შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (31)


22-09-2015, 21:36
ავტორი Keke27
ნანახია 13 757

მაღაზიაში როგორც კი შევიდა მაშინვე მისი სახელი შემოესმა. ვიღაც ეძახდა. ქალის ხმა იყო. უკან მოიხედა,თვალებით ქეთის გადააწყდა, რომელიც მისკენ მიემართებოდა.
სისხლი საფეთქლებს მიასკდა უცებ, მთელი სისწრაფით მოიარა ტვინის ყველა კაპილარი და შხუილით გაექანა მფეთქავი ორგანოსკენ. წამის წინ, მოულოდნელობისგან გაჩერებული გული ისე აუმუშავდა, როგორც ორთქმავლის სავალი თვლები იწყებენ სვლას, ჯერ ნელა და მერე ინერციით და ხმაურით.
_შორიდან შეგნიშნე და... შენი ნახვა ისედაც მინდოდა...- ჩქარა ნასიარულევს სუნთქვა აჩქარებოდა და სვენებ-სვენებით ამბობდა სათქმელს, ქერა.
_თქვენ, თქვენ ხომ... - რა უნდა ეთქვა მისთვის შენგელიას, თავი ვერ მოუყარა.
_მე ქეთი ვარ, შევხვედრილვართ ადრე ერთმანეთს.- ხელი გაუწოდა ქალმა. გვანცა წამით შეყოვნდა,მერე მანაც გაუწოდა ხელი ჩამოსართმვად,- სალაპარაკო მაქვს და უნდა ვილაპარკოთ.- თხოვნა და ბრძანება ერთად გაჟღერდა ქერას ხმაში.
_ჩვენ? - გაიოცა შენგელიამ,- ჩვენ რა უნდა გვონდეს სალაპარაკო? თან ახლა დაკავებული ვარ!
_მისმინე, ეს თორნიკეს ეხება.
_სწორედ მაგიტომ, არაფერი გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი. მაპატიე, უნდა წავიდე.
_გვანცა,აქვე კაფეა, წამოდი იქ დავსხდეთ.- უთხრა ქეთიმ ისე, თითქოს წამის წინ შენგელიას კატეგორიული უარი არ მოესმონოს.
_თქვენ ვერ გაიგეთ, რა ვთქვი? - აღშფოთდა გვანცა.
_იქნებ და რას გეუბნები, ხომ უნდა გაიგო? თუ სიმართლის მოსმენის გეშინია?- ქერამ მისი გამოწვევა სცადა.
_სიმართლე ისედაც ვიცი, ჩემი თვალით ნანახის უფრო მჯერა, ვიდრე სხვისი ნათქვამის,- სიბრაზე მოერია უმცროს შენგელიას.
_და რა დაინახე?- ჰკითხა ქალმა.
_ის, რომ ერთად იყავით,
_ქუჩაში სალაპარკო არაა ეს თემა,ყველას ჩვენკენ აქვს ყური მომართული,- ფარულად მოავლო თვალი ქეთიმ გამვლელებს.
_კარგი, წამოდით კაფეში.- თქვა შენგელიამ და დაწინაურდა. რამოდენიმე წუთში ორივენი მყუდრო კაფეში შევიდნენ. თითქმის არავინ იყო იქ, ორიოდე მიმტანი და ერთიც ასაკის ქალი, ფანჯარასთან მოთავსებულიყო, ჩაის მიირთმევდა და წიგნში ჩაერგო თავი.
გვანცა და ქეთი კუთხეში დასხდნენ. დღისა და ელექტო განათება სუსტად არწევდა მათ მაგიდამდე. მიმტანს ორი ყავა შეუკვეთეს.
_მე ვილაპარაკებ და შენ უნდა მომისმინო.- განუცხადა ქეთიმ.
შენგელიამ არაფერი უთხრა.
_არ მინდა კეთილი ფერიას როლის მორგება, არც ბოროტი ჯადოქრის როლი მინდა,- დაიწყო ქერამ,- თორნიკესთან დიდი ხანი მაკავშირებს, ალბათ გეცოდინება უცოლო კაცს სისტემატიურად ერთ ქალთან რომ აქვს ურთიერთობა,იქ უკვე მარტო სექ'სის სურვილი არაა.
გვანცა უხერხულად შეიშმუშნა.
_ჩემნაირი ქალსაც შეუძლია სიყვარული,- განაგრძო ქეთიმ,- არ არია თორნიკე ჩემთვის პირველი მამაკაცი, მაგრამ ამდენი ხნით არავინ მყოლია. მე ის შემიყვარდა. ბევრს ჰგონია რომ ჩემნაირი კატეგორიის ქალი არ იმსახურებს ბედნიერებას, ოჯახს, შვილს, ცოლის და დედის სტატუსს...
_უკაცრავად, რომელ კატეგორიაზე საუბრობთ? - შეაწყვეტინა საუბარი შენგელიამ. ქალი დაიბნა.
_ხომ ხვდებით არა?
_კახპა, მეძავი? ბოზ'ი, თუ რომელი იგუსიხმე?... თუ ღმერთი გწამს რაა, - წარმოსთქვა გვანცამ გულგაწვრილებული ხმით,- თავს ნუ წარმოაჩენთ დაკნინებული ფორმით. თავისუფალი ქალი ხარ, რომელსაც აქვს უფლება ჰყავდეს მამაკაცი თუნდაც მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. აქ მე ვერავითარ მიეზს ვხედავ იმისა, რომ ზემოთ ხსენებული წოდებები მოირგო.
_კი, მაგრამ... მაინც!
_არავითარი მაინც, მე არ მესმის მსგავსი აზროვნების.- უთხრა კატეგორიული ტონით შენგელიამ.- განაგრძეთ, სადაც გაჩერდით, გისმენთ.
ქეთი გააოცა გვანცას მოსაზრებამ,გონება მოიკრიბა და საუბარი იქედან განაგრძო სადაც შეაწყვეტინეს.
_ძალიან ბევრჯერ მიოცნებია ამ ყველაფერზე. ოცნება კი თორნიკესთან ურთიერთობამ დამაწყებინა. თუმცა არასოდეს მოუცია ამის საბაბი მას, ეს მე მივეცი თავს უფლება მისადმი გრძნობა გამჩენოდა. მართალი ყოფილა, რომ ამბობენ გულს ვერ უბრძანებო...
_არ ვეთანხმები მაგ გამოთქმას,- ისევ ჩაერია გვანცა საუბარში,- გულს უბრძანებ კი არა, რაც გინდა იმას გააკეთებინებ. გონება წყვეტს ყველაფერს.- დაასკვნა შენგელიამ.
_ალბათ მართალი ხარ.- დაეთანხმა ქალი.- თორნიკესთან რამოდენიმეჯერ წამომცდა ჩემს გრძნობებზე, თუმცა ის მაშინვე მიმახვედრებდა, რომ არაფერს დამპიებია და ჩემით ვხვდებოდი, რომ ჩემი ადგილი უნდა მცოდნოდა. მაინც, რაც არ უნდა ვთქვათ,განვმეორდები - ჩემნაირი კატეგორიის ქალები, ყოველთვის მეორე ადგილზე დგანან მამაკაცის ცხოვრებაში, რაც არ უნდა ვნება აკავშირებდეთ მასთან.- გვნაცა ისევ შეიშმუშნა უხერხულად და ყავა მოსვა.- მოკლედ, ეს ბოლო თვეებია თორნიკეს ცვალებადობას ვატყობდი ჩემთან დამოკიდებულებაში. ისე ხშირად აღარ მოდიოდა ჩემთან, ცოტა უხეშიც გახდა. არა უხეში სულ კი იყო,- ქერას გაეღიმა,- მაგრამ, ბოლოს მეტად გაუხეშდა. ვხვდებოდი, რომ მის ცხოვრებაში სხვა ქალი გაჩნდა, არა ჩემნაირი, არამედ ისეთი, ვისთანაც ოჯახის შექმნაზე იფიქრებდა და გრძნობით აავსებდა.
შენგელია წამოწითლდა. ნერვიულობა შეეპარა და ქვეტა ტუჩი მოიკვნიტა.
_იმ ღამით გაუფრთხილებლად მივედი მასთან, არ დაგიმალავ, მთელი არსებით მინდოდა და მჭირდებოდა თორნიკე იმ ღამით, როგორც მამაკაცი და როგორც თორნიკე ავალიანი.ძალიან ვეცადე, რომ ვნება აღმეძრა მისთვის, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
_საჭირო არ არის დეტალებში საუბარი.- თქვა გვანცამ და წარბები აზიდა ზემოთ.
_არა, არის. მერე მე ვთხოვე, თუ სექს'ით არ გვინდა დავკავდეთ, მაშინ ფილმს ვუყურო-თქო. გვიანი იყო თან, ვიცი მე, თორნიკეს სულგრძელობის ამბავი, როგორც ქალს ვერ მაკადრა სახლიდან გაგდება და ამიტომ დამთანხმდა იქ დარჩენაზე. იმ ღამით მას მისაღებ ოთახში ეძინა ტახტზე, ფილმის ყურებისას ჩაცმულს ჩაეძინა. დილით მერე, შენც მოხვედი და...
ქეთი გაჩუმდა. დუმდა შენგელიაც. ვერაფერს ფიქრობდა. გულის სიღრმეში ავალიანის სჯეროდა, უფრო იმ გრძნობის სჯეროდა რაც ავალიანს ჰქონდა მის მიმართ, მაგრამ ეჭვები არ აძლევდნენ იმის უფლებას, რომ კაცისთვის ბოლომდე დაეჯერებინა. ქეთის ნაამბობი, კი თითქოს და წყვდიადში უზარმაზარი პროჟექტორის განათებას ჰგავდა.
_გავიგე, რომ თორნიკეს არ შერიგებიხარ. ასეა ხო? - ჰკითხა ქერამ.
_დიახ, ასეა,- უპასუხა გვანცამ დბნეულად.
_არ ვიცი, შენი საქმის შენი იცი. მე ვერ მოვისვენებდი რომ არ მეთქვა ეს ყველაფერი. აქვე იმასაც გეტყვი, თორნიკეს ძალიან კარგად ვიცნობ, უკვე ისიც გითხარი რომ მიყვარს, როგორც მამაკაცი, როგორც თორნიკე ავალიანი... მისთვის ბრძოლას გავაგრძელებ. რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემკენ შემოვაბრუნო. რადგანაც შენ არ ურიგდები, ვფიქრობ არ უნდა გამიჭირდეს.- ბოლო სიტყვები ირონიული ღიმილით წარმოსთქვა ქალმა და წასასვლელად წამოდგა.- მიხარია რომ შეგხვდი და დიდი მადლობა, რომ მომისმინე. ახლა შენი ნებართვით, დაგთოვებ.- უთხრა, ჩანთა აიღო და კარისკენ გაემართა.
გვანცამ მხოლოდ თვალები გააყოლა მის მოხდენილ და გრაციოზულად მიმავალ სხეულს.გაშლილი ქერა თმა მზის სხივებივით უბრწყინავდა. თავი არ შეუბრუნებია, კისერი თითქოს გაშეშებოდა.
"რაო, რა თქვა? ვიბრძოლებო და ადვილად დავიბრუნებო? ჰო, რა თქმა უნდა, მისი გემო იცის უკვე და არაა გამორიცხული, მოენატროს და დაუბრუნდეს", ფიქრების ღელემ იწყო დენა შენგელიას გონებაში. " არაფერი მომხდარაო, ვეცადე რომ ვნება აღმეძვრაო, მაგრამ ვერაფერი გავაწყეო"... "ახლა რა გამოდის? ასე რატომ ავფორიაქდი?ვითომ შემეშინდა მისი ნათქვამის? შემეშინდა ღომ თორნიკეს დავკარგავ?" ... "პირველი რაც უნდა გავაკეთო ახლა, არის ის, რომ უნდა დავმვიდდე", დაასკვნა ბოლოს და კაფედან გავიდა.

შუადღე იყო მაღაზიიდან რომ გამოვიდა. თავი ტკივილისგან ისე დამძიმებოდა, თითქოს ლითონის მასა დაედგათ ზედ.
სახლში ქანცგალეული შევიდა. კარში დედა მიეგება.
_როგორ ხარ დე? - ჰკითხა დაღლილი ხმით.
_არამიშავს შვილო, ადრე წასულხარ, არ გამიგია. შენ რა გჭირს?
_თავი მისკდება. ტანსაცმელი ვიყიდე რაღაც... წამალს დავლევ და დავწვები რა, იქნებ დამეძინოს და ძილში გადამივლის.- ნაყიდი ნივთები მისაღებში მაგიდაზე დააწყო, სამზარეულოში გავიდა, კარადიდან თავისტკივილის წამალი აიღო და დალია. შემდეგ საძინებელში შევიდა და ტანზე გაუხდელად წამოწვა საწოლზე."რა ვქნა? უნდა გადავდა მე ნაბიჯი და შემოვაბრუნო ჩვენი ურთიერთობა სასიკეთოდ" წამოიშალა ისევ ფიქრები, "მაგრამ, როგორ? ასე პირდაპირ მივიდე და ვუთხრა,იცი? მე შენი მჯერა. არა, ასე არ ვარგა. ოჰ, ღმერთო რა გავაკეთო" , აღმოხდა გონებაში და ბალიში დაიფარა სახეზე. ცოტა ხანში ღრმად ძინავდა.

რომ გაეღვიძა შებინდებულიყო. რამდენი ხანი მძინებიაო გაიფიქრა და საწოლიდან წამოდგა. სახლში სიჩუმე იყო. სინათლე მხოლოდ შემოსასვლელში ენთო. ალბათ არ არიან სახლში, ჩაილაპარაა თავისთვის და მობილურს დაუწყო ძებნა.
_დე სად ხართ?- მანანას დაურეკა.
_ეზოში ვართ შვილო, სასიამოვნოდ გრილა და გარეთ გამოვედი. ჩამოდი შენც.
_მე?.. რავიცი, ვნახოთ ხო.- უთხრა და თან ეზოში გადაიხედა, ავალიანის მანქანა ადგილზე იყო. გული სიხარულით ისე აევსო, თვალებზე ცრემლიც კი მოადგა.- ჩამოვალ ცოტა ხანში,- უთხრა მერე დედას და ტელეფონი გათიშა.
თანსაცმელი გამოიცვალა. თავი მოიწესრიგა, გასაღები და მობილური აიღო და სახლის კარი გაიხურა.
დაბარებულივით თორნიკეც იმ დროს გამოვიდა სახლიდან გვანცა რომ მეორე სართულზე ჩავიდა.
_ოჰ, საღამო მშვიდობის შენგელიას ასულო! - მიესალმა ომახიანი ხმით ავალიანი. იმ წამს, როდესაც თორნიკე დაინახა გვანცამ, ნამდვილად გაუჩდა გული და სუნთქვა დაავიწყდა. კიბეზე შედგა.-კარგად ხარ? - ჰკითხა კაცმა ეჭვნარევი ხმით.
_ა? - გამოერკვა გვანცა,- რამე მითხარი?
_მოგესალმე.
_აა, გაგიმარჯოს.- უთხრა და დაბნეულად გაუღიმა.
_გვანცა რამე მოხდა? - არ მოეშვა თორნიკე.
_არა, არაფერი. როგორ ხარ?- სცადა სიტუაციის განეიტრალება გვანცამ.
_მე კარგად ვარ. პრინციპში რაღა კარგად, შენი გადამკიდე,- გაეღიმა ავალიანს.
გოგონას მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. "ღმერთო, რატომ არის ასეთი საყვარელი, რატომ" გაიფიქრა და წამით თვალები მაგრად დახუჭა.
_თორნიკე!
_გისმენ!
_ისევ გიყვარვარ?
კაცი გაშრა. არაფრით მოელოდა ამ კითხვას.
_კი, რა თქმა უნდა. - უპასუხა არეული ხმით.
_მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე დაგიჯერო... - ავალიანს გული ყელში მიებჟინა. ვენები ადუღებულმა სისხლმა დაბერა. სახეზე ღიმილმა გადაურბინა.- თან ქეთისთან საუბრის შემდეგ, უფრო... - წამოსცდა გვანცას.
_რა? ქეთის შეხვდი? - კაცს სახე მოეღრუბლა. წამის წინ,ადუღებული სისხლი უცებ გაეყინა. სახეზე მიწის ფერი დაედო.ბრაზმა თვალებში კაპილარები სისხლისფერი გაუხადა.
_არ გაბრაზდე, მას ცუდი არაფერი უთქვამს. იმ ღამით რაც მოხდა ის მითხრა.
_აჰა! - წამოიძახა სვანმა,- მერე რაო, ახალი გითხრა რამე?
_არა,- თავი ჩახარა შენგელიამ დამნაშავესავით.
_გასაგებია, ქეთის დაუჯერე ხო?
_მე შენიც მჯეროდა. - ბავშვივით ლუღლუღებდა გვანცა და თვალები ცრემლით ევსებოდა.
_ჩემიც? - "ც" გამოკვეთილად წარმოსთქვა კაცმა.- რამდენჯერ მომიწია იმის მტიცება შენთვის, რომ არაფერი მომხდარა იმ ღამით ქეთისთან-თქო, ერაყში ისე გამიშვი არ შემირიგდი, არ დამიჯერე,იმის თქმაც კი მომიწია შენთვის, რომ არასოდეს შეგაწუხებ-თქო... და დღეს მოდიხარ და მეუბნები, ქეთისთან საუბრის შემდეგ გჯერა ჩემი ნათქვამის?- ცეცხლს აფრქვევდა ავალიანი უკვე თვალებიდან და ხმის კონტროლი უჭირდა.- ძალიან გამაბრაზე და ძალიან მაწყენინე.- რაც შეეძლო მთელი თავშეკავებულობით უთხრა გოგონას და კიბეებზე დაეშვა,ისე არც მოუხედავს გვანცასთვის.

იდგა შენგელია გახევებული და ცრემლით სავსე თვალებით. ვერც წინ მიდიოდა და ვერც უკან დგამდა ნაბიჯს. ბოლოს ძალა მოიკრიბა და სახლში აბრუნდა. კარი კი მთელი ძალით მიიჯახუნა.


გარეთ გასულმა მოჩვენებითი სიმშვიდით მიესალმა ეზოში შეკრებილ მეზობლებს. მერე მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. სადმე წასვლა არ ჰქონდა დაგეგმილი, გვანასთან შეხვედრამედე გადაწყვეტილი ჰქონდა ეზოში მომუსაიფე უბნის უხუცესებთან ერთად დამჯდარიყო და მათთვის მოესმინა. ასე გეგმავდა საღამოს გატარებას, მაგრამ შენგელიასთან საუბარმა ისე გაანერვიულა, იქ ვეღარ გაჩერდებოდა.
"ქეთისი უფრო სჯერა თურმე და ჩემი ნათქვამის არა" - ფიქრობდა იგი, თან მანქანას სიჩქარეს უმატებდა.

კარგა მანძილი რომ განვლო და ცოტა ჩაიცხრო სიბრაზე, მანქანა გზის კიდეზე გააჩერა. მობილური ამოიღო და ქეთის ნომერი აკრიბა.
_თორნიკე? - გაიკვირვა ქალმა.
_დღეს გვანცას შეხვედრილხარ.- ხმა ისეთი მკაცრი ჰქონდა ავალიანს, ქერას შიშმმა დაუარა თხემიდან ტერფამდე.
_კი, შემთხვევით ვნახე მაღაზიაში იყო, ცოტა ვისაუბრეთ.
_რა უთხარი? ან ვინ დაგავალა რომ მისთვის რამე აგეხსნა?
_თორნიკე, ნუ ბრაზობ. მე ის ვუთხარი რაც იყო და ისიც ვუთხარი, რომ თუ არ აპირებ შერიგებას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ თორნიკე თავიბრუნო-თქო.- ხმის კანკალით უთხრა ქალმა.
_"კაროჩე" რააა!- იყვირა კაცმა,- რა დავაშავე ასეთი, რაა!
_თორნიკე, არაფერი მინდა, არაფერს ვგეგმავ სამომავლოდ, არაფერს ვამბობ, დამიბრუნდი გთხოვ, ძალიან მომენატრე.- ქერას ხმა აუთრთოლდა და სატირლად მოემზადა.
_ქეთი, ძალიან გთხოვ, მორჩა ამ თემაზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, იპოვი ისეთ მამაკაცს, ვინც შეძლებს შენს გაბედნიერებას.
_ასეთი შენ ხარ მხოლოდ. განა ვერ ატყობ? ამდენი ხანია მხოლოდ შენი ვარ.
_ქეთი, უნდა გავთიშო ტელეფონი. ნახვამდის! - არ ისურვა ქალზე მოსმენა ავალინმა და ტელეფონი მთლიანად გათიშა. ერთ ხანს ჩაფიქრებული იჯდა, თვალი სივრცისთვის გაეშეშებინა და ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში.
_ესე იგი, ახლა გჯერა, რომ არაფერი მომხდარა ხომ? დამაცადე შენგელიას ასულო! გიჩვენებ მე შენ... - სახეზე ეშმაკურმა და ამავე დროს კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა მამაკაცს და ძრავა ჩართო.




№1 სტუმარი Mariami

Dzlivs sherigdnen kide ar acxubo ra :) cota didi tavebi dade da didxans nu dagvianeb :*

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ესე იგი ოპერაცია ვაეჭვიანოთ შენგელიას ასული იწყება... დაიწყო გვანცას ნებისყოფაზე და ნერვებზე თამაში ხო... მეცოდება უკვე გვანცა

 


"კამპეტი" თავი იყო. არა, არა,ნამდვილად მომწონს ასეთი ავალიანი და რა ვქნა?! ველი შენგელიას გაწამების წუთებს ^____^ :დდდდ

 


№4 სტუმარი darina

Ox "sazizgari" tornike neta ra chaifiqra sul velodebi axal tava shemovedi da rom damxvda gavgijdi, patara tavi iyo ar meyoooo

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუუჰ მალე დადეე რა გთხოვ ... ეს არმეყოო :((

 


№6  offline ახალბედა მწერალი Keke27

ახლა გადავხედე ნაწერს, საშინელებაა. რამდენი შეცდომა მაქვს რა.

აი, სიჩქარემ რა იცის... :((
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№7  offline წევრი KaTE:))

კი აგვიანებ, მაგრამ შენი კომედიური თავებით სულ ყინავ იმ გაბრაზებას wink ყველა პერსონაჟი თავისებურად ძალიან მომწონს, მაგრამ თორნიკე...
კომედიური, მკაცრი, ყველაფრის ნარები პერსონაჟია!

ძალიან მომწონს მოთხრობა, კითხვის დროს მიჩნდება წარმოდგენა თითქოს იქ ვიყო, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია!

P.S კეკეს მოთხრობები იმიტომ მომწონს, რომ მოთხრობა რომანულად არ არის განჟღენთილი, მას ემატებ თავგადასავლები, დრამა, კომედია, მელოდრამა ანუ ყველაფრის ერთობლიობის ნაჯერ ნამუშევარს გვთავაზობს, რაც აუცილებლად დსაფასებელია... ანუ უნდა გავანებივროთ კომენტარებით ^_^ wink
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№8 სტუმარი q e t a

ვერანაირი შეცდომა მე შევამჩნიე love

q e t a
ვერანაირი შეცდომა მე ვერ შევამჩნიე love

 


№9 სტუმარი tekoo

moutmenlad veli shemdeg tavs :-)

 


№10 სტუმარი .,.,.,.,.

ხატულა
შეგიძლია მითხრა, დანარჩენი თავები სად ვნახო? 21იდან იწყება....


მეორე გვერდზე გადადი.

 


№11 სტუმარი mari

auuuu neta me viyo avtori ra naxe ra dgeshi chagagdo tu sul abzac abzac ar gamomezoga ra damelia suli dade ra tu deb......M A G A R I A....

 


№12  offline წევრი iro

შენ ხომ იცი "თაბაგრი" როგორ მიყვარს. მაგარამ.. ეს რაააა კაცო,რას შობა ეს ავალიანი.ძალიან მაგარი ხარრრ.

 


№13  offline აქტიური მკითხველი lalita

როგორც ყოველთვის ძალიან მაგარია, მაგრამ არ მეყო და რავქნა.

 


№14 სტუმარი anna

დიდი ვერაფერი ეს რომანი უკეთეს ველოდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent