შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორი გმირი [თავი მე-2]


4-02-2022, 19:21
ავტორი L.G-25
ნანახია 1 198

ელი უკვე გონებას კარგავდა ტკივილისგან ფეხზე ადგომაც არ შეძლო,უნდოდა გაქცევა მაგრამ ვერ დგებოდა, უცბად ფეხის ხმა მოესმა, ვიღაც უახლოვდებოდა, შიში იგრძნო მთელი სხეული უთრთოდა , ფიქრობდა აი ახლა მოვლენ და წამიყვანენ, ჩამომახრჩობენ ან თავს მომკვეთენ.
-ჰეი ის აქ არის, ხომ გითხარით რომ აქ იქნებოდა!
ნიშნის მოგებით თქვა ვიღაცამ, მისი ხმა ზედმეტად ბავშური იყო, ელი მიწაზე სახით ეგდო ძალა მოიკრიბა თავი აწია და საკნის კართან მდგომს შეხედა, ეს ის ბიჭუნა იყო დილით რომ შეხვდა, მის გვერდით თავისი მეგობრებიც ედგნენ.
-ნუ ღელავ აქედან გაგიყვანთ გმირო.
ელი არ იცნობდა მათ, თუმცა მათი დანახვისას სიხარული იგრძნო, მიხვდა რომ გადარჩა, აწი მას საფრთხე აღარ ემუქრებოდა. დასისხლიანებული ტუჩბი ძლივს გაამოძრავა და გაიღიმა. ბიჭები ბევრს ეწვალენ კარის გაღბას, საბოლოოდ გააღეს ელი ფეხზე წამოაყენეს, მისი ხელები მხრებზე გადაიდეს და დილეგიდან გამოიყვანეს.
-ჯობს მალე წავიდეთ სანამ მცველებს დავუნახივართ!
სადღაც შორიდან კვლავ გაისმა ფეხის ხმა, მაგრამ ამაჯერად ეს ფეხის ხმა უფრო მძიმე იყო, თითქოს ვიღაცა რკინებ ასხმული მოდიოდა. ბიჭები ამ ხმაზე შეკრთნენ, აშკარა იყო ის ვინც უახლოვდებოდა მათი მეგობარი არ იყო.
-აქედან სასწრაფოდ უნდა გავიდეთ თუ ის დაგვიჭერს სიკვდილი არცერთს არ აგვცდება!
-მართალია უკანა წავიდეთ იმ კარიდან გავიდეთ საიდანაც მკვდრები გაჰყავთ.
ბიჭებმა სწრაფად სიარული დაიწყეს, ხმა ნელნელა მიჩუმდა, თითქოს უკვე ის ძალიან შორს იყო მათგან. როდესაც კარს მიუახლოვდნენ კაცი შეამჩნიეს, რომელსაც სიმთვრალისგან მჯდომიარეს ჩამოსძინებოდა, ბიჭებმა სვლა ჩუმად და ფრთხილად განაგრძეს, კარი გამოაღეს, მაგრამ ეს კარი იმდენად ძველინ იყო რომ ჭრიალი დაიწყო, მცველისკენ გაიხედეს, ის ოდნავ გაფართხალდა, თუმცა არ გაღვიძებია, სწრაფად გავიდნენ კარიდან. კარს იქით სასაფლაოზე აღმოჩნდნენ, იქ სადაც დაღუპულ პატიმრებს მარხავდნენ, სასაფლაო დიდი იყო, მისი ბოლო არც კი მოჩანდა, ელი ძლივს იყურებოდა თვალებიდან, არ იცოდა ეს იმის გამო იყო რომ ბნელოდა თუ იმის გამო რომ მეომრებმა სახეში ბევრჯერ დაარტყეს.სასაფლაოს რომ გაცდნენ შეამჩნია სასახლე, რომელიც სანთლის შუქით იყო განათებული, უცბად ელს ყველაფერი გაახსენდა თუ რატომ დაიწყო ეს ჩხუბი და რატომ აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში, პატარა გოგონა მის გონებაში კვლავ ამოტივტივდა.
-ოჰ არა ის ხომ ისევ აქ არის მას უნდა ვუშველო.
წამოიყვირა ელმა და ბიჭების მხრებიდან ხელები ჩამოხსნა, სასახლისკენ წასვლა დააპირა, მაგრამ როგორც კი ერთი ნაბიჯი გადადგა მაშივე შებორძიკდა და მუხლებზე დაეცა.
-ახლა არ გინდათ, იქ თუ წახვალთ მაინც ვერაფერს გააკეთებთ, აჯობებს სახლში წავიდეთ და მისთვის სხვა დროს დავბრუნდეთ.
წარმოთქვა მაღალმა ბიჭუნამ, სევდანარევი ხმით და ელს ნაღვლიანი თვალებით შხედა, ისეთი სახე ქონდა თითქოს ელის ყველა ტკივილს გრძნობდა, თითქოს ის ცემეს და არა ელი.
-კი მაგრამ ის ხომ პატარა გოგონაა აქ ვერ დავტოვებთ მაგ ნაბიჭვრების ხელში!
-მესმის მაგრამ ახლა მისგამო შენ ვერ ჩაგაგდებთ სფრთეში.
-ასე არ შეიძ......
ელმა სიტყვის დასრულებაც ვერ მოასწრო ძირს დაეცა და გონება დაკარგა, ბიჭებმა ზურგზე მოკიდეს მორიგეობით მიჰყავდათ ელი.
მამლის ყივილი გაისმა, ფანჯრიდან თბილი სინათლე ეფინებოდა ოთახს, ელმა თვალები ნელ-ნელა გაახილა, უცნაურ და მაგარ საწოლზე იწვა, თუმცა დალურჯებები უკვე გამქრალიყო, აღარაფერი ტკიოდა. კარზე კაკუნი გაისმა.
-უკვე გღვიძავს?
-კი
-შეიძლება შემოვიდე?
-კი შგიძლია შემოხვიდე.
კარი პატარა ბიჭუნამ შემოაღო,დიდი ლამაზი ღიმილით შემოვიდა სახე უნათებდა, ხელში ტნსაცმელი ეჭირა, საწოლს მიუხლოვდა და ელის გვერდით მდგარ სკამზე დააწყო.
-ჩაიცვი და საჭმელად გამოდი, ბილმა ყველაფერი გაამზადა, ყველა შენ გელოდება.
-კარგი მალე გამოვალ.
ელი გაოგნებული შეჰყურებდა ბიჭუნას, ის ფრთხილად გავიდა და კარები მოიხურა. ელი ტანსაცმელს გადაწვდა, უცნაური ტანსაცმელი იყო, უნდოდა თავისი სამოსი დაეტოვებინა, მაგრამ იცოდა თუ ამ ტანსაცლით სიარულს გააგრძელებდა ირგვლივ ხალხს ბევრი კითხვა გაუჩნდებოდა.ტანსაცმელი გამოიცვალა, მას ჯერ კიდევ ვერ გაეგო სად იყო ან იმ პატარა გოგონას რა დაემართა, ბევრი კითხვა ქონდა, მაგრამ პასუხები არ იყო, ერთადერთი ვისაც პასუხები ქონდათ ეს 3 ბიჭი იყო. ელმა კარი გააღო, 3 ბიჭუნა პატარა მაგიდის გარშმო დამსხდარიყვნენ და ელს ელოდნენ, საჭმლისთის პირიც არ დაუკარებით, ელს შეჰყურებდნენ ელოდნენ მას რათა ერთად დაეწყოთ ჭამა.ელი თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა ბიჭებს გადახედა, ყველამ ჭამა დაიწყო, ელმაც დახარა თავი და ჭამას შეუდგა, როდესაც მორჩნენ ელი მიხვდა რომ ახლა დრო იყო თავის კითხვებზე პასუხები მიეღო, ჩაახველა და ლაპარაკი დაიწყო.
-დიდხანს მეძინა?
-არცისე 4 დღე გეძინა.
-4 დღე?! ღმერთო ჩემო. და იცით აქ როგორ აღმოვჩნდი? და საერთოდ გმირს რატომ მეძახით?
-ჰეჰე
პატარა ბიჭუნამ ჩაიღიმა და ბედნიერმა უთხრა
-იმიტომ გეძახით რომ შენ აქ ჩვენ გადასარჩენად მოხვედი.
-მე? მაგრამ აქ ჩემი სურვილით არ მოვსულვარ, არც კი ვიცი აქ როგორ აღმოვჩნდი.
-აქ შნით არ მოსულხარ, ჩვენ მოგიყვანეთ.
თქვა მაღალმა ბიჭმა და ელს ყველაფერი მოუყვა, აღმოჩნდა რომ სოფელს მეფის სახელით თავადები ატერორებენ, ისინი ფულს და საჭმელს ართმევენ მოსახლეობას, ბოლოს ესეც არ იკმარეს და ხალხის ხოცვაც დაიწყეს. თურმე ბიჭები ადრე მარტო არ ცხოვრობდნენ მათ ბაბუა ზრდიდა, ის მმართველებმა მიკლეს ღალატისთვის და სწორედ მან ასწავლა რიტუალი რომლითაც ბიჭები შეძლებდნენ გმირის გაოძახებას, რომელიც მათ გადაარჩენდა. ეს მათ სოფელში ლეგენდა იყო, თურმე ერთ დროს როდესაც ხალხს ძალიან უჭირდა მათ ღმერთმა გმირი გამოუგზავნა რომელმაც მათ დახმარების ხელი გაუწოდა, როდესაც გმირი ყველას დაეხმარა ის უკვალოდ გქრა და დატოვა წერილი სადაც თქვა რომ გაჭირვების ჟამს კვლავ დაბრუნდებოდა.
ელს უკვირდა ეს ყველაფერი. გმირი? მაგრამ ის ხომ არასდროს დახმარებია არავის, რატომ ის?! ან რა უნდა ექნა, ის ხომ გმირი არ იყო, ნამდვილად არ იყო ის ადამიანი, რომელსაც გმირობები უნდა ჩაედინა ან ვინმე გადაერჩინა. შიში იგრძნო ის უცხო ადგილას იყო და მხოლოდ ეს არა ხალხი მას გმირად ხედავდა, არადა მან კარგად იცოდა, რომ სინამდვილეში მასში გმირული კი არა ადამიანურიც კი არაფერი იყო. მთელი ცხოვრება ხალხს ფულს პარავდა, სხვებს ზიანს აყენებდა, არასდროს არავის დახმარები, მისგან არასდროს არავინ არაფერს ელოდა ახლა კი ყველა მისგან გმირობას ელის, ეშინოდა რომ ხალხს ის იმედებს გაუცრუებდა, ამიტომ აქ დარჩნას არ აპირებდა გადაწყვიდა უკან სახლში დაბრუნებულიყო რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეს.
-და აქედან წასვლას როგორ შვძლებ?
-აა აქედან ვერ წახვალ.
-რას ქვია აქედან ვერ წავალ თქვენ რა გაგიჟდთ?!
-უბრალოდ იმას ვამბობ რომ აქედან მანამ ვერ წახვალ სანამ შენს მისიას არ შეასრულებ, რისთვისაც გამოგიძახეთ.
-რაა? ოჰ ჯანდააბაშიც წასულლა ეს ყველფერი და რა არის ჩემი მისია?
-შენ უნდა დაგვიხსნა ბოროტი მმართველებისგან და ადამიანებს დაეხმარო რათა მათ აღარ იშიმშილონ.
ელი ამან ძაან გააბრაზა, როგორ უნდა გამხდარიყო ის ვინც არ იყო, მაგრამ იქნებ არც იყო საჭირო სხვა ადამიანად გახდომა, იქნებ ქურდბაცაცა გოგონასაც შეეძლო ამ დამპალი მმართველების მოშორება, ეს ხომ ძალიან რთულიც არ იყო. ფეხზე წამოდგა და ომახიანად წამოიყვირა,
-მაშ პირველ რიგში საკვები უნდა დაგიბრუნოთ, ჩვენ სასახლეში წავალთ საკვების და იმ პატარა გოგონას დასაბრუნებლად.
-კი მაგრამ იქ ასე მარტივად ვერ შვალთ.
-ეგ თქვენ ვერ შეხვალთ, მე კი მაგაზე დაცულ ადგილებშიც შევსულვარ ჰეჰე...
ელმა გადაწყვიტა ჯერ სოფელი შეესწავლა და დასამალი ადგილები ენახა, შემდეგ კი სასახლე ენახა გაეგო, როგორ იცავდნენ მას და სად იყო სუსტი ადგილები საიდანაც შესვლას შეძლებდა.
უკვე რამდენიმე დღე იყო გასული, ელი ქუჩებში დაბორიაობდა და გარემოს სწავლობდა, მოულოდნელად ხმაური ატყდა, ყველა ერთი მიმართულებით გარბოდა და რაღაცებს ჩურჩულებდნენ.
-დღეს ის დღა, დღეს კარლოს თავს მოკვეთენ.
-ჰო დღეს მისი დასჯაა, საწყალი ბიჭი ჯერ ხომ ასეთი ახალგაზრდაა....
ელი ბრბოს უკან გაჰყვა ცდილობდა დაენახა რა ხდებოდა, უცბად ახალგაზრდა კაცის სახე დაინახა შემაღლებულ ადგილზე მიჰყავდათ, უცნაურ დიდ ხის ნაჭერთან მიიყვანეს და ზედ თავი ჩამოადებინეს, გვერდით კაცი ედგა უზარმაზარი იყო და ხელში თავისზე დიდი ნაჯახი ეჭირა, ელი შიშმა აიტანა ბრბოს გარღვევა ცადა ყვიროდა, იძახდა ეს არ ექნათ, თუმცა ირგვლივ ხმაური იყო მისი არავის ესმოდა.
-არაააა....
დაიყვირა მან და სცენის წინ აღმოჩნდა, ბიჭი მას თვალებში უყურებდა,სევდიანი თვალები ქონდა, თითქოს არ უნდოდა სიკვდილი, მაგრამ მაინც მშვიდად იყო, არ ეშინოდა და არც გაქცევას ცდილობდა, ცოტათი უხაროდა კიდეც, ელს ოდნავ ჩაუღიმა. კაცმა ნაჯახი მაგრად მოიქნია და ბიჭს თავი მოაჭრა, ირგვლივ ჰაერში სისხლი გაიფანტა. ელს ყურებშო რაღაც სევდიანი მუსიკა ჩაესმოდა, რომელიც გულს ძალიან ტკენდა ვრ გაეგო ეს სიმღერა ახლა რატომ გაახსენდა. სისხლი ირგვლივ მიმოეფინა, ელის სახე იმდენად ახლოს იყო, რომ მის სახეზეც აღმოჩნდა ბიჭის სისხლი, ელი გაოცებული იდგა ვერ ინძრეოდა, ბიჭის თავი წინ გადმოვარდა და ელის ფეხებთან მიგორდა, ამის დანახვაზე კანკალი დაეწყო, გაქცევა უნდოდა მაგრამ სხეულს ვერ იმორჩილებდა, ბიწჭის თავს თვალს ვერ აშორებდა.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესოა,განსხვავებული სიუჟეტით.მომწონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent