თავშესაფარი ( თავი 1)
საშინელი ქარი ქროდა, გადაწეული ფარდიდან ოდნავ ბჟუტავდა სინათლე. ქარის ხმა ნოსტალგიური განწყობაზე აყენებდა გოგონას. უსიამოვნო მოგონებებს უშლიდა, მძიმე ბავშვობას ახსენებდა. იმ დროს როცა პატარა ფიცრულში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, სადაც ქარი ისე ქროდა როგორც გარეთ... ხელებით სახე მოისრისა, თმა უკან გადაიწია, თითქოს ამ მოძრაობით უსიამოვნო ფიქრებს თავიდან მოშორებას შეძლებდა. ლოგინში თბილად მოკალათებული, მაგრამ ძილი არა და არ ეკარებოდა , უსიამოვნო ფიქრები დაგორებული ძაფის გორგალივით იხლართებოდა მის გონებაში. და რა არის ცხოვრების გაგრძელებისთვის უფრო მნიშვნელოვანი? საიდან მოდიხარ თუ საით მიდიხარ?! პასუხის გაცემა რთული იყო, იმ ბევრი კითხვის მსგავსად რომელიც მართას დაძინების საშუალებას არ აძლევდა. * * * - თვალის უპები სულ ამოღამებული გაქვს, გუშინაც ვერ დაიძინა არა? - შეწუხებულმა გახედა ნიცამ მეგობარს, ყავით სავსე ჭიქა გაუწოდა და შეწუხებულმა ჩააშტერდა თვალებში - გამოსავალზე ვფიქრობდი, არ შეიძლება არ არსებობდეს რამე გზა... -კარგი რა მართა, შენ ხომ გინდა დაივიწყო წარსული, რაში გჭირდება სახლი, რომელიც მუდამ გაგახსენებს იმას რაც იქ მოხდა, თანაც თუ შეიძლება იმ ქოხს სახლი ერქვას - ოდნავ შეფარვით გაუღიმა მეგობარს გოგონამ და მხარზე ხელი გადადო- კონცენტრიდი მომავალზე, მალე დიპლომს ავიღებთ და წინ დიდი ოცნებებისკენ ვივლით- უკვე სახე გაბადვროდა ნიცას, მომავალზე და დიდ გეგმებზე ფიქრიც კი აბედნიერებდა -არ მინდა სახლის დაკარგვა, რაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა მოხდეს ის ჩემი სახლია- უხერხულად შეიშმუშნა მართა, რამდენიმე წამის შემდეგ კი დასძინა - რაც არ უნდა იყოს მომავალში, როგორი ნათელიც არ უნდა იყოს მომავალი, წარსულს ვერ გავექცევი - ვერ გაქცევი თუ არც გინდა გაქცევა? ზოგჯერ ვფიქრობ რომ შენ ამის სურვილიც კი არ გაქვს, მითხარი რატომ იტანჯავ თავს? ის სახლი არაფერში გჭირდება, შენც ხომ იცი? - დათმე, დამპირდი რომ იფიქრებ ამაზე - გპირდები, ეჭვნარევად გახედა მეგობარს მართამ და ფართოდ გაუღიმა- გვპირდები ვიფიქრებ დათმობაზე , მაგრამ ვერ დაგპირდები რომ შევძლებ - კარგი,დავუშვათ ვერ გადადგი ნაბიჯი და ვერ შეელიე, გაქვს რამე გეგმა ? ფულიც კი არ გაქვს, მოდი აქ დავსხდეთ- სკვერში მდგარ სკამზე ანიშნა ხელით - არ ვიცი ბიძაჩემთან საუბარი არ გაჭრის, მისთვის ჩემი სურვილი და ინტერესი ოდნავადაც არ არის მნიშვნელოვანი, როგორც არ უნდა ვთხოვო , თუნდაც ვემუდარო მისთვის ფინანსური კეთილდღეობა ჩემს სურვილზე მნიშვნელოვანია - სევდიანად ამოიხრა - თან ბედი ხომ უნდა არა? მის სახელზე რომ არის სახლიც?! დედაშენი საერთოდ არ ფიქრობდა შენზე - გაბრაზებულმა დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვები წამში ინანა, როცა მეგობრის სახეზე სინანული და სასუწარკვეთა ერთდროულად გაკრთა - მართ, ძალიან გთხოვ მაპატიე, ეგრე არ მინდოდა თქმა - არ იდარდო ნიცა, ახალი არაფერი გითქვამს - თბილად გაუღიმა და უხერხულობის გასაფანტად მოეხვიე გოგონას- მიხარია რომ შენ მყავხარ - გულწრფელად მთელი სითბოთი უჩურჩულა მეგობარს და სტუდენტებით სავსე პარკს თვალი მოავლო. საწოლზე წამოწოლილმა თვალი მოავლო ნაქირავებ ბინას, პატარას მაგრამ კომფორტულს. მესამე წლის თავზე უკვე ცოტათი შეეჩვია ამ ბინას და უკვე ელამაზებოდა კიდეც. არც სიძველისგან გადაცრეცილი კედლები აღიზიანებდა ძველებურად. ქარი ჩამდარიყო. ფიქრებით ისევ თავის მშობლიურ ფიცრულზე ფიქრობდა, რომელიც დიდ ყვავილებით სავსე ეზოში იდგა, უყვარდა თავისი ეზო, მამას ახსენებდა, მამას რომელიც ძალიან ადრე დაკარგა, დაკარგა მშობელი, მეგობარი და მასთან ერთად, ერთადერთი გულშემატკივარი. არ უნდოდა სახლის დაკარგვა მიუხედავად ყველაფრისა...სახლი ცუდ მოგონებებთან ერთად ბევრ კარგსაც ინახავდა, მიუხედავად იმისა რომ წლები ისე გავიდა ერთხელაც არ ჩასულა მის სანახავად. ის მისი სახლი იყო და უნდოდა მისი შენარჩუნება, თუნდაც არასდროს დაბრუნებულიყო იქ, უბრალოდ ისიც საკმარისი იქნებოდა, რომ სცოდნოდა ფიცრული ძველ იერსახეს ინარჩუნებდა. *** ლექციებს აცდენდა, მისი გონება ვერ კოცენტრირდებოდა უნივერსიტეტზე, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა როგორ დაეთანმებინა თავისი ერთადერთი ნათესავი, რომ გადაეფიქრებინა მისთვის სახლის გაყიდვა . დიდი ხანი იდგა ბინის კარებთან, ზართან მიტანილი თითი ოთხჯერ დააბრუნა უკან, არ უნდოდა მისი ნახვა, მაგრამ სურვილი იმდენად ძლიერი იყო ძალა მოიკრიბა და ზარი დარეკა, რამდენიმე წამის შემდეგ კარი საშუალო სიმაღლის ჭაღარა შერეულმა , მკაცრი, ცივი გამომეტყველების მქონე კაცმა გააღო და ცივი უემოციო სახით მართა შეიპატიჟა შინ, ისე რომ წლების უნახავი დისშვილი არც კი გადაუკოცნია - რამ შეგაწუხა- ცივად მიუგდო სასხვათაშორისოთ და ხელით სავარძლისკენ ანიშნა დაჯექიო - მოვედი - ხმა აუკანკალდა გოგონას- სალაპარაკოდ მოვედი - რასთან დაკავშირებით? - ჩემს სახლთან დაკავშირებით - მკაფიოდ გამოთქვა სიტყვები და მდიდრულად მოწყობილი სახლის შეთვალიერებაც მოასწრო - შენი სახლი? - ცინიკურად ჩაიღიმა კაცმა და სავარძელში გადაწოლილმა ხელში აკიდებულ სიგარეტს ჩააშტერდა - შენი სახლი რომელია? ხომ არ დაგავიწყდა რომ შენთვის შენს მშობლებს არაფერი დაუტოვებია - დავით, ძალიან კარგად იცი რომელ სახლზეც გასაუბრები და ეგ სახლი მამამ მე დამიტოვა- უკვე სიმკაცრე შეპარვოდა ხმაში მართას - ეს სახლი დედაშენმა მე გადმომიფორმა სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე, და ასეც რომ არ იყოს შენ ის სახლი არ გეკუთვნის და შენც ძალიან კარგად იცი რატომაც- სიმშვიდეს და ირონიას არ კარგავდა კაცი - მე სახლის დათმობას არ ვაპირებ - და როგორ აპირებ ჩემს შეჩერებას? ან რაში გჭირდება ის სახლი? ორივემ კარგად ვიცით რომ შენ იქ ცხოვრება არ შეგიძლია - ზანტად წამოდგა კაცი და ფანჯარას ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მე მას გავყიდი და და შენ ვერ შემაჩერებ - ვნახავთ- გაბრაზებული წამოენთო მართა, ზიზღით შეათვალიერა ნათესავი, კბილებში გამოცრა- ერთხელ მაინც მოიქეცი ისე, როგორც ნამდვილ ბიძას შეეფერება- სწრაფი ნაბიჯით დატოვა ბინა და კარი მთელი ძალით გაიჯახუნა. კორპუსიდან გამოსულს გრილი ჰარი ესიამოვნა, თითქოს სიომ ოდნავ დააცხრო მისი მრისხანება მაგრამ ვერაფერი მოუხერხა ღაწვზე ჩამოგდებულ ობოლ ცრემლს. * * * ნიცასგან ნათხოვარი მანქანა სახლის წინ გააჩერა, უკვე საათზე მეტი ასე გაუნძრევლად იჯდა მანქანაში და გადასვლას არ აპირებდა. უჭირდა სახლში შესვლა, იცოდა ყველა მოგონება ერთად ამოტივტივდებოდა გონებაში, მაგრამ თანახმა იყო. უნდოდა გამომშვოდობება, რადგან იცოდა ბიძასთან ვერაფერს გახდებოდა, ორი კვირა გასულიყო მასთან შეხვედრიდან, ორი კვირა ფიქრობდა და იცოდა რომ არანაირი სახსრები არ ქონდა დავითთან დავის, არც მენტალური არც ფინანსური. ჭიშკრის გარედანაც კი ხედავდა რომ ეზოში ყველა ყვავილი დამჭკნარიყო, დამჭკნარიყო კი არა თითქოს არც უარსებიათ, ისე უკვალოდ გამქრალიყვნენ... სევდა შემოაწვა, ცრემლი ორივე ხელით მოიწმინდა, გამბედაობა მოიკრიფა და ზანტი მოძრაობით გააღო ჭიშკარი. სახლი უყურადღებობისგან იმაზე ცუდ მდგომარეობაში იყო ვიდრე თავის ბავშვობაში. ნელა მიიწევდა კარისკენ, ფეხაკრებით თითქოს ვინმეს ემალებოდა. ისე როგორც ადრე... გასაღებს დაუწყო ძებნა ჩანთაში უცებ მანქანის სიგნალის ხმა რომ გაიგო და ყვირილი - ვისია ეს მანქანა ან როგორი გაჩერებულია? ეზოში როგორ შევიდე?! გასაღები ძირს დაუვარდა მართას, იცნო დავითის ხმა, ტანში გაცრა, ეზიზღებოდა ეს კაცი. აუჩქარებლად, ზანტი მოძრაობით მიბრუნდა ჭიშკრისკენ. ნამდვილად დავითი იყო უცხო ახალგაზრდასთან ერთად. მაღალი და სოლიდურად ჩაცმული მამაკაცის ფონზე დავითი კიდევ უფრო უსუსური ჩანდა მართასთვის და ახლა იმაზე მეტად სძულდა ვიდრე როდესმე. - შენ აქ რას აკეთებ? - გაკვირვება ეტყობოდა დავითსაც , მაგრამ არ უყვირის- რაღაც ადამიანური მაინც შერჩენია - გაიფიქრა ნიცამ და გასაღების ასაღებად დაიხურა, თან წამებში შეძლო შეეთვალიერებინა ახალგაზრდა უცნობი მამაკაცი რომელიც წამში პოტენციურ, ახალ მესაკუთრედ ჩათვალა. - სახლში დავბრუნდი- მრავლისმეტყველი მზერა ესროლა ნათესავს მართამ და ირონიულად გაუღიმა -ჩემს სახლში? - წარბაწევით გაუღიმა მამაკაცმა გოგონას, მართას თავზარი დაეცა, მიხვდა რომ დააგვიანა, რომ სახლი დაკარგა და მრისხანე მზერა მიიპყრო ბიძას. - ამის უფლება არ გქონდა- კბილებში გამოცრა, ყელში მოწოლილი ბურთი ძლივს გადაყლაპა და მანქანისკენ გაიქცა, გზად კი უცნობი მამაკაცის მკაცრი ხმა წამოეწია - მოიცა! - მაგრამ მართა გზას განაგრძობდა უკვე სწრაფი ნაბიჯით და უკან მოხვედვას არ აპირებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.