შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (20)


26-08-2015, 19:56
ავტორი Keke27
ნანახია 13 986

(20)
თვითმრფინავი აფრინდა.
ავალიანი ილუმინატორთან იჯდა და სილურჯე შეპარულ სივრცეს, ჩაფიქრებული გაჰყურებდა.
ფიქრებში გართულს მალევე ჩაეძინა.
გადაჯდომა ყირგიზეთის აეროპორტში მოხდა. იქ ერთი დღე დაჰყვეს. შემდეგ კი ავღანეთისკენ აიღეს გეზი.
ამერიკული სამხედრო ბოინგი ლეზერნიკის ბაზაზე დაფრინდა.
თვითმფრინავის უკანა ნაწილი გაიხსნა და სამხედროები გარეთ გამოვიდნენ. იქედან გამოსულებს მტვერით გაჟღენთილი ცხელი ჰაერი მიეგებათ.
ავალინმა საყელო შეიხსნა. „კეთილი იყო ჩვენი მოსვლა ჯოჯოხეთში“ , ჩაილაპარაკა ჩუმად.
რამოდენიმე წუთის შემდეგ, ქართველი სამხედრობი, სამხედრო ტიპის მანქანაში - ემრაპიში ისხდნენ და ერედვის ბაზიზსკენ მიდიოდნენ.
რამოდენიმე თვე უცხო მხარეში მოუწევდათ ყოფნა ქართველებს. თიტქოს სამშვიდობო მისიით, მაგრამ ამავე დროს სიკვდილს მიახლოებულნიც. წინასწარ არავინ იცოდა რა მოხდებოდა ამ დროის განმავლობაში.
ყველა თავიანთ ბანაკში განაწილდა.
დასვენება სჭირდებოდათ. მეორე დღისთვის თავიანთი მოვალეობის შესრულებას უნდა შედგომოდნენ.
ავალიანმა გრძნობების და ემოციების გამორთვის რეჟიმი გაააქტიურა და შენგელიაზე ფიქრი აუკრძალა საკუთარ თავს. მისი გონება, მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას დაუთმო.
მაგრამ ძილში დაუკითხავად ცეკვავდნენ ჩრდილები, მაინც.

• * * *
_ჩამოაღწიეთ როგორც იქნა ხო? - მხიარული ტონით შეეგება, გვანცა მშობლებს კარში.
_ჩამოვაღწიეთ დედა, ჩამოვაღწიეთ. - დაღლილი ხმით უთხრა მანანამ შვილს და გადაეხვია.
_დაიღალე ჰო?
_კი დავიღალე.
_ წამოწექი რა, დაისვენე. ჩანტებს მე მივხედავ. საჭმელი გაკეთებულია უკვე.
_ოჰ, მომესწრო შვილი. - გაიხუმრა მალხაზმა და გვანცას თმა აუბურძგნა.
_დამცინე, ჰო და არ იცი შენ რამდენი ვიბრძოლე ხახვის დაჭრისას. - გაიცინა უმცროსმა შენგელიამ.
_წარმომიდგენია მამი, - აჰყვა უფროსი შენგელიაც.
_გვანცი, - მამა-შვილის საუბარში მანანა ჩაერია, - ჩანთაში სულგუნია და ამოიღე, მაცივარში შეინახე. მე წავალ, მართლა წამოვწვები, თორემ აღარ შემიძლია მეტი.
_მიდი, მიდი. მივხედავთ ჩვენ ყველაფერს.- უთხრა მალხაზმა ცოლს და ჩანთებს დასწვდა სამზარეულოში შესატანად. - რას შვები შენ, როდის მთვრდება სასწავლო პროცესი?
_ ერთი კვირა დამრჩა და მორჩა.
_აქ ახალი რა ხდება? მეზობლები როგორ არიან?
_რავიცი, გუჯა თითქმის ყოველ დღე ნასვამია და რომ დამინახავს სიყვარულის ბუშტი უსკდება. - თქვა სიცილით გვანცამ, - კიდევ, ახალი მეზობელი, თორნიკე ავალიანი, ათი დღის წინ ავღანეთში წავიდა...
_უკვე წავიდა?
_კი წავიდა. რამოდენიმე თვე მოუწევს იქ ყოფნა. - გვანცა ცდილობდა, ხმაზე არაფერი დასტყობოდა. რადგან შინაგან კანკალებდა უკვე.
_ღმერთი მშვიდობით ჩამოიყვანს ყველა ქართველს, ვინც იქაა წასული. - თქვა უფროსმა შენგელიამ და ჩანთა მაგიდაზე შემოდო. - აბა, მიხედე აქაურობას შენებურად. მე ეზოში გავალ. ხალხს ვინახულებ. - დაუბარა მერე შვილს.
„ნეტავ როგორაა? რას შვება? ხომ არაფერი უჭირს? ალბათ ვახსენდები კიდეც. მე თუ არა, ჩრდილები ხომ მაინც ახსენდება? „ ამ ფიქრებში გართულიყო გოგონა.

• * * *
ავალიანი დამოუკიდებელი სნაიპერი იყო, ანუ მას მეწყვილე არ ჰყავდა. მარტოს უწევდა მისიის შესრულება და ყოველი დეტალის გათვლა.
ღია ხაკისფერ სამოსში ჩაცმულმა თავზე იმავე ფერის ქუდი ჩამოიფარა, რომელიც თვალების და ცხვირის ადგილას ამოჭრილი იყო.
სამალავ პუნქტამდე მანქანით მიიყვანეს და დატოვეს. იქედან, კი ფეხით უნდა ევლო და მისთვის მოსახერხებელი ადგილი უნდა შეერჩია.
ადგილი არწივისებრი მზერით დაზვერა.
მერე, ერთი შემაღლებული ადგილი მოძებნა და იქ აფოფხდა. იარაღის სრულ მზადყოფნაში მოყვანას შეუდგა. ოპტიკური სამიზნე გაასწორა და მიწაზე გაწოლილმა ლულა სათვალთვალო ობიექტისკენ მიმართა.
მასში, ადამიანებზე მონადირეს გაღვიძებოდა.

• * * *
_პაატა, ჩაალაგე ბარგი, მივდივართ!. - ჩასძახა ყურმილში სიცილით მეგობარს გვანცამ.
_თავისუფალი ხარ უკვე?
_კი, და დროა გეზი დასავლეთისკენ ავიღოთ. ხომ მომყვები?
_მა რას ვშვები? - გაეცინა ახალაძესაც.
_ზეგ გავიდეთ. მე მატარებლით მინდა წასვლა.
_აუ კაი რა, რა მატარებელი. ჩემი მანქანით წავიდეთ. თან იქ დაგვჭირდება მანქანა.
_შენ ხო მანქანის გარეშე ვერ სუნთქავ რა.
_მოკლედ, ზეგ გავდივართ, ხო?
_კი, და იცოდე ადრე გავიდეთ, შუადღეზე არ მომაკიტხო ახლა. - ისევ გაეცინა გვანცას.
_აბა!.. მოვდივართ სამეგრელო?! - მეეგრული აქცენტით წარმოსთქვა ახალაძემ და გადაიხარხა.

თენდებოდა პაატას ზარმა რომ გააღვიძა გვანცა.
_ჰე, ჩამოდი.
_რა ხდება? - იკითხა მძინარე ხმით შენგელიამ.
_არ მივივართ ქოლობანში?
_ვაიმე, პაატა, რა გიჟი ხარ. - უცებ მოფხიზლდა გვანცა და სიცილი აუვარდა.
_ხომ სთქვი ადრე მოდიო, ჰოდა მოვედი. - გაეცინა პაატასაც.
_ჯერ გათენებულიც არაა. კარგი, დამელოდე, ჩავიცვამ და ჩამოვალ.
_მე ამოვალ. შენი ამბავი, რომ ვიცი ორმოცდაათი ჩანთა გექნება გამზადებული.
_ორმოცდაათი არა, სამოცი. - ორივე იცონოდა.
რამოდენიმე წუთის შემდეგ ბარგს ეზიდებოდნენ.
_ხომ ვთქვი არა? -თქვა გაოფლიანებულმა პაატამ და ჩანთებისკენ გაიწვდინა ხელი.
_ხო, მაგრამ ორმოცდაათი არ არის. - ნიშნის მოგებით უთხრა შენგელიამ.
_რაღა უკლია..
_კარგი რაა, მთელი ზაფხული იქ მომიწევს ყოფნა და აბა რა ვქნა?
_კარგი ჰო. ჩემი ადგილი აღარ იქნება აქ, ვატყობ მე.
_ნუ წუწუნებ რა. - ისევ იცინოდა გვანცა.
სადარბაზოდან ხალათში გახვეული მანანა გამოვიდა. ხელში ცელოფნის პარკი ეკავა.
_კიდევ მიამატეთ რამე, არ დაგრჩეთ. - პაატასაც გაეცინა.
_ხაჭაპურები დაგიცხვეთ. გზაში წაიხემსებთ. - უთხრა მანანამ და გვანცას მიაწოდა პარკი.
_მამი, ამას გაგატანთ, - ახლა მალხაზი გამოვიდა სადარბაზოდან ჩქარი ნაბიჯებით. ხელში მასაც ფუთა ეჭირა. - მერაბის უნდა მისცე. სახერხის ნაწილია.
შენგელიამ მეგობარს გადახედა და ისტერიკული სიცილი აუვარდა.

წასვლის წინ გვანცამ მუცელზე მიეფერა დედას. თავს გაუფრთხილდიო დაუბარა.
_არადა მატარებლით გინდოდა წასვლა. - აფხუკურდა პაატა გზაში.
_გადამაყოლე თან ახლა.
_ისა და, მისგან არაფერი ისმის? - იკითხა ახალაძემ მორიდებით.
გვანცას მთელ ტანში გააჟრჟოლა.
_არაფერი. როგორ, ან საიდან, ან სულაც რატომ უნდა მესმოდეს? - სიბრაზე მოერია გოგონას.
_შეიძლება ავალიანს აჩვენო და დაარწმუნო კიდეც, რომ შენთვის არაფერს ნიშნავს მისი წასვლა, არც ის, რომ სახლში შუქი დატოვა ანთებული შენს გამო, მაგრამ მე ხომ გატყობ... მე ხომ გხედავ როგორ გიჭირს.
შენგელია დუმდა.
მისი თვალები სატირლად მოემზადნენ.



რა გოგო ხარ, რა გოგოო!! <3 არაფერი მოსწიო ჩემს თორნიკეს, თორენ არვიცი რაა! :D

 


№2 სტუმარი mari

mo.wons magram dalian patarebia

mari
momwons magram dalian patarebia

 


№3  offline წევრი ბახულა

ძალიან მომწონს ამ სტილში დაწერილი სხვა მოთხრობები სად წავიკითხო?

თქვენი დაწერილი :)

 


№4  offline მოდერი ლილიანა

კარგია,არა საუკეთესოა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline წევრი Unnamed

რ მყოფნის რაა.. არაფერი დაენართოს რაა თორნიკეს

 


№6  offline მოდერი ლილიანა

ბახულა
ძალიან მომწონს ამ სტილში დაწერილი სხვა მოთხრობები სად წავიკითხო?

თქვენი დაწერილი :)

გუგლში მოძებნე კეკეს ისტორიები
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline წევრი Psycopath13

კარგი იყო მაგრამ პატარა. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს და წარმატებები

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auu ra kargia male dade ra da cota didebiii ❤️❤️

 


№9  offline წევრი dreamers

სოფ ქოლობანი უკვე მეორედ გამოიყენე შენს ნოველებში, მაქედან ხარ? :)

 


№10 სტუმარი keke

dreamers
სოფ ქოლობანი უკვე მეორედ გამოიყენე შენს ნოველებში, მაქედან ხარ? :)


მეორედ არ გამომიყენებია. მხოლოდ ამ ნოველაშია ნახსენები. გვანცა შენგელია არის მანდედან :)

 


№11  offline წევრი ბახულა

ლილიანა
ბახულა
ძალიან მომწონს ამ სტილში დაწერილი სხვა მოთხრობები სად წავიკითხო?

თქვენი დაწერილი :)

გუგლში მოძებნე კეკეს ისტორიები

მადლობა

 


№12 სტუმარი tamuna lobjanidze

ძალიან მომწონს, მოუთმენლად ველოდები ხოლმე შემდეგ თავს. აუ ისე მალე შეარიგე რა, მეცოდება ბიჭიიიი... recourse

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent