შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (39)


11-10-2015, 19:36
ავტორი Keke27
ნანახია 14 368

ცოტა ხანში აივანზე იდგა, სიგარეტს ეწეოდა და ზემოდან დასცქეროდა თუ როგორ გამოვიდა ოქროპირიძეები სადარბაზოდან...

_რა საქმე გაქვს ჩემთან? - ჰკითხა ერეკლემ კიბეებზე ჩასვლისას თორნიკეს.
_მანქანაში ჩავსხდეთ და იქ გეტყვი.
_გისმენ, დაიწყეთ, - უთხრა მერე, როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ. ავალიანს არაფერი უპასუხია, ძრავა ჩართო და ეზოდან გავიდა. ოქროპირიძე ერთის მხრივ გაკვირვებული იყო, მეორეს მხრივ ცოტა შეშინებული, მესამეს მხრივ კი გაბრაზებული.
_მართალია რაც გავიგე? - კბილებში გამოსცრა ავალიანმა.
_რა გაიგე? - დაიბნა უფრო მეტად ერეკლე.
_ის, რომ გვანცას დანიშვნას აპირებდი დღეს. - კაცს კისრის ძრღვები დაეჭიმა, თან მანქანა გზის კიდეზე გააჩერა.
_დიახ, ასეა.
_შენ შ’ი’გ ხომ არ გაქვ’ს? - ცინიზმით სავსე ტონით მშვიდად იკითხა ავალიანმა.
ერეკლეს გაცოფება იპყრობდა, ცოტაც და იფეთქებდა.
_ვინ ხარ, ან რა უფლებით მელაპარაკები ასე? - ტუჩის კუთხეებში დუჟი მოადგა ოქროპოროძეს, თვალებში კაპილარები სისხლით დაებერა და გაუმუქდა.
_მისმინე, - დაიწყო სვანმა, ცდილობდა ხმა და ნერვები ეკონტროლებინა, - გვანცა ჩემი საცოლეა, რანაირად მიდიხარ მასთან და უპირებ დანიშვნას, სადაური წესია ეს გამაგებინე, ამიხსენი, ვინმემ ახალი წესდებულება შეიმუშავა თუ რა ხდება? - ლაპარაკისას ხელებს იქნევდა თორნიკე.
ერეკლეს წარბები შუბლე აუვიდა.
_რაა.. რააა? - ენა დაებლუკა ბიჭს, - დედაჩემმა მითხრა, რომ გვანცას უთქვამს ჩვენ რომ ავსულიყავით მასთან...
_ბიჭო, არ მინდა შეურაცყოფა მოგაყენო, სხვა ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო თავ-პირს ღომივით დაგიზელდა. ამხელა სირ’ი კაცი, რომ დაადექი და მიადექი იმ გოგოს იქ, დედაშენს ცვხარივით გაჰყევი უკან... შე ჩემის’ა შენი აზრი არ გაგაჩნია? - მაინც ვერაფერი მოუხერხა თავს თორნიკემ და ხმას აუწია.
ერეკლე კი რეტდასხმული იჯდა. ისმენდა ავალიანის ნათქვამ სიტყვებს და ხვდებოდა, რომ თავის დაცვის უფლება არ ჰქონდა.
_დედაჩემს ძუძუს კიბო აქვს, - ამოღერღა ბიჭმა და ცრემლი და ნერწყვი ერთად გადაყლაპა.
ავალიანი გაშრა უცებ. პირი ღიად დარჩა. გულზე თითქოს ცხელი შანთი დაადესო, ისე აეწვა მფეთქავი ორგანოს ერთი ნაწილი, - ერთი თვის წინ გავიგეთ, - განაგრძო ოქროირიძემ, - ოპერაციას ექვემდებარება, ანუ მოკვეთა გახდება საჭირო... მოკლედ აიჩემა სანამ ცოცხალი ვარ დაქორწინდიო.. გვანცა ძალიან უყვარს მას, მეც მომწონდა გვანცა სულ. ეგ ვის არ მოსწონდა, მთელი სკოლა მასზე ვიყავით შეყვარებული, - ცალყბად ჩაეცინა ერეკლეს, - მერე მანანასთან ულაპარაკია დედაჩემს უთქვამს მომწონს სარძლოდ შენი შვილიო, გვანცაც უნახავს... მეც, რადგანაც საუბარი გვანცაზე იყო, დიდად არ გამიგიჟებია თავი ასეთი ფორმით დაქორწინებაზე, თან მთავარი აქ დედაჩემის გახარება იყო და რელიგიურმა მიდგომამაც ითამაშა დიდი როლი, დედის კურთხევა ძალიან მნიშვნელოვანია ქორწინებისთვის... ახლა ხომ ხვდები, არა? - ერეკლე დადუმდა.
დუმდა ავალიანიც.
მერე ღრმად ამოიოხრა.
_გასაგებია, ძალიანაც ვწუხვარ თქვენს მდგომარეობას, მაგრამ გამართლებას მაინც ვერ გიძებნი. ახლა უკან დავბრუნდებით და შენც და შენიანებიც დატოვებთ იმ სახლს... - ერთგვარი ბრძანება ისმოდა კაცის ხმაში.
ოქროპირიძეს არაფერი უპასუხია, სივრცეს გაუშტერა თვალი და ასე იყო მანამ, სანამ მანქანა შენგელიას კორპუსის წინ არ გაჩერდა.

• * * *
იმ ღამემ მშვიდად ჩაიარა.
გვანცას არ დაურეკავს ავალიანითვის, მასთან საუბარს თავს არიდებდა.
არც თორნიკე შეხმიანებია.
მანანა და მალხაზიც ჩუმად იყვნენ, გონებაში დასმულ კითხვებს თავადვე უძებნიდნენ პასუხებს, ოღონდ ხმამაღლა არც ერთი ამბობდა არაფერს.

დილით სამსახურში რომ წავიდა გვანცა, ავალიანის მანქანა ეზოში იყო. „ალბათ არ მუშაობს დღესო“ გაიფიქრა შენგელიამ და გვერდი ჩაუარა.
თორნიკე სწორედ რომ მის წასვლას ელოდა. როგორც კი დაინახა, რომ გვანცა წავიდა, მაშინვე გამოვიდა სახლიდან და კიბეებს აუყვა მეოთხე სართულისკენ. კარზე მორიდებით დააკაკუნა.
მანანამ გააღო.
_დილა მშვიდობის ქალბატონო მანანა. - მიესალმა დამნაშავის ხმით თორნიკე.
_დილა მშვიდობისა თორნიკე, მობრძანდი. - დაუბრუნა სალამი ქალმა მეტად მხიარული ხმით. ავალინს მხნეობა შეემატა.
_ბატონი მალხაზი სახლშია? - იკითხა მერე.
_კი სახლშია. შემოდი, შემოდი..
თორნიკე სახლში შევიდა. მანანამ კარი მიხურა და ქმარს გასძახა.
_ოჰ, - შესძახა უფროსმა შენგელიამ მეზობლის დანახვისას და მისკნ წამოიწია ხელგაწვდილი. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. - მობრძანდი, ვსაუზმობდით ახლა, სწორედ...
_ბოდიში, რომ მოგწყვიტეთ საუზმეს, მაგრამ მინდოდა მაშინ მენახეთ, როდესაც გვანცა არ იქნებოდა სახლში, - ისევ მორიდებული გახდა ავალიანი, თან სახეზე წამოუხურდა.
_მობრძანდი, გისმენთ, იმედია მშვიდობაა ჩვენს თავს, - მანანა გაფითრთდა და ხელები გაეყინა უცებ.
მისაღებ ოთახში შევიდნენ, ტახტზე დასხდნენ. მალხაზმა მანანას ხელი მის ხელში მოიქცია და თითებით ზელვას მოჰყვა, თითქოს გათბობა სურდა ცოლის გაყინული ხელის, თან ამავე დროს, ამით ცდილობდა მღელვარება ჩეცხრო, რადგან გუმანით ხვდებოდა, რისთვისაც იყო თორნიკე ავალიანი მათთან მისული.
_მოკლედ... - წამოიწყო სვანმა საუბარი, - ბოდიში მინდა მოგიხადოთ გუშინდელი ჩემი საქციელის გამო, მაგრამ რომ გავიგე თავი ვერ შევიკავე, არც მქონდა უფლება რომ შემეკავებინა.
_ასეთი რა გაიგე? - ერთმანეთს გადახედეს შენგელიებმა.
_ის, რომ ერეკლე გვანცას დასანიშნად იყო მოსული გუშინ, - უპასუხა სვანმა და გვანცას მშობლების რეაქცია დაელოდა.
_რაა? - ერთხმად აღმოხდათ გაოცებისგან მანანას და მალხაზს.
_მეზობლები ამბობდნენ ეზოში...
_ჩვენ სტუმრობის მიზეზი არ ვიცოდით, აი ხედავ, თურმე რისთვის ყოფილან მოსულნი, - თქვა მანანამ.
_კარგი, გასაგებია და რატომ გადაწყვიტე, რომ უნდა ჩარეულიყავი? ანუ რაც გუშინ მოხდა, - სათქმელი გაუადვილა უფროსმა შენგელიამ, რადგან ძალიან კარგად გრძნობდა ავალიანი საშინლად ღელავდა, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია.
_იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ მე მიყვარს გვანცა. - თქვა თორნიკემ მტკიცედ და ერთიანად ეცვალა ფერი. ქვედა ტუჩი აუთრთოლდა, ცივმა ოფლმა დაასხა შუბლზე და მუხლებში სისუსტე იგრძნო.
მალხაზს ხველება აუვარდა. მანანა გაუნძრევლად იჯდა და ისე შეჰყურებდა მის წინ მჯდომ ორ მეტრიან კაცს, რომელიც წამებში დაპატარავებულიყო უხერხულობისგან.
_ეს გვანცამ იცის, რა თქმა უნდა, ჰო? - იკითხა მანანამ.
_თავისთავად, - ხელები გაშალა ავალიანმა და ისე თქვა.
_გამოდის, სიძეობას გვიპირებ, - თქვა მალხაზმა, ხველება რომ ჩაიწყნარა მერე და აცრემლებული თვალები ხელის გულით მოიწმინდა.
კიდევ ერთხელ დაასხა ცივმა ოფლმა თორნიკეს, ამჯერად მთელ სხეულზე და ჟრუანტელმა დაუარა.
_ამის სათქმელად მოვედი თქვენთან, ტრადიციული ფრაზით გეტყვით მინდა თქვენი შვილის ხელი გთხოვოთ, - თქვა და ეგონა, რომ გათავდა, მოკვდა იმ წამს. ისევ წამოხურდა სახეზე.
გვანცას მშობლებს უცებ შეეკრათ სუნთქვა, გული გაუჩერდათ, წამის მეასედში გაირბინა გვანცას მთელმა არსებობამ დედ-მამის გონებაში. დაბადება,პირველი ღიმილი, პირველი სიტყვა, პირველი კბილი, პირველი ნაბიჯები, საბავშვო ბაღი, პირველი კლასი, სკოლის დამთავრება, მერე სტუდენტობა, უცხოეთში წასვლის დღე აეროპორტში რომ აცილებდნენ და იქედან დაბრუნების დღე, დამოუკიდებელი და სხვანაირი გვანცა რომ დაუბრუნდათ... ყოველი ერთად გატარებული დღე, ატირებული და გახარებული მათი შვილი თვალწინ ედგათ და ახლაღა აღმოაჩინეს, რომ თურმე უკვე კარგა ხანია გაზრდილა...
მანანას ცრემლები წასკდა და ატირდა. უფროსი შენგელია ელოდა თითქოს ცოლის ასეთ რეაქციას, მკლავი მაგრად მოჰხვია და გულზე მიიკრა.
ავალიანი შეწუხდა. მალხაზმა ხელით და გამომეტყველებით ანიშნა „კარგად იქნება, არაუშავსო“.
_მაპატიეთ, არ მინდოდა თქვენი ანერვიულება. - თქვა დამნაშავესავით.
_ანუ დაქორწინება გადაწყვიტეთ? - ჰკითხა მანანამ და ქმრის გულ-მკერდს მოსცილდა.
_დიახ და გვინდოდა ეს თქვენ გცოდნოდათ. არ ვიცი როგორ გითხრათ, როგორ დაგამშვიდოთ, მესმის თქვენი, ღელავთ.. ამხელა კაცი, გამოცდაზე გასული სკოლის მოსწავლესავით ვღელავ და ვნერვიულობ, - უხერხულად გაეღიმა სვანს და პაუზა გააკეთა , - ჩემი პიროვნება, ასე თუ ისე, იცით, - განაგრძო მერე, - მეუხერხულება ჩემს თავზე საუბარი... მხოლოდ ის მინდა იცოდეთ, რომ გვანცა ძალიან მიყვარს. ამაზე მეტად არ შეიძლება უყვარდეთ, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა, გააფერადა, ადამიანს დამამგვანა, ამ ერთი ციდა გოგომ რევოლუცია მოახდინა ჩემში... მოკლედ ასეა... - დაასრულა ავალიანმა და გატრუნულ შენგელიებს გაუსწორა თვალი.
_გვანცამ რაო? - იკითხა მალხაზმა გაპარული ხმით.
_მას ძალიან ვუყვარვარ...
_როცა ორი გული და ორი სული ერთ-ად იქცევა, მას ვერავინ და ვერაფერი გაა-ორებს მერე... მე კარგა ხანია ვხედავ და გატყობთ, რომ თქვენ ერთი ხართ, - თქვა გვანცას მამამ და ხმა აუკანკალდა.
მანანას ღაპა-ღუპით ჩამოდიოდა ცრემლები ლოყაზე.
სვანს გული შეუტოკდა და ყელში მიებჯინა მალხაზის ნათქვამი რომ მოისმინა.
_ჩვენ რაღა დაგვრჩენია, გარდა თქვენი დალოცვისა და ყოველთვის თვქენს გვერდში დგომისა, - უთხრა მანანამ თორნიკეს და სახე შეიმშრალა, - ასე არაა მალხაზ? - დაიმოწმა ქმარი.
_კი ასეა, - დაეთანხმა კაცი.
_ანუ თანახმა ხართ, ჰო? - იკითხა გაღიმებულმა ავალიანმა.
_რა თქმა უნდა! საქმე ჩვენი შვილის ბედნიერებას ეხება, ის ბედნიერია? ესე იგი ჩვენც ბედნიერები ვართ! მადლობა უფალს, რომ კარგი ადამიანი შეახვედრა ღმერთმა მას ბედნიერებისთვის, - თქვა უფროსმა შენგელიამ, მერე ფეხზე წამოდგა. თორნიკეც ადგა. - საკუთარ თავზე მეტად გაუფრთხილდი მას იცოდე, - თხოვნა და გაფრთხილება ერთად ჩადო ხმაში მალხაზმა და ავალიანს მამა-შვილური სითბოთი მოეხვია.

მეზობელი და მომავალი სიძე გააცილეს.
ორივენი დუმდნენ. არც ერთი იღებდა ხმას, რადგან იცოდენენ, ერთი სიტყვაც და ქვითინი გარდაუვალი იყო, მაგრამ ასევე გარდაუვალი იყო საუბარი.
_ჩვენი მერცხალი გაფრენას აპირებს მანანა და სხვის სახლში ბუდის აშენებას... - თქვა გვანცას მამამ და ორი სიხარულით, ბედნიერებით, გულისწყვეტით დამძიმებული ცრემლი მოსწყდა მის თვალებს.
ორივენი ჩუმად ტიროდნენ.
ეს იყო დედ-მამის ტირილი, რომლებიც თავს ბედნიერად თვლიდნენ, რომ გვანცა შენგელიას მშობლები იყვნენ.

• * * *
იცოდა რომელ საათზე ამთავრებდა გვანცა სამსახურს,ა მიტომ ადრიანად გამოვიდა კაბინეტიდან, დამეშვიდობა თანამშრომლებს და დატოვა შენობა. რამოდენიმე წუთის შემდეგ უნივერსიტეტის წინ იდგა მაქანით და გვანცას გამოსვლას ელოდა. გზად ყვავილები იყიდა, უკანა სავარძელზე მოათავსა.
_რა რომანტიკოსი გამხადე შენგელიას ასულო, - ჩაილაპარაკა ღიმილით თაიგული რომ დაიკავა ხელში. ახლა იჯდა და სარკიდან აკვირდებოდა ყვავილებს. ბევრი ფერი იყო ერთად, ძალიან ბევრი, აი სწორედ ისეთი ფერადი იყოდა, როგორი ფერადიც გახადა შენგელიამ მისი ცხოვრება.
გვანცაც გამოჩნდა. სტუდენტებთან ერთად მოდიოდა, გვერდით დაჩი ჭეიშვილი მოჰყვებოდა. გვანცას ხელში ფურცლების დასტა ეჭირა და ბიჭს რაღაცას უხსნიდა სერიოზული სახით.
თორნიკე მანქანიდან გადმოვიდა და დაელოდა, როდის მოწყდებოდა ლექტორი ლაპარაკს.
შენგელიამ შემთხვევით, წამით მოსწყვიტა თვალი ფურცლებს, უნდოდა მზერა სტუდენტებისთვის მოევლო, მაგრამ ავალიანის მზერას გადააწყდა. მოულოდნელობისგან ის ფურცლების შეკვრა ხელიდან გაუვარდა და ფართედ გაიღიმა. უღიმოდა თორნიკეც. სტუდენტებმა ინსტიქტურად ლექტორის მზერას გააყოლეს თვალი. ყველას კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. მხოლოდ ჭეიშვილი იდგა მოქუფრული სახით.
_ვინ არის? - იკითხა ლექტორის გასაგონად.
_ჩემი მომავალი ქმარი, - არ დააყოვნა პასუხი შენგელიამ და კიდევ უფრო ფართედ გაიღიმა, - მაპატიეთ ბავშვებო, ახლა უნდა წავიდე, - მოუბოდიშა სტუდენტებს და სწრაფად გაბრუნდა. ერთი სული ჰქონდა როდის მიეკვრებოდა თორნიკეს გულზე, როდის შეისრუტავდა მის სურნელს რომელიც უკვე ასე ძალიან ენატრებოდა.
ავალიანმა რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა გვანცასკენ და ხელები გაშალა, როგორც პატარა ბავშვი მორბის შენთან ჩასახუტებლად ბედნიერი სახით და გაშლილ მკლავბს მიაგებებ, ასე იყვნენ სწორედ ეს ორნი.
მთელი ძალით მოხვია გოგონამ მამაკაცს ხელები წელზე და ყური გულს მიადო, თან ღრმად სუნთქავდა.
_როგორ მომენატრე და როგორ გამახარე, - ჩურჩულებდა შენგელია. თორნიკეს უზარმაზარი მკლავები მოეხვია მისთვის და წიწილივით ჰყავდა შეფარებული, თან თმას უკოცნიდა.
სტუდენტები შორიდან ადევნებდნენ თვალს მათ ლექტორს და მის ბედნიერებას და სახეზე თბილი ღიმილი დასთამაშებდათ.

_დღეს შენს მშობლებს ველაპარაკე, - თქვა თორნიკემ როდესაც მანქანაში ჩასხდნენ და გვანცამ ღვედი შეიკრა.
_ჰა? - შეჰკივლა უცებ შენგელიამ და გაფართოვებული თვალებით შეხედა კაცს.
_გადაირივნენ, ეს როგორ გაგვიბედა გვანცამო, - სერიოზული სახე მიიღო ავალიანმა.
_რაიო? - შეიცხადა უფრო ხმამაღლა გვანცამ.
_ჰო, როგორ გვაკადრაო,ჩვენი ნებართვის გარეშე როგორ გაბედა შეყვარებაო, თან რა მისი შეაფერისი შენ ხარო, - იმდენად დამაჯერებლად ამბობდა თორნიკე ამას, მანანა და მალზაზიც კი დაიჯერებდა რომ მოესმინათ, გვანცა კი არა.
_რას ამბობ თორნიკე, - აღმოხდა გოგონას და ნირწამხდარი სავარძელს მიაწვა. თვალები ცრმლით აევსო, - არ მჯერა, ეს დედამ და მამამ თქვეს? - გვანცა ტიროდა უკვე.
კაცი არ მოელოდა ასეთ რეაქციას.
_ვაიმე რა ჩერჩეტი ხარ გოგო! - შეუძახა სიცილით, - მართლა დაიჯერე რაც გითხარი? - უთხრა მერე დამთბარი ხმით და მისი სახე ხელებში მოიქცია.
_აბა არა?
_არა, გოგო არა. კი არა ასე მითხრეს, მოაშორე მაგი, დროზე წაიყვანე თუ მიგყავსო, - იცინოდა თორნიკე. გვანცასაც გაეცინა, - ჰოდა ნება დამრთეს, როგორც კი გაგაწვალებს გვანცა, მაშინვე კუთხეში დააყენე და დასაჯეო.
_რაო, რაო? - გამოუკეთდა ხასიათი უმცროს შენგელიას.
_ჰო, ეგრეო.
_მაშ, იყავი მისი ქმარიო?
_კი, იყავიო...
_შენ რა უთხარი?
_ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარხარ.
_მხოლოდ ეგ?
_არა, კიდვ ვუთხარი რაღაც- რაღაცეები... - იღიმოდა ავალიანი თან სიყვარულით სავსე მზერით შეჰყურებდა მის მომავალ ცოლს.
_თორნიკე...
_გისმენ!
_მადლობელი და ბედნიერი ვარ, ჩემს ცხოვრებაში, რომ გამოჩნდი, - შენგელიას ასული ამ წამს საოცრად გულწფელი იყო, ცამდე გულწრფელი.



№1 სტუმარი nini

შეუდარებელი ბრწყინვალე იყო <3 შოკოლადები არიან ესენი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წყვილი <3 უნიკალური ხარ შენ ძალიან მიყვარხართ კეკე შენ და შენ ისტორიები <3

 


№2 სტუმარი xatia

Vaimeee rogor miyvarxarttt raa orivee ♡♡♡

 


№3  offline ახალბედა მწერალი Keke27

nini
შეუდარებელი ბრწყინვალე იყო <3 შოკოლადები არიან ესენი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წყვილი <3 უნიკალური ხარ შენ ძალიან მიყვარხართ კეკე შენ და შენ ისტორიები <3


ღმერთო ჩემო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ ვბედნიერდები, როდესაც სრულიად უცხო ადამიანები მეუბნებიან მიყვარხარო. მადლობასაც რომ მიხდით თან...
მადლობა თქვენ, მართლა დიდი მადლობა, რომ ამ ნათქვამით მაბედნიერებთ. love
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra magari iyooo ❤️❤️❤️ male dade raa

 


№5  offline წევრი სოფი

ძალიან კარგიაა.... კეკე გვიყვარხარ ასეთი კარგიი რომ ხარ :* იმედია მალე იქნება შემდეგიი საყვარელო :*<3

 


№6  offline წევრი masu

ვაიმეე ძაან საყვარლები არიან <3 და ძაან მაგარია <3 მალე დადე შემდეგი <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auu arr meyoooo (( malee dadee axali tavii mainteresebsss :*

 


№8  offline წევრი sxivi

ძალიან ძალიან კარგიაა....:*

 


№9  offline წევრი irinka-italia

ai imxela sixaruli xar rom camde gaabedniereb adamians sheni arsebobit , sheni nichit da siyvarulit . ise ver dawerdi ise ubralod ver shedzlebdi ar gamogividoda ,,chveni,, sixaruli bedniereba da gabrwyineba. am gadaglilobis da dadzabulobis mshvenieri wamali myevxar piradad me. miyvarxar

 


№10  offline მოდერი ჯია

დღეს სულ სხვანაირად შევხედე ამ ისტორიას და უფრო მეტად შემიყვარდა love
შენ კი საოცრება ხარ, კეკე! love

 


№11 სტუმარი Tu Ta

Ooh, ra kargi da tan ra mokle tavi iyo :) male dade ra..mgoni, qorwilis suni mceems :D

 


№12 სტუმარი lizazu

აი ძალიან კარგი იყო :) ხვალ დადე რა ახალი თავი feel

 


№13  offline აქტიური მკითხველი lalita

უჰ გული გამითბა შესანიშნავი იყო.

 


№14  offline წევრი თვალჟუჟუნა

როგორი გადამდები ბედნიერება აქვს ამ წყვილს... მართლაც, რომ ,,ბედნიერება გაზიარებით" ...
კეკე მაბედნიერებ და თან ჩემს მოთმინების ფიალას ცლი... გგულშემატკივრობ და მოუთმენლად ველი შემდეგ ისტორიებს ! ! ! ჩემი პირველი კომენტარი საიტზე :))))

 


№15 სტუმარი Mari

NU გეზარაბA წერაა :(

 


№16 სტუმარი mari

aq morcha?tu gagrdzelebac iqneba

 


№17  offline წევრი tamari123

keke sad daikargeeeee ? ramdeni dghea geliii ??? :-( aghaar deeb shemdeg tavssssss????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent