კვამლი ცეცხლამდე თავი 1
მეგობრებო ახალი ისტორია დავიწყე, დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ, საოცრად დიდი სურვილი მაქვს წერის. იმედია გასიამოვნებთ და თქვენს კომენტარებსაც დავიმსახურებ. ---------- ბაღში ვიყავი ერთი ლამაზი გოგო რომ მოვიდა და კანფეტი შემომთავაზა, ულამაზესი იყო, თავისი ყავისფერი თმითა და ცისფერი თვალებით -კაფუ გინდა? -ალ მინდა მადლობა, მე ჩოკოლადი მაქვს -აუ მე მინდა ჩო.. ჩოოლადი -მოდი გაგიკოფ -ჩენ ლა გქვია? -მე ტაცო ვალ, ჩენ? -მე მალი, ცემი ძმა დადიოდა ამ ბაგცი და დედიკომ მეც აქ ცემომიკვანა ყველაფრის დაწყების მიზეზი კი ამ ორის მეგობრობა გახლდათ. .................... სკოლის პირველი დღე მქონდა და იდეალურად ლამაზი ვიყავი იმ დღეს, თეთრი პერანგი და შავი ქვედაკაბა მეცვა, ლამაზი თეთრი ბალეტკები და ჩემი ღია ყავისფერი თმაც იდეალურად იყო დაბწვნილი -დედიკო მარი ჰო მოდის? -კი დე ლალის მოჰყავს, ჰო გახსოვს ლუკაც შენს სკოლაშია -კი როგორ არ მახსოვს, მარის ვუთხარი ამ სკოლაში შევყავარ დედიკოს-თქო და რა მაგარია ჩემი ძმაც მანდ დადისო, აწი ერთად გნახავთ ხოლმეო -ჰო დე, ძალიან მიხარია ასე კარგად რომ შეეწყვეთ ერთმანეთს, შენი მეგობრის გამო მაგის დედა გავიცანი -ლალი დეიდა? -ჰო დე, რა კარგი ქალია იცი? ძალიან შემაყვარა თავი -კიი, მარიც ამბობდა დედიკოს მარინა დეიდა უყვარსო, ყავაზე რომ მოდის სულ უხარიაო. სკოლაში მივედით და მალევე ვნახე მარი -მარიიი, მომენატრეეე -მეცც-ხალხს ეგონებოდა კვირეები არ ჰყავდათ პატარა მეგობრებს ერთმანეთი ნანახიო, არადა წინა დილას ერთად თამაშობდნენ თოჯინებით -გეყოფათ რაა, აქ ჩემი მეგობრებიც არიან და ნუ მარცხვენთ -ლუკა დედა რა ლაპარაკია-გაუწყრა ლალი თავის ვაჟს, მაგრამ ეცინებოდა, რადგან იცოდა ახლა რა ასაკიც ჰქონდა ................. -დედამ მე რომ მიყვარს ის ნამცხვარი გააკეთა და მოდით-ტელეფონში ჩავძახე დაქალს -ლუკაც? -დედა ლუკაც მოვიდესო მარიმ?-დედას გავძახე -ჰო შვილო ლუკაც და ლალიცო უთხარი-ღიმილით მითხრა ქალმა -კიო, ლუკაც და ლალიც მოვიდესო -კარგი მოვალთ, თოჯინას წამოვიღებ -არა არა, ნამცხვარს რო შევჭამთ კონკიას ვუყუროთ -კაიიიი ნამცხვარი მალე ვჭამეთ, დედები სამზარეულოში დარჩნენ და ჭორაობდნენ, ჩვენ კი კონკია ჩავრთეთ და ლუკაც ვაიძულეთ, ჩვენთნ ერთად ეყურებინა საყვარელ მულთფილმზე. -ტასო ვერ ვსუნთქავ-ტირილით ძლივს ამოთქვა მარიმ -რაა, რატოო, რა გჭირს-ახლა ლუკას გავხედე, ბიჭსაც ყელზე მიეჭირა ხელი-ლუკააა, შენ რაღა გჭირსს- სამზარეულოში გავიქეცი-დედა, ლალი დეიდა მარი და ლუკა ვერ სუნთქავენ, არ ვიცი რა ჭირთ-ტირილით ვუთხარი იქ მდგომებს, ლალი მაშინვე ბავშვებთან გაიქცა, დედამ კი სასწრაფოში დარეკა, კიდევ კარგი მალევე მოვიდნენ და ნემსი გაუკეთეს ორივეს -ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, ყველაფერმა საშიშმა ჩაიარა არ ინერვიულოთ-ექთნები წავიდნენ, მე კი ორივეს ხელი მეჭირა და ტირილს ვერ ვწყვეტდი -ვაიმე ლალი, ღმერთო ბოდიში, არ ვიცოდი ალერგია რომ ჰქონდათ, თორემ თაფლიან ნამცხვარს როგორ ვაჭმევდი ბავშვებს, ჩემსას ძალიან უყვარს და....-ტიროდა ქალი -კარგი მარინა, ჩაიარა ყველაფერმა, რამდენჯერ მოსვლიათ ჩემს ხელშიც ეს-ერთმანეთს ამშვიდებდნენ და ბავშვების ოთახს მარტო მაინც არ ტოვებდნენ, მე კი მაინც ვერ ვმშვიდდებოდი და ვტიროდი -ნუ ტირიხარ ამდენს, კარგად ვართ-ლუკამ მითხრა და თავზე ხელი გადამისვა -არ მოკვდებით? -მე რა მომკლავს გოგო, უკვე მესამე კლასში ვარ, დიდი ვარ უკვე-მალევე წამოიწია მარიც და ლუკას ჩემზე ხელი გააშვებინა-ეს ჩემი დაქალია, წადი შენ შენი იპოვე -ვერ ხარ შენ, მიდი კონკია ჩართე გავაგრძელოთ. ......................... -მარი დღეს შენმა ძმამ სკოლაში იჩხუბა-როგორც კი მასთან დამტოვა დედამ, მაშინვე ჩავუშვი ლუკა თავის დასთან -აუ ამან ჰო ენა ვერ გააჩერა, ჩუმად იყავი გოგო -მე რას მაჩუმებ, ამხელა ვირი მეექვსე კლასელ ბიჭს როგორ ეჩხუბე -მეექვსე კლასელს ეჩხუბე?- ახლა მარიც ჩაერთო, არადა ბიჭი მეშვიდეში იყო -ჰო, ჩემს კლასელს ეჩხუბა, არ მომწონს როგორც იქცევი გოგოებთანო -და როგორ იქცეოდა? -მე რა ვიცი-ხელი ავუქნიე დაქალს -მაგრები ხართ თქვენ, რა იყოთ ორი დღე არ ვარ სკოლაში და რა ლაწან-ლუწუნი მომინდომე აქ შენ-ძმას გახედა -ფრთხილად თორემ მეხუთე კლასლებსაც დავერევი იცოდე-თითი დაუქნია ბიჭმა დას და თავის ოთახში ავიდა ....................... -თენგიზ ჩვენი ბავშვების თამადობით ყველა პატარა დაილოცოს, ბედნიერად და ჯანმრთელად გვიმყოფოს უფალმა-კახამ წამოსწია ჭიქა და თენგიზმაც მიუჭახუნა -ამ პატარების წყალობითაა ამდენი წელი ერთმანეთი რომ გავიცანით და დავახლოვდით-ახლა თენგიზმა განაგრძო-ჩვენს პატარებს გაუმარჯოთ და იმ ქალებს ვინც ეს ანგელოზები გვაჩუქა-ლალის შუბლზე აკოცა და სასმისი გამოცალეს მამაკაცებმა -კახა მეტი არ დალიო რა-მარინა ცდილობდა გაეჩერებინა მეუღლე -ნურც შენ დალევ მეტს-აჰყვა მეგობარს ლალიც -აი ეს წუწუნი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა თენგიზ -ამინ კახა, ამინ ........................ -ლუკა არ მომწონს ეგ გოგო -რატო? -მახინჯია-ხელები გადავიჯვარედინე და თვალებში ჩავაჩერდი გასიამპატიურებულ ბიჭს -არადა ჩემს თვალში ყველას სჯობს- ნეტა გენახათ როგორი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, თვალები უციმციმებდა და ცდილობდა ტელევიზორისთვის შეეხედა, რადგან მე ვიყავი გადაფარებული -ლუკაა -გისმენ ტასუნა-ღმერთო რა სითბო ჰქონდა ხმაში, რა ნაზად წარმოთქმული ჩემი სახელი, თითქოლს გულს ედებაო ბიჭის პირიდან წარმოთქმული ეს ერთი სახელი -კარგი რაა, მოგწონდეს მაინც, რას მატყუებ-გაგულისებული გვერდით მივუჯექი და ტელევიზორი გამოვურთე. მძიმედ ამოისუნთქა და ჩემსკენ მთელი ტანით მოტრიალდა -რა გინდა ტასო? -არ მომწონს ეგ გოგო -და? -....... -იცი მაინც რას მოითხოვ ჩემგან?-ისევ ის თვალები, საოცარი სანახავია. მის თვალებში ვარსკვლავები ცეკვავენ -მე მინდა რომ ის არ იყოს შენთან -რატომ? უბრალოს რომ არ მოგწონს მაგიტო? მე რამდენი ვინმე არ მომწონს მაგრამ რომელიმეზე გეუბნები მასთან არ იყო-თქო? -ვინ არ მოგწონს, არავინაა ჩემთან ისეთი, როგორიც ის არის შენთან -ის ის არის ტასო, სხვა ვერ იქნება -კი ბატონო, ასე თუ გიყვართ იყავით ერთად- რა მჭირდა? ვინ იცის, აწყლიანებული თვალებით ავირბინე მარის ოთახამდე, რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში იყო. შემომყვა, იქვე ჩამომიჯდა და თმაზე ნაზად დამისვა ხელი -ტას -...... -კარგი რა ტას, რას ერჩი მითხარი -არ მომწონს -მიზეზი? ასე უბრალოდ არ მოგწონს?-მის ხმას იდეალური ღიმილის ნოტები დაჰკვროდა, მე კი სირცხვილისა და სიამოვნებისგან სახეს ბალიშიდან ვერ ვწევდი. -ჰო -ტასო მიზეზი ან მართლა არ იცი, ან მიმალავ -შემეშვი -მართლა რომ შეგეშვა მერე გამებუტები, ჰო გიცნობ -არ გაგებუტები -აჰამ -ანუ? -ანუ მოგიწევს მისი ჩემს გვერდით ატანა, რადგან მეც მიწევს რაღაცეების ატანა -რისი ატანა გიწევს?-თავი ბალიშიდან წამოვწიე და მაშინვე ვინანე, როცა ლუკამ თმაზე მოფერება შეწვიტა, თუმცა მის თვალებს ვხედავდი, ვარსკვლავებიან თვალებს -შენი ბიჭის ჩემზე ეჭვიანობის -რა სისულელეა -რომელია ტას სისულელე, შენი ბიჭი თუ მისი ეჭვიანობა?-მიღიმოდა ეს უკანასკნელი და ემოციებს იწვევდა რომელიც ბოლომდე ჩახშობილი მქონდა, რომელსაც ახლაც ვახშობ და რომელსაც მომავალშიც ჩავახშობ. -შემეშვი-ხელი ავუქნიე და ისევ ჩავრგე სახე მარის ბალიშში -უნდა გაუგო იმ ბიჭსაც, მეც ვიეჭვიანებდი ჩემს გოგოზე ტას, რომ ვიცოდე რომ სხვა ბიჭთან ამდენ დროს ატარებს, მის მშობლებსაც უყვარს, სულ ერთად არია, ერთმანეთის გარეშე მომენტი არ არის, შენც ჰომ ხვდები არა? უერთმანეთოდ დასასვენებლადაც არ დავდივართ -შენ შენ ხარ, შენზე როგორ უნდა იეჭვიანოს, სიმპატიურიც კი არ ხარ -ნუთუ, არა შეხედე რაა. ჩემზე სიმპატიურია გოგო ის ახლა? -ჯერ ერთი შენს გოგოზე დავიწყე ლაპარაკი და მასზე ნუ გადმოდიხარ -მე შენთვის კარგი მინდა ტას, ის ვერც გაგიქაჩავს და არც შეგეფერება -ოჰჰ, შენ ჰო ის ანი შეგეფერება რა -არ შემეფერება? -არანაირად, ლამაზიც კი არაა, მერე რა მეტიჩარაა, სკოლაში რამდენი ბიჭი იცნობს იცი მაინც? -ვიცი-ისევ ღიმილი, საოცარი ჰანგებითა და დარწმუნებული ვარ საოცარი ნაკვთებით -მაშინ რაღატო ხარ მასთან -ნუუუ როგორ გითხრა..... ძალიან კარგია საწოლში-თავი წამოვყავი და მისი თვალის ჩაკვრაც დავიმსახურე -ფუუუუ გარყვნილო -დეტალებსაც გეტყვი თუ გინდა -არ მინდა, პატარა ვარ მაგისთვის-ყურებზე ხელს ვიფარებ და მის გადახარხარებულ სახეს ვუყურებ. საერთოდ არ მსიამოვნებს-შენც პატარა ხარ მაგისთვის -ანუ რო გითხრა პირველი როდის მქონდა და სად ან ვისთან ალბათ გულიც გაგისკდება -არ მეხუმრება ლუკა.....როგორი გრძნობაა? -ჩშშშ-ღიმილით მიმზერს და თითს ტუჩებზე იდებს დუმილის ნიშნად -ანუ დაშორდები ჰო? -არ დავშორდები -მაინც დაშორდები ........................ -ლუკა მიშველე-უცებ შევუვარდი ბიჭს ბიჭების ტუალეტში, მარტო იყო ვიღაც გოგოსთან ერთად -აქ რა გინდა გოგო-აშკარად შოკში იყო და გაბრაზებაც ერთვოდა თან, გოგო ოთახიდან გაუშვა და უცებ გადაკეტა საპირფარეშოს კარი და ისევ მომიბრუნდა -ოჰჰ, ბოდიში ხელი შეგიშალე-ცრემლები მომდის უკვე -ახლა გადავირევი, რა მოხდა, რა გატირებს? - რაღაცა მივქარე -რა გატირებს ტასო -მეთორმეტე კლასელი როა ნიკა ჰო იცი -მერეე? -გადამეკიდა -რას ქვია გადაგეკიდა, რა გააკეთე ტასო-უკვე ბრაზობდა უფროსი ამირეზაშვილი -ჩემი ბრალი არაა მართლა -რა ტასო, რა არ არის შენი ბრალი -ნუ მეჩხუბებიი-უფრო ავტირდი -ტასო თუ არ მეტყვი რა გააკეთე ვერ დაგეხმარები, თან ეგ ჩემზე უფროსია ჰო გახსოვს -ჭორი გავავრცელე რო გეია -რა ქენი? -თავის შეყვარებულს უღალატა და ღირსი იყო -გოგო შენ რას ერევი სხვის საქმეში რა გინდა რაა -დამეხმარე გთხოვვ -იცოდე მეც მომხვდება და მერე ლალის შენ აუხსენი რატო მექნება სახე დასიებული -არა რა, ისე ქენი რო არ მოგხვდეს კაი? იმას მოახვედრე თუ გინდა, დირექტორთან მე დაგიცავ -დამიცავს თურმე -ანუ დამეხმარები? -სხვა გზა მაქვს? -საუკეთესო ხარრ-გახარებული მოვეხვიე, უცებ ცრემლები მოვიწმინდე და ისევ შევხედე-ახლა მე რა ვქნა? -პირველ რიგში აქედან უნდა გავიდეთ, მერე კი მომიწევს ლაპარაკი-დანანებით გადააქნია თავი-არადა მართალი არ ხარ -მე კი არა ის არაა მართალი, რა ლამაზ გოგოს უღალატა პროსტა და ვისთან -ეს არ იყო შენი საქმე და გაჩერდი ახლა, შენ თუ გაქვს ქალური სოლიდარობა, მე კაცური მაქვს -მაგრამ მაინც დამეხმარები -მხოლოდ იმიტომ რომ შენი ატანა მთელი ცხოვრება მომიწევს, იმისი კი კიდევ ერთი წელი. ეგ საქმეც მომიგვარა და თან ყველანაირი ორთაბრძოლის გარეშე -ვსო?-გაკვეთილების მერე მის საკლასო ოთახთან ველოდი, როგორც კი გამოვიდა ეგრევე ვაჯახე კითხვა -ნუ ხარ ჩასაფრებული, წამოდი მარიც გამოვიყოლოთ თან -მარის კიდევ ერთი გაკვეთილი აქვს, შენი დის ცხრილი არ იცი?- თვალები აატრიალა ბიჭმა -ჰო მორჩა, მაგრამ მეტჯერ მსგავსი არ გავიგო იცოდე -აუ მადლობააა ..................... -ალო? -მარის სიცხე აქვს და მოდი რა-ლუკამ ჩამძახა ტელეფონში -სიცხე? რამდენი?-ავნერვიულდი -არ ვიცი მგონი ოცდათვრამეტი, ლალიც კი ნერვიულობს-ბიჭის ხმაში ნერვიულობა იგრძნობოდა -მოვდივარ-სასწრაფოდ ჩავიცვი და მამიკოს წავაყვანინე ამირეზაშვილებთან თავი, როგორ შევვარდი და მარის ოთახში ავირბინე არ მახსოვს, მაგრამ მარის გვერდით დაწოლილ ლუკას ვხედავდი და ლალის, რომელიც იქვე იდა და შუბლის საფენებს უცვლიდა გოგონას, აშკარად დაღლილი იყო ქალი -ლალი დეიდა დაწექით თქვენ, მე გამოვუცვლი ყოველ ოც წუთში საფენებს, ძმრიან წინდებსაც ჩავაცმევ, პულსსაც გავუზომავ და ყოველ ერთ საათში წნევასაც, წამლებსაც მივაღებინებ და სიცხესაც გავუზომავ-ქალმა სევდიანად გამიღიმა, მაგრამ იცოდა ყველაფრის გამკეთებელი ვიყავი დაქალის გამო, ამიტომ უსიტყვოდ დაგვტოვა. სულ ვუმოწმებდი სიცხეს, წნევაც მაღალი ჰქონდა. მთელი ღამე თეთრად გავათენეთ მე და ლუკამ, ხან ის უცვლიდა საფენებს ხანაც მე. დილით უკვე სიცხე აღარ ჰქონდა და შვებით ამოვისუნთქე -ღმერთო მადლობა-მაღლა ავიხედე და თვალზე მომდგარი ცრემლი გადავაგორე -მადლობა რომ მოხვედი-ლუკამ მითხრა და ჩამეხუტა, რაღაცნაირი გრძნობა მქონდა, მაგრამ მალევე მოვიშორე და დავაიგნორე -შენც იცი როგორ მიყვარს და რამდენს გავაკეთებ მისთვის, წადი ლალის უთხარი, რომ სიცხე აღარააქვს ................... -ტასო -ჰო მარი -ხვალ საღამოს სვანეთში ავდივართ ათი დღით, უთხარი შენებს გამოგიშვან რააა, ლალის დავარეკინებ მარინასთვის-მეგობრის ბედნიერი ხმა მესმოდა მობილურის მეორე მხრიდან -ვინები მიდიხართ? -მე , შენც, ჩემს ძმასაც მომაყოლებენ და მაგას ნიკა და თორნიკე მოჰყავს, თორნიკეს ხვალ გაგაცნობ, ახალი ჩამოსულია -კარგი ვეტყვი ჩემებს, არამგონია ლალის დარეკვა დასჭირდეს-დაქალს მხიარულად ვეუბნები -ლუკა იმხელას მეწუწუნებოდა შენს გამო მეც მიწევს იმ მთაში წამოსვლაო, მერე ძმაკაცები დაიყოლია და ახლა მგონი ჩვენ გვიწევს მათთვის გაყოლა-მესმოდა დაქალის სიცილი და ორივე ერთად ვიცინოდით -ვგიჟდები ლუკაზე, ღადავია ძაან -კაი წავე ჩალაგებას დავიწყებ, ხვალ ლუკამ ნიკა მოგვაკითხავსო და ჩვენთან ერთად ჰო წამოხვალ? -რასაა რომ მეკითხები, სულ რო საბარგულში მომიწიოს ჩაჯდომა მაინც შენთან ერთად წამოვალ გოგო-იმხელა ხმაზე ვიცინოდით ალბათ სამეზობლოსაც გავაგებინებდით მალე-მიდი გაკოცე, წავალ მარინას დაველაპარაკები -მიდი ბეიბბბ, მიყვარხარ-გამეცინა ბავშვობის დაქალზე და გაღიმებული ჩავედი პირველ სართულზე დედასთან. დედ-მამა ორივე მისაღებში საუზმობდნენ და ერთმანეთს ამდენი წლის შემდეგაც ისევ ისეთი სიყვარულით უყურებდნენ, ვამაყობდი, რომ მათი სიყვარულის ნაყოფი ვიყავი. -მოხვედი დე? მოდი დაჯე, ჩაის აგიდუღებ საყვარელო, შენ რომ გიყვარს ჟოჟობას ჩაი ის იყიდა მამაშენმა ამ დილით-მეც ღიმილით მივუჯექი მამას და ლოყაზე ვაკოცე -რაო მა-ლოყაზე მომისვა ხელი და მანაც საპასუხოდ შუბლზე მაკოცა -მშობლებო რაღაც მინდა, რომ გთხოვოთ -რა იყო დედა?- ხმა შეეცვალა ქალს, კახა კი მის გამომეტყველებას დასცინოდა- რა იყო კახა სასაცილოა? მემგონი რაღაც დაემართა, ნახე როგორი სახე აქვს, თან გახდა, რაღაცა სჭირს ჰომ გეუბნებოდი არა? -დედა დამშვიდდი, არაფერი მჭირს-ვუღიმი ანერვიულებულ დედაჩემს -აბა რა არის დედა? -მარი სვანეთში ადის, ლუკა და მისი ძმაკაცებიც მიყვებიან და მეც მითხრეს წამოდიო, გამიშვი რა-თვალები დავისაწ.... და დედას ვედრებით შევხედე -ამას ამხელა შესავალი რად უნდოდა დედიკო, გამისკდა გული შე ქალო-ქალმა ამოისუნთქა და გულზე ხელი მიიდო-მასწავლებლები? -იანვრის ბოლომდე მასვენებენ დე, მერე ალბათ ყოველ დღე დამიბარებენ -წადი, წადი -მამუცი შენ რას მეტყვი?-ახლა კეკლუცურად მამას გადავხედე -მე რა მაქვს სათქმელი, მთავარმა მიიღო გადაწყვეტილება- სიცილით ამოთქვა- წადი შვილო, მე და დედაშენი დაგვტოვე ცოტა ხანს მარტო, იქნებ და რა საქმე გვაქვს- ბატონმა კახამ შვილს თვალი ჩაუკრა და ცოლს ბაგეებზე ნაზად ეამბორა -როგორ იქცევი კახა? ბავშვია აქ- ვუყურებდი მშობლებს და გული მითბებოდა მათ სიყვარულზე. საუზმე მშვიდად და გემრიელად მივირთვით, შემდეგ კი სკოლის გზას დავადექი. კლასში შევედი, აბიტურიენტები თითქმის არც დადიოდნენ, მაგრამ მე რატომ გავაცდენდი? თანაც ახლა ვისვენებდი, არაფერი მქონდა საქმე და ტყუილად სახლში ჯდომას, რამეს მაინც მოვისმენდი. ჯერ კიდევ არ დაწყებულიყო გაკვეთილი კარი რომ გაიღო -აუ ტასუნა კალამი ჰო არ გექნება, საკონტროლო დაწერეთო ქართულმა-მობეზრებით მეკითხებოდა გოგონა პარალელური კლასიდან, მეც ღიმილით თავი დავუქნიე და კალამი გავუწოდე -ერთი მეც მინდა ლანააა, მეც მიშოვე-უკნიდან მაღალი ბიჭი შემოდის, შავი თმა აქვს, შავი კუპრივით თვალები, მას არ ვიცნობდი, არადა პარალელებს ვიცნობდი -უი ტასუნა, ეს ამ წელს გადმოვიდა ჩვენთან -თორნიკე გვათუა- ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად -ვინ იცვლის ბოლო წელს სკოლას-მართლა გაოცებული ვიყავი, ბოლო ზარი, გამოსაშვები, ყველაფერი უცხო კლასთან? -მე შევიცვალე-გამიღიმა ბიჭმა-კალამი ჰო არ გექნება კიდევ ერთი-ავტომატურად ჩემი კალამი გავუწოდე-გაეღიმა ბიჭს და გამომართვა. ორივენი გავიდნენ და შემოვიდა გია მხეიძე, მათემატიკის მკაცრი მასწავლებელი -გამარჯობა ბავშვებო -გაგიმარჯოთ მას, როგორ გაატარეთ ახალი წელი?- უკნიდან კლასის მთავარი ლამაზმანის ხმა მესმოდა, ბიჭები სულ რომ დატრიალებდნენ თავზე -არამიშავს ნინა, ახალი წელიც მშვენიერი იყო. მოკლედ ბავშვებო, ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს, დისკრიმინანტი გავიხსენოთ, დღეს ყველა აბიტურიენტს საკონტროლო დღე აქვს, ჰოდა თქვენც დაწერთ-როგორ დამეწერა, კალამი ჰომ აღარ მქონდა. კალამი წამართვა -მას, კალამმა წერა მიმიტოვა და შეიძლება მათხოვოთ?-შერცხვენილი მასწავლებელს კალამს ვთხოვდი, ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო დღეს? სათანადო მოსწავლე ვიყავი და ახლა ჩვეულებრივს ვემსგავსებოდი მასწავლებლის თვალში. -კი ტასო აიღე ეს- არაფერი უთქვამს ისე გამომიწოდა კალამი. საკონტროლო რომ დავწერეთ ქართულიც მალევე შემოვიდა და ისიც მალევე დასრულდა. გაკვეთილების ბოლოს კალამი ლანამ დამიბრუნა -ტასო თორნიკე საკონტროლოს მერე გაქრა და შენი კალამიც თან გაჰყვა- შეწუხებული იყო აშკარად გოგო, არადა ჩემი საყვარელი კალამი იყო, სპეციალურად ვიწერდი მასეთებს, აქ არ იშოვებოდა. წამართვა და მერე მომპარა, ეს ბიჭი უკვე მეორედ იწვევდა ჩემში გაბრაზებას -არაუშავს ლანა, წავალ ახლა, საქმეები მაქვს -კარგი მიდი, გაყვანა ჰომ არ გინდა? -არა მადლობა- გოგონას გავუღიმე და სკოლის კედლებიდან გავედი. ღრუბლიანი ამინდი იყო, ციოდა, მაგრამ სასიამოვნო იყო, ავტობუსით მგზავრობა არ მინდოდა, ახლა ისეთი ამინდი იყო სასეირნოდ რომ არის იდეალური. საკმაო მანძილი იყო სკოლიდან ჩემს სახლამდე თუმცა არც ვჩიოდი. ბავშვობაში რამდენჯერ ყოფილა მომენტი აქ ფეხი გადამბრუნებია და კახასთვის დამირეკავს, მამა წამიყვანე-თქო, იმ დროის გახსენებაზე გამეღიმა. ამ გზაზე იყო ბაღის ბავშვმა უკვე მესამე კლასელ გოგოს სიყვარული ამიხსნა და უარი რომ ვუთხარი ტიროდა, მაგ ამბის გამო იყო მარინამ რომ დამტუქსა, რა არის შვილო არ გრცხვენიაო? მეღიმებოდა ამ ამბების გახსენებაზე. რამდენჯერ შატალოზე წასულან ჩემი კლასელები და მეც გავყოლილვარ, აბა წითელი კვერცხივით იქ ჰომ არ დავრჩებოდი? სასიამოვნო დრო იყო. ფიქრებიდან წვიმის წვეთებმა რომ გამომარკვია. იქვე ახლოს ავტობუსის გაჩერებას შევაფარე თავი, ავტობუსს ოცდაექვსი წუთი ეწერა, ამას რომ დაველოდო გავიყინები, კახა ახლა მუშაობს და არ მინდა ხელი შევუშალო, რა ვქნა? ირგვლივ ვიხედებოდი იქნებ ლანა დამენახა მანქანით, მაგრამ უკვე სახლში იქნებოდა გოგო, ისედაც ახლოს ცხოვრობდა, ხელი ჩავიქნიე და ავტობუსის მოლოდინში დავრჩი. მართლა ვიყინებოდი, სამი წუთის მეტი არ გასულა, მე კი ვკვდებოდი ისე მციოდა, ბოლოს ისევ ფეხით ასვლა ვამჯობინე აქ ლოდინს. გაკვირვებული ხალხის მზერა დავაიგნორე და წვიმიან აღმართს გავუყევი სიარულით, არც ვჩქარობდი, უბრალოდ დავდიოდი, ყველა წერტილი დამისველდა. დიდი ხანია მივდივარ და რაღაც ვერ მივედი სახლამდე. უკან მივიხედე და ავტობუსმა ჩამიარა გვერდით, რა გამოდის ოცი წუთია მივდივარ და სახლში ვერ მივედი? ნისლი იყო ირგვლივ, ისედაც არ ჩანდა არაფერი. საოცარ ნერვიულობას ვგრძნობდი, კალმის შემთხვევაც კი გადაფარა იმდენად ამიჩქარდა გული. ტელეფონი ამოვიღე, უკვე რვა დაწყებულიყო, არადა შვიდისკენ გამოვედი სკოლიდან, რა უბედურებაა, ყველაფერი მე როგორ უნდა შემემთხვეს? ტელეფონზე მარის სახელი რომ განათდა მაშინვე დარეკვა ვცადე, ეკრანი სულ სველი იყო, ბოლოს ქურთუკი გავიხადე და ზედ გადავაფარე ტელეფონს რომ ემუშავა, ეს უკანასკნელი კი სიცივის ფონზე სულ დამჯდარიყო, ორი პროცენტიღა იყო დარჩენილი -ჰო ტას -უნდა მიშველო-დაქალის ხმის გაგონებაზე ხმა ამიკანკალდა -რა..... რა მოხდა- ჩამყვირა ტელეფონში -სასწაულად წვიმს, დავიკარგე, არ ვიცი სად ვარ, არც ის ვიცი სად მივდივარ, მცივა მარ, სულ სველი ვარ-ამოვიტირე -ლოკაცია ჩამიგდე -ტელეფონი უკვე ერთ პროცენტზე მაქვს, სადღაც სკოლის აღმართს გამოვუყევი მარი, სულ წინ დავდიოდი, მერე სადღაც გადავუხვიე, მანქანები არ დადიან აქ და გთხოვ ჩემებს არ უთხრაა -მოვდი......- გაითიშა ტელეფონიც, კანკალმა ამიტანა, ვერ ავღწერ ეს რამდენად საშიში იყო ჩემთვის. ბავშვობაში ასე რომ დავიკარგე მგელს გადავეჩეხე, მაშინ ლუკამ მიპოვა სრულიად შემთხვევით , მარიც თან ახლდა და გამწარებულმა მგელი რომ ნახა ქვების სროლა დაუწყო მგელს, ჩემს დაქალს ამდენს როგორ უბედავო. ლუკა ჩემზე ერთი წლით იყო უფროსი, და-ძმას შორის კი ორი წელი იყო სხვაობა. ბავშვობის მეგობარი ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ისეთი როგორიც მარია. ჩემი გიჟი. მის გახსენებაზე მეღიმება და აი ისიც, ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი. ლუკას მანქანა იყო, აბა ქალბატონს არ ჰქონდა მართვის მოწმობა და გამოუშვა ალბათ ლუკა, მეც ატირებულმა გამოვხსენი უკანა კარი მაშინვე და დაქალის დანახვამ კიდევ უფრო ამატირა -რას ჰგავხარ ტასოო, ვაიმე სულ გაყინულხარ- წინ მჯდომს არ იმჩნევდნენ დაქალები- კარგი გოგო ნუ ტირი ამეტირება ახლა მეც- დაქალის ტირილით აშკარად გული სტკიოდა მარიამს- მოდი ჩემი ქურთუკი ჩაიცვი -ჯერ უკალმოდ დავრჩი, მერე კალამი მომპარა, მერე დავიკარგე, გავიყინე და ახლა შენც უნდა იტირო?-გაბრაზებულზე კიდევ უფრო მეტი ცრემლი წამომივიდა, წინიდან სიცილი რომ მომესმა. ეს ლუკა არ იყო, ვინ იყო ვერ ვარჩევდი, ბნელოდა გარეთაც და მანქანაშიც- ვინ არის მარი ეს, ლუკა სადაა? -ლუკა სვანეთის ამბებს არკვევდა რომ დამირეკე, ეს თორნიკეა რომ გითხარი ჩამოვიდა-თქო -სასიამოვნოა, მე ტასო- დამშვიდებული ხმით ვუთხარი ბიჭს და მარის კიდევ უფრო მივეხუტე- ჩემს პარალელშიც გადმოსულა ვინმე თორნიკე -ჰოო?- ეჭვნარევად გადახედა თორნიკეს მარიამმა -ჰო, ლანას მოჰყვა, ალბათ მოეწონა, მე კი წამღლიტა კალამი ხელიდან, არადა ჰო იცი რო ვიწერ მაგათ -ჯერ ერთი ეგ კალამი შენ მომეცი, მე არაფერი წამირთმევია-შოკი მქონდა ბიჭის ხმის გაგონისას და მარის გავხედე, ეღიმებოდა -მერე დაგებრუნებინა, რომ მიითვისე-გაეცინა და პასუხი არ გაუცია -ვერ მითხარი?- ვუჩურჩულე და მკლავზე ვუჩქმიტე -მადროვე? - მანაც ჩურჩულით მიპასუხა და გავიკონე კიდევ ერთი ჩაცინება წინიდან -ხვალ რომელზე მივდივართ?-დავაიფნორე მისი ღიმილი და თემა გადავიტანე, ხმაც ჩვეულ ტონს დავუბრუნე -აი მოვა ლუკა და გვეტყვის-ისევ მაკანკალებდა, მარიმაც შეამჩნია, მაგრამ ისიც შეამჩნია ბიჭმა გათბობა მაქსიმუმზე რომ დააყენა -შენთან გადავივლებ და გამოვიცვლი, თორე ასე ჩემებს რომ დავენახო მარინა საფლავში ჩაწვება, მერე მამაჩემი მაგისთვის შემიძულებს და მომკლავს-გამეცინა მშობლების გახსენებაზე -ვგიჟდები კახაზე, ყველაზე ძერსკი გოგოს მამაა, მაგარი ჯიგარია -ნუ იკითხავ, დღეს ვეკითხები გამიშვებთქო და იცი რა მიპასუხა? - რას გეტყოდა ცოლთან დამტოვე მერტოო -ზუსტად ეგ მითხრა- მანქანაში სამივენი იცინოდნენ- შენ რა გაცინებს კალმის ქურდო, მამაჩემსაც დასცინის -მე შენ დაგცინი თორე მაგ კაცმა მე რა დამიშავა? -და მე რა დაგიშავე?-გავვოცდი, მე რა უნდა დამეშავებინა დღეს გაცნობილი ბიჭისთვის -შენ რომ მომეცი ის კალამი არ წერდა და მოვისროლე ნაგავში, სხვამ მათხოვა -ეგ რომ ლანას არ უთქვამს?-ეჭვისთვალით გავხედე ახლადგაცნობილს -ლანასთვის არ მითქვამს წვიმის ქალბატონოვ- ნიშნისმოგებით გადმომხედა და მანქანაც გააჩერა. ჩემი სველი ქურთუკი მარიმ დაიჭირა, თავისი მჭიდროდ შემომხვია და მანიშნა წავიდეთო -შენ გოგო გიჟი ჰო არ ხარ, მე ისედაც სველი ვარ, შენი დასველება მინდა ახლა?-სასწრაფოდ გავიძრე მისი ქურთუკი -გეცვას მეთქი ტასო ნერვები არ მომიშალო -გამორიცხულია, ისედაც ერთი ბეწო გინდა და ეგრევე ცივდები -დავსველდი ხალხო არ გადმოდიხართ? ერთი ქურთუკი რა გახდა აჰაა ჩემი- თავისი გაიხადა თორნიკემ და უცებ მოხვია მარის, მარიმაც შეიკრა თავისი მე მომცა და ჭინკებ ათამაშებული თვალებით შემომხედა -აღიარე ჰო კაი ბიჭია- მეჩურჩულებოდა -ჩემთვის თუ შენთვის გიჟო -და გიჟს მე მეძახის -შენ ჩემი მეჯვარე უნდა იყო იცოდე და არ დამასწრო გათხოვება- სიცილით გავკარი მხარი და უცებ შევირბინეთ სახლში -ტელეფონი შემიერთე მარი და ტანსაცმელი შემომიტანე, შენი ოთახის აბაზანაში ვიქნებიიი- უცებ შევაჩეჩე მარის ტელეფონი და მეორე სართულზე, მის ოთახში შევვარდი. ცხელი წყალი საოცრად მესიამოვნა გაყინულ ტანზე, მწვავდა წყალი და მაინც მსიამოვნებდა. ოდნავ სითბო რომ ვიგრძენი, ახალი შამპუნები და გელები შევამჩნიე, ამათ ჰომ არ იყენებდა ჩემი დაქალი, ალბათ მობეზრდა ის ძველები, მხრები ავიჩეჩე და იქმდე გავაგრძელე ბანაობა სანამ სხეული სრულიად არ გამითბა. იქვე ჩამოკიდებული პირსახოცი შემოვიხვიე ტანზე, რომელიც ასევე მეუცხოვა და ოთახში გავედი -ვაიმე- თვალებზე ხელი ავიფარე, წინ წელს ზევით შიშველი ლუკა მედგა -შენ უნდა იფარებდე თუ მე თვალებზე ხელს საკითხავია-ბიჭის მოგუდული ხმა მისწვდა ჩემს ყურებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




