ველური ორქიდეა (1თავი)
.............. _ დედა, გთხოვ, ასე ძალიან ნუ ნერვიულობ სამსახურის დაკარგვას. ცოტა ხნით დასვენება არ გაწყენს. - ვუთხარი დედაჩემს, რომელიც კომპიუტერის ეკრანის მიღმიდან დაღვრემილი სახით მიმზერდა. _რა გეშველებათ ფულს რომ ვერ გამოვგზავნი? - მოემზადა სატირლად. _აუ, უკვე მაბრაზებ, შენ თავს ვფიცავარ. - ვთქვი ბრაზმორევით. - მე ვიმუშავებ, ვიშოვნი რამეს, ნუ დარდობ. _შენ როგორ იმუშავებ, სასწავლებელი? _რამეს გავახერხებ. გთხოვ, ნუ განიცდი ასე ძალიან.. ცოტაოდენი ფული ხომ გაქვს, რომ სახარჯოდ გეყოს? _კი, მაქვს. ქირის ფულს გადავიხდი თვის ბოლოს და საჭმლის ფულიც დამრჩება. _მშვიდად იყავი, ჩვენ არაფერი გაგვიჭირდება. კარგად ვიქნებით. ნუ გეშინია, რაა.. ან სულაც ჩამოდი და აქ დარჩი. _მანდ რომ ჩამოვიდე შვილო, შენს ძმას ვინ გადაუხდის სწავლის ფულს? სესხს როგორ დავფარავთ? რამდენი რამ გვჭირდება... - ცრემლები მოერია დედაჩემს. ღრმად ამოვიოხრე და ჩემს ძმას გავხედე, რომელიც ფანჯარასტან იდგა და ჩაფიქრებული ბნელ სივრცეს გასცქეროდა. დედაჩემი უკვე ექვსი წელია ემიგრანტია. უმამოდ გაგვზარდა მე და ჩემი ძმა. ჩემი ძმა წელს მოეწყო სასწავლებელში. მე კი, მესამე კურსზე ვარ. თბილისში ვცხოვრობთ. მადლობა ღმერთს, საკუთარი ჭერი გვაქვს. დედას წყალობით. უცხო ქვეყანაში მონურად მუშაობის შედეგად. _არ ინერვიულო გთხოვ, დედი. - ვცდილობ დავამშვიდო თველცრემლიანი დედა, მაგრამ ამაოდ. _კარგი, შვილო, კარგი. თავს გაუფრთხილდით. დაიძინეთ ახლა, დილით ადრე უნდა ადგეთ, სასწავლებელში არ დააგვიანოთ. მენატრებით, ჩემო ანგელოზებო, ჩემო მერცხლებო და ჩემო სიხარულებო. _ჩვენც გვენატრები, დე. ყველაფერი მაგრად იქნება. ნერვიულობით საქმე არ კეთდება, ხომ იცი? - ვუთხარი ღიმილით, გასამხნევებლად. _ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ, დედი შენ... აკოცე აკოს ჩემგან. - ძლივს ღიმილი დავინახე დედაჩემის სახეზე. კომპიუტერი დავხურე და ჩემი ძმისკენ გავიხედე. ისევ ფანჯარასთან იდგა და ისევ ისე ჩაფიქრებული. _აკო, რა ხდება? რამე გაწუხებს? - ვკითხე და მისკენ გავემართე. თითქოს შეანჯღიესო, ისე გამოერკვა ფიქრებიდან. _ჰა? არა, არაფერი.. - მიპასუხა დაბნეულმა და თვალი ამარიდა. _ხომ იცი, ძალიან კარგად გიცნობ, რაღაც გაწუხებს და არ მეუბნები. - არ მოვეშვი. _დარო, შემეშვი რა. არაფერი მაწუხებს, კარგად ვარ, უბრალოდ ჩავფიქრდი, რამე პრობლემაა? - გაღიზიანებულმა ლამის მიყვირა. გაკვირვება დამეტყო სახეზე. _კარგი, დამშვიდდი. ისეთი რა გითხარი... _წავედი მე ვიძინებ. ძილინებისა. - მითხრა და გამეცალა. თვალებით ოთახის კარამდე მივაცილე. ასეთი გაღიზიანებული არასოდეს მენახა ის. ალბათ დედას გამო ნერვიულობს ისიც-თქო, გავიფიქრე და მისაღებ ოთახში შუქი ჩავაქრე. დასაძინებლად მოვემზადე. მეორე დღეს სამსახური უნდა მეძებნა. • * * * მოკლედ გაგეცნობით. (ღმერთო, როგორ არ მიყვარს თავის წარდგენა, მით უმეტეს, გაცვეთილი და ბანალური ფრაზებით) დარო მქვია. მამით ადრე დავობლდით, მე და ჩემი ძმა. დედა სულ გასული იყო სახლიდან, სულ მუშაობდა, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა. ჩემი ძმის პატორნი მე მივაყი სანამ დედა შინ დაბრუნდებოდა. უცებ გავიზარდე, თითქოს. პრობლემებთან გამკლავება დედისგან და ცხოვრებისგან ვისწავლე. ამაში ალბათ დიდი წვლილი ჩემს ხასიათსაც მიუძღვის. არასოდეს ვყოფილვარ, ნაზი ყვავილი. მახსოვ, მამაჩემი ამბობდა, შემთხვევით ხარ გოგოდ დაბადებულიო. თოჯინების ნაცვლად, შემეძლო ეზოში ბურთი მეთამაშა, მეზობლის ბიჭებთან ერთად. უფრო მეტიც, უბნის ბიჭები უჩემოდ არ წავიდოდნენ სათამაშოდ. ეზოდან ამომძახებდნენ, „დარო, ჩამოდი, გელოდებით“. თუ გაკვეთილი მომზადებული მქონდა, ჰო კარგი. მაშინვე ჩავაცმევდი აკოს, ჩავკიდებდი ხელს და კნუტივით მივაპორწიალებდი. თუ არ მქონდა მომზადებული გაკვეთილი, მაშინ ბიჭები წუწუნით და უკმაყოფილო სახით ჩამოსხდებოდნენ ბარდიულზე და მელოდნენ, როდის ჩავიდოდი. თმა წაბლისფერი მაქვს. მხოლოდ დაბანის დროს ვიშლი, სულ შეკრული მაქვს. მახსოვს, ამ სტილის გამო, სკოლაში ჩემმა კლასელმა გოგომ დამცინა, ცხენის კუდი გაქვს თავზე გამობმულიო, მითხრა. იქ მყოფ ბავშვებს გაეცინათ. სიბრაზე ისე მომერია თავი ვერ გავაკონტროლე და მისი ხვეული თმა, რომლიც საგულდაგულოდ ჰქონდა დალაგებული, კარგა გვარიანად ავუბურდე. მერე მშვიდად ვუთხარი, კრუხის საბუდარი გაქვს თავზე-თქო. მის მერე ის გოგო თვალს მარიდებდა. ცდილობდა ჩემგან თავი შორს დაეჭირა. არა, ძალიან მავნე ბავშვი კი ვიყავი, ისე, ვაღიარებ. დიდობაშიც გამომყვა უნაირო ჩვევები. თვალ-წარბი?.. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თავი რომ არ ვიმტვრიო და არც თქვენ დაგღალოთ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეტყვით, არა მარტო მე, სხვებიც მამგვანებენ, სალმა ჰაიეკს. განსხვავება ისაა ჩვენს შორის, რომ მასსავით დიდი მკერდი არ მაქვს. (რაც მაქვს იმასაც ვიკრავდი, ფეხბურთის თამაშის დროს ხელს მიშლიდა. ღმერთო, რა შეშლილი ვარ). სკოლის დამთავრების შემდეგ, ვცადე ცოტა ნაზი და ქალური ვყოფილყავი, მაგრამ სულ ტყუილად. ნებისყოფა არ მეყო. მოკლედ, ასეთი ვარ მე. დრო და დრო, უკეთ გამიცნობთ იმედია. ასე ერთბაშად მიჭირს და თან არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი. ჩემი ძმა, ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია. ის უფრო მშვიდი, დინჯი და გაწონასწორებულია. შეუძლია ემოციების მართვა. მე პირიქით ვარ. სწორედ ამიტომ გამიკვირდა ჩემი ძმის ხმამაღალი. არაუშავს, აუცილებლად გავარკვევ, რა აწუხებს. • * * * არასოდეს დამჭირვებია მაღვიძარა. ჩემითაც მშვენვრად ვიღვიძებ. აი, აკოს გაღვიძება კი, თემაა. გინდ საბანი გადააძრე. გინდ შეანჯღრიე, რეაქცია არ აქვს. დილის ძილი უყვარს ძალიან. ბოლოს, მოთმინება გამოლეულს ბევრჯერ დამიქაჩავს ფეხებში და ჩამომიგდია საწოლიდან. მერე ჩაბჟირებამდე გვიცინია ორივეს. ზოგჯერ სპეციალურად მიკეთებს ასე. მაჩვენებს, რომ თითქოს მკვდარვით ძინავს. _გამოდი აწი, ისაუზმე და გავედით, თორემ ვაგვიანებ სასწავლებელში. - გავძახე სამზარეულოდან ჩემ ძმას. მალევე მოვილიეთ საუზმე. მივალაგ-მოვალაგე და სასწავლებელში წავედით. გზად განცხადებების გაზეთი ვიყიდე. პირველი ლექცია მეტად მოსაწყენ იყო ჩემთვის, ამიტომ გაზეთში სამუშაოს ძებნაში გავატარე დრო. რამდენიმე განცხადება ფლომასტერით შემოვხაზე. შესვენებაზე მითითებულ ნომრებზე გადავრეკე. მხოლოდ ორმა მიპასუხა. ერთი საკონდიტრო იყო, სადაც დამხმარე ჭირდებოდათ, მაგრამ ჩემი დრო ვერ დამეთხვა მათთვის სასურველ დროს. მეორეს კი, სახლის დამლაგებელი ჭირდებოდა. მკითხა, გამოცდილება თუ გავსო. მეთქი როგორ არა, ტელეფონის ნომერსაც მოგცემთ, ვისთანაც ვმუშაობდი-თქო. ჩემი მეზობლის ნომერი ჩავაწერინე. საღამოსთვის დამიბარა გასაუბრებაზე. სიხარულით დავთანხმდი. სხვა გზა არც მქონდა. მთავარი იყო, ისეთი სამსახური მეპოვნა, სწავლაში ხელს არ შემიშლიდა. თან დედას დავეხმარებოდი ასე. მეზობელს გადავურეკე და გავაფრთხილე, თუ დაურეკავდნენ ჩემს შესახებ, რა უნდა ეთქვა მათთვის. მეტად მკაცრი ხმა კი ჰქონდა იმ ქალს ტელეფონით რომ მელაპარაკა სამსახურზე. ლექციების შემდეგ სახლში ავირბინე. აკოს საჭმელი გავუმზადე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და გასაუბრებაზე წავედი. ფურცელზე დაწერილ მისამართს დავხედე, მერე სახლს შევხედე. ირგვლივ მიმოვიხედე. წამით გავიიქრე, თბილისში ვარ? არც მეგონა ასეთი უბანი და ასეთი სახლები თუ არსებობდა აქ. ჩემს წინ თეთრი ღობე და ჭიშკარი აღმართულიყო. კარიბჭე მეგონა. ჭიშკართან ბოძზე, სათვალთვალო კამერა და ზარის ღილაკი იყო დამაგრებული. სანამ აზრზე მოვიდოდი და მივხვდვებოდი ზარი დამერეკა, ქუჩას მოვავლე თვალი. გზის ორივე მხარეს, მეტად მდიდრული სახლები მედიდურად ჩამწკრივებულიყო. სხვა და სხვა ფერის იყოს. კრემისფერი, თეთრი, აგურით ნაშენი, ნაცრისფერი... ასევე მდიდრული გალავნები ჰქონდა ყველას სახლის ეზოს გარშემორტყმული. ეზოებში ფოთოლგაცვენილი ხეები ჩანდა. მარადმწვანე ბუჩქები და პალმებიც ამშვენედა რამდენიმე სახლის წინა ხედს. _ვაუუ. - აღმომხდა. თვალები საცრისოდენა გამხდომოდა. უცებ ჭიშკარს გერმანული ნაგაზი მოასკდა. ისე გაავებული მიყეფდა, ვიფიქრე გადმოხტება და ნაკუწებად მაქცევს-თქო. გულგახეთქილმა შევხტი ადგილზე. _ დამშვიდდი, მეგობარო, ასე ნუ ღელავ.. - ვუთხარი ძაღლს ფერწასულმა და მაშინვე ზარი დავრეკე. სახლიდან შუახნის, არისტოკრატულად ჩაცმული მამაკაცი გამოვიდა. სახლიდან ჭიშკრამდე მანძილი მეტად მოკლე იყო, ამიტომ, თიტქოს წამებში ჩემთან გაჩნდა ის კაცი. _საღამო მშვიდობისა, - მივესალმე მოკრძალებით. ავათვალიერე ცავათვალიერე და მერე ჩემს დახეულ ჯინსებზე მოვატარე ტვალები მალულად. კაცმა ტავის დაკვრით დამიბრუნა სალამი. ძაღლს ყელზე დამაგრებულ რემენში ჩასჭიდა ხელი და ჭიშკარი გამიღო. _მობრძანდით. ქალბატონი გელოდებათ. აი იმ კარში შედით. - თითით იმ კარისკენ მიმითითა, რომლიდანაც თვითონ გამოვიდა. - მე ძაღლს დავიჭერ მანამდე. ძაღლისთვის თვალი არ მომიშორებია ისე შევედი ეზოში და სწრაფი ნაბიჯებით გავიარე მანძილი სახლის კარამდე. თავი მოყვითალო ფერის მარმარილოთი მოპირკეთებულ პატარა ოტახში ამოვყავი. შესასვლელი იყო. ჩემგან ხელმარცხნივ ტანსაცმლის ხის ჩუქურთმებიანი საკიდი იდგა. რამდენიმე პალტოც ეკიდა. იქვე ახლოს, სველი ქოლქისთვის განკუთვნილი ქოთანი იდო. მის გაყოლებაზე დაბალი და განიერი კარადა მოეთავსებინათ. ჩემგან ხელმარჯვნივ კი, ორი უშველებელი, თიტქმის ჭერამდე აღმართული ოთახის ხე იდგა. იატაკი და კედლები ერთიანად ლაპლაპებდა. ეს პატარა ოტახი, პირდარებულმა გავიარე და შედარებით დიდ ოთახში აღმოვჩნდი. სასადილო ოთახი იყო. ქალბატონი არსად ჩანდა. თვალი იქაურობასაც მოვავლე. გრძელი მაგიდა, რომელსაც თორმეტი სკამი ჰქონდა შემოწყობილი ირგვლივ, აულაგებელი იყო. აქაც მარმარილოთი ბზინავდა არე- მარე. ორი ჩუქურთმებიანი და მინებიანი კარადა იდგა. სადაც ბროლის და ფაიფურის ჭურჭელი იწონებდა თავს. მაგიდის თავზე დიდი ლატუნის ჭაღი ეკიდა. სანთლის ალისებრი ფრომის ნათურებით და ბროლის მძივებით შემკული. ოთახის კუთხეში ბუხარი ენთო. ბუხრის წინ ყავისფერი ტყავის ორი სავარძელი იდგა. სავარძლებს სახელურებზე დიდი ჯიბეები ჰქონდა დამაგრებული სადაც ჟურნალ-გაზეთები მოეთავსებინათ. კედელზე რამდენიმე ძველებური ნახატიც ეკიდა. კარადებს შორის კარი იყო. დაკეტილი იყო. ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და მოვიფიქრე, რომ პირი დამემუწა. _მომეცით თქვენი ქურთუკი, გეთაყვა. - ზურგს უკან კაცის ხმა მომესმა. ეზოში რომ შემომხვდა ის იყო. _ქალბატონს ახლავე დავუძახებ. - მითხრა და ქურთუკი ჩამომართვა. _თქვენ რა გვქიათ? - ვკითხე და უკან დავედევნე, ჩანთაც მინდოდა საკიდზე ჩამომეკიდა. _მომიტევეთ, როგორ დავიბენი.. - შეწუხდა კაცი. _არაუშვას, - ვუთხარი ფართოდ გაღიმებულმა და ბეჭზე დავკარი ხელი. კაცმა ჩემს ხელს ზემოდან დახედა და უხერხულად გაიღიმა. მაშინვე ცივად ჩამოვწი ხელი და შარვლის უკანა ჯიბეებში ჩავიწყე ორივე. - უკაცრავად. - ვუთხარი დარცხვენით. _მე, თენგიზი მქვია. - მომიგო გამოთქმით. მერე შებრუნდა და ჩანთა და ქურთუკი საკიდზე დაკიდა. - წამომყევით. - მითხრა და ხელი განზე გაშალა, გზა მიჩვენა. ისევ სასადილო ოთახში შევედით. თენგიზმა დაკეტილ კარზე ფრთხილად დააკაკუნა. შემდეგ კი ფრთხილად გააღო. _ქალბატონო, ის გოგონა მოვიდა ვისაც ელოდით. - მეტად მოკრძალული ხმა ჰქონდა კაცს. გული გამალებით მიცემდა. ისეთი აურა შეიქმნა იქ მუხლები ამოკანკალდა. რაღაცის მოლოდინი მქონდა. რაღაცნაირი განცდა დამეუფლა. მეგონა სახლის დამლაგებლად კი არა სადაზვერვო შტაბში ვიწყებდი მუშაობას. უდიდესი პასუხისმგებლობით. როგორც იქნა გამოვიდა მისი უდიდებულესობა, სახლის დიასახლისი. მისი დანახვისას რეაქცია მქონდა, როგორ გითხრათ, აი წარბები შუბლზე ამივიდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეცვა გრძელი, ფართოდ გაშლილი შავი კაბა. თეთრი ზედა, რომელიც მაქმანებით და არშიებით იყო გაწყობილი. შავი ხვეული თმა მსუბუქად ჰქონდა შეკრული. მრგვალი პირისახისა იყო. პატარა და ლამაზი ცვხირი უმშვენებდა სახეს. ცისფერი თვალები მკაცრად იმზირებოდნენ რკალისებრი წარბებს ქვემოდან. თხელი ტუჩები წითლად შეეღება, რაც მეტ სიმკაცრეს სძენდა მის სახეს. თავი ამაყად ეჭირა. ბეჭებში გამართულიყო. თხელი და მოვლილი თითები ჰქონდა. ასაკით, ორმოცდახუთისა იქნებოდა. _დარო, არა? - მკითხა და თვალი თვალში გამიყარა. _დიახ, მე დარო ვარ. - ვუპასუხე და გავუღიმე. ჯიბიდან ხელების ამოღება სულ გადამავიწყდა. ორი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ. უკმაყოფილოდ ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ხელის ნარნარი მოძრაობით სავარძლისკენ მიმითითა. _რატომ გინდა ეს სამსახური? - მკითხა რომ დავსხედით მერე. ღმერთო ჩემო, რა შეკითხვაა ეს. „იმდენი თავისუფალი დრო მაქვს, აღარ ვიცი როგორ გამოვიყენო“ ვუპასუხე გონებაში ბრაზმორეულმა. _ფული მჭირდება. - გავეცი პასუხი. _სწავლობთ? _დიახ. _როგორ მოახერხებთ მუშაობას? _როგორც განცხადებაში ეწერა, საღამოს საათები გჭირდებათ თქვენ. მე კი დილით ვსწავლობ. ასე, რომ ერთი საქმე მეორეს ხელს არ შეუშლის. _კარგი. რამდენი წლის ხარ, დარო? _ოცდაერთის. _მშობლები გყავს? _მხოლოდ დედა მყავს. და ძმა. _როგორც მითხარი აქამდეც გიმუშავია დამლაგებლად. - ღმერთო, ეს ქალი თავს მომაკვლევინებს აქვე. კისრის ძარღვები დამებერა, მაგრამ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი მოჩვენებითს მაინც. _დიახ, ვმუშაობდი. _კარგიიი. - თქვა შეფიქრიანებულმა. კიდევ ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ფეხზე წამოდგა. - ეწევით? _რას? - ვერ მივხვდი უცებ შეკითხვას. _ღმერთო ჩემო, რას ეწევიან ხოლმე დღევანდელი თაობის გოგონები. - თქვა აღშფოთებით. _ააჰ, რავიცი, ზოგი „ქემელს“, ზოგიც „მალბოროს“, ვისაც რა მოსწონს, რა.. - ვუპასუხე გაბადრული სახით. ქალბატონს სახე მოექუფრა. - აჰ, მე თუ ვეწევი? - მივუხვდი შეკითხვას, - არა, არ ვეწევი. _ძალიან კარგი. - თქვა მერე კმაყოფილმა. - შენამდე აქ სხვა გოგონა მუშაობდა, შევნიშნე რომ თამბაქოს მოიხმარდა. ავდექი და გავუშვი. ვერ ავიტან ჩემს სახლში სიგარეტის სუნით შემოვიდეს ვინმე. - სახე ისევ მკაცრი გაუხდა. _გასაგებია. - ვთქვი და ნერწყვი ისევ გადავყლაპე გამომშრალ ყელში. _საღამოს ხუთ საათზე,იცოდე, ზუსტად ხუთ საათზე უნდა იყო აქ. ერთი წუთიც არ უნდა დააგვიანო. - გული გამინათდა უცებ, ანუ თანახმაა ამიყვანოს და აქ ვიმუშაო. - ზოგჯერ გვიანობამდე მოგიწევს დარჩენა, რა თქმა უნდა, თანხასაც შესაბამისად გადაგიხდი. საღამოობით სტუმრიანობა მაქვს, განსაკუთრებით პარასკევ და შაბათ ღამით. კვირას კი დილიდან საღამომდე მჭირდები, შეძლებ? _კი, რა თქმა უნდა. - ვუპასუხე დაუფიქრებლად. _მშვენიერი. ჭურჭლის დარეცვხა და დამშრალება. სამზარეულოს დალაგება, თითქმის ყველა ოთახის იატაკის დაგვა-მოწმენდა, მტვერის გადაწმენდა, აბაზანების და ტუალეტების მოწესრიგება შენ გევალება და ზოგჯერ ეზოშიც გექნება საქმე. _კარგი. - ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. ვიცოდი საშინლად დამქანცველი იქნებოდა ეს სამსახური ჩემთვის, მაგრამ იმდენად სოლიდური ანაზღაურება შემომთავაზა, უარს ვერ ვიტყოდი, მით უმეტეს, ასეთ დროს, როცა დედაჩემი თვალცრემლიანი, უმუშევარი უცხო ქვეყანაში, ბედის ანაბარა იყო დარჩენილი. _ხვალ საღამოს ხუთზე გელოდები. - მითხრა მკაცრად. - ბევრი საქმე გექნება. ზეგ წვეულება მაქვს, ჩემი შვილი ჩამოდის ნიდერლანდებიდან. _გასაგებია ქალბატონო. - ვუთხარი თავის დაკვრით. _ოღონდ, ასე ჩაცმული ვერ იქნები. რა ზომა გაცვია? _“მედიუმი“ . _თენგის, შეურჩიეთ თავისი ზომა სამოსი და ხვალ დაახვედრეთ. - გასცა ბრძანება ქალბატონმა, - თავისუფალი ხართ ახლა. შეგიძლია წახვიდეთ. იმედია სასიამოვნოდ შევეწყობით ერთმანეთს. - მომიბრუნდა მერე მე. _რა თქმა უნდა, ქალბატონო... - სახელით მინდოდა მიმემართა და გამახსენდა, რომ არც უთქვამს. _კლარა. კალარა მქვია მე. - ხმა დაუთბა თითქოს. _ქალბატონო კლარა. - გავიმეორე ღიმილით, თავი დავუკარი და გამოვბრუნდი. თენგიზი უკან გამომყვა. ჩემი ქურთუკი საკიდიდან ჩამოსხნა და ჩაცმაში დამეხმარა. ჩანთა ბეჭზე გადავიკიდე და კარი გამოვაღე. თვალებით ძაღლს ვეძებდი. _ძაღლი დაბმულია, არ შეგეშინდეს. - მითხრა თენგიზმა. _ოჰ, მადლობა ღმერთს. - თავისუფლად ამოვისუნთქე. თქნგიზს გაეღიმა. - დიდი ხანია აქ მუშაობთ? - ვკითხე მას. _საკმაოდ. - მომიგო მოკლედ. _კლარას... ქალბატონ კლარას მეუღლე არ ჰყავს? - დავინტერესდი. _რა ცნობისმოყვარე ხართ, დარო. - ისევ გაეღიმა კაცს. _მომიტევეთ. _აბა ხვალამდე, დარო. - დამემშვიდობა ჭიშკართან თენგიზი. ღიმილიანი სახით დავადექი გზას. სახლში ბედნიერი დავბრუნდი. აკო დედას ელაპარაკებოდა „სკაიპით“. _დე, ხვალიდან სამსახურში გავდივარ. - ვუთხარი დედას გახარებული ხმით. მერე მოკლედ და მსუბუქად მოვუყევი თუ რა მეკეთებინა იქ. საღამოს ადრე დავწექი, გამოძინება არ მაწყენდა, რადგან სასწავლებლის შემდეგ პირდაპირ სამსახურში მიწევდა წასვლა. აკო, ისევ შეფიქრიანებული და დარდიანი მეჩვენა. თუმცა არაფერი მიკითხავს. წინა ღამის რეაქციის გამო. გადავწყვიტე ჩემით გამეგო რა აწუხებდა. ............................... მოვიარე საქართველო და დავბრუნდი. არ ვიცი რა იქნება ეს ისტორია, თუმცა ის კი ვიცი, რომ ჩემთან და თქვენთან ერთად შეიქმნება. თქვენს თვალსწინ. ვნახოთ რა გამოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.