადმოუხვია, მე გადმოძრომა მოვასწარი, მაგრამ ლუკას მანქანა ჯართისთვისაც აღარ ვარგა მგონი -მოდიხართ? -არა ნიკა ჩემთან დაგვტოვებს -მეც მოვდივარ -დამიჯერე არ გინდა -რომ მიხვალთ, უჩემოდ არ შეხვიდეთ -კარგი მისულები არ ვიყავით მარი თორნიკესთან ერთად მანქანით ჩემს ეზოსთან იყო, როგორც კი დამინახა მანქანიდან გადმოხტა, საოცრად შეშფოთებული და შეშინებული სახე ჰქონდა, ნეტავი გენახათ თორნიკეს მზერა მარისადმი, თვალებიდან სითბო და სიყვარული გადმოსდიოდა, ის იყო უნდა შევსულიყავით ლუკას ტელეფონი რომ ამღერდა, ჯერ მე შემომხედა, შემდეგ ტელეფონს დახედა, მივხვდი, ყველა მიხვდა და ყველა მის ნაბიჯს ელოდა -უპასუხე ლუკა, ორსული საცოლე გირეკავს-მშვიდი ღიმილით შევხედე სანატრელს, ვუყურებდი და ვოცნებობდი ნეტავ გაეთიშა და ჩემთან ერთად შემოსულიყო. იმედი ბოლოს კვდებაო ჰომ გაგიგიათ -გისმენ ლიზი -ლუკა სისხლი მომდის -როგორ თუ..... -ჩქარა ლუკა -მოვდივარ, მოვდივარ, 112-ში დარეკე, ჩემებს დაუძახე, სანამ მოვალ იქნებ რამე გიშველონ -რა ხდება? -სისხლი მომდისო ლიზიმ, უნდა წავიდე რა, თოკო წამო გამიყვანე, ნიკა შენ ესენი შეიყვანე და კახას ჩემს ნაცვლად აუხსენი და უთხარი როგორც კი მოვიცლი დიდ ბოდიშსაც მოვუხდი-ისე სწრაფად ლაპარაკობდა ძლივს გამოვიტანეთ აზრი, თორნიკეც სწრაფად მიჯდა საჭეც და მანქანა ადგილს მოსწყვიტა -შარიდან შარში როგორაა ეს ჩემი ძმა -ბევრს ნუ ლაპარაკობ პატარა ქალბატონო და შედი, შენი დაქალისთვის არ შეიძლება ამდენი ფეხზე დგომა. სახლში რომ შევედით გაგიჟა დედაჩემი, მამაჩემი ასეთი შეშინებული ადბათ მარტო მაშინ მყავს ნანახი დედას გული რომ წაუვიდა და არ იცოდა რა ექნა. -მამა რა მოხდა? კარგად ხარ? -მომკლავ დედიკო შენ მე, მომკლავ, რა გჭირს დე-ტიროდა, მთელი გულით ტიროდა ქალი, ერთადერთი, ნაფერები შვილის ცუდად ყოფნა ტკიოდა-აღარ გაგიშვებ არსად მე შენ -მე აგიხსნით ყველაფერს-ნიკამ ყველაფერი დეტალებში მოყვა, წერტილ-მძიმედ, მამაჩემიც უფრო დამშვიდებულიყო, დედაჩემი კი ვერაფრით მშვიდდებოდა. -დე, მა ავალთ ჩვენ ჩემს ოთახში რა -მეც დავრჩები თქვენთან -მამა-გასაჭირში მყოფის თვალებით გავხედე მამას და იმანაც დანანებით გადააქნია თავი, ვერ გიშველიო -დღეს დედაჩემის ქოთოთის და ტირილის ატანა მოგვიწევს-ვუჩურჩულებ მარის -არაუშავს, მივეხმარები შენს გალანძღვაში რომ პლიუს ქულები დავიწერო-ისიც სიცილით მიჩურჩულებს და ჩემგან გემრიელ მუჯლუგუნსაც იღებს. რამდენიმე თვე ისე გავიდა საერთოდ არ გამიგია ლუკაზე, არც მარი ამბობდა რამეს და თან ჩემი წასვლის დროც საოცრად ახლოვდებოდა, დაახლოებით ერთ თვეში წასვლა მიწევდა, ყველაფერს უნდა მოვშორებოდი, ამ მიწას ამ ხალხს, დედას, მამას, მარის, ნიკას, თორნიკეს, ნინის, ტატოსაც კი, მაგრამ ყველაზე მეტას ის არ ეთმობოდა პატარა ქალბატონს, ან კი ვინ იცის, იქნებ ეს მისთვის უკეთესიც ყოფილიყო. მთელი ღამე აივანზე გავათენე, განა ვფიქრობდი, უბრალოდ სივრცეს მივშტერებოდი, უცებ ჰორიზონტზე ნიკას მანქანა რომ გამოჩნდა, რომელსაც უკან ტატო მოყვებოდა, ჩემი სახლის წინ გააჩერეს. ნიკას მანქანიდან ნინი გადმოვიდა -ჩამო ტასუსკუნები, ამირეზაშვილებთან მივდივართ, ლიზის წყალი დაუღვრია-ტანში გამცრა, შემაკანკალა, ტკივილი და საოცარი სიცივე ვიგრძენი სულში -ახლავე ჩამოვალ-ძლივს გასაგონად ვთქვი და ბორძიკით წამოვდექი აივნიდან, თვალებში მიბნელდებოდა, ვეღარაფერს ვხედავდი ისე იყავი, უცებ ამოვიცვი შორტი და ბრეტელებიანი ზედა გადავიცვი, კვლავ სიცხე იყო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შემოდგომა იყო. ქვევით ჩასულზე ტატოს მანქანა დამხვდა, თვითონ ტატო კი მანქანაზე მიყრდნობილი სიგარეტს ეწეოდა, საოცრად მამაკაცური იყო ეს ბიჭი, რომ დამინახა სიგარეტი გადააგდო და კარი გამიღო -მადლობა-არაფერი არ უთქცვამს, გაყინული მზერა შემომანათა და თვითონაც მიუჯდა საჭეს. გზაში საოცარი სიჩუმე იყო, მე კი მათზე მეფიქრებოდა, სწორედ ამიტომ თემა ჩამოვაგდე -შენ რაზე ჩააბარე? -საფრანგეთში დიზაინზე -მეც-გაოცებულმა შევხედე-გამოცდებზე არ მინახიხარ -სამი ნაკადი იყო, ალბათ სხვადასხვა დროს მოგვიწია -გრანტი მოგცეს? -კი 50%-იანი -ძაან მაგარია-გაოცებული ვუყურებდი-ანუ ერთად ვისწავლით -ასე გამოდის -შენ როდის მიდიხარ? -იქითა თვეს -იქნებ მაგ დროსაც დავემთხვეთ -ვინ იცის- მხრები აიჩეჩა და მთელი ამ საუბრის მანძილზე ბიჭს წარბიც არ შეხრია -ნინიზე ნერვიულობ? -უკვე აღარ -კარგია, რადგან ნიკა საოცრად კარგი ბიჭია -რთულია უყურო შენს დას თუ როგორ მიდის ვიღაც კაცისკენ -შინაბერას ჰომ არ დატოვებ? -ნიკასი რომ არ მჯეროდეს, დამიჯერე ამდენ ხანს ერთად არ იქნებოდნენ -მიხარია, რომ როგორც იქნა გაუგეთ -მე არ მითქვამს რომ გავუგე, უბრალოდ ნდობა მოიპოვა, საკმაოდ სამართლიანი გზით -ანუ კურთხევა აქვს შენგან?-ღიმილით შევხედე -აქვთ, მაგრამ უჩემოდ ხელის თხოვნა არ გაბედოს-თვითონაც გაეპარა ოდნავი ღიმილი ტუჩის კუთხეში -გიხდება ღიმილი-კვლავ დასერიოზულდა და ოდნავ გაფართოვებული თვალებით რამდენიმე წამით შემომხედა. შემდეგ კი დარჩენილი გზა ხმა აღარ ამოგვიღია. რომ მივედით ყველა დერეფანში დაგვხვდა. ლუკა იმდენად შეცვლილიყო, იმდენად დაღლილს ჰგავდა რომ ადამიანს ეგონებოდა სიცოცხლის სურვილი დაკარგაო. დასუსტებულიყო, მის სახეს ფერი არც კი ედო, თვალებში სევდის მეტი არაფერი უკრთოდა, მისი ნახვისას ისეთი სულის დუმილი განვიცადე, ჯერ რომ არასოდეს მიგვრძვნია. გგქონია მკითხველო მომენტი როდესაც სიტყვებს კარგავ? ჰო, ეს ისეთი გრძნობა იყო, თითქოს სულმა დაკარგაო სათქმელი. შემომხედა, შემამჩნია, მნახა და იქ შიგნით, მის თვალებში არაფერი, აღარც ის სევდა, სრულიად არაფერი. შემდეგ ტატოს გახედა და კვლავ ექიმს მიუბრუნდა. -რა ხდება ლალი დეიდა? მშობიარობს? -მშობიარობს შვილო, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა, ჯერ ექვსი თვისაც არ უნდა იყოს ნაყოფი, რა დროს წ....ბის დაღვრაა -ნუთუ აშკარაა არაა დედა?! -ნუ ამბობ მარი შვილო სისულელეებს, ღმერთი არ გაგიწყრეს -მე რომ მართალი ავღმოვჩნდე, ამ ჩემი დაქალის გაუბედურებას და იმ სულელს ამდენის დაკარგვას არ ვაპატიებ იცოდეთ-ჩუმად ეჩურჩულებოდა მარი დედამისს, საზოგადოების ზედმეტ ნაწილს რომ არ გაეგო -დე თქვენც აქ ხართ?- დედაჩემი და მამაჩემიც იქვე იჯდნენ თენგიზთან კუთხეში -ჰო დე, ამხელა ამბავი გავიგეთ და სახლში რა გაგვაჩერებდა -თენგიზ ძია ჰომ არ ნერვიულობთ? -არა შვილო რა მანერვიულებს ჯანმრთელი დაიბადებოდეს და არ მინდა არაფერი -პარატა ლუკა უნდა გეყოლოთ -ჰო, ლუკა მთელი ბავშვობა იმას გაიძახოდა პირველი გოგო უნდა მეყოლოს, გოგოო, სულ კახას ახსენებდა ამისგან უნდა ვისწავლო გოგოს გაზრდაო, მაეჭვიანებდა, მერე შემოვუთაქებდი და გაბუსხული ოთახში იკეტებოდა, ახლა ვინ ასწავლის მამობას მაგასაც ვნახავთ-სიცილით ყვებოდა კაცი ამბავს და თან ძმაკაცისკენ ხელებს იშვერდა -უიმეე, რას მებუტიაები აქ ამხელა კაცი, მე ისიც მშვენივრად მახსოვს მარის ნაყინს რომ არ აჭმევდით, მე ჩუმად როგორ ვყიდულობდი სამივეს -შენი გაფუჭებულები არიან ეს ჩემი შვილები რა -შვილიშვილსაც არ მოაკლდება-ასე მხიარულად საუბრობდნენ და საერთოდ ვერ ხედავდნენ რა ხდებოდა ჩემს შიგნით, რა მოხდება ღმერთო ეს ბავშვი მართლა რომ არ იყოს ლუკასი? რა სისულელეებს ვნატრობ, რა სისულელეებს, რა დამიშავა ბავშვმა? ამ ფიქრებში ვიყავი ექიმი რომ გამოვიდა კაბინეტიდან -რა ხდება ექიმო?- თენგიზი მივარდა ექიმს-დაიბადა? -დიახ, გილოცავთ -მამა რომელია? -საქმრო გახლავართ-ახლოს მივიდა ლუკა -მამა თქვენ ხართ?- გაკვირვებულმა შეხედა ლუკას, შემდეგ კი ირგვლივმყოფთ მოავლო თვალი -დიახ ექიმო, ხდება რამე? -ვფიქრობ თქვენ თვითონ უნდა ნახოთ- ექიმმა ლუკა ოთახში შეიყვანა, სულ რამდენიმე წუთს გაჩერდა და უკან გამოვიდა, თუმცა ის რამდენიმე წუთი სრული პანიკა მქონდა სხეულსა და სულში -რა ხდება დე?-ლალი შვილს მიუახლოვდა, ნაზად შეეხო და მაქსიმალურად მშვიდი ტონით დაუსვა კითხვა -დედა ბავშვი შავკანიანია- ლუკას სახე უნდა გენახათ, მე ვნახე, ვერ გაიგებდით რა იყო მის თვალებში, სევდა თუ სიხარული, შიში თუ აღტაცება, ტკივილი თუ შვება. ან იქნებ ყველაფერი ერთდროულად იყო? -როგორ თუ შავკანიანი?- თენგიზი კი გაბრაზებული იყო, ხმაზეც და სახეზეც ეტყობოდა ეს ბრაზი -დამშვიდდი თენგიზ -კახა, ეს გოგო ჩვენთან ცხოვრობდა, ჩვენთან ჭამდა, ჩემს შვილზე დაინიშნა და თურმე ტყუილით, თურმე სრული ტყუილით, რა დამამშვიდებს? -მესმის მაგრამ მშვიდად, ეს საავადმყოფოა- ბავშვობის მეგობარს მხარზე ხელი დაადო და ძლიერად მოუჭირა, ანიშნა დამშვიდდიო და ისიც მის ნებას ნელ ნელა, გააზრებულად თუ გაუაზრებდლად მის ნებას ჰყვებოდა. -ახლა რას იზამ?- ნიკა მივიდა ლუკასთან -რა უნდა ვქნა, დავშორდები -ვინ წარმოიდგენდა თორნიკე თუ მართალი იქნებოდა -ჩემი დაც სულ მაგას გაიძახდა ბოლო რამდენიმე კვირა -ფერი ფერსაო ჰომ?-მსუბუქი ღიმილით ჩამოსდო მანაც თავის ბავშვობის მეგობარს მხარზე ხელი და ამით უთხრა აქ ვარო, მეორე მხარეს თორნიკე დასდგომოდა ზუსტად იგივე ჟესტით. კი ეს შვება იყო ლუკასთვის, მაგრამ მას უკვე უყვარდა შვილი, რომელიც ეგონა, რომ მისი იყო, უნდოდა ეს პასუხისმგებლობა, უნდოდა მამობა ამ ნაადრევ ასაკში, მაგრამ ეს კარგიც იყო, რადგან შანსი ჰქონდა, ღმერთმა მას კვლავ მისცა ეს შანსი. -ნინი აქ ჩვენი საქმე აღარაა უკვე, წასვლის დროა -მართალი ხარ, ნიკა ჩვენ წავალთ- მანაც თავი დაუკრა და-ძმას და მათაც მალევე დატოვეს ტერიტორია ცოტა ხანს სრული დუმილი იყო კოლიდორში, აბსოლიტური სიჩუმე, იმდენად დიდი სიჩუმე იყო, ბუზიც კი ვერ ბზუოდა -შვილო აცადე ჯერ, ახლა იმშობიარა, მოვიდეს ცოტა გონს და შემდეგ დაელაპარაკე -არა ლალი, ახლავე შევიდეს -თენგიზ გეყოფა, გოგომ ახლა იმშობიარა -ვიღაც ზანგ*ან იწვა, იმის შვილი გააჩინა, ჩემი შვილისთვის შეტენვა სცადა და კიდევ მე ვაცადო? -მართალია დედა მამა, სჯობს ახლავე დაველაპარაკო -კარგი შვილო როგორც გინდა-თავი დახარა ქალმა, რომელსაც ასევე ვერ გაეგო თუ რას გრძნობდა, არ უნდოდა, რომ მის შვილს ცხოვრება დანგრეოდა, იცოდა მისი გულის ამბავი, იცოდა ვინც იყო მის სულში, ისიც იცოდა რომ მამობაზე უარს არსოდეს იტყოდა, ეს ჰომ დედამ ყოველთვის იცის არა? -შეიძლება მე შევიდე? სულ ცოტა ხნით- ლუკას ამდენი ხნის მანძილზე პირველად გავეცი ხმა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, საოცარი გრძნობა იყო, თავი დამიქნია გაკვირვებულმა, იქით დედაჩემს შევხედე რომელიც სევდიანად მიღიმოდა, და აი ისიც, შევაღე კარი სადაც ვინ იცის რა მელოდა. -გამარჯობა, გილოცავ ჯანმრთელი ბიჭის დაბადებას -რატომ მოხვედი?-ფარნჯრისკენ იყურებოდა, გაღიზიანებული და ნამტირალევი ხმა ჰქონდა -არ ვიცი, უბრალოდ მოვედი -შეგიძლია წახვიდე, აშკარაა, რომ არ გამოვიდა -გამოვიდა? -ლუკა აბიტურიენტობისას გავიცანი....სულ თავიდანვე მომეწონა. იცი რამდენად შემაყვარა თავი? საოცრად, თუმცა ის მხოლოდ თავის ტასოს ამჩნევდა, მხოლოდ მასთან იყო ახლოს, მხოლოდ ის ადარდებდა და მხოლოდ მასზე ეჭვიანობდა, არ უნდა გეუბნებოდე, არ მინდა, რომ იცოდე, მაგრამ უნდა იცოდე, რადგან თვითონ არ გეტყვის. შენს გამო მხოლოდ შენს გამო შვიდი ბიჭი ყავს ნაცემი და სამს აქეთ ჰყავს ეს დასახიჩრებული და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ტასოს რაღაც ცუდად უთხრეს, ტასოს რაღაც ეწყინა, ტასომ იტირა, ტასო ვიღაცას მოეწონა. ვის ახსოვდა ლიზი?-უკვე ცრემლები სდიოდა და დაფარვას არც ცდილობდა-იცი რა ცუდი გრძნობაა, როდესაც ადამიანი გიყვარს და მას სხვა უყვარს? ძალიან ბევრთან მქონდა ლუკამდე, ლუკასთან არც მქონია წარმოგიდგენია? არ მომეკარა, მაშინ როცა მთვრალი ვნახე ბარში, ძალიან ბევრი დავალევინე, სასმელში წამალიც კი ჩავუყარე და სასტუმროში წავიყვანე და მაშინ როცა საწოლზე დავააწვინე მან მხოლოს ერთი სიტყვა თქვა, ეს იცი რა იყო? შენი სახელი. გული მტკიოდა ტასო გული, ლამის გამხლეჩვოდა ისე ვიყავი, მერე ვაიძულებთქო და არ გამიკარა, ერთხელი იატაკზეც კი დამაგდო, მერე ზეწარს ღვინო დავასხი და ასე შევრჩი ლუკას, ჩემი ოცნების მამაკაცი, რომელიც მუდამ სხვას ეკუთვნოდა- ცოტა ხანს სრულიად უსიტყვოდ ვიდექი და ვცდილობდი მოსმენილი გამეაზრებინა, ახლახანს ჩემმა ყურებმა რა გაიგეს? -ლიზი ვფიქრობ შენთვის შექმნილი მამაკაცი უნდა იპოვო და შენს შვილს კარგი დედობა გაუწიო -გაშვილებას ვუპირებ -ის შენი სისხლი და ხორცია, პატარა ანგელოზი რომელსაც შეუძლია შენი ცხოვრებისკენ ნებისმიერ დროს მობრუნება და მაშინ როცა იფიქრებ რომ ყველაფერი დაკარგე, გაგახსენდება, რომ ის გყავს, ერთადერთი ცხოვრების წყარო, შენი პატარა, რომელსაც დედა სჭირდება, ვფიქრობ კარგი დედა იქნები-უფრო ატირდა, მასთან ახლოს მივედი და ჭიქა წყალი მივაწოდე -როცა გაიგე რომ ლუკასგან ველოდი შვილს გაგიხარდა -საოცრად გამიხარდა -მაგრამ? -მაგრამ-ღიმილით დავუქნიე თავი და გასასვლელისკენ წავედი -არ გავაშვილებ, საზღვარგარეთ წავიყვან, სადაც ცუდად არავინ შეხედავს და საუკეთესო დედობას გავუწევს-ღიმილით გავხედე და კარი გამოვიხურე -რაო დე? რამე ისე გითხრა? -არა დე არაფერი, წადით უკვე სახლში, მეც მალე მოვალ გპირდებით-დედას ლოყაზე ვაკოცე და ახლა ლუკასთან მივედი, რომელიც ხელებჩარგული იკდა სკამზე და თავი ავაწევინე-წამო ვილაპარაკოთ-დაჰყვა ჩემს ნებას, სამშობიაროდან გავედით და ლამაზად მოწყობილ ეზოში ჩამოვჯექით -გეწყინა? -მეწინა ტას -მაგრამ სიხარულის ნოტებია შენ თვალებში -შენთან შემიძლია ისევ ვცადო -ჰომ იცი, რომ არ მოგცემ მაგის საშუალებას? -ჯერ არ მომცემ -ვფიქრობ უნდა დაელაპარაკო და მშვიდობიანად დაიშალოთ -რა გითხრა? -რომ უყვარხარ -მეტი არაფერი? -მეტი არაფერი -ანუ არ მეტყვი -თუ საჭიროა თვითონ გეტყვის -ტას -გისმენ -გახსოვს ჩვენი ადგილი? -ჩვენი? -ჰო, მხოლოდ ჩვენ ორნის -მდინარის პირას -მაშინ როცა ცუდად იყავი, ცუდ ქულად გიწერდნენ ან ჩხუბში გავეხვეოდი იქ მივდიოდით ხოლმე, მაგრამ არასოდეს ცალ-ცალკე -შენ ეგ დაარღვიე, მაშინ, როცა გოგო მიიყვანე -დავარღვიე, მაგრამ გონება მქონდა დაბინდული -და მაინც, შენ ჩვენი დაარღვიე, რაც არ უნდა გამწარებული ან ნაწყენი ვყოფილიყავი შენზე, მე იქ ბიჭს არ მივიყვანდი, არასოდეს -ტას მე შენ გნახე თუ როგორ კოცნიდი ბიჭს ბიჭების ტუალეტში მაშინ როცა ის ბიჭი ვცემე პასუხად რა მივიღე? შენი ხელი სახეში -საოცარი სუნი გაქვს-მასთან ახლოს მივედი და ყელში ჩავუდე ცხვირი, ვიგრძენი როგორ გააკანკალა-მაგ კოცნას რაც შეეხება, მომინდა და ვაკოცე, შენ კი მხეცივით მივარდი -მითხარი რომ შენი პირველი მე ვიყავი, თორემ გავაფრენ -შენ იყავი -გავიგე, რომ ტატოც მოდის საფრანგეთში -ერთად უნდა ვისწავლოთ -არ მაეჭვიანო გთხოვ-მსუბუქად, თავისი სველი ბაგეები ჩემს ბაგეებს დაადო და ნელა მომშორდა -ვერ დაგპირდები-მისი ყელიდან წამოვყავი თავი და სკამიდან ავდექი-ჰომ იცი რომ მე არ გადავლახავ -აწი როგორ იქნება? -არ ვიცი, მაგრამ გეტყვი რომ აწი, წასვლამდე ვერ მნახავ, ხოლო რომ წავალ მინიმუმ სამი წელიწადი ვერ მნახავ , მეტი თუ არა -წასვლის დღეს ანუ მაქვს უფლრბა გაგცილო -ცოტს მეტის უფლებაც-ტუჩთან ახლოს ვაკოცე და დავტოვე მარტო, მე კი სახლის გზას დავადექი იმ დღის შემდეგ, როგორც ვთქვი წასვლამდე არ მინახავს, ლიზიზე გავიგე ამერიკაში წასულა ბავშვთან ერთად, მარი როგორც ყოველთვის არ მშორდებოდა და მუდამ მის და თორნიკეს ამბავს მიყვებოდა, გგონიათ დღეს გამონაკლისია? -მარი დღეს მივდივარ -ჰოდა სანამ წახვალ მომაყოლინე -მეათედ მიყვები მაგ ამბავს, შენ და თორნიკემ აკოცეთ, გავიგეე -მეთერთმეტედაც მოვასწრებ სანამ წახვალ -გიჟი ხარ, გიჟი და შენ საფრანგეთშიც უნდა გამომყვე? იქ ფრანგებსაც გადარევ შენ -ტასიკოო, მოვედით რომ აეროპორტში ამალა გამოგყვეთ-ნიკამ შემოაღო კარი, რომელსაც უკან მთელი არმია ედგა, გამეცინა -თორნიკე რა სასიამოვნოა, მობრძანდი გთხოვ და გააჩუმე შენი შეყვარებული-სიცილით ვუხმე მეგობარს, სხვებიც შმოყვნენ, თუმცა ის ერთი არსად ჩანდა, მე კი თვალებით მას დავეძებდი -ტასო -ჰო ნიკუ -ლუკა იქ დაგვხვდება-თვალი ჩამიკრა და ნინის მიეხუტა -უი ნინ ტატომ რა ქნა? -არ უთქვმს? ეგ რა უჟმურია, ეგეც დღეს მოდის, ვუთხარი გაგაცილებ-თქო და არა წადი და ტასო გამოაცილე მე იქ დაგვხვდებიო -ძალიან საინტერესო ბიჭია -არ თქვა-სიცილით გააქნია თავი და კვლავ ნიკას მიეხუტა მალევე ავლაგდი და მშობლებიან მეგობრებიანად აეროპორტისკენ გავემართე. გზაში ნამდვილად არ მომიწყენია, ხანმ მშობლებბთან ვიჯექი, ხან მეგობრებთან და ხან ორივეგან, ნუ იკითხავთ, ადგილები იმდენჯერ შევიცვალეთ და ისეთი გიჟობები ვაკეთეთ გზაში ნამდვილად დაუვიწყარი იყო. თუმცა ამ გართობის შემდეგ მივედი აეროპორტში, სადაც ლუკაქ კვლავ არ დამხვდა, გული საოცრად მეტკინა თუმცა კი ამას სახეზე შევიმჩნევდი? -დე აბა შენ იცი, ყოველ დღე დამირეკე რა დროც არ უნდა იყოს, სულ გიპასუხებ ჰო იცი- ცრემლებით გადამეხვია ღვთაებრივი დედა და ის სითბო ჩამაყოლა რაც მუდამ თან დამსდევს -მოდი მა, მოდი, ჩემი ანგელოზი, შენთვის საუკეთესო მინდა ჰომ იცი?-თავი დავუქნიე აცრემლებულმა და მაგრად მოვეხვიე-მა იცოდე რომ მე და დედაშენი თანახმა ვართ-ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში და ღიმილით გამიშვა ხელი, არ მიმიქცევია ყურადღება, საფრანგეთში სწავლაზე რატომ უნდა ყოფილიყვნენ უარზე? -ტასო ძმა ხარ ჰომ იცი? ჩვენი გაცნობა მაინც და მაინც კალმით უნდა დაწყებულიყო-გაეცინა და გულის ჯიბიდან ამოიღო-აი ისევ მაქვს, მაშინ დაცლილი არ ყოფილა, უბრალოდ დამავიწყდა მოცემა და ჰომ არ გეტყოდი ამას? სხვათაშორის ეს ჩემთან რჩება, ჰო უნდა მქონდეს რძალისგან რამე სამახსოვრო?- სიცილით გადამეხვია და მარის მოჭუტულ თვალებს გახედა -რძლიო? -უი აბა ცოლის დას რა ჰქვია?-თავი მოიქექა -რა ვიცი მე, ცოლის და-თვალები აატრიალა და მომიბრუნდა -იცოდე დღეში ოთხჯერაზი ზარები, ყველა დეტალი და ყველა შოპინგი უნდა ვიცოდე, რამეს უჩემოდ თუ იყიდი საფლავში ჩავიტან მაგ გაბრაზებას -კარგი მარი, კარგი-თვალცრემლიან მეგობარს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა რომ ცრემლები შეეკავებინა გადავეხვიე და ლოყაზე გემრიელად ვაკოცე და ნინისკენ გადავიწიე-აბა ნინ შენ იცი მიხედე ბიჭს, შენ გაბარებ -არის სერ, სანდო ხელშია-ღიმილით გადავეხვიე და დადგა ბატონი ნიკოლოზის ჯერიც -აჰაა, ყველაზე ტკბილი ლუკმა ყველაზე ბოლოს ჰომ?-სიცილით ამიტაცა ხელში და დამატრიალა -გეყოფა რა, ბატი ხარ ბატი -ის მოსვლას აპირებდა, აქ უნდა დაგხვედროდა ტას, უბრალოდ ვერ მოასწრო-მიჩურჩულა და გადამეხვია -არაუშავს -ვიცი, რომ უშავს-ლოყაზე მაკოცა - მიდი ახლა, თორემ თვითმფრინავი არ დაგელოდება, ნახე ტატო უკვე ავიდა -წავე წავე ყველა კიდევ ერთხელ გადავკოცნე და თვითმფრინავში ავედი, როგორც სჩანს, ტატოს ჩემს უკან ჰქონდა ბილეთი აღებული. მოვთავსდით ადგილებზე, თვითმფრინავი დაიძრა, მარტო ვიჯექი ამიტომ საკუთარ თავს მივეცი იმის უფლება, რომა დამეძინა. საოცარი არომატი მიღიტინებდა ცხვირში, საოცრად გრილი, ნაცნობი და სასიამოვნო, თვალი, რომ გავახილე ლუკა მეჯდა გვერდით გაღიმებული. -შენ...შენ? -მე -აქ რა გინდა?-სრულიად შოკში ვარ, ჩემს გაოცებას არ აქვს საზღვარი იმდენად მიკვირს მისი აქ ყოფნა -შენს სიზმარში? -სიზმარში ვართ? -არ ვიცი, ხშირად გესიზმრები ხოლმე?-ინსტიქტურად ხელებზე დავიხედე და თითები დავთვალე, აშკარად ათი თითი მქონდა -ისე ხშირად არა, როგორც შენ -ანუ გესიზმრები... შემთვის ესეც საკმარისია -აქ რა გინდა ლუკა? -ნუთუ აშკარა არაა? შენთან მინდა -მერე სწავლა? სამსახური? -ყველაფერი მოგვარებული მაქვს, ყველაფერი, მათ შორის შენი მშობლებიც -მშობლები? -აბა რა გეგონა, კახას ნებართვის გარეშე ვიზამდი რამეს? -ანუ? -ანუ ის, რომ მთხოვა მეჯვარე იყავი, როცა ტასო დამთანხმდებაო-უკნიდან ტატოს ხმა გავიგონე და შოკირებისგან პირი დავაღე -ჰაჰაჰაჰა, რა საყვარელი ხარ ტას -ახლა გავგიჟდები -ჯერ არა ტას არ იდარდო, რამდენიმე წელში, როცა მზად იქნები-შუბლზე მაკოცა და ჟურნალის კითხვა დაიწყო ვითომც არაფერიო მთელი ერთი კვირა შოკში ვიყავი, ვერც ვიაზრებდი, არც მეჯერა, შემდეგ კი იმაზე უკეთ მიდიოდა ცხოვრება ვიდრე ვგეგმავდი. ლუკა და ტატო ერთად ცხოვრობდნენ, მე უნივერსიტეტმა გამომიყო ცალკე ბინა, ვინაიდან საერთო საცხოვრებელში ადგილი აღარ იყო, თუმცა ასე უკეთესიც კი იყო. ყოველ დღე ვნახულობდი ლუკას და ყოველ დღე ვსაუბრობდი ჩემებთან -ჰო ლუკა -რას შვრები? -ახლა მოვრჩი ლექციებს -ტატოც შენთანაა? -არა, ვიღაც გოგო გაიცნო და კაფეში დაპატიჟა აწც-ასწორებს -გინდოდა რამე? -აჰ არა, არაფერი, გამოხვალ ჩემთან? -აუ დღეს და ხვალ არ მცალია, სამეცადინო მაქვს და უნი ითხოვს საბუთებს რომლებიც მოსაგვარებელი მაქვს -კაი თუ დაგჭირდი დამირეკე, საბუთებზეც კი -კარგი დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც საფრანგეთში ვართ, ტატოს ოფიციალურად შეყვარებული ჰყავს. მარიც ჩამოვიდა, რომელსაც თორნიკეც მალევე გამოჰყვა, უშენოდ აქ ვერ ვძლებო და სწავლის საბუთები აქაურ უნივერსიტეტში გადმოიტანა, მართალია შიდა გამოცდებიც მოუწია და ბრძოლაც რომ თავის კურსზე დაესვათ, თუმცა შეძლო, ახლა კი ექვსნი ვზივართ აქაურ ერთ-ერთ კაფეში და იმ ორს, რომელიც საქართველოშია ვესაუბრებით -არა ტასო რომ არ წასულიყო რა გეშველებოდათ უბრალოდ, თქვენი წარმატება მაგ გოგოს ბრალია -ჰმ, ჰმმ, ჩახველებით მოვითხოვ, რომ ჩემი არჩევანი ტასოს არ მივაწეროთ-როგორც ყოველთვის სერიოზული სახით მჯდომი ტატო მაშინვე დათბა, როგორც კი ემილი შეეხო ხლზე -ვფიქრობ შენ ემილი რომ იპოვე გაგიმართლა, აი თქვენ კი არ გაპატიებთ, კაით რა, ყველა იქით, ჩვენ აქეთ, რა ბანძები ხართ -დააწექით და ჩამოდით- წამოჭრა თორნიკემ იდეა, რომელიც ყველას გულში ტრიალებდა -ჰოდა მაგაზე ვრეკავთ -რაო აბა-მარი მიუახლოვდა ახლა კომპიუტერის ეკრანს -ჩემს სამსახურს მოველაპარაკე და მანდ მიშვენებ -მერე ნინი?-უცებვე ჩავერიე საუბარში -ნინის გარეშე წამოვალ ტო? -ნინი სწავლობს -ტატო მოგცლია რა? როგორც თორნიკემ ქნა იგივეს აკეთებს ესეც, საბუთები უკვე გადმოაგზავნა და დაამტკიცეს, სხვათაშორის გშურდეს თორნიკე იმდენად მაღალი ქულები აიღო გამოცდებში ნინიმ რომ პირდაპირ თავის კურსზე დასვეს -აუ რა მაგარია, ანუ ბანდა ვიკრიბებით?-ტაში შემოკრა მარიმ -ბანდას გაჩვენებ შე ცუღლუტო -აუ ძაან მაგარია -კარგი ახლა წავედით, რამდენიმე დღეში შეგეხმიანებით -ოკეე მიდით-მარიმ გათიშაქ და ჩამეხუტა-არა უნდა ვაღიარო, ძაან მომენატრნენ, ჰეე ტატო დას ნახავ, დამანახე ღიმილი -რომ ვნახავ მერე -უიმეე, უჟმური ასე გადიოდა დღეები და კვირეები, სასიამოვნოდ, ერთად, მხიარულად. მე კი როცა მოვდიოდი, იმაზე ვფიქრობდი, რომ მარტო დავრჩებოდი, რომ უმისოდ მომიწევდა ყოფნა და ყველაზე მთავარს ლუკას დავკარგავდი. ახლა კი იმ ორის შემატებას ავღვნიშნავთ, რომლებიც გვაკლდნენ -ტას -ჰო -წამო გავიპაროთ -სად? -გავისეირნოთ, ესენი მაინც ვერ შეგვამჩნევენ-დავყევი მის ნებას და ეიფელის წინ დავიწყეთ სეირნობა -სულ ვიცოდი რომ საფრანგეთი შენი იყო -ჰო? -ჯერ კიდევ მაშინ, ეიფელზე რომ ლაპარაკობდი, მგონი ოთხი წლის იყავი, მაშინ წინდებით ეიფელი აგიშენე და ტირილი დაიწყე რომ ყველაზე კარგი საჩუქარი იყო რაც კი მიგიღია -ჰო მახსოვს-გამეღიმა -არ არის დრო ტას? -დრო? -მეტი რა გავაკეთო მითხარი, ყველაფერს ვაკეთებ რაც შემიძლია და არ შემიძლია -მე არაფერს გთხოვს -და გგონია საჭიროა? -ლუკა -გისმენ- გავჩერდით, ჩემსკენ შემოტრიალდა და თვალებში ჩამაჩერდა -რა გინდა? -შენი კარგად ყოფნა, შენი გვერდით ყოფნა, შენი ბედნიერება, შენ ტას, მთლიანად შენ მინდიხარ, შენგან შვილები მინდა, ასე რთულია ამის გაგება?-შუბლი შუბლზე მომადო -ეს ცეცხლია ლუკა, რომელთანაც თამაში არ შეიძლება -ეს კვამლია ტას ცეცხლამდე და არა ცეცხლის შემდეგ -გინდა რომ შემდგომი იყოს? -არასოდეს! შემდგომი ნიშნავს, რომ ჩაქრა ტას, მანამდე ნიშნავს, რომ ძალიან კაფკაფა და მკვეთრი ცეცხლი უნდა დაინთოს -დავანთოთ? -ძალიან მინდა, უბრალოდ დამთანხმდი გთხოვ-ერთმანეთის სუნთქვას ვგრძნობდით და ერთმანეთის ჰაერს ვსუნთქავდით -დაე დავანთოთ ყველაზე წმინდა და ლამაზი ცეცხლი ლუკა-და აი ისიც, მისი სველი ბაგეები ჩემსაზე, ნაზი და ვნებიანი და მხოლოდ მაშინ დაშორდნენ ისინი, როდესაც ფილტვებს ჰაერი გამოელიათ -მარი მომკლავს უმისოდ რომ გაგხადე ჩემი-გაგვეცინა და ღამის ეიფელის წინ კვლავ ამბორი, ახლა მეტად მომთხოვნი თუმცა სინაზეშენარჩუნებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




