ბედნიერება გაზიარებით (17)
(17) იმ ღამით გვანცამ, პაატას სახლში გაათენა. გაათენა დიახ, რადგან თვალი არ მოუხუჭავს. ძილი არ ეკარებოდა. მთელი რამის ფიქრის შემდეგ, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ თორნიკესთვის არ მოესმინა. „არ მოგცემ უფლებას, თავგზა ამირიო და მოჰყვე თავის მართლებას. დასაწყისშივე რომ ასეთ ფაქტს შევესწარი, განა მომცემს გარანტიას, რომ შემგდეგ არ განმეორდება ეს?.. ო, თავი გამისკდა ფიქრისგან უკვე“... ბალიში პირზე მიიფარა და მთელი ძალით იკივლა. ხმა მოგუდულად გაისმა. თითქოს ეშველა. დაგროვებული სიბრაზე, კივილს ამოაყოლა და ბალიშმა შთანთქა. არ ეძინა ავალიანსაც. თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ერთი კოლოფი სიგარეტი გამოცალა. ფიქრობდა, თუ როგორ დალაპარაკებოდა გვანცას და როგორ აეხსნა სიტუაცია. „დამიჯერებს, კი?!“ ეს კითხვა მოსვენებას უკარგავდა კაცს და იმედს უწურავდა. დიდი ხანი არაა, რაც ერთმანეთს იცნობენ, მაგრამ თორნიკესთვის ეს პერიოდი საკმაოდ საკმარისი აღმოჩნდა, რომ შენგელია, თავიდან ფეხებამდე შეესწავლა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მეორე დღეს სასწავლებელში წასულიყო, იქ დალოდებოდა გვანცას და დალაპარაკებოდა. როგორც კი ინათა, თავი მოიწესრიგა და მაშინვე დაადგა გზას, უნივერსიტეტისკენ, სადაც შენგელია უნდა მისულიყო. შორე-ახლო გააჩერა მანქანა და ლოდინი დაიწყო. • * * * _დილა მშვიდობის. დღეს როგორ ხარ? - ჰკითხა მეგობარს ახალაძემ. _წამითაც არ მძინებია. გამოფიტული ვარ. _ყავას გაგიკეთებ და უცებ მოხვალ ჯანზე. - გაუღიმა ბიჭმა. - რას აპირებ? - დასძინა მერე. _ვაპირებ, რომ არ ვნახო. არ მსურს მისი მოსმენა. არ მინდა თავბრუ დამახვიოს და დამაჯეროს, რომ თითქოს არაფერი მომხდარა მათ შორის. _იქნებ და მოხდა.. _მითუმეტეს!.. ვიცი, რომ მოხდა და მაგიტომ არ მინდა მისი ნახვა და ვისმინო თავის მართლება. - განაცხადა შენგელიამ მტკიცედ. ახალაძე შეფიქრიანდა. _მას აქვს უფლება, რომ აგიხსნას და შენ ვალდებული ხარ მოუსმინო.- დაასკვნა პაატამ. _იმ ქერას აუხსნას და უსმინონ ერთმანეთს, მე შემეშვას. მორჩა და გათავდა. - თქვა გააფთრებული სახით გვანცამ. _აუ, შენ ვირზე რომ შეჯდები, ხომ ვერ ჩამოგიყვანს იქედან ვერავინ, ტოო. - გაბრაზდა ახალაძე, - გასაგებია, რომ არ აპატიებ, მაგრამ თავის მართლების საშუალება ხომ უნდა მისცე ადამიანს. - უცებ თიკა დაუდგა თვალწინ, გულის არეში ტკივილი იგრძნო. - შენ გეშინია მისი..- დაასკვნა ბოლოს. შენგელიამ ისეთი თვალებით გამოხედა, თითქოს უთხრა „მართალი ხარო“. _თავს მოვიწესრიგებ და წავედი სამსახურში. - არ სურდა გვანცას ამ ტემაზე საუბარი მეტად. რამოდენიმე წუთში სამარშუტო ტაქსიში იჯდა და სასწავლებლისკენ მიდიოდა. • * * * რატომ გვეშინია, ხშირად, სიმართლის მოსმენის? რატომ ვამჯობინებთ, ხშირ შემთხვევაში, ტყუილში ცხოვრებას? იქნებ ეს ადამიანის სისუსტეს მიანიშნებს, ან თუნდაც, იმას, რომ სიმართლემ შეიძლაბა, ჩვენს პრინციპებზე გავთქმევინოს უარი. რატომ არ შეგვიძლია, მოვუსმინოთ ერთმანეთს და მერე გამოვიტანოთ დასკვნები... შორიდანვე მოჰკრა გვანცას თვალი. გული მოეწურა მისი დანახვისას. გოგონას უძილობა და დარდი აჰკვროდა სახეზე. ყოველშემთხვევაში, ავალიანის მახვილ მზერას შეუმჩნეველი არ დარჩენია ეს. ჩაფიქრებული მიუყვებოდა ახალგაზრდა ლექტორი გზას. ავალინის მანქანა არ შეუმჩნევია. თორნიკე მანქანიდან გადავიდა და მისკენ გაემართა. _უნდა ვილაპარაკოთ! - წინ გადაუდგა და ბრძანებლური ტონით უთხრა შენგელიას. გოგონა შეკრთა. ფერი დაეკარგა სახეზე. ნერწყვი გადააგორა და ძლივს წარმოსთქვა: _არაფერი გვაქვს სალაპარაკო. გამატარე, ლექციაზე მაგვიანდება. - გვერდის ავლა სცადა, მაგრამ მამაკაცი მკლავში წვდა და გააჩერა. _მე ვთქვი, უნდა ვილაპარაკოთ! - თქვა მკაცრად . თვალებში სისხლი მოწოლოდა და მრისხანებით სავსე მზერით აბრიალებდა. _ არ მინდა შენთან ლაპარაკი. - არ ეპუებოდა გვანცა. _ მე მინდა! - ტონს არ იცვლიდა ავალიანი. შენგელიას პასუხს არ დალოდებია, მანქანისკენ წავიდა, თან გოგონაც წაიყოლა. _ხელი გამიშვი. - ცდილობდა ხელი გაეშვებინა მამაკაცს მისთვის, მაგრამ ამაოდ. თორნიკეს ისე მაგრად ჰყავდა ჩაბღაუჭებული,თავს ვერანაირად ვერ დაიძვრენდა. მანქანის კარი ბრაზით გამოაღო. _აქ დაჯექი და ხმა არ ამოიღო. - უბრძანა შენგელიას და ხმაურით მუკეტა კარები. _რა სიველურეა. - გამოსცრა კბილებში შენგელიამ კბილებში, როდესაც ავალიანიც ჩაჯდა მანქანაში. თორნიკეს გულში გაეღიმა. _სად წახვედი გუშინ? - ხმა ისევ სიმკაცრით და სიბრაზით ჰქონდა სავსე. _სამსახურში. - მოუჭრა მოკლედ, პასუხი. _ვიცი, ახლა რასაც ფიქრობ, გუშინაც რა იფიქრე... ისიც ვიცი, რომ გითხრა არაფერი მომხდარა-თქო, არ დაიჯერებ. მაგრამ მე მაინც შევეცდები, ჩემი გითხრა. იმ ღამით, ჩემსა და ქეთის შორის... _იცი, რა? - გააწყვეტინა სათქმელი ავალიანს, - არ მაინტერესებს, რას შვებოდით შენ და ქეთი, იმ ღამით. ჩემსა და შენს შორის ყველაფერი თქვენთან, რაიმე მაკავშირებდეს, ბატონო თორნიკე. - ტონი მტკიცე ჰქონდა გოგონას. _გვანცა! - იქუხა კაცმა, - რომ გელაპარაკები მომისმინე და სიტყვა არ გამაწყვეტინო. შენგელიამ იყუჩა. მიხვდა რომ საშინლად გააბრაზებული იყო ავალიანი. _რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, - დაიწყო მამაკაცმა, სუნთქვა რომ დაირეგულირა შემდეგ. - მასთან ძალიან იშვიათად მივდიოდი. არასდროს არ მქონია გეგმაში, ამ ურთიერთობით შორს წასვლა. ის დროებითი პარტნიორი იყო ჩემთვის, და მე მისთვის... ხომ გესმის რასაც ვამბობ? - ჰკითხა გვანცას, მაგრამ პასუხს არ დალოდებია, ისე განაგრძო, - მისთვის არ მითქვამს ჩემს ცხოვრებაში სხვა რომ გამოჩნდა. იმ ღამით არ ველოდი თუ მოვიდოდა... მერე გვიანი იყო და ხომ არ გავაგდებდი? ერთად არ ვწოლილვართ.. _ნუ მიყვები დეტალებს, არაა საჭირო. - ამოიდგა ისევ ხმა გვანცამ. - რადგან, ჩემთან არაფერი შეიცვლება. მე არ მსურს თქვენთან არანაირი კავშირი, გარდა მეზობლობისა. _შენ ამას სერიოზულად ამბობ? _სრულებით. - მტკიცე და შეუვალი იყო შენგელია. - ჩემი უნდა გაიგო, ურთიერთობის დასაწყისშივე ასეთი რამ მოხდა, ამიტომაც არ მინდა გაგრძელება და აქვე დასრულება მსურს. არ შემიძლია დაგიჯერო, არ შემიძლია გენდო... ვერ გენდობი. _ეს შენი ბოლო სიტყვაა?.. ესე იგი, მე, ამხელა კაცი, რომ გიხსნი მომხდარს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენთვის ჰო? და ჩემთვის, რომ მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, არც ამს აქვს მნიშვნელობა, არა? - თვალებში ისევ მოაწვა სისხლი ავალიანს. შენგელია ჩუმად იჯდა. ხმას ვერ იღებდა, ცოტაც და ტირილი აუვარდებოდა. გული ტკიოდა, რომ თორნიკეს მიმართ ნდობა გაუქრა. მამაკაცმა მისი დუმილი თახმობის ნიშნად მიიღო. ნერვიულად დაჰკრა საჭეს ხელი და რაღაც ჩაილაპარაკა. _რა გაეწყობა. რახან ასე გსურს... - წარმოსთქვა ირონიით წამიერი დუმილის შემდეგ. - გადადი, მანქანიდან!.. - დააყოლა მერე. ნათქვამი ხმამაღალი გამოუვიდა. გვანცამ უხმოდ გააღო მანქანის კარი და ხმაურით, თითქმის მიჯახუნებით დაკეტა. თორნიკემ მანქანა ადგილს მოწყვიდა და მთელი სისწრაფით გაეცალა იქაურობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.