შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგრამ იმ დღეს ჩემში გიჟიც ვეღარ იყო


16-01-2019, 00:17
ავტორი luana
ნანახია 1 930

გარეთ წვიმდა, ქარი ქროდა საშინელი,
ერთი კაბა, განა როგორ გამათბობდა,
კანკალმა რომ ამიტანა იმ დღეს მივხვდი,
უშენობა სიცივესაც რომ აფრთხობდა.

გარეთ წვიმდა, ქარი ქროდა საშინელი,
ვერ ვხვდებოდი, გზა შენამდე რად დაგრძელდა,
სიყვარული, რომ ვერაფრით დაგიმტკიცე,
იმ დღის მერე, ჩემი თავი მეც შემზიზღდა.

გარეთ წვიმდა, ქარი ქროდა საშინელი,
მე გელოდი, შენი ხმა კი არ ისმოდა,
წვიმის წყალმა რომ შეცვალა ჩემი ცრემლი,
მაშინ მივხვდი, რომ ტირილიც დამეზარა.

გარეთ წვიმდა, ქარი ქროდა საშინელი,
მეგონა, რომ მოხვიდოდი ამ ერთხელაც,
გაპატიე, გეფიცები გაპატიე,
მაგრამ მოსვლა ვერ შევძელი ამ ჯერადაც.

გარეთ მგონი, ალბათ, რავი, ვფიქრობ წვიმდა,
შეიძლება საშინელი ქარიც იყო,
ვიღაც გეტყვის, რომ გიჟივით ვიქცეოდი,
მაგრამ იმ დღეს ჩემში გიჟიც ვეღარ იყო.



* * *
და შენ ისევ დაივიწყე ის პირობა,
და ის ფიცი მარადიულ სიყვარულზე,
ყველაფერი დააბრალე ჩემს ხასიათს,
მე კი მოსვლა მინდოდა და ვერ გავბედე.



№1  offline წევრი sweetgirl

Saocreba xar luana❤️❤️ Ert-erti pavoriti xar am saitze chemtvis ❤️❤️

 


№2  offline წევრი luana

sweetgirl
Saocreba xar luana❤️❤️ Ert-erti pavoriti xar am saitze chemtvis ❤️❤️


როგორი მადლობელი ვარ შენი ასე ერთგულად რომ მკითხულობ და ასეთ სიტყვებს მჩუქნი ❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი sweetgirl

luana
sweetgirl
Saocreba xar luana❤️❤️ Ert-erti pavoriti xar am saitze chemtvis ❤️❤️


როგორი მადლობელი ვარ შენი ასე ერთგულად რომ მკითხულობ და ასეთ სიტყვებს მჩუქნი ❤️❤️❤️

Daimsaxure chemo kargo❤️❤️❤️

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სიგიჟე.. მოიხსენ სამყაროვ ნიღაბი!
ჩემი ჯოჯოხეთი მინდა რომ ვაჩვენო,
ვინ იცის.. ტიროდი, მეძებდი იმ ღამით,
იქ, სად ვერაფერი გადარჩა საჩვენო..

ო, როგორ გელოდი.. რამდენ ხანს.. ვინ იცის?!
რამდენი ფურცელი მარცელანს გასცვივდა,
მძულს ჩვილთა საფლავზე ნაშენი თბილისი,
ქალაქი რომელსაც სულ სისხლი აწვიმდა...

ერთვოდა სიგიჟე გრძელ შუკებს გადაღლილს,
და ვეღარ აღწევდა ჩემამდე ამჯერად,
შენს სურნელს ნაჩუქარს ღრუბლებში გადავღვრი,
კვლავ შევძლო რომ შენი თვალების დაჭერა..

სციოდათ ალისფერ ფარდაგებს ხელების,
თუმცა მარტოობას მაინც არ იმჩნევდნენ,
და ბრმა ნოსტალგიას სველი გახელებით,
თავხედი ფიქრები ქუჩაში მისდევდნენ..

მე ვიცი.. კვლავ მოხვალ.. არ ვიცი საიდან,
არ მინდა სიურპრიზს ვგრძნობდე ან ვხედავდე,
აალდეს, აღველფდეს, რაც შენში განელდა
დე რენესანსივით ყველაფერს ბედავდეს!

რად უნდა სიგიჟე, გრძნობათა არეკვლას?!
მიჯნურის ვნებიან, ცეცხლოვან თვალებში,
ვისთანღა გამექცა ანცი თუ არ ეკლდა?!
რაღად გაეხვია ზღვისფერ დალალებში?!

მოიხსენ სამყაროვ ღიმილის ნიღაბი,
მინდა მაგ ცრემლიან თვალებში გავგიჟდე,
და მთვარე ობოლი ამ ლექსს რომ მიჯღაბნის,
ვარდის ანარეკლში კალთაში ჩამიჯდეს...

 


№5  offline წევრი luana

ლაზარე 13
სიგიჟე.. მოიხსენ სამყაროვ ნიღაბი!
ჩემი ჯოჯოხეთი მინდა რომ ვაჩვენო,
ვინ იცის.. ტიროდი, მეძებდი იმ ღამით,
იქ, სად ვერაფერი გადარჩა საჩვენო..

ო, როგორ გელოდი.. რამდენ ხანს.. ვინ იცის?!
რამდენი ფურცელი მარცელანს გასცვივდა,
მძულს ჩვილთა საფლავზე ნაშენი თბილისი,
ქალაქი რომელსაც სულ სისხლი აწვიმდა...

ერთვოდა სიგიჟე გრძელ შუკებს გადაღლილს,
და ვეღარ აღწევდა ჩემამდე ამჯერად,
შენს სურნელს ნაჩუქარს ღრუბლებში გადავღვრი,
კვლავ შევძლო რომ შენი თვალების დაჭერა..

სციოდათ ალისფერ ფარდაგებს ხელების,
თუმცა მარტოობას მაინც არ იმჩნევდნენ,
და ბრმა ნოსტალგიას სველი გახელებით,
თავხედი ფიქრები ქუჩაში მისდევდნენ..

მე ვიცი.. კვლავ მოხვალ.. არ ვიცი საიდან,
არ მინდა სიურპრიზს ვგრძნობდე ან ვხედავდე,
აალდეს, აღველფდეს, რაც შენში განელდა
დე რენესანსივით ყველაფერს ბედავდეს!

რად უნდა სიგიჟე, გრძნობათა არეკვლას?!
მიჯნურის ვნებიან, ცეცხლოვან თვალებში,
ვისთანღა გამექცა ანცი თუ არ ეკლდა?!
რაღად გაეხვია ზღვისფერ დალალებში?!

მოიხსენ სამყაროვ ღიმილის ნიღაბი,
მინდა მაგ ცრემლიან თვალებში გავგიჟდე,
და მთვარე ობოლი ამ ლექსს რომ მიჯღაბნის,
ვარდის ანარეკლში კალთაში ჩამიჯდეს...


მე ამ სამყაროში რამე თუ გამათბობს,
ეს შენი ლექსია ჩემთვის მორთმეული.
ნუ გიკვირს სიგიჟე, ნუ მელი “ქალბატონს”
ესა ვარ რაცა ვარ, გიჟი ვარ, შეშლილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent