შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (41)


25-10-2015, 20:47
ავტორი Keke27
ნანახია 15 049


რაოდენ სიხარულის მომგვრელი იყო საავადმყოფოს ფოიეში მომლოდინე გვანცასთვის, როდესაც უთხრეს, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და დედა-შვილი თავს კარგად გრძნობსო. სიხარულისგან აცრემლებული თვალებით მაღლა აიხედა და ბუტბუტით ღმერთს მადლობა გადაუხადა.
_ვააა, გილოცავთ, გილოცავთ, - წამოიძახა პაატამ და ხელებგაშლილი მეგობრისკენ წავიდა, - Big sister გახდი? - დააყოლა ღიმილით და გადაეხვია.
_რა მოხდა? დაიბადა უკვე? - იკითხა გაბადრული ხმით ახლადმოსულმა ავალიანმა, რომელსაც ხელში ერთჯერად ჭიქაში გამზადებული ყავა ეჭირა.
_აბა, აბაა, დაიბადა და ყველაფერი კარგად არისო, - გასცა პასუხი ახალაძემ, - ისა, გოგონა თუ ბიჭი? - დააწია კითხვა ექთანს ბიჭმა, რომელსაც რატომღაც გადაავიწყდა, ბავშვის სქესის თქმა მათთვის.
_ბიჭია, ბიჭი! - თქვა და ფართედ გაიღიმა.
_რაააააა? - შეჰკივლა გვანცამ მოულოდნელი სიხარულისგან და სახე სატირლად დაბრიცა.
_გილოცავ, ძამიკოს ამ ქვეყნად მობრძანებას. - თბილი ხმით უთხრა თორნიკემ და გულზე მიიკრა ატირებული გოგონა.
_“ გლავნი“ შენგელიაც გაიჩითაო, - წარმოსთქვა პაატამ და გაიკრიჭა.
_როდის შევძლებთ მათ ნახვას? ან მამაჩემი სად არის, რატომ არ გამოდის? - იკითხა გვანცამ.
_ცოტაც მოითმინეთ და მალე დაგიძახებთ მათ სანახავად. პალატაში რომ გადავიყვანთ. მამათქვენი... - ექთანს ეტყობოდა, რომ სიცილის შეკავებას ცდილობდა, - ძალიან ემოციურად შეხვდა შვილის დაბადები პროცესს და ნიშადურით დაგვჭირდა მისი მოსულიერება.
_გული წაუვიდა? - იკითხა ავალიანმა განცვიფრებული ხმით.
_დიახ. ეს ემოციური ფონია, ხდება ხოლმე, - ღიმილით მოახსენა ექთანმა.
_ახლა როგორ არის?
_კარგად არის, კარგად.
_კარგი, დიდი მადლობა.

თეთრხალათიანი კმაყოფილი სახით გაბრუნდა. ვინ იცის უკვე რამდენი მშობიარეს ახლობლებისთვის მიუნიჭებია სიახრული, სიტყვებით „დაიბადა და დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ“.
_ბიჭია, ბიჭი! - შესძახა ახალაძემ, - ყოჩაღ, ძია მალხაზ, ყოჩაღ!
_რა მაგარია, ვაიმე პატარა ძმა მყავს, ძმა მყავს, - აგონიაში მყოფივით იმეორებდა შენგელია და თვალებში უზომოდ დიდი ბედნიერება ჩასდგომოდა.

• * * *
რამოდენიმე ათეული წუთის შემდეგ, ყველანი პალატაში იყვნენ და მანანას საწოლს გარს შემოხვეოდნენ.
მალხაზი, სიხარულისგან ძალა გამოცლილი, კუთხეში მდგომ სავარძელზე ჩამომჯდარიყო და დაღლილი თვალებით იყურებოდა.
_დე, როგორ ხარ ახლა? - თბილი ხმით ჰკითხა შენგელიამ დედას და თავზე გადაუსვა ხელი.
_კარგად ვარ დედი, კარგად.
_ბავშვს როდის მოიყვანენ? - მოუსვენრობა დაეტყო პაატას.
_ხომ სთქვა ექთანმა, მოვაწესრიგებთ და მოვიყვანთო.
_უჰ, ვეღარ ვითმენ.
_ბატონო მალხაზ, თქვენ როგორ გრძნობთ თავს? - ჰკითხა თორნიკემ უფროს შენგელიას.
_მე რა მიჭირს, ახლა უკეთ ვარ, თან ბედნიერებისგან გაბრუებული ვარ, სიზმარში მგონია თავი, - გაეღიმა კაცს, თან წამოდგა და საწოლს მიუახლოვდა.
_მა, რა დავარქვათ ბავშვს?
_დედაშენი რასაც გადაწყვეტს, - თქვა მლხაზმა და ცოლს თმაზე ჩამოუსვა ხელი.
_ლუკა, ლუკა დავარქვათ, - მანანამ სახელი შეურჩია პატარა შენგელიას.
_ლუკა შენგელია! - წარმოსთქვა გვანცამ სიამაყით და გაიღიმა, - რა კარაგად ჟღერს არა? ლუკა შენგელია, - გაიმეორა კიდევ.
_ლუკა. - საოცრად ამაყი ხმით გაიმეორა შვილი სახელი უფროსმა შენგელიამ და თვალები აუწყლიანდა.
_მაა, - გვანცამ მამას მკლავები შემოხვია.
დერეფანში ბავშვის ტირილის ხმა გაისმა. ყველამ სუნთქვა შეიკრა.
_ის არის, ჰო? - იკითხა გაფართოვებული თვალებით გვანცამ, - ლუკაა ხო? ხმით ვგრძნობ, რომ ისაა. - მაშინვე კარებს მივარდა და ფართედ გამოაღო, თან ექთანმა გორგოლაჭებიანი პატარა საწოლი შემოაგორა ოთახში სადაც ჩვილი იწვა და ტიროდა.
_აი, მოვედით, - თქვა ექთანმა ღიმილით.
_ვაიმე დეე, - ხმა აუკანკალდა გვანცას და მისდაუნებურად გულამომჯადრი ატირდა. სიხარულისგან და ბედნიერებისგან ტიროდა უფროსი დაიკო.
_რა საყვარელიააა, - აღფრთოვანებით წარმოსთქვა ახალაძემ, - რამხელა ხმა აქვს, მთელმა დედამიწამ უნდა გაიგოს, მისი დაბადება, - დააყოლა ღიმილით.
_კეთილი იყოს შენი დაბადება, მეგობარო, - ავალინმა ჩურჩულით უთხრა ეს სიტყვები და ფრთხილად გადაუსვა მუცელზე ხელი.
_რა პაწაწინაა, - ტირილით თქვა შენგელიამ, - ხომ შეიძლება ავიყვანო? - იკითხა მერე და დედამისს გახედა. ქალს ცრემლებით ავსებოდა თვალები და ქმარის ხელს ჩაბღაუჭებოდა.
გვანცამ ფრთხილად აიყვანა ატირებული ბავშვი ხელში, მანაც მაშინვე იყუჩა.
_ლუკა, ჩემო პატარა, მე შენი დაიკო ვარ. ვიცი რომ გესმის ჩემი, ცოტათი მხედავ კიდეც. იცი, როგორ გელოდებოდი? იცი, როგორ გამახარე შენი არსებობით? მთელი ცხოვრება ჩემი ოცნება შენი დაბადება იყო, აჰა, ამიხდი კიდეც. მე ძმა მყავს, პატარა ძმა, - ბოლო სიტყვები რომ თქვა ოთახში მყოფთ მოავლო თვალი, სიცილ-ტირილი ერთმანეთში არეოდა. ლოყაზე ჩამოსული ცრემლების მოწმენდა ბეჭით სცადა.
ავალიანი გაღიმებული სახით შესცქეროდა შენგელიას და მისი სიხარულით ხარობდა.

რამოდენიმე ხანში ექთანი ისევ შემოვიდა პალატაში და მნახველებს წასვლა სთხოვა.
თენდებოდა თითქმის სახლში რომ დაბრუნდნენ.

_ახლა სახლში რომ ახვალ, დაწექი დაიძინე, ხომ გესმის? - უთხრა თორნიკემ გვანცას, - ის ჭურჭელი კიდე მერე დარეცხე.
შენგელიას ფართედ გაეღიმა. ტუჩების მოძრაობით უთხრა „მიყვარხარ“ - ო და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.


რამოდენიმე დღეც გავიდა და მანანა და ლუკა სახლში მოიყვანეს. რა თქმა უნდა, ძეობა აღინიშნა შენგელიების ოჯახში.

ოჯხში, ყველა ცერებზე დადიოდნენ, აქაოდა ლუკას სძინავს და არ გავაღვიძოთო. ერთმანეთს ჩურჩულით ელაპარაკებოდნენ.
სამსახურიდან თავქუდმოგლეჯილი მორბოდა გვანცა, ერთი სული ჰქონდა როდის აიყვანდა პატარას ხელში.
მიუხდავად, იმისა, რომ ძალიან დაკავებული იყო, არ დავიწყებია ბავშვთა ტავშესაფარი. იქაც ხშირად მიდოდა და ნახულობდა მის პატარა მეგობრებს. ბავშვები სახეგაბადრული ისმენდნენ ამბებს ლუკას შესახებ, რომელსაც შენგელია თხზავდა ხოლმე ზღაპრების სახით.

მანანა და მალხაზი პატარა შვილს რომ შესცქეროდნენ, უსაზღვრო ბედნიერებით ივსებოდნენ. სულ სხვაგვარი განცდაა, მათ ასაკში თავიდან განცდილი დედობა და მამობა.

სამსახურიდან დაბრუნებულს, ბევრჯერ დახვედრია სახლში, თბილი ვახშამი გაზქურაზე შემოდგმული. მაცივრის კარებზე ფურცელი მიკრული წარწერით: „გემრიელად ივახშმე. დაწუნება არც გაბედო, იმიტომ რომ მე მოგიმზადე. მიყვარხარ“
კმაყოფილი ღიმილი ეფინებოდა ავალიანს და ბედნიერი მზერით მოავლებდა ხოლმე სახლს თვალს, სადაც მალე გვანცასთან ერთად ხალისით აივსებოდა.

• * * *
ზამთარმა უცებ გაშალა სუსხიანი ფრთები და დაუფრიალა საქართველოს. ირგვლივ ყველაფერს სიცივის მკაცრი ხელი დაეტყო.
ბევრ ოჯახში მხიარულად ჩაიარა შობამ და ახალმა წელმა. ზოგან კი სიღარიბის, სიცივის და შიმშილის თანხლებით.
წამს წუთი ენაცვლებოდა, წუთს საათი, საათს დღე, დღეს კვირა, კვირას თვე და აგერ უკვე
პატარა შენგელიამ მესამე თვეში გადააბიჯა და უძილობასაც უმატა, რააც ხშირად გვანცას ღამისთევის მიზეზი იყო.
სიხარულით ასრულდებდა გვანცა ამ სამუშაოს. მანანას, თითქმის ძალით ართმევდა ბავშვს, მე მივხედავ, შენ დაიძინეო. ქალიც იძულებული იყო ასე მოქცეული, უფროს შვილთან კამათს აზრი არ ჰქონდა, მაინც.
ღამის ორ საათზე, კორიდორში სიმღერით დააბიჯებდა შენგელია და თვალებდაჭყეტილი პატარა ძმის დაძინებას ცდილობდა, რომელსაც არაფრით სურდა დაძინება.
_მოდი, როგორ მოვიქცეთ იცი? - უთხრა ბავშვს გვანცამ, სიმღერით რომ ვერაფერს გახდა, - მე ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს, ხვალისთვის ლექცია მაქვს მოსამზადებელი, შენ ეტლში ჩაგსვამ, ბატონო ლუკა, თუ არ შეწუხებით, რა თქმა უნდა, და ჩემს ლექციას მოუსმინეთ, თან საინტერესო იქნება, ძალიან, გპირდები. - მთელი სერიოზულობით ელაპარაკებოდა. ლუკაც გაყუსული უსმენდა და ცდილობდა დის ყოველი მოძრაობისთვის თვალი ედევნებინა. ლოყებში ჩაკარგული ცხვირის მხოლოდ წვერი უჩანდა, მზერა ფართე და ზღვისფერი ჰქონდა. დას დაემგვანა თვალებით. ტუჩები პატარა და წითელი, სასაცილოთ დაბურცული. თეთრი ქუდი ეფარა თავზე, რომელიც ძალიან უხდებოდა მის ხორბლისფერ კანს.

გვანცამ ეტლი გამოაგორა, ბავშვი შიგ ჩასვა და სამეცადინოდ მაგიდას მიუჯდა. ეტლი ახლოს დაიყენა.
_აბა, დავიწყოთ ხო? - ჰკითხა მერე ღიმილით, თან ფურცლები მოიმარჯვა, - მოკლედ რა ხდება ახლა, ბატონო ლუკა, დიპლომატია ხომ იცით რასაც ნიშნავს? მოკლედ შეგახსენებ მაინც, რაიმე მიზნის მიღწევისთვის ადამიანებთან დახვეწილი ურთიერთობა, საქმიანობა. და ამ საქმიანობას ვასწავლი მე სტუდენტებს, - ბავშვი გაფართოვებული თვალებით მისჩერებოდა გვანცას, თან საწოვარას აცმაცუნებდა, - განვაგრძოთ, ხვალ უნდა ავუხსნა სტუდენტებს, დიპლომატიური სამართალი, მოდი გადავიმეორებ მე ახლა, შენ კი მომისმინე, დიპლომატიური სამართლის ცნება და წყაროები, დიპლომატიური სამარტალი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ინნსტიტუტს,რომელიც არეგულირებს ქვეყნის წარმომადგენლობის ურთიერთობას სხვა სახელმწიფოებთან და
ზოგიერთ საერთაშორისო ინსტიტუციებთან, კერძოდ უნივერსალური ხასიათის მქონე
საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სუბიექტს სჭირდება სხვა სახელმწიფოსთან სათანადო კონტაქტების დამყარება და ურთიერთობების წარმოება. ყოველი სახელმწიფო თავის საგარეო ფონქციების განხორციელებისას მიმართავს გარკვეულ ხერხებსა და ფორმებს,რომელთა მიზანია საგარეო პოლიტიკის ამოცანების
მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა....- კარგა ხანს უტარებდა შენგელია პატარა ძმას ლექციას, საოცრება ის იყო, ლუკა ხმა ამოუღებლად ისმენდა ამ ყველაფერს, თვალს არ აცილებდა ლექტორს, მერე სწავარას ცმაცუნით ძილი მოერია და თვალები მიენაბა. გვანცამ თავი რომ ასწია ფირცლებიდან, პატარა შენგელიას უკვე ეძინა და მშვიდად სუნთქავდა.
_ვაიმე შენ შემოგევლე, მე ჩემო სიყვარულო და ჭკვიანო ბიჭო. ხვალ ყველაზე მაგარ ლექციას ჩავატარებ, იმიტომ , რომ შენ მოისმინე პირველმა და იავნანაზე მეტად მოგეწონა. - თქვა ჩურჩულით და ღიმილით შენგელიამ.
დილის ოთხი საათი სრულდებოდა, შენგელიების ბინაში შუქი რომ ჩაქრა.


• * * *
მიუხედავად უძილობისა, დილით მაინც ადრე ადგა. სამსახურში ეჩქარებოდა, თან უნდოდა თორნიკეც ენახა წასვლამდე.
მშობლების ოთახის კარზე ფრთხილად დააკაკუნა, მერე კი შეაღო. ბავშვის საწოლს დახედა, ლუკას მშვიდი ძილით ეძინა. სითბო ჩაეღვარა გულში მისი დანახვისას.

_ოჰ, დილა მშვიდბისა, შენგელიას ასულო, - მიესალმა თორნიკე ღიმილით.
_დილა მშვიდობისა, მეთაურო, - ასევე ღიმილით დაუბრუნა სალამი გვანცამაც და ბაგეზე აკოცა. კაცი არ ელოდა უცებ. ერთიანად დაუარა ჟრუანტელმა, თხემიდან ტერფამდე. სანამ გონს მოვიდა შენგელია უკვე მოსწყვეტოდა მის ტუჩებს.
_ რა იყო ეს, დილის დოპინგი? - იკითხა კაცმა და კარი მიხურა.
_არა, შუადღესაც შემოგივლი და ძილის წინაც, - გაიცინა გოგონამ.
_რას აიჩემე ეს გაზაფხულზე დაქორწინება, მთელი ზამთარი ისე გამომატარე, გამყინე ამხელა კაცი საწოლში მარტო, - ვითომ სერიოზულად თქვა ავალიანმა და წარბები შეყარა.
_კარგი ნუ ბუზღუნებ, რაღა დარჩა, ორი თვეც და მორჩა. თებერვალიც სრულდება და ნეტა რას აპირებსო ჩემი იუბილარი შემდეგ კვირასო? - გაბადრული სახით ჰკითხა გოგონამ კაცს, რომელსაც ღიმილი ეფინებოდა სახეზე გვანცას შემყურე.
_მივდივართ რესტორანში! - თქვა გდაჭრით სვანმა.
_უჰუ, მაგარია. რამდენი წლის ვხდებითო? - მავნებლური ხმით იკითხა გოგონამ.
_ჩემს ასაკში ასაკს არ ეკითხებიან, - უპასუხა სიცილით ავალიანმა, რაც მოაფიქრდა იმ წამს. შენგელიას ხმამაღლა გაეცინა და კისერზე შემოხვია ხელები მომავალ ქმარს.
_როგორი მადლობელი ვარ ღმერთის, შენი დაბადება რომ ინება, - გულწრფელი იყო იმ წამს გვანცა, ეს მის თვალებშიც კარგად იკითხებოდა. კაცმა ძლიერად მოხვია ხელები გოგონას და მაგრად მიიკრა გულზე, თან მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
_ჩემი ბედნიერება ხარ. ეს სიტყვები პირდპირი მნიშვნელობით გაიგე, - უთხრა ჩურჩულით თორნიკემ, - შენ მე ნამდვილ ბედნიერბას მაზიარე. იმის განცდა, რომ გიყვარს, შეყვარებული ხარ, ეს უკვე ბედნიერებაა. შენ კი ეს განმაცდევინე.

ერთხანს ასე ჩახუტებულები იყვნენ. იმ წამებში აბსოლიტურად დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ისინი ერთმანეთით არსებობდნენ. ერთი ჰქონდათ გულის ცემა, და ერთმანეთის ფილტვებით სუნთქავდნენ.

_აქციის ჩატარებას ვაპირებ, ვფიქრობ შენი დახმარება დამჭირდება, თუ რა თქმა, უნდა სურვილი გექნება. - უთხრა შენგელიამ თორნიკეს, როდესაც განცალკავდნენ.
_რა აქციაა? - იკითხა ინტერესით კაცმა.
_ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი, სტუდენტებს უნდა დაველაპარაკო დღეს, მიახლოებით ასეთი ლოზუნგით: ვაკეთოთ სიკეთე.
_საინტერესოა და მე რა მევალება?
_ვფიქრობ საშინლად არ მოგეწონება. - ნერვიულად დაიჭყანა გვანცა.
_რა არის ასეთი? - გაკვირვება გამოხატა ავალიანმა.
_მინდა, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მოხვიდე და უბრალოდ გამვლელებს ჩაეხუტო, განსაკუთრებით კი მოხუცებს, მოწყენილ ხალხს... ვფიქრობ, რომ ერთგვარი წარმოჩენა იქნება ქართული სამხედროსი, თქვენ თბილი ხალხი ხართ და გიყვართ თანამემამულეები.
_მეღადავები? - ხმა გაეპარა კაცს.
_კარგი, ჰო, დაივიწყე. ჩათვალე, რომ არაფერი მითქვამს, - არ დაიტყო წყენა შენგელია, თითქოს ელოდა კიდეც ამ პასუხს მისგან, - წავედი მე ახლა, მაგვიანდება უკვე. მოდი გაკოცო და გავიქეცი, - ნაჩქარევად აკოცა ხმაურით ლოყაზე და გარეთ გამოვიდა.
_კარგი, ნახვამდის, - მიაძახა თორნიკემ კარი რომ დაიკეტა მერე.


• * * *
_ბავშვებო, სალაპარაკო მაქვს თქვენთან, არ წახვიდეთ, - მიმართა აუდიტორიას ლექტორმა ზარის დარეკვის შემდეგ, როდესაც ყველა წამიშალა. სტუდენტები სმენად იქცნენ და უხმოდ დასხდნენ თავიან სკამებზე. - მოკლედ, გადავწყვიტე, პატარა აქცია მოვაწყოთ სახელწოდებით „ვაკეთოთ სიკეთე“, ან რაიმე სხვა სახელი, ოღონდ თქვენი დახმარება მჭირდება...
_კი, პატივცემულო, „ბაზარი“ არაა, აქ ვართ, - წამოიჭრა ფეხზე ქუთაისელი თედო. აუდიტორიას ჩუმმა სიცილმა გადაურბინა. გაეცინა შენგელიასაც.
_მოკლედ, რუსთაველის მეტროსთან გავიდეთ, იქ კი თავად მიხვდებით თუ რა უნდა გააკეთოთ.

აუდიტორია ფეხზე წამოიშალა. წასასვლელად მომეზადნენ. ლექტორის მოწოდება უცებ აიტაცეს და ყიჟინი მორთეს.

გზიდან ახალაძეს დაურეკა გვანცამ თუ შემოგვიერთდებიო, პაატამ, რატომაც არაო და რამოდენიმე ათეული წუთის შემდეგ რუსთაველის მეტროსთან იყო ყველა თავმოყრილი.
ამინდმაც გაამართა, მიუხედავათ სუსხისა მზე მაინც ანათებდა და ცდილობდა მისი ძალა დაემჩნია დედამიწისთვის.

შორე-ახლოს მოხუცები ჩამწკვირებულიყვნენ, რომლებსაც პატარა დახლები გაეშალათ. ზოგს სახლიდან გამოტანილი წიგნები ელაგა, ზოგს ყვავილები, ზოგსაც ხელნაკეთი ნივთები. საბრალონი მომლოდინე თვალებით მისჩერებოდნენ გამვლელ-გამოვლელ, იქნებდა რაიმე იყიდონ და პურის ფული მაინც დამრჩესო.
ქუჩაში კი იმდენი მოღრუბლულს სახეს დაინახავდით, უცებ მზეც კი დაიჩრდილებოდა.
გვერდითაც არ იყურებოდნენ ადამიანები ისე დააბიჯებდნენ. ვყელას სადღაც ეჩქარებოდა. იქნებ არსადაც ეჩქარებოდათ, უბრალოდ ამ ქაოსს უნდოდათ, რომ გაცლოდნენ.
_ბაბო, ცოტახნით შენს დახლთან დამაყენე, კარგი? - დაჩი ჭეიშვილი მივიდა წიგნების გამყიდველ მოხუცთან.
სახე დანაოჭებულმა ბებომ, ქვემოდან ამოხედა სტუდენტს თბილი თვალებით და შეშინებული ხმით ჰქკითხა:
_ფული გინდა წამართვა?
_არა ბაბო, რას ამბობთ, მინდა დაგეხმაროთ, ვეცდები გაგაყიდვინოთ ეს წიგნები. ყველა თუ არა, რამოდენიმე მაინც. - უპასუხა ბიჭმა სანდომიანი ხმით. მოხუცს სახე გაუბრწყინდა.
_რად სჩადიხარ ასეთ სიკეთეს შვილო?
_განა სიკეთის კეთებას მიზეზი სჭირდება, ბაბო? - კითხვითვე უპასუხა ბიჭმა და ერთ-ერთ წიგნს დაავლო ხელი, რომელსაც „ბანოვანი“, „შორეული ლანდები“ ეწერა. - ამ წიგნს ჰყიდი, ბაბო? ეს ხომ ძალიან მაგარი წიგნია!
_ვიცი, შვილო, ვიცი, ძალიან კარგი წიგნი, რომ არის, მაგრამ განა ვინმე უყურებს, ზედაც არ ხედავენ, - სინანულით თქვა მოხუცმა.
_ეს წიგნი ყველას სახლში უნდა იყოს, ეს ხომ იგივე, საქართველოს ისტორიაა...
_გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ განა მარტო ეგ, არც ერთი წიგნი არ უნდა გამომეტანა გარეთ.
_რას ვიზამ, გავყიდოთ, მაშინ და დაე სხვა განათლდეს ამ წიგნის წაკითხვით, - თქვა ჭეიშვილმა და წიგნი წამოწია ხელში, - აბა, აქეთ მობრძანდით, ძალიან საინტერესო წიგნების კრებული მაქვს, - დაიწყო ხმამაღლა ლაპარაკი ბიჭმა. მაშინვე მიიქცია გამვლელების ყურადღება. - ამ წიგნში მოთხრობილია მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველო, კერძოდ სვანეთი. ამ რომანში, ძალიან კარგადაა გადმოცემული ორ ბანაკად გაყოფილი ბატონყმურ-ფეოდალური საზოგადოება. პირველ ბანაკში მოქცეულია თავადაზნაურობა და ეკლესია....
_რა ღირს? - შეაწყვეტინა დაჩის ერთ-ერთმა გამვლელმა.
_ათი ლარი, - საცდელად უთხრა ფასი, არადა ბებოს ციფრი სამი მიწერა კალმით წიგნის ყდაზე.
_რა ამბავია, - შეიცხადა გამვლელმა.
_სულაც არ არის ბევრი ქალბატონო, უყურეთ რომელ წელსაა წიგნი გამოცემული, თითქმის ოცდაორი წლისაა, ტან ისეთ საინტერესო რომანს წაიკითხავთ ნამდვილად არ ინანებთ გადახდილ თანხას.
_კარგი, კარგი, მომეცი. - უხალისოდ გაუწოდა ათ ლარიანი კუპიურა ჭეიშვილს წიგნის მყდველმა.
_გაიხარე დეიდა, თქვენ ამ წამს აქციაში მიიღეთ მონაწილეობა რომელსაც ჰქვია „ვაკეთოთ სიკეთე“ , ამ ფულით ახლა ეს მოხუცი პურს იყიდის დღეს და ბედნიერი წავა სახლში. - ბიჭს ნათქვამმა ქალი მეტად გაახარა. გულში ჩაღვრილი სითბო სახეზე აღებეჭდა. მადლობა გადაუხადა მათ, წიგნი წაიღო და თავის გზას დაადგა.
ჭეიშვილი კი შემდეგ წიგნს დაწვდა.


_რა ლამაზი ყვავილები გაქვთ ბებო, - რამოდენიმე სტუდენტი გოგო მივიდა მოხუცთან რომელსაც დახლზე ყვავილები ეწყო. - დაგეხმაროთ გვინდა ბებო, გაგაყიდვინებთ ამ ყვავილებს, წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
_არა შვილო, რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი, - ჩაიქირქილა მოხუცმა.
გოგოებმა ფასები გამოკითხეს ბებოს, კონებად შეკრული ყვავილები ხელში აიღეს და ხალხში გაერვივნენ.
„ძია ნახე, რა ლამაზი ყვავილებია, უყიდეთ დედას, დას, მეუღლეს, თქვენი საქციელი, მათ გააბედნიერებს ძალიან“ - გაიძახდნენ გოგონები და კაცებს უწვდიდნენ ყვავილებს. რამოდენიმემ გაღიმებული სახით შეიძინა თაიგულები.
_ვინ ხართ ბიძია თქვენ? - აათვალიერ-ჩაათვალიერა ერთმა კაცმა სტუდენტები.
_სტუდენტები ვართ, ძია.
_თქვენღა მაკლდით, რაა. ციგნებმა ხო გამომჭამეს გული, ახლა სტუდენტებიო, პატრონი არ გყავთ, ბიძია თქვენ? - უკმეხი ხმით თქვა კაცმა და განაწყენებულმა გაეცალა სტუდენტებს. გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს, ბეჭბი აიწურეს და სიცილი ატეხეს, მალევე ისევ გაისმა მათი ხმა, „ლამაზი ყვავილები, ლამაზი ყვავილები“...

_გვანცა მე რა მევალება? - ჰკითხა ახალაძემ მეგობარს.
_შენ? შენ, აი ის უჟმური კაცი, რომ მოდის, მიდი და უთხარი „ უბრალოდ გაიღიმე, ყველაფერი კარგად იქნება“ ...
_ჩემი კეთილი და საოცარი ფერი ხარ შენ. - მეგობარს გადაეხვია პაატა, მერე კი იმ კაცისკენ გაემართა, ვისზეც გვანცამ მიუთითა.
შორიდან ადევნებდა თვალს შენგელია ახალაძეს და იმ კაცს, კაცმა ცოტა ხანში ფართედ გაიღიმა, პაატას მამა-შვილურად გადაეხვია და გზა განაგძო. ალბათ დიდხანს გაყვებოდა ის ღიმილი.
მიუხედავად დიდი ემოციისა, გულის სიღრმეში მაინც მოწყენილი იყო გვანცა.
სტუდენტების ერთი ჯგუფი ადამიანებს აჩერებდა და ეკითხებოდნენ: „შეიძლება ჩაგეხუტოთ? ჩახუტებით დადებითი ენერგიით ივსება ადამიანი“, ზოგი თანხმდებოდა, ზოგი ზედაც არ უყურებდა მათ. სასიხარულო უფრო ის იყო, რომ უმეტესობა თბილი ღიმილით ხვდებოდა ამ შეთავაზებას.

_ბინტი, სპირტი, იოდი, ყველაფერი მოიმარაგე, რა მითხარი? უნდა ჩავეხუტო ხო? ამხელა კაცი, რომ დავედევნები, გინდა თუ არა უნდა ჩაგეხუტოვო, ვიღაცა თავს გამიტეხავს, უეჭველი. - შენგელიას გვერდით ავალიანი იდგა და აქციაში ჩართულ სტუდენტებს გასცქეროდა.



№1 სტუმარი vendi))))

vaimeeee saswauli rogor gemexardaa shen xo ar ici. rogorc iqna gveshvela. exla davjdebi da wynarad guldamshvidebuli wavikitxav..:** pirveli vaar pirvelad:)))

 


№2  offline წევრი თვალჟუჟუნა

აუ რა მაგარია :love

 


№3 სტუმარი Lana

ძალიან კარგია ^^ ბოლოზე გამეცინა :დდ

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

სად დაიკარგე ამდენ ხანს მომენატრა ჩემი შენგელიას ასული და თორნიკეეე <3<3<3<3 ვაიმეეე მე ჭკუას ვკარგავ თორნიკეზე ვაფრენ ამ ბიჭზეეეე და მალე დადე მომდევნო თავი შეუდარებელია love love love

 


№5 სტუმარი Marusia_maro

Vaime rogor gamixarda axali tavi :* chemi tbilebi vgojdebi am wyvilze <3 imedia ragac ar moxdeba da isrv ar dashordebian tore gavafren :d umagresi xar :* <3

 


№6  offline წევრი marisa

კეკე, ძალიან მაგარ ისტორიებს რომ წერ, შევთანხმდით. ძალიან გულისყურით რომ უდგები და განსაკუთრებით იმ რომანს, რომელსაც ახლა გვთავაზობ, ამაზეც შევთანხმდით. ეს თავი რომ ძალიან პოზიტიური იყო, ესეც მისაღებია; მაგრამ რაც ვკითხულობ შენს ისტორიებს, ერთი კითხვა მიჩნდება. რატომ არიან სულ გამოუცდელი გოგოები, რომელსაც ბიჭები კოცნას პარავენ?! ეს შენი სტილია თუ უბრალოდ დაემთხვა?

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

magaria dzaan male dade raa

 


№8  offline წევრი si-xa

Gულიიი აი დედას Vფიცავარ სულ ვხვდები როდის უნდა დაიდოს იმ დგეს სულ ამ Iსტორიაზე მეფიქრება ხოლმე Dღესაც ეგრე ვიყავი :D

 


№9 სტუმარი Tu Ta

Vaimeeeeee, rogorc iqna :) ramdeni gelodet, tumca, namdvilad girda. Shesanishnavi tavi iyo..imedia, momdevnos ase dzalian agar dagvigvianeb :*

 


№10  offline მოდერი ლილიანა

მესიამოვნა❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№11  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Dzaliann dzaliann magarii iyooo momeconaa :*

 


№12 სტუმარი vendi))))

kargi iyo lodinad girda. ise cota patara momechvena.yochag keke magari xar))))) boloze mec vixalise. dzaan magrat wer..velodebi shemdeg tavs

tan ra tkbili tavi iyooo <3

 


№13  offline წევრი dreamers

ქმედება ოცნების ნაცვლად დადე მთლიანად რა, წაშლილია. :)))

 


№14 სტუმარი sofiii

Genacvale keke, miyvarxar shenc, avaliaic da shengeliac <3

 


№15  offline წევრი dadeshqeliani

საუკეთესო ხარ შენ <3 ვაიმე რა ძაან მაგარია love როგორ მომნატრებია ჩემი ავალიანი და შენგელიას ასული love ვგიჟდები შენზე love

 


№16 სტუმარი Likamishka

Yvelaze kargia <3
Shens istoriebze ubralod sheyvarebuli var, yvela matganze! <3
Veli shemdeg gemriel tavs..
Da imedia isev amdenixani ar gvalodineb:*♡

 


№17 სტუმარი lizazu

dreamers
ქმედება ოცნების ნაცვლად დადე მთლიანად რა, წაშლილია. :)))

mag idtorias gagrdzelebac xom aqvs. satauri ar maxsovs da ikneb vinmem icodes?

 


№18 სტუმარი mari

lizazu
dreamers
ქმედება ოცნების ნაცვლად დადე მთლიანად რა, წაშლილია. :)))

mag idtorias gagrdzelebac xom aqvs. satauri ar maxsovs da ikneb vinmem icodes?

istorias qvia bedniereba gaziarebit da dasawyisic aqvs 41 tavis chatvlit devs

 


№19 სტუმარი ucnobi

rato eubnebit ro lodinad girda.es mkitxvelis dacinvaa meti araperi. tu saqme aq da verdebs mashin saertod ar unda daiwkos da ara is ro ramodenime xazis dasawerad ati dge ikargeba.ra ubedurebaa amdeni xani lodini. etkoa tavshi auprinda xalxi ro aqebs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent