შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარეული (თავი 1)


6-07-2016, 01:43
ავტორი sociopati
ნანახია 1 562

ბამმ!!! ლუკამ შამპანური გახსნა. გარშემომყოფები მოერიდნენ. არავის სურდა სახლის გზას სველი დასდგომოდა.გარეთ ციოდა, დეკემბერი იყო. როგორც კი დიდი ამოფრქვევა დასრულდა ბოთლიდან,მის გარშემო ჭიქები გაჩნდა.ჩემს კაბინეტში ვიყავით შეტენილები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ავღნიშნავდით,თუმცა ხუთი კაცის კვალობაზე საკმაოდ ხმაურიანად.არა, ახალ წელს არა. ამ შემთხვევაში მოთხრობის წერას სამიდან უკუთვლით დავიწყებდი.
-აბა, როგორ გრძნობს თავს ჩვენი გმირი?-მიკითხა ლუკამ და თან თავისი ფართო ღიმილი გამოაჩინა."სულ მცირე 54 კბილი მაინც ექნება" გავიფიქრე.
-პირველი ნაძირალა,რომელიც ციხეში ჩააყუდე.გილოცავ ზი!(ლიზის შემოკლებული ვერსია)-იყვირა მეორე მხრიდან ანაბელმა.ეტყობოდა,რომ ცოტა შემთვრალიყო.
-არ ვიცი... თითქოს ზედმეტად მიხარია-მივუბრუნდი ლუკას.
-იცი რა ძვირფასო?!შენ ერთადერთი ხარ,ვისაც შეუძლია სასიამოვნო მოგონება დაიტოვოს პიველი საქმიდან.ჰო და... მოეშვი და ისიამოვნე.კარგი?-საპასუხოდ თავს ვუქნევ.
დარჩენილი საღამო შამპნურის წრუპვაში გავატარე.ჩემით აღარავინ არ დაინტერესებულა.ისეტი შეგრძნება მეუფლებოდა თითქოს მათთვის მხოლოდ გართობის მიზეზი ვიყავი."ოთხ დღეში გახსნილი პრიმიტიული მკვლელობა ახალი გოგოს მიერ. მოდო ავღნიშნოთ! ეს ხომ შესანიშნავი მიზეზია დასალევად!"გავიფიქრე მათ შემყურე.დომინოს პრინციპით დავიშალეთ, ერთმანეთის მიყოლებით გავცვივდით სახლებისაკენ.
ლიფტი არ მუშაობს. მერვე სართულზე ფეხით ავაჭერი და შევაჭერი ჩემს ბინაში,რომელიც პოლიციის შენობის დაპრესილი ვერსიაა. არის რამოდენიმე განსხვავება.პოლიციის შენობა ვერ დაიკვეხნის ისეთივე ხხედით როგორიც ჩემს სახლს აქვს,თან იქ საძინებლები ნამდვილად არ აქვთ.ჩვეულებრივ ამ დროს ჩაის ვსვამ და ფანჯრიდან ქალაქის ციმციმა შუქებს ვუცქერ,მაგრამ "წვეულების" შემდეგ ისეთ მდგომარეობაში ვარ გასაღების კლიტეში შეტენვას და მის გადატრიალებას ძლივს ვახერხებ,რომ შემოსასვლელი კარი დავკეტო.როგორც იქნა მივაღწიე საძინებელს. საწოლზე მკვდარივით დავეძნეყვე,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.მან კი ისეთი ხმა გამოსცა გეგონებოდა ამოიოხრაო. თვალები დავხუჭე და სიზმრების მორევში ჩავიძირე.
"კივილიი!ამის გამგონეს ისეთი გრძნობა მეუფლება თითქოს სული და სხეული ერთმანეთს დაშორდა.დასხლტომას ცდილობს. სიკვდილი არ უნადა. ამას მის წყლიან თვალებში ვკითხულობ.უნდა გაექცეს, მაგრამ ორივე ფეხი მოტეხილი აქვს.ძირს გდია და ხელების დახმარებით მიბობღავს.ვერაფერს ვაკეთებ. ასე მგონია თოკით ვარ შეკრული,ვერც ვყვირი,სხეული ამის საშუალებას არ მაძლევს.ბრძოლაა სულსა და ხორცს შორის.აი,ისიც გამოჩნდა. ის,ვინც ამ კივილის მიზეზი იყო, ამ საბრალო არსებისთვის მოვლენილი სიკვდილი.შავ ტყავის ხელთათმანიან ხელში დანა უჭირავს.ხელი მაღლა აღმართა. ისე მინდა ყვირილი ლამისაა გავსკდე. დანის პირის გაელვება და ყველაფერი სისხლით იფარება."
საწოლიდან წამოვხტი თავი ვეღარ შევიმაგრე და გადმოვვარდი.რამოდენიმე წუთი დამჭირდა,რომ საშინელი კოშმარის შემდეგ რეალობას დავბრუნებოდი."ეს მხოლოდ სიზმარი იყო" ვუმეორებდი ჩემს თავს.საწოლზე ჩამოვჯექი და ხალიჩაზე ჩემი ფეხსაცმლის ტალახიანი ნაკვალევი შევნიშნე.დიდად არ გამკვირვებია, ისიც კი არ მახსოვს ნორმალურად საწოლამდე როგორ მოვაღწიე,თუმცა თუ ჩემს ნაკვალევს დავუჯერებ ბარბაცითა და რვიანების ხაზვით.ჩემ სიზმარს მხოლოდ ჩემს სამუშაოს თუ დავუკავშირებდი.მე ხომ ახლახანს გავხსენი მკვლელობის საქმე?!(რათქმაუნდა ამას ჩემი გუნდის წევრების გარეშე ვერ მოვახერხებდი) ტანსაცმელი გამოვიცვალე,ფეხსაცმელები იქვე მივყარე,ჩაი მოვიმზადე და ფანჯარას მივაჩერდი,რომლის მიღმაც ფიფქები ნამცეცებად ცვიოდა.ეს კოშმარი უკვე აიხსნა(ჩემი სამუშაო), მაგრამ მასზე ფიქრს მაინ ვერ ვწყვეტდი."დღეს კვირაა" მოულოდნელად გაიელვა ამ ფრაზამ ჩემს გონებაში. რას გააკეთებდა ჩვეულებრივი მარტოხელა ქალი დასვენების დღეს? არ ვიცი, მაგრამ ისეთი მატოხელა ქალი,როგორიც მე ვარ პრველ რიგში შეწყვეტდა ამ საშინელ სიზმარზე ფიქრს და რაიმით განიტვირთებოდა, ჩემ შემთხვევაში ჩაწვებოდა ცხელი წყლით სავსე აბაზანაში და თან იფიქრებდა იმაზე თუ როგორ მოეშორებინა ტალახის ლაქები ხალიჩიდან.ამგვარმა განტვირთვამ მანამდე გასტანა სანამ არ მივხვდი,რომ წყალი ზედმეტად გაცივდა. მდივანზე წამოვგორდი და ჟურნალების კითხვა დავიწყე."ირინა შეიკი სექსიმბოლოდ აღიარებული სუპერმოდელი კარიერასა და პირადზე","12 მიზეზი,რომ რუსკა მაყაშვილი შეგიყვარდეთ"...სელებრეთების სამყაროში ჩაძირულს ტელეფონის ზარი მაფხიზლებს.
-გისმენთ
-ალო,ზიიი თავისუფალი დრო გაქვს დღეს?-გამიკვირდა ანაბელის ხმა,რომ გავიგონე.
-გააჩნია რაში უნდა დავხაჯო ეს თავისუფალი დრო-ამ სიტყვების საპასუხოდ ანაბელმა ჩაიცინა
-ჰო სასაცილოა ნამდვილად.ნამდვილად სასაცილოა ანაბელ
-მოკლედ არ მინდა დონატებს მარტო შევექცე. არ გამოხვალ?
-ეგ სამუშაო დღებში არ გეყოფა?-თან მეცინება
-ნუ გავიწყდება,რომ შენც პოლიციაში მუშაობ ზიიი.
-კარგი გამოვალ. ისევ იქ ხო?
-აჰამ-და გათიშა
უცებ ავისხი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი,მოვისხი პალტო,დავიხურე ქუდი,ჩანთა ავიღე და არააა... ოღონდ ეს არაა!სადაა ჩემი ტყავის ხელთათმანები? !!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent