შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქმედება ოცნების ნაცვლად 2 (სრულად)


6-02-2016, 19:25
ავტორი Keke27
ნანახია 84 646

სიყვარული ბრმააო რომ ამბობენ მართალი ყოფილა. მასში სხვისთვის შეუმჩნეველს შეამჩნევ და მორჩა!... უკვე გჭირს ის ადამიანი...

ჩაფიქრებული და ჩქარი ნაბიჯებით მიუყვებოდა ღამით ერთ-ერთი გარეუბნის ქუჩას. სამსახურიდან გვიან მოუწია დაბრუნება დღეს.სახლში ავადმყოფი დედა ელოდა...
თეა კიკნაძე მამით ადრე დაობლდა. დედას მამის გარდაცვალებისგან გამოწვეული ნერვიულობის ნიადაგზე დიაბეტი დაემართა და მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეირყა. მარტოდ დარჩენილ დედა-შვილს რამოდენიმეჯერ დახმარბის ხელი ნათესავებმა და მეზობლებმა გაუწოდეს, მაგრამ ლელა(თეას დედა)კარგად ხვდებოდა, რომ სულ ასე ვერ იქნებოდა.ამიტომ ძალები მოიკრიბა და ცხოვრებას ცალი ფრთა მოტეხილი დაუპირისპირდა. უჭირდა,მაგრამ შვილის მომავლისთვის უნდა ეზრუნა. თეას მამის-ჯანოს სიკვდილი უბედურ შემთხვევას მიაწერეს,არადა სრული დაუდევობის ბრალი იყო. იმ საღამოს მთელი ოჯახი ტელევიზორის წინ შეკრებილიყვნენ. ჯანომ სიგარეტის კოლოფს უკმაყოფილოდ ჩახედა,გამოლეულიყო.
_ჩავალ სიგარეტს ვიყიდი და მალევე დავბრუნდები.-დაუბარა ცოლ-შვილს და თან საათს გახედა. ღამის თერთმეტი შესრულებულიყო. თეას არ ეძინა,რადგან გაკვეთილის მომზადება არ დაესრულებინა ჯერ და ისე დაძინება არ უყვარდა,ძილის უფლებას დედაც არმისცემდა თუ სრულყოფილი არ იქნებოდა მისი საშინაო დავალება.იმ საბედისწერო ღამეს,როდესაც თეას მამა გარეთ გავიდა,ის კორპუსი პოლიციელებისგან ალყაში იყო გარშემორტყმული.სადარბაზოში სადაც თეა ცხოვრობდა,ბინას ძარცვავდნენ ბანდიტთა ჯგუფი,რომელთა ხელმძღვანელი თავზე ხელაღებული,კრიმინალური სამყაროსგან და სამართალ დამცავებისგანაც მიღებული წოდებით "დაუნდობელი"-თ იყო ცნობილი. ალყა შემორტყმული კორპუსის შესახებ შენობაში მცხოვრებლებმა არაფერი იცოდნენ. პოლიციამ საიდუმლოდ მიიღო ინფორმაცია ძარცვის თაობაზე და ბანდიტებს ჩაუსაფრთდნენ. ჯანო კი ერთ-ერთი პოლიციელის დაუდევრობის გამო ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბნელ სადარბაზოში გასული მამაკაცი ბანდის რომელიმე წევრი ჰგონებია და დაუფიქრებლად გამოჰკრა სასხლეტს ხელი. სროლის ხმამ ყველას გაურკვევლობა და შიში მოსდო.ბანდიტები მიხვდნენ,რომ ალყაში იყვნენ,მაგრამ დანებებას არ აპირებდნენ.ორივე მხარემ ცეცხლი გახსნა. შეშინებული ლელა სროლის ხმაზე კარებს მივარდა,თან ქმრის სხელს გაიძახდა,მაგრამ სანამ გააღებდა ზუსტად მის კარებთან გაისმა კიდევ დამაყრუებელი გასროლის ხმა. კარებთან ჩაიკეცა და ინსტიქტურად ყურებზე აიფარა ხელი. თეა კი შიშისგან მოკუნტული მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო და ატირებლი ისმენდა ხმებს რაც გარედან ისმოდა.რამოდენიმე ფრაზა მკაფიოთ მოესმა და მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დაუტოვა. "გაბრო მოგვიკლეს"..."ამათი ნაბოზ'არი დედაც... ჩაგვიშვეს"... ხმა განრისხებული,დამფრთხალი და ტკივილიანი იყო... მას შემდეგ ბევრმა წელმა ჩაიარა.თეა სკოლაში სწავლას მორჩა,მაგრამ სწავლის გაგრძელებავერ შეძლო,რადგან დედა იმ დროისთვის უკვე ძალიან შეუძლოდ იყო.ავადმყოფობამ მისი ცალი თვალით დაბრმავება გამოიწვია.მუშაობა აღარ შეეძლო და თეა იძულებული იყო სწავლის ნაცვლა სამსახურისთვის დაეთმო დრო და დედისთვის საჭირო წამლები შეეძინა.ლელა წინააღმდეგი იყო,მისი შვილი არ ემეტებოდა ამგვარი ცხოვრებისთვის და თავს დამნაშავედ აცხადებდა,რსდგან თეას ცხოვრების არასწორი რეჟიმი მისი ბრალი იყო.ჯერ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა,დილიდან საღამომდე იქ უწევდა ყოფნა.დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ურეკავდა დედას სახლში და მის მდგომარეობას იგებდა.დედაც ცდილობდა და ერთადერთ შვილს გამამხნევებელი საუბრით ამშვიდებდა. მოგვიანებით მაღაზიაში ყოფნა გაუსაძლისი შეიქნა,გამუდმებით გრძნობდა უფროსისგან "ყურადღებას" და გადაკრულ საუბარს.თეასთვის თავმოყვარეობა და პატიოსნება მთავარი იყო,მიუხედავად ამისა მაინც ითმენდა დედის გამო იქ მუშაობას,მაგრამ მეტს ვეღარ გაუძლო,ამიტომ დატოვა სამსახური.
რამდენიმე ხნის შემდეგ, დედის დეიდის დახმარებით, ახალი სამსახური შესთავაზეს და თეაც სიხარულით დასთანხმდა. ძიძად უნდა ემუშავა,აღსაზრდელები ტყუპები იყვნენ.
_ნანული დედიდა,როგორი ხალხია?- ჰკითხა თეამ ნანულის,როდესაც გასაუბრებაზე მიდიოდა.
_ძალიან კარგები არიან შვილო,-სახე გაბადრულმა გასცა პსუხი.-წლებია მაგ ოჯახს ვუვლი და ჩემს ხელში გაზრდილია ტყუპების მამა. ცოლიც არაჩვეულებრივი გოგოა.
_კარგია,იმედია კმაყოფილი დარჩებიან ჩემით და ამიყვანენ.-თქვა ნაღვლიანად თეამ.
_მაგ ლამაზ ცისფერ თვალებს დარდი არ უხება.-მიეფერა ნანული გოგონას და ბურდულის სახლის კარი შეაღო.შესვლითანავე იგრძნო,როგორი დადებითი აურა მოდიოდა ამ სახლიდან.
_ანაა! - გასძახა ნანულიმ ტყპების დედას, -ჩვენ მოვედით!-მისაღბში ბავშვებით ხელში,ლამაზი შესახედაობის გოგო გამოვიდა. სახეზე დაღლილობას და უძილობას კვალი დაემჩნია. მოსულებს ღიმილით შეეგება და შეიპატიჟა. გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა და თეა მეორე დღიდან შეუდგა ძიძად მუშაობას ბურდულების ოჯახში. კმაყოფილი იყო ანაზღაურებით და დღის რეჟიმით. ბავშვები ყოველთვის უყვარდა, ტუპების დედამ კი ძალიან მეგობრულად მიიღო თეა. მალევე ერთმანეთისთვის სუკეთესო მეგობრებად იქცნენ ეს ორნი. ტყუპების მამას ლექსო ბურდულს იშვიათად ხედავდა სახლში მისი ყოფნისას მოსულს.
დღეს გვიანობამდე მოუწია ბავშვებთან დარჩენა,რადგან ლექსო და ანა წვეულებაზე იყვნენ. როგორც კი დაბრუნდნენ მაშინვე წავიდა სახლში. დედა ადარდებდა,რადგან იცოდა,რომ ვერ დაიძინებდა სანამ სახლში არ მივიდოდა და არ დაინახავდა მის შვილს. ჩაფიქრებული და აჩქარებული ნაბიჯებით მიუყვებოდა გზას შინისკენ.
_ჰეი ლამაზო!-მოესმა ხრინწიანი ხმა,წამით შედგა,მაგრამ სიარული არ შეუჩერებია,გზა განაგრძო. -ჰეი ქერა თმიანო გოგონი,შენ გეძახი!- ისევ მოესმა იმავე ხმა ოდნავ სიბრაზე შერეული.თავი ასწია და ჩაბნელებულ ქუჩას მოავლო თვალი.ლამპიონები აქა-იქ ძლივსღა ბჟუტავდნენ. სიბნელეს ორი სხეული გამოეყო და გოგონასკენ დაიძრნენ. თეას ცივმა ოფლმა დაასხა,გუმანით მიხვდა ვინც იქნებოდნენ. იმასაც მიხვდა,რომ გაქცევას აზრი არ ჰქონდა. ადგილზე გაშეშდა და გონება დაძაბა,თუ როგორ გადაერჩინა თავი.
_რა გინდა?- ჰკითხა ბიჭებს მოჩვენებითი უშიშრობით.
_არაფერი,რა უნდა გვინდოდეს ამ შუაღამით შენნაირი ლამაზი გოგოსგან?- დაცინვით თქვა ერთმა და მეორეს გადახედა.მანაც ჩაცინვით დაუდასტურა ჩანაფიქრი.
_გეშლებით... სხვა მოძებნეთ.- თქვა გოგონამ მშვიდად და ადგილიდან დაიძრა.
_ჰეი სად მიდიხარ,მე არ მითქვამს წადი- თქო.- ხმა გაუმკაცრა ბიჭს და მკლავში დაქაჩა.
_ახლავე ხელი გამიშვი,თორემ...
_თორემ რა იზამ მამიკოს დაუძახებ??- სიცილი დააყარეს გოგონას.ორივეს ალკოჰოლის სუნი ასდიოდა.თეა შინაგანად დამფრთხალი იყო,მაგრამ ცდილობდა არ დატყობოდა.
_იგლისური გესმის?- ჰკითხა უცებ ბიჭებს.
_კი... რა არი რო?- უპასუხეს გაკვირვებით.
_ჰოდა FUქ YOU!..-მიახალა უცებ და მკლავი გაინთავისუფლა.
_შენ გოგო ხომ არ გინდა ახლა აქვე დაგადო?? - იღრიალა ერთმა,-და ეგ უთხარი მამაშენს.თეას მოთმინების ფიალა აევსო,მხარზე გადაკიდებული ჩანთა სწრაფად მოიხსნა და მთელი ძალით მოუქნია თავხედ ბიჭს თავში.იმდენად ძლიერი იყო ბიჭისთვის ეს დარტყმა,ადგილზე შბარბაცდა და თავში წაიშინა ხელები.თეამ დრო იხელთა და გაიქცა.მაგრამ მეორე მოეგო გონს და გაქცეულს დაედევნა.საბრალო გოგონას დაჭერა მოახერხა და მისი ბინძური ხელი სახეში გაარტყა.თეას თვალებიდან ნაპერწკლები გაცვივდა.ქუჩაში კაცი- შვილის ჭაჭანება არ იყო,რომ ეყვირა და მიშველებოდა.კორპუსებიც შორს იდგა ამ ქუჩიდან,ხმა მაინც არ მიწვდებოდა არავის.
_შენ ბო'ზო გაჩვენებ მე შენ სეირს.- ღრიალით მიიჭრა თავში ჩანთა მოხვედრილი ბიჭი გოგონასთან და მანაც უთავაზა სახეში.თეას თავბრუ დაეხვა,წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა,მუხლები მოეკვეთა,ჩაკეცვა უნდოდა,მაგრამ ყელში წაჭერილი ხელები არ აძლევდნენ ამის საშუალებას.ბიჭები კი თავის ბილწი სურვილის შესრულების სისრულეში მოყვანას აპირებდნენ,როდესაც ქუხილის მსგავსმა ხმამ შეძრა იქაურობა.
_ხელი გაუშვით თქვე სირ'ებო!.... გოგონას იმედის ცრემლები მოადგა თვალებზე და თავი იქეთ მიაბრუნა საიდანაც ხმა გაისმა.სიბნელეს მაღალი აღნაგობის მამაკაცი გამოეყო რომელიც ღამესავით შემოსილიყო და მათკენ მოემართებოდა.ბიჭებს სიბრაზე დაეტყოთ სახეზე,არ მოეწონათ ასეთი მიმართვა უცნობისგან.თეა ხელის კვრით გაანთავისუფლეს,თვითონ კი დაუპატიჟებელი სტუმრისკენ შებრუნდნენ.
_რა გინდა ძმა რამე პრობლემა გაქვს?! - მიეგებეს მოსულს კითხვით.უცნობმა ჯერ გოგონას შეხედა რომელიც ასფალტზე წაქცეულიყო.ხელის ჰკვრა იმდენად ძლიერი იყო თეამ ტავი ვერ შეიკავა და ძირს დავარდა.
_ქალს ხელს ურტყამთ? - დაიჭექა ისევ უცნობის ხმამ.
_შენ ვინ გეკითხება ვაბშე ჩვენი ძმა, ჰა? - არ ჩამორჩნენ ბიჭები ხმის აწევაში. - ბოზ,ი’ა და როგორც იმსახურებს ისე მოვექცევით. შენ არავინ გეკითხება მაგას... წადი რა გაიარე შენს გზაზე... უცნობმა კიდევ ერთხელ შეხედა გოგონას,მის ჩაცმუობას დააკვირდა,მერე ბიჭებს გაუსწორა მრისხანე მზერა...
_ბოზ*ა არა?!..-იკითხა ცივი ტონით,- შე მართლა ბოზ’ო! - თქმა და ერთერთის სახეში მუშტის მოხვედრა ერთი იყო. უცნობი თითქოს გაგიჟდა,თითქოს მხეცად გადაიქცა თვალები სიბრაზისგან და მრისხანებისგან უელავდა.ბიჭს დაუნდობლად ურტყამდა.- მაგარი ხარ არა?!... გოგოს გაუპატიურებით გინდოდა თავის გამოჩენა?.. -იძახდა დროდადრო.მეორემ წამეული დაბნეულობა დასძლია და ჯიბიდან ბებუთი იშიშვლა.
_შენი დედა მოვ**ან!.. - დაიღრიალა დანიანმა და უცნობს მოუქნია მთელი ძალით ბებუთიანი ხელი.გვერდზე გახტომა მოასწრო და მოქნეული ხელი აიცილა. მაჯაში წვდა,ხელი გადაუგრიხა ზურგით გულზე მიიბჯინა და ჯაყვა ჩამოართვა. ბიჭები ერთმანეთს დამფრთხალი თალებით უყურებდნენ,ხვდებოდნენ რომ უცნობს შეიძლებოდა საშინელება დაემართა მათთვის,რადგან დანა მას ჰქონდა ხელში.
_იცი თქვენნაირებს ციხეში რას უშვებიან? - წაუსისინა ბიჭს ყურთან და ბებუთი ლოყაზე მიადო.- გეკითხებით! იცით რა მოგივათ ციხეში ქალის გაუპატიურებისთვის? - დაუყვირა გახევებულ ბიჭებს უცნობმა. ისინი ხმას ვერ იღებდნენ.გამომეტყველება ისევ მხეცის ჰქონდა.- აქ სამახსოვროდ დაგიტოვებ ამას, - უთხრა უცებ ლოყაზე დანა მიდებულ ბიჭს და მთელი ძალით დაუსვა სახეზე ბასრი ბებუთი.- ეს იმიტომ რომ გაიხსენო ბოზურ’ისთვის დაგემართა ეგ.- სისხლმა ნაკადულივით იწყო დენა,ბიჭს ყმუილის მსგავსი ხმა აღმოხდა და განტავისუფლებისთვის გაიბრძოლა.უცნობმა ხელის კვრით გაანთავისუფლა და ნაცემ მეგობარს მიუგდო. -აქედან აახვიეთ ორივემ დროზე.- დაჭექა ისევ მისი მქუხარე ხმით. დამფრთხალი ბიჭები ერთმანეთზე მიშველებით გაეცალნენ იქაურობას. ბებუთიან ხელს დახედა შავებიანმა.ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო,ტარი გაუწმინდა და შორს სიბნეეში მოისროლა. თეა მთელი ამ ხნის განმავლობაში ასფალტზე გაუნძრევლად იჯდა და დაბინდული თვალებით უყურებდა მათ.არ ჰქონდა ფეხზე ადგომის და გაქცევის თავი.სახეში გარტყმა და განვითრებული მოვლენები მისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა.შიშმმა განძრევის საშუალება არ მისცა. შავებიანი მის წინ ჩაიმუხლა.
_ჰეი... კარგად ხარ?! - ხმა ოდნავ დამშვიდებოდა.
_შენ გადამარჩინე... შენ გადამარჩინე... - თქვა ჩურჩულით გოგონამ და აცრემლებული თვალებით შეხედა მის მხნელს. მამაკაცს წამით გულის ცემა შეუჩერდა.თეამ ტირილს უმატა.
_ყვლაფერი დამთავრდა... ნუ გეშინია.. მოდი წამოდგომაში დაგეხმარები...- სცადა მისი დამშვიდება უცნობმა,ხელებში დაავლო ხელი და ფეხზე წამოაყენა.
_რომ არ მოსულიყავი რა მეშველებოდა... რომ არ მოსულიყავი რა მეშველებოდა...-იმეორებდა თეა ისტერიული ტირილით. მამაკაცმა უცებ გულზე მიიკრა გოგონა და ძლიერად შემოხვია ხელები.
_ნუ ტირი,ყველაფერი დამთავრდა.ახლა აღარაფერი გემუქრება. ნუ გეშინია.- განაგრძობდა მის დამშვიდებას და მისდაგაუთვალისწინებლად გოგონას თმებზე აკოცა... გოგონა ნელნელა დამშვიდა უცნობი მხსნელის მკლავებში.მამაკაცი კი ისევ ძლიერად უჭერდა მის ღონიერ ხელებს.თითქოსდა არ უნდოდა მისი გაშვება.
_კარგად ვარ...-თქვა თეამ ტირილისგან დაბოხებული ხმით და უხერხულად შეიშმუშნა.ეუხეშა უცხოდ შემოხვეული ხელები. შავებიანი მიუხვდა, სწრაფად გაანთავისუფლა და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა..-ძალიან დიდი მადლობა... უბრალოდ ვერ გამოვხატავ როგორი მადლობელი ვარ ღმერთის,რომ შენ გამოჩნდი.- ხმა ცრემლიანი გაუხდა ისევ გოგონას.
_არ არის მადლობა საჭირო.. უბრალოდ საჭირო დროს,საჭირო ადგილას აღმოვჩნდი.. -უთხრა ვაჟმა დინჯი ხმით,ძირს დაგდებულ ხელჩანთას დაწვდა,აიღო და პატრონს გაუწოდა.- სახლამდე გამოგყვები...
_არა!.. არ არის საჭირო.. -წამოიძახა უცებ გოგონამ და ჩანთა უხეშად ჩამოართვა.
_ჰო მაგრამ...- გაოცება დაეტყო ხმაში მამაკაცს.
_არავითარი მაგრამ... კარგად ვარ უკვე... შემიძლია ჩემით წავიდე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.- ცივად შებრუნდა და გზას გაუყვა.
_დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ? - გაოცებას ვერ მალავდა შავებიანი.
_კი,კარგად ვარ.- უკან მოუხედავად მოაძახა თეამ და ფეხს უფრო აუჩქარა.
_კარგი.. და იცოდე მოერიდე ასე გვიან გარეთ სიარულს.- გააფრთხილა გოგონა. ხუთიოდე ნაბიჯი გადადგა,იფიქრა შევბრუნდები და ვეტყვი,რომ კიდევ მადლობელი ვარ მისი-ო,ასეც მოიქცა თეა მაგრამ უცნობის ადგილას სიცარიელე დაუხვდა,იქ არავინ არ იდგა. როგორ იდუმალად გამოჩნდა ასევე იდუმალადაც გაქრა..


* * *

დილის მზის სხივებმა მორიდებით გაანათეს ოთახი. ოქროსფერმა სინათლემ სახეზე მიელამუნა. აიძულა,რომ გაღვიძებოდა.თვალები მაგრად დახუჭა,ერთხანს ასე იყო, მერე სახეზე კეკლუცმა ღიმილმა გადაურბინა, თვალები ჭყიტა, სასიამოვნოდ გაიზმორა და ზანტი მოძრაობით, მარწუხებივით შემოხვეულ მკლავებში გვერდი იცვალა. შიშველი მკერდით ქმრის გულ-მკერდს მიეკრა და ტუჩის კუთხეზე ნაზად აკოცა. მამაკაცი მშვიდად განაგრძობდა ძილს.
_ლექსოო! - ჩურჩულით წარმოსთქვა ქმრის სახელი ანამ.
_მმ.. - ზმუილის მსგავსი ხმით გასცა პასუხი ლექსომ.
_გაიღვიძე რაა... - უთხრა თბილი ხმით და კოცნა გაუმეორა.
_რატო არ მასვენებ ჰა?! - ღიმილი მოეფინა კაცს სახეზე და ცოლი უფრო მიიკრა გულზე.
_გათენდა აბა და რა გაძინებს? - უპასუხა ანამ და ქმრის შიშველს ზურგს დაუსვა ხელი.
_გათენდა არა? - თვალები გაახილა ბურდულმა და ღიმილით შეხედა ცოლს.
_ჰო გათენდა...
_კარგი ვდგები. - თქვა ლექსომ და პლედი გადაიძრო თითქოს ვერ მიუხვდა ცოლს ჩანაფიქრს.
_ჰო ადექი. - გაიბუსა ანა. ბურდულმა ხმით გაიცინა და ისევ პლედში შეძვრა.ქალს ზემოდან მოექცა და თვალებში ჩახედა.
_რომ შემომეჭამო არ გეშინია მერე?! - ორივეს გაეცინათ.ანამ პასუხად კისერზე შემოხვია ხელები და მის კისერში ჩარგო თავი. - შენი სხეულის სურნელი მაგიჟებს. - აღმოხდა მამაკაცს და ქალს ვნებიანად დააცხრა ტუჩებზე...




* * *


დილით მაღვიძარამ გააღვიძა.თავი ძლივს წამოწია ბალიშიდან.სიმძიმის შეგრძნებამ თავში არ მისცა საშუალება,რომ უცებ წამომდგარიყო საწოლიდან.ისევ ბალიშს მიესვენა და ორივე ხელი თავში წაიშინა. კინო-კადრივით ჩაურბინა თვალწინ წუხანდელმა ღამემ.ტანში გააჟრჟოლა მატ გახსენებაზე და ლოყაზე ჩამოისვა ხელი.აღმოაჩინა,რომ სახეც ძალიან ტკიოდა. თავს ძალა დაატანა და საწოლიდან ადგა.ფეხშიშველი გავიდა სამზარეულოში. კედელზე მიმაგრებული “ საოჯახო აფთიაქის „ კარი გამოაღო და ტკივილ გამაყუცებელს დაუწყო ძებნა.
_დილა მშვიდობის დედი. - სამზარეულოში ლელა შემოვიდა და შვილს მიესალმა.
_დეე გღვიძავს უკვე? - ეცადა მხიარული ნოტით გამოსვლოდა ნათქვამი.
_რას ეძებ დედი,რამე გტკივა? - შეშფოთდა ლელა.
_არაფერია,თავი მტკივა ცოტა,წამალს დავლევ და გადამივლის. - წყალი ჭიქაში ჩაასხა და ხელის გულზე დადებული აბი პირში ჩაიდო.ლელა დარდიანი მზერით უყურებდა შვილის ყოველ მოძრაობას.
_გადაიღალე ჰო?
_არა,არა... უბრალოდ თავი ცუდათ მედო წუხელ ბალიშზე. - თქვა ტყუილი დედის დასამშვიდებლად. - წავედი ახლა წყალს გადავივლებ, ჩავიცვამ და სამსახურში უნდა წავიდე. საჭმელი არ მინდა. შენ ჭამე რაიმე და წამლებს დაგალევინებ თან.- დაუბარა და ოთახიდან გავიდა. თავის მოწესრიგებას რომ მორჩა დედა ტელევიზორთან მჯდომი დაუხვდა.
_თეკო დე.. ძალიან იღლები? - სევდა ცასდგომოდა ხმაში ლელას.
_სასიამოვნოდ ვიღლები დე! - ისევ მხიარულად უთხრა.- ძალიან საყვარლები არიან ტყუპები და უფროსი შვილი ალექსანდრე რარაც საოცრება ჰყავთ. ძალიან ჭკვიანი და გონება გახსნილი ბავშვია. - თეას მართლა ძალიან უყვარდა მისი აღსაზრდელები და დიდი სითბოთი ახსენებდა მათ,თან ამავდროულად უნდოდა დაემალა თავის ტკივილის ნამდვილი მიზეზიარ უნდოდა დედას ენერვიულა. - მოდი წამლები დალიე და გავიქეცი ტორემ მაგვიანდება დე. - უთხრა დაფაციცებით დედას და კედლის საათს გახედა. რამოდენიმე აბი სათითაოდ მიაწოდა. წნევაც გაუზომა და გულდამშვიდებული გამოვიდა სახლიდან. „დაგირეკავ ხშირად და ტელეფონს მიაქციე ყურადღება“- ო დაუბარა გამოსვლის წინ. საშუალო სიმაღლის, ქერა თმით,ფართე მეტყველი ცისფერი თვალებით,პატარა სწორი ცხვირით, ვარდისფერი ლამაზი ტუჩებით,საკმაოდ ლამაზი სხეულით და ნაზი მიმოხვრით გამოირჩეოდა თეა. ისე დადიოდა თითქოს მიწას ფეხს არ აკარებსო.ყოველთვის თავაწეული და ჰაეროვანი ნაბიჯები ჰქონდა,რაც მის სინაზეს და ქალურობას უსვამდა ხაზს. წამიერად მისი მხსნელის სახე დაუდგა თვალ წინ.მისთვის უცხო ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში და მისდაუნებურად მკლავებზე ჩამოისვა ხელი. სახეზე ღიმილმა გადაურბინა. მხნელის შავ, მრისხანე და დაუნდობელ მზერას ვერ იშორებდა მეხსიერებიდან. ‘რა მეშველებოდა რომ არ გამოჩენილიყო,დავიღუპებოდი .“ ფიქრობდა თეა და თვალებზე ცრემლი მოადგა.ცუდი ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია,ღრმად ჩაისუნთქა და სცადა გაღიმებოდა.ღიმილით მოავლო თვალი გარშემო ყველაფერსმერე სახე მზეს მიუშვირა და უფრო ფართედ გაეღიმა. მის ოქროსფერ თმებს სხივები უფრო მეტ ბზინვარებას მატებდა და საოცარ სილამაზეს ჰქმნიდა...

* * *

_ალექსანდრეეე! - გასძახა შვილს ანამ და მაგიდაზე თეფშები დააწყო.- ჩამოდი დე ისაუზმე თორემ დაგაგვიანდა.ლექსო შენ არ შეჭამ? - აივანზე მდგომ ბურდულს გააკითხა.
_არა,არ მინდა არაფერი,სიგარეტს ვეწევი.- უთხრა ბოხი ხმით და ანთებული სიგარეთი დაანახა.
_თავი რატო არ გებრალება?! გაიღვიძებ თუ არა ეგრევე სიგარეტი.. უიმეე.. - უსაყვედურა ანამ. ბურდულს ჩაეღიმა.
_ ტყუპებს სძინავთ? - შეცვალა თემა ლექსომ.
_კი სძინავთ,ძიძაც მოვა აწი მალე და მეც გავალ. ალექსანდრეს შენ წაიყვან ჰო?
_კი წავიყვან.. ანა დღეს დამაგვიანდება მოსვლა.. - მიაძახა ცოლს ლექსომ.
_რატომ? რა ხდება? - დაინტერესდა ანა.
_გუშინ დადა რობაქიძე გამოვიდა ციხიდან და დღეს ვიკრიბებით ყველა.. - უთხრა და სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩასრისა.თან ანასთვის თვალი არ მოუცილებია.
_ააა.. კარგი. - მოჩვენებითი სიმშვიდით თქვა ანამ და გაუღიმა,მაგრამ გული საგულეს არ დაეტია. შიშმმა მოიცვა,შეეშინდა რომ ბურდული ძველ „საქმიანობას“ დაუბრუნდებოდა თავის მეგობარ დადასთან ერთად.


* * *

დადა რობაქიძე და ლექსო ბურდული ჯერ კიდევ ესპანეთიდან მოყოლებული მეგობრობდნენ. მათი საერთო მეგობარი იყო გაბროც. შვიდი ციხეში გატარებული წლის შემდეგ, პირველად დააბიჯებდა საყვარელი ქალაქის ქუჩებში და ცდილობდა მონატრებული ჰაერი ღრმად ჩაესუნთქა ნესტით და ციხის კედლების სუნით გაჯერებულ ფილტვებში. ტელეფონს დახედა,ლექსო რეკავდა.
_რას შვები როგორ ხარ? - მოიკითხა ბურდულმა.
_ რავი ვარ.გარეთ ვარ გამოსული,სახლში ვერ ვჩერდები. - უთხრა ღიმილით მეგობარს.
_იყავი მანდ სადაც ხარ და გამოგივლი მალე,ბავშვს დავტოვებ სკოლაში.
_კარგი მარჯვენა სანაპიროზე ვარ...
_მოვალ...
_ ანაა! მოვედიი.- სახლში შესვლისთანავე დაიძახა თეამ და იმ ოთახისკენ გასწია სადაც ოჯახის დიასახლისი ეგულებოდა. _მოდი,მოდი.. -მხიარულად შეეგება ანა.- ჯერ კიდევ სძინავთ ბავშვებს. ალექსანდრეს მამამისი წაიყვანს სკოლაში,მეც სამსახურში წავალ და იჭუკჭუკეთ მერე შენ,ტყუპებმა და ნანულიმ ერთად.- უთხრა სიცილით.
_ჰოოო.. ჩვენ ერთბობლ საინტერესო თემებზე ვბჭობთ ხოლმე,- თქვა სიცილით ძიძამ.- ნანული დეიდა ხშირად გვეკამატება და წინააღმდეგობას გვიწევს,მაგრამ ძალა ერთობაშიაო და ჩვენ ვიმარჯვებთ.
_ჩემზე ჭორაობთ ხო?- ოთახში ნანული შემოვიდა თეფშით ხელშ რომელზეც თავს ოქროსფერი ქადები იწონებდნენ.
_ვაიმე ეს რაა არის?- შეიცხადა ანამ და სანერწყვე ჯირკვლები აეწვა.
_ჩემი ხელით დამცხვარი ქადებია,აბა გამისინჯეთ როგორია?! - სიამაყით განაცხადა ნანულიმ და თეფში მაგიდაზე დადო.
_ნანული დეიდა ამის ჭამა და ჩემი გასუქება ერთი იქნება,მარა რომც ვკვდებოდე მაინც უნდა ვჭამო. - ანას ნათქვამზე ყველას გაეცინა. _თეა შვილო,მოდი აიღე რა მორიდებული ხარ.
_მოდი,მოდი.. სანამ ბავშვებს სძინავთ მოვასწროთ ჭამა,თან მაგვიანდება უკვე. - ანამაც მიიპატიჟა ძიძა.თეა მორიდებით დაჯდა სკამზე და ერთი ცალი ქადა გადაიდო თეფშზე.
_დედა როგორაა შვილო? - დაინტერესდა ლელას მდგომარეობით ნანული.
_მადლობა,არაუშავს.მკურნალობის კურს გადის და იმედია შედექი იქნება. თვის ბოლოს სოფელში ვაპირებთ ბიზაცემთან წასვლას. თიტქმის ყოველ დღე მირეკავენ რომ ცავიყვანო დედა მათთან. ჩავიყვან და დავბრუნდები,არ ვაპირებ იქ დარჩენას.- ბოლო სიტყვები აღსაზრდელების დედის გასაგონად უფრო სთქვა.
_კარგია შვილო კარგი.. ცოტას გულს გადააყოლებს და შენც მშვიდათ იქნები საიმედოდ რომ იქნება.- ხმა დარდიანი გაუხდა ნანულის.- ვაიმე დამეწვაა..- წამოიკივლა უცებ ნანულიმ და თავქუდ მოგლეჯილი გავარდა სამზარეულოში.გოგოებს გაეცინათ.მაგრამ ანას სიცილი სახეზე შერჩა როცა თეას სახეზე სილურჯეები შენიშნა.
_რა მოგივიდა? - ჰკითხა ჩურჩულით და ტკვილიანი სახით.
_რა მომივიდა.. რა მჭირს?- ვერ მიხვდა უცებ თეა რაზე ეკითხებოდნენ.
_სახეზე რა დაგემართა,გალურჯებული გაქვს რა მოხდა..- ისევ ჩურჩულით უთხრა.თეას თვალები აუწყლიანდა და სახეზე ჩამოსივა ხელი.
_ძაან მეტყობა?- იკითხა გაწვრილებული ხმით.
_ყოველი შემთხვევისთვის მე კარგად შეგატყე.. რა მოხდა აღარ იტყვი?- კიდე უფრო შეწუხებული ხმით ჩაეკითხა ანა და თანაგრძნობის ნიშნად ხელზე ხელი მოუჭირა.
_წუხელ აქედან წასულს გზაზე ვიღაცა მთვრალი ბიჭები დამიხვდა...
_ვაიმე მერე?- შეჰკივლა ანამ და პირზე ხელი აიფარა.
_გავუძალიანდი და სახეში გამარტყეს..- გოგონა ერთიანად აკანკალდა.
_თეა... -ხმაში ტირილი შეერია ტყუპების დედას.
_მაგრამ გადავრჩი... გადამარჩინეს.. ჩემს ბედად ვიღაც ბიჭი გამოჩნდა და გადამარჩინა.
_ვაიმე პოლიციაში არ დარეკე?
_არა,არ დამირეკავს,ისეთი დაბნეული ვიყავი ვერ მოვიფიქრე.მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,რომ გადავრჩი და სახლში მალე მივსულიყავი დედას რომ არ ენერვიულა.- თქვა გოგონამ და საჩვენებელი თითებით თვალზე მომდგარი ცრემლები შეიშრო.
_ის ბიჭი ვინ იყო? გაახარებს ღმერთი იმას.
_არ ვიცი ვინ იყო,პირველად ვნახე. სახლამდე გამოგყვებიო მითხრა მაგრამ უარი ვუთხარი,შემეშინდა მისი.
_შეგეშინდა? -გაიკვირვა ანამ.
_ჰო შემეშინდა,ისე გამეტებით და დაუნდობლად სცემა ისინი,მერე ერთს სახეზე დანა დაუსვა.სულ გაისისხლა ის ბიჭი.
_უი რას მეუბნები.. -შეშფოთდა დიასახლისი,- მარა ძალიანაც კარგი უქნია,თავი უნდა გაეტეხა იმათვის იქვე და ის იქნებოდა კარგი.- წამიერად სიბრაზემ მოიცვა ანა.- მესმის შენი ახლა რასაც განიცდი.. მთავარია რომ გადარჩი.აწი ასე გვიან არ გაგიშვებ სახლში ჩვენი ბრალია ეს რაც შეგემთხვა... მეც გამოცდილი მაქვს მაგ სიმწარე.. ბინძური ხელებით რომ გეხებიან და თავს რომ ვერ შველი მიუხედავად იმისა რომ იბრძვი...- ფიქრებში გადაეშვა ანა.
_საშინელება იყო.. ენით ვერ აღვწერ ისეთი ტკივილი და სასოწარკვეთა განვიცადე როცა გავიფიქრე, რომ ვიღუპებოდი და თავს ვერ ვშველოდი.- ისევ აუცრემლიანდა თეას თვალები.
_დეე მზად ვარ.- ოთახში პატარა ბურდულმა შემოირბინა გახარებული სახით.უკან უფროსი ბურდული მოყვა.გოგოებმა მათთვის შეუმჩნავლად სწრაფად მოისწმინდეს ცრემლები,თუმცა ლექსოს არ გამოპარვია არც ერთის თვალები და ინტერესის მზერით დააკვირდა ჯერ ცოლს,მერე ძიძას.
_გამარჯობა თეა... რა ხდება ხომ მშვიდობაა? - იკითხა ბურდულმა მოქუფრული სახით.
_კი,კი კაცო..- უთხრა ღიმილით ცოლმა.
_ჰო?- დაეჭვდა ლექსო.
_კარგი ახლა.. მშვიდობაა,მშვიდობა.- გაუმეორა მტკიცედ.
_კარგიი..- წარმოსთქვა ორჭოფობით ქმარმა.- წავედით ჩვენ.დაგირეკავ გამოყვანის დროს,შეიძლება არ მეცალოს..ვნახოთ. კაი აბა დროებით.- ცოლს ლოყაზე აკოცა და ღიმილით აუჩეჩა თმები.
_დე მოდი ჩაგეხუტო,- ალექსანდრე დედას მოეხვია.-ჭკვიანად იყავი იცოდე მასწავლებელს დაუჯერე,არ გააბრაზო.- დაარიგა ანამ შვილი და ტანსაცმლის საყელო გაუსწორა.- მიყვრხართ ორივე!- მიაძახა ოთახიდან გასულ ბურდულებს.
_თეკო, არაფერზე ინერვიულო, კარგი?- მზრუნველად ჩამოუსვა გალურჯებულ სახეზე დიასახლისმა ძიძას ხელი.- წავედი ახლა ჩავიცვი,თორემ დამაგვიანდა უკვე კარგად.
_მიდიხარ უკვე ანა?- სამზარეულოდან გაფქვილული ნანული გამოვიდა.
_კი,მივდივარ და თქვენ გაბარებთ ოჯახს.- მხიარულად გასცა პასუხი ნანულის და კიბეები აირბინა.
_ნანული დეიდა თუ გინდა მოგეხმარებით სუფრის ალაგებაში.- შესთავაზა თეამ.
_არა,შვილო არაა საჭირო,ორი თეფში ვერ ამიღია?! წადი შენ ბავშვებთან იყავი.
_ქადა ძალიან გემრიელი იყო.მადლობა.
_გაამოს,გაამოს..
_მერე ჩამაწერინე რეცეპტი თუ საიდუმლო არაა.- თეას ნათქვამმა ორივე გააცინა. უცებ ბავშვების ტირილის ხმა შემოესმა ძიძას და მთელი სისწრაფით მათი ოთახისკენ გაიქცა.


* * *

სასამართლო დარბაზში ნამტირალებ დედას და დას რომ შეხედა,მაშინ ინანა მისი საქციელი.მაშინ ინანა,რომ არასწორ გზას დაადგა ცხოვრებაში. მიხვდა თუ რამდენად ატკინა მათ.დედის ჩაღამებული თვალები და სველი ღაწვები,ჩუმი ჩურჩული „შვილო...შვილო“ მთელი ეს წლები მეხსიერებიდან არ ამოდიოდა.
_ბრალდებულო წამოდექი ფეხზე და მოსიმინე განაჩენი.- უხეშად მიმართა მოსამართლემ დავით რობაქიძეს.ზლაზვნით წამოიმართა ფეხზე და ცივი მზერა ესროლა იქ მყოფ სმართალდამცავებს.
_ნუ იბღვირები ბიჭო! - სხვებისთვის შეუმჩნევლად უთხრა ერთერთმა პოლიციელმა დადას.უხმოდ და მკვლელის თვალებით გახედა მასაც და კბილები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს.
_ამა წლის - გაისმა მოსამართლის ხმა - ცხრამეტ აპრილს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებული,დავით რობაქიძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და იგი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გადაყვანილ იქნას ქალაქ რუსთავის ნომერ პირველი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის თანახმად,დავით რობაქიძემ ამა წლის პირველ აპრილს ბანდიტურ დაჯგუფებასთან ერთად,რომლის ხელმძღვანელიც თავად გახლდათ,აწარმოებდა დაყაჩაღებას.რომლის დროსაც ორმხრივი ცეცხლი გაიხსნა.მის მიერ გამოყენებული იარაღით ერთი პოლიციელი დაიჭრა.აქედან გამომდინარე სასამართლომ მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.- დარბაზის ტკივილიანი დუმილი მოსამართლის ჩაქუჩუს ხმამ დაარღვია,რასაც დადას დედის და დის მოთქმა შეუერთდა. რობაქიძე გაუნძრევლად იდგა და იატაკს ჩასჩერებოდა.მისთვის თითქოს ირგვლივ ყველა გაიფანტა და ნაცრისფერ ბურუსში მარტო დარჩა. მხოლოდ მოსამართლის სიტყვები უწიოდა ყურში „შვიდი წლით თავისუფების აღკვეთა“... სასამართლო დარბაზიდან რომ გაჰყავდათ მაშინღა მოეგო გონს.თვალებით მისიანებს დაუწყო ძებნა. დედამისი სკამზე მისვენებულიყო გულწასული და მისი და ტირილით ცდილობდა დედის სააქაოს დაბრუნებას.გული აუწვა მშობლის ასეთ მდგომარეობაში დანახვამ.დაბორკილი ხელები მთელი ძალით გაქაჩა,უნდოდა სიმწარე მასზედ გადაეტანა.ცოტაც და მაჯები გადატყდებოდა რომ არა პოლიციელი რომელიც გვერდით მიყვებოდა.
_რას აკეთებ,გაგიჟდი? ახლავე შეწყვიტე.- დაუღრიალა ფორმიანმა.
_წადი შენი... -შეაგინა პატიმარმა და მისკენ გაიწია. -რას აკეთებ შე ახვარ’ო. -წამოძახა მეორე პოლიციელმა და ხელკეტი მოუქნია გვერდებში.რობაქიძეს ყრუ გმინვა აღმოხდა,ტკივილმა ფილტვები შეუკუმშა და სუნთქვა შეუჩერა.
_კარცერში გაყურყუტებ შე ნაგავო.- დაემუქრა ხელჯოხით შეიარაღებული პოლიციელი პატიმას და ხელი უჯიკა ზურგში რომ წინ წასულიყო.დადას სიბრაზისგან გააჟრჟოლა.ის იყო უნდა მოტრიალებულიყო და პოლიციელისთვის წიხლი უნდა ჩაერტყა,მისი დის - მელანოს ძახილმა რომ მიაღწია მის ყურამდე. წამსვე გადაიფიქრა ჩანაფიქრი,თვალები გააფართოვა და მის დას მოჰკრა თვალი,მისკენ მორბოდა ჩაწითლებული თვალებით.
_დადა,დამპირდი რომ თავს გაუფრთხილდები,დამპირდი გემუდარები.-ქვითინებდა მელანო.ახლოს მისვლა სცადა ძმასთან მაგრამ არ მისცეს ნება.
_ორი წამით გამოუშვით,დავემშვიდობები.-გამოსცრა კბილებში პატიმარმა და გამსჭოლი მზერა ესროლა პოლიციელებს. სამართალ დამცავებმა ერთმანეთს გადახედეს და და ძმასთან მიუშვეს. გულამომჯდარი ტირილით ჩამოეკიდა მელანო ძმას კისერზე.
_უშენოდ როგორ ვიქნებით..-ტიროდა გოგონა.
_პაწუ მისმინე,შენ ჩემი ჭკვიანი გოგო ხომ ხარ,დედას შენ გაბარებ ,მიმიხედე... ვერავინ ზედმეტს ვერ გაგიბედავთ ეს იცოდე,მე ყოველთვის თქვენთან ვიქნები და მოგაქცევთ ყურადღებას. გესმის?! არ შეშინდეთ,უცებ გავა დრო,იქნებ ამინისტია შემეხოს,ან რამე და მალე გამოვალ... დედა გაამხნევე მელანო ხომ გესმის.ჩემზე არ იდარდოთ,ხომ იცით მე თავს არ გავუჭირვებ,ერთადერთი თქვენ მომენატრებით ძალიან... ნუ ტირი ახლა,გულს ნუ მიხეთქავ.. ჩემი პატარა დაიკო.- უკან შებორკილი ხელებით დის გულში ჩაკვრას ვერ ახერხებდა და მხოლოდ თმებს და სველ სახეს უკოცნიდა.
_თავს გაუფრთხილდი! შენ ჩვენ გვჭირდები ეს გახსოვდეს და ძალიან გვიყვარხარ! - მიაძახა მელანომ როდესაც მანქანაში ჯდებოდა დადა. მელანო დადაზე რვა წლით პატარა იყო. როცა ლაპარაკი დაიწყო ძმას დავითის ნაცვლად დადა დაუძახა.რამოდენიმე ხანს ჯიუტად ცდილობდა რობაქიძე და მისი ძმაკაცები პატარა მელანოსთვის ძმის სახელის სწორად წარმოთქმას,მაგრამ მერე ყველა მიეჩვია ახალ სახელს რობაქიძისას და შერჩა დისგან შერქმეული სახელი - დადა.

* * *

მანქანის გაბმული საყვირის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან.
_რას შვები ბიჭო დავაყრუე ყველაფერი სიგნალით,სად დაფრინავ?- გამოსძახა ჩამოწეული ფანჯრიდან ბურდულმა რობაქიძეს.
_აა, მოხვედი უკვე?!... რავი საფრენის მეტი რა მაქვს.- გაეცინა დადას და მანქანაში ჩაჯდა.
_რას ვშვებით ახლა სად მივდივართ?
_ჯერ ჩვენები მოვინახულოთ,დავგეგმოთ საღამოს სად შევხვდეთ და თან დავილაპარაკოთ... ხომ იცი იმატ არ შევარცენ ვინამაც ჩამიშვა იმ ღამით.. იმ ნაბოზვრ'ებს უნდა გავუსწორდე. - რობაქიზეს თვალებში ალი აენთო.
_ბაზარი არაა ძმაო,მისაღები უნდა მიიღონ.- არანაკლებ გაღიზიანდა ბურდულიც.
_მაგათი სუყველაფერო რომ მოვ***ნ მე.
_ლეილა დეიდა როგორაა? გახარებული იქნება არა? ბოლოს რომ ვნახე ემზადებოდა შენს დასახვედრად,ოთახს გიწყობდა.შპალერების საყიდლად ვახდი მე,შენ იცი მას რა მოსწონსო დამიჯინა.- თქვა სიცილით ლექსომ.
_ჰო შენ ძაან.. რამ გაყიდვინათ მერე ის ყვავილებიანი შპალერი.გამეკაიფე ხო? - აჰყვა სიცილში დადაც.
_გაგიჩალიჩე პროსტა რა... აუ შუა დღეზე,ასე პირველისთვის ალექსანდრე მყავს სკოლიდან გამოსაყვანისახლში მივიყვანოთ და მერე დავგაზოთ ბიჭებთან,კარგი?- გააცნო ბურდულმა მეგობარს მარშუტი.
_რა პრობლემაა... ტყუპების დედა გააცილა და საპირფარეშოში შევიდა რომ სარკეში მისი სახე დაეთვალიერებინა.ლოყის გასწვრის მართლაც შეინიშნებოდა სისხლჩაქცევები. სახეზე ცივი წყალი შეისხა,თმები მოიწესრიგა,კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი უცნობი მხსნელი და ბავშვების მოვლას შეუდგა.

* * *


_აბა რას იტყვი როგორია დღევანდელი თბილისი? - ჰკითხა ბურდულმა მეგობარს.
_მაგარი შეცვლილია ტო!.. ფასადებიან ხალხიანად.- თქვა დარდით და შფოთით რობაქიძემ.
_საკმარისია თუნდაც ერთი დღით გაშორდე შენს კუთხეს და რომ დაბრუნდები მაშინაც შეცვლილი მოგეჩვენება... მესმის შენი... შენ კიდე ამდენი ხანი...
_კაი ტოო... ღამით ადამიანს ქუჩაში გასვლის როგორ უნდა ეშინოდეს.- კიდევ უფრო აღშფოთდა დადა.
_ასეთი რა მოხდა?.. ხომ არ დაგავიწყდა ჩვენ რა ცხოვრებას ვეწეოდით?.. ქუჩაში გავლის კი არა,ვისაც ორი კაპიკი მაყუთი ჰქონდა ჩვენი გადამკიდე სახლში გაჩერების ეშინოდა.- მწარედ იხუმრა ლექსომ და ყბა გააღრჭიალა.
_კაი რა, ძმობას გაფიცებ,ნაბოზვრ’ებისგან ვიღებდით იმას რაც გვეკუთნოდა. ქუჩაში მაინც არ ვხვდებოდით არავის,არ ვძარცვავდით და გაუპატიურებას არ ვუპირებდით.- კისრიე ძარღვები დაებერა უკვე რობაქიძეს და ხელები ნერვიულად მომუშტა.
_ არ გრცხვენია? ეგ ბოზუ’რი საქციელია,ჩვენი რა საქმეა.
_ წუხელ,თითქმის ფეხით მოვიარე ყველა ის უბანი,თუ რაიმე შეხება მქონდა ადრე. შემთხვევით წავაწყდი,ორ მთვრალ ბიჭს დაჭერილი ჰყავდათ გოგო და გაუპატიურებას უპირებდნენ.რა დამემართებოდა წარმოიდგინე... დანა გამიშალეს იმ ახვრებ’მა..
_ღადაობ ?- ლექსოს გაუჭირდა მეგობრის ნაამბობის დაჯერება.
_არა,რას ვღადაობ. ცოტაც და ორივენი შემომაკვდებოდა ხელში.იმ საცოდავი გოგოს დამფრთხალი თვალები არ ამომდის მეხსიერებიდა...
_კაი ტო რას მეუბნები...კიდე კარგი,რომ გადაარჩინე...
_ ერთხანს იტირა,მერე ვუთხარი სახლამდე წამოგყვებითქო და თავი გაიგიჟა არაო. კარგი მეთქი და გავეცალე,მაგრამ მართლა მარტოს ხომ არ გავუშვებდი.. შორე-ახლოს მივყვებოდი,მას არც კი შევუმჩნევივარ.
_ანუ გაჰყევი სახლამდე მაინც?
_გავყევი ჰო.. იმ კორპუსში შევიდა... იქ შევიდა სადაც გაბრო მოკლეს და მე ამიყვანეს.- თქვა და მძიმედ ამოისუნთქა რობაქიძემ.ბურდული ჩუმად იჯდა ხმას არ იღებდა.დროდადრო მეგობარს გახედავდა რომელსაც სახეზე მიტკლის ფერი დასდებოდა.
_წვერს არ იპარსავ? - სცადა ლექსომ დაძაბული თემის შეცვლა.
_არა.. ვუშვებ.- გასცა პასუხი ღიმილით დადამ და სახეზე ხელი ჩამოსივა.
_რად გინდა გაიპარსე,სუფთა სახეს რა სჯობს.
_კაი რა ტოო დედაჩემივით ნუ დამიწყე. მეზარება მაგრად შენ ძმობას გეფიცები რაა,დილით რომ გავიპარსო არა?! საღამოს წვერი მაქვს უკვე სახეზე. იყოს ასე,უფრო სიმპატიჩნი ვარ.- თავის ნათქვამზე თვითონვე გაეცინა და კიდევ ერთხელ ჩამოისვა სანაქებო წვერებზე ხელი. _საღამოს მაგარ ნაშე’ბს გაგიჩითავ,რას იტყვი? - გამომცდელი მზერით გახედა ლექსომ რობაქიძეს.
_ არ ვარ წინააღმდეგი,- ეშმაკური ღიმილი მოეფინა სახეზე დადას.
_გასაღებს მოგცემ და კუმისში ადი.
_შენ არ წამოხვალ?
_მე რა მინდა გიკარნახო რა როგორ გააკეთო? - გაეცინა ბურდულს.
_ეეე ნუ ატრაკ’ებ რაა. - აჰყვა სიცილში მეგობარი.
_საკმაოდ ბევრი დრო გავატარე მაგ საზოგადოების წარმომადგენლებთან,ყელში არიან უკვე... ტან ხომ არ გავიწყდება მარჯვენა ხელის არათითს რა მიმშვენებს? - ცხვირთან მიუტანა ხელი რობაქიძეს ლექსომ რომელზეც ქორწინების ბეჭედი ეკეთა.
_ვაა, შენ ყოჩაღ ძმაო.
_გეყოლება ცოლი, რომელიც ყველაფერს გირჩევნია ამ ქვეყნად და ნახავ მერე თუ მოგინდება სხვა ქალისკენ გახედვა.
_დარწმუნებული ვარ არ მომინდება.
_ისე რომ იფიქრო აწი ოჯახზე არაა ურიგოოცდაცხრა წლის ხარ.
_მაიცა რა მასუნთქე თავისუფად.- გაეცინა რობაქიძეს.
_ისუნთქე ვინ გიშლის რო?! -აჰყვა ბურდულიც.
_ალეხანდროს უნდა დავურეკო,ჩამოვიდეს და ჩემი მაყუთი ჩამომიტანოს.- თქვა დადამ რამოდენიმე წამიერი დუმილის შემდეგ.
_დავურეკოთ,რა პრობლემაა,როცა ეტყვი მაშინ ჩამოვა ხომ იცი.
_ჰოდა მიდი ამიკრიბე მისი ნომერი და დავურეკავ ბარემ,ფული მჭირდება.- ლექსომ მეგობარს მობილური გაუწოდა სადაც ესპანელი მეგობრის ალეხანდროს ნომერი ეწერა ეკრანზე...


* * *

ანა მოსვენება დაკარგული იჯდა სამსახურში მის კუთვნილ მაგიდასთან. არ იტყობდა აღელვებას გარეგნულად, თუმცა გულში და გონებაში ორომტრიალი ჰქონდა ეჭვების და შიშების. გული ცუდს უგრძნობდა, ფიქრობდა, რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო. რამოდენიმეჯერე თეას დაურეკა,ბავვების ამბავი მოიკითხა. ლექსოსთანაც დააპირა დარეკვა, მაგრამ თავი შეიკავა. არ უნდოდა ქმარს შეემჩნია,რომ მისი ფორიაქის მიზეზი ბურდული იყო. თითქოს ლექსომ იგრძნო და თვითონ დაურეკა. ეკრანს რომ დახედა ხელი აუკანკალდა, კანკალმა მუხლებამდე მიაღწია. წამიერად დამნაშავედ იგრძნო თავი მის წინაშე რადგან მის სიტყვებში ეჭვი შეიატანა და თავს ფორიაქის უფლება მისცა.
_რა იყო ანა,რა იშოვე ამდენი ქმარი რომ დაივიწყე? - ქმრის მხიარული ხმა მოესმა ყურმილში. ერთიანად მოეშვა და თვითონაც გაეღიმა.
_როგორ ხარ? - ჰკითხა ჩურჩულით.
_შენგან მივიწყებული როგორ უნდა ვიყო? - იწყინა ვითომ ლექსომ.
_კარგი რა,ხომ იცი ვმუშაობ.- იმართლა თავი ანამ.
_მშვიდად იყავი,ხომ გესმის,არაფერზე ინერვიულო... გესმის რას გეუბნები?- მინიშნებასავით უთხრა ქმარმა.- სკოლაში მე წავალს,მე გამოვიყვან ბავშვს. - უთხრა ბოლოს.
_ალექსანდრე!..
_გისმენ..
_ძალიან მიყვარხარ,შენ ჩემი სიცოცხლე ხარ,გესმის? ჩემი სიცოცხლე... გაუფრთხილდი ამას, გთხოვ. - ანას ხმა აუკანკალდა. ბურდული წამით დუმდა.
_ მოხვალ შენ დღეს სახლში. - უთხრა მერე სიცილით. ანასაც გაეცინა. ერთმანეტს ვირტუალური კოცნა გაუგზავნეს და ტელეფონები გათიშეს.

~~~~~~~~~~~

დედას რომ ელაპარაკა და გაიგო კარგად იყო,კიდევ უფრო დამშვიდდა. ტყუპებს ჩააცვა და გარეთ გასაყვანად ეტლში ჩასვა.
_ნანული დეიდა მე გარეთ გავდივარ,ბავშვები გამყავს სასეირნოდ სუფთა ჰაერზე.-დაუბარა ნანულის და სახლიდან გავიდა.გარეთ გასულმა ბურდულის მანქანას მოჰკრა თვალი,რომელიც ეზოში შემოდიოდა. მაჯის საათს დახედაგაიფიქრა რომ ჯერ ადრე იყო მისი დაბრუნება.ბავშვების ეტლი სახლის წინ გაშენებული სათამაშო მოედნისკენ წაიყვანა. ბურდულმა მანქანა იქვე ახლოს გააჩერა და გადმოვიდა. თეა რომ დაინახა ხელის აწევით მიესალმა.
_ალექსანდრე მოვიყვანე სკოლიდან. დღეს ერთი გაკვეთილით ადრე უმთავრდებოდა და..
_ააა,კარგი.ახლავე მოვალ და მივხედავ. - ძიძა ლექსოსკენ წამოვიდა.
_შენ არ გადმოხვალ? - მანქანაში შეიჭყიტა ბურდულმა.
_გადმოვალ ჰო,ეს კუბიკები ვერ დავაჯინე ერთ ფერზე.. ოოოხ.- დადა ალექსანდრეს სათამაშოთი გართულიყო.
_მე ვაწყობ. - განაცხადა პატარა ბურდულმა სიამაყით და მანქანიდან ჩამოხტა.
_ყოჩაღ!.. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ შენ.- შეაქო მეგობრის შვილი რობაქიძემ და ისიც გადმოვიდა მანქანიდან...


ზოგჯერ ცხოვრებაში ხდება, დგება ისეთი მომენტები მოულოდნელობისგან სასიამოვნოდ რომ ოცდება ადამიანი.ისეთი შეგრძნება გეუფლება,თითქოს ცხელმა ტალღამ დაგიარა მთელ სხეულში. სასიამოვნოდ გიწვავს კანს ტალღის ტემპერატურა. გადუნებს და ამავდროულად გაფხიზლებს კიდეც. მანქანიდან გადმოსული ჩემი მხსნელი რომ დავინახე, ხელი მაგრად მოვუჭირე ეტლის სახელურს. ზურგით იდგა,ისევ ღამესავით შემოსილიყო. სვლა შევანელე,უფრო სწორად ფეხები არ დამემორჩილა,რომ წინ გადამედგა ნაბიჯი.ვერ წარმომედგინა,რომ ის უცნობი აქ თუ გამომეცხადებოდა. მანქანის კარი დინჯად მიხურა და ბურდულის სახლს ააყოლა თვალი.მე კი მის სხეულს.გამშრალ ყელში ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და ძალა მოვიკრიბე რომ მათთან მივსულიყავი.
_ბავშვები როგორ არიან? - ლექსო ჩემკენ წამოვიდა.
_კარგად არიან,სძინავთ უკვე,სუფთა ჰაერზე ყოფნა მოსწონთ.- ვუთხარი მას რაც შემეძლო მთელი სიმშვიდით.თან თვალს უცნობისკენ ვაპარებდი. ჩემი ხმის გაგონებისას სწრაფად მოტრიალდა.შევატყე როგორი გაოცება დაეტყო სახეზე.ოდნავ გამეღიმა და თავი დავხარე.
_ჩემი ბაჭიები. - მიეფერა ბურდული შვილებს და ნიკაპზე დაფარებული პლედი ოდნავ ჩამოუწია ნიკოს.- ალექსანდრესაც შენ გაბარებ.-მითხრა მე.
_კარგი. ახლავე მივხედავ. - ვუთხარი და სახლისკენ დავიძარი.
_დადა, წამო სახლში შევიდეთ,ალეხანდროს ჩამოსვლამდე მე მოგცემ რაც გჭირდება.ავიღებ და გავიდეთ მერე.- უთხრა ჩემთვის უცნობ ნაცნობს ლექსომ.
_კარგი.. ძმა ხარ! - გავიგონე შავებიანის ხმა და კიდევ ერთხელ დამიარა ცხელმა ტალღამ სხეულში.
_დადა გაიცანი ეს ჩემი შვილების ძიძაა,თეა. - გააცნო ჩემი თავი ბურდულმა მის მეგობარს.- თეა ეს ჩემი მეგობარია,დადა.- მომიბრუნდა ახლა მე.ძლივს გასაგონად ჩავიბურტყუნე სასიამოვნოა თქო და თავი დავუკარი ახლად გაცნობილს. თან გულმა ბაგაბუგს უმატაშემეშინდა რომ ეთქვა ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთსო. თან რომ მოეყოლა როგორ სიტუაციაში გავიცანი. ალბათ თვალებში ამოიკითხა რაც გავიფიქრე.ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა.
_ჩემთვისაც სასიამოვნოა.- თქვა და სახლში შევიდა. ერთიანად ამოვისუნთქე. ბავშვები სწრაფად და ფრთხილად ავიყვანე თავიანთ ოთახში,მერე კი პატარა ბურდულის ოთახში შევედი. ისე წავიდნენ ლექსო და დადადაბლა არ ჩავსულვარ. მხოლოდ ფარდას ამოფარებული ვიდექი და ქურდივით,მალულად ვუყურებდი თუ როგორ ჩაჯდა მანქანაში. „დადა,ჰმ!.. რას წარმოვიდგენდი აქ თუ გნახავდი“.. გავიფიქრე და გამეღიმა.
_თეა დედია შეგიძლია დამეხმარო? - ალექსანდრეს ხმამ გამაწყვეტინა ფიქრი.
_დიახ, გისმენ საყვარელო.- მის წინ ჩავიმუხლე.
_შეგიძლია დამაწერინო?
_კი შემიძლია,როგორ არა. წამო ვიმეცადინოთ.- ფეხზე წამოვდექი,ბავშვს ხელი ჩავჭიდე და მის სამეცადინო მაგიდასთან დავსვი. ტყუპების გაღვიძებამდე პატარა ბურდულსვუჯექი და ერტად ვმეცადინეობდით.საღამოს ანაც დაბრუნდა და ჩემი წასვლის დროც დადგა.
_თეკო,ტაქსს გამოვიძახებ და ისე გაგიშვებ.- მითხრა ანამ.
_არა, - შევიცხადე. - არაა საჭირო,ნუ გეშინია. იმათ ისეთი დღე დაადგათ არამგონია რაიმე კიდე გაბედონ. თან ჯერ არ დაღამებულა.- ვუთხარი და ჩანთა გადავიკიდე ბეჭზე.
_ვღელავ მაინც. ლექსო მაინც იყოს სახლში,ის წაგიყვანდა. მეგობარი გამოუვიდა ციხიდან და მასთან ერთადაა,ალბათ ჩვენთვისაც ვე მოიცლის კარგა ხანს.- წყენა ნარევი ხმით ჩაილაპარაკა ანამ. მისმა ნათქვამმა გულში რაღაც სუსხი მაგრძნობინა. „მეგობარი გამოუვიდა ციხიდან და მასთან ერთადაა“.. გაიმეორა გონებამ ეს სიტყვები და ხელები გამიცივდა. მამას სიკვდილის დღიდან მოყოლებული მეშინოდა დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელი საზოგადოების. თვითოეულ მათგანს ვადანაშაულებდი მამის სიკვდილში.რომ არა მათი ცხოვრების არასწორი გზა,ამდენი უდანაშაულო ადამიანი არ მოკვდებოდა.
_მეშინია მასეთი ხალხის,უფრო მეტიც, ვერ ვიტან.-ვთქვი სიბრაზით.ანა წამით გაჩუმდა.ისეთი თვალებით შემომხედა თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა.ვერ მივხვდი,ვერ ამოვიკითხე მისი თვალებიდან ვერაფერი.
_კარგი, ჭკვიანად იარე და რომ მიხვალ დამირეკე.- მითხრა მერე.
_კარგი დაგირეკავ.რომ იცოდე დღეს რა მოხდა.. -დავაპირე მეთქვა,რომ ჩემი მხსნელი ლექსოს მეგობარი ყოფილათქო,მაგრამ ბავშვების ტირილი შემოგვესმა. ნაჩქარევად დავემშვიდობეთ ერთმანეთს,ის ბავშვებთან წავიდა ჩქარი ნაბიჯით მე გარეთ გამოვედი. ნოემბრის ბოლო დღეების სუსხიანი ყვითელი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ავტობუსის გაჩერებისკენ გავემართე. სახლში მისულს დედა შეუძლოდ დამიხვდა. ცრემლებამდე მივედი როდესაც სასწრაფო დახმარების ექიმი დედაჩემს სინჯავდა. გული მეტკინა რომ გადავავლე თვალი განვლილ დღეებს.ის სულ მარტო მყავდა სახლში.დილიდან საღამომდე,მისი თავის იმედად. ექიმების წასვლის მერე ანას დავურეკე,მოვუბოდიშე და ვაცნობე,რომ ხვალისთვის ვერ მივიდოდი.მდგომარეობა ავუხსენი. შეწუხდა ძალიან დედას გამო და იმის გამოც ბავშვებს სად დატოვებდა.მეც ვწუხდი ბავშვების გამო,მაგრამ დედა უფრო მტკიოდა. ბოლოდ გამოსავალი თვითონ მონახა.
_ლექსოს ვთხოვ რომ დარჩეს ბავშვებთან.სხვა გზა არ ექნება.- დააყოლა სიცილით.
_ბოდიში რა ასე რომ მოხდა. - ვუთხარი დამწუხრებულმა.
_არა რისი ბოდიში.გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ლელა დეიდას.მომიკითხე.- ტელეფონი გავთიშე და დედასთან გავედი.
_თეკო კარგად ვარ,ნუ გეშინია.- მითხრა მან და ხელი გამომიწოდა.
_ასე არ შემაშინო დე ძალიან გთხოვ. - ვუთხარი და მის გვერდით დავჯექი ტახტზე.ხელხე ხელი მომიჭირა.
_გპირდები არ შეგაშინებ. -მითხრა ღიმილით.
_ხვალ სახლში ვიქნები.არ მივდივარ სამსახურში.მთელი დღე გვერდიდან არ მოგშორდები იცოდე. - გავაფრთხილე თითის აწევით მხიარული ტონით.
_ჩემი ტკბილი შვილი. - მომეფერა თმებზე მისი ბუნჩულა ხელებით. მთელ სხეულში სითბო ჩამეღვარა. თავი კალთაში ჩავუდე.
_დე შენი საყვარელი სიმღერა მიმღერე რაა.. შენი ტკბილი ღიღინი მომენატრა.. - ვთხოვე და ტახტზე კარგად მოვთავსდი.დედას ჩაეცინა.
_სევდიანი დეე.. - მითხრა მერე.
_არაუშავს..
_კარგი დე.. „შემოდგომის ნისლია,მიფრინავენ მერცხლები, მიფრინავენ,მიდიან,ნუთუ შენც გამეცლები. ვერ გავბედე,ვერ გითხარი,ჩემი გულის ნადები, ნუთუ ამან გაგაჯავრა და ამიტომ წახვედი. სად მიდიხარ,რომელ მხარეს, ჩემთვის არა გცალია? დამანახე ვის უყვარხარ? კარგო ჩემზე ძალიან. ისევ გაზაფხულდება,გაიშლება ყვავილი ვარდი ისევ ივარდებს,ნამით პირდაბანილი, ისევ აქ დაბრუნდებიან წეროების გუნდები, ...მაგრამ შენ კი,თუ წახვედი,აღარ დამიბრუნდები...“ მღეროდა დედა და თვალები ცრემლებით მევსებოდა.მისი ყოვეი ნამღერი სიტყვა მამას ეკუთვნოდა.დედის ტკბილ ხმაში და მის კალთაში ჩამეძინა.


* * *

მეორე დღეს ბიძაჩემმა დაგვირეკა.
გაიგო, რომ დედა შეუძლოდ იყო, გვითხრა მოვიდოდა და წაგვიყვანდა თავისთან - ბორჯომში. დედა თავიდან უარზე იდგა,მაგრამ მერე დათანხმდა. ბარგი ჩავალაგეთ და თომას ჩამოსვლას დაველოდეთ.
_ასე სჯობს ისე დედი. შენც მშვიდად იქნები და ბიძაშენიც,მე საიმედო ხელში ვიქნები. - მითხრა ღიმილით დედამ.
_მართალია,თან ჰაერს გამოიცვლი.
_მაგრამ მე რომ ვინერვიულებ შენს გამო.
_ჩემზე არ იდარდო.დიდი გოგო ვარ უკვე. - ვუთხარი სიცილით. კარზე ზარი გაისმა. დედაჩემის ძმა თომა მოვიდა. ამ ქვეყნად დედაჩემის მერე თომა ბიძია მიყვარდა ყველაზე მეტად. ბიძაჩემს კისერზე მოვეხვიე და წვერებიანი სახე დავუკოცნე.
_შენ რამხელა გაზრდილხარ კიდე,დამშვენებულხარ უფრო. მომიწევს აქ სადარბაზოსთან ორ ლულიანი თოფით დგომა ვატყობ მე. -მითხრა ხუმრობით და ცხვირზე მომიჭირა ხელი.
_ სახურავიდან რომ ჩამოვიდეს მერე რას შვები? -ვუთხარი სიცილით.
_შეხედე ამას. - გამიწყრა და მასაც გაეცინა. ანას დავურეკე და ვუთხარი,რომ კვირა ღამით ჩამოვიდოდი თბილისში. ორი დღე უცებ გავიდა.ვიჯერე გული მთის სუსხიანი ჰაერის სუნთქვით. ბიცოლაჩემის გამომცხვარი უგემრიელესი კექსის ჭამით და ჩემს ბიძაშვილებთან თამაშით. კვირა საღამოს დედას დავემშვიდობე ერთი კვირით. ბიძაჩემს უნდოდა რომ წამოვეყვანე,მაგრამ ვიუარე. სამგზავრო მარშუტში ჩავჯექი და თბილისისკენ წავედი. კარგად შებინდებულიყო რომ ჩამოვედი. ზურგჩანთა მოვიკიდე და ჩემი სახლისკენ მიმავალ ტრანსპორტში გადავჯექი. ისევ ის გზა უნდა გამევლო რომელიც რამოდენიმე დღის წინ გავიარე და ცოტა შიშმმა მომიცვა. თავზე ქურთუქის ქუდი გადმოვიხურე.კაშნში ცხვირი ჩავრგე,ჯიბეებში ხელები ჩავიწყვე და მხნე ნაბიჯებით დავადექი ჩემი კორპუსისკენ მიმავალ გზას. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი.ის ბნელი ადგილი რომ გამოჩნდა,წამით შევჩერდი,ჩავისუნთქე და ისევ გავაგრძელე გზა.უცებ ჩემს უკან მოტოციკლის ხმა გაისმა. თანდათან მიახლოვდებოდა. „ღმერთო ჩაიაროს,ღმერთო ჩაიაროს „.. ვიმეორებდი გულში და გაყინულ თითებს ნერვიულად ვათამაშებდი ჯიბეში. მოტოციკლმა ჩემს გვერდით ჩაიარა.ის იყო ამოსუნთქვას ვაპირებდი და გავიფიქრე „ გადავრჩი“ თქო,რომ უცებ შემობრუნდა მთელი სისწრაფით ჩემკენ წამოვიდა. გული საგულეს არ მქონდა უკვე. შიშისგან მოვკვდებოდი მეგონა. მოტოციკლზე ამხედრებულ შავებიანს შავი ჩაფხუტი ეხურა,ჩაფხუტს კი ყვითელი ვერძის რქები ჰქონდა დამაგრებული. ისეთი იდუმალი და შიშის მომგვრელი იყო მისი დანახვა მუხლებიც კი ამიკანკალდა. ნაბიჯი ვერ გადავდი,ერთ ადგილას გავშეშდი. მოტოციკლი ჩემს წინ გაჩერდა.ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და გაფართოვებული შიშით სავსე თვალებით მივაჩერდი მოსულს. დაბნეულობისგან იმის თქმაც ვერ მოვასწარი თუ რა უნდოდა. ნელი მოძრაობით ჩაფხუტი გადაიძრო. გაოცებისგან პირი დავაღე.. დადა მიღიმოდა...

* * *
კიდევ ერთ მოულოდნელი სიხარული განვიცადე მისი დანახვისას.მაგრამ მანამდე მიღებული შიში იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ჩემში,რომ ისევ გაშეშებული ვიდექი.
_რა მოგივიდა რა სახე გაქვს? - იწყინა დადამ ჩემი ურეაქციობა. - არ მელოდი თუ შეგაშინე? - დააყოლა ღიმილით და მოტოციკლიდან გადმოვიდა.
_შემაშინე.- როგორც იქნა ამოვიდგი ენა.
_მართლა შეგაშინე ტო? - გაიკვირვა გულწრფელად და ჩემკენ წამოვიდა.
_ჰო შემეშინდა.. უცებ რა არ ვიფიქრე... - ვიმართლე თავი და გაღიმება ვცადე.
_კარგი ნუ გეშინია,მე არაფერს დაგიშავებ.
_ვიცი! - გავუღიმე.
_ჰოდა ძალიანაც კარგი... როგორ ხარ?
_რავი კარგად,თქვენ?
_მეც კარგად ვარ. თეა ჰო?
_კი თეა.. თქვენ დადა ჰო? - ვკითხე და გამეცინა.თვითონაც ამყვა.
_გარეთ გვიან სიარულს არ ეშვები ჰო?
_ასე მომიწია.- ვთქვი დამნაშავესავით.
_წამო გავისეირნოთ. - შემომთავაზა და მოტოციკლზე მანიშნა.
_ახლა? - ვკითხე ყოყმანით, - ახლა ვერა რა,დედას უნდა დავურეკო სახლში რომ მივალ.
_მერე ახლა დაურეკე და უთხარი რომ უკვე სახლში ხარ. - დამარიგა ჭკუა.
_ტყუილი ვუთხრა? - შევიცხადე.
_რატომ ტყუილი? სახლში ხარ უკვე,არაფერი ცუდი არ გემუქრება. - მითხრა ორაზროვნად.მასტან რომ არაფერი ცუდი არ მემუქრებოდა ამაში დარწმუნებული ვიყავი თავიდანვე.ჩემი იდუმალებით მოცული ქვეცნობიერი მთლიანად ენდობოდა დადას.მაგრამ არ მინდოდა დედასთვის ტყუილის თქმა რომ მკითხავდა „დედი მიხვედი სახლში?“ მე კი ურცხვად უნდა მომეტყუებინა.
_დადა.. - წარმოვსთქვი შეღონებული ხმით. „ნუ მაძალებ“ ისმოდა ჩემს ხმაში.
_ძალიან რომ გთხოვო არა? - მითხრა ისეთი ტონით და ისეთი თვალებით დამაცქერდა,წამით გული გამიჩერდა მეგონა.
_კარგი,წამოვალ. - ვუთხარი ღიმილით ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ.პასუხად მხოლოდ გამიღიმა.მის ღიმილში იმდენი სითბო,მომხიბვლელობა,სიმპატია დავინახე,ისიც კი გავიფიქრე რომ ამ ნაბიჯს არასოდეს ვინანებდი. ტელეფონი ისე ამოვიღე ჩანთიდან დადასთვის თვალი არ მომიცილებია.დედას ნომერი ავკრიბე და დაველოდე როდის მიპასუხებდა.
_ჰო დედი. - გაისმა დედაჩემის ხმა ყურმილში. - მიხვედი დე?
_კი,ჩამოვედი უკვე და კარგად ვარ,არ ინერვიულო კარგი?
_კაი თეკო დეე,ჭკვიანად იყავი და თავს გაუფრთხილდი.- დამარიგა დედამ.
_კარგი,ისე ვიქნები როგორც შენ გინდა. - ვუთხარი ღიმილით. - წავედი ახლა და ხვალ დაგირეკავ კიდე,კარგი?
_კარგი,კარგი... მშვიდი ძილი გქონდეს შვილო.- დედას დავემშვიდობე.მთელი ეს დრო დადას თვალი არ მოუცილებია ჩემთვის.მომღიმარი სახით იდგა და მაკვირდებოდა.
_ასე ნუ მიყურებ. - გამეღიმა მეც.
_როგორ ასე? - გაიკვირვა,ვითომ ვერ მიხვდა.
_აი ასე.. როგორაც მიყურებდი წეღან.
_მერე ამაში რა არის ცუდი?
_თავს უხერხულად ვგრძნობ. - ვთქვი მორიდებით.
_კარგი,საერთოდ არ შემოგხედავ. - მოექუფრა სახე.
_არა მასე არ მინდა. - ვუთხარი სიცილით. თვითონაც გაეცინა. უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან,ერთმანეთს ერთი ნაბიჯიღა გვაშორებდა. თავლებში მიყურებდა და ცდილობდა მზერით ეთქვა მისი სათქმელი.
ნათქვამია: „ქალი ეშმაკზე ადრე გაჩნდა დედამიწაზეო“ ანუ მას ვერ გამოაპარებ ვერაფერს.
ქალი ყოველთვის ხვდება მამაკაცი მას რა თვალით შეხედავს. რას წაიკითხავს მის მზერაში... ვნებას,სითბოს, სიყვარულს,ბინძურ აზრებს თუ უბრალოდ ინტერესს მის მიმართ. მეც ჩემი ქალური ინტუიციით კარგად ვხვდებოდი და ვკითხულობდი დადას თვალებში მის სათქმელს.
_წავედით? - მითხრა ბოლოს დაბალ ხმაზე.
_წავიდეთ. ოღონდ აქ ჯდომა მეშინია იცოდე. - ვანიშნე მოტოციკლზე.
_ნუ გეშინია. - მოტოციკლზე დაჯდა და ჩაფხუტი დაიხურა.
_რა უცნაური და შიშის მომგვრელია ეს ჩაფხუტი. - ავღნიშნე და მის უკან დავჯექი.
_ჰო.. ეს ჩემს ხასიათს უსვამს ხაზს.- გამომძახა ჩაფხუტიდან.
_ანუ საშიში ხარ?
_გააჩნია ვისთვის. - მითხრა და ძრავა ჩართო. მოტოციკლის ხმამ შემაკრთო,უცებ არ ველოდი.
_ხელები შემომხვიე. - გავიგონე ძლივს დადას ხმა ძრავის ხმაურში. წამით შევყოყმანდი,მეუხერხულა მასზე ხელების მოხვევა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და ფრთხილი მოძრაობით ჩემი ხელები მის მკვრივ სხეულს შემოვხვიე. ცოტაც და მოტოციკლი ადგილიდან მოწყდა. პირველად შიშმმა მომიცვა.ლამის ვიკივლე გააჩერეთქო,მაგრამ მერე ისეთი სასიამოვნო აღმოჩნდა შიში საერთოდ გამიქრა და მხოლოდ სიამოვნებას ვღებულობდი. თავი ზურგზე დავადე,სხვანაირად არ გამოვიდოდა რადგან ქარის სიძლიერე სახეში უხეშად მხვდებოდა.ღამის სიცივის მიუხედავად მაინც თბილად ვიყავი. მათბობდა მისი სხეულის ტემპერატურა,რომელსაც ტყავის ქურთუკისგანაც კი ვგრძნობდი.ვსუნთქავდი მის სურნელს, სუნამოსთან და სიგარეტთან ერთად,რომელიც სასიამოვნო არომატის ნაზავს ჰქმნიდა. მხედველობის არეაში კი ელვის სისწრაფით ენაცვლებოდა სხვადასხვა ობიექტები. გგონია რომ მიფრინავ,საცაა ცაში ახვალ და ზემოდან გადმოყურებ დედამიწას,ისეთი შეგრძნება მქონდა მოტოციკლზე ჯდომისას. დადას ფრთხილად გავუშვი ხელები და ნელ-ნელა გავშალე,თავი ზემოთ ავწიე და ბნელს ღამეს ჩავეხედე თვალებში. იმდენად დიდი ადრენალინი მომიზღვავა,რომ „რა მაგარიაააააა“ წამოვიძახე მთელი ხმით. მალე დავიოკე აღფრთოვანება და საწყის მდგომარეობას დავუბრუნდი.ისევ შემოვხვიე ხელები დადას. მოტოციკლი მალევე გაჩერდა.კუს ტბაზე ვიყავით,თვალი რომ მოვავლე იქაურობას. სანაპიროს ლამპიონები ანათებდნენ. მთვარიანი ცივი ღამე იყო. ორივენი გადმოვედით მოტოციკლიდან.
_აქ რატომ მოვედით? - ვიკითხე და ისევ მოვავლე თვალი იქაურობას.
_სიწყნარეა. - მითხრა უემოციოდ.
_მაგრამ ცივა.
_არაუშავს... ჩემს ქურთუკს მოგცემ. - მითხრა და გახდა დააპირა.
_არა,არ მინდა.. ჯერ არ მცივა და იმედია მანამდე წავალთ..- ვუთხარი ღიმილით.
_კარგი.. წამო ჩამოვჯდეთ და ვილაპარაკოთ.უკეთ მინდა გავიცნოთ ერთმანეთი. თუმცა ჩემთვის ესეც საკმარისია რასაც გიცნობ.
_ჰო?.. ნუთუ ასე ცოტა? მხოლოდ ორი რამ იცი ჩემზე,სახელი და ის,რომ ძიძა ვარ შენი მეგობრის შვილების.
_მაკმაყოფილებს. - მითხრა ღიმილით.
_მაშინ ისიც უნდა იცოდე,რომ შეყვარებული მყავს. - ვიცრუე,ესეც ქალური ოინი ჩავრთე.
_ ჰოო? - გაიკვირვა უდარდელად.
_კი. - დავუდასტურე უტიფრად.
_დაივიწყებ. - ტონი ისევ ისეთი ჰქონდა.
_ ვერ გავიგე?!
_რა ვერ გაიგე,მოგიწევს რომ დაივიწყო ის ბიჭი. - სიმკაცრე შეეპარა ხმაში.
_ხუმრობ ხო? - გამეცინა მის ნათქვამზე.
_სულაც არა. - შეუვალობა დაეტყო ნათქვამში. სიცილი სახეზე შემრჩა.
_ ვინ ხარ შენ და რა უფლებით მელაპარაკები ასე? - სიბრაზემ სახეზე წამომახურა.
_ დაწყნარდი აქ საჩხუბრად არ მოვსულვართ.გაიხედე რა ლამაზია ღამით ეს ტბა. - მითხრა უდარდელად და ხელი ტბისკენ გაიშვირა.თითქოს წამის წინ ნერვები არ მოეშალა ჩემზე მისი ნათქვამით. გაოცებისგან ისევ გამეცინა,თავს ტბისკენ ვაბრუნებდი მაგრამ თვალები მის სახეს ვერ მოვაშორე. - შეყვარებული გოგო ასე არ უყურებს სხვა ბიჭს. - თქვა ღიმილით ისე ჩემკენ არ გამოუხედავს...


* * *

როდესაც ფიქრობ,რომ თავს აკონტროლებ,სწორედ მაშინ კარგავ კონტროლს. ვეცადე მისი ნათქვამი არ შემემჩნია, მაგრამ უხერხულობამ სახეზე ალ-მური მომადო. კიდევ კარგი რომ ბნელოდა და დადა ამას ვერ შეამჩნევდა.
_მომიყევი შენზე რამე. - დავარღვიე სიჩუმე და კაშნი მოვიხსენი.მინდოდა გრილი ჰაერი შეეგრძნო მოშიშვლებულ ყელს.
_ჩემზე? - გამომხედა დადამ. - კარგი წამო დავსხდეთ. -შემომთავაზა და იქვე ბორდიურზე ჩამოვჯექით ფეხმორთხმით.
_რა გვარის ხარ,რამდენი წლის და ასე შემდეგ... - ვუთხარი ღიმილით.
_ანუ მინი დოსიე გჭირდება არა? - მასაც გაეღიმა.
_კი.
_კარგი. მე დავითი მქვია,გვარად რობაქიძე ვარ.ოცდაცხრა წლის... ვიცი ბევრია. - გაეღიმა.
_აკი დადა? - გავიკვირვე.
_დადა ჩემმა დამ შემარქვა.ჩემზე პატარაა,გამართულად ვერ ამბობდა ჩემს სახელს და დათოს ნაცვლად დადას მეძახდა. მერე ძმაკაცებსაც „დაევასათ“ ეს სახელი და ისინიც ეგრე მომმართავენ წლებია უკვე.მყავს დედა და ერთი და.ცხოვრობენ თბილისში.მამაჩემი რუსეთში ცხოვრობს რახანია უკვე...
_ოცდაცხრა წლის ხარ და აქამდე დაოჯახებული არ ყოფილხარ?
_არა,არ ვყოფილვარ.თუმცა მყოლია ისეთი გოგო,რომლის ცოლად მოყვანას ვაპირებდი.
_მერე რა მოხდა? - ჩავეძიე ინტერესით.
_მერე აირია რაღაცეები... თან მე ესპანეთში ვცხოვრობდი იმ პერიოდში და ხშირად მიწევდა მისი დატოვება... - მომეჩვენა რომ დასევდიანდა ძალიან რობაქიძე.
_ახლაც გიყვარს? - ვკითხე შეპარული ტონით და პასუხს დაველოდე გულის აჩქარებული ფეთქვით. სწრაფად მოაბრუნა თავი ჩემკენ,ცალყბად ჩაიცინა და ტბისკენ გაიხედა ისევ.წამით ორივენი ჩუმად ვიყავით.
_შენზე რას მეტყვი? - მომიბრუნდა მერე.
_აკი საკმარისია რაც ვიციო? -შევახსენე მისი ნათქვამი.
_უფრო მეტის გაგებაც არ მაწყენდა.
_თეა რომ მქვია იცი,გვარად კიკნაძე ვარ.ოცი წლის.ვცხოვრობ დედასთან ერთად. მამა შვიდი წლის წინ გარდამეცვალა. უბედური შემთხვევით...
_ვწუხვარ.. - მითხრა დაბალ ხმაზე.
_მადლობა. ცამეტი წლისამ განვიცადე უმამობა და იმ დღის მერე სულ ამ განცდაში ვარ.ძალიან მაკლია და ძალიან მენატრება.ის სხვანაირი მამა იყო.ის არ ჰგავდა სხვებს...
_რა მოუვიდა,,როგორ მოხდა უბედური შემთხვევა?... თუმცა არ გინდა,უფრო „დაიგრუზები“. - მითხრა და სახეზე ჩამოვარდნილი თმა ყურზე გადამიწია. აცრემლებული თვალებით შევხედე მას.ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა.
_ მამაჩემი მოკლეს. - ვთქვი ათრთოლებული ხმით.უცებ ღიმილი სახეზე შეეყინა.გაოცება და ინტერესი ჩაუდგა თვალებში.მზერით მეკითხებოდა „როგორ?“ . - შვიდი წლის წინ,ღამით ჩვენს კორპუსში დაყაჩაღება ხდებოდა თურმე,პოლოციამ გაიგო ეს და ჩასაფრებულან,მამამ არაფერი იცოდა,სიგარიტის საყიდლად გავიდა გარეთ და პოლიციელმა ესროლა,დამნაშავე ჰგონებია... იმ დღეს ვწყვევლი და იმ ყაჩაღებსაც.რომ არა ისინი დღეს მამა ცოცხალი იქნებოდა.მის მერე მძულს და მეშინია დამნაშავეთა სამყაროსი. სიტყვა ქურდს,ყაჩაღს,ბანდიტს,რეციდივისტს რომ გავიგებ მთელ ტანში ეკლებივით მჩხვლეტს. - ვგრძნობდი როგორ ავყევი ნერვებს.დადა ჩუმად იჯდა და მისმენდა მოჩვენებითი სიმშვიდით,მაგრამ მაინც ეტყობოდა ჩემი ნათქვამით როგორ ღელდებოდა. - იცი? იურისტი მინდა გავხდე რომ მსგავსი კატეგორიის ხალხს მუსრი გავავლო და არ გავახარო. - დავაყოლე ბოლოს ნიშნის მოგებით.
_თავიდან ამოიგდე მაგაზე ფიქრი. - მითხრა მკაცრად.
_რატო? - გავიკვირვე.
_სისულელეა და მიტომ.
_რა არის სისულელე,ის რომ ბანდიტებს ვერ ვიტან?
_არა. სისულელე ისაა მათზე მუსრის გავლება რომ გინდა.- წარმოთქვა ირონიით. გავჩუმდი,არაფერი მითქვამს. მეწყინა მისი უტაქტობა და გავიბუსე. - არ გაიბუტო როცა სიმართლეს გეტყვიან.
_ჭკუას მარიგებ?
_ასე ვთქვათ, კი.
_არ მჭირდება შენთვის დაიტოვე. - ვუთხარი მკვახეთ.
_უკვე ვჩხუბობთ. - ჩაეცინა ცალყბად. არაფერი ვუპასუხე,დუმილი ვარჩიე. წარბებ შეყრილი გავსცქეროდი ტბას.გვერდითი მხედველობა აღიქვამდა მის მზერას,თუ როგორ მიმზერდა რობაქიძე.
_სხვის შეყვარებულს ასე არ უყურებენ. - ვუთხარი ნიშნის მოგებით და წარბაწევით გავხედე.
_ სხვისას არ ვუყურებ მერე.- მომიჭრა ირონიული ტონით და ფეხზე წამოდგა. - ადექი წავიდეთ,თორემ აცივდა და გამიცივდები. - მითხრა მერე თბილი ხმით. მისმა ნათქვამმა და ნათქვამის ტონალობამ სითბო ჩამიღვარა მთელ სხეულლში.
_მომესმა ჰო? - ვიკითხე ცინიკურად და წამოვდექი.
_ალბათ. - არ დამაკლო მანაც. მოტოციკლზე დაჯდა.მეც მივუჯექი უკან თამამად.ის იყო ჩაფხუტის დაფარებას აპირებდა,რომ მობილურმა დაურეკა.ეკრანს თვალი მოვკარი „ბურდული“ ეწერა. - გისმენ! - მხირულად ჩასძახა მეგობარს. - სად ხარ? - ტონი შეეცვალა, - მოვდივარ... მალე მოვალ ხომ გესმის... ფრთხილად იყავი... - ავის მომასწავებელი ხმით ჩასძახა ბურდულს ყურმილში და სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი და ჩაფხუტი დაიფარა.- მომეჭიდე. -ლამის მიყვირა,ისეთი მრისხანე იყო.
_ რა მოხდა,მშვიდობაა? -ვიკითხე შეშინებულმა,მაგრამ ჩემი ხმა მოტიციკლის ხმამ ჩაახშო. ელვის სისწრაფით მიაქროლებდა მოტოციკლს.მე შეშინებული მასზე ვიყავი აკრული.კორპუსის წინ დაამუხრუჭა.
_გნახავ კიდე. - დამიბარა და ადგილს მოწყდა. სანამ თვალს არ მიეფარა მანამ ვიდექი და გავსცქეროდი. - ნეტა რა მოხდა,ასე დადუღრული სად გარბოდა? - ნერვიულობისგან ლამის ფრჩხილები დავიჭამე.კიბეები სირბილით ავიარე და სახლში შევედი. დედისეული სურნელი შემომეგება ბინაში შესულს. საათს გავხედე ღამის თორმეტი დაწყებულიყო.ვიფიქრე ანას დავურეკავ თქო,მაგრამ მალევე მოვიცილე ეს აზრი თავიდან.იქნებ სძინავს ან არაფერი იცის საერთოდ რა ხდება და მე არ ავაფორიაქოთქო. არადა აშკარა იყო რომ ბურდულის და რობაქიძის თავს რაღაც ხდებოდა. მოსვენება დავკარგე. ვერც დავწექი,ვერც დავჯექი. ვერც ტელევიზორს დავუდე გული. ცხელი შხაპი მივიღე და თბილი საღამურებით და თავზე შემოხვეული პირსახოცით ბოლთას ცემა დავიწყე. ვფიქრობდი რა უნდა მომხდარიყო ნეტა.
_დადა ასე ჩქარა და აღელვებული რატო წავიდა.რაიმე შარში არ ჩაცვივდნენ,ან იქნებ ავარიაა... ნეტა მალე გათენდეს და ანასთან წავიდე,იმედია მშვიდობა აქვთ.- ვბუტბუტებდი ჩემთვის და აქეთ- იქეთ დავდიოდი.ნერვიულობამ ხელები გამიყინა. ტელევიზორის ოთახში ტახტზე წამოვწექი და ფილმის ყურება დავიწყე,იქნებ გული გადავაყოლო და ჩამეძინოსთქო,მაგრამ ძილი არ მომეკარა. უკვე ღამის სამი საათი ხდებოდა. უცებ გონებაში ამომიტივტივდა დადამ კორპუსთან რომ მომიყვანა.მე არ მითქვამს მისთვის სად ვცხოვრობდი. უნებურად შიშმმა მომიცვა და გამაკანკალა. შალის პლედი დავიფარე და მოვიბუზე. ტელეფონი აწკრიალდა.შეტყობინება მომივიდა „ შუქი ჩააქრე და დაიძინე ნუ ნერვიულობ კარგად ვარ“ ეწერა მესიჯში. გაოცებული წამოვჯექი ტახტზე.კიდე ერთხელ გადავიკითხე ტექსტი,მერე ოთახში ანთებულ შუქს ავხედე და სწრაფად მივიჭერი ფანჯარასთან. სიბნელეში მოტოციკლზე მიყრდნობილ დადას მოვკარი თვალი გზის მეორე მხარეს. გული ისე ამიჩქარდა ყელში მებჯინებოდა.უნებური სიხარულისგან ღიმილი გამეფანტა და ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდი. ტელეფონი მოვიმარჯვე და შეტყობინება გავგზავნე „მიხარია,რომ მშვიდობიანად ხარ. ლექსოც კარგად არის?“
მალევე მომივიდა პასუხი. „ კი კარგად არის. დაიძინე ახლა მიდი თორემ ხვალ ადგომა გაგიჭირდება“.. ისევ გამეღიმა მის მონაწერზე.
„ ვერ ვიძინებ“ მივწერე მე.
„გინდა? ამოვალ და მე დაგაძინებ“ ..
„როგორ დამაძინებ?“
„აი,როგორც პატარა ბავშვებს აძინებენ.თმაზე მოგეფერები. ჯადოსნური ხელები მაქვს,უცებ დაგეძინება“... მომწერა მან. გამეცინა.
„არა,იყოს არ მინდა.უკვე მეძინება“..
„ კარგი,ტკბილ ძილს გისურვებ.“
„მადლობა. შენც ასევე.“
ერთმანეთს ასე დავემშვიდობეთ. გაბადრული სახით ჩავწექი საწოლში. მონაწერი მესიჯები თითქმის დავიზეპირე და მერე დავიძინე.
დილით ისევ მაღვიძარამ გამაღვიძა.სასწრაფოდ ავდექი,ჩავიცვი და სამსახურში წავედი. ანასთან მისულს ყველაფერი ძველ ფორმაში დამიხვდა.არანაირი ჩოჩქოლი და ჩამიჩუმი არ ისმოდა. ვიფიქრე ადრე ხომ არ მოვედითქო.
_ნანული დეიდა?!- დავიძახე დაბალზე. ისევ სიჩუმე იყო. სამზარეულოში შევედი არავინ დამიხვდა. მერე კიბეები ავირბინე ფრთხილად და ბავშვების ოთახში შევედი.ბავსვებიც არ იყო ოთახში. ნერვიულობამ და ინტერესმა მიმატა,რა მოხდა. ანას და ლექსოს საძინებლის კარზე დავაკაკუნე მორიდებით. კაკუნი რამოდენიმეჯერ გავიმეორე,რადგან ტეეფონის ზარის ხმა მესმოდა ოთახიდან და დარწმუნებული ვიყავირომ ვიღაც გამიღებდა კარს. არც შევმცდარვარ. კარი ბურდულმა გააღო. არაადამიანური სახით მიყურებდა. წარბი გახეთქვოდა სისხლი ზედ შეხმობოდა.
_რა მოხდა ?- ხმა ამიკანკალდა. - ანა და ბავშვები სად არიან? - ვკითხე და ოთახის სივრჩეს გავხედე ბურდულის ზურგს უკან.
_ანა წავიდა. - მითხრა ლექსომ აგრესიული და ამავდროულად დარდიანი ხმით.
_ანა წავიდა? - გავიკვირვე. - სად წავიდა.
_არ ვიცი,ალბათ თავის სახლში. - ტონი ისევ აგრესიული ჰქონდა ბურდულს.
_უკაცრავად. - ვთქვი დაბნეულმა და უკან გამოვბრუნდი. გავიგონე კარების მიჯახუნების ხმა.ლექსო ოთახში შებრუნდა. კიბეებზე დავეშვი.ქურთუკი და ჩანთა ავიღე გარეთ გავვარდი.ტელეფონში ანას ნომერი მოვძებნე და დავურეკე.
_ანა როგორ ხარ?
_უნდა დამერეკა შენთვის მაგრამ... მისამართს გეტყვი და მოდი ჩემთან. - მითხრა დაბოხებული ხმით. მისამართი დავიმახსოვრე,ტაქსი გავაჩერე და მასთან წავედი სახლში. ორივე ბავშვით ხელში დამიხვდა. თვალები დასიებული და ჩაწითლებული ჰქონდა.
_რა მოგივიდათ ადამიანი ეს რა არის? - ვკითხე გულდაწყვეტით და ტყუპისცალი ხელში ავიყვანე.
_მერე გეტყვი.ახლა ალექსანდრე სკოლისთვის მომამზადებინე უნდა წავიყვანო ვერ გავაცდენინებ.- პატარა ბურდულს ჩავაცვი და წასასვლელად გავამზადე. სახლიდან რომ გადიოდნენ ბავშვმა უთხრა დედას:
_ დედა არ მინდა რომ ტიროდე. - ანა მის წინ ჩაიმუხლა.
_შენ არ ინერვიულო შვილო არაფერი.შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ?!...ზოგჯერ ვიტირებ,დარდიანიც ვიქნები,მაგრამ მე ყველაზე ბედნიერი ვარ შენ რომ მყავხარ. მე მეამაყება შენნაირი შვილი რომ მყავს,გესმის ჩემო სიხარულო? - ბავშვს კაშნით დაფარული ლოყები დაუკოცნა და სახლიდან გავიდნენ.ტყუპებს მივხედე. დედას დავურეკე,მოვიკითხე და მალევე დავემშვიდობე.ინტერესი მკლავდა თუ რა შეიძლება მომხდარიყო ლექსოს და ანას შორის,რომ ანამ ეს ნაბიჯი გადადგა და სახლიდან წამოვიდა. თან ბურდულს სახე სისხლიანი ჰქონდა. რობაქიძის ნომერი ავკრიბე და გადავურეკე.
_დილა მშვიდობის. მაპატიე რომ გაწუხებ. - როგორც კი მიპასუხა ვუთხარი მაშინვე.
_დილა მშვიდობის.არა არ მაწუხებ. - მითხრა ნამძინარევი ხმით. - როგორ ხარ?
_მე კარგად ვარ. შენ დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ? – ვკითხე გამომცდელად.
_რა ხდება თეა? - ალბათ საწოლზე წამოჯდა და ისე მკითხა.
_წუხელ რა მოხდა? ლექსოს რატომ ჰქონდა სისხლიანი სახე? შენც ისე ხარ? - ჩემმა შეკითხვამ წამით გააჩუმდა რობაქიძე.
_კარგი გნახავ მერე. - მომიჭრა მკვახედ და ტელეფონი გამითიშა.გაკვირვებულმა გავხედე ტელეფონის ეკრანს.ცოტა არ იყოს სიბრაზემ ამივსო თვალები. ანა მალე დაბრუნდა სახლში.
_დღეს სამსახურში არ მივდივარ. წამო ჩაი დავლიოთ სანამ პატარებს სძინავთ.- მითხრა და სამზარეულოში გავიდა.უხმოდ დავედევნე უკან.- დაჯექი. - სკამზე მიმითითა.მეც დავჯექი. შევატყე ანერვიულებული იყო და ნერვიულობის დასამალად ჩაის ჭიქებს ერთი ადგილიდან მეორეზე ანაცვლებდა სანამ ჩაიდანში წყალი არ ადუღდა.ორივენი ჩუმად ვისხედით.ბოლოს სიჩუმე ანამ დაარღვია.
_ვინ გითხრა შენ მე სახლიდან რომ წამოვედი?
_ლექსომ.
_ვაა სახლში იყო? - ირონიით იკითხა ანამ.
_კი სახლში იყო. წარბზე შემხმარი სისხლი ჰქონდა და საშინლად გამოიყურებოდა.
_გამიკვირდა საერთოდ ცოცხალი რომ იყო. - საკმაოდ ცივად ჩაილაპარაკა მან.
_ასეთი რა მოხდა ანა? გული მისკდება რომ გიყურებ და გისმენ. - ვერ დავმალე ჩემი ინტერესი და გულის წყვეტა.ანა დუმდა.თითქოს სადღაც შორს წასულიყო გონებით და არ ეთმობოდა დაეტოვებინა იქაურობა. მეც გავჩუმდი და ჩაი მოვსვი.
_უბრალოდ გული მწყდება რომ ამდენი ტანჯვის შემდეგ ძლივს ბედნიერებას ვეღირსე და ესეც დამიმსხვრია მან.- ცრემლებით აევსო თვალები ბურდულის ცოლს.- იცი რამდენი ტკივილი გადავიტანე მის გამო? - ტკვილიანი თვალებით შემომხედა. მე უარის ნიშნად თავი გავუქნიე და ვიგრძენი როგორ შემეკუმშა გული მისი შემხედვარე. - შენზე პატარა ვიყავი ალექსანდრე რომ გავიცანი. ღამის კლუბში მიმტანად ვმუშაობდი.დღისით ვსწავლობდი,ღამით ვმუშაობდი. იქ ვნახე პირველად და მთლიანად მომნუსხა მისმა პიროვნებამ. ღამით სახლში იპარებოდა თურმე და ჩემს საწოლთან ჯდებოდა,მძინარეს მიყურებდა.საჩუქრებით მანებივრებდა,ოღონდ ფარულად. - ანას ჩაეცინა. - რომ მითხრა ვუყვარდი ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დადიოდა ამ ქვეყნად. მისით იწყებოდა და მთვარდებოდა ყოველი დღე.მიუხედავად იმისა რომ მისი ძალიან მეშინოდა,მაინც მისით ვსუნთქავდი.მასში სწორედ მისი იდუმალება მიზიდავდა. ვიცოდი რომ ის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი იყო. - ამ სიტყვების გაგონებისა კანზე ბურთები ამომებურცა. - ვიცოდი რომ თავისუფლად შეეძლო ადამიანის მოკვლა,მაგრამ მე მაინც შემიყვარდა ის. შემიყვარდა თან როგორთავდავიწყებიტ და სამუდამოდ. მის გარდა ვერავის ვხედავდი და ვერ დავინახავ ვერასოდეს. მთელი არსებით მივენდე მას,მთელი ჩემი გრძნობები მას გადავაბარე და მისი გავხდი... - ბურდულის ცოლმა ლოყაზე ჩამოცურებული ცრემლი ხეის გულით მოიწმინდა,რამოდენიმე ხანს დადუმდა,მერე ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო.- მერე გაქრა... აღარ ჩანდა.. ადრეც იყო შემთხვევები რომ რამოდენიმე დღე არ ჩანდა,მაგრამ ძებნას არ ვუწყებდი.იმ დღეს გავიგე,რომ ორსულად ვიყავი მისგან და მინდოდა სცოდნოდა მასაც და სახლში მივაკითხე.მაგრამ არ დამიხვდა... სამაგიეროდ მისი ძმაკაცი დამხვდა რომელმაც თავდაყირა დააყენა ყელაფერი... მითხრა რომ ლექსოს ესპანეთში ცოლ-შვილი ჰყავს და მათთან ერთად არისო.შენ უბრალოდ გამოგიყენაო. თან სურათები მაჩვენა მისი ნათქვამი უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო. გადავწყვიტე ორსულობის შესახებ არავისთან მეთქვა და საქართველოდან წავსულიყავი. წავედი კიდეც,ამერიკაში. 6 წელი ვიცხოვრე იქ,ამ ხნის მანძილზე არაფერი მსმენოდა მასზე. ბავშვი რომ დაიბადა თან ბიჭიმისი სახელი დავარქვი და გვარიც მისი ჩავწერე. გულში ვიძახდი ერთმა ბურდულმა ტკივილი მომაყენა,მაგრამ მეორე ბურდული მაბედნიერებს და სიცოცხლით მავსებსთქო.დღე არ გავიდოდა რომ არ მომნატრებოდა... რამდენი ტკივილი გადავიტანე მისი მონატრებიდან გამოწვეული. მერე საქართველოში დავბრუნდი და აქ დამიხვდა... ესპანეთში ძარცვისას დაუჭერიათ და ციხეში ნაჯდომა რამოდენიმე წელი.... მერე ისე მოხდა რომ ისევ ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ და პირობა მომცა რომ მართალი ცხოვრებით იცხოვრებდა. გუშინდელ დღემდე ასრულებდა ამ პირობას.გუშინ რა მოხდა არ ვიცი,სახლში რომ მოვიტა შევატყე ანერვიულებული იყო,მაგრამ არ უნდოდა დატყობოდა. შემთხვევით მოვკარი თვალი როგორ გამოიღო სეიფიდან იარაღი... რად გინდა იარაღი მეთქი ვკითხე.ჯერ არ მიპასუხა. კითხვა გავუმეორე და მისი პირობა შევახსენე,რამაც უფრო გააღიზიანა.მხოლოდ ის მითხრა რომ დავმშვიდებულიყავი,რადგან საშიში არაფერი მოხდებოდა. მეთქი როგორ დავმშვიდდე ლექსო როცა ვიცი იარაღით მიდიხარ სადღაც და აშკარაა რომ კარგს არაფერს გეგმავთქო. ვეხვეწე ვემუდარე არ წახვიდე,მეშინია,რამე რომ დაგემართოს მე და ბავშვებს რა გვესველება უშენოდთქო.. წარმოიდგინე შენს გარეშე როგორ ვიქნებით, ამას ნუ გაგვიკეთებთქო... მაგრამ ყურადღებაც არ მომაქცია.. ბოლოს ის მკითხა თან შეღონებული სახით „დაასრულე?“ სისხლი გამიყინა ძარღვებში მისმა გულცივობამ. კარში რომ გადიოდა მივაძახე იცოდე წავალ სახლიდან. შენ თუ არ იქნები არაფერში მჩირდება აქაურობათქო. და ამღვრეული თვალებით მომიბრუნდა და დამიღრიალა „წადიიი მერეეე“.. ეს იყო ოოო სიკვდილის ტოლფასი ჩემთვის.რაღაც საშინელება... გახევებულმა ჩავალაგე ბარგი და წამოვედი. მე მისი არც ქონება მინდა,არც ფული,არც სტატუსი ,არაფერი მინდა მისი.. უბრალოდ მასთან ერთად მშვიდი ცხოვრება მინდა და ერთად რომ გავზარდოთ შვილები. ეს ხომ უნდა გააცნობიეროს რომ იარარს იღებს ხელში და სამი შვილი მის ზურგს უკან დგას... მე თავისუფლად შემიძლია გავძლო და გავაგრძელო ცხოვრება ყოველგვარი ფუფუნებს გარეშე რასაც ლექსო მაძლევს, რადგან მე ჩემით შემიძლია გავიტანო თავი... მაგრამ არ შემიძლია მის გარეშე ვიყო.. ტავი საფრთხეში არ უნდა ჩაიგდოს და მის გარეშე არ და უნდა დაგვტოვოს... -ანა გაჩუმდა.
_არც კი ვიცი რა გითხრა. - მართლა დავიბენი,რა უნდა მეთქვა. ვერაფერი მოვიფიქრე.მონასმენმა ძალიან იმოქმედა ჩემზე.
_არაფერი... შენ ვერაფერს ვერ მეტყვი... მოეგება გონს როცა იქნება და იმედია იმ დროისთვის საღსალამათი იქნება. - თქვა და ფეხზე წამოდგა.
_იცი?.. გახსოვს,რომ გითხარი ერთმა ბიჭმა გადამარჩინათქო... - ვთქვი ჩუმად,შეპარვით.
_ჰო მერე?
_ის ბიჭი ლექსოს მეგობარი დადა ყოფილა. - ჩემმა ნათქვამმა ანა გააღიმა,თუმცა გაკვირვება არ გამოუხატავს. - ისიც... ისიც... - მინდოდა მეკითხა ისიც კრიმინალიათქო.. მაგრამ ენა ვერ მოვიბრუნე პირსი რადგან სიმართლის მოსმენის შემეშინდა.
_გინდა მკითხო ისიც ლექსოსნაირია თუ არა? - მიხვდა ანა ჩემს სათქმელს. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. - რას გაიგებ ვინ რა ან ვინ ვინ არის... რავიცი თვითონ ჰკითხე აბა?! ვფიქრობ ასე სჯობს. - მითხრა მან და თვალი ჩამიკრა. მისმა ნათქვამმა დამაინტრიგა. მოსვენება დამეკარგა და ავწრიალდი. ტუალეტში გასვლა მოვიმიზეზე. სარკეში ჩემ ანარეკლს თვალებში ჩავხედე. „რობაქიძე თუ კრიმინალია... ახლა რაღა ვქნა?“ ვეკითხებოდი საკუთარ თავს. სახეზე ცივი წყალი შევისხი და სამზარეულოში დავბრუნდი. - შენი ტელეფონი რეკავდა.- მითხრა ანამ. მობილურს დავხედე დადას ჰქონდა დანარეკი. დიასახლისს მორიდებული ღიმილით გავხედე და ტელეფონი ისევ მაგიდაზე დავდე.
_დაურეკე.. შეგხვდეს და დაილაპარაკეთ. დღეს განთავისუფლებ. შეგიძლია წახვიდე...- მითხრა მან.
_ჰო მაგრამ..
_არავითარი მაგრამ... მე კარგად ვარჩემზე არ იდარდო.ალექსანდრეს სკოლა ახლოსაა და მე გამოვიყვან ბავშვებს თან გავასეირნებ სუფთა ჰაერზე. წადი.. წადი. - ტონი საკმაოდ დამაჯერებელი ჰქონდა.მეც ვიფიქრე,რომ მისთვის მარტო დარჩენა უკეთესი იქნებოდა. იქნებ ლექსო მისულიყო და დაალაგებდნენ ურთიერთობას.
_კარგი წავალ,შენ დაწექი დაისვენე ცოტა სანამ ბავშვებს სძინავთ. – მან გამიღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. სახლიდან გამოვედი და რობაქიძეს დავურეკე.შეხვედრაზე შევთანხმდით. ანას სახლტან ახლოს სკვერი იყო და იქ მივედი.სიცივისგან მობუზული სკამზე ჩამოვჯექი და იქვე მიწაზე მობნეულ საკენკზე შესეულ ბერურებს დავუწყე თვალის დევნება. ვერც კი გავიგე რობაქიძის მოსვლა ისე მომიჯდა გვერდით. პირველი რაც გავაკეთე იყო ის მის ჩასიებულ თვალის უპეებს დავაკვირდი.
_ შენც მოგხვდა არა?.. -ვკითხე ცინიზმით. არაფერი მიპასუხა,ოდნავ გაეღიმა და თავი ჩახარა. - მგონი რაღაც გაქვს სათქმელი...
_მე? - უცებ ასწია თავი.
_დიახ შენ... რაღაც არ გითქვამს ჩემთვის.. თუმცა აღარ აქვს მნიშვნელობა შენგან მოვისმენ თუ არა ამას... ისედაც ვხვდები რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით არ ცხოვრობ.
_თეა.. - უნდოდა რაღაც ეთქვა ჩემთვის მაგრამ არ ვაცალე. _მისმინე... ალბათ ხვდები რომ მსგავსი კატეგორიის ხალხისგან ძალიან შორს მიჭირავს თავი... მინდა შემეშვა და დაივიწყო ის რაც აქამდე მოხდა... - ვუთხარი მტკიცედ. მიუხედავად ჩემი მიადმი აზრის შეცვლისამაინც გულის წყვეტას ვგრძნობდი გულის სიღმეში იმის გაფიქრებისას რომ ის უნდა „გამექრო“ ჩემი ცხოვრებიდან.
_თეა რა გინდა? რატომ მიშლი ამ დილა უთენია ნერვებს? - ისე მითხრა უცებ შევკრთი. ფეხზე წამოვდექი და წასვლა დავაპირე.
_მე მოვრჩი შენთან საუბარს კარგად იყავი. - ვუთხარი მკვახე და შემოვბრუნდი. უცებ მკლავში მწვდა მისკენ მიმაბრუნა და ტუჩებზე მაკოცა...


* * *

მისი ბაგეების შეხებისას პირველი რაც ვიგრძენი იყო, დაბრუჟება ჩემი ტუჩების. თვალებ დაჭყეტილი მის დახუჭულ თვალებს მივჩერებოდი გაოგნებული და ტუჩებზე მიწეპებული. მკლავებსაც ვერ ვაქანებდი რომ მისთვის ხელი მეკრა. ჩემი კიდურები მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული მის ღონიერ ხელებში და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. მაინც გავიბრძოლე. სახის არიდება ვცადე.
_ ახლავე მომშორდი შე დეგენერატო. - დავიყვირე ბოლო ხმაზე,როგორც კი მისი ტუჩები მომცილდნენ. - ხელები გამიშვი. რამდენის უფლებას აძლევს შენს თავს.. თავხედო. - განვაგრძობდი ისევ ყვირილს.
_ კარგი ახლა ნუ კივი. ისეთი არაფერი მიქნია შენ რომ არ მოგწონებოდა. - განმიცხადა მშვიდად და ტუჩები გაილოკა. სიბრაზემ იმდენად მიმატა,ვიგრძენი როგორ წამოვწითლდი სახეზე.
_ავადმყოფი ხარ! - მივახალე ზიზღით და წასასვლელად შემოვბრუნდი. ისევ დამწვდა მკლავში.
_თეა მოიცა...
_ხელი გამიშვი და ჩემი სახელი არ ახსენო საერთოდ. - აგრესიულად ავუქნიე ხელი.
_მოიცა რაა.. ნუ ბავშვობ...
_ჰეი შენ ბიჭო,ვერ გაიგე გოგო რას გეუბნება? - მომესმა უცებ ჩემი კლასელის- გუკას ხმა. „ეს აქ საიდან გაჩნდა?“ გავიფიქრე უცებ და გაფართოვებული თვალებით მისკენ შევბრუნდი. გუკას მეცხრე კლასიდან მოყოლებული ვუყვარდი. სკოლის ფავორიტი იყო ყოველთვის და გოგოების ყურადღების ცენტრში ადვილად ექცეოდა.მის მიმართ მეც მქონდა სიმპატიები და მომწონდა ყურადღებას რომ იჩენდა ჩემთან და ამას სხვეებიც რომ აღნიშნავდნენ. ცოტაც და ლამის შეყვარებულებად მოგვიხსენიებდნენ სკოლაში მე და გუკას. მაგრამ არ მიყვარდა მე ის და მისდამის სიმპატიების იმედზე ვერ ვიქნებოდი მისი შეყვარებული ვერ გავხდებოდი თითით საჩვენებელი წყვილი უბანში.
_გუკა? - ვიკითხე გაოცებით,თან ვიგრძენი როგორ ძალით მომიჭირა ხელი დადამ მკლავზე.
_თეკო რა უნდა ამ ბიჭს შენგან... კარგად ხარ? - მკითხა მან და ჩვენკენ სწრაფი და საჩხუბრად მომზადებული ნაბიჯებით წამოვიდა. კრიტიკულ მომენტში როგორც მჩვევია ვიბნევი,ახლაც იგივე დამემართა და დავიბენი.სიტყვა ვერ დავძარი.
_ხელი გაუშვი თქო! - დაჭექა გუკამ და მისკენ დამქაჩა. რობაქიძემ ხელი გამიშვა და ინერციით ჩემი კლასელის გულ-მკერდს ავეკარი.მანაც ხელი მომხვია და თმებზე ჩამომისვა ხელი. დადას თვალებში სისხლის ზღვა დავინახე,რომელშიც შტორმი იყო.ტალღები თანდათან დიდდებოდნენ და ძლიერდებოდნენ. გამახსენდა მისი ქმედება იმ ღამით რომ გადამარჩინა როგორ დაუნდობლად სცემა ის ბიჭები.შიშმმა მომიცვა. „გუკაც რომ ისე სცემოს?“ გავიფიქრე უცებ.
_გუკა წავიდეთ აქედან. - ვუთხარი მუდარა ჩამდგარი ხმით ჩემს კლასელს. რობაქიძე გაუნძრევლად იდგა და ავის მომასწავებლად დუმდა. არც გუკას უნდოდა ადგილის დათმობა,ერთმანეთს თვალებით უმართავდნენ დუელს.თხოვნა რამოდენიმეჯერ გავუმეორე და დამიჯერა. იმ ადგილს გავეცალეთ.უკან არ მომიხედავს,მაგრამ ვგრძნობდი დადას სიბრაზით სავსე მზერას ზურგს უკნიდან.
_თეკო კარგად ხარ? - მკითხა კიდევ ერთხელ გუკამ,როდესაც ტაქსიში ჩავჯექით. უხმოდ დავუქნიე თავი. - ვინ არის ეგ ბიჭი ჰა?
_ჩემი ნაცნობია. - მოვუჭერი მოკლედ. - და შენ აქ როგორ გაჩნდი?
_ძმაკაცთან ვიყავი,მანდვე ცხოვრობს.მაგ სკვერის წინ რომ კორპუსია... და დაგინახეთ. - იმ ს*რს მოგვიანებით ვნახავ... არ გამიჭირდება მისი ვინაობის დადგენა. - ბოლო სიტყვები ღვარძლიანად ჩაილაპარაკა ჩემმა კლასელმა. ნერვიულობისგან სიცივემ მიმამატა და გამაკანკალა.მთელი სხეული გამეყინა. გუკას ისევ გულზე ვყავდი მუკრული,გვიანღა გავაცნობიერე და მაშინვე მოვშორდი.
_ძალიან გთხოვ არაფერი უთხრა.შეეშვი,ის ჩემს სიახლოვეს ვეღარ გამონდება უკვე.მას საკადრისი პასუხი თავად გავეცი. - ვუთხარი მუდარით.
_შენ არაფერზე იდარდო კარგი? ცუდი არაფერი მოხდება. - სცადა ჩემი დამშვიდება.არადა გონებით უკვე რობაქიძე დასისხლიანებული ჰყავდა,მის თვალებში ამოვიკითხე ეს.
_მისმინე არ მინდა ჩემს გამო ცუდი შეგემთხვეს... დაანებე მაგ ბიჭს თავი. ის ძალიან საშიში ადამიანია. - გავაფრთხილე.
_ მორჩა მაგაზე საუბარი... - მითხრა ღიმილით. - რას შვები შენ როგორ ხარ სხვა? ამ ბოლო დროს ვერ გხედავდი ხშირად. წამიერი დუმულის შემდეგ გავეცი პასუხი.
_ არამიშავს,ვმუშაობ და სახლში გვიან ვბრუნდები უმეტესად.
_სახლში დაგტოვო ახა ჰო?
_კი,სახლში ყოფნა მირჩევნია ახლა. გუკა...
_გისმენ.
_ ძალიან გთხოვ ცუდი არაფერი გააკეთო. შეეშვი იმ ბიჭს.- მუდარას არ ვიშლიდი. თან გულში რობაქიძეს ვლანძღავდი,ასე უხეშად,ჩემდა დაუკითხავად რომ გამომძალა პირველი ამბორი. ფილმებიდან ვიცოდი პირველი კოცნისას გოგონები თვალებს ხუჭავენ და ნეტარებას განიცდიან.მე კი სიბრაზის და მისთვის თავში რაიმეს ჩარტყმის სურვილის მეტი არაფერი მიგრძვნია,მიუხედავად იმისა რომ რობაქიძისადმი სიმპატიაზე მეტს ვგრძნობდი უკვე. გუკამ სადარბაზომდე მიმაცილა და მერე წავიდა. სახლში შესულმა ჩანთა და ქურთუკი იატაკზე დავაგდე,ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე გულაღმა დავწექი. კარგა ხანს ჩუმად და გაშეშებული მზერით მივჩერებოდი ჭერს. „იდიოტი,დეგენერატი,თავხედი, თავი ვინ ჰგონია? „ წამოვიძახე ბოლოს მოთმინება დარღვეულმა. მის შეხებას ვერ ვივიწყებდა და ვერც იმას,რომ გუკას მასთან აუცილებლად კონფლიქტი მოუვიდოდა. ზანტად წამოვდექი და აბაზანაში შევედი,ცხელი შხაპი მივიღე,თბილად ჩავიცვი.თბილი ჩაი დავლიე და მიუხედავად საღამოს ექვსი საათისა დასაძინებლად ჩავწექი ლოგინში. ძილის წინ დედას დავურეკე,გავაფრთხილე ვიძინებ და ტელეფონს ვთიშავთქო. ჩათფილულს სასიამოვნოდ მომერია ძილი და ღრმად გადავეშვი საძილეთში. ძილში თვალებზე განათების სიმძლავრე ვიგრძენი. მეგონა სიზმარში ვიყავი,სადღაც შუაგულ უდაბნოში და თვალებში მზე მანათებდა.მალევე შენჯღრევა ვიგრძენი. დამფრთხალმა გავახილე თვალები. ოთახში შუქი იყო ანთებული და საწოლზე რობაქიძე იჯდა. ახლად გაღვიძებულმა და ნანახით გაოგნებულმა დადას მივაჩერდი გაფართოებული თვალებით. ის კი ისევ ამღვრეული თვალებით მიმზერდა და სისხლის ზღვის ნახვის ღირსი ისევ გამხადა.
_ ვინ არის ის ბიჭი შენთვის? - გამოსცრა კბილებშითან გვერდულად მიყურებდა. მაშინვე მოვეგე გონს.გავაანალიზე ყველაფერი და გაცხარებული წამოვდექი საწოლზე. მას ზემოდან დავყურებდი.
_ არ რა ჯანდაბას აკეთებ,ან როგორ შემოხვედი. მანიაკი ხარ ვიღაც.. გადი თავი დამანებე. - დავუყვირე დაჭიმული კისრით. მან კი მშვიდად ამაყოლა და ჩამაყოლა თვალი.
_რაც გკითხე იმაზე გამეცი პასუხი. - მითხრა და თვითონაც გაშმაგებული წამოდგა ფეხზე.
_ჩემი შეყვარებული. - მივახალე - დაკმაყოფილდი?
_შენ გიყვარს?
_აბა შეყვარებული როგორ იქნება სხვაგვარად?
_ არადა შენი გუკა სხვა გვარად ჟღურტულებდა. - თქვა ცინიკურად. ამის გაგონებაზე სისხლი გამიცხელდა და მწველად დამიარა მთელ ტანში.
_რა უქენი გუკას შე ნადირო. - საწოლიდან ჩამოვხტი და მას მივვარდი მუშტების ქნევით.- იოდე მას რომ რაიმე სჭირდეს ვერ გადამირჩები,გესმის? ვერ გადამირჩები.
_ ოჰ როგორ შემაშინეეე. - მითხრა ხმა გაწვრიებით და გაიცინა.
_ავადმყოფი ხარ რა. რა უნდა გელაპარაკო.ჩამოყალიბებული ავადმყოფი დიაგნოზის გარეშე. - ვუთხარი ზიზღით და კიდევ მოვუქნიე მუშტი,ამჯერად მინდოდა ყბაში მოხვედროდა.
_გოგო რა დღეში ხარ შენ,ჰა? - სიცილს არ წყვეტდა დადა. თან ჩემი ხელების დაკავებას ცდილობდა.
_საზიზღარო. გადი ახლავე აქედან. - დავუყვირე მთელი ხმით ნერვებ მოშლილმა. უცებ სახე მოექუფრა. მკლავებში დამავლო ხელი, თვალებში ჩამხედა და გაწელილად მითხრა:
_ თეა, ნერვებს ნუ მიშლი. - მისმა ნათქვამმა ნერვული სიცილი მომგვარა და გიჟივით ავხარხარდი. სიცილი ტირილში გადამეზარდა და ცრემლებიც ღაპა-ღუპით ჩამომცურდა ღაწვებზე.
_ რა გინდა ჩემგან თავი დამანებე... შემეშვი... - ვეუბნებოდი სლუკუნით.
_ თავი როგორ დაგანებო,როცა მიყვარხარ!... - საოცრათ თბილი და დარდიანი ხმით მითხრა. გაოცებული,ცრემლიანი თვალებით მივაჩერდი....მისმა სიტყვებმა კი გამაოგნა,მაგრამ არ დავბნეულვარ.
_რა წესია ეს სახლში მივარდები,მაღვიძებ,მერე სიყვარულს მიხსნი... ვერ ხარ ხო? - გავკაპასდი.
_იიი რამდენი ლაპარაკი გიყვააარს! - შეიცხადასავით რობაქიძემ.
_ ვაიმე რომ არ გავკივი არ გიკვირს? - ავღშფოთდი მე.
_მიდი იკივლე რას უცდი ჰა?! - გაბრაზდა დადა.
_ვიკივლო არაა? - ვკითხე და საკივლად მოვემზადე.
_მიდი მიდი.. - წამაქეზა.თვალებში უტიფრად ვუყურებდი და „მიშველეეეთ“ დავიკივლე მთელი ხმით. მისი სახე არ ამომივა თვალებიდან.უცებ მიწის ფერი დაედო სახეზე, სწრაფი მოძრაობით მომიახლოვდა და პირზე ხელი ამაფარა. - გააფრინე ხო? -ალი აუკიაფდა თვალებში რობაქიძეს.
_ ხელი გამიშვი შე გიჟო. - ვთქვი სუნთქვა შეკრულმა,მაგრამ მას მხოლოდ ჩემი ზმუილი ესმოდა,ხელით მომუწული პირიდან მხოლოდ „მმმმ... მმმმმმმ...მმ...მმმმ“ ისმოდა.
_ რა? რა გინდა?... - მკითხა ცინიკურად. თვალებში სიბრაზემ ცრემლები დამიგუბა. თიტქოს გონს მოეგო და ხელის კვრით გამანტავისუფლა. ინსტიქტურად საწოლზე დავებერტყე. - გითხარი ნერვებს ნუ მომიშლი თქო. - შემახსენა გაფრთხილება.
_ახლავე ადგები და უხმოდ გახვალ აქედან. - გამოვცერი კბილებში ძარღვებ დაბერილმა და მრისხანე მზერით შევხედე. ერთ ხანს იდგა და მიყურა,გამომეტყველება რომ არ შემეცვალა,ირონიულად ჩაიცინა,შებრუნდა და წავიდა. კარებში,რომ გადიოდა მომაძახა:
_ ჭკვიანად იყავი.- და კარი გაიხურა.
_გადარეული. - ჩავილაპარაკე და ოთახში შუქი ჩავაქრე. საწოლში დავწექი მაგრამ არ დამეძინა.რაღა დამაძინებდა სულ რობაქიძის თბილი ხმა და ნათქვამი მახსენდებოდა. „დაუჯერებელი რამ ხდება ჩემს თავს,აი ისეთი რომელსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ის დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელია და მე მასზე ვფიქრობ? მან მითხრა,რომ ვუყვარვარ... ვუყვარვარ... სახლშიც კი შემოვიდა დაუკითხავად... ღმერთო შენ მიშველე... რაც გეზარებოდეს ის გეძალებოდეს-ო ნათქვამი რომ არის მართალი ყოფილა. როგორ მძულს ამ წრის საზოგადოება,არადა დადას მიმართ რატომ ვერ ვგრძნობ ზიზღს და სიძულვილს?... რატომ არ ვიცავ ჩემს პოზოციას და დამოკიდებულებას?... ძალიან მეშინია... დადასი არა.. ჩემი თავის მეშინია... რაიმე სისულელე არ ჩავიდინო“... დილით ანასთან წავედი. მთელი გზა ისევ რობაქიძეზე ვფიქრობდი. მასზე გაბრაზებული გოგოს იმიჯი მოვირგე და გადავწყვიტე,რომ როცა შევხვდები ხმას არ გავცემდი,ან რომ დამირეკავდა არ ვუპასუხებდი. ანასთან მისულს პატარა ბურდული და ანა გაღვიძებული დამხვდა და სკოლისთვის ემზადებოდნენ.ერთმანეთს დილა მშვიდობისა ვუსურვეთ და ანამ მკითხა:
_როგორ ჩაიარა გუშინდელმა დღემ?
_ისე გეღიმება მგონი ისედაც იცი რაც მოხდა. - ვუთხარი ღიმილით. მან წარბები ზემოთ აზიდა და ფართედ გამიღიმა დასტურის ნიშნად.
_ დადა იყო მოსული... - მითხრა მერე და შვილს ქურთუკი მოაცვა.
_გაბრაზებული ვარ მასზე. ახლოს არ გამეკაროს. - ვთქვი აგრესიით.
_სკოლიდან რომ მოვალ მერე გეჭორავები. - ისევ ფართედ გამიღიმა ბურდულის ცოლმა.
_კარგი... და შენ როგორ ხარ?.. ლექსო არ ყოფილა მოსული? - ვკითხე მორიდებით. მან უარის ნიშნად თავი გამიქნია და უცებ დასევდიანდა.
_არაუშავს!.. - თითქოს თავი გაიმხნევა ანამ.კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ამ თემაზე,მაგრამ გადაიფიქრა უცებ.ალბათ ბავშვის გასაგონად არ უნდოდა თქმა.- კაი გავედით ახლა და მოვალ მალე. ბავშვებს ჯერ სძინავთ.
_კარგი...
_თეა დეიდა,- ჩემს წინ პატარა ბურდული დადგა,-შეიძლება გაკოცო? - მკითხა მან მისი ასაკისთვის დამახასიათებელი ხმის ტემბრით.
_ვაიმეეე ჩემო საყვარელო,როგორ არ შეიძლება.. მოდი ჩაგეხუტო და მეც გაკოცო. - უცებ იმდენი სითბო ჩამიდგა მთელ სხეულში,ალბათ საკუთარ შვილს ამაზე ნაკლებად თბილი ჩახუტებით და მოფერებით არ ჩავიხუტებდი და მოვეფერებოდი. ალექსანდრემ კისერზე შემომხვია ხელები და ლოყაზე ხმაურით მაკოცა. მეც დავუკოცნე ლოყები.
_დადა ძიამ მითხრა თეა დეიდა რომ მოვა ჩემს მაგივრად აკოცეო. - თქვა უცებ ბავშვმა და სახეზე გაბნეული ღიმილი ზედვე შემეყინა. წამში მოვიქუფრე წარბებ შეყრილი ანას გავხედე რომელიც ხმით იცინოდა. - დადა ძია შენი „ბოიFრენდ“ არის? - დაინტერესდა ბავშვი. თვალები შუბლზე ამივიდა. ანა კიდე სიცილს არ წყვეტდა.
_“ოქეი,ოქეი... ჰანიი იც თაიმ თუ გოუ“.. - უთხრა შეკავებული სიცილით შვილს და კერებისკენ მიუთითა.
_მაგრამ მე მას ვკითხე რაღაც. - კატეგორიული გაუხდა ხმა ალექსანდრეს.
_დედი მისმინე,ეს დიდების საქმეა, ოქეი?.. თეა დეიდას ჯერ არ აქვს პასუხი ამ კითხვაზე,როცა ექნება მაშინ გიპასუხებს...
შევთანხმდით? - დაეკითხა ბავშვს და მე თვალი ჩამიკრა.- თან ასე უტაქტოდ არ უნდა მოიქცე დეე... იქნებ და ადამიანს არ უნდა გიპასუხოს. - შეაპარა შვილს საყვედური ბურდულის ცოლმა.
_ჰო მაგრამ დადა ძიან მითხრა ჰკითხეო. - თქვა თავჩაქინდრულმა პატარა ბურდულმა.
_მაგ დადა ძიას ძალიან,ძალიან გავუბრაზდები მაგის გამო.. - ვთქვი გაბრაზებით. - შენ არაფერზე იჯავრო საყვარელო. გაიქეცი ახლა მიდი სკოლაში. - ვუთხარი ბავშვს და თმები ავუჩეჩე მოფერებით.
_დადას ჩემგანაც მოხვდება. - თქვა ანამ და ისევ გამიცინა. დედა-შვილი გავაცილე, სასწრაფოდ ტელეფონი მოვიმარჯვე ხელში და რობაქიძესთან დარეკვა გადავწყვიტე. მეორე ზარზე მიპასუხა.ნამძინარევი ხმა ჰქონდა.
_ხო მშვიდობაა?
_ალექსანდრეს რეებს ასწავლი? - ვკითხე ყოველგვარი შესავლის გარეშე გაბრაზებული ტონით.
_მადლობა არამიშავს,შენ როგორ ხარ? - მკითხა ჩემი შეკითხვა რომ მოისმინა მერე. მიმანიშნა,რომ ჯერ უნდა მომეკითხა ან მივსალმებოდი მაინც. სახეზე ღიმილმა გადამირბინა.
_არ ხარ მოკითხვის ღისრი. - ვუთხარი ისევ მკაცრი ტონით. - ბავშვს თავი დაანებე გესმის?!.. ეს საიდან მოიტანე,რომ მისთვის გესწავლებინა რაღაცეები.ის ხომ ბავშვია. - აღვშფოთდი.
_ რა უპასუხე? - დააიგნორა ჩემი საყვედური.
_ ვუთხარი არა,საიდან მოიტანა.არც კი იოცნებოსთქო. - მივახალე დამარცვლით.
_ ეგრე უთხარი არა?!
_ კი აბა?!.. ეჭვიც არ შეგეპაროს. - გავიმყარე პოზიციები.
_მე ეჭვი ერთ რამეში არ მეპარება ახლა.. - მითხრა წამიერი დუმილის შემდეგ.
_რაში? - დავინტერესდი უნებურად.
_ დადგება დრო და ჩემი გახდები!.. - გამომიცხადა მტკიცედ. გავჩუმდი ვერაფერი ვერ ვთქვი რადგან მისი ნათქვამი იმდენად კატეგორიული და რაღაც დოზით ამაფორიაქებელი იყო,სათქმელი გამიქრა. - და დაგება დრო ძალიან მაგრად შეგიყვარდები. - დაამატა ბოლოს. ისევ დუმილი ვარჩიე. - რატომ გაჩუმდი?
_ დადა,შემეშვი რა. არ მინდა ჩემთან რაიმე საერთო გქონდეს გესმის?!.. კარგად იცი ჩემი დამოკიდებულება დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლებთან. უნდა შემეშვა... მოვითხოვ!.. გასაგებია? - ბოლოს ხმა გავიმკაცრე.
_ თეა,არ გინდა.. კარგი? ნუ ართულებ.
_არ მინდა ჰო,არ მინდაააა!... რატომ არ გესმის? - კისერზე ძარღვები დამეჭიმა. - ბოლოა ეს საუბარი.მე ჩემი გითხარი უკვე და ბავშვს ნუ ასწავლი რაღაც სისულელეებს. ნახვამდის და აღარ დამირეკო. - მის პასუხს არ დავლოდებივარ ისე გავთიშე ტელეფონი.მტელი სხეული მიკანკალებდა.ვერაფრით დავმშვიდდი. აღარ დაურეკავს. ანაც მალე დაბრუნდა სახლში. ბავშვებს ვაცმევდი ოთახში რომ შემოვიდა. ბავშვებს მივხედეთ,ვასაუზმეთ და სათამაშოთ „მანეჟში“ ჩავსვით,ჩვენც იქვე ჩამოსხედით.
_ რას აპირებ? - ვკითხე ანას.
_ჩვეულებრივ ცხოვრების გაგრძელებას. - მიპასუხა მშვიდად.
_ხო მაგრამ ლექსო რომ გენატრება.. - ვთქვი მორიდებით.
_ უფრო მეტად მენატრებოდა ამერიკაში რომ ვცხოვრობდი და გავუძელი.. ახლაც გავუძლებ.
_ძალიან ხარ ნაწყენი. - დავასკვენი.
_მან დამიმსხვრია რწმენა, რომ ადამიანები იცვლებიან... არადა ამის მაგალითი იყო ლექსო.
_ანა,იქნებ დაილაპარაკოთ?.. ისეთი რა მოხდა,რომ მან ეს სიტყვა გატეხა და იარაღი აიღო ისევ ხელში.ალბათ საქმე ძალიან სერიოზულად იყო. - ვცადე ბურდულის გამართლება მე,მე რომელიც არასდროს არ ვამართლებდი არავის მისნაირს.
_ მას არ უნდა მოეცა ჩემი წამოსვლის უფლება.
_ უნდა დაილაპარაკოთ. ეს აუცილებელია.სამი შვილი გყავთ,ასე როგორ უნდა იყო?
_ძალიან კარგად ვიქნები თეა და ძალიან კარგადაც მივხედავ ამ ბავშვებსაც.ეგ არ გამიჭირდება,კი ხედავ ფინანსურად შეძლებული ვარ ბურდულის ჯიბის გარეშეც. იმაზე ვბრაზობ,უიმისობისთვის რომ გაგვიმეტა.- არ თმობდა ანა პოზიციას. - აი ხომ ხედავ მესამე დღეა წამოსული ვარ და ჯერაც არ მოსულა. მხოლოდ დადა იყო მოსული,მოგვიკითხა.ალექსანდრეს ეთამაშა და თუ რამე დაგჭირდეს დამირეკეო დამიბარა თან. არადა წესიერად არც კი ვიცნობდი მაგ ადამიანს.
_ ჰოდა ხომ ხვდები არა?!.. ლექსომ რომ გამოგზავნა. თვითონაც გაბრაზებულია ალბათ რომ წამოხვედი.... აი ნახე ყველაფერი კარგად იქნება და მალე შერიგდებით. - ვუთხარი ღიმილით. მანაც გამიღიმა,ოღონდ სევდით სავსე იყო ის ღიმილი.
_ წარბი ძალიან ჰქონდა ნატკენი? - მკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
_ კარგად ვერ დავინახე,მხოლოდ სისხლიანი ჰქონდა.ჭრილობას ვერ დავაკვირდი.
_ როგორც სჩანს ძალიან აქვთ ნაჩხუბარი. დადაც კარგადაა შელამაზებული. მოკლედ შარში ვართ. - თქვა ბოლოს სიცილით.
_ მე არ ვარ შარში. - ვთქვი ისე,თითქოს სცენაზე ვმდგარიყავი.
_ოჰ რატო ვითომ? - გაიკვირვა ბურდულის ცოლმა.
_ ანა,არ მინდა დადას რაიმე საერთო ჰქონდეს ჩემთან. ვუთხარი კიდეც,დილით ველაპარაკე და მოვთხოვე რომ შემეშვას.
_ და შენ გგონია შეგეშვება? - მკითხა ირონიით ანამ.
_ დაიღლება და დამანებებს თავს. თან მეშინია მე მისი.არ მინდა მისი სიახლოვე საერთოდ.
_ „შიში შეიქმნს სიყვარულსა“ ხომ გსმენია? ჰოდა მას სწორედ მასზე შიში შეგაყვარებს. შენც ისე დაგემართება რობაქიძე, როგორც მე დამემართა ბურდული. ამას თვითონ წყვეტენ და ჩვენ ჩვენდა უნებურად მათ ნება- სურვილს ვემორჩილებით.
_ ახლა უფრო მაშინებ შენ. - მართლა შემაშინა ანას სიტყვებმა.
_ ნუ გეშინია,პირიქით ეს ძალიან საინტერესოა... იმდენად საინტერესოა,რომ აზარტული ხდები მერე ამ გრძნობისადმი. თან მე გატყობ,რომ შენ დადას მიმართ მარტო სიმპატიით არ უნდა იყო განმსჭვალული. - უხერხულობისგან წამოვწითლდი.მხოლოდ ჩამეცინა. ის იყო რაღაცის თქმას ვაპირებდი თავის გასამართლებლად,რომ უცებ სახლის კარი ფართედ გაიღო და კარში მრისხანე სახით ბურდული გამოჩნდა. არ ვიცი ანამ იმ წამს რა იგრძნო,მაგრამ მე ადგილს მივეყინე ისეთი თვალებით უყურებდა ცოლს ლექსო.მუხლებიც კი ამიკანკალდა. ბურდულმა კარი ფრთხილად დახურა.მზერა ცოლიდან ბავშვებზე გადაიტანა.მერე ოდნავ შესამჩნევად თავი დაგვიკრა - მოგვესალმა.სალამი დავუბრუნე და ფეხზე წამოვდექი,ოთახიდან გასვლა დავაპირე რადგან მარტონი დარჩენილიყვნენ.

_ მე გავალ. - ვთქვი და გვერდით ოთახის კარისკენ წავედი.
_ თეა თუ შეგიძლია ბავშვებიც გაიყვანე. - მითხრა ბურდულმა სრულიად უცხო ხმით.წამით გაკვირვებით შევხედე,ნუთუ მართლა ლექსოს ეკუთვნოდა ეს ხმა თქო. ბურდულმა შვილები ჩაიხუტა,მათი სუნით გული იჯერა და მერე მომცა უფლება,რომ ბავშვები გამეყვენა. ანა უხმოდ იჯდა და ქმრის ყოველ მოძრაობას თვალს ადევნებდა შიშ ჩამდგარი თვალებით. კარი მივხურე. მათი ხმა კარგად არ მესმოდა,მაგრამ დროდადრო ხან ანა აუწევდა ხმას,ხან ბურდული. რამოდენიმე წუთიანი საუბრის მერე კარების გაჯახუნების ხმა გავიგე და სამარიესებული სიჩუმე ჩამოწვა მთელ სახლში. მივხვდი, ბურდული წავიდა. აკანკალებული ხელ-ფეხით მივედი ოთახების დამაკავშირებელ კარებამდე და ფრთხილად გავაღე. ანა ფეხზე იდგა,გაფითრებული სახით და ურეაქციოთ სადღაც სივრცეში იცქირებოდა.
_ ანა როგორ ხარ?.. - ვკითხე და მისკენ გავემართე.ანა ისევ ურეაქციოდ იყო. შევშინდი. მკლავებში ხელები ჩავავლე და მსუბუქად შევანჯღრიე. - ანა!.. ნუ მაშინებ გთხოვ. ხმა გამეცი. - მან სივრციდან გაყინული მზერა ჩემზე გადმოიტანა,გაფითრებულ ლოყაზე ცრემლი ჩამოუცურდა და მოულოდნელად ჩაიკეცა. გული წაუვიდა. „ანააა“ შევკივლე შოკირებულმა. ბურდულის ცოლის სახეზე ძალიან დიდი ტკივილი დავინახე იმ წამს,მიუხედავად იმისა,რომ მას თვალები დახუჭული ჰქონდა და სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. - ანა,ანა, გეხვეწები თვალები გაახილე გთხოვ რაა,ანაა. - ვემუდარებოდი და სახეზე ხელებს მსუბუქად ვურტყამდი,რომ გონს მოსულიყო.ვერაფერს გავხდი. სასწრაოდ ბურდულის ნომერი ავკრიბე და დავურეკე. - ლექსო,მალე მოდი ძალიან გთხოვ, ანა ცუდათაა. - ჩავძახე როგორც კი „ალო“ გავიგონე.
_ რა მოუვიდა? - მკითხა გააფთრებულმა.
_არ ვიცი,გული წაუვიდა და ვერაფრით მოვასულიერე. - უკვე ვტიროდი. ლექსოს პასუხი არ გაუცია.ტელეფონი გათიშა. ალბათ ხუთი წუთიც არ იყო გასული კარებში არა ადამიანური სახით ბურდული იდგა და იატაკზე გაშხლართულ ცოლს ტკივილიანი მზერით დასჩერებოდა.
_ანაა. - დასჭექა ბურდულმა და ცოლის წინ მუხლებზე დაეცა. - ჩემი ბრალია... ჩემი ბრალია... - იმეორებდა ლექსო და თან ხელში აყვანას ცდილობდა ფრთხილად. - სავაადმყოფოში წავიყვან.ბავშვებთან დარჩი გთხოვ. - მითხრა მე და ანა მკლავებში მოიქცია,პატარა დაძინებული ბავშვივით რომელიც საწოლში უნდა ჩააწვინონ. ცოლის თავი გულზე მიიდო და მანქანასთან მისვლამდე რამოდენიმეჯერ დაუკოცნა გაფითრებული სახე,დახუჭული თვალები და სილურჯე შეპარული ტუჩები. სავარძელზე მიასვენა.თვითონ კი გიჟის სახით მიუჯდა საჭეს და ელვის სისწრაფით მოსწყვიტა.


* * *

სხეული ისე დამძიმებოდა, თითქოს რამდენიმე ასეული კილოგრამის ტვირთი ამკიდებოდა ზურგზე. ზლაზვნით შემოვბრუნდი და სახლში შემოვედი. ნერვიულობამ და შიშმა ჩემი ყოველი ნერვი გიტარის სიმივით მოჭიმა და დაძაბულობისგან სხეულს დაღლილობის შეგრძნება შესძინა.
ბავშვების ოთახში შევედი და სავარძელში ჩავესვენე. „ღმერთო შენ უშველე“ გავიფიქრე და საწოლში მოთამაშე ტყუპებს გავუღიმე სევდიანი ღიმილით. ტელეფონს ვიყავი მიჩერებული, როდის დარეკავდა ბურდული და გამაგებინებდა ანას ამბავს. ბავშვებთან თამაშში სწარაფად გავიდა დრო და ალექსანდრეს სკოლიდან მოყვანის დროც მოვიდა. მე უნდა წავსულიყავი, სხვა გზა არ მქონდა. ტყუპებს ჩავაცვი თბილად და ეტლში ჩავსვი. სახლის კარი ჩავკეტე და ჭიშკარს არც ვიყავი მიახლოებული ეზოში დადა და ალექსანდრე შემოვიდნენ. ერთმანეთის შეხედვისას წამით ორივენი შევდექით.
_ლექსომ მითხრა ყველაფერი და მთხოვა ბავშვის გამოყვანა სკოლიდან.- მითხრა რობაქიძემ.
_ აა.. მე კიდე ახლა მივდიოდი. - ვთქვი დაბნეულმა. - თან დაგვიანებული.
_არა.. მე მივედი ადრე.
_გასაგებია. ალექს როგორ ხარ საყვარელო?! - ვკითხე პატარა ბურდულს,რომელიც მოწყენილი,მაგრამ ინტერესიანი თვალებით გვაკვირდებოდა.
_ დედა რატომ არ მოვიდა? - გვკითხა ბავშვმა. მე და დადამ ერთმანეთს დაძაბული მზერით შევხედეთ ერტმანეთს.
_ დედა და მამა ერთად არიან წასულები და მოგვიანებით მოვლენ. - ვუთხარი ბავშვს რაც მომაფიქრდა იმ წამს.
_ მანამდე მე და თეა დეიდა ვიქნებით თქვენთან. - დაამატა რობაქიძემ და გამარჯვებულის სახით გადმომხედა მე.
_ ჰმ! - ვთქვი ირონიით და ეტლი მოვაბრუნე სახლში შესასვლელად. _ კაცუნი მოდი ქურთუკს გაგხდი და წადი ხელები დაიბანე.- უთხრა დადამ პატარა ბურდულს და ქურთუკი გახადა.
_ ანა როგორააო,რა სთქვა ლექსომ? - ვკითხე თითქმის ჩურჩულით რობაქიძეს როგორც კი ალექსანდრე გავიდა ოთახიდან.
_ არ ვიცი. ჩქარა მელაპარაებოდა. მხოლოდ ის მითხრა,რომ ანა შეუძლოდ გახდა,საავადმყოფოში წამოვიყვანე,ალექსანდრე გამოიყვანე სკოლიდან და თეას დაეხმარე ბავშვების მოვლაშიო. - მიპასუხა მანაც ჩურჩულით.
_ ღმერთო მშვიდობა მიეცი... დარეკვა მინდა,მაგრამ მერიდება. არადა ანას ამბავი მაინტერესებს.
_ მშვიდობაა ნუ გეშინია. ცუდი რომ მომხდარიყო გაგვაგებინებდნენ.
_ ღმერთმა დაგვიფაროს ცუდისგან. - ვთქვი და პირჯვარი გადავიწერე. დადას ჩაეღიმა.
_ რა სასაცილო ბავშვი ხარ.
_ რას მელაპარაკები,კაი ერთი. - ვუთხარი აგდებით და ტყუპები ამოვიყვანე ეტლიდან.
_ სიმართლეს. - მითხრა სერიოზული ტონით ამჯერად. არ შევეპასუხე,უბრალოდ წარბ აწევით გავხედე. - ანას რა მოუვიდა?
_ გული წაუვიდა.
_ იმედია სერიოზული არაფერია...
_ იმედია.
_შენ როგორ ხარ? - მკითხა დამთბარი და სხვანაირი ხმით. აი ისეთი ხმით,მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს რომ ველაპარაკებით ხოლმე. მისი ხმის ტემბრი ჩემს სმენადობას სასიამოვნოდ მოესმა და მთელ სხეულში,თითქოს სისხლს შეუერთდაო ისე დაიარა,თბილად.
_ მე არამიშავს. შევშინდი ცოტა მომხდარის გამო.
_ ჩემი პატარა გოგო. - თქვა ბავშვივით რობაქიძემ.
_ საიდან მოიტანე? - ვკითხე უცებ გაკაპასებიტ.
_ რა? - ვერ მიხვდა რას ვეკითხებოდი.
_ ის,რომ პატარა ვარ და ისიც, რომ თითქოს შენი ვარ.
_აი ზუსტად ახლა ამბობ შენ თვითონ,რომ პატარა ხარ.. თან ჩემი პატარა. - გაიკრიჭა სასაცილოდ და ცხვირზე ხელი მომიჭირა.
_ გეყოს ახლა. - მოვქუფრე სახე.
_ ასეთი ლამაზი თვალები ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. - მითხრა ისე იმ სხვანაირი ხმით და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. - გაცისკროვნებული და ამავდროულად დარდით სავსე. ერთდროულად სიყვარულითაც შეუძლიათ მიყურონ დ საყვედურითაც. ღრმაა როგორც ოკეანე,გიტყუებს შიგნით,გითრევს მის ძლიერ ტალღებში და თავს გაკარგვინებს... სხვა სამყაროში გადაყავხარ,სხვა ადამიანად გაქცევენ... შენ, თვალებში რომ ჩაგხედავ, ის დღე ყველაფერი ფერადია... იცი?... - ვუსმენდი მას და ხმას ვერ ვიღებდი.უბრალოდ,იმ წამს დავმუნჯდი. მინდოდა მეთქვა რაღაც,მაგრამ აზრი ვერ მოვუყარე გონებაში სათქმელს.მისი ნათქვამი სიტყვები ირეოდა მხოლოდ ფიქრებში. ჩემს ბედად ოთახში პატარა ბურდული შემოვიდა.
_ხელები დავიბანე და სკოლის ტანსაცმელებიც გამოვიცვალე. - გამოაცხადა ბავშვმა,ისე რომ ჩვენთვის არ შემოუხედავს,ტელევიზორისკენ გაემართა. სახე დადას ხელებიდან გავინთავისუფლე.სახის ყოველი ნაკვთი მეწვოდა და მიხურდა სადაც კი მისი თითები მეხებოდა რამოდენიმე წამის წინ.
_ შენ არ გაქვს უფლება შემეხო,ან მსგავსი რამ მითხრა. - ვუთხარი ენის ბორძიკით რობაქიძეს და აწითლებულმა ზურგი ვაქციე.
_ შენზე თავის დანებებას არ ვაპირებ და ამას აქედანვე შეეგუე. დაიმახსოვრე და შეუშვი მაგ პატარა და ლამაზ თავში.- დამადევნა უკან მისი სიტყვები. არ შევბრუნებულვარ,არ ვუთხარი არაფერი,მხოლოდ ტუჩის კუთხეში გამეღიმა.
_ ალექსანდრე,საჭმელი არ გინდა საყვარელო? - ვკითხე პატარა ბურდულს.
_ არა,არ მშია თეა დეიდა. - გამცა პასუხი ისე ტელევიზორისთვის თვალი არ მოუცილებია.
_ შენი სათვალე სად არის? დედამ ხომ გითხრა,რომ სათვალის გარეშე არ შეიძლება ტელევიზორს უყურო?!
_ ჩანთაში მაქვს მგონი.
_ მოგიტან ახლავე.- ალექსანდრეს ოთახში რომ შევედი ჩემმა მობილურმა დარეკა. ეკრანი ლექსოს ნომერს უჩვენებდა. ზარს ვუპასუხე.
_ თეა როგორ ხართ? - მკითხა ბურდულმა დაღლილი ხმით.
_ ჩვენ კარგად ვართ. ანა როგორ არის? - ვკითხე სულმოუთქმელად.
_ ახლა კარაგდაა,გონს მოვიდა,მაგრამ დღეს არ უშვებს ექიმი დარჩენა მოგვიწევს აქ. ბავშვებს ხომ მიხედავ? - მკითხა მუდარა ჩამდგარი ხმით.
_ ვაიმე ბავშვებზე ერთი წამით არ იდარდოთ არც ერთმა. არაფერს გავუჭირვებს მე ამათ.
_ დადას კი ვუთხარი.დაგეხმარება,ცოდო ხარ მარტო სამ ბავშვთან.
_ კი დადა აქ არის უკვე. ალექსანდრე მოიყვანა სკოლიდან.
_ რაო ალექსანდრემ?
_ დედა იკითხა,რატომ არ მოვიდაო. ვუთხარი რომ ერთად ხართ წასულები და მოგვიანებით დაბრუნდებით.
_ კარგი. არაფერი შეგატყოთ. ხომ იცი მგრძნობიარე ბავშვია... მადლობა თეა.
_არაფერს რისი მადლობა. ახლა როგორ არის ანა?
_ ახლა სძინავს. უკეთ არის.
_ კარგია.. მიხარია. მშვიდობა გქონოდეთ.
_ მადლობა.დაგირეკავთ მოგვიანებით. - ბურდული დამემშვიდობა. ბავშვს სათვალე გავუტანე და დადას ანას ამბავი გავაგებინე.
_ რაც შემიძლია და არ შემიძლია დაგეხმარები.- გამომიცხადა რობაქიძემ ღიმილით.
_ ხმას თუ არ ამოიღებ ყველაზე დიდი დახმარება ეგ იქნება ჩემთვის. - მივუგე მკვახედ.
_ კარგი ახლა,აქ ჩხუბის ადგილი არ არის. თან რა გჭირს ეე.. ჩემამდე არავის უთქვამს შენთვის მიყვარხარო? როგორ იქცევი? - მითხრა მთელი სერიოზულობით. სიბრაზემ ძარღვები დამიბერა.
_ შენსავით თავზე ხელ აღებულს არა... შენსავით სახლში დაუკითხავად არავინ შემოსულა... შენსავით ძალა არავის დაუტანებია. - ვუთხარი რასაც ვფიქრობდი. პირი დააღო,რარაც უნდოდა ეთქვა მაგრამ გავაჩუმე უცებ. - აქ საჩხუბარი ადგილი არ არის. - ნიშნის მოგებით ავწიე წარბი თან. მწარედ ჩაცინა და წვერებიან სახეზე ჩამოისვა ხელი. ალექსანდრე ვამეცადინე,ტყუპებთან დადა დარჩა და ეთამაშებოდა. ორივენი ერთდროულად ატირდნენ უცებ.
_ თეა, ბავშვები ტირიან,რა უნდათ ვერ გავუგე,მოდი რა გეხვეწები. - მითხრა შეწუხებული სახით.
_ ხელში აიყვანე,იქნებ გაჩერდნენ. ჯერ არც ჩამა უწევთ და არც დაძინება.
_ორივე ერთად დავიჭირო ტო? - გაოცდა რობაქიძე.
_კი ორივე ერთად. - ვუპასუხე სიცილით და ბავშვებისკენ გავემართე. - გამომყევი. - რობაქიძე გამომყვა. - აი ხელი ასე დაიჭირე.. ჰო ეგრე. ახლა ბავშვი დაიკავე... ყოჩაღ!.. ახლა მეორე ხელიც ეგრე დაიჭირე.. ა ეგრე.. დაიცა ბავშვს დაგაკავებ.. - ვასწავლიდი დადას ბავშვების ხელში დაჭერას და თან სიცილს ვერ ვიკავებდი. მისი მოუხერხებლობა და ამავდროულად მზრუნველობა მაცინებდა თან მის მიმართ უფრო მათბობდა. როგორც იქნა ტყუპები საიმედოთ აიყვანა ხელში და ოთახში ბოლთას ცემა დაიწყო. ბავშვბიც გაიყუსნენ.
_ მართლა ხელში ყოფნა ნდომიათ თურმე. - თქვა ბავშვური აღტაცებით რობაქიძემ და ბავშვებს თავზე აკოცა ფრთხილად.
_ ალექსანდრე მალე მორჩება მეცადინეობას და გამოგართმევ მერე,კარგი?
_ სანამ წყნარად იქნებიან მყავდეს. - მითხრა და სიარული განაგრძო. პატარა ბურდული ვამეცადინე და ვავახშმე კიდეც. მთელი ეს დრო დადა ბავშვებით აქეთ- იქეთ დადიოდა.თან ბავშვებს რაღაცას ებუტბუტებოდა ჩუმად. ღიმილს მგვრიდა მისი შეხედვა. დააფიქს.ირა ღიმილით რომ ვუყურებდი ხოლმე. - გპირდები კარგი მამა ვიქნები. დარწმუნებული ვარ. - მითხრა მერე სიცილით.
_ დარწმუნებული ვარ,მაგრამ მე ნუ მპირდები. - გამეცინა მეც. - შენი მომავალი შვილების დედას დაპირდი მაგას.
_ ჩემი მომავალი შვილების დედას დავპირდი ზუსტად ახლა. - ხმა შეუვალი გაუხდა. სიცილი შევწყვიტე და სახე დავასერიოზულე.
_ ვიჩხუბებთ ჩვენ ვატყობ. - ვთქვი გაბუსულმა.
_ ნუ სულელობ ახლა... - გამიწყრა პატარა ბავშვივით. მერე ორივენი გვჩუმდით. - ბავშვები რომელ საათზე იძინებენ? - დაარღვია სიჩუმე მან.
_ რვაზე დავაწვენ და ცხრის ნახევრისთვის უკვე სძინავთ...
_ აჰაა...
_ ისა,შეგიძლია ალექსანდრე აბანავო? - ვკითხე თხოვნის ტონით.
_კი,როგორ არა.ოღონდ შენ მასწავლე რა როგორ.. კარგი?.
_ კარგი.- დავეთანხმე ღიმილით.
ბავშვები საწოლში ჩავაწვინეთ და აბაზანაში შევუძეხი,ვუჩვენე რომელი შამპუნით უნდა დაებანა ბავშვი,წყალი გავუზავე და წარმატება ვუსურვე. აბაზანიდან გამოსულმა დავფიქრდი.. ოჯახობანას თამაში გამოგვდიოდა. ჩამეცინა.არადა მომწონდა მე ეს თამაში. უბრალოდ ეს ადამიანი ძალიან კარგად მოერგო ამ თამაშის წესებს და გონებაში ისიც კი დავუშვი,რომ ჩემი რეალური ოჯახის მთავარი „მოთამაშე“ რობაქიძე უნდა ყოფილიყო. რამოდენიმე წუთში ნაბანავები ალექსანდრე,პირასოცში შეხვეული გამოიყვანა.
_ საით? - გამომძახა მხიარულად.
_ თავის ოთახში, პიჟამოები საწოლზე აწყვია. თავი კარგად გაუმშრალე,კარგი? - მივეცი დავალება.
_ კარგი,არის უფროსო.- გამომძახა ისევ. ცოტა ხანში ტყუპების ოთახში შემოიჭყიტა.
_რას შვები?
_ პატარებს უნდა ვაჭამო ახლა და მოვამზადო დასაძინებლად. რას შვება ალექსანდრე?
_ალექსანდრე უკვე საწოლშია. მისმინე,გათბობას ცოტა ხომ არ ავუწიო?
_ რავი, აუწიე თუ გინდა. ისა,ალექსანდრე მარტო ვერ დაიძინებს,ძილის წინ წიგნის წაკითხვა უყვარს,უნდა წაუკითხო... - ვუთხარი რობაქიძეს და სახე სასაცილოდ დავმანჭე. გაეღიმა.
_ მაგარ შარში ვარ რა მთელი დღეა. - თქვა და კეფა მოიქექა.
_ აკი კარგი მამა ვიქნებიო? - წამომცდა უცებ და ქვედა ტუჩზე ვიკბინე. ჩემკენ წამოვიდა,თვალებში ვარსკვლავები უციმციმებდნენ.
_ ვიქნები,მართლა ვიქნები... და შენ რა საოცრად გიხდება პატარა ბავშვი ნეტა თუ იცი? - მკითხა და წელზე შემომხვია ხელები. - მაგრამ შენ თვითონ რომ ბავშვი ხარ ჯერ. - თქვა ღიმილნარევი ტონით.
_ მე არ ვარ ბავშვი. - ვთქვი გაბუტვით.- და ხელი გამიშვი.- ვცადე ხელი გაეშვა.
_ კარგი,კარგი.. არ იტირო ოღონდ.- დამცინა ვითომ.
_ წადი ბავშვი გელოდება.
_ ჰო,ჰო.. როგორმე მომიშორე თავიდან.
_ დადა, ბავშვი გელოდება!.. - გავუმეორე მკაცრად. ორივე ხელი ზემოთ ასწია და ისე გავიდა ოთახიდან.უკან გავყევი,პატარა ბურდულს მშვიდი ძილი ვუსურვე. პატარებს მალე დაეძინათ. ოთახში მკრთალი სინათლე დავტოვე და კარი ფრთხილად გამოვიხურე. რობაქიძე უკვე ტელევიზორის წინ მოკალათებულიყო და ფილმს უყურებდა,თან ტელევიზორს ხმა ბოლომდე ჰქონდა დაწეული და ფაქტიურად არაფერი ისმოდა.
_ სძინავთ სამივეს. - ვტქვი და მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში დაღლილი. უხმოდ გადმომხედა და ჩემზე დაკვირვებას შეუდგა. - არ გშია? - ვკითხე ღიმილით. - და ნუ მიყურებ ასე,გთხოვ.
_ კი მშია და მე არ გიყურებ,თვალები ტავისით გამორბიან შენკენრა ვქნა ვერაფერს ვუხერხებ.- იმართლა თავი სასაცილოდ.
_ რას შეჭამ?
_რავი რა შემომთავაზებ?
_ აუ რავი,მიდი მაცივარი გამოაღე,აარჩიე.
_ შენც გამიკეთებ არა?
_ ჰო გაგიკეთებ სანამ არ გადამიფიქრებია.თან მეძინება ძალიან.
_არ მშია,არა.- განმიცხადა,თითქოს ნაწყენმა. მის საქციელზე გამეცინა.- რა გაცინებს?
_ მერე მეტყვი ბავშვი ხარო. შენს თავს შეხედე ჯერ. - ჩემს ნათქვამზე თვითონაც გაეცინა და ფეხზე წამოდგა. ჩემს წინ ჩაიმუხლა და თვალებში მომაჩერდა.
ჩემი თითები მის ხელებში მოიქცია და თვალებში მომაჩერდა.
_ აბა გაიმეორე, დადა მეც მიყვარხარ. - მითხრა კატეგორიული და თბილი ტონით. სიბრაზე და დარცხვენა ჩამიდგა თვალებში. ოდნავ ჩაეღიმა.
_ დადა არ მიყვარხარ. - ვუთხარი მეც მტკიცედ და ხელის გაშვება ვცადე.
_გაჩერდი ახლა! - თითქმის მიბრძანა. - არ იქცევი სწორად.
_ კიდე მე არ ვიქცევი სწორად? - გავკაპასდი. - მე გასაგებად ვერ გითხარი,რომ არ მინდა შენთან რაიმე მაკავშირებდესთქო? ხომ გითხარი?
_ კი მითხარი,მაგრამ შენი თვალები სხვა რამეს მეუბნება. შენი სუნთქვაც კი სხვას ამბობს როცა მე შენს სიახლოვეს ვარ. შენ უბრალოდ ჩაბეჭდილი გაქვს თავში გძულდეს და გეშინოდეს ჩემი კატეგორიის საზოგადოების. გასაგებია,არ გამტუნებ და არ გიბრაზდები,მაგრამ ისინიც ხომ ადამიანები არიან.. - ბოლო სიტყვები ისე სთქვა თითქოს სადღაც მიჩქმალული მოგონებების კინო- კადრისთვის მოევლო თვალი მოწენილს.
_ ისინი არ არიან ადამიანები. - ვთქვი მტკიცედ და მისი მოდუნებით ვისარგებლე,ფეხზე წამოვდექი და ხელი გავაშვებინე. ქვემოდან ამომხედა,მზერა ირონიის და დამცინავი ჰქონდა.
_ შენ თვითონაც არ გჯერა შენი ნათქვამის. - მითხრა და თვითონაც წამოდგა.
_ მე მჯერა იმის რომ მათ გული არ გააჩნიათ. - არ ვჩუმდებოდი. - სხვანაირად არ შეიძლება,მათ რომ გული ჰქონდეთ იმას არ გააკეთებდნენ რასაც დანაშაული ჰქვია,რასაც მკვლელობა,ყაჩაღობა,ძარცვა,თავდასხმ ა, ჰქვია. - განერვიულებამ მიმატა ვატყობდი. - როგორ შეუძლიათ ხელის აუკანკალებლად ადამიანი მოკლან?.. როგორ შეუძლიათ,ან რა ნამუსი აძლევთ იმის საშუალებას,რომ სხვის ნაწვალებ და ნაშრომს ასე ადვილად დაავლონ ხელი და წაართვან?
_ შენ საიდან იცი რომ მან ის ფული პატიოსანი შრომით იშოვა? - მრისხანება დაეტყო ხმაში რობაქიძეს. - იმაზე არ დაფიქრებულხარ,რომ იმათმაც სხვას წაართვეს და გაისქელეს ჯიბეები და დაიდეს ღიპები?
_ რამდენი ძარცვა ვიცი,თუნდაც ჩემს სამეზობლოში,რომლებსაც მართლა პატიოსანი შრომით ჰქონდათ მოპოვებული ის ფული და ვიღაც ვიგინდარებმა,რომლებსაც ხელის განძრევა ეზარებათ და არ იციან რა უნდათ ამ ცხოვრებისგან ან ამ ცხოვრებაში,თავს დაეცნენ,თან ბავშვებიან ოჯახებს და წაართვეს ის ფული. - ხმა მითრთოდა უკვე.
_ მისმინე რაღაცას ურევ შენ ახლა. - მითხრა რობაქიძემ წამიერი დუმილის შემდეგ.
_ არაფერს არ ვურევ. - წარმოვსთქვი ისე,მე თვითონაც არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს ნათქვამში.
_ კი ურევ,თან ძალიან. შენ ჩემზე დაიწყე საუბარი,მე მგულისხმობდი და ჩემთან აიგივებ ყველა არასწორი ცხოვრების წესით მაცხოვრებელს. აქ გეშლება და ურევ ზუსტად და შეურაცყოფასაც მაყენებ ამავე დროს. - განმიცხადა რობაქიძემ ნაწყენი ტონით. - ისინი რომლებიც სხვისი ოფლით ნაშრომი ფულის დატაცებით საზრდოობს,იმათ მართლა არ გააჩნიათ სინდისი და არც ნამუსი.
_ რა განსხვავებაა ნეტა? - ვთქვი აგდებიტ და სამზარეულოსკენ წავედი.
_ ძალიან დიდი.- მომაძახა დადამ და უკან გამომვა.
_ ხომ გაგიგია აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი ორივე ქურდიაო? ჰოდა ეგრეა, მძარცველი,ყაჩაღი და ბანდიტი მაინც იგივეა,არ აქვს მნიშვნელობა მონაპარს მოიპარავს თუ პატიოსანი შრომით ნაშოვნს. გასაგებია? - ვთქვი და გაბრაზებით დავდე გაზქურაზე წყლიანი ჩაიდანი. - ჩაის ხომ დალევ? - ვკითხე მერე თითქმის ჩურჩულით.
_ მე ძალიან რთული ცხოვრება მქონდა თეა. - მითხრა მანაც დაბალ ხმაზე, ჩემი შეკითხვა თითქოს არ გაუგია. - არ ვაპირებ მოყოლას და თავის შეცოდებას შენზე,არც ჩემს ძალიან ბევრ გადადგმულ ნაბიჯებს ვამართლებ ცხოვრებაში. ვერ გეტყვი და ვერ დაგპირდები რომ ამ საქმიანობიდან მოვიკვეთებითქო,მაგრამ ის ზუსტად ვიცი,რომ ყველაფერს გავაკეთებ აწი ნორმალური და მშვიდი ცხოვრებით ვიცხოვრო,იმიტომ რომ მე ეს მჭირდება. დედაჩემს სჭირდება ჩემს დასაც... შენც... - ჩემს ხსენებაზე გულმა ორმაგი დარტყმა შეასრულა. - მე შემეძლო ფული გადამეხადა და ის შვიდი წელი ციხეში არ ვმჯდარიყავი. - პატიმრობის ვადამ შემძრა და ხელ-ფეხი გამეყინა. - მე შემეძლო გამოსვლა გესმის? მაგრამ არ გავაკეთე ეს, მე ვიცხოვრე პატიმრის ცხოვრებით მთელი ეს პერიოდი,მიუხედავად იმისა ციხეში ყველამ იცოდა ვინც ვიყავი და რა სახელიც მქონდა.
_ გასაგებია,მაგრამ...
_ გჯერა რომ ადამიანები იცვლებიან?- მისმა შეკითხვამ უცებ ანას ნათქვამი გამახსენა რომ ლექსომ რწმენა დაუმსხვრია იმისა ადამიანები იცვლებიან.
_ არ ვიცი. - ვთქვი მხოლოდ.
_ ზოგნი არ იცვლებიან რაც არ უნდა მოხდეს,იმიტომ რომ სიხლში აქვს თავისი ცხოვრების წესი.ზოგნიც იცვლებიან,რაღაც შემთხვევის,ან დადებული პირობის შემდეგ. არიან ადამიანების რომლებზეც არც შემთხვევები მოქმედებს,არც პირობები,არც არანაირი უბედურება საკუთარ თავზე გადატანილი,უბრალოდ უცებ რაღაც ემართებათ წამიერად,აი თითქოს დენმა დაარტყა,დაუარა თხემიდან ტერფამდე და გამოაფხიზლა მიახვედრა რა უნდა და რატომ მოვიდა ამ ქვეყნად. უცებ ხვდება თუ როგორი უნდა იყოს მისი დანარჩენი ცხოვრების გზა და იწყებს მართალი ცხოვრებით ცხოვრებას. ადამიანი ამას რომ გაიაზრებს რა არის მისი დანიშნულება ამ ქვეყნად და სიხარულით მიიღებს ამ სამსახურს, მისი აცდენა გზიდან უკვე არავის შეუძლია... გესმის რას გეუბნები?.. - მკითხა რობაქიძემ. მე ინტერესიანი მზერით მივჩერებოდი და გასუსული ვუსმენდი.
_ შენზე რას მეტყვი? შენ რმელ კატეგორიას მიეკუთცნები რაც განმიმარტე?- ვკითხე გულის ბაგა- ბუგით. პასუხი შეაყოვნა რამოდენიმე წამს, გაეღიმა და მითხრა.
_ მე მხოლოდ ის ვიცი,რომ არ დავუშვებ გამასამრთლონ და ციხეში ჩავჯდე დანაშაულისთვის რომელიც ჩემს მიერ იქნება ჩადენილი. და კიდე ის ვიცი შენ რომ არ დაგთმობ.– „ქურდს რა უნდაო და ბნელი ღამეო“ ისე გამოვიდა ჩემთან სწორედ. თითქოს ამ სიტვების და გადაწყვეტილების მოსმენა მინდოდა მისგნა,რომ ჩემში არსებული კედელი რომელიც ჩემმა ნათქვამმა სიტვებმა ააშენა,რომ უნდა მძულდეს დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები, დაანგრია. გულში ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვარდივით გადაიშალა რობაქიძისადმი გრძნობა რომელსაც სიყვარული ჰქვია.
_ მიხარია შენი გადაწყვეტილება...
_ დარწმუნებული ვარ ის უფრო გიხარია თავს რომ არ დაგანებებ. - მითხრა სიცილით.
_ ნუ გამაბრაზებ,თორემ ადვილად დაგანებებინებ. - ვუთხარი გაბუტვით და გაზქურა გამოვრთე რომლიდანაც უკვე კარგა ხანია ორთქლი ამოდიოდა.
_ ჩემი ბუტია გოგო... ისეთი რა უნდა გააკეთო,რომ შენზე უარი ვთქვა?
_ სხვას გავყვები ცოლად. - ვუთხარი გაპრანჭვით. ფერი ეცვალა რობაქიძეს უცებ. მერე ჰომეროსული ხარხარი აუტყდა. ჯერ გაოცებით მივაჩერდი ვიფიქრე გაგიჟდა თქო. მერე ტუჩებზე მივიტანე საჩვენებელი თითი და ვანიშნე,რომ გაჩუმებულიყო.
_ ბავშვებს გაეღვიძებათ,რა გჭირს?.. - სიცილი ნელ-ნელა ჩაიწყნარა.სახეც დაისერიოზულა,მერე თვალი თვალში გამიყარა და დაბალ ხმაზე დაიწყო:
_ „ზღვის ფერი გაქვს თვალები და... თავად ჰგავხარ... ზღვას... თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას...
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას;
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს;
შენს სიყვარულს ქარს
და მოგიკლავ მოღალატე მაგ ნაფერებ ქმარს!
ზღვის ფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას“... - თითქმის სუნთქვა დამავიწყდა მისი მოსმენისას. ჩემდა გაუაზრებლად კისერზე მაგრად შემოვხვიე ხელები და გულზე მივეკარი. მგონი ჩემმა საქციელმა დააბნია რადგან რამოდენიმე წამს გაუნძრევლად იდგა,მერე მთელი ძალით მომიჭირა მკლავები გვერდებზე და ჩემი სურნელი ღრმად შეისუნთქა...

* * *

იმ წუთებში სანამ რობაქიძის მკლავებში სუნთქავდა ჩემი სხეული,მთელი ჩემი არსება მისით იყო გარემოცული. იმ წუთებში მე დადათი ვარსებობდი,მისი სურნელით ვსაზრდოობდი და მისი არსებობით ვბედნიერდებოდი. მხვევდა მკლავებს ძლიერად,მაგრამ ამავდროულად ფაქიზადაც... ფრთხილად ეფერებოდა ჩემს ზურგს და რაღაცას ბუტბუტებდა. ვგრძნობდი მისი სხეულის დაძაბულობას და იმასაც თუ როგორ უთრთოდა მკლავები. მასთან ერთად მეც ვთრთოდი, მაგრამ მოურიდებლად ვუცურებდი თმებში თითებს და ვეფერებოდი მის უხეშ და კუპრივით შავ თმებს. ვსუნთქავდი მის სურნელს რომელიც მთავარ არტერიას ასდიოდა.ტუჩებით ვეხებოდი შეუმჩნევლად დაბერილ კისრის ძარღვებს და თავს ვერ ვატანდი ძალას მას მოვწვეტოდი.
_ ჩემი პატარა გოგო. - მითხრა ჩურჩულით და ვნება მორეული ხმით რობაქიძემ ყურთან.მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.უცხო იყო ჩემთვის მსგავსი განცდა.აქამდე არასოდეს მიგრძვნია თავი ასე. დავიბენი,ხელები ჩამოვწიე მისი მხრებიდან და თავდახრილი,დამნაშავე ბავშვივით დავდექი მის წინ. - რა გჭირს ტო?! - ლამის შეიცხადა ჩემი ცვლილება დადამ.
_არაფერი..
_ აბა კარგად შემომხედე.. - ღიმილი გაერია ხმაში. თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. - ჩემი გრცხვენია არა?
_ არა,საიდან მოიტანე? - ვიუარე დაბეჯითებით.
_ ჰო?.. - იკითხა დაეჭვებით. - ძალიანაც კარგი თუ არ გრცხვენია. - ისე უცებ დამეწაფა ტუჩებზე არ ველოდი. პროტესტი მხოლოდ ჩემმა სხეულის კუნთებმა გამოსთქვეს,ხოლო კიდურები არ მემორჩულებოდა წინააღმდეგობის გასაწევად. მკოცნიდა ნელა და აუჩქარებლად,ვგრძნობდი მის გულის ცემას და ჩემი ადუღებული სისხლის მიმოქცევას,რომელიც ვიწრო კალაპოტს მთელი ძალით ეხეთქებოდა და მთელ ტანში თბილად მივლიდა. ვნებამ თავისი გაიტანა, ჩემი ხელები მის სვიტერში შევაცურე და მისი სხეულის სიმხურვალე ვიგემე. წამით გაჩერდა,ისევ ჩამხედა თვალებში,ჩაეცინა და ისევ განაგრძო ჩემს ბაგეზე ამბორი. ტუჩებიდან ყელს ჩაუყვა, სვიტერის საყელო ჩამომიწია,ცხელი კოცნით მიწვავდა კანს და მთლიანად გულს. მერე ისევ ზემოთ ამოუყვა,ისევ ბაგეებს დაუბრუნდა . - შენ ჩემი გქვია რომ დაგინახე იმ წუთიდან მოყოლებული . - მითხრა აჩქარებული გულისცემით. - შენც ხომ გინდა ჩემი რომ გერქვას? - მკითხა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ჩაეცინა,მეც გამეღიმა. - ჩემი ლამაზი გოგო... ჩემი გოგო... ჩემი ჰო.. ჩემი!.. -გაიძახდა რობაქიძე და თან გულში მიკრავდა. - ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ,იცი ეს რას ნიშნავს ჩემთვის? - მეკითხებოდა ეიმფორიაში მყოფი.
_ არა..
_ იმას,რომ შენ ჩემს ცხოვრებას აზრი შესძინე. - არ აჭარბებდა დადა,მისი ნათქვამის სიმართლეში მისი ხმის ჟღერადობა მარწმუნებდა. გული საგულეს არ მეტეოდა. ცხოვრებაში პირველად მივხვდი რა არის სიყვარული,რას ნიშნავს სამყაროს უყურო ვარდისფერი სათვალეებით,რას ნიშნავს იგრძნო გულის განსხვავებული ფეთქვა და მიხვდე სხვა თუ არაფერი ამ ქვეყნად მოსვლა მხოლოდ იმიტომ ღირდა თუნდაც რამოდენიმე დღით განიცადო და იგრძნო სიყვარულის პულსი შენს მაჯაზე. - რატომ ჩაფიქრდი?
_ არაფერია... უბრალოდ... ბედნიერი ვარ.- ცრემლი გამერია ხმაში. - ამ წამს ისიც კი გავიფიქრე,რომ ეს ყველაფერი რაც განვიცადე თუნდაც დროებითი იყოს, არ ვინანებ... არ ვინანებ იმედგაცრუებას.. მეტკინება,მაგრამ ღიმილით გავიხსენებ ამ ყველაფერს.
_ თეა ჩემი არ გჯერა? - იწყინა რობაქიძემ.კითხვაზე პასუხი შევუყოვნე.- გეკითხები.. ჩემი ხომ გჯერა?
_ მე ამ წუთების მჯერა,ამ ემოციის და ამ განცდების რაც შენ გამოიწვიე ჩემში. არ მინდა, არ დამპირდე რომ მთელი ცხოვრება გეყვარები ან ერთად ვიქნებით.. თუმცა ვისურვებდი ამას.. - ვუთხარი მტკიცედ დადას.
_ შე ჩერჩეტო ეგრე ნუ ფიქრობ. მე აქ ვარ და აქ ვიქნები, აი ჩვენ ერთად იმდენი ხანი ვიქნებით და ისე ვიქნებით ერთმანეთის სიყვარულით გართულები,ვერც კი შევამჩნევთ როდის შემოგვეპარება სიბერე და დაგვითეთრდება თმები... - მეუბნებოდა თბილი ხმით და ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. - შენი არ ვიცი რას გეგმავ,მაგრამ მინდა იცოდე,უბრალოდ გახსოვდეს სადაც არ უნდა ვიყო შენ სულ ჩემთან იქნები... შენ ჩემს გულში სახლობ უკვე და ვერ გაგასახლებ აქედან.
_ საიდან ასეთი სიტყვები? - ვცადე გახუმრება და გამეცინა. თვითონაც ამყვა სიცილში.
_სიყვარულმა მე კი არა, გადარია ტარიელი, ჩემისთანა კი არ იყო ჭკუა იყო მარტო. - მხატვრულად გამოთქვა ცნობილი ლექსის მისებური ვარიანტი.
_ აუ რითმა გაქვს ძალიან მაგარი. - ვთქვი სიცილით. გამამხიარეულა მისმა ნათქვამმა.
_ კარგია,მაშინ მოდი ჩვენი ცხოვრების მხიარული ამბები მოვყვეთ. უფრო ვიხალისებთ. კარგი? - მხიარულება მასაც დაეტყო.
_ კარგი. - დავთანხმდი მაშინვე. - ოღონდ ჯერ ბავშვებს დავხედავ,მერე ჩაის გავამზადებ და ჩავუჯდეთ. კარგი?
_ ბავშვებს დახედე, ჩაის მე გავამზადებ. - შემომთავაზა და თმებზე მომეფერა. რამოდენიმე წუთში მისაღები ოთახის დივანზე ორივენი ფეხ მორთხმული,ჩაის ჩიქებით ხელში ვისხედით და ბავშვობის დროინდელ მხიარულ ამბებს ვიხსენებდით. - აი აქ ხედავ შრამი რომ მაქვს. - მაჩვენა რობაქიძემ წარბზე პატარა შრამი ჰქონდა,რომელიც აქამდე არ შემიმჩნევია.
_ კი ვხედავ,რა მოგივიდა?
_ პატარა ვიყავი,ნუ არც ისე პატარა.. ალბათ მეორე კლასელი,სოფელში ვიყავით და თამაშისას კიბესთან წავიქეცი.წარბი კიბის საფეხურის კიდეს ჩამოვარტყი.გასკდა ძალიან ბევრი სისხლი დავკარგე მაშინ.
_ ვაიმე შე საწყალო. - ვთქვი დანანებით.
_ აბაა!.. დაიცა გაცინო.. ჰოდა იმ კიბის საფეხურზე ბიძაჩემმა შური იძია და ის კიდე მოატეხა რომელსაც წარბი ჩამოვარტყი.
_ შური იძიეს არა? - ამივარდა სიცილი.
_ ჰო აბაა!.. ასეთი შურის მაძიებელი ბიძა მყავს.- გაეცინა მასაც. - ერთ ზაფხულსაც ჩავედით,მაშინ ჩემი და ორი წლის იყო,მე დიდი ვიყავი უკვე. ბებიაჩემს თურმე მამალი ჰყოლია ჰკბენდა ადამიანებს.. ისე ჩუმად მოგეპარებოდა აზრზე ვერ მოხვიდოდი.. სოფელში თავი მომწონდა ქალაქელი ბიჭის სტატუსი მქონდა და გოგონები მეპრანჭებოდნენ,მეც ვიფერებდი ახლა ამას,ერთ დღეს,მზე ახალი ჩასული იყო ბიძაჩემის სახლის ჭიშკართან ვზივართ სოფლის ახალგაზრდობა, გოგონებიც იყვნენ და ვსაუბრობდით. უცებ ვხედავ ჩემი და მოდის ჩვენკენ და უკან ეს კბენია მამალი მოსდევს საცაა დაეწევა და მიაფრინდებოდა ბავშვს. მთელი სისწრაფით გავიქეცი მისკენ, ჩემი და კი გადავარჩინე,მაგრამ იმ მამალმა მე დღეში ჩამაგდო ტოო.. რასაც ჰქვია თავი ვერ გადავირჩინე, სახეზე მომაფრინდა როჟა და მკორტნიდა. მთელი სახე დაბღოტილი მქონდა. არადა თავი მომწონდა გოგონებთან და ამათ თვალ წინ მაბღავლა იმ გიჟმა ქათამმა. - სიცილისგან ცრემლები მომადგა თვალებზე. ისეთი ემოციით და გაფორმებით ჰყვებოდა. - არ იკითხავ შური როგორ იძიეს? - მკითხა სიცილით.
_ ჰო რა ბედია ეწია მამალს?
_ ბიძაჩემმა ფრთები დააჭრა, ვერ აფრინდება მაღლაო და ერთი კვირა საქათმეში ჩააყუდეს,აუკრძალეს დედლის სიახლოვეს გავლა. - დაასრულა მხიარულ ნოტაზე თხრობა რობაქიძემ.
_ მოკლედ სოფელში კარგად ერთობოდი არა?- გულიანად ვიცინოდი.
_ კიი... აბა რააა.. ისე ყველაზე ტკბილი მოგონებები ჩემი ბავშვობის ჩემს დედულეთს უკავშირდება და ბიძაჩემს. ბიძა მყავს „იმენნა“ მაგარი ტიპი რა.
_ მეც მყავს ძალიან მაგარი ბიძა.-ვთქვი სიამაყით და თომა ძია დამიდგა თვალწინ. - დედაჩემის ძმა.
_ ბევრი საერთო გვაქვს ჩვენ. - გაეღიმა დადას. - გაზაფხულზე წავიდეთ კახეთში.გაჩვენებ ჩემს დედულეთს და გაგაცნობ ბებოს,პაპას და ბიძაჩემს.
_ ბიცოლა და ბიძაშვილები არ გყავს? - დავინტერესდი.
_ არა.. ბიძაჩემის ცოლი მშობიარობას გადაყვა. ბავშვიც ვერ გადაარჩინეს. თვრამეტი წლის წინ.. ძალიან უყვარდა ბიცოლაჩემი, აი მართლა რომ სამაგალითო სიყვარულით უყვარდა როლანდის თაფლო. ბიძაჩემი ჩემი კუმირია.. ეტალონი იმისა თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი,ნამდვილი ქმარი და ოჯახის კაცი. ჩემს ამბავს ძალიან განიცდიდა. სულ ჭკუას მარიგებდა,მაფრთხილებდა ყოველი საუბრის ბოლოს დააყოლებდა ხოლმე „ახლა გიქრის და სანამ თავისით არ ჩადგება მაგ ნიავი, არაფერი გეშველებაო“ ... აუ ტო, სულ მე რომ ვლაპარაკობ არ „ტეხავს?“ - იკითხა უცებ დადამ.
_არა,არა.. რას ამბობ,პირიქით.. მე ისედაც არაფერი მაქვს მოსაყოლი,მირჩევნია შენ ისაუბრო.
_ შეგიძლია ჩამერთო ხოლმე შენც არ მოგერიდოს. - გაეღიმა თავისსავე ნათქვამზე.
_ კარგი. - მეც გავუღიმე. - ძალიან შემეცოდა შენი ბიძა რამხელა ტრაგედია გადაუტანია. -ვთქვი სიბრალულით.
_ ჰოო.. ძალიან,ძალიან განიცადა. წლების მერე დაუწყეს "ჩალიჩი" ცოლი მოიყვანეო, მაგრამ ისე მკაცრად განაცხადა უარი როლანდიმ, მეორედ არავის უხსენებია მსგავსი წინადადება მასთან. დღესაც, ყოველ შაბათს (შაბათი დღე იყო,როდესაც თაფლოს შეხვედრია პირველად) ყვავილებით მიდის ცოლის სასაფლაოზე. ვინ იცის რამდენი ტკბილი და მწარე მოგონებას იხსენებს იქ...
_ ახლა ავტირდები. - ვთქვი და უკვე ლოყაზე ჩამოცურებული ცრემლები ხელის გულით შევიმშრალე.
_ჩემი პატარა.. არ იტირო, ჩემო ლამაზო. - დადამ ჩაის ჭიქა დივანის წინ მგდგარ პატარა მაგიდაზე დადო და უფრო ახლოს მომიჯდა. - აღარ იტირო, რა ჩემო თოჯინა. - თვალები დამიკოცნა და გულზე მიმიკრა. - იცი ბიძაჩემი რას მასწავლიდა სულ და რაც ყველაზე მეტად, მკვეთრად და სამუდამოდ დააჩნდა ჩემს მეხსიერებას...
_ რას? - დავინტერესდი.
_რეიგანის წერილს, რომელიც შვილს მიწერა.
_რომელი? რას წერსდა წერილში? - დავინტერესდი.
_ რას და.. "ცხოვრებაში ერთი უპირობო წესი არსებობს - რასაც დასთეს იმას მოიმკი. კაცი, რომელიც ქორწინებაში იმის ნახევარს დებს,რაც შეუძლია, ამაზე მეტს არც უნდა ელოდეს. არ არსებობს კაცი,რომელიც ქორწინებაშია, მის ცხოვრებაში რომ არ გამოჩნდება სხვა ქალი. კაცსაც გული აუჩქროლდება, სისხლი აემღვრევა, ძველი დრო გაახსენდება და მოინდომებს საკუთარ თავს მოუწყოს გამოცდა, არის თუ არა სასურველი ის სხვა ქალისთვის. მაგრამ მინდა გითხრა და მთელი გულით გირჩიო და გაგიმხილო,თუ რარიგ მშვენიერი გამოწვევაა,დაუმტკიცო შენი ძლიერება მხოლოდ ერთ ქალს,შენი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე.ყველას შეუძლია იყოს ხეპრე და ღალატით გააგძელოს ცხოვრება,ამას დიდი ადამიანობა არ სჭირდება.. კაცობა ისაა დარჩე ყოველთვის მიმზიდველი იმ ქალისთვის რომელსაც უყვარხარ. ადამიანისთვის რომელსაც შენი ხვრინვაც კი სმენია,უნახიხარ მოუწესრიგებელი,წვერ გაუპარსავი,უზრუნია შენზე,ურეცხია შენი ბინძური საცვლები... მოექეცი მას თბილად და ყოველთვის გაიგონებ ლამაზი მუსიკის ხმას. კაცს რომელსაც ნამდვილად უყვარს ქალი არასოდეს აგრძნობინებს მას დამცირებულად თავს".... - რობაქიძე გაჩუმდა. მეც ჩუმად ვიყავი,მის გულის ფეთქვას და ნათქვამ სიტყვებს ერთად ვისრუტავდი და ვიბეჭდავდი გონებაში. - ამას მასწავლიდა და მაზეპირებინებდა სულ ბიძაჩემი.. ამასაც მაშინ ამბობდა როცა თაფლო ძალიან მოენატრებოდა ხოლმე.
_ რა კარგი კაცი ყოფილა შენი ბიძია. - ვთქვი გაუნძრევლად.
_ მადლობა. კი კარგი ბიძა მყავს მართლა. შენს ბიძაზე რას მეტყვი? - მკითხა უცებ მხიარულად.
_ ბიძაჩემზე? - გამეცინა. - ბიძაჩემი მეუბნება ისე ხარ დამშვენებულიო მომიწევს ორ ლულიანი თოფით სადარბაზოსთან დგომაო. - ნათქვამზე ორივეს გაგვეცინა.
_ ეუჰ, წასულია ჩემი საქმე. არადა რომ იცოდეს ახლა ჩემთან ხარ და ჩემი გქვია... ალბათ ბორჯომიდან სნაიპერით ამომიღებდა მიზანში. - განაგრძობდა სიცილს რობაქიძე.
_ პარასკევს მივდივარ და მოვუყვები ყველაფერს.
_ უეჭველი უნდა წახვიდე?
_ კი უნდა წავიდე, დედა უნდა ვნახო.
_მე წაგიყვან არ გინდა?
_გაგიჟდი? - შევიცხადე.
_ რატო რა იყო?
_ მოიცა რა,ადრეა ჯერ.
_ კარგი ჰო არ იტირო. - გამაჯავრა ვითომ.გამეცინა. ... ღამის სამი საათი იყო დაწყებული რომ მოვიფიქრეთ დაძინება. დადა მისაღებში დივანზე დარჩა დასაძინებლად. მე ბავშვებთან ერთად. ოთახში შესვლამდე ისევ ჩამიკრა,ისევ მაკოცა და ტკბილი ძილი მისურვა. ის ღამე ყველაზე მშვიდი ძილით მეძინა. .... დილით ძილბურანში მყოფს საუბრის ხმები მესმოდა. რამოდენიმე ხმა ერთად. ძილს ძლივს წავართვი თავი. ბავშვების საწოლს გადავხედე ტყუპებს ეძინათ. სმენადობა დავძაბე,თან საწოლიდან წამოვდექი.ხმები გავარკვიე. ანა და ალექსანდრე მოსულიყო. უცებ მოვფხიზლდი და კარებს სიხარულით მივვარდი. მისაღებ ოთახში მხიარული სახეებით დადა,ბურდული და ანა მიმზერდნენ.
_ ანა!. - შევძახე გახარებულმა და მისკენ გავემართე. - რა კარგია კარგად რომ ხარ. როგორ მიხარიაა. - ვუთხარი და მოვეხვიე. თვალი მოვკარი დადას და ლექსოს,უცნაური გამომეტველებით გვადევნებდნენ თვალს.
_ მადლობა თეკო.. და ბოდიში რაა.. - მითხრა ანამ დამნაშავესავით.დავიბენი.
_ ბოდიში რისთვის? - ვკითხე გაოცებით. ანა დუმდა,თქმა უძნელდებოდა...
_ეს რას ნიშნავს? - დაბნეული სახით მივჩერებოდი ანას. - ანუ ცუდათ არ გამხდარხარ? ეს ყველაფერი გაითამაშეთ? - დაბნეულობა სასოწარკვეთაში გადამეზარდა.სახე სატირლად დამებრიცა. მზერა ბურდულზე და რობაქიძეზე გადავიტანე. ლექსო სიცილს ძლივს იკავებდა. დადა კი მოწყენილი სახით მიყურებდა.
_ ხომ გითხარით არაა ეს კარგი იდეათქო. - ჩაილაპარაკა ანამ განრისხებით და ბიჭებს გახედა.- თეკო გთხოვ არ გაბრაზდე რაა.. აი დამაფიცეს ყველაფერი,ძალიან მთხოვეს თან და სხვა გზა არ დამიტოვეს დათანხმების გარდა.
_ რა საჭირო იყო ასეთი სცენები... ნერვიულობით ლამის მოვკვდი ისე განვიცადე ლექსოს და ანას ჩხუბის ამბავი. - ვუთხარი დადას ნერვებ დაჭიმულმა. - დაიცა და ის სილურჯეები მართალი არ იყო?
_ არა,არა.. ის მართალი იყო. მართლა მოგვივიდა ჩხუბი.მაგრამ ანამ არ იცოდა ეს. - პასუხის გაცემა ბურდულმა ინება. - შEნ რომ მნახე და წახვედი,მერე ანას დავურეკე და გავაფრხილე,რომ არ შეშინებოდა ჩემს გამო.
_ ღმერთო ჩემო რა სულელი ვარ. - საკუთარ თავზე ვბრაზობდი. - შენ მე ხმა არ გამცე საერთოდ.- ვუთხარი რობაქიძეს სიბრაზე ჩამდგარი ხმით.- მაპატიეთ,მაგრამ სამსახურიდან მივდივარ.- გამოვუცხადე ანას და საძინებელში შEვბრუნდი თავის მოსაწესრიგებლად. ანა უკან გამომყვა.
_ ძალიან გთხოვ რა თეკო ასე ნუ მოიქცევი. ასე ძალიან ნუ ბრაზობ გთხოვ. წასვლას ვერ დაგიშლი,მაგრამ ჩვენი მეგობრობის ხათრით ნუ გაბრაზდები. - მთხოვდა ანა.
_ ვერაფერს ვერ ვიზამ ახლა წასვლის გარდა,ძალიან ვარ გაბრაზებული. იმას უთხარი უკან არ გამომყვეს და საერთოდ თავი დამანებოს.
_ თეა,რას მელაპარაკები ახლა,ის დაგანებებს თავს? ვერ ხედავ რა ამბები დაგვათია თავს შენა გამო,იმის გამო რომ შEნთან სიტუაცია დაეთბო მე და ლექსოსაც კი მოგვიცია სამი დღე დაშორებული ცოლ-ქმრის როლი გვეთამაშა. იცი ეს რა ძნელი იყო? ძნელი იყო ის,რომ შენი მოტყუება მიწევდა,მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი,რომ დადა კარგი ბიჭია,მართლა კარგი ადამიანია და მწამს,რომ მასთან ბედნიერი იქნები. ამიტომ დავთანხმდი უფრო ამ წინადადებას. ხომ ხედავ ორივე რა გიჟები არიან,ჰოდა ეს სიგიჟე მოიფიქრეს და ჩამიყოლიეს მეც...- ანაც ანერვიულდა და ისე მიხსნიდა მომხდარს.
_ მე მაინც არ მომეწონა ეს საქციელი. - ვთქვი ცივად და ქურთუკი მოვიცვი. - ნახვამდის!..
_ კარგი,მესმის შენი,ამიტომ დროს მოგცემ... არ მინდა ჩვენი მეგობრობა დასრულდეს.
_ ალბათ გამივლის ეს წყენა,შეგეხმიანები,მაგრამ ის ჩემს სიახლოვეს ვერ გაჭაჭანდება. - ვთქვი ისე რობაქიძისთვის გასაგონი რომ ყოფილიყო. გაიგონა კიდეც და აალებული თვალები მომაგება მისაღებ ოთახში გასულს.
_ რა საჭიროა ასეთი ტრაგიზმი? - თითქოს იწყინა ლექსომ ჩემი საქციელი.
_ რა საჭირო იყო ამდენი დრამატიზმი? - ვუთხარი მკვახეთ.- ნახვამდის. - ჩავილაპარაკე და გარეთ გამოვედი. სახეზე დეკემრის სუსხმა მომილამუნა. მესიამოვნა ცივი ჰაერი.ღრმად ჩავისუნთქე და ჭიშრისკენ წავედი.
_ არ იქცევი სწორად. - უკან რობაქიძის ხმა დამედევნა. არ გავჩერებულვარ,დამეწია და მკლავში დამქაჩა.
_ ხელი გამიშვი და სახლში დაბრუნდი. - ვუთხარი მრისხანედ.
_ შEნ მაიძულე ასე მოვქცეულიყავი. - ლამის მიყვირა.
_ მეე? - თვალები კაკლისოდენა გამიხდა.
_ ხო შEნ!.. შEნმა ჭივეულობამ. შენმა საქციელმა,შენმა ლაპარაკმა. შენმა თავის შეკავებამ...
_რა გინდოდა აბა ეგრევე კისერზე უნდა ჩამოგკიდებოდი? - აღსფოთებას ვერ ვმალავდი. რობაქიძეს ირონიულად ჩაეცინა.
_ არა, ეგ არ მინდოდა. მე მინდოდა საშუალება მოგეცა,რომ მე მოვსულიყავი შენთან. უკეთ გაგცნობოდი... მაგრამ შენ თითქოს კეთროვანი ვყოფილიყავი თავიდან ცივად მიშორებდი... ამიტომ გავაკეთე ეს და არ ვნანობ...
_ ჰოდა კარგად იყავი. წავედი მე.- ვუთხარი და თან ჩემი კიდური გამოვსტაცე ხელიდან.რომელიც ჩაბღაუჭებული ჰქონდა.
_ ვაიმე რა ბავშვი ხააარ. რა მეშველება შენს ხელში მე.- მითხრა თბილი და ღიმილიანი ხმით.- კარგი წადი.. არ გაკავებ. - დააყოლა ბოლოს.
_ ვერც შემაკავებ. - ვუთხარი ნიშნის მოგებით და ზურგი ვაქციე. მოვდიოდი და ფეხები არ მემორჩილებოდა. მუხლები მიკანკალებდა. ცრემლები მახრჩობდა და არც ვაძლევდი უფლებას, რომ გავენთავესუფლებინე. ბოლომდე ვიკავებდი თავს,რომ არ მეტირა. ყველაზე საშინელი სიბრაზის ცრემლებია. ტელეფონმა შეტყობინების მოსვლა მაცნობა. ჯიბიდან ამოვიღე და ეკრანს დავხედე. რობაქიძისგან იყო. ხელის კანკალით გავხსენი მესიჯი. "ძალიან ნუ დატუქსავ შენს თავს ამ ყველაფრის გამო. არ ღირს.ვიცი, რომ გიყვარვარ და ისიც ხომ იცი,რომ სიცოცხლეს მირჩევნიხარ. ცივი გონებით ვმსჯელობდი იმ წუთას და მივწერე " ეგ წუხელ იყო. აღარ მიყვარხარ და არც მყვარებიხარ." რამოდენიმე წუთში პასუხი დამიბრუნდა. "რამე უფრო საინტერესო ზღაპარი მომიყევი". პასუხმა სიცილი მომგვარა უნებურად. " და ასე დასრულდა,ჭირი იქა,ლხინი აქა.. ნუღარ მწერ. მე დავამთავრე შენთან ყველაფერი." მივწერე და მობილური გავთიშე. გეზი სახლისკენ ავიღე. გზად განცხადებების გაზეთი ვიყიდე,იმ იმდეით,რომ სამუშაოს ვიპოვნიდი. სახლი გაყონული და ცარიელი დამიხვდა. ისედაც დამძიმებული გული კიდე უფრო დამიმძიმდა.დედა მომენატრა იმ წამს ძალიან. სახლის ტელეფოთ ბორჯომში დავრეკე და დედაჩემს ველაპარაკე.
_ დედი რაღაც აფორიაქებული მეჩვენები. - შეწუხდა დედაჩემი.
_ გეჩვენება ხო. - ვცადე გახუმრება. - კარგად ვარ კარგად. არ იდარდო. ზეგ მანდ ვარ იცოდე. - დავამშვიდე ლელა და დავემშვიდობე. ტელეფონი საწოლთან დავიდე,თბილი პლედი მოვიმარაგე,ჩაი გავიმზადე და გაზეთით ხელში საწოლზე წამოვწექი. სამუშაოს ძებნას შევუდექი. რამოდენიმე განცხადებით მოვიხიბლე,გადავრეკე,მაგრამ უკვე დაკავებული აღმოჩნდა. ბოლო მცდელობამ გაამართლა. ერთ-ერთ ბრენდულ მაღაზიაში კონსულტანტი სჭირდებოდათ. სასურველი იყო ინგლისურის მცოდნე. გასაუბრებაზე იმ დღესვე ჩავეწერე და სიხარულით წავედი მოცემულ მისამართზე. მაღაზიაში მისულს თბილად შემხვდნენ და უფროსის კაბინეტამდე მიმაცილეს. კარზე მორიდებით დავაკაკუნე. ოთახიდან ომახიანი,ოდნავ ხრინწიანი ხმა მომესმა.
_ მობრძანდით! - კარი შევაღე. უფროსი თმა შევერცხლილი, ორმოცდაათ წლამდე, სანდომიანი გამომეტყველებით,მამაკაცი იყო.
_ გამარჯობათ.. მე გასაუბრებაზე მოვედი.- ვთქვი თითქმის ჩურჩულით და კარებთან ავიტუზე.
_ ძალიან კარგი,დაბრძანდი. - უცვლელი ტონით,ისევ ომახიანად გამოთქვა და მისი მაგიდის წინ მდგომი სკამისკენ მიმითითა. მეც დავჯექი.
_ სივი სატელეფონო საუბრის დროს შეავსეს,როგორც მითხრეს. - ვაცნობე თმა შევერცხლილს.
_ დიახ,დიახ ასეა. თეა კიკნაძე,ოცი წლის... ეს აის ხომ?
_ კი ეს არის.- დავეთანხმე.
_ სტუდენტი ხარ?
_ არა,არ ვარ.- ვთქვი დარცხვენით.- თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს,რომ ვიყო. - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
_ ინგლისური იცი.. ეს კარგია..
_ ინგლისური,ფრანგული და რუსულიც ვიცი.- დავუმატე. უფროსმა ფურცელიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა.
_ ყოჩაღ!.. საიდან?
_ ინგლისური და რუსული სკოლიდან,ხოლო ფრანგული დედაჩემის საყვარელი ენაა და კერძო მასწავლებელთან მატარებდა,რომ მესწავლა. _ რატომ სხვა სამსახურს არ ეძებ? სადაც შენს ცოდნას უფრო ფართედ გამოიყენებ. - მკითხა ინტერესით.
_ სხვა? - გავიკვირვე.- მხოლოდ სკოლის ატესტატი მაქვს. დღეს კი ისეა ყველაფეი,ატესტატიანები კი არა დიპლომიანები არიან უმუშევრები და დაწუნებულნი.
_ეგეც მართალია.. - დამეთანხმა. - მე შემიძლია დაგეხმარო.დამელოდე. - მითხრა და ტელეფონს სწვდა. გაკვირვებით ვადევნებდი თვალს უფროსს. - ჩემს ერთ მეგობარს ტურისტული სააგენტო აქვს და ვფიქრობ შEნი ადგილი იქ არის.- მაცნობა გადაწყვეტილება და ტბილად გამიღიმა.რეაქციის გამოხატვა ვერც მოვასწარი ტელეფონზე საუბარი რომ დაიწყო. საუბარი ინგლისურ ენაზე იმართებოდა. საუბრისას დავადგინე,რომ უცხოელ მეგობარს ადრიან ერქვა. ვარაუდით ფრანგი იყო. შეთახმდნენ და კმაყოფილი სახით დაკიდა ყურმილი თმა შევერცხლილმა. - ესეც ასე... ახლა მე შენ მისამართს მოგცემ და მასთან წადი გასაუბრებაზე. მას უფრო სჭირდები ვიდრე მე. ახალი გახსნილი აქვს ეს ოფისი და შენნაირი კადრი არაა ხელიდან გასაშვები. - მითხრა მხიარულად. ტან ფურცელზე დაწერილი მისამარტი გამომიწოდა.
_ არც კი ვიცი რა გითხრათ.გაოცებული ვარ. - სათქმელი არ დავმალე. - და გახარებულიც ამავე დროს. ძალიან დიდი მადლობა.
_ მადლობა ადრიანმა გვითხრას. - თვალი ჩამიკრა და გაიცინა.
_ მართლა ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის და დახმარებისთვის. - განვაგრძობდი მადლობების თქმას.
_ არაფრის,არაფრის. გაიქეცი ახლა,გელოდება შენი უფროსი. - განწყობას არ იცვლიდა მაღაზიის მეპატრონე. მას დავემშვიდებოდე. ტაქსი გამოვიძახე და ტურისტული ოფისის მისამართი ვუკარნახე. სიხარულისგან მანქანაში ადგილს ვერ ვპოულობდი. მობილური ტელეფონი გათიშული რომ მქონდა საერთოდ არ გამხსენებია. ტაქსი მიცემულ მისამართზე გაჩერდა. მანქანიდან გადმოვედი და ოფისში შევედი. მეგონა მაღაზიის მეპატრონის მეგობარი ფრანგი ადრიანი მასსავით ჭაღარა და ასაკოვანი იქნებოდა,მაგრამ უფროსის კაბინეტის კარი რომ შევაღე და მაგიდასთან ახალგაზრდა, სიმპატიური მამაკაცი რომ დამიხვდა გაოცება ძლივს დავმალე....
_გამარჯობა!- მომესალმა ღიმილით და ფრანგული აქცენტით ადრიანი. მის ქართულზე გამეღიმა,სალამი დავუბრუნე და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. საუბარი ფრანგულ ენაზე განვაგრძეთ. სამსახურში ამიყვანა.გამაცნო მუშაობის გეგმა. უფროსმა თავად გამაცნო თანამშრომლები და მაჩვენა ჩემი სამუშაო ადგილი. პატარა მოყავისფრო მაგიდა,კომპიუტერი და გორგოლაჭებიანი სკამისგან შედგებოდა ჩემი პატარა კაბინეტი.
_ეს იქნება შენი სამფლობელო. - მითხრა ღიმილით ბოსმა და ხელი თეტრალურად გაშალა.
_ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მომწონს აქაურობა.
_ აბა,მოეწყვე და პირველ დავალებასაც მოგცემ.- ისევ იღიმოდა უფროსი.
_ კარგი,ახლავე მოვეწყვები. - ჩანთა მაგიდაზე დავდე. თვითონ კი კაბინეტიდან გავიდა. ისევ იღიმოდა. "სულ რატომ იღიმის ეს კაცი ნეტა?!" გავიფიქრე და მეც გამეღიმა. სასწრაფოდ ტელეფონი მოვიძიე ჩანთაში ჩავრთე რომ დედასთვის მეხარებინა ჩემი ახალი სამსახური. - დეეე ახალი სამსახური მაქვს.- ვუთხარი ჩურჩულით და ბედნიერი ხმით დედას როგორც კი ზარს უპასუხა.
_ რა სამსახური დე? - გაოცდა ქალი.
_ ტურისტულ ოფისში დავიწყე მუშაობა.
_ როგორ დე? - შეიცხადა ლელამ.
_ მოგიყვები მერე სახლში რომ მივალ,დე ახლა უნდა გავთიშო,არ მინდა საყვედური პირველივე დღეს.
_ კაი დე კაი... მარა რა მოითმენს ახლა მანამდე. - აწუწუნდა დედა. _ გაკოცე დე.
_ მეც გაკოცე შვილო. წარმატებები!.. - ტელეფონი გავთიშე. კარზე კაკუნის ხმა გაისმა და თან გაიღო. ისევ ადრიანი იყო.
_ იცი რა? ხვალიდან დაიწყე მუშაობა. უკვე ნახევარი დღე გასულია თითქმის და.. შეგიძლია წახვიდე და ხვალ დილიდან შეუდექი ახალ სამსახურს.- მითხრა მან,ცოტა უხეხულობა ეტყობოდა ხმაში.
_ არა,ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს დღეს აქ დარჩენა. შემიძლია დავრჩე. - უარი ვსთქვი შემოთავაზებულ წინადადებაზე. _ დარწმუნებული ხარ?
_ რა თქმაუნდა.
_ კარგი მაშინ. წარმატებები.- ისევ გამიღიმა,ამჯერად დაბნეულად და ოთახიდან გავიდა. წარბების ზემოთ აზიდვით გამოვხატე ჩემი გაკვირვება "რა ეტაკა?" მობილურს დავხედე დადას არც დანარეკი ჰქონდა და არც შეტყობინება ჰქონდა დატოვებული.
_ძალიანაც კარგი. - ჩავილაპარაკე ჩემთვის და კომპიუტერი ჩავრთე. სამუშაო საათებმა შეუმჩნევლად და სწრაფად ჩაიარა. ჩანთა გადავიკიდე,თანამშრომლებს დავემშვიდობე და ოფისიდან გამოვედი. უკვე გარგად შეღამებულიყო. ზამთრის სუსხმმა ცხვირი ამიწვა და კაშნში ჩავრგე. ტელეფონი აწკრიალდა. ანა რეკავდა.უცებ დანაშაულის სირცხვილის გრძნობა ვიგრძენი. შემრცხვა ჩემი საქციელიე გამო,ბავშვივით გამოვიქეცი მისგან დადაზე გაბრაზებულმა.
_გისმენ ანა.- ვუპასუხე ზარს.
_ როგორ ხარ?- ანას ხმა ცოტა ნაწყენი და ამავდროულად მორიდებული ჰქონდა.
_ მადლობა,არამიშავს. შენ როგორ ხარ ბავშვები როგორ არიან?
_ კაგად ვართ...
_მისმინე,ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელი.. თქვენ რას გერჩოდით,მაგრამ...
_ შეგხვდე მინდა, გცალია?
_კი მცალია,სახლში მივდიოდი ახლა.
_კარგი,მაშინ გამოვდივარ და მოგწერ სადაც უნდა მოხვიდე. - საუბარი დავასრულეთ. ტაქსი გამოვიძახე და მძღოლს ანას მოცემული მისამართი ვუთხარი. ათ წუთში იქ ვიყავი. ანა გარეთ მელოდა სიცივისგან აბუზული. ერთმანეთი გადავკოცნეთ და კაფეში შევედით.
_ ჩაის დავლევ მხოლოდ.- ვუთხარი მიმტანს რომელიც პატარა წიგნაკით და დასაწერად მომარჯვებული კალამით გვადგა თავზე.
_ არ გვინდოდა ასე მომხდარიყო.- დაიწყო ანამ.
_ ვიცი,რა თქმა უნდა, არ გინდოდათ. - გამეღიმა.
_ სულ ალექსანდრეს ბრალია რა მან დაგეგმა ეს ყველაფერი და მერე გააცნო დადას,იმასაც მეტი რა უნდოდა,მოეწონა ეს იდეა და აჰაა განახორციელეს კიდეც. - ღიმილით იმართლა თავი ბურდულის ცოლმა.
_ თავიდან ყველაზე გავბრაზდი,რაღაცნაირად სათამაშო თოჯინად ვიგრძენი თავი. გაბრაზებულმა წამოვედი თქვენგან,არც მიფიქრია და გამხსნებია რომ ძიძა ვიყავი შენი შვილების,ბავშვები უყურადღებოდ დაგიტოვე. ძალიან ცუდათ მოვიქეცი და ბოდიშს გიხდი ამის გამო... ცხელ გულზე ახალი სამსახურის ძებნა დავიწყე, გამიმართლა და ტურისტულ სააგენტოში დავიწყე მუშაობა.
_ ვაიმე რა კარგიაა.- გულწრფელი სიხარული ვიგრძენი ანას ხმაში. - გილოცავ.
_ მადლობა.
_ ბავშვებზე არ იდადო ცოტა ხნით გავენთავისუფლე სამსახურიდან და მე ვიქნები ახლა მათთან. ანუ გამოდის რომ გვაპატიე ეს ცირკი? - მკითხა სიცილით.
_ საპატიებელი არაფერი იყო... თუმცა მაინც გაპატიეთ. - დავაყოლე მეც სიცილით. - მაგრამ მხოლოდ თქვენ ორს. დადას არა. - ვთქვი მკაცრად.
_ თქვენ მორიგდებით... თქვენი საქმის თქვენ იცით. აწი სულ რომ დამიჩოქონ არაფერში არ ჩავერევი. - სიცილით ამბობდა ბურდულის ცოლი.
_ ვერ ჩაერევი,იმიტომ რომ მასთან მე დავასრულე ყველაფერი. - ვთქვი მტკიცედ.
_ შენივე სიტყვების თუ გჯერა? - მკითხა ეჭვით.
_მინდა მჯეროდეს და უნდა დავიჯერო. უკვე ეჭვი მეპარება ყველაფერში,ისე უცებ მოხდა ყველაფერი... არამგონია მეტი გაგრძელება იყოს საჭირო.
_ დროს რას უყურებ? იმას თუ ფიქრობ რომ სულ ახლახან გაიცანი და ასე მალე განვითარდა მოვლენები და ეს ყველაფერი დროებითია ცდები,იმიტომ რომ ხდება ისე,რომ ადამიანს რომ დაინახავ ხვდები გრძნობ ის შენია, ამას შენი ქვეცნობიერი გეუბნება,შინაგანად ისეთი განცდა გაქვს რომ თითქოს მას უკვე წლებია იცნობ.- ვუსმენდი ანას და ვხვდებოდი რომ ის მართალს ამბობდა,მაგრამ ამის აღიარება არ მინდოდა ხმამალა. - აი მაგალითს გეტყვი,ათი წლის ჩემმა მეზობელმა სამი დღის გაცნობილი გოგო მოიყვანა ცოლად,მოიტაცა... დღესაც ცოლ-ქმარია. არიან წყვილები რომლებიც წლებია იცნობენ ერთმანეთს,მაგრამ პირად ურთიერთობას ვერ აწყობენ მაინც. შეიძლება იმიტომ რომ ბოლომდე ვერ გრძნობენ ერთმანეთს. ეს ცალკე თემაა.
_ არ დაურეკავს და არც მე დავურეკავ. სჯობს გადაუაროს ჩემზე ფიქრმა.
_ როგორც იტყვი. შენი საქმის შენ იცი. საშობაოდ იმერეთში მივდივარ ჩემებთან, იქ შევხვდებით შობას, როგორც ჩემი მეგობარს გეპატიჟები და იცოდე უარი არ მიიღება. არამგონია უფროსმა ამ დღეებში გამუშაოს.
_ არ ვიცი,როგორ იქნება. - ვთქვი დაბნეულმა. ანა წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.
_უნდა წავიდე ახლა თორემ მომაკითხავს ქმარ-შვილი აქ.- თქვა სიცილით,მეც გამეცინა.
_ მიხარია რომ ამ უაზრო წყენას ბოლო მოეღო ჩვენს შორის.- ვუთხარი და მეგობარს მოვეხვიე.
_ მეც მიხარია. იცოდე შობას იმერეთში ვხვდებით.
_ვიზამ რამეს.-ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლში წავედი. ღამემ მშვიდი ძილით ჩაიარა. რობაქიძე დუმდა,აღარ მირეკევდა. მის სიახლოვესაც ვერ ვგრძნობდი. შინაგანა ამაფორიაქა მისმა გაუჩინარებამ,მაგრამ აქედან ჩემს მოსაზრებას ვამართლებდი,რომ ყველაფერი დროებითი იყო. მართალია დიდი ხნის დაწყებული არ მქონდა მუშაობა,თუმცა ადრიანისგან ზოგჯერ ზედმეტ ყურადღებას და სითბოს ვგრძნობდი. ჩემი სიამაყის გამო ანას არ ვეკითხებოდი რობაქიძის ასავალ დასვალს.არც თვითონ მიხსენებდა მას. ადრიანმა საახალწლოდ ორ კვირიანი შვებულება მოგვცა. ბოლო სამუშაო დღე იყო ოცდაცხრა დეკემბერი პარასკევი,სამსახურიდან როგორც ყოველთვის სიცივისგან მობუზულმა გამოვედი.გეზი ავტობუსის გაჩერებისკენ ავიღე. უცებ ჩემს გვერდით მანქანა გაჩერდა,მანქანიდან კი ჩემი უფროსი ადრიანი გადმოვიდა.გაკვირვებით შევხედე.
_ ხომ მშვიდობაა, ბატონო ადრიან? - ვკითხე მას.
_ კი მშვიდობაა. წინადადება მაქვს შენთან.- მითხრა და ჩემკენ წამოვიდა.
_ წინადადება? - კიდევ უფრო გავიკვირვე.
_ მინდა ჩაიზე დაგპატიჟო, ერთმანეთი უკეთ გავიცნო და თან ახალ წლისთვის რა გეგმები გვაქვს ერთმანეთს გავუმხილოდ.- შემომთავაზა მან საკმაოდ დამაჯერებელი ტონით. ეს არ იყო ის ტონი "შებმა" რომ უნდათ გოგოსი და მსგავსი ფრაზებით მიდიან მასთან. რაღაც სხვა,სერიოზული ვიგრძენი მისგან რამაც დამაბნია.
_ გეგმები? ჩაი?... ახლა?
_ ხო ახლა.
_ რავიცი მოსამზადებელი ვარ,ხვალ დედასთან მივდივარ და უნდა ჩავბარგდე.- ვცადე უარის თქმა მისთვის.
_ შენ ისეთი ყოჩაღი ხარ ყველაფერს მოასწრებ ვიცი მე. - მითხრა სიცილით.- უარი არ მითხრა გთხოვ.-დააყოლა მუდით სავსე ხმით.
_ უხეხულად ვარ ახლა.- გავიღიმე დაბნეულმა.- კარგი წამოვალ,ოღონდ მალე უნდა წავიდე სახლში.შევთახმდით?
_ კი შევთანხმდით.-დამეთანხმა მხიარულად. ერთ პატარა და წყნარ კაფეში შევედით.ერთმანეთზე ინფორმაციები გავცვალეთ. რატომღაც არც ერთხელ უკითხავს ჩემთვის ჩემი გული დაკავებული იყო თუ არა. ერთმანეთზე ის ვიცოდით რომ დაოჯახებული არ ვიყავით არც ერთი.ისე მოხდა რომ საუბრისას ჩვენჩვენი ოცნებები ვთქვით,და ისიც დავძინე რომ ოცნებები არ სრულდება.მან სიცილით მიპასუხა "გააჩნია რას იოცნებებო".
_ ეგეც მართალია. - დავეთანხმე ნაღვლიანი ღიმილით.
_ ასეთს რაც ოცნებობ თეა?- მკითხა შეცვლილი ტონით.
_მინდა დედა გამოჯანმრთელდეს და მამა სახლში დაბრუნდეს,თიტქოს სადღაც შორს იყო წასული სამუშაოდ და წლების მერე დაბრუნდა.- ჩემმა ნათქვამმა განწყობა შეგვიცვალა და ორივემ მოვიწყინეთ.
_ ძალიან ვწუხვარ.
_ მადლობა... მოდი არ გვინდა ცუდზე საუბარი. აბა რაო რა თქვი სად ხვდები ახალ წელს?-ვეცადე მხიარული ვყოფილიყავი.
_ პარიზში მივფრინავ ზეგ. ჩემი მშობლები მელოდებიან. ისედაც განაწყენებულნი არიან შობის გატარება უჩემოდ მოუწიათ და რომ არ წავიდე ახლა არ გამოვა.
_ მეც დედას გამო მივდივარ ბორჯომში. მელოდება ძალიან.
_ მე წაგიყვან.-წამოიძახა უცებ ადრიანმა.
_ არა,რას ამბობთ. თქვენ რატომ უნდა შეგაწუხოთ?
_ თქვენობით არა. და სულაც არ შევწუხდები თან ბორჯომსაც ვნახავ. ერთგვარი ექსკურსია გამომივა.
_ არა,არა.. გთხოვ ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს.
_ მე არავინ მაძალებს ამის გაკეთებას. მე მსურს ეს.- ხმა მკაცრი და მტკიცე ჰქონდა.- კარგი რა თეა,ნუთუ ასეთი სტუმართ მოყვარენი ხართ ქართველები? ხომ ხედავ თავი ძალიან დავიპატიჟე. - სცადა ჩემი ნამუსზე აგდება.-ჩვენ ხომ მეგობრები ვართ უკვე.ვერაფერი ვუთხარი.უხერხული ღიმილით დავეთანხმე,რომ მეორე დღეს მასთან ერთად ბორჯომში წავსულიყავი. სახლამდე მიმაცილა,დამემშვიდობა და დრო მკითხა რა დროს უნდა მოსულიყო მეორე დღისთვის. კიბეები დამძიმებული ნაბიჯებით ავიარე,თან ტელეფონის ეკრან დავჩერებოდი,მეგობრების შეტყობინებებს ვკითხულობდი. თავ აუწევლად ჩემი სახლის კარებისკენ წავედი გასაღებ მომარჯვებული...
_რამდენი ხანია გელოდები.- უცებ რობაქიძის ხმამ დამიარა მთელ სხეულში. მოულოდნელობამ გამაშეშა,გასაღები ხელიდან გამივარდა.-არ მელოდი არა? - დააყოლა დამცინავად და კიბის საფეხურზე მჯდომი ფეხზე წამოდგა...
_ აქ რას აკეთებ? - ვითომდა სხვათა შორის ვიკითხე. არ მინდოდა ძალიან დამტყობოდა შიში და სიხარული მისი დანახვით გამოწვეული.
_ არაფერს ვსეირნობ. - მიპასუხა იმავე ტონალობით.
_ დაიღალე და ჩამოჯექი არა? - ვკითხე ირონიით და გასაღების ასაღებად დავიხარე.თავი რომ ავწიე ის უკვე ძალიან ახლოს იდგა ჩემთან.ისევ შევცბი.
_ უნდა ვილაპარაკოთ. - მითხრა მკაცრად.
_ ჩვენ ანას სახლში მოვრჩით საუბარს.- მივბაძე მის ტონს.
_ უნდა ვილაპარაკოთ! - ხელებში ჩამავლო ხელი და ბოლო სიტყვები დამარცვლით და მრისხანებით წარმოსთქვა.ვერაფერი ვერ ვუთხარი,მხოლოდ ბრაზით ამევსო თვალები.ჩემი მზერა კარგად ამოიკითხა და ხელები მიშვა.ერთი ნაბიჯით უკან დაიხია,ცალი ხელი თეატრალურად კარებისკენ გასწია და მშვიდი, ცინიზმით სავსე ხმით მითხრა: - მხოლოდ თქვენს შემდეგ ქალბატონო. - კარი უხმოდ გავაღე და სახლში შევედი,თვითონაც შემომყვა.მთელი სხეული მითრთოდა,მის სურნელს ვგრძნობდი,მისი სუნთქვა მესმოდა,მაგრამ ჩემი სიამაყის და იმ ბრაზის გამო რომელიც თავს დავაჯერე რობაქიძე ძალიან ცუდათ მომექცა არ შემეძლო უბრალოდ მივვარდნილიყავი და მოვხვეოდი მას. შესასვლელში შუქი ავანთე,ჩანთა ბრაზით იატაკზე დავაგდე და რაც შემეძლო მშვიდი ხმით ვკითხე:
_ რა გინდა?..
_ ჩვენი ურიერთობის ბოლომდე გარკვევა და წერტილის დასმა.- მითხრა მანაც მშვიდად.
_ კარგი,მაგრამ ჩვენ უკვე დავასრულეთ ისედაც.- იხტიბარს არ ვიტეხდი,არადა გული ლამის ამომვარდა საგულედან მისი სიტყვების მოსმენისას.
_ მართალია დავასრულეთ.. არა უფრო სწორად რომ ვთქვათ შენ დაასრულე,სრულიად უსამართლო მიზეზით. რითაც გული მატკინე.
_ მე გატკინე გული? - გავიოცე ისე თითქოს ჩემი შეცდომა არ მქონოდა გააზრებული.
_ უბრალოდ გაჩუმდი და მომისმინე.- მითხრა შეჭმუხნული სახით. - შენ დიდი მიზეზი არ გქონდა იმისა რომ ჩემზე უარი გეთქვა. ვიცი ამას შენი სიამაყე გაკეთებინებს. შენ გინდა გძულდე,მაგრამ არ გამოგდის რადგან გიყვარვარ და ამას საკუთარ თავსაც არ აჯერებ. მე დაგეხმარები იმაში რომ შეგძულდე და თავი გაიმართლო,რომ შენი გადადგმული ნაბიჯი,იმის გამო რომ შენ მე შეგიყვარდი მცდარი იყო. მე არ მინდა ძალა დაგატანო,მე მინდოდა შენ გეგრძნო ჩემს მიმართ ის რასაც მე ვგრძნობ შენი დანახვისას.მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა ამისთვის...
_ არ გეჩვენება,რომ უკვე ძალას მატანდი,- შევაწყვეტინე ლაპარაკი გაღიზიანებულმა,- არ გეჩვენება რომ ძალიან ცოტა დროა რაც ვიცნობთ ერთმანეთს და რას ითხოვ ჩემგან? გამოგიტყდები და ჩემი თავის მიკვირს ის რაც უკვე მოხდა ჩვენს შორის ასე მცირე დროში განვითარდა. და ეს ჩემგან იყო და არა შენი ძალდატანებით. გერწმუნებ შენ ვერააფერს გააწყობდი ჩემი სურვილის გარეშე.- ბოლო სიტყვები დაბეჯითებით წარმოვსთქვი.
_ მაგრამ მიუხედავად ამისა შენ ნანობ შენს საქციელს. - ჩაიცინა ირონიით რობაქიძემ.
_ ვერ ვწვდები იმ აზრს რის გამოც მოხვედი აქ. მგონი პრობლემა შენშია ჩემში კი არა.
_ შეიძლება ასეცაა.-დამეთანხმა.
_ ჰოდა თქვი რა გჭირს და...
_ და წავიდე?
_ ჰო უნდა წახვიდე რადგან დაღლილი ვარ და მეძინება.
_ პრობლემა ორივეშია.- დაასკვნა მან.
_ დადა გთხოვ... მოვრჩეთ საუბარს.
_ რატომ აძლევ სიამაყეს უფლებას ბედნიერება წაგართვას?
_ რა არეულად მელაპარაკები რა გინდა,რისთვის მოხვედი? - უკვე მოთმინება მელეოდა.
_ მე ვიჩქარე ძალიან.- მითხრა თითქმის ჩურჩულით.
_ ჩემთან დაკავშირებულ მოვლენებს გულისხმობ ხო? - ვკითხე მას,მაგრამ შეკითხვაზე პასუხი არ მიმიღია და მივხვდი რომ ის ნანობდა იმ ყველაფერს რასაც ჩემს მიმართ განიცდიდა.- გასაგებია და შეგეძლო თავიდანვე გეთქვა ეს ყველაფერი,რა საჭირო იყო ჩემი დადანაშაულება იმაში რომ რაც იყო დასრულდა?!..
_ იცი შვიდი წლის წინ ამ კორპუსში რაც მოხდა ერთ-ერთი თვითმხილველი მეც ვიყავი. - თქვა მან თავჩაქინდრულმა. ადგილს მივეყინე,ხელ-ფეხი გამეყინა,სისხლი დამიგუბდა,ყურებში გაბმული ზუმერი გაისმა. წამით გონება გამეთიშა და შევბარბაცდი.ის კი გაუნძრევლად იდგა და იატაკს ჩასჩერებოდა. - ბანდას რომელიც იმ ღამისთ ამ კორპუსში ალყაში მოაქციეს მე ვხელმძღვანელობდი. იმ ღამით ვიყავი აქ როდესაც მამაშენი გარდაიცვალა, ჩემზე მოსახვედრი ტყვია მას მოხვდა... - უცებ თავი აწია,თვალები ჩაწითლებოდა და ცრემლით ავსებოდა. მისი ხმა ექოსავით ჩამესმოდა. ადგილიდან ვერ ვიძროდი,აგონიაში მყოფივით ვიყავი. ვებრძოდი საკუთარ სხეულს გონებით,რომ რაიმე ემოქმედა,ან ეყვირა,ან ეკივლა,ან უბრალოდ გაქცეულიყო. რობაქიძე კი იდგა და დაჟინებით,ტკივილიანი მზერით მიმზერდა. - აი ამიტომ ვნანობ და ვთქვი ვიჩქარეთქო... ვიცოდი ასეთი თვალებით რომ შემომხედავდი ამის მოსმენისას. ვიჩქარე იმიტომ,რომ შანსი არ მაქვს შენ ჩემი იყო. თავს ვაჯერებდი,რომ ყველაფერი ჩაივლიდა,ამას ვერასოდეს გაიგებდი შენ,მაგრამ არ მინდოდაა ტყუილზე ყოფილიყო ჩვენი ურთიერთობა აგებული. რომ დავინახე შენი რეაქცია რაც ბურდულებთან გქონდა...მივხვდი,რომ აზრი არ ჰქონდა თავის დაჯერებას და მითუმეტეს მოტყუებას...- რობაქიძე გაჩუმდა.ისევ ჩახარა თავი და მერე განაგრძო. - მოკლედ ახლა ყველაფერი იცი... ახლა საფუძვიანი მიზეზი გექნება იმისა რომ გძულდე და თავი არ დაიტანჯო სიამაყის გამო. ალბათ ახლა ფიქრობ,რომ ნეტა ის ტყვია რატომ მე არ მომხვდა,ახლა მამა ცოცხალი გეყოლებოდა. ერთხელ სთქვი კიდეც,რომ ყველას ადანაშაულებ მამის სიკვდილში ვინც ჩემსავით ცხოვრობს...
_ აღარ გააგრძელო.- ვიბღავლე ბოლო ხმაზე. ჩემში დაგროვებული შოკი ამ ხმაში ჩავდე. დადამ მშვიდად შემომხედა,წელში გაიმართა და კარებისკენ გაბრუნდა.
_ მაპატიე, რომ თავიდანვე არ გითხარი,მაპატიე რომ ამის მოსმენა მოგიხდა. - მითხრა უკან მოუხედავად და გარეთ გავიდა. იატაკზე უღონოდ დავეშვი. არ მახსოვს რამდენ ხანს ვიყავი ასე უგონო და უღონო მდგომარეობაში. გონს რომ მოვეგე ისევ იატაკზე ვიწექი. რობაქიძის სტუმრობამ და მისმა ნაამბობმა კინო-კადრივით ჩაიარა თვალწინ. ტირილი მინდოდა მაგრამ ვერ ვტიროდი.ურეაქციო და უგრძნობი გავხდი. გრძნეულივით ჩუმათ ვბუტბუტებდი.
_ რა დაგიშავე ასეთი,რა დაგიშავე ასეთი... ჯერ თავი შემაყვარე და ახლა მეუბნები მამაშენის სიკვდილი ჩემი ბრალიაო.-მახსოვს ამ წინადადებას მანამ ვიმეორებდი სანამ მზის სხივებმა არ შემოაღწია ოთახში. სასწრაფოდ წამოვდექი და ჩანთის ჩალაგება დავიწყე. მიკვირდა ჩემი თავის,რატომ არ მეტირებოდა.თხუთმეტ წუთში ჩანთა მზად მქონდა,გაუაზრებლად ვალაგებდი ტანსაცმელს.ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.ადრიანი მირეკავდა,უკვე მოსულიყო და მელოდა.სახლის კარი გავიხურე და კიბეებზე დავეშვი. სადარბაზოში გასულს ჩემი ბოსი მანქანიდან გადმოსული დამიხვდა.რომ დამინახა ჩემკენ წამოვიდა კითხვით სავსე გამომეტყველებით.
_ რა სახე გაქვს,რა გჭირს?- მკითხა მან და ჩანთა ჩამომართვა.
_ არ მეძინა წუხელ და ეგაა.
_ მოხდა რამე?
_ არაფერი,უბრალოდ ძილი გამიტყდა და ვერ დავიძინე.- მოვუჭერი მოკლედ.
_ კარგი...- თქვა დაეჭვებით მან. - რადგან არ გსურს თქმა არც ჩაგეძიები.
_ არა,არა... - მიმახვედრა რომ უხეშად გამომივიდა ნათქვამი.- მართლა არაფერია.- ვცადე დამაჯერებელი ტონი მქონოდა.
_ ღვედი შეიკარი.- მითხრა ისე,თითქოს არც კი გაუგია ჩემი ნათქვამი.ის იყო ღვედს ვწვდი შესაკრავად რომ მანქანის გვერდით მოტოციკლმა ჩაიქროლა მთელი სისწრაფით და გამაყრუებელი ხმით აიკლო იქაურობა."ის იყო" გავიფიქრე ჩემდა უნებურად ცრემლები წამსკდა.თავს ვერ ვთოკავდი,სიმართლე გითხრათ არც მინდოდა გაჩერება,პირიქით მთელი ორგანიზმი დაგუბებული მლაშე სითხიდან განთავისუფლებას მთხოვდა. ცრემლით დაფარული თვალებით მაინც კარგად ჩნდებოდა ადრიანის გაოცებული მზერა.თვალები კაკლისოდენა გახდომოდა და დაბნეულობისგან არ იცოდა რა ექნა.მე კი გაუჩერებლად ვტიროდი. ვტიროდი მამაჩემს,ვტიროდი ჩემს თავს,რობაქიძეს და იმას რომ ის შემიყვარდა.მივხვდი მე იმდენად მიყვარდა ის და მჭირდა ეს ადამიანი,მიუხედავად შოკის მომგვრელი ამბისა რაც მისგან მოვისმინე,მაინც ვერ შეძლო გადაეფარა ის გრძნობა რასაც მის მიმართ ვგრძნობდი. ვტიროდი ჩემს ამ მდგომარეობასაც,რომ ასე უსუსური ვიყავი. ვიფიქრე,რომ მე მამას ვუღალატე და წამით საკუთარი თავი შემძულდა ამის გამო.
_ წყალი მოსვი,დაგამშვიდებს ცოტას. - ადრიანმა ბოთლით წყალი გამომიწოდა.რამოდენიმე წუთს იყო ასე ჩემკენ ბოთლ გამოწვდენილი.მაცალა სანამ არ ჩავწყნარდი და ტირილს არ ვუკლე. ბოთლი აკანკალებული ხელით ჩამოვართვი და წყალი მოვსვი.
_ მაპატიე... - ვთქვი ლუღლუღით.
_ გაპატიებ თუ დამშვიდდები,სახეს შეიმშრალებ და ადამიანის გამომეტყველებას დაიბრუნებ. - გამიცხადა მან მშVიდად და ამჯერად ერთჯერადი სალფეთქის შეკვრა გამომიწოდა. ნახევარი გზა უხმოდ გავიარეთ. არც ერთი არ ვიღებდით ხმას.როგორც იქნა სიჩუმე დავარღვიე.
_ მომხდარის გამო ვწუხვარ. უბრალოდ თავი ვერ შევიკავე და...
_ არაფერია... შენ ის მითხარი ახლა რომელ მხარეს წავიდე? აქამდე ჩემით მოვედი. - მითხრა ღიმილით ადრიანმა და მეც გამაღიმა.
_ ცოტა ხანს გავჩერდეთ.. ყავა დავლიოთ.- შევთავაზე მას და მანქანა გზატკეცილიდან გადაიყვანა.
_ თავს ვალდებულად ვგრძნობ,ვფიქრობ უნდა იცოდე რა მჭირს.
_ მე არ გაძალებ. შენი ნებაა. თუმცა ვაღიარებ ვკვდები ინტერესით.- ადრიანს ყველაფერი მოვუყევი დადას გაცნობის დღიდან დღემდე მომხდარი ამბები. ვხედავდი როგორ ეცვლებოდა ფერები სახეზე,მაგრამ თხრობას არ მაწყვეტინებდა. ბოლომდე მომისმინა. ვიგრძენი როგორ მომეშვა გულს როცა თხრობა დავასრულე. - ახლა რა იქნება? -მკითხა და უკვე კარგა ხნის გაციებული ყავა უგემურად მოსვა.
_ ახლა აღარაფერი. ის წავიდა... მეც გავუშვი. ვერ დავედევნები უკან,არ დავაბრუნებ. ისიც საკმარისია,რომ მიყვარს და ვერ დავივიწყებ.
_ ახლა არეული ხარ,ცოტა დამშვიდდი და გადაწყვეტილებები მერე მიიღე.- მირჩია მან და წამოდგა. - წავიდეთ,თორემ მე მერე თვითმFრინავზე დავაგვიანებ. - მითხრა მორიდებული ღიმილით.
_ ვაიმე მაპატიე ეგ სულ არ მახსოვდა. - დენდარტყმულივით წამოვხტი უცებ ფეხზე. გზა მოჩვენებითი მხიარულობით განვაგრძეთ.გზადაგზა ადრიანს ვაცნობდი ხედებს,ის უფრო მეტად მოიხიბლა საქართველოთი და ინანა,რომ მეტი დრო არ ჰქონდა რათა დარჩენილიყო და უფრო მეტი ენახა..ბორჯომში ჩასულებს მთელი ოჯახი ჭიშკართან დაგვიხვდა. პატივისცემით და მოწიწებით შეხვდნენ ადრიანს. ბიძაჩემის კითხვით სავსე მზერაც დავიჭირე. სტუმარი შინ შეიპატიჟეს მაგრამ ფრანგმა დარჩენაზე უარი განაცხადა გარკვეული მიზეზის გამო.მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის. წასვლის წინ დამიბარა:
_ იცოდე კარგად დაფიქრდი.- ლოყაზე პატარა ბავშვივით მიჩქმიტა და წავიდა. ასე თუ ისე დავაკმაყოფილე ცნობის მოყვარეობა ჩემი ახლობლებიც რაც ადრიანის დანახვამ გამოიწვია. დედას მოვესიყვარულე.
ახალი წელი უღიმღამოდ დადგა ჩემთვის.უხალისოდ შევხვდი,ის კი არა დაძინებაც კი მინდოდა საღამოს რვა საათზე,მაგრამ დედამ არ დამანება. თვალწინ რობაქიძე მედგა. მისი ხმა ჩამესმოდა. ანამ დამირეკა ახალი წლის მოსალოცად თორმეტს რომ გადაცდა ისარი.
_ რომ იცოდე რამდენი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი. - ვუთხარი მას.
_ ვხვდები...
_ ნახე?
_ მხოლოდ ერთხელ. არ გამოიყურებოდა კარგად.
_ არც მე ვარ კარგად.
_ მისმინე იმერეთში წასვლა დავაჩქარე,ხუთში მივდივარ და მანდ გამოგივლი.- საუბრის თემა შეცვალა ბურდულის ცოლმა.
_ კარგი არაა პრობლემა. მზად დაგხვდები.
_ მე და ბავშვები ვიქნებით მხოლოდ. ლექსო თბილისში რჩება რაღაც საქმე აქვს და მეორე დღეს ჩამოვა.
_ კარგი. ძალიან მომენატრნენ ბავშვები. ჩამიკოცნე და დაველოდები მათი ნახვის დღეს.
_ ალექსანდრესაც მოენატრე ძალიან თეკო. ისე უხარია რომ მოდიხარ ჩვენტან ერთად ნეტა იცოდე.
_ აკოცე მაგას ჩემგან.
_ აუცილებლად. დროებით აბა.
_ დროებით. -ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ეს დღეები სახლიდან არ გავსულვარ. დედაცემს არ მოვშორებივარ თიტქმის. ტელეფონზე მეგობრებისგან მოლოცვები მომდიოდა.არც ერთი არ იყო დადასი. ის გაქრა. მიუხედავად იმისა,რომ მიყვარდა,მისი გაუჩინარება მაინც რაღაცნაირ სიმშვიდეს მგვრიდა.ვერ ვხსნი რა იწვევდა ამ დუმილს. ალბათ ის,რომ ძირ-ფესვიანად არ მინდოდა ჩავწვდომოდი მის ნათქვამს რაც მაშინ მოხდა. მეშინოდა რეალობასთან შეჯახების. დრო მალე გავიდა და ანასთან ერთად უკვე იმერეთში მივდიოდით. ბავშვების მოფერებით გული ვიჯერე. ალექსანდრე მთელი გზა მეტიკტიკებოდა. გულიანადაც მაცინა. ანას მშობლებმა და და-ძმებმა თბილი დახვედრა მოგვიწყეს.თითქმის ნახევარ სამეზობლოს იქ მოეყარა თავი.აქაოდა ანა მოდის ბავშვებითო.იმერეთში პირველად ვიყავი და ამიტომ მთელი გულისყურით ვაკვირდებოდი ყველაფერს. მე და ანას რობაქიძეზე სალაპარაკოდ არც დრო გვქონია და არც შესაძლებლობა. ის დღე დადებითი ემოციებით გავატარე... რასაც ვერ ვიტყოდი მეორე დღეზე...

* * *

დილით ადრე გამეღვიძა. ბავშვებს და ანას ეძინათ. ჩუმად გამოვედი ოთახიდან და დაბლა ჩავედი. ანას დედა უკვე ამდგარიყო და ეზოში საქმიანობდა.
_ ასე ადრე რატო ადექი შვილო? - მკითხა შეწუხებული ხმით.-არ გეძინა კარგად? ხომ არ შეგცივდა? - მომაყარა კითხვები.
_ არა,რას ამბობთ.ძალიან კარგად მეძინა,თბილადაც ვიყავი. - ვუთხარი ღიმილით. - უბრალოდ ადრე გამეღვიძა და...
_ აა, კაი შვილო,ახლავე მოგხედავ, საუზმეს გაგიმზადებ.-დაფაცურდა ქალი.
_ არა,ჯერ არაფერი არ მინდა.ნუ შეწუხდებით.
_ თქვენ, ქალაქელები, დილით ჭამას მიჩვეულნი არ ხართ. - კარში ანას მამა იდგა და ღიმილით გვიყურებდა.- აბა ბიძი,მოგეწონა იმერეთი? - მკითხა მერე მე და გარეთ გამოვიდა.
_ აქ რასაც ვხედავ ყველაფერი ძალიან მომეწონა. ხალხი ძალიან განსხვავებულია. წუხელ ვაკვირდებოდი თქვენს მეზობლებს,რაღაცნაირად განსხვავებულად თბილი ხალხი ხართ.- ვუთხარი ჩემი მოსაზრება.
_ გეიხარე შვილო. ხშირად გვესტუმრე მერე,ჩვენი სახლის კარი სულ ღიაა სტუმრისთვის.- წინსაფარზე ხელების წმენდით მითხრა ანას დედამ.
_ ამეღამ ალილო ღამეა,ფული და ტკბილეული გამზადებული გქონდეს.- შეახსენე ანას მამამ ცოლს.
_ რად მინდა ახლა შენი თქმა, ჩემით არ ვიცოდე ვითომ. ბეჩა გადამრევს ე კაცი.- აქოთქოთდა ქალი. მათი შემხედვარე და საუბრის კილოდან გამომდინარე ღიმილით ამევსო სახე.
_ ჰე,ჰე დაიწყო დილიდან.-თქვა კაცმა და დინჯად მოუკიდა სიგარეტს.
_ წამოდი სახლში შევიდეთ,თორემ გეიყინები შვილო აქ.- დიასახლისმა სახლში შემიატიჟა. ოთახში შესულს სასიამოვნო სითბო მოხვდა კანს. რკინის ღუმელი გავაგრვარებულიყო და შეშას ტკაცუნი გაჰქონდა.-თეა ჩაისაც არ დალევ? - ვერ ისვენებდა ჩემი უჭმელობით ანას დედა.
_ კარგი,ჩაის დავლევ,- მომერიდა კიდევ უარის თქმა და დავთანხმდი.- ოღონდ,მანამდე თავს მოვიწესრიგებ აბაზანაში.
_ კი შვილო,მიდი და მე ახლავე გაგიმზადებ ჩაის.- სანამ თავი მოვიწესრიგე ანა და ბავშვები დამიხვდა გაღვიძებული.
_ ლექსო წამოსულა უკვე,ორ საათში აქ იქნებიან. - თქვა ანამ. "იქნებიანო?" უცებ გაიელვა შეკითხვამ. მეგობარს კითხვით სავსე თვალებით შევხედე,ისიც მიმხვდა ჩემს მზერას.- მეგობართან ერთად მოდის.- მითხრა და გამომეტყველებით მიმახვედრა,რომ მეგობარი რობაქიძე იყო.იმ წამს გული გამეჩერდა ისეთი ტკივილი ვიგრძენი უცებ. ცივმა ოფლმა დამასხა სახეზე. მთელ ტანში ვიბრაციამ დამიარა. _ კი დედა,მოიყვანოს ვინც უნდა და რამდენი ძმაკაციც უნდა,სირცხვილს არ ვაჭმევ. ოცდაათი კაცის სუფრას ისე გავშლი გადაღმა გადასვლა არ დამჭირდება.- თქვა სიამაყით ქალმა. მოსვენება დავკარგე. ერთ ადგილს ვერ ვოულობდი. თვალები თავისით გარბოდა ჭიშკრისკენ. ყოველი მანქანის ხმის გაგონებისას გულის ცემა მიჩერდებოდა.
_ დამშვიდდი რა დღეში ხარ,ხომ არ შეგჭამს არა? - მითხრა ანამ ჩურჩულით.- იცოდე მე არაფერ შუაში ვარ. სულ ალექსანდრეს ოინებია და თან არც დადამ არ იცის აქ რომ დახვდები.
_ ვაიმე გული.- ვთქვი ტკივილიანი ხმით.- გამიჭირდება მასთან შEხვედრა. ვაიმე არ შემიძლია, წავალ მე რაა.
_ სად წახვალ გოგო,გაგიჟდი? რატომ უნდა დაემალო? რამე დაუშავე? გაუფუჭე? ზიანი მიაყენე თუ დამნაშავე ხარ მასთან?- მითხრა ანამ ცოტა ბრაზმორევით.არაფერი ვუთხარი.-ერთი დაგანახა როგორი შეშინებული თვალებით მიყურებ.- გაიცინა ანამ.
_ მართლა მეშინია, თან ძალიან.
_ ღმერთო შენ მიშველე. - თქვა გულშეწუხებით.
_ კარგი ჰოო.- გამეცინა.- მშვიდად ვარ.
_ ჰოდა ეგრე რაა. მოდი ვისაუზმოთ და მერე რამე გავაკეთოთ. საუზმეს მალევე მოვრჩით. რობაქიძის მოლოდინში ხელ-ფეხი გამეყინა ნერვიულობისგან. "არაფერიც,რატომ უნდა მეშინოდეს ერთი? შორიდან მივესალმები და მორჩა. ხმას არ გავცემ მეტად" ვიმხნევებდი თავს ასე. მაგრამ მეორე წუთში გავიფიქრებდი "ნეტა თუ გავუძლებ მის ასე ახლოს ყოფნას? ნეტა ისევ ამიძგერდება გული სიყვარულით მისი დანახვისას თუ სიბრაზე მომერევა?" ფიქრები და კითხვების კორიანტელი ბუღს ჰქმნიდა ჩემს გულში და გონებაში. _მოვიდნენ,მოვიდნენ! - ხმაურით შემოაღო სახლის კარი ანას უფროსმა ძმამ.
_ ვაიმე, ანა შეტევა მაქვს. - ვუთხარი სიცილით და აკანკალებული ყბით.
_ შეგიტევ მე შენ კარგად ახლა და მოგაყოლებ იმ ვაჟბატონსაც ზედ.- სიცილითვე მიპასუხა. ორივენი ფეხზე წამოვდექით. ანა სიხარულით გაიჭრა კარში,ქმარს რომ შეგებებოდა.
_ უი, სიძე ბატონი მოსულა.- სამზარეულოდან ანას დედა გამოვიდა გაბადრული სახით.- ნანა, დედი აიღე ეს სათამაშო ნუ აგდია ძირს,სირცხვილია,სტუმარი მოდის.- უთხრა შვილს დაფაციცებით და ისიც გარეთ გავიდა,ლექსოსთან შესახვედრად. მე თიტქოს ადგილზე გავიყინეო,ძვრას ვერ ვუხერხებდი სხეულს. ფანჯრიდან ვხედავდი მათ.ანას მამას ჭიშკარი ფართედ გააღო და მანქანა ეზოში ჩამოვიდა. რობაქიძე მორიდებით გამოვიდა მანქანიდან. ყველას ხელის ჩამორთმევით მიესალმა. სახეზე დაღლილობა ეტყობოდა.ისევ ღამესავით იყო შემოსილი. გულის ცემა გამიხშირდა."რას ვგრძნობ?" რამოდენიმეჯერ ვკითხე გონებით საკუთარ თავს.
_ მხოლოდ გაშტერებას! - განაფიქრი ვტქვი ხმამაღლა ჩემდაუნებურად. საკუთარ თავზე გამეცინა.ნელნელა სახლისკენ წამოვიდნენ როცა მისალმებას მორჩნენ. რობაქიძეს ალექსანდრე ჰყავდა ხელში აყვანილი და რაღაცას ღიმილით ელაპარაკებოდა. მეც წავედი კარებისკენ,როგორც იქნა ავმოძრავდი. უფრო სწორად გონებამ ამამოძრავა.ღრმად ჩავისუნთქე და კარი ფართედ გამოვაღე. პირველი რაც დავინახე იყო რობაქიძის გაოცებული და დაბნეული სახე.დაბნეულობისგაბ ბავშვი უცებ დასვა ძირს.
_ ვაა თეა,როგორ ხაარ? - მომესალმა ბურდული და თვალი ჩამიკრა ეშმაკური ღიმილით.
_ მადლობა,არამიშავს.- ვუთხარი მოკლედ და განზე გავდექი,რომ სახლში შემოსულიყვნენ. ანა ღიმილს ვერ იკავებდა,შემოსვლისას მკლავზე მიჩქმიტა და ჩუმად მითხრა: "ბაგე გახსენი"-ო. ყველანი შემოვიდა სახლში.რობაქიძე ნაცემი ბავშვივით თავჩაღუნული იდგა და კურთუკის გახდაც ვერ მოიფიქრა,იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის ჩემი იქ ნახვა ალბათ. სახლი ჟრიამულით აივსო,როგორც ხდება ხოლმე, ახლად მოსული სტუმრის დროს. არ ვიცი რა ძალამ მიბიძგა,დადასკენ წავედი,მის წინ დავდექი და ჩუმად ვუთხარი:
_ სახლში ცხელა,არ გინდა ქურთუკი გაიძრო?- მზერა გამისწორა, ჩაიცინა და ქურთუკის შესაკრავის გახსნა დაიწყო.
_ როგორ ხარ? - მკითხა მერე.
_ არამიშავს.
_ ბრაზობ ჩემზე?
_ კი.
_ ასეც ვიცოდი. მისმინე,რომ მცოდნოდა აქ იქნებოდი,არ წამოვიდოდი.- მითხრა და მზერა ამარიდა.
_ მეც,რომ გავიგე მოდიოდი,წასვლა მინდოდა.- ვუთხარი რასაც ვფიქრობდი.სიამაყემ მათქმევინა ეს,რადგან მეწყინა მისი ნათქვამი მაინც.
_ გამირბიხარ!.. ამას ველოდი.არაუშავს.- თქვა მტკიცედ და ბურდულისკენ გადაინაცვლა. მეტი საუბარი ჩვენს შორის არ გამართულა.თამაზიმ სტუმრები სადღაც წაიყვანა.როგორც მერე გავიგეთ,რესტორანში წასულან თამაზის ძმაკაცებთან ერთად.
_ ლექსოს როგორ იზიდავს ეს სადღეგრძელოები,გიჟდება მოკლედ.- ამბობდა ანა სიცილით.- თამაზის ვერ გაუტეხა ახლა. საღამომდე არ მოსულან. საღამოს კი საკმაოდ შეზარხოშებული თამაზი მოიყვანეს სახლში. რობაქიძე ისევ მარიდებდა თვალს და თავსაც.
_ მოდი რამე სიგიჟე გავაკეთოთ.- თქვა უცებ ბურდულმა. ყველამ გაკვირვებით შევხედეთ.
_ მაინც რა? - იკითხა ანას უფროსმა ძმამ ინტერესით.
_ აი თუნდაც ალილოზე წავიდეთ,ჩვენ ყველა ერთად.- ამის გაგონებაზე ანას დედამ შეიცხადა.
_ დედა შვილო არ გინდათ მაგი,რას იფიქრებ ხალხი,გედეირევა მეზობლები რო გიცნონ. - ქალის გამომეტყველებამ და ნათქვამმა ყველას სიცილი აგვივარდა.
_ დამშვიდდით ქალბატონო ინეზა. ვერავინ ვერ გვიცნობს. ანა მოიტანე შენი მაკიაჟის ჩანთა!- გასძახა სიცილისგან აცრემლებულ ცოლს ბურდულმა და იდეით აღტაცებულებმა ყველანი წამოვიშალეთ.

მაინც არ იშლით არა? - თქვა სიცილმორევით ანას დედამ.
_ დედა არაფერი დაშავდება,ცოტას გავერთობით რაა. - დაამშვიდა ანამ ინეზა.
_ არაფერზე ინერვიულოთ ქალბატონო ინეზა.- სიტყვით გამოვიდა ბურდული.- ჰე მიდი,მიდი მოიტანე ჩანთა.- ახლა ცოლს მიუბრუნდა.
_ მოვიტან ხო. - თქვა სიცილით ანამ და მეორე ოთახში გავიდა.
_ ბატონ თამაზს უკვე ღრმად სძინავს. მაგრამ ხმაურს მოვერიდოთ მაინც.- როგორც იქნა რობაქიძემ ხმა ამოიღო. ანაც დაბრუნდა ოთახში.
_ აბა,დავიწყოთ!.- გამოაცხადა მხიარულად.
_ ე.ი. თეა შენ გამოეწყვე ბავშვივით. - მითხრა ბურდულმა. - კიკინები გაიკეთე მაღლა აწეული. - დააყოლა სიცილით.
_ კაი რა,მერე ქუდს ვერ დაიფარებს თავზე. ყინავს გარეთ. - თქვა დადამ და მოსიყვარულე თვალებით გამომხედა.ოდნავ გავუღიმე. ანას და ალექსანდრეს ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე.
_ არაუშავს. არ შემცივდება.- ვთქვი და თმები გავიშალე. - ნანა ორი თმისაბნევი მომე რაა და თმები გადამიყავი შუაში თუ შეგიძლია.- ანას და სასწრაფოდ წავიდა თმისაბნევების მოსატანად.მალევე დაბრუნდა. ყველას მხიარული განწყობა დაგვეუფლა. იმ წუთებში საერთოდ არ ვფიქრობდი გასულ ამბებზე.ბურდულმა თქვა: "მე და დადა ზოროს ნიღაბს გავიკეთებთ. ანა დაგვხატავს"- ო.მოკლედ გრიმი ასე გავინაწილეთ. ბურდული,რობაქიძე და ანას ძმები ზოროს ნიღაბის მსგავსად შეიღებებნენ. მე,ანა და ნანა კიკინებით და დაჭორფლილი სახით მოვერგეთ როლს.
_ სიმღერა იცით? - ღიმილით გვკითხა ინეზამ.
_ სიმღერა?
_ უი სიმღერა...
_ სიმღერა ხო..- ერთხმად თქვეს ბიჭებმა.
_ მე ვიცი.- ვთქვი მშვიდად.- ყოველშემთხვევაში მახსოვს როგორ ვმღეროდი მერვე კლასში საახალწლო კონცერტზე. - დავაყოლე სიცილით.
_ ჰოდა ეგაა. მორჩა გავედით.- თქვა ანას ძმამ. რობაქიძემ ერთი შემავლო თავიდან-ფეხებამდე თვალი,ოდნავ ჩაიღიმა და შებრუნდა. როგორ მომინდა მივსულიყავი და მოვხვეოდი. "დაიცა რა?" გავიფიქრე და სახეზე კითხვით სავსე გამომეტყველება აღმებეჭდა."სად გაქრა ჩემი აზრები,ჩემი მოსაზრებები,რატომ არ მძულს ეს ადამიანი,იმ ყველაფრის შემდეგ რაც მომიყვა?"
_ ის არაფერ შუაშია თეა...- თითქმის ყურთან მიჩურჩულა ანამ.
_ დაიცა შენ...- დავიბენი უცებ.
_ სახეზე გაწერია ყველაფერი.-მითხრა და ქურთუკი გამომიწოდა.უხმოდ გამოვართვი და დანარჩენებს გავყევით უკან. ვცდილობდით გზაში ხმაურის გარეშე გვევლო.გოგოები წინ მივდიოდით,ბიჭები კი უკან მოგვყვებოდნენ. სოფლის შარაზე მხოლოდ ჩვენი ფეხის ხმა ისმოდა.
_ რატომაა ასე სიწყნარე?- ვიკითხე ჩუმად.
_ სოფელში ძველად კუდიანი ქალი გარდაცვლილა და მისი სული დაქრის თურმე ღამით,ამიტომ ხალხი ერიდება ღამით გარეთ გამოსვლას.- ანას უფროსმა ძმამ გაიგონა ჩემი შეკითხვა და ასეთი რამ მითხრა.
_ რაა?- შევიცხადე ლამის და უკან შემოვტრიალდი.- მეღადავები?
_ არა რას გეღადავები. ანას ჰკითხე.- მითხრა მტკიცედ.
_ ჰო მეც ვიცი ეგ.-დაასწრო თქმა ცოლს ალექსანდრემ და რობაქიძეს გადახედა.
_ კი როგორ არა,ვჭამე.- ვუთხარი სიცილით და გზა განვაგრძე.-თქვენ მოატყუეთ თვენი ტოლები.- მოვაძახე მერე. ყველას ერთად გაეცინათ. რამოდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ გადავწყვიტეთ ერთ-ერთი სახლის ეზოში ჩავსულიყავით.
_ თეა იმღერე.- მითხრა ყველამ ერთხმად.
_ მე მარტო რატო? თქვენც ამყვებით.
_ ტექსტი არ ვიცით.
_ ოცდა ხუთსა დეკებერსა,ქრისტე იშვა ბეთლემსაო და.. - წავუმღერე დაბალზე - ამის დამახსოვრებას რა უნდა.
_ დაიცა ახლა დეკემბერია? - იკითხა დადამ მოჩვენებითი სერიოზულობით.
_ დედა რატო ვარ ცოცხალი.- თქვა ბურდულმა იმერული კილოთი და გულიანად გადაიხარხარა. ყველანი ავყევით.უცებ იმ სახლის აივანზე ე.წ. "ბალკონზე" შუქი აინთო.
_ ისე ვხმაურობთ სიმღერის გარეშე გამოდი ხალხი. - თქვა ანამ. - ჰე დავიწყოთ თეა,ნანა... ჭიშკარი გავაღეთ და ეზოში შევედით. სიმღერა დავიწყეთ და სიმწრით ვიკავებდით სიცილს. კარგად წვდებოდა ბიჭების ფხუკუნი ყურს ჭიშკრიდან. კარში გოგონა გამოვიდა,მოგვიახლოვდა და გაოცებული სახით გვიყურებდა.თუმცა არაფერი უთქვამს. სიმღერას რომ მოვრჩით,ბევრი არ უცდია ხურდა ფული გამოგვიწოდა და სირბილით შებრუნდა სახლში. ჩვენც მაშინვე გამოვბრუნდით.
_ ვმდიდრდებით.- ახარა ანამ ქმარს.
_ მგალობელი ბულბულები!..- აღნიშნა რობაქიძემ ღიმილით.
_ შემდეგისთვის შენ გამოგვყვები და იმღერებ ჩვენთან ერთად. - ვუთხარი მას.- ვნახავ ერთი როგორ მღერი.
_ არ გირჩევ მოსმენას.- გაეცინა თავისსავე ნათქვამზე.- დამიჯერე გაიქცევი.
_ არაფერია,უარესებზეც მომისმენია.
_ ესეიგი ბევრს უსმენდი..
_ სამწუხაროდ ბევრია უნიჭო.- ვხვდებოდი საუბარი სხვა მხრის გადაიზარადა და იმასაც მივხვდი,თუ როგორ მოხერხებულად შემოგვეცალა ყველა და გაგვისწრეს წინ.
_ არა მე მაინც გამორჩეული ვარ.- განაგრძო რობაქიძემ.
_ გააჩნია რითი.- ავყევი საუბარში.
_ მისმინე წყენა არასოდეს გადაგივლის? - მკითხა მოულოდნელად.
_ შენ გინდა გადამიაროს?
_ ეგ რა შეკითხვაა,რად უნდა მაგას კითხვა.- თქვა გაკვირვებით და სვლა შეაჩერა.
_ რატო გინდა გადამიაროს წყენამ?- მიუხედავად ღამისა მაინც კარგად დავინახე როგორ დაუსევდიანდა მზერა.- იმიტომ ხომ არა,უბრალოდ სინდისი დაგიმშვიდდეს?
_ თეა რას მეუბნები, ცოტათი მაინც არ გებრალები? - ხმაში სიბრაზე და ტკივილი ჰქონდა. უცებ გული მომეწურა.
_ კარგი... გეტყვი,რომ ძალიან ბევრი ვიფიქრე იმასზე რაც შენ მომიყევი. აზრებიც ბევრჯერ გამეყო,ვერ ვყალიბდები. გული სხვას მეუბნება,გონება სხვას და მხედველობა კიდე სუ სხვას. მაგრამ იმ დასკვნამდე მაინც მივედი,რომ მე შენ არ გადანაშაულებ მამაჩემის სიკვდილში. შენს ადგილას შეიძლება სხვაც ყოფილიყო და მამაჩემი მაინც გარდაცვლილიყო... ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის ასე ხმამაღლა თქმა,არადა უკეთესი ყოფილა ხმამაღლა ფიქრი,უფრო აყალიბებ აზრებს.- ოდნავ გამეღიმა.- შეგიძლია ამოისუნთქო თუ ეს გაწუხებდა,მე შენ არაფერში გადანაშაულებ,გარდა ერთი რამისა...- ვთქვი და მკლავებზე მოვკიდე ხელი.- თავი რომ შემაყვარე,მხოლოდ ამაში ხარ დამნაშავე.- ასე იმიტომ ვუთხარი მე ამით ჩემს პრინციპებს ვუღალატე რობაძის შეყვარებით,რადგან ის კრიმინალი იყო".ვიგრძენი სახეზე როგორ ჩამომიცურდა მლაშე სითხე და ტუჩის კუთხეები დამისველა.იმასაც ვგრძნობდი როგორ თრთდოდა რობაქიძე.ვერაფერს ამბობდა,უბრალოდ იდგა ჩემს წინ და მიყურებდა.
_ძალიან მალე გამოვისყიდი დანაშაულს.- მითხრა და ფრთხილად მაკოცა შუბლზე.- მალე ესპანეთში ვბრუნდები და გპირდები არასოდეს გამოვჩნდები შენს ცხოვრებაში.- ამის გაგონებისას თავ-ზარი დამეცა. თვალთ დამიბნელდა მგონი იმ წამს.- უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება შენთან... ბედნიერი იყავი. - თქვა და თავზე გადამისვა ხელი.
ვერაფრის თqმა მოვახერხე.თავში მხოლოდ ერთი ფრაზა ტრიალებდა "მივდივარ"...
_ წამოდი დავეწიოთ იმათ,თორემ ძალიან გაგვისწრეს.- გამომარკვია რობაქიძემ.რობოტივით გავყევი უკან. სათქმელი გამებნა,ან რა უნდა მეთქვა? კისერზე ჩამოვკიდებოდი და ტირილით მეთხოვა რომ არ წასულიყო? ვიყავი კი ამისთვის მზად?!- მგონი არ გაგიხარდა ჩემი წასვლის ამბავი.
_ უბრალოდ დავიბენი...
_ რამ დაგაბნია?
_ შენმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ.მახსოვს მეუბნებოდი თავს არ დაგანებებო და...
_ მეც მახსოვს რომ გეუბნებოდი,მაგრამ ვფიქრობ რომ ორივესთვის ასე აჯობებს. ჯერ პატარა ხარ,მალე გადაგივლის ჩემზე ფიქრები და მერე ისევ თავიდან დაიწყებ ყველაფერს.- მეუბნებოდა აუღელვებლად.
_ კარგი,ასე იყოს. ბედნიერ მგზავრობას გისურვებ.- ვუთხარი ბრაზ მორევით და დავწინაურდი.ანას ამოვუდექი გვერდში და მკლავში მოვქაჩე სხვებისთვის შეუმჩნევლად.
_ რა მოხდა?
_ ცუდათ ვარ.- ვუთხარი და ცრემლები თავისით ჩამომცვივდა.
_ რა მოხდა? - მკითხა შეშფოთებით.
_ არაფერი შეიმჩნიო... დღესვე უნდა წავიდე აქედან გთხოვ.არ შემიძლია აქ დარჩენა. გული გამისკდება უბრალოდ.- ვსლუკუნებდი პირზე ხელ აფარებული.
_ კარგი, რამეს მოვიფიქრებ და უკან გავბრუნდეთ.- ტელეფონი ამოიღო და დედას დაურეკა. - დე ბავშვები როგორ არიან?... უი მართლა? კარგი მოვალ მალე...
_ რა მოხდა? - იკითხა ბურდულმა.
_ არაფერი,ნიკო ჭირვეულობს,არ იძინებსო დედამ და მე გავბრუნდები კარგი? გოგოებო დარჩებით თუ წამოხვალთ?- გვკითხა ჩვენ ანამ,რადგან ხელოვნური არ გამოსულიყო უკან გაბრუნების იდეა.
_ წამოვალთ.- ნანას მაგივრადაც ვთქვი მე.
_ თქვენ დარჩით,რავი ჩვენს გამო ნუ ჩაშლით ამ მხიარულებას.- მიუბრუნდა ანა ქმარს და მივხვდი რაღაც ანიშნა.
_ კარგი სახლში შევხვდებით. ჩქარი ნაბიჯებით წავედით სახლისკენ. ანა მაგრამ მიჭერდა ხელს ხელზე,ამით მამხნევებდა.
_ ბავშვებს უკვე კარგა ხანია სძინავთ.- თქვა ანამ.
_ მივხვდი ჰო... შენი მანქანის გასაღები მომეცი და წავალ. - ვუთხარი როდესაც ჭიშკარს მივუახლოვდით.
_ მისმინე, დარწმუნებული ხარ რომ დღეს გინდა წასვლა?
_ კი დარწმუნებული ვარ. მართლა მოვკვდები ახლა აქ რომ გავჩერდე მის გვერდით. პატარა ხარო და გადაგივლის ჩემზე ფიქრებიო მითხრა და ესპანეთში მიდის. უკან აღარ დავბრუნდებიო არ გამოვჩნდები აწი შენს ცხოვრებაშიო.- ვამბობდი გულამომჯდარი.
_ რაა? -გაოცდა ანა.- მივდივარო? ღმერთო ჩემო!... კარგი შეწყვიტე ტირილი. ასე ანერვიულებული როგორ გაგიშვა? ან ლელა დეიდა რას იფიქრებს?
_ არა თბილისში წავალ.-გადავწყვიტე უცებ და სახე შევიმშრალე.
_ მითუმეტეს თეა.. ახლა მე უფრო ვნერვიულობ. შენ ცალკე დადას ცალკე. რა ვქნა აღარ ვიცი.- შეწუხდა ანა.
_ არაფერი არ ჰქნა. გთხოვ უბრალოდ გასაღები მომეცი. უბრალოდ გამიგე,ვერ გავჩერდები აქ მის გვერდით,ან ავტირდები და ან რაღაც სისულელეს ჩამადენინებს ჩემი სიამაყე.- ანა ცოტა ხანს ჩუმად იყო.მერე სახლში შევიდა და მანქანის გასაღები გამომიტანა.
_ ჩანთას ავიღებ და მოვალ ახლავე.- სახლში ფრთხილად შევედი, დიასახლისს მადლობა გადავუხადე გაწეული მასპინძლობისთვის და დავემშვიდობე. შეწუხდა ასე მოულოდნელად და ასეთ დროს რატომ მიდიხარო. ვიცრუე,"ხვალისთვის გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და აუცილებლად უნდა ვიყო სამსახურში" - თქო.დიდის ამბით გამომაცილეს. ანამ რამოდენიმეჯერ გამაფრთხილა და შემახსენა,რომ ხშირად დამერეკა მისთვის გზიდან და შემეტყობინებინა თუ როგორ ვარ. მალევე მოვიტოვე სოფლის შარა უკან და გავედი მთავარ გზატკეცილზე. გეზი თბილისისკენ ავიღე. ერთი საათის გზაც არ მქონდა გავლილი ანასგან შეტყობინება მივიღე "სახლში დაბრუნდნენ" ხელფეხი ამიკანკალდა უნებურად. მანქანა გზიდან გადავაყენე და ანას დავურეკე.
_ კარგად ვარ. და ნუ ინერვიულებ ჩემზე. თბილისში რომ ჩავალ მაშინ დაგირეკავ. ტელეფონს ვთიშავ გთხოვ,ასე უფრო მშვიდად ვიქნები.
_ კარგი ოღონს გახსოვდეს რომ შენზე ვფიქრობ... სად წახვედი თეა? - უცებ ანას ხმა რობაქიძემ შეცვალა. ბარიტონის რისხვამ გამაშეშა.ინსტიქტურად მობილური გავთიშე. გულს და სხეულს ვაცადე რომ დაწყნარებულიყო და მერე მივუჯექი საჭეს. თბილისში ჩასვლამდე ხანაც ამეტირა,ხანაც გამეღიმა,ხანაც მოვიქუფრე და დავსევდიანდი. ზუსტად ვიცოდი, სწორი ნაბიჯი გადავდგი სოფლიდან რომ წამოვედი. არ ვაყურებინებდი დადა თუ როგორ მეტკინა გული მისი გადაწყვეტილებით და მისი ნათქვამით. სახლში მისვლისთანავე მივწერე ანას,რომ უკვე სახლში ვარ და არ ენერვიულა ჩემზე.თან უკვე დაძინებას ვაპირებდი. პასუხს არ დავლოდებივარ ისე გავთიშე ისევ ტელეფონი და ტანსაცმელ გაუხდელად შევწექი საწოლში. მესიზმრება რომ ომია და ქვემეხების ხმა მესმის. მე სადღაც სამალავში ვარ შემძვრალი და მოკუნტული,შეშინებული ვისმენ ამ ხმებს. უცებ ყველაფერი ჩაწყნარდა. დავმშვიდდი კიდეც და ნელ- ნელა ძილის ბურანიდან გამოვერკვიე. თვალები ფართედ გავახილე და მივხვდი რომ ჩემს ოთახში ვიყავი,ნაომარის კვალი კი არსად იყო. სიხარულით წამოვხტი უცებ საწოლზე,მაგრამ ადგილზე გავშეშდი... საწოლის წინ რობაქიძე იდგა განრისხებული სახით და მიყურებდა..

* * *

მისი დანახვისას ისეთი შიში დამეუფლა ადგილს მიმაყინა. თვითონაც არც ხმას იღებდა და არც ადგილიდან იძვროდა. გაბრაზებული თვალებით მომჩერებოდა და ლამისაა ალი მომედებოდა მისი მზერისგან.
_ უნდა მეჩხუბო?- ამოვიღე ხმა და საწყალი ბავშვივით მოვიბუზე.
_ საკმარისი იქნება შენთვის ჩხუბი? რამეს შეგაგნებინებ? რატომ ხარ ასეთი თავნება? თეა რატომ მიშლი ნერვებს,რატო?...- ერთდროულად მომაყარა კითხვების კორიანტელი.- რა იყო ეს გამოქცევა?
_ არ გამოვქცეულვარ. წამოვედი!..- ვთქვი მოჩვენებითი მხნეობით და წარბ აწევით.
_ აჰ წამოხვედი, არა?- დამცინავი იყო მისი ტონი.
_ დიახაც.- ვუპასუხე და საწოლიდან ჩამოვედი.- რა ცუდი სიზმარი ვნახე უუფ.- ჩავილაპარაკე ხმამაღლა და რობაქიძეს გვერდი ავუარე. სამზარეულოში გავედი.- შეგიძლია წახვიდე.- გამოვძახე მერე.
_ ჯერ არ დაგვისრულებია საუბარი.გეკითხები რატომ გამოიქეცი?
_ არ გამოვქცეულვარ რა ვერ გაიგე? სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და აუცილებელი იყო ჩემი ჩამოსვლა და საერთოდაც რატომ გელაპარაკები ამდენს და რატომ გაძლევ ახსნა განმარტებებს? მინდოდა და წამოვედი. დაწყნარდი?- სიბრაზე მომერია.
_ ვიღაც ძალიან მწარედ მოიტკუცება ახლა..- თქვა და ცინიკურად ჩაიცინა.
_ უკაცრავად და რაა?
_ რაც გაიგე ჭირვეულო, ქალბატონო თეა.- მითხრა და ჩემკენ წამოვიდა. სამზარეულოს კარადას ლამის ავეკარი რომ მიახლოვდებოდა.
_ რა გინდა შემეშვი ახლა.- დავბრიცე სახე.
_ წეღან დიდ გულზე იყავი,მიდი,მიდი გაიმეორე.. რა თქვი,რატომ წამოვედიო?- არ წყვეტდა დაცინვით ლაპარაკს.
_ რა გინდა? რა უნდა მიქნა? შემეშვი რა გეხვეწები.- მუდარა გავურიე ხმაში და თვალების სწრაფი მოძრაობით სამზარეულო დავზვერე,თუ როგორ უნდა დავსხლტომოდი ხელიდან რობაქიძეს.
_ სოფლიდან როგორ წამოხვედი გოგო.. - ხმა ახლა გაამკაცრა და ისევ სიბრაზე ჩაუდგა თვალებში.- იცი შენ ახლა რისი ღირსი ხარ?- ხმას ვერ ვიღებდი. მისი მზერა მაშინებდა და ისევ გაქცევაზე ვფიქრობდი.უფრო ახლო მოვიდა ჩემთან და ორივე ხელით კარადას მიეყრდნო,მე მის მკლავებში ვიყავი. ძალიანაც რომ მეცადავერსად ვერ გავძვრებოდი. თავი გვერდზე გავწიე და თვალები ისე მაგრად მოვხუჭე,თითქოს ვემზადებოდი ტკივილის ასატანად. ველოდი,რომ საცაა რობაქიძე სახეში სილას გამაწნის-თქო,იმდენი რისხვა იდგა მის თვალებში.მის ცხელ სუნთქვას უფრო ახლოს ვგრძნობდი. გული ამოვარდნას მქონდა. მძიმედ და ღრმად ვსუნთქავდი. რობაქიძეს დუმილი და ჩემთან სიახლოვე გაუგრძელდა. ცალი თვალის ფრთხილად გახელა დავიწყე რომ მისთვის შემეხედა.- რა სულელი ბავშვი ხარ.- მითხრა ღიმილით და ლოყაზე ფრთხილად მაკოცა.მისმა საქციელმა უფრო დამაბნია ვიდრე მისმა სიბრაზემ რამოდენიმე ხნის წინ.
_ არ უნდა მეჩხუბო? - ვთქვი გაპარული ხმით.
_ თუ კითხვაზე გამცემ სწორ და მართალ პასუხს ვეცდები არ გეჩხუბო... ახლა კი გეკითხები!.. რატომ წამოხვედი სოფლიდან.- მკითხა და ჩემს პასუხის მოლოდინში გაისუსა. მდგომარეობას კი არ იცვლიდა,ისევ იმავე პოზაში იყო.
_ ასე ახლოს ნუ დგახარ ვერ ვსუნთქავ.- გული მომეცა და ხმა ამოვიღე უფრო თამამად.
_ არა ასე უნდა იყო. მეც ვერ ვსუნთქავდი რომ გავიგე თეა წავიდაო.- თქვა და კიდე უფრო ახლოს დამიდგა.თითქმის ჩვენი ტანსაცმელი ერთმანეთს ეხებოდა.- და შეკითხვა ისევ ძალაშია.
_ იმიტომ წამოვედი რომ არ მინდოდა იქ გაჩერება სადაც შენ იყავი.- დადა უცებ შეცბა ჩემგან ეს რომ მოისმინა,მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნა და ისეთი სახე მიიღო მიმახვედრა "გააგრძელე გისმენ"-ო. - მეტი არაფერი.
_ და მეტი არფერი?
_ არა,არაფერი.
_ ასე ძალიან გიყვარვარ?- მკითხა უცებ მოულოდნელად. ეს შეკითხვა ჩემთვის ისეთი მწველი შეიქნა სუნთქვა შემეკრა,თიტქოს წამის წინ დუღარე წყლის წვეათები დამცემოდა სხეულზე. სახე ტკივილისგან დავმანჭე. დუმილი ვარჩიე და ისევ თვალების დახუჭვა. მისი სიახლოვე კიდევ უფრო მწვავდა მთელ სხეულს.ვგრძნობდი რობაქიძის სხეულის ვიბრაცია,როგორ იყო დაძაბული ჩემთან სიახლოვისას და როგორ ცდილობდა თავი ეკონტროლებინა,მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოერია თავს და...- მაგიჟებ,ჭკუიდან გადაგყავარ..- ბუტბუტებდა თავისთვის და ცხვირის წვერს ლოყაზე მიხახუნებდა.მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა,ცოტას და თავს დავკარგავდი ალბათ მისი სიახლოვით გამოწვეული რომ არა მისი ნათქვამი სიტყვები.- მაგრამ შენ ჩემთან სიახლოვე არ გინდა, შენ მე გამირბიხარ,შენ ჩემი გეშინია... ამიტომ ჩემი წასვლის დროა.- თან უკან გადადგა ერთი ნაბიჯი და ისეთი ხმით წარმოსთქვა,თიტქოს წამის წინ ვნება მორეული არ მდგარიყო ჩემს წინ და არ თრთოდა ჩემთან სიახლოვით.- აქაც იმტომ მოვედი,რომ დავწმუნებულიყავი კარგად იყავი თუ არა. - მისი ნათქვამი სრული შოკი იყო ჩემთვის. მაგრამ არ დავბნეულვარ,განრისხებულმა მთელი ძალით მოქნებული ხელი სახეში გავარტყი. ახ-ლა-ვე და-ტო-ვე ჩე-მი სახ-ლი!- გამოვცერი კბილებში დამარცვლით. ჩემმა ხმამ მე თვითონ შემაკრთო. თვალები ცრემლით ამევსო,მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი დამეგუბებინა მლაშე სითხე და სადინარი არ მიმეცა მისთვის. ხელი გასასვლელი კარებისკენ გავიშვირე. რობაქიძე თითქოს და მოელოდა ჩემგან ასეთ ქცევასო და სრულიად მშვიდად მაქცია ზურგი და სახლი დატოვა. - თავხედიიი!- ვიყვირე ბოლო ხმაზე.- თავი ვინ ჰგონია?! მე შენ გიჩვენებ როგორ უნდა დაცინვა.- ოთახში ადგილს ვერ ვპოულობდი,გიჟივით ბოლთას ვცემდი და ღრმად ვსუნთქავდი,რომ არ ავტირებულიყავი. შესუნთქვაში მინდოდა ჩამეკლა თვალზე მომდგარი ცრემლები.
სასწრაფოდ ჩავიცვი და გარეთ გავვარდი.

* * *

რაც შემეძლო თავი ხელში ავიყვანე და არ ვიტირე. გარეთ,ჰაერზე გასვლამ დამეხმარა ძალიან. ცოტა გონს მოვეგე გრილი ჰაერის სუნთქვისას. ირგვლივ ღამის და ზამთრის სიჩუმე სუფევდა. სადმე წასვლა არც მიფიქრია,უბრალოდ სუფთა ჰაერის სუნთქვა მინდოდა და იქვე კორპუსის წინ გრძელ სკამზე ჩამოვჯექი. ძალიან ციოდა. ხელები ყინვისგან გამილურჯდა, მაგრამ სახლში შესვლა არ მინდოდა მაინც. ფიქრებმა და ოცნებებმა ისე შორს და ღრმად გამიტაცა ვერც კი შევნიშნე როგორ დაიწყო გათენება და თოვა. ჩვენი უბნის მეეზოვეს ხმამ გამომაფხიზლა.
_ რას აკეთებ, შვილო აქ, ამ დილა ადრიანად? ხომ არაფერი გიჭირს?- მკითხა ძველი თბილისელისთვის დამახასიათებელი კილოთი.
_ არა ძია ისიდორ,კარგად ვარ.- ბაბუდ უფრო შემეფერებოდა ვიდრე ძიად,მაგრამ ჩვენს უბანში ყველა,დიდი თუ პატარა ძიად იხსენიებდნენ.- უბრალოდ სუფთა ჰაერი მჭირდებოდა და..- ვთქვი ნაღვლიანად.- აი თოვაც დაიწყო,რა მაგარია.- დავაყოლე მხიარულად.
_ დედა ხომ კარგად არი?
_ კი კარგად არის,ბორჯომშია ახლა.
_ შვილო,- მომმართა დაბალ ხმაზე და თან გვერდით დამიჯდა.- თუ გიყვარს რატომ უნდა იტანჯო თავი?
_ ვისზე მეუბნებით ძია ისიდორ?- დავიბენი უცებ,ვერ მივხვდი მის ნატქვამს.
_ ვისზეც ახლა ფიქრობ.- მითხრა და მის სიბერისგან დანაოჭებ სახეზე ხელი ჩამოსივა.გამეღიმა მის გამახვილებულ გონებაზე და სიყვარულით და მზრუნველობით მოვუჭირე მის მოხუც ხელს ხელი.
_ დაბნეული ვარ ძია ისიდორ, ასე არასოდეს ვყოფილვარ. გული მეუბნება რომ მიყვარს,მაგრამ გონება მირევს ყველაფერს. არ ვიცი გულს დავუჯერო თუ გონებას.- გადავუშალე გული მოხუცს.მეეზოვე ჩაფიქრდა,მერე კი მითხრა:
_ გული ჩვენი სუფთაა,სიყვარული გულს შეუძლია მხოლოდ გონებას კი არა.გული დიდი გონებაა ადამიანის. ხოლო ჩვენი გონება მხოლოდ და მხოლოდ ამქვეყნიურს და მატერიალიზმს აღიქვამს. თუ გინდა ბედნიერი იყო სიყვარულით, განცდით და ემოციით შვილო,მიენდე გულს. თუნდაც ეს ყველაფერი რამოდენიმე საათს გაგრძელდეს... მთავარი ის არის,რომ შენ ეს განიცადე. სიყვარულის განცდა რჩეულთა ხვედრია.სიყვარულისთვის ღამეების თენება განა ყველას შეუძლია?!...- მოხუცის ნათქვამმა გული ამიჩუყა და ცრემლები ჩამომცურდა სახეზე.
_ მაგრამ რომ მეშინია? ტკივილის მეშინია ძია ისიდორე.- ვთქვი თითქმის ჩურჩულით.
_ შენ ადამიანური ტკივილი გაშინებს?.. მოდი ასე გეტყვი,არ უნდა შეგეშინდეს,რადგან შენ თუ ყველაფერს ჩადებ ამ გრძნობაში შიშიც გაქრება. და რატომ იცი? ბოლოს თუ ყველაფერი კრახით დასრულდება,შენ საკუთარი თავის მიმართ მართალი იქნები,რადგან შენ ყველაფერი გააკეთე ამ სიყვარულისთვის. იფიქრებ ახლა,რომ სწორედ რომ ყველაფერი გავაკეთე და არაფერი გამოვიდა ბოლოს მაინცო... იცი რა ჩემო შვილო? თუ სიყვარულია,იმას ბოლო არ აქვს,და თუ დასრულდება მაინც არ უნდა გეტკინოს,რადგან.. კიდევ ერთხელ გეუბნები შენ ბედნიერი და კმაყოფილი უნდა იყო იმით რაც განიცადე.ეს ქვეყანა ისეა მოწყობილი ჩემო გოგონა, ერთი ადამიანით არ იწყება და არ მთავრდება ჩვენი-ადამიანების ცხოვრება. ნურაფრის გეშინია. შიში სუსტების საქმეა. ხომ არ გინდა რომ სუსტი იყო?- მკითხა თბილი ღიმილით. მეც გავუღიმე და თავი გავაქნიე უარის ნიშნად.- ჰოდა აბა ნუ დარდობ!..- მოხუცის საუბარმა იმდენად ამავსო დადებითი ემოციით,საკუთარი თავის რწმენით და იმედით,რომ წამში შეცვალა ყველაფერი ჩემში.მადლობის ნიშნად მეეზოვეს მოვეხვიე.
_ შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა ძია ისიდორ. რომ იცოდე როგორ მიშველე.- ვუთხარი გულწრფელად.
_ აგრე შვილო,გაიღიმე და იხალისე.- თვითონაც გამიღიმა. თოვამ იმატა. ფოთოლ გაცვენილი ხეები ნელ-ნელა თეთრი საფარით იფარებოდა. ეზო ბავშვების ჟრიამულმა აავსო. ირგვლივ ყველაფერი გამოცოცხლა თითქოს. ყველაფერი მელამაზებოდა და მაბედნიერებდა. თოვლმა და მოხუც მეეზოვესთან საუბარმა ჩემში ახალი მე აღმომაჩენინა. ტელეფონი ჩავრთე. გაცდენილი ზარებიდან დედას ნომერი ავარჩიე და და დავურეკე. ვუთხარი რომ უკვე თბილისში ვართქო. გაიოცა და იწყინა ჩემი,როგორც თვითონ თქვა "ამ თავიდან იმ თავში" სიარული და დასძინა რომ ვეღარ მცნობდა. მერე ანასთან დავრეკე. მითხრა,რომ რობაქიძე ლექსოს მანქანით ყოფილა წამოსული და ახლა დაბრუნდაო.
_ დილით ჩვენც მოვდივართ თბილისში.. - მითხრა ანამ.
_ ის როგორ არის? - ვკითხე დადაზე.
_ არ ვიცი თქვენს შორის რა მოხდა,მაგრამ ფაქტია,რომ კარგი არაფერი. ადამიანის სახე არ აქვს.
_ ის მიიღო რაც ეკუთვნოდა.
_ თუ არ ვცდები ხვალ მიდის ესპანეთში. გავიგონე ლექსომ რომ უთხრა ხვლა მე წაგიყვან აეროპორტშიო.
_ ხვალ? - თითქმის შევიცხადე.
_ ხო ხვალ და ტირილი მერე გვიან იქნება.
_ არ ვტირი.. რომ ვუყვარდე დარჩებოდა.- ვთქვი უტეხად. არადა იმის წარმოდგენამ,რომ დადა მიდიოდა და ვერ ვნახავდი გული შემიკუმშა.ანას მალევე დავემშვიდობე. მთელი დღე სახლში ვიყავი,არსად არ გავსულვარ. არც მქონდა სადმე წასვლის სურვილი. სიამაყეს გადავაბიჯე და რობაქიძის ნომერი ავკრიბე ჩემს მობილურზე. ავტომოპასუხე მატყობინებდა,რომ ტელეფონი გათიშული იყო. "უნამუსო,ესეც ზედმეტი იყო რომ დაგირეკე" ვთქვი ბრაზით ხმამაღლა და მობილური მოვისროლე. ხუთიოდე წუთიც არ იყო გასული რომ ზარი გაისმა.მობილური რეკავდა. აჩქარებული გულით მივვარდი ტელეფონს,მეგონა დადა იყო... მაგრამ ზარი ბორჯომიდან იყო.
_ ჰო ძია,როგორ ხართ? - არ ვაცალე ხმის ამოღება ზარის ავტორს.
_ ქალბატონო!..- ყურმილში მამაკაცის სრულიად უცხო ხმა გაისმა.- მე საგზაო პოლიციის თანამშრომელი ვარ. შემთხვევის ადგილზე მობილური ტელეფონი ვიპოვეთ და გადავწყვიტეთ რომ ახლობლებისთვის ასე შეგვეტყობინებინა...
_ ვაიმე რა მოხდა თქვით.- ხმა შეშლილის გამიხდა.
_ ავტო საგზაო შემთხვევაა. დაზარალებული როგორც სჩანს ბიძათქვენია.- თავზარი დამეცა ამის გაგონებაზე.- მას საბუთები არ აღმოაჩნდა მანქანაში,ამიტომ დაგვჭირდა მისი მობილურის გამოყენება.
_ რა ამბობთ. ღმერთო... როგორაა? ცოცხალია?- უკვე ვტიროდი.
_ უგონო მდგოარეობაშია და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.
_ ახლავე მოვდივარ.- ჩავძახე ოფიცერს ყურმილში და სახლიდან გავვარდი.მთელი გზა ვიძახდი "ღმერთო გადაარჩინე". საავადმყოფოში მისულს ბიძაჩემი უკვე ნაოპერაციები დამიხვდა და რეანიმაციულ პალატაში გადაყვანილი. ექიმებმა მითხრეს,რომ ნარკოზიდან ჯერ ვერ გამოვა და მის ნახვას დღეს ვერ შევძლებდი.მაგრამ მდგომარეობა სტაბილური იყო. ბიცოლამ და დედაჩემმა არაფერი იცოდნენ. მათთან წავედი სახლში. ხელ- ფეხი მეყინებოდა. როგორ უნდა მეთქვა მათთვის ეს ამბავი სიტყვებს ვეძებდი გონებაში. ბიცოლამ მხიარულად მიმიღო,როგორც სჩვეოდა ისე.დედა ცოტა ნაწყენი შემხვდა.
_ მისმინეთ,- წამოვიწყე საუბარი.- ოღონდ არ ინერვიულოდ გთხოვთ.- ყველამგაფართოვებული თვალებით შემომხედა. მათ მზერაში შიში დავინახე.- ბიძია ავარიაში მოყვა... - ამის გაგონებისას ქალებმა კივილი მორთეს.- მაგრამ ახლა კარგადაა, არ ინერვიულოთ გეხვეწებით.- ვცდილობდი მათ დამშვიდებას. დედა ძმას ტიროდა,ბიცოლა ქმარს,ბიძაშვილები მამას. ყველას ერთად დამშვიდება მიწევდა. არ აქცევდნენ ჩემს ნათქვამს ყურადღებას,რომ გავიძახდი ახლ უკეთაათქო. მთელი ღამე და მეორე დღე საავადმყოფოში გავატარეთ. სტაბილური მდგომარეობისა,მაინც ძალიან უჭირდა ბიძაჩემს ნარკოზიდან გამოსვლა და გონს მოსვლა. ბინდდებოდა ანამ რომ დამირეკა.
_ დღეს მთელი დე ვცდილობდი შენთან დაკავშირებას და ვერ დაგირეკე.
_ რა ვიცი,ალბათ არ იჭერს აქ ტელეფონი. ბორჯომში ვარ...-ვუთხარი დაღლილი ხმით.
_ ბორჯომში ხარ?- გაიოცა ანამ.- მე კიდე ვიფიქრე...
_ რა იფიქე?..
_ ლექსო წავიდა უკვე აეროპორტში და.. ვიფიქრე,შენ... შენ.. დადას შეაჩერებდი. არ გაუშვებდი...- მითხრა ცოტა მორიდებით ბუდულის ცოლმა.გავჩუმდი. წარმოვიდგინე,რომ მე მართლა მივიდოდი აეროპორტში და მას წასვლის უფლებას არ მივცემდი. იქნებ მართლა გამეკეთებინა ეს,რომ არა ბორჯომში ყოფნა.
_ ანა,ახლა ყველაზე ნაკლებად ვფიქრობ დადაზე. ბიძაჩემი ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში ვართ.
_ ვაიმე რას მეუბნები თეა. ღმერთო რა სულელი ვარ,მე კიდე რაებზე გელაპარაკებოდი.- შეიცხადა ანამ.- როგორ არის?- მდგომარეობა ავუხსენი. მალევე დავემშვიდობე. მთხოვა,რომ არ მენერვიულა და შემეტყობინებინა ბიძაჩემის მდგომარეობა. შუა ღამე იყო,ექიმმა რომ გვახარა ძიას გონზე მოსვლა,მაგრამ ნახვის უფლება მხოლოდ ბიცოლაჩემს მისცეს და ისიც რამოდენიმე წუთით. რამოდენიმე დღეში ბიძაჩემი გამოწერეს. მე და დედა თბილისში დავბრუნდით. ჩემი ცხოვრება ნელ- ნელა ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა. სამსახურში დილიდან საღამომდე ვიყავი. ადრიანი ისევ თბილად იყო ჩემს მიმართ განწყობილი. ანასგან ვიცოდი,რომ რობაქიძე უკვე ესპანეთშია.
_ იცი? ლექსომ მითხრა, წასვლის წინ თურმე თვალებს აქეთ-იქით აცეცებდაო,ბოლო წუთამდე სჯეროდა რომ შენ მიხვიდოდი იქ დასამშვიდობებლად მაინც.
_ მან მე სახლში დამემშვიდობა.- ვუთხარი გულის ტკივილით.- დავურეკე,მაგრამ გამორთული ჰქონდა ტელეფონი. რომ ეპასუხა ალბათ ახლა აქ იქნებოდა. მერე ბიძაჩემის ამბავი მოხდა და ხომ გესმის... არაუშვას,მას უნდოდა მე ბედნიერი ვყოფილიყავი და შეგიძლია გადასცე,რომ მე კარგად ვარ. და ამას შენ გეუბნები.. იცი ანა, მე არ ვნანობ არც ერთ წამს,რაც კი რობაქიძეს უკავშირდება.-ვთქვი მთელი სიმტკიცით.
_ ეს კარგია.მაგრამ ისიც იქნებოდა კარგი ერთად რომ ყოფილიყავით.- თქვა დანანებით ბურდულის ცოლმა.
_ რას ვიზამთ,განგებაა ასეთი,ზოგჯერ ისე არ ხდება როგორც გვინდა.- ვნახე გამოსავალი და თავის გასამართლებელი.
_ არ არის სწორი ეგ. როცა ისე არ ხდება,როგორც გვინდა ამაში დამნაშავეები ჩვენ ვართ და არა განგება.
_ მართალი ხარ ალბათ.- დავეთანხმე მას....
იანვარი თვალსა ხელს შუა მიიწურა. ვატყობდი,რომ ყოველი დღე ერთმანეთს დაემგვანა და არ ვცდილობდი არაფრის შეცვლას. მხოლოდ იმას ვცდილობდი,რაც შეიძლება მეტად დავკავებულიყავი,რომ რობაქიძეზე ფიქრის დრო არ მქონოდა.ადრიანის რამოდენიმე შემოთავაზება,სადმე ბარში წავსულიყავით უარს ვამბობდი სულ. დაღლილობას ვიმიზეზებდი. ერთ დღესაც ბურდულის ზარი გაისმა ჩემს მობილურზე.
_ თეა როგორ ხარ?
_ არამიშვას,შენ როგორ ხარ?
_ მეც არამიშვას. შენმა დაქალმა შემჭამა და დამარეკინა ახლა შენთან.- მითხრა სიცილით.- შენ უფრო დაგიჯერებსო.
_ ჰო? და რა უნდა დაგიჯერო?- მეც გამეცინა.
_ ვალენტინობას ვიკრიბებით რესტორანში. ჩემი მეგობრების და ანას რამოდენიმე კურსელი. რა თქმაუნდა შენც. ჰოდა გელოდებით. ხვალ საღამოს გამოგივლით და ერთად წავიდეთ.
_ კარგით რაა.. - ვთქვი წუწუნით.
_ აბა,აბა.. არ იყოს ეგეთები..- შემაწყვეტინა ბურდულმა.
_ აღარც მაწუწუნოთ ახლა.- ვთქვი სიცილით.- ანდა ასე უცებ როგორ მოვემზადო? ოო მართლა კარგით რააა.
_ შენ ისეთი ყოჩაღი ხარ,მოასწრებ ყველაფერს. აბა ჰე,ხვლა გამოგივლით.- ტელეფონი გავთიშე და ჩემდაუნებუად ფიქრით თვალი ჩემს გარდერობს გადავავლე. რესტორნისთვის დამახასიათებელი ჩასაცმელი არაფერი მქონდა.სამსახურიდან ადრე გავენთავისუფლე ადრიანს და მაღაზიებში სახეტიალოდ წავედი. "შენი დამსახურებაა ახლა აქ რომ ვბოდიალობ" მივწერე ანას შეტყობინება.რამოდენიმე წუთში პასუხი მომივიდა."მეჯლისივით იქნება ეს საღამო და რამე განსხვავებული თან შენეული ჩაიცვი"-ო. " მეჯლისიღა მაკლდა ახლა" მივწერე სიცილით. "რაღაცით ხომ უნდა გავერთოდ და დასამახსოვრებელი დღეები ხომ უნდა შევძინოთ ჩვენს ცხოვრებას"-ო დამიბრუნა სმს მეგობარმა. რატომაც არა?! გავიფიქრე და უფრო მეტი სტიმულით დავუწყე საღამოს კაბებს თვალიერება. ბოლოს ისეთი შევარჩიე როგორიც ანამ მირჩია და მეც მომეწონა. მეორე საღამოს გამოვეწყვე მუქ ცისფერ საღამოს კაბაში და ანას და ბურდულს დავუწყე ლოდინი. დედაჩემის სიხარულს და სიამაყეს საზღვარი არ ჰქონდა.უხაროდა და ეამაყებოდა ჩემი ვიაზუალი.გრძელი კაბა უფრო მეტ სინაზეს და ქალურობას მატებდა ჩემს სხეულს. როგორც იქნა მოვიდნენ ანა და ლექსო და მეც ჩავედი დაბლა.
_ ვაიმე თეა რა ლამაზი ხარ.- შეიცხადა ანამ და გადამეხვია.- ლექსო შენ ამ საღამოს არ სვამ დაიმახსოვრე.- გააფრთხილა სერიოზულად ქმარი.მერე კი სიცილით დააყოლა:- ამდენ ლამაზ გოგოებს მიხედვა ხომ უნდა.ბურდულს არაფერი უპასუხია ცოლისთვის,მხოლოდ ჩაიცინა და თვალი ჩაუკრა.
_ შენც ძალიან ლამაზი ხარ. საუცხოო კაბა გაცვია.- შევუქე ანას ბროწეულისფერი ტანზე მჭიდროდ მომდგარი გრძელი კაბა.თმები მაღლა აეწია და გვერდით წუთელი ვარდი დაემაგრებინა. ტუჩები წითელი პომადით ჰქონდა შეღებილი და რომ შეხედავდით ესპანელი მოცეკვავე ქალის იერს ტოვებდა. ისე უხდებოდა ეს ყველაფერი მის სხეულ,კანის ფერს და მიხვრა-მოხვრას,ადამიანი გულცივად ვერ ჩაუვლიდა გვერდით. ბურდული კი შარვალ-კოსტუმში და ყელზე "ბაბოჩკით" იყო. საოცრად უხდებოდნენ ეს წყვილი ერთმანეთს. რესტორანი საკმაოდ თანამედროვე დიზაინის აღმოჩნდა. წვეულება საკმაოდ მხიარულ ნოტაზე დაიწყო. ძალიან ახლობლური გარემო იყო. სულ ვიქნებოდით ოცი ადამიანი ჩვენს მაგიდასთან. არ გამომპარვია მამაკაცების მზერა ჩემკენ მომართული. რაც ცოტა უხერხულობას და ამავდროულად სასიამოვნო მომენტს მიქმნიდა.
_ ხომ არ გვეცეკვა? - ჩემთან ლექსოს მეგობრებიდან მოვიდა ერთი ბიჭი როდესაც წყნარი მუსიკა დაიწყო.
_ მე ცეკვა არ მიყვარს.- ვცადე კულტურულად მეთქვა უარი.
_ არაუშვას... ცეკვის შეყვარებას არ გთხოვ,ჩემთან ერთად მინდა იცეკვო. გთხოვთ!..- მომიგო ბიჭმა. კიდევ უარის თქმა არ გამოდიოდა,ამიტომ მის ნებას დავყევი და საცეკვაოდ გავყევი. დარბაზში ვალსის ტანგები ისმოდა.
_ მე ნიკუშა ვარ. ლექსოს მეგობარი.- გამეცნო მეწყვილე.
_ ძალიან კარგი. მე თეა ვარ ანას მეგობარი.- გავეცანი მეც და გონებაში გავიფიქრე "ღმერთო მალე დამთავრდეს მუსიკა"-თქო.
_ თქვენზე ბევრი მსმენია.- მითხრა მოულოდნელად.
_ ჰო?- გავიკვირვე.- და საიდან?
_ მოდი ეს საიდუმლოდ დარჩეს.- თქვა მორიდებული ღიმილით.
_ ინტრიგანი ხართ!- ვუთხარი მეც ღიმილით.
_ შეიძლება ასეც ითქვას.- დამეთანხმა მხიარულად.არაფერი ვუთხარი,მხოლოდ გავუღიმე ისევ. ცეკვა სიჩუმით განვაგრძეთ. მალევე დასრულდა კიდეც. ნიკუშამ მადლობა გადამიხადა,ხელზე მეამბორა როგორც ჯელტმენს სჩვევია ისედა ჩემი ადგილისკენ წავედი. ის იყო დაჯდომას ვაპირებდი,რომ დარბაზში ისევ გაისმა წყნარი მუსიკის ჰანგები,ვიფიქრე კიდევ არ დამპატიჟონ საკვაოდ-მეთქი და სასწრაფოდ დავჯექი სკამზე. ანას და ბურდულს დავუწყე თვალებით ძებნა.ცეკვავდნენ. ერთმანეთს სიყვარულით შეჰყურებდნენ. მათი შემხედვარე ადამიანს სიყვარული მოგინდებოდა.
_ ჩვენც შეგვიძლია ისე ლამაზად გვიყვარდეს და მათსავით ვუყურებდეთ ერთმანეთს.- გაისმა რობაქიძის ჩურჩული ჩემს ყურთან.ადგილზე გავშეშდი.თავის მობრუნების შემეშინდა.ვიფიქრე,რომ მეჩვენება და რომ მოვბრუნდე ის იქ არ დამხვდება- თქო.
_ მეჩვენება ჰო?- ვთქვი ხმამაღლა აკანკალებული ხმით და თავი მოვაბრუნე.- მართლა შენ ხარ...- ვთქვი ბუტბუტით და სახე სიხარულის ცრემლების გადმოსადენად მომებრიცა.რობაქიძე იდგა და სიყავრულით,მონატრებით,ვნებიანი მზერით მიყურებდა. არც დავფიქრებულვარ ისე გავიწვდინე ხელები და მთელი ძალით შემოვხვიე კისერზე...


იმ წამს ჩემთვის არავინ და არაფერი არსებობდა რობაქიძის გარდა.სიხარულს სხეულში ვერ ვატევდი.მთელი ძალით ვხვევდი კისერზე ხელებს და მის სურნელს ღრმად ვისრუტავდი. თვითონაც შემოეჭდო ჩემს ზურგზე მკლავები და ფრთხილად მიჭერდა.ვგრძნობდი მისი სისხლის შხუილს ვენებში გიჟივით რომ მოძრაობდა.მესმოდა გულის ცემა,რომელიც მამცნობდა მონატრებას და სიყვარულს.
_ ასე ძალიან მოგენატრე? - მითხრა შეცვლილი და სითბო ჩამდგარი ხმით.უცებ მოვეგე გონს,მივხვდი,რომ თავი გავეცი. ხელები ნელა შევუშვი მის კისერს და ერთი ნაბიჯით უკან დავიხი.თან ვცდილობდი დამეფარა ის მღელვარება რაც იმ წამს დამეუფლა.გაუზრებლად თმების სწორება დავიწყე.
_ უბრალოდ გამიხარდა რომ დაგინახე,არ ველოდი შენს აქ ნახვას.- ვუთხარი დამაჯერებელი ტონით.
_ აჰა, უბრალოდ არა?- მკითხა ეჭვნარევი ტონით,თან შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ჩაიცინა.- არადა მე სხვა რამ ვიგრძენი.
_ რა არის იმაში გასაკვირი,რომ უბრალოდ გამიხარდა შენი ნახვა?- ვცდილობდი უფრო და უფრო დამაჯერებელი ტონი მქონოდა.- ისე აქ საიდან გაჩნდი?- ვკითხე და გავუღიმე.წამით გაჩერდა,პასუხი შეაყოვნა,მერე რაღაცის სათქმელად მოემზადა,მაგრამ ისევ შედგა,ეტყობა გადაიფიქრა რაც უნდა ეთქვა.
_ რავიცი,საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და მიტომ ჩამოვედი.- მითხრა და ბეჭები აიწურა.
_ აა... წარმატებებს გისურვებ.
_ მადლობა.... ისა შენ დაჯექი აქ,მე ლექსოს ვნახავ და მერე უნდა გავიდე.- წელზე ხელი მომხვია მსუბუქად და ჩემი ადგილისკენ მიმითითა. არ შევიტყე გაბრაზება.გავბრაზდი იმტომ,რომ უკვე წასვლას აპირებდა.
_ კარგი,მაშინ ნახვამდის.- დავემშვიდობე და სწრაფად დავჯექი სკამზე.
_ ნახვამდის.- გამიმეორა თვითონაც და წავიდა."ან მოსვლა რა იყო და ან წასვლა?!" ვკითხე საკუთარ თავს. თვალი გავაყოლე მიმავალ დადას."ცუდო ბიჭო შენ! ასე რატომ მიყვარხარ და რატომ ვერ გეუბნები ამას" განვაგრძობდი კითხვების დასმას. რობაქიძე მოცეკვავე წყვილს მიუახლოვდა. ანას გაკვირვება და ღიმილი აღებეჭდა სახეზე დადას დანახვისას. ლექსო დიდად არ გაოცებულა ღიმილით და ხელის ჩამორთმევით მიესალმა მეგობარს,მერე ახლოს მიიწიეს ერთმანეთთან და რაღაც უჩურჩულა რობაქიძემ ბურდულს ყურთან.ალექსანდრემაც თავის დაქნევით დაეთანხმა ნათქვამს. ინტერესი წარბის აწევით გამოვხატე.მუსიკაც დამთავრდა. ანა ჩემკენ წამოვიდა. სახე ჰქონდა აი ისეთი,რომ დაინახავ და მაშინვე წაიკითხავ მის ფიქრებს.. "შენ ეს ნახე?" ვკითხულობდი ბურდულის ცოლის სახეზე. წარბების აწვით და თავის დაკვრით ვანიშნე,რომ ვნახე.
_ მოკლედ ორივემ ძმაკაცებმა რა იდუმალი და პომპეზური გამოჩენა იციან.- მითხრა კისკისით.
_ ნუ იტყვი.- გავიცინე მეც,არადა გულზე ვიყავი შემოყრილი.
_ რაო რამინდაო?
_ რავიცი,საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და მიტომ ჩამოვედიო.
_ რა საქმეები აქვთ ნეტა?- უცებ ჩაფიქრდა ანა.- ლექსოსაც რაღაც უთხრა ჩუმად. იმედია რაიმე ცუდი არ ხდება.
_ კარგი რა ცუდზე ნუ ფიქრობ და სულ შიშით ნუ ხარ.
_ რავიცი გიჟები არიან,რა ხუშტური მოუვლით თავში.
_ არაფერიც არ მოუვლით. კარგად იქნებიან ძაან.
_ სხვა არაფერი გითხრა შენ?
_ არა მეტი არაფერი.- ვთქვი ბრაზით და მოსაუბრე ძმაკაცებს გავხედე.
_ არც მომენატრე და არც არაფერი?- გაკვირვებას ვერ მალავდა ანა.
_ ნწ,არაფერი. ისა მე რომ წავიდე შენ ხომ არ გეწყინება? დავიღალე,ამ ხმაურმა დამღალა და თან ხომ იცი ლელა უჩემოდ არ დაიძინებს.- მოვიმიზეზე დაღლილობა და დედაჩემი წასავლელად. კარგი წადი.არ მეწყინება არა. მომიკითხე ლელა დეიდა.- მეგობარს დავემშვიდობე და რესტორნიდან გამოვედი. ტაქსი გავაჩერე და სახლის მისამართი ვუკარნახე. რამოდენიმე ხანში ტანსაცმელს ვიცვლიდი,თან რობაქიძეზე ვფიქრობდი.ვიხსენებდი მის მოსვლას,ჩახუტებას,სურნელს,სხეულის მხურვალებას და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. "რა უნდა ამ ბიჭს ჩემგან,თუ ვუყვარვარ უფრო თბილად და გულახდილად რატომ არ მექცევა? და თუ არ ვუყვარვარ რატომ მაძლევს იმის საბაბს რომ მასზე ასე ვფიქრობდე?" ამ ფიქრებში მივეცი ძილს თავი. შუა ღამე იქნებოდა,ძილში მოუსვენრობა დამეწყო. ვერ ვისვენებდი. ჩემთვის ყველაზე კომფორტულია,როცა ვწვები აუცილებლად საბანი უნდა ჩავიხუტო. ახლაც ასე ვაპირებდი,საბანს დავქაჩე რომ კარგად ჩავბღაუჭებოდი და მოუსვენრობა განმეგდო,მაგრამ არ მომყვა ჩემს ნებაზე,რაღაც სიმძიმე აკავებდა. გვერდი ვიცვალე და მეორე მხარეს გადმოვბრუნდი. უცებ ნაცნობი სურნელი ვიგრძენი. თვალები სწრაფად გავახილე, გვერდით რობაქიძე იწვა გვერდულად,სახით ჩემკენ და მიყურებდა. შიშისგან და მოულოდნელობისგან არ ვიცოდი რა მექნა,დავიბენი,მეყვირა თუ გამხარებოდა ვერ გავერკვიე.
_ უბრალოდ მინდა გიყურო მძინარეს.- მითხრა ჩურჩულით და ცხვირზე მაკოცა.
_ აქ როდის შემოხვედი,დედაჩემი სახლშია.-ვთქვი ძლივს და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
_ არც ისე დიდი ხანია. ვიცი ჰო,ვნახე და ეძინა.- თქვა,თან უკეთ მოკლათდა საწოლზე.
_ რატომ მოხვედი...- ხმაში ცრემლი გამერია.
_ საბანის ჩახუტებას არ გირჩევნია მე რომ ჩამეხუტო და ისე დაიძინო?- მითხრა ღიმილით და თმებზე მომეფერა.არაფერი ვუთხარი. თავს და სურვილს წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი,იმდენად მჭირდა რობაქიძე უკვე. მეც გავუღიმე, მერე ლოყაზე ვაკოცე და თავი გულზე დავადე...


* * *

არ მახსოვს როდის ჩამეძინა,მაგრამ ის კი მახსოვს თუ როგორ თბილად და სათუთად ვყავდი გულზე მიკრული რობაქიძეს. დილით რომ გამეღვიძა დადა წასული დამიხვდა უკვე. წამით გული ჩამწყდა,მეწყინა მისი წასვლა ასე გაუფრთხილებლად.მაგრამ მერე ისიც გავიფიქრე რა მოხდებოდა დედაჩემს რომ ვენახეთ ერთად. უცებ დავმშვიდდი,სახეზე კმაყოფილება ავიკარი ტკბილი ძილისგან გამოწვეული და საწოლში გავიზმორე. მერე თავი მოვიწესრიგე,დედას დავემშვიდობე და სამსახურის გზას დავადექი. ადრიანი როგორც ყოველთვის პოზიტიური განწყობით იყო დღესაც.მხიარულად მოგვესალმა და კაბინეტში დამიბარა.
_ დღეს საუცხოოდ უნდა გამოვიყურებოდე და შენ უნდა დამეხმარო ამაში. - გამომიცხადა ბოსმა.
_მე? - გამიკვირდა მისი თხოვნა.- რაც შემიძლია აქ ვარ.და რა მევალება.
_ მაღაზიაში უნდა წამყვე და ტანსაცმელი შემარჩევინო,თან რამოდენიმე ხელი. არ დაგეზაროს გთხოვ.- მითხრა მუდარით.
_ კარგი წავიდეთ. რომელი საათისთვის?
_ ერთ საათში გავიდეთ.
_ არ გკითხავ ასეთი საჩქარო რატომ არისთქო,თუმცა მაინტერესებს ძალიან,- ვუთხარი ღიმილით.
_ მოგიყვები ყველაფერს.- მასაც გაეღიმა. დაახლოებით ერთ საათში ადრიანის მანქანით მაღაზიების ქსელის ავტოფარეხში ვიყავით. გშაში არაფერი უთქვამს. არც მე მიკითხავს რამე. ერთხელ ვცადე რობაქიძესთან დაკავშირება მაგრამ მობილური გამორთული იყო. ანა არ შემიწუხებია რომ გამეგო დადას ასავალ-დასავალი.
_აბა რას ვყიდულობთ?
_ პორველ რიგში საღამოსთვის ჩასაცმელს. რამე კლასიკურს. მერე კი ჩვეულწბრივს, ყოველდღიურს და კიდე, ქალის აქსესუარები შემარჩევინე.
_ ოჰოო! - წამოვიძახე მხიარულად. უკვე ცხადი იყო ჩემთვის თუ რატომ ემზადებოდა ადრიანი ასე საგანგებოდ.
_ რა ოჰო?! - მკითხა სიცილით. - შენ ხომ არაფერი იცი?
_ უკვე გავიგე. მეტის ცოდნა არაა საჭირო. რა ფერის გინდა იყოს საღამოს ტანსაცმელი?- ვკითხე და თან მაღაზიაში შევედით.
_ სწორედ ამისთვის მჭირდები.- ტაში შემოკრა ფრანგმა.
_ კარგი, მაშინ დავიწყოთ. ე.ი. სად მიგყავს ის გოგო?
_ სადმე წყნარ რესტორანში ვაპირებთ წასვლას.
_ გასაგებია. მე აგირჩევ შავი შარვალ კოსტუმი და აი ის პერანგი.- ხელით მივუთითე იასამნისფერი პერანგისკენ. ბოსმა თვალი შეავლო ჩემს არჩევანს.
_ მშვენიერია.-წამოიძახა მერე.
_ ჰო კიდე ჰალსტუხი.აი ეს მოუხდება ამ პერანგს.- იქვე მუქი იასამნისფერი ჰალსტუხი შევნიშნე და ავიღე. მერე პერანგს დავავლე ხელი. ადრიანს გულზე მივადე პერანგი და ჰალსტუხი და მოჭუტული მზერით დავაკვირდი თუ უხდებოდა სახეზე ეს ფერები. - მთლად საშენოა.- ვთქვი დაბეჯითებით.
_ ჰოდა გენდობი ბოლომდე.ახლა სხვა რამეებიც ამაღებინე.- მხიარულად გადავიხადეთ ფული და ასევე მხიარულად დავტოვეთ მაღაზია. დრო ისე გავიდა ვერც კი შეევნიშნეთ.მაღაზიაში ხეტილს რომ მოვრჩით მერე იქვე პატარა კაფე იყო და იქ დავსხედით. ჩაი დავლიეთ და ადრიანმაც ამ მზადების მიზეზი მითხრა. როგორც გაირკვა საფრანგეთიდან მისი მეგობარი გოგო ჩამოდიოდა საღამოს შვიდზე თბილისის აეროპორტში და იქედან რესტორანში მიჰყავდა. მერე იმ გოგოს სურათები მანახა მობილურში ჰქონია. ჩაის სმას რომ მოვრჩით სახლამდე მიმაცილა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ. წარმატებული საღამო ვუსურვე და სადარბაზოში შესვლას ვაპირებდი როდესაც მოტოციკლის გამაყრუებელი ხმა გაისმა. ხმამ შემაკრთო,ადგილზე შევხტი. "ასე უცებ საიდან გაჩნდა აქ"- თქო გავიფიქრე იმ წამს და შემოვბრუნდი რათა დადა დამენახა. გზის მეორე მხარეს იდგა,ჯერ კიდე არ ჩამოსულიყო მოტოციკლიდან. არც ჩაფხუტი მოეძრო,ისე გააყოლა ადრიანის მანქანას თვალი. მერე ჩემკენ მოაბრუნა თავი. ძრავა არ გამოურთავს,ჩაფხუტი გადაიძრო და მრისხანე მზერა მესროლა. იმ ადგილზევე გავიყინე სადაც ვიდექი. იმდენად ამაფორიაქა მისმა შემოხედვამ. წამებში გამოვერკვიე და მისკენ გავემართე. ვცადე გამღიმებოდა.
_ როგორ ხარ?- ვკითხე უდარდელად. არადა გული მისკდებოდა ისე მიყურებდა.
_ სად იყავი? - ყოველგავრი მოსალმების გარეშე მომახალა.
_ დაიცა რა ტონი გაქვს?- შვუყარე კოპები.
_ შენ გეკითხები ამ ტიპთან ერთად რა გინდოდა?- მეგონა ხუმრობით მეკითხება და ეს სიბრაზეც ხუმრობითაათქო მაგრამ მისმა შეუვალმა ტონმა ეს ფიქრი წამში გარეკა თავიდან.
_ ის ჩემი მეგობარია და ერთ ადგილას წავყევი. მთხოვა რომ წავყოლოდი. და არ მესმის რატომ გიხსნი ამას შენ?- მეც გავბრაზდი.
_ გოგო, აბა ვის უნდა აუხსნა? - უფრო გაბრაზდა რობაქიძე.
_ რა ეჭვიანი ქმარივით მიწყობ აქ სცენებს. არავისთვის არ ვაპირებ ახსნას და განმარტებას, სადაც მინდა იქ წავალ და ვერავინ დამიშლის ამას.- განვუცხადე მტკიცედ. რობაქიძეს თიტქოს ელდა ეცაო,ისე წამოხტა მოტოციკლიდან და მკლავში მწვდა.
_ მე რომ მელაპარაკები ცოტა სიტყვებს დაუკვირდი და გაიზრე აწი ასე შენს გემოზე ვერ ივლი,მითუმეტეს ვიღაც სირ.თან ერთად.
_ მთვრალი ხარ? რამე დალიე? - ვკითხე და ვცადე ხელი გამენთავისუფლებინა მისგან.
_ მაინც და მაინც მთვარლი უნდა ვიყო,რომ ჩემს გოგოს ის ვუთხრა რაც არ მომწონს?
_ შენს გოგოს? - ვკითხე ირონიით.- აბა შენი გოგო?- მივიხედ-მოვიხედე ირგვლივ დამცინავად.
_ დამცინი ტო? - სახეზე ჩრდილმა გადაუარა უცებ რობაქიძეს და ხელი მიშვა.არაფერი ვუთხარი,რამოდენიმე წამს მიყურა,მერე ჩაფხუტი დაიფარა და მოტოციკლი ადგილს მოწყვიტა. ერთხანს გახევებული ვიდექი და იქეთ ვიყურებოდი საითაც რობაქიძე მიეფარა თვალს. მერე მობილურზე ანას ნომერი ავკრიბე.
_ როგორ ხარ ან?
_ მე კარგად,შენ რა გჭირს? რა ხმა გაქვს?
_ აუ რავი რაა. დადა იყო მოსული,ისტერიკები გამიმართა,მერე მწარედ ვალაპარაკე,გამიბრაზდა და ისე წავიდა. მგონი ძალიან ვაწყენინე.
_ რა უნდოდა?
_ ადრიანს ვახდი მაღაზიაში საყიდლებზე და ამაზე გაბრაზდა იმ სირ.თან ერთად რა გინდოდაო.
_ ანუ იეჭვიანა?
_ ჰო.ასე გამოდის.
_ კაი რა არაუშავს, არ ინერვიულო მაგის გამო.
_ ვერ ვიტან ეჭვს.და არ ჰქონდა მას უფლება ასეთი ისტერიკა მოწყო ჩემთვის.
_ არ ვიცი თეკო. აქ თუ მოვიდა დაველაპარაკები აუცილებლად.
_ არა იყოს,შეეშვი. გადაუვლის სიბრაზე და მერე მიხვდება ასე რომ არ უნდა მელაპარაკოს. - ვუთხარი ანას. მალევე დავასრულეთ საუბარი და სახლში ავედი. დედამ მაშინვე შემატყო მოწყენა. დაღლილობას მივაწერე.მერე კი დივანზე წამოვწექი. ჩამეძინა. ტელეფონის ვიბრაციამ გამაღვიძა. უკვე კარგად შებინდებულიყო. დედა ჩემთვის პლედი დაეფარებინა. თვითონ კი დასაძინებლად წასულიყო. მობილურს დავხედე რობაქიძე რეკავდა. უცებ მოვფხიზლდი.
_ გისმენ.- ვუპასუხე ნამძინარევი ხმით.
_ გაგაღვიძე? - ხმა დათბობოდა.
_ ჰო მეძნა.
_ სალაპარაკო მაქვს შენთან და უნდა ჩამოხვიდე.- ხმა კატეგორიული გაუხდა.
_ აქ ხარ მოსული? სახლში რატომ არ შემოხვედი?- გავიცინე დაბალზე.
_ მიდი,მიდი გელოდები ჩამოდი.
_ კარგი ჩამოვალ.- თბილი ჟაკეტი მოვიცვი,ფეხი ოთახის ჩუსტებში შევადგი,დედას ოთახში შევიჭვრიტე,დავრწმუნდი,რომ ძინავდა და მერე გავედი გარეთ. დაბლა ჩასულს რობაქიძე სადარბაზოსთან დამიხვდა. შორე-ახლოს კი ძრავა ჩართული მანქანა იყო გაჩერებული.
_ როგორ ხარ...არამიშავს,- გავეცი პასუხი და მანქანისკენ გავიხედე.- რა ხდება?
_ წამო მანქანაში ჩავსხდეთ. ბევრი გვაქვს სალაპარაკო.. აქ კი შეგცივდება...
_ კარგი,მაგრამ მალე უნდა ავიდე სახლში.- ორივემ მანქანისკენ წავედით. წინა კარი გამოაღო და ხელით მანიშნა დავმჯდარიყავი. მერე თვითონაც მომიჯდა გვერდით.
_ ღვედი შეიკარი.- მითხრა მკაცრად.- გაოცებით გავხედე,გამაოცა მისმა წამიერმა ცვლილებამ,წამის წინ თბილი ხმა ჰქონდა ახლა კი...
_ რად მინდა ღვედის შეკვრა?
_ შეიკარი რომ გეუბნები!- ხმა ისევ შეუვალი ჰქონდა.არ დაელოდა ჩემს მოქმედებას,ჩემკენ გადმოიწია და ღვედი შემიკრა.მერე კი,მანქანა მთელი სისწრაფით მოწყვიტა ადგილს. გავიგონე მანქანის კარების ჩაკეტვის ხმაც.
_ რას აკეთებ?- ვკითხე შიშნარევი ხმით. არ მპასუხობდა. მხოლოდ ერთხელ შემომხედა.- რას აკეთებთქო!- ავუწიე ხმას ახლა.
_ იცი? ერთი ძალიან მაგარი ფრაზა არსებობს,ერთხელ ჩვენმა საერთო მეგობარმა - ბურდულმა სთქვა "ქმედება ოცნების ნაცვლად"... ჰოდა მეც ვმოქმედებ.- განმიცხადა მშვიდად.
_ რას მოქმედევ ვერაფერი გავიგე.
_ რა ვერ გაიგე, გოგო, მოგიტაცე...


* * *

_ ვერ ხარ ხო? - ლამის ვიკივლე. ტელეფონი მოვიმარჯვე,დარეკვა მინდოდა,მაგრამ ახლაც ვერ ვიხსენებ სად უნდა დამერეკა. განრისხებულმა მწვდა ხელში და მობილური წამართვა,მერე კი გათიშა.
_ არა ძალიან კარგად ვარ.- თქვა ირონიით და გაწელილად.
_ სახლში წამიყვანე დადა... დედაჩემი.. დადა დედაჩემი ცუდათ გახდება.- მუდარით ვუთხარი.
_ ნუ მთხოვ. უკვე გვიანია. დედაზე ნუ ინერვიულებ ანა და ნანული მივა და დაამშვიდებენ.- მითხრა თავდაჯერებით.
_ არა, ყურებს არ ვუჯერებ.. არც თვალებს,ამას შენ აკეთებ და ეს შენგან მესმის?- აღშფოთებას არ ვმალავდი.თან უკვე ვტიროდი.
_ აბა ვისგან გინდოდა გაგეგო და დაგენახა?- დამიღრინა რობაქიძემ. სიბრაზემ კისრის ძარღვები დამიბერა.სპაზმი დამემართა,მეგონა ვიხრჩვებოდი. მთელი ძალით ჩავებღაუჭე დადას ხელს. მინდოდა მიმხვდარიყო,რომ ჰაერი მჭირდებოდა. - სხვა გზა არ გაქვს,უკან დახევას მე არ ვაპირებ,ამიტომ იძულებული ხარ ჩემთან დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.- მომახსენა.ჩემი ჩაბღაუჭებული ხელი არც კი შეუნიშნავს. მოვიფიქრე და მანქანის მინას მივადე ხელის გული.მინა გრილი იყო და ცოტა შვება მომგვარა სიგრილის შეგრძნებამ.მერე ყელზე მივიდე ცივი ხელი,გაცილებით უკეთ შევიქენი.ძარღვები ცოტა მოდუნდა. მანქანა კი სისწრაფეს არ ცვლიდა.
_ ამას არ გაპატიებ!- გამოვცერი კბილებში და ბეჭზე მუჯლუგუნი ვკარი.- ტყუილად იგებ ოცნების კოშკებს.
_ ოცნების კოშკების აგებამ არაფერი კარგი არ მომიტანა,ტკივილის და შენი დაკარგვის შანსის გარდა. ამიტომ გადავწყვიტე ვიმოქმედო... ასე უკეთესია.- ბოლო სიტყვები მსახიობური ღიმილით მითხრა.
_ მე არ ვიქნები შენი ცოლი!- ტონს არ ვცვლიდი.
_ ვნახოთ!
_ რა ვნახოთ?!
_ რავიცი რაიმე ფილმი,სახლში რომ მივალთ.
_ რა ფილმი,რა ფილმი.. ხუმრობის დროა ახლა?- წამოვენთე თავიდან.
_ ნამდვილად არაა ხუმრობის დრო... მაშინ რამე სერიოზული გავაკეთოთ.- განაგრძობდა ხუმრობას და ჩემს ნერვებზე თამაშს.
_ სად მივდივართ?
_ ბებოსთან სოფელში.გველოდება უკვე,სუფრაა გაშლილი.- ნათქვამში გაფრთხილება ვიგრძენი.
_ არ გადმოვალ მანქანიდან! - ვნახე გამოსავალი.
_ ნუ გადმოხვალ. მანქანით შევიდეთ სახლში. მაგიდის თავში გავაჩერებ და ვიყოთ ისე. მერე რომ გვადღეგრძელებენ მადლობა სიგნალით გადავუხადოთ. ან მინის საწმენდები ჩავრთოდ. რავი უამრავი ვარიანტია.- ისე მელაპარაკებოდა გეგონებოდა სერიოზულ თემაზე ბჭობსო.
_ არა ნამდვილად შეიშალე. არ ხარ შენ ნორმალური.- დავასკვენი და ზურგი ვაქციე. ფანჯრისკენ გავბრუნდი. წამით დედაჩემის რეაქცია დამიდგა თვალწინ ჩემს არ ყოფნას რომ შეამჩნევდა და მერე ამ ამბავს რომ გაიგებდა. ტირილი მომეძალა და ავსლუკუნდი.
_ რას შვები ტირი?- აშკარად შეწუხდა რობაქიძე.- კარგი არ შეგიყვან მანქანით სახლში.
_ კიდევ ხუმრობ? ეს რა გამიკეთე? დედაჩემი მებრალება. რა ადამიანი ხარ,მარტო საკუთარ თავზე რატომ ფიქრობ... ჩემზე რატომ არ იფიქრე? მე არ მინდა შენი ცოლი ვიყო.. არა გესმის?! გესმიის?
_ ყველაფრისთვის მზად ვარ!...- მხოლოდ ეს თქვა და მორჩა მის მერე ხმა არ ამოუღია სანამ სოფელში არ ჩავედით. სახლის ქვედა სართულზე შუქი იყო ანთებული. მანქანის ფარებმა ეზო რომ გაანათეს კარი გაიღო და იქედან მოხუცი ქალი გამოვიდა.უკან ჭაღარა მამაკაცი მოჰყვა,მერე კიდე ორი ქალი.ყველას სახეზე ბედნიერი ღიმილი ჰქონდა. ჭიშკარი გააღეს. რობაქიძემ მანქანა ეზოში შეიყვანა.- მოვედით! - მითხრა მერე დამთბარი ხმით.
_ მერე რა რომ მოვედით? მე არ გადმოვდივარ მანქანიდან. უკან წამიყვანე. - უცებ ჰომეროსული ხარხარი აუვარდა. სიცილი რომ დაიოკა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მკაცრი ტონით მითხრა:
_ შენ უკვე ჩემი ცოლი გქვია და ამას ვერავინ ვერ შეცვლის,შენც კი. გასაგებია?
_ მართლა არ გაპატიებ ამას.- აპირებდა რაღაცის თქმას,მაგრამ მასპინძლები უკვე მანქანას შემოხვეოდნენ და ჩვენს გადასვლას ელოდნენ.
_ გადავედით! - მბრძანებლური ტონით თქვა და მანქანიდან გადავიდა. იქ მყოფი ადამიანების მომერიდა და ამიტომ გადავწყვიტე გადასვლა,თორემ დადაზე ისე ვიყავი გამწარებული სულ რომ თმების თრევით ეცადა ჩემი გადაყვანა,მაინც არ გადავიდოდი. მასპინძლები გარს შემოგვეხვიეს. გვილოცავდნენ და სახლში გვეპატიჟებოდნენ.
_ მოდით ბებია,მოდით არ გაცივდეთ.- გვითხრა კახელებისთვის დამახასიათებელი აქცენტით. რობაქიძემ თვალი შემავლო თავიდან ფეხებამდე,მერე ახლოს დამიდგა და ხელი ჩამჭიდა. გაშვება ვცადე,მაგრამ ისე ძლიერ მიჭერდა,სახეც კი დამებრიცა ტკივილსგან. სახლში შესულებს სუფრა გაშლილი დაგვიხვდა. პირველი რაც გავიფიქრე იყო „ როგორ შეწუხებულან“ - თქო. მაგიდის თავში მოგვიჩინეს ადგილი. უხერხულობისგან და სიბრაზისგან ადგილს ვერ ვპოულობდი. დადას ბებიას არ გამოპარვია ჩემი გამომეტყველება.- ბებო რატო გააბრაზე ეს ბალღი? - მიმართა შვილიშვილს რომელც ქმრობას მიპირებდა,თან ჩემთან ახლოს მოვიდა და თავზე გადამისვა ხელი.ცოტაც და ავტირდებოდი,გული ამიჩუყდა.რობაქიძემ შემნიშნა და ლოყაზე მაკოცა.ყურში კი მიჩურჩულა:
_ ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!- ერთმანეთს თვალებში შევხედეთ,თვალებიც იმავეს მეუბნებოდნენ,რასაც მისი ბაგეები.ოდნავ გავუღიმე,მაგრამ წყენა არ დამვიწყებია.
_ მახსოვს მე ყველაფერი. - ვუთხარი მუქარით.- არ გავუბრაზებივარ არა. - ავხედე მოხუცს და გავუღიმე.
_ იხარეთ,მოშენდით და იბედნიერეთ. - დაგვლოცეს ოჯახის წევრებმა ერთხმად და სასმელიანი ჭიქები ერთმანეთს მიაჭახუნეს.ნელ-ნელა მოვეშვი. მასპინძლების მხიარულება მეც გადმომედო,ამგარმ რამდენჯერაც დედაჩემი გამახსენდებოდა,მაშინვე გული მინაღვლიანდებოდა და ცრემლებით მევსებოდა თვალები. ცოტა ხნის შემდეგ დადა წამოდგა,სუფრასთან ბოდიში მოიხადა და გარეთ გავიდა. სუფრასთან მსხდომი ქალები ჩემთან უფრო ახლოს დასხდნენ. ინეტერესიანი თვალებით ამათვალიერ- ჩამათვალიერეს.
_ რამდენი წლის ხარ შვილო? - მკითხა ერთ-ერთმა. რომელსაც ზედმეტად სქელი და მუქი წარბები ჰქონდა.
_ დედა, შვილო, მთლად ბალღი.- შეიცხადა მეორემ.
_ მაგრამ არაუშავს,დადა ისეთი ბიჭია,არაფერს არ გაგიჭირვებს შვილო ცხოვრებაში. ნეტაი ყველა დედას და ყველა ქალს შეხვდეს მისეთი შვილი და ქმარი.- შეაქეს რობაქიძე. გულში კი გავიფიქრე „ბარემ ისიც დააყოლეთ კარგი ვირიათქო“.
_ ბაბუცა დეიდა,გავუშალოთ ბალღებს ლოგინი,გვიანია აწი. მოსვენება ენდომებათ. - გადაულაპარაკა მეორე ქალმა მოხუცს. საწოლის ხსენებაზე ერთიანათ დამაჟრიალა ტანში.
_ ჩემს დადას შემოვევლე,ეს რა თოჯინა შემოგვიყვანა ოჯახში!..- ფეხზე წამოდგა რობაქიძის ბიძია და ხელი ჩემკენ გამოიშვირა. - კარგია შვილო,კარგი!.. ერთმანეთს გაუფრთხილდით,მოეფერეთ და ერთმანეთის დღეები გაალამაზეთ.- ხმაში სევდა შეეპარა კაცს. გამახსენდა დადას მოანთხრობი ბიძამისზე.
_ თქვენზე ბევრი მსმენია დადასგან. თვქენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ მისთვის. - ვუთხარი ბიძას.
_ გაიხარეთ შვილებოო!.. გაიხარენით! ოთახში რობაქიძე დაბრუნდა.ხელში ტელეფონი ეჭირა,მაშინღა ჩაუქრა ეკრანი რომ დავინახე. კითხვით სავსე თვალები მივაპყარი. მზერა ამარიდა და ბიძამის გადახვია ხელი. შეუქო ბიძამ არჩევანი და ოჯახის შექმნა დის შვილს. ცოტა ხანში ბაბუცა ბებომ გამოაცხადა,რომ დასვენება გვჭირდებოდა. (მე და დადას).
_ შენ თუ კივილ-წივილს აპირებ ამაღამ იცოდე გარეთ გამოგაცუნცულებ და იყირყუტებ ამ ყინვაში. - მითხრა რობაქიძემ როდესაც მეორე სართულის კიბეებზე ავდიოდით.
_ სად დარეკე? - არ მივაქციე ყურადღება მის ხუმრობას.
_ არსად.
_ დედაჩემთან დამარეკვინე. ვერ მოვისვენებ და არ გაპატიებ ამ ყველაფერს ეს გახსოვდეს.
_ მორჩი ახლა მუქარას. - მითხრა წყრომით.- არაფერი მოუვა დედას,ის კარგადაა ნუ გეშინია.
_ რაა? ელაპარაკე?
_ კი. - თქვა დამნაშავესავით და თავი დახარა.
_ ახლავე მომეცი ტელეფონი თორემ კივილით შევძრავ აქაურობას.- გავცეცხლი.
_ ახლავე შეხვალ ოთახში და დაწვები ლოგინში. რამდენს ლაპარაკობ? - შემომიბღვირა აქეთ და ოთახის კარი გააღო.
_ დედაჩემის ხმა გამაგონე გთხოვ. - მუდარაც ვცადე,მაგრამ ამაოდ.
_ ტყუილად მელაპარაკები ამდენს. არა თქო გითხარი და მორჩა. ხომ გითხარი კარგადაა. შენ კი როცა დამშვიდდები მერე დაგარეკვინებ. აღარ ახსენო მეტად დარეკვა. - ბოლო სიტყვები მთელი სიმკაცრით წარმოსთქვა. მოჭუტული და ბრაზიანი თვალებით გავხედე. იმ წამს ჩემთვის დანა რომ დასვათ ერთი წვეთი სისხლი არ გადმომდინდებოდა. - მე ვწვები. - გამომიცხადა.
_ ღმერთო შენ მიშველე! - მოთმინება გამოლეულმა და ხელები ზეცისკენ ავაპყარი. რობაქიძეს ჩაეცინა. - მე არ ვწვები მანდ. - გამოვაცხადე და იატაკზე დავჯექი.ერთ ხანს მიყურა მერე კი უდარდელად მითხრა:
_ ნუ წვები!.. იყავი,მანდ. გარეთ ვერ გახვალ ყინავს,თან ეზოში ავი ძაღლია,არ გიცნობს და გიკბენს. აქ კიდე ოთახში ბებიაჩემს ვირთხები შემოჩვევიათ და მოგიწვებიან გვერდით.
_ ჩემი შეშინება გინდა. - დამაფიქრა მისმა ნათქვამმა.რადგან ვირთხა რომ შემხებოდა ადგილზე დავლევდი სულს.
_ სულაც არა. გაგაფრთხილე.... თუ გინდა დახუჭე თვალები, შარვალი უნდა გავიძრო.
_ გაიძვრე მერე, რას მაშინებ ერთი. - ვუთხარი ცინიზმით. ისევ ჩაიცინა რობაქიძემ და გაუხდელად მიწვა საწოლზე.
_შუქი ჩააქრე,მეძინება.
_ ადექი და შენ ჩააქრე. - ისევ ცინიზმით ვუპასუხე. თავი წამოყო... მიყურა... მერე ადგა და სინათლე გამორთო. ისევ საწოლს დაუბრუნდა,მე დავრჩი სიბნელეში იატაკზე დასკუპებული. გულში თუ რამე სლანძღავი სიტყვა ვიცოდი ვლანძღავდი რობაქიძეს. რამოდენიმე წუთში დადას მშვიდი და ღრმა სუნთქვა შემომესმა. „დაეძინა“ გავიფიქრე. შიში მომერია,მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხდი. ბოლომდე კიდე ვერ ვიაზრებდი ამ ყველაფერს, რაღაც თამაშის ნაწილი მეგონა. რომ დაიწყებდა გონება იმის ანალიზს რომ მე რობაქიძის ცოლი დამერვა ასე მარტივად და ასე მოულოდნელად,თავს აქეთ-იქით ვაქანებდი,ასე თითქოს ამ აზრებს ვფანტავდი. იატაკზე ჯდომით სხეული დამიბრუჟდა. თან არც ის მინდოდა მემოძრავა და დადას შეემჩნია ეს. ვცდილობდი მომეთმინა ჩემი ერთგავრი პროტესტი. მაჯის საათს დავხედე,ფოსფორის ისრები ღამის სამი საათს უჩვენებდა. „რა დამპალი ხარ,როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო“ ვფიქრობდი დადას მისამართით. ძილმა თავისი გაიტანა და რული მომეკიდა. იატაკზე მოვიკუნტე ფისოსავით და ვცადე ასე გამეგრძელებინა ძილი,მაგრამ ვინ დამაცალა. ჩემგან არც ისე მოშორებით სავარაუდოდ კარადის ქვემოდან ფხაკურის ხმა შემომესმა. „ თაგვია“ვცქვიტე ყურები და გავსწორდი. ხმა ისევ განმეორდა,ახლა შედარებით უფრო ღონივრად. „ მორჩა,დავიღუპე... ნამდვილად თაგვია.“ ხმაურმა მეორე კუთხეში გადაინაცვლა. „ვაიმე დარბის!“ წამოვიკნავლე გონებაში და ფეხზე წამოვხტი. იმის შიშით,რომ თაგვი ფეხზე არ შემხებოდა ერთი ნახტომით ავხტი საწოლზე.
_ მე გაფრთხილებდი.- გაისმა რობაქიძის ზარ-ზეიმიანი ტონი. არ ეძინა თურმე.
_ კატა რატომ არ ჰყავთ სახლში? - ვიკითხე და ლოგინის კიდეზე დავჯექი.
_ სპეციალურად ამ ღამისთვისაა ეს ვირთხები აქ.- გაიცინა დადამ.
_ მეშინია!... მისმინე, აქ დავწვები მე,მაგრამ იცოდე ხელი არ დამაკარო. - გავაფრთხილე ჩემი ქმარი.
_ შენ მე ვინ გგონივარ? - იწყინა თითქოს ჩემი ნათქვამი.- ვიძინებ მე.- დამიბარა და გვერდი იცვალა. ზურგი მაქცია. ისევ მშვიდი სუნთქვა რომ შემომესმა მისი,ცოტა მოვეშვი და საწოლზე თავისუფლად დავწექი. სხეულს ისე ესიამოვნა ჰორიზონტალურ მდგომარეობაშო ყოფნა,ნეტარებისგან ღრმად შევისუნთქე. ცოტა ხანს ასე ვიყავი,რადგან ფხაკუნი ისევ მეორდებოდა,მერე კი მიწყნარდა. ის იყო,თვალების დახუჭვას ვაპირებდი,რომ დადა ჩემკენ გადმობრუნდა. ცივმა ოფლმა დამასხა.
_ ხელი არ მახლო! - გავიმეორე ჩუმად.
_ ხელს არ გახლებ.- მითხრა და ტუჩებზე დამეწაფა უცებ. მისი ბაგეების სიმხურვალემ მდუღარესავით დამიარა თხემიდან ტერფამდე. თავის დაძვრენა ვერ ვახერხებდი,რადგან თანდათან მითრევდა ალერსის მორევში. გაუთვიცნობიერებლად კისერზე შემოვხვიე ხელები და მეც ავყევი მისი ბაგეების მოძრაობას..


* * *

_ თეკოო.- ჩამესმა დადას ხმა ძილში.
_ მმმ.- გავეცი პასუხი.
_ გვეძახიან დაბლა. დედაჩემია მოსული.
_ რა? - უცებ ვცქვიტე ყურები და რობაქიძის მოშიშვლებულ გულ-მკერდს მოვწყდი.
_ კარგი რა დაფეთდი. - გაეციანა დადას.- კი არ უნდა გცემოს. _ საცემი ვარ? - ვიკითხე დაბნეულმა.
_ კი,იმიტომ რომ ამხელა კაცი ჭკუიდან გადამიყვანე,გამაგიჟე და შემშალე.- ხმა აერია რობაქიძეს და ყელზე დამიწყო კონა. მეც წამომეშალა დაღლილი და მიძინებული ვნება. ხელები შემოვხვიე,მთელი გძნობით ვუთხარი:
_ მიყვარხარ!.. - ამღვრეული თვალებით ჩამხედა ქმარმა თვალებში და.... კარებზე მორიდებული კაკუნი გაისმა.
_ აგე რომ არ გავედით ამოგვაკითხეს. - ვთქვი დარცხვენით. ორივენი ჩქარა და ღრმად ვსუნთქავდით ერთმანეთის სურნელს.
_ ჩამოვალთ ახლავე! - გასძახა კარს იქით მდგომს. კაკუნი არ განმეორებულა. - დღეს წავალთ აქედან. ჩვენს სახლში - აგარაკზე. - მითხრა მერე მე.
_ სად?
_ წყნეთში. აქ პირველად იმიტომ მოგიყვანე,ბებიაჩემი რაც თავი მახსოვს სულ იმას მეხვეწებოდა ცოლს რომ მოიყვან ბებია პირველი მე უნდა გავიგო და მე უნდა გაგიშალოთ სუფრაო. ჰოდა არ „გავუტეხე“ რა. გამეღიმა მის ნათქვამზე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე.
_ ჩემი გემრიელი ბიჭი ხარ შენ. - ჩაეცინა. - ადე ახლა ჩავიცვათ. ოღონდ ჯერ მე ჩავიცვამ და შენ შებრუნდი იცოდე.
_ სად შევბრუნდე გოგო. - გაიკვირვა სიცილით.
_ აი კედლისკენ შებრუნდი მიდი. არ მინდა დამინახო.
_ მთელი ღამე გიყურებდი და ახლა რა მოგივიდა რისი გრცხვენია. - ისევ დასცინოდა ჩემს სიმორცხვეს ჩემი ქმარი.
_ ოო კარგი რა. რომ გეუბნები შებრუნდი-თქო შებრუნდი ვაა. - მეწყინა დაცინვა.
_ კარგი,კარგი.. ნუ ბრაზობ.. ჩემი სულელი ცოლი. - შეკავებული სიცილით ინაცვლა გვერდი და ზურგი მაქცია. - უი,ისა.. აი მანდ კარებთან ზურგ ჩანთა დევს და იქ შენთვის საჭირო ნივთებია.აიღე. - კარებთან მართლა იყო ჩანთა.
_ რა წინდახედული ხარ.- შევაქე და ჩანთის ასაღებად წავედი ზეწარ შემოხვეულმა. რაც მჭირდებოდა ავიღე,ჩავიცვი და თავი მოვიწესრიგე. - შეგიძლია ჩაიცვა. მე მოვრჩი.
_ ახლა შენ მიბრუნდი არაფერი დამინახო. - მითხრა სიცილით. - ცუდათ არ გამიხდე აქ მერე.
_ ნუ ხარ საზიზღარი. - ვთქვი დარცხვენით და სიცილით.
_ შებრუნდი მიდი. -გამიმეორა.
_ არა, მე უნდა გიყურო. - ვუთხარი და ხელები გადავიჯვარედინე გულზე. - მიდი ადექი. ჩაეცინა.
_ შე ცუღლუტო! კარგი.. მოემზადე. - რობაქიძემ რიდის გარეშე გადაიძრო საბანი და ფეხზე წამოდგა. საცვლების ამარა იყო.
_ ეე, როდის ჩაიცვი შე საზიზღარო. - ვუთხარი გაკვირვებული სიცილით და ბალიშს ვწვდი რომ მესროლა.
_ ჩანთას რომ იღებდი მაშინ. - თვითონაც იცინოდა.
_ გამომცადე ვითომ?
_ წარმატებით ჩააბარე გამოცდა. ჩემი ცეცხლოვანი ცოლი. - განაგრძობდა ჩემს გაჯავრებას.
_ კარგი ახლა. მარცხვენ.
_ ვისი გრცხვენია, ტო! ჩემი? შენი ქმრის?
_ ისევ თავიდან იწყებ... ჩაიცვი და ჩავიდეთ დაბლა.უხერხულია უკვე.
_ კარგი ჰო.. - ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და ისე იცვამდა. გასვლისას ვენბიანად მაკოცა ტუჩებში. დაბლა ჩასულებს დადას დედა,და, ბებია,ბიძია და ის ორი ქალი - ოჯახის ნათესავები დაგვიხვდნენ. ჩვენს დანახვაზე დადას დედა სიხარულით წამიჭრა ფეხზე,აცრემლებული თვალებით და აჩუყებული გულით ჩამიხუტა.მერე შვილს მიუბრუნდა და სახე დაუკოცნა.
_ ჩემი ჭკვიანი ბიჭი,როგორ გამახარე დედი. - ეფერებოდა პატარა ბავშვივით.- რა კარგი ხარ შენ შვილო, - მომიბრუნდა მე და კიდევ ერთხელ მაკოცა ლოყაზე. - შემოგევლეთ მე თქვენ.
_ ეს ჩემი დაა - სალომე.- გამაცნო მისი და დადამ. - მული! - დააყოლა სიცილით. გოგონამ თბილად გამიღიმა და გადამეხვია. წამიერად ის ვიგრძენი რაც მთელი ცხოვრება მაკლდა. დედ- მამიშვილური სითბო. ამ შეგრძნებამ სალომეზე მთელი ძალით შემომახვევინა ხელები,თითქოს დიდი ხნის დაკარგული და მეპოვა ისეთი განცდა მქონდა.
_ ძალიან მიხარია შენი გაცნობა სალო. - ვუთხარი გულიდან წამოსული სიტყვები.
_ მეც,მეც ძალიან მიხარია. - მოსგანაც გულწრფელობა მოდიოდა.
გაცნობა-გამოცნობას რომ მოვრჩით დადას ვთხოვე მობილური დაებრუნებინა ჩემთვის,რათა დედასთან და ადრიანთან დარეკვა შემძლებოდა. პირველი დედას დავურეკე. მისი ხმა რომ გავიგე,მუნჯად ვიქეცი. დაღლილი და გატანჯული ჰქონდა ხმა.
_ დე...
_ თეკო დედა.. შვილო... ასე რატომ მომექეცი..- უკვე ტიროდა. - განა რამეს გიშლიდი დედი ასე რომ გაპარულიყავი სახლიდან?
_ დედი ასე გამოვიდა. ბოდიში რა. არ ინერვიულო არაფერზე გთხოვ. - ლელა ჩმად ქვითინებდა.
_ მთავარია შენ მყავდე ბედნიერი შვილო.. დედის ერთადერთო...
_ ბედნიერი ვარ დე, ძალიან ბედნიერი.
_ ჩემთან როდის მოხვალ,შვილო?
_ რა ვიცი,მაგრამ ვეცდები მალე გნახო.
_ ჩემთან ნანული დეიდაა ახლა. ანაც იყო მოსული წუხელ და ამ დილითაც.
_ გულზე მომეშვა მარტო არ ხარ. მომიკითხე ნანული.
_ კი დედი გადავცემ. შენს ქმარს ველაპარაკე გუშინ...
_ მერე რაო? - გამეღიმა.
_ რავიცი შვილო.. რაც მისგან მოვისმინე,არ უნდა სჩანდეს ცუდი ადამიანი.
_ ეგრეა დე.. ნამდვილად არაა ცუდი ადამიანი. დედი სამსახურში უნდა დავრეკო ახლა. მოგვიანებით ისევ დაგირეკავ. - ლელას დავემშვიდობე და ადრიანს დავურეკე.
_ბოსს მაპატიე დღეს ვერ შევძლებ სამსახურში მოსვლას.
_ რატომ? ხომ კარგად ხარ? - შეშფოთება დაეტყო ხმაში ფრანგს.
_ კი,კი კარგად ვარ.- თავი ვერ მოვიყარე სათქმელს.
_ კარგი. ეს დღე იყოს ასე... - თქვა ინტერეს შეფარული ტონით.
_ ვერც ხვალ მოვალ..
_ რა ხდება,დატოვე სამსახური? - იკითხა გაოცებით.
_ არა... გავთხოვდი და...
_ რააა?- ლამის შეიცხადა.- ასე მოულოდნელად.. როდის... - დაიბნა ფრანგი.
_ წუხელ... ჩემთვისაც მოულოდნელი იყო..
_ კარგია. გილოცავთ!..
_ მადლობა.
_ შვებულებას გაძლევ. ათი დღე გეყოფა? - მკითხა მერე სიცილით. - გაშვებით ვერ გაგიშვებ ძალიან საჭირო კადრი ხარ ამ კომპანიაში.
_ დიდი მადლობა, ადრიან.
_ არაფრის. მიულოცე დადას ჩემგან.
_ კარგი. ნახვამდის.

საღამოს კახეთი დავტოვეთ და წყნეთში წავედით. წასვლისას დადას დედამ დაგვიბარა აგარაკზე ამოვალ და ქორწილზე დავილაპარაკოთო. _ ნანა,გვაცადე რა ორი დღე. სად გაიქცევა ეს ქორწილი. - უთხრა რობაქიძემ.
_ კაი დედი,როგორც შენ იტყვი.- დაეთანხმა შვილს და ღიმილით გამოგვაყოლა თვალი. წყნეთში არაჩვეულებრივი დღეები გავატარეთ. ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყალი და იმდენად ლამაზი,რომ ზოგჯერ ტავი სიზმარში მეგონა და გამოღვიძება არ მსურდა. მაგრამ რომ ვხედავდი ეს ყველაფერი რეალობა იყო ბედნიერებისგან ტირილი მივარდებდა. აგარაკზე ყოფნისას გვესტუმრნენ ბურდული და მისი ცოლი. მხიარულად გავიხსენეთ გაცნობის დღიდან მოყოლებული ყოველი დღე,ყოველი შეხვედრა და საუბარი.
ახლა საქორწილოდ ვემზადებით. გადავწყვიტეთ,პატარა და მოკრძალებული სუფრა გვქონდეს. კაბა უკვე ავარჩიე. რა თქმა უნდა, თეთრია და საოცრად ლამაზი. ჩემს ქმარს ტაქსიდო ეცმევა. დიდად არ მოსწონს მას,მაგრამ უარს ვერ მეუბნება. ქორწილის შემდეგ ძველ ეგვიპტეში გადავწყვიტეთ მოგზაურობა. იქედან დაბრუნებულები შვილებზეც ვიფიქრებთ.

ხშირად გვესმის, მე და ანას ქმრებისგან სიტყვები, „ქმედება ოცნების ნაცვლად“..

მართალია ძალიან გამიგრძელდა თქვენთვის ჩემი ამბის მოყოლა,მაგრამ იმედს ვიტოვებ ეს პერიოდი ღირდა ამ ისტორიის წასაკითხად.



დასასრული. 2014 წელი.


________________________________

მხოლოდ იმას ნუ დაინახავთ ამ ისტორიაში, რომ თითქოსდა მე კრიმინალებს ვაპიარებ. მე იმის თქმა მინდა, რომ სიყვარულს ყველაფერი შეუძლია. ნამდვილ სიყვარულს ადამიანის შეცვლის უნარი შესწევს!... ყოველ შემთხვევაში მე ამის მჯერა. ნამდვილის მჯერა.
მადლობა ყველას.



№1 სტუმარი ..

Amsataurit ori istoria gaqvs dawerili?

 


№2  offline ახალბედა მწერალი Keke27

..
Amsataurit ori istoria gaqvs dawerili?

დიახ. პირველი და მეორე ნაწილი.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№3  offline მოდერი ლილიანა

ეს ადრე შენს ბლოგზე წავიკითე და ძალიან მესიამოვნა და მეამა <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვგიჟდები ამ ისტორიაზეე <3 კეკეს ისტორიები დავიზეპირე :D საოცრება ხაარ <3 ... "შანსი" ამ ისტორიის გაგრძელებას როდის დადებ ?

 


№5  offline ახალბედა მწერალი Keke27

ლილიანა
ეს ადრე შენს ბლოგზე წავიკითე და ძალიან მესიამოვნა და მეამა <3


ეს არ მქონდა ბლოგზე. feel

uchveulo
ვგიჟდები ამ ისტორიაზეე <3 კეკეს ისტორიები დავიზეპირე :D საოცრება ხაარ <3 ... "შანსი" ამ ისტორიის გაგრძელებას როდის დადებ ?


მალე დავდებ.
ბოდიში რომ გალოდინებთ. sad
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№6  offline მოდერი ლილიანა

მაშინ ან აქ ან სხვა საიტზე მაქვს წაკითხული ❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline წევრი შამხათი

მომწონს შენი ისტორიები, თანაც ძალიან!

 


№8  offline წევრი p♥♥h ^^

და წინა ისტორიის რომელი გმირები არიანნ??? თუ სუ სხვა გმირებზეაა? ვერ ვიხსენებბ
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№9 სტუმარი Mari

Dzalian magaria orive nawili.... Warmatebebi avtors....

 


№10 სტუმარი teo...

Dzalian kargia .madloba imemociebistvis rac ganvicade,arahveulebrivad wer.getanxmebi siyvaruls bevri rame sheuzlia.

 


№11 სტუმარი marii

Auu rakargii iko <3 dadebiti emocia shemmata<3 kargi iqneba tu mesamesac dadeb <3 gelodebi imedia ar "gamitexav" lav lav lav <3

 


№12  offline წევრი qetiqetiA3

ვაიმე როგორ ვისიამოვნე ძალიან მომეწონა გმადლობ შენ კეკე რომ დადე ..გუშინ დავიწყე კითხვა და ვერ მოვახერხე დასრულბა დღეს კი დილაუთენია გავაგრძელე გიკთვა...რა კარგი იყო love

 


№13 სტუმარი nini

ძაან კარგი იყოო და ძაან მაგარი გოგო ხარ <3 ექნება მესამე ნაწილიც ? <3 წარმატებები <3

 


№14  offline წევრი nestanuka13

მე რომ მიყვარს და ვგიჟდები ძალიან ძალიან ვგიჟდები ორივე ნაწილზე <3

 


№15  offline წევრი gvanca jejelava

ორივეე ნაწილზეეე ვგიჟდეეებიიიი ♥ ♥ ♥

 


№16  offline წევრი mimimimo

ვაიმე რა კარგი იყო ^^ <3 <3 საოცრება.. მე პირადად პირველად წავიკითხე და ძალიან მომეწონა <3 ყოჩაღ.. ისა რა მაინტერესებს ბედნიერება გაზიარებით სრულად დადებ ამ ისტორიას? <3 ^^

 


№17 სტუმარი ..

Vgijhdebi shens istoriebze ^_^

 


№18  offline წევრი სესილია

კეკეე ვგიჟდები შენზე, უმაგრესი ხარ წარმატებები შეენ love

 


№19 სტუმარი mari

ra kargi iko rogor visiamovne

 


№20 სტუმარი dajina

Bevri sixaruli... bevri gulis tkivili... bevri tirili.... magram sabolood dzalian visiamovne dzalian momecona da kochag keke umagresi adamiani xar carmatebebiii... (y)

 


№21  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე რა მაგარი იყო კიდე დადე რა მესამე love

 


№22 სტუმარი Kh

Keke ratom dagviviwye? :(((

 


№23 სტუმარი mariami

უკვე მეორედ წავიკითხე და ისეთივე განცდებით როგორც პირველად <3 აღფრთოვანებული ვარ შენი ნიჭიერებით დაშენისტორიებით. არ გიცნობ მაგრამ

 


№24  offline აქტიური მკითხველი uchveulo

keke sad daikargee?

 


№25 სტუმარი Bubuu

Sadd daiikargeee ???

 


№26  offline წევრი Annlabel

სიტყვები არ მყოფნის ! ჯერ მხოლოდ 3 ისტორია წავიკითხე შენი , თუმცა მიჭირს დაჯერება რომ არც სვანი ხარ არც და არც კრიმინალი :-D უმაგრესი ისტორიებია, ეკრანიზაციაც კარგი იქნებოდა... :-) უნდა წერო ! ძალიან ბევრი ლამაზი ისტორია უნდა გვაჩუქო ! მიგისაკუთრეთ მკითხველებმა, იცოდე ამ წერით ჩვენც გვილამაზებ ცოვრებას :-)

 


№27 სტუმარი Ann

Es meore nawili anaze da burdulzea mati istoriis gagrdzelebaaa tu sxvaa ?

 


№28 სტუმარი Ann

Au kide ikneba da mesame nawilic dawero dzalian mikvars "ქმედება ოცნების ნაცვლად" didi madloba da imedia kidev ikneba gagrdzelebac

 


№29  offline წევრი (((( ana grigolia ))))

ძალიან საინტრესო იყო... კოჩაღ!

 


№30  offline წევრი nawka

ანუ ეს იმ ისტორიის სხვა ვარიანტია?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent