შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (23)


31-08-2015, 18:44
ავტორი Keke27
ნანახია 13 652

დაბნეული თვალებით გამოხედა გვანცამ მამაკაცს.
თორნიკემ მზერით ანიშნა, რომ არაფერი მოემოქმედა. გოგონას ხელს თითებით ეფერებოდა და, დრო და დრო, მაგრად უჭერდა.
უფრო აკანკალდა შენგელია. მთელი სხეული უთრთოდა. მამაკაცის მხურვალე ხელი კანს უწვავდა. საკუთარი სისხლის შხუილის ხმა ყურებს უგუბავდა და იმგვარი ღრიანცელის მიუხედავად, არაფერი ესმოდა. მხოლოდ სახეებს ხედავდა.
არანაკლებ დღეში იყო, ავალიანიც. სიყვარული, მონატრება, სიხარული, ვნება, ნდომა... ყველაფერი ერთად აღუძრა შენგელიამ იმ წუთას.
_ასე ძალიანაც ნუ გაშტერდები. - მეგობარი მდგომარეობიდან პაატას ხმამ გამოიყვანა, რომელიც იცინოდა.
_შენ მენახე ჩემს დღეში რა. - გაეცინა გვანცასაც. მერე ავალიანს მიუბრუნდა. - გამიშვი. - მუდარა გაურია ხმაში გოგონამ და ხელის განთავისუფლება სცადა, მაგრამ მამაკაცი არ ანებებდა.
_ცოტაც და გაგიშვებ. - გადაულაპარაკა შენგელიას. ხმა უთრთოდა.
_რა საჭიროას ეს ყველაფერი. - არ ეპუებოდა გვანცა.
_საჭიროა ალბათ! და ტყუილად ნუ ფართხალებ, მორჩი ახლა! - თითქმის უბრძანა. თან მზერას არიდებდა. - ბატონო მალხაზ! - წამოიძახა მერე თორნიკემ.
_გისმენთ.
გვანცამ, პაატამ და ნუცამ, ერთმანეთს გაოცებული თვალებით გადახედეს და მერე ავალიანს მიაჩერდნენ.
_წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ხვალ სვანეთში რომ წამოვიდნენ, თქვენი ქალიშვილი და მისი მეგობრები?
უმცროს შენგელიას, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეს, ესაა მდუღარე წყალი გადაავლეს მთელ სხეულზე. ხელი კიდევ უფრო ააფართხალა გასანთავისუფლებლად, მაგრამ ორმაგი სიძლიერით იგრძნო მამაკაცის კიდურის ძალა.
_აუ, რა კარგია. - წამოიძახა ნუცამ სანამ მალხაზი იტყოდა რამეს, თან პაატას თვალების ბრიალით ანიშნა, დამეთანხმეო.
_ჰო, რავიცი, კარგი აზრია. - თქვა ახალაძემ ენის ბორძიკით.
_გვანცა როგორაც იტყვის... რას იტყვი მა?
_აუ წავიდეთ რა გვანცა. - ტუჩების მოძრაობით უთხრა ნუცამ.
შენგელიას კისრის ძარღვები დაებერა. ბრაზობდა თორნიკეზე და უფრო მეტად მის მეგობრებზე.
_კარგი, წავიდეთ. - თქვა „ჯანდაბას თქვენი თავი“ - ს ტონით, წუთიერი ყოყმანის შემდეგ.
ავალიანმა შვებით ამოისუნთქა და თვალები მინაბა.
_ძალიან კარგი.- მოუწონა გადაწყვეტილება მერე.
_რა, მაგარიაა. - ცერა თითით აღნიშნა ნუცამ შენგელიას თანხმობა და პაატას ბეჭზე დაჰკრა ხელი. ბიჭი ზანტად შეინძრა და ჩაიცინა.
_ხო, მაგრამ როდის დაბრუნდებით? - იკითხა მანანამ.
_ორი დღის შემდეგ. - უპასუხა თორნიკემ.
გვანცას თვალები გაუფართოვდა. მამაკაცს გახედა, მაგრამ მერე მიხვდა „აბა, რას ველოდი“ - ო და ირონიით ჩაეცინა.
_კმაყოფილი ხარ? - გაულაპარაკა თორნიკეს გესლიანი ტონით.
_საოცრად. - არც მან დააკლო პასუხი და ტონალობა.
_გამიშვი ახლა.
_განა ვინმე გაკავებს?
შენგელია გააფთრდა. თვალები მოჭუტა და ისე შეხედა მამაკაცს. „რა საძაგელი ხარ!“ იკითხებოდა მის მზერაში.
ხელი გაინთავისუფლა.
მხიარულება გრძელდებოდა. საათის ისრები შუაღამეს გადასცილდა და ახალი დღის ათვლა დაიწყო.
ნელ-ნელა სტუმრები ტოვებდნენ სუფრას.
_ნაკლები ხალხია და ნაკლები ხმაურია, ამიტომ, გიტარა ავამღეროთ. - ახალაძემ წითელბაბთიანი გიტარა მოიტანა და მაგიდას მიუჯდა.
ოვაციებით შეხვდნენ წარმოთქმულს.
გვანცას სამაგიეროს გადახდის სურვილმა გაუელვა თავში. ავალიანმა, რომ უთხრა „განა ვინმე გიკავებს ხელსო.
_თორნიკეს მიაწოდე, კარგად უკრავს და მღერის. - წამოიძახა უცებ.
ავალიანს ფერები გადაუვიდა სახეზე. გაუკვირდა, საიდან იცის, რომ ვუკრავ და ვმღერიო, თუმცა მალევე მიუხვდა გოგონას ოინს. მოჩვენებითი დაბნეულობა აიკრა სახეზე, რაც გვანცას ძალიან ახარებდა.
_არ ვუკრავ კარგად, არც კარგად ვმღერი. - სცადა სიტუაციას გარიდებოდა.
_რაც იცი ის დაუკარი. - არ ეშვებოდა გვანცა და ავალიანის შეწუხებული სახე გულს უხარებდა.
„რა მავნე ხარ შენგელიას ასულო“ , გაიფიქრა თორნიკემ.
_შეეშვი გოგო ადამიანს. - უჩურჩულა ახალაძემ აჟიტირებულ მეგობარს.
ყველას ყურადღება მათკენ იყო მიმართული.
ავალიანმა გიტარა აიღო.
სიმებს ხელი ჩამოჰკრა. აკორდები დაულაგებლად აიღო. შენგელიას ზეიმის ღიმილი მოეფინა სახეზე.
პაატას და ნუცას უხერხულობისგან რა ექნათ აღარ იცოდნენ.
უცებ, იქაურობა სასიამოვნო მელოდიამ აავსო. ყველას გაოცება აღებეჭდა სახეზე. განსაკუთრებით კი, შენგელიას ასულს.
ავალიანი მოხდენილად და საოცრად კარგად უკრავდა.
მელოდიას ხმაც ააყოლა.
„რა ვიღონო, რით ვუშველო იარებს? - გაისმა მისი ხავერდოვანი ხმა, - ეგ თავლები სულ ჩემს თვალწინ ტრიალებს,
ცრემლის ნამი, რა ვქნა მე, არ მასველებს
ლხინის დროსაც ეგ სახე არ მასვენებს.
სულის ვარდო, იცი რა ფაქიზი ხარ,
თვალს ავახელ ზედ წამწამზე მიზიხარ“.. - თორნიკეს ნამღერით ირგვლივ ყველა მოინუსხა. სუნთქვა შეკრულნი უსმენდნენ.
უმცროსი შენგელია გახევებული შეჰყურებდა ამღერებულ სვანს.
სიმღერა დასრულდა. ოვაციებმაც არ დააყოვნა.
ავალიანმა გვანცას ნიშნისმოგებით გადმოხედა და დაცინვით ჩაიცინა.
გოგონა სიბრაზისგან წამოენთო.
_დიდი ვერაფერი, უკეთაც შეიძლებოდა. - უთხრა მერე მამაკაცს და ყალბი ღიმილით გაუღიმა.
თორნიკეს სიცილი წასკდა.
_რა კარგად მღერი და უკრავ. - თითქმის ერთდროულად უთხრეს, უფროსმა მასპინძლებმა სტუმარს. ავალიანმა თავის დაკვრით მოიხადა მადლობა და გიტარა ახალაძეს დაუბრუნა.
_დიდი ხანია რაც მღერი გიტარაზე უკრავ? - ჰკითხა ახალაძემ.
_აღარც მახსოვს. - გაეღიმა სვანს. - დედაჩემი ძალიან მუსიკალური იყო. მას ვგავართ, ჩემი დაც მღერის.
_რა კარგია. - თქვა მანანამ.- ბავშვობაში გვანცა დამყავდა ფორტეპიანოს შესასწავლად, მაგრამ რად გინდა, სულ ტყუილად. ერთი ნოტიც კი არ შეუშვა თავში. რა არ ვეცადე, მაგრამ ამაოდ. - ქალს ხმაში სინანული დაეტყო.
_დედა! - გაბრაზებით დაუძახა დედას შენგელიამ.
ავალიანს ისევ გაეღიმა.
_რა, დედა.. რამდენი გეხვეწეთ, გესწავლა ერთი სიმრერის დაკვრა მაინც, მაგრამ ეს, რომ გაჯიუტდება, იქ დასრულებულია ყველაფერი. - გამოექომაგა მალხაზი ცოლს.
_ყოჩაღ! მშვენიერია, პირი შეჰკარით არა? - კიდევ უფრო წამოენთო გვანცა.
_სამაგიეროდ, ძალიან კარგად ცეკვავს. - სცადა შენგელიას დაცვა თორნიკემ, რომელიც პატარა ბავშვივით გაბუსუილიყო.

კიდევ რამოდენიმე ხანს დაჰყვეს სუფრასთან.
მერე სტუმარს ოთახი გაუმზადეს და მშვიდი ძილი უსურვეს.

• * * *
დილა მზიანი გათენდა.
ხმაურის გარეშე აფუსფუსდა ნაზიკო. ფრთხილობდა სტუმრები არ გაეღვიძენიბა.
თუმცა, ავალიანს უკვე გაჰღვიძებოდა, ჩაეცვა და დაბლა ჩამოსულიყო.
_დილა მშიდობისა. - მიესალმა ნაზიკოს.
_მშვიდობა ნუ მოგიშალოს ღმერთმა. - თხრა თბილი ხმით მოხუცმა. - კარგად გეძინა?
_კი, ძალიან კარგად მეძინა. მომწონს აქაურობა. - თორნიკემ თვალი მოავლო კარ-მიდამოს.
_გეიხარე ბებია, გეიხარე.
_შეგიძლიათ მითხრათ, ხელ-პირი სად დავიბანო? - მორიდებით იკითხა კაცმა.
_აგერ, აბაზანაში. - ნაზიკომ ხელი თეთრი კარისკენ გაიშვირა. პირსახოცს მოგიტან ახლავე. - ქალი სახლში შევიდა აჩქარებული ნაბიჯით. ავალიანი კი აბაზანისკენ გაემართა.
სოფლის პირობაზე, საკმაოდ გემოვნებიანად და კომფორტულად იყო აბაზანა მორთულ-მოწყობილი. კმაყოფილმა მოატარა თვალი იქაურობას.
მერე ონკანი მოუშვა და ხელ-პირის დაბანას მოჰყვა.
_პირსახოცი გინდოდა ხო? - კარში ახლადგაღვიძებული გვანცა იდგა. საღამურებზე ატლასის თეთრი ხალათი მოეცვა, თმა გაფუებოდა, თვალები შეშუპებოდა, ლოყები ავარდისფერებოდა.
_შენ ჩემი სიკვდილი გაქვს განზრახული! - თქვა მამაკაცმა ათრთოლებული ხმით გოგონას დანახვისას.
_რატო? - გულწრფელად გაიკვირვა შენგელიამ.
_მეკითხები კიდეც?
_მართლა ვერ ვხვდები.
_კარგი, დაივიწყე. მომეცი ეგ პირსახოცი და მიდი, სწრაფად მოემზადე. უნდა გავიდეთ.
_მე არ მოვდივარ. - უთხრა გვანცამ უდარდელი ხმით.
_გააღვიძე შენი მეგობრები.- თითქოს არც გაუგია მისი ნათქვამი. - მელოდებიან იქ, დრო არ მაქვს. - ხმა გაიმკაცრა სვანმა და აბაზანიდან გამოვიდა.

დაახლოებით ერთ საათში, მანქანა გზატკეცილზე სვანეთისკენ მიჰქროდა.



№1  offline მოდერი ლილიანა

გამიხარდა,რა საინტერესო ამბები გველოდება ალბათ სვანეთში
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი Jeje Lava

❤❤❤❤❤❤❤❤ rogoorc yoveltviss sauketesooo

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan maagaria male dadee raa gtxoov sauketeso xaar

 


№4 სტუმარი darina

Gamixarda chems bichs dimgera da gitaraze dakvrac ki codnis, dzalian kargi iyo

 


№5  offline მოდერი ჯია

ძალიან, ძალიან, ძალიან მაგრად მიყვარს ეს ისტორია! ❤️

 


№6  offline წევრი Unnamed

It is very very good ❤

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

მოკლედ რა ამბები დაატრიალე უჰ კარგი იყო.

 


№8  offline წევრი თამთა.გ

გვანცა უკვე ნერვებს მიშლის მისი სიჯიუტით, როგორ აბრაზებს ჩემ სვანს:) მიყვარს მე ავალიანი, ორმაგად თან,ჩემ მეუღელსაც თორნიკე ქვია და მე სვანი ვარ love

 


№9  offline წევრი BaRiYfon. ¥¥¥^^

აუ მაგარია გააგძელე მალე პლზზზზ

 


№10 სტუმარი io

აუ დღეს არ დადებ შემდეგ თავს? :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent